განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-----------------
საქმე №1ბ/239-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ლევან თევზაძე
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - თ---------------–---–ის,ადვოკატების - ვ----------–-------–---–ის, დ-----------–---ს,მსჯავრდებულ - თ-----------–--ლის მონაწილეობით,სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის თ---------------–---–ის და მსჯავრდებულ თ-----------–--ლის ადვოკატ დ-----------–---ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
თ-----------–--ლის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4---------3, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ-----––-----------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----––-----–-----------------------------------------; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
თ-----------–--ლს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.
მანვე, ჩაიდინა დახმარება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1999 წლის 27 სექტემბერს დარეგისტრირდა შპს „მ---------------ა“ (ს/ნ 2--------), რომლის დირექტორიც 2005 წლიდან დღემდე არის თ------------–---–-.
2013 წლის 29 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი (S-----------) ქ-----––---ს ქუჩების: ს-------–---–------–-----------------–---–----–------------------------------------ს, პ------–--------------------------------------–---–ის სარებილიტაციო სამუშაოებზე, სადაც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ა----–-“ და 2013 წლის 11 სექტემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გააფორმა N1-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განიზასღვრა 1927600 ლარით.
2013 წლის 12 სექტემბერს შპს „ა----–-ა“, რომლის დირექტორია ო------------–---–ი და შპს „მ---------------ას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით ზემოაღნიშნული ტენდერით გათვალსწინებული ქ-----––---ს ქუჩების: წმინდა დ---------------------------ს (I-II), მ--------–---–-------------ის ქუჩების მოასფალტება უნდა განეხორციელებინა შპს „ა----–-“, ხოლო ს-------–---–-ს, ხაშურის, პეტრიწის, გ---------ს და მ------–---–-ს გზების მოასფალტება უნდა განეხორციელებინა შპს „მ---------------ას“ შპს „ა----–-ს“ მიერ წარდგენილი და განფასებული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით. სამუშაოების ღირებულებიდან 3% პროცენტი უნდა დარჩენოდა შპს „ა----–-“, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა ჩაერიცხა შპს „მ---------------ას“ საბანკო ანგარიშზე. შეთანხმებისა და ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „მ---------------ამ“ შეასრულა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შპს „მ---------------ას“ დირექტორმა, თ-----------–--ლმა განიზრახა მეტი ფინანსური სარგებლის მიღება და აღნიშნული მიზნით მან განიზრახა ყალბი საანგარიშსწორებო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ იყო ფასიანი ქაღალდი. აღნიშნული მიზნითა და განზრახვით სამშენებლო სამუშაოების შესრულების შემდეგ, თ-----------–--ლმა შეადგინა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს აქტები, ფორმა N--ები და ფარული სამუშაოების შესრულების აქტები, სადაც მიუთითა შესრულებული სამუშაოს გაზრდილი მოცულობა და ღირებულება და არ ასახა მის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ღირებულება. რის შესახებაც ასევე აცნობა შპს „ა----–-ს“ დირექტორს ო------------–---–ს და წარუდგინა მის მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა N--ები). ო------------–---–-ა და თ-----------–--ლმა აღნიშნულ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N--ები) დაფიქსირებული სამუშაოთა მოცულობები და ღირებულები დაადასტურეს ხელისმოწრებით.
თ-----------–--ლმა ზემოაღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ქალაქ ა---––---–ი, ხაშურის ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ, გზის საფარის ქვედა და ზედა ფენების მოწყობა, ასევე ტერიტორიის მოშანდაკება ავტოგრეიდერით და საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით და 3,6 ტონა ბიტუმის მოსხმა 3610.35 მეტრ კვადრატზე ტროტუარის მოწყობა და 3,71 ტონა ბიტუმის მოსხმა, 3708.61 კვადრატული მეტრის ფართობის ნაცვლად, შეასრულა 3330 კვადრატული მეტრის ფართობზე, რაც 23 514,37 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
იმავე განზრახვით თ-----------–--ლს ქალაქ ა---––---–ი, მ------–---–-ს ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ, გზის საფარის ქვედა და ზედა ფენების მოწყობა, ასევე ტერიტორიის მოშანდაკება ავტოგრეიდერით და საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით და 1.29 ტონა ბიტუმის მოსხმა 1284 კვადრატული მეტრის ფართობის ნაცვლად, შესრულებული აქვს 1245 კვადრატული მეტრის ფართობზე, რაც 3347.92 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
იმავე განზრახვით თ-----------–--ლს ქალაქ ა---––---–ი, პ------–--------ზე ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ გზის საფარის ქვედა ფენა ნაცვლად 3224.24 კვადრატული მეტრი ფართობისა, მოწყობილი აქვს 2815 კვადრატული მეტრი ფართობზე, რაც 10 666, 56 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
იმავე განზრახვით თ-----------–--ლს ქალაქ ა---––---–ი, ს-------–---–-ს ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ გზის საფარის ქვედა ფენა ნაცვლად 1369 კვადრატული მეტრი ფართობისა, მოწყობილი აქვს 1150 კვადრატული მეტრი ფართობზე, რაც 5556,09 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
იმავე განზრახვით თ-----------–--ლს ქალაქ ა---––---–ი გ---------ს ქუჩაზე (სანაპიროს ნაწილი), ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ, გზის საფარის ქვედა ფენა და ეზოში შესასვლელები ნაცვლად 1963 კვადრატული მეტრი ფართობისა, მოწყობილი აქვს 1915 კვადრატული მეტრი ფართობზე, რაც 2153,28 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
იმავე განზრახვით თ-----------–--ლი ქალაქ ა---––---–ი პ------–--------ზე გაუთვალისწინებელ სამუშაოების შესრულებისას, ვალდებული უნდა მოეწყო 11 გ.მ. წყალგაუმტარი ლითონის მილი, რეალურად კი აღნიშნული სამუშაოები არ შესრულებულა. მოცემულ შემთხვევაში თანხობრივი სხვაობა შეადგენს 2659 ლარს.
თ-----------–--ლის მიერ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) ასახული მონაცემები (მოცულობა და ღირებულება) თავის მხრივ ო------------–---–-ა შპს „ა----–-ს“ მიერ შედგენილ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) დააფიქსირა სრული მოცულობით, რომელიც წარადგინა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. აღნიშნული ფორმა N--ების საფუძველზე კი განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვით განხორციელებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება და შპს „ა----–-“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ სრულად ჩაერიცხა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებითა და ფორმა N--ებით გათვალისწინებული თანხა. შპს „ა----–-ა“ და შპს „მ---------------ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „მესხეთვატოგზამ“ მის მიერ შედგენილი ფორმა N--ის თანახმად, შეასრულა 879 834 ლარის ღირებულების სამუშაო, ღირებულების 3%, 26 395 ლარი დაიტოვა შპს „ა----–--“, ხოლო 8------- ლარი გადაურიცხა შპს „მ---------------ას“.
ფაქტიურად კი ქ-----––---ს ქუჩების: ს-------–---–------–-----------------–---–----–------------------------------------ს, პ------–--------------------------------------–---–ის შესრულებული სარებილიტაციო სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დარიცხვების და დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 1 620 612 ლარს, რაც 130 785 ლარით ნაკლებია შპს „ა----–-ს“ მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში წარდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) მითითებული 1 751 397 ლარისა. თ------------–---–-ს მიერ ყალბად დამზადებული და შპს „ა----–-ს“ დირექტორთან, ო------------–---–---ნ წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტების, ფორმა N--ების გამოყენებით შპს „მესხეთვატოგზამ“ მიიღო მეტი ფინანსური სარგებელი. შპს „მ---------------ის“ მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მისი დირექტორის- თ-----------–--ლის მიერ ყალბად დამზადებული საანგარიშსწორებო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის - შესრულებული სამუშაოს აქტების საფუძველზე შპს „ა----–-“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ ჩაერიცხა 47 898,09 ლარით ზედმეტი თანხა, რომლის 3 % შპს „ა----–-ა“ და შპს „მ---------------ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დაიტოვა შპს „ა----–--“, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაურიცხა შპს „მ---------------ას“.
2013 წლის 29 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი (S-----------) ქ-----––---ს ქუჩების: ს-------–---–------–-----------------–---–----–------------------------------------ს, პ------–--------------------------------------–---–ის სარებილიტაციო სამუშაოებზე, სადაც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ა----–-“ და 2013 წლის 11 სექტემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გააფორმა N1-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 1927600 ლარით.
2013 წლის 12 სექტემბერს შპს „ა----–-ა“, რომლის დირექტორია ო------------–---–ი და შპს „მ---------------ას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით ზემოაღნიშნული ტენდერით გათვალსწინებული ქ-----––---ს ქუჩების: წმინდა დ---------------------------ს (I-II), მ--------–---–-------------ის ქუჩების მოასფალტება უნდა განეხორციელებინა შპს „ა----–-“, ხოლო ს-------–---–-ს, ხაშურის, პეტრიწის, გ---------ს და მ------–---–-ს გზების მოასფალტება უნდა განეხორციელებინა შპს „მ---------------ას“ შპს „ა----–-ს“ მიერ წარდგენილი და განფასებული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით. სამუშაოების ღირებულებიდან 3% პროცენტი უნდა დარჩენოდა შპს „ა----–-“, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა ჩაერიცხა შპს „მ---------------ას“ საბანკო ანგარიშზე. შეთანხმებისა და ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „მ---------------ამ“ შეასრულა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გამოცხადებული ტენდერისა და დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ა----–-“ ვალდებული იყო შეესრულებინა ქ-----––---ს ქუჩების: ს-------–---–------–-----------------–---–----–------------------------------------ს, პ------–--------------------------------------–---–ის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული მოცულობების შესაბამისად. ხელშეკრულების მიხედვით შპს „ა----–---ნ“ ანგარიშწორება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, მის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტის შესაბამისად.
შპს „ა----–-ს“ დირექტორმა ო------------–---–-ა განიზრახა ახალციხის მუნიციპალიტეტის კუთვნილი თანხების მითვისება, აღნიშნული მიზნით მან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეტაპობრივად, წარუდგინა შესრულებული სამუშაოს აქტები, ვითომდა მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობები და ღირებულებები შეესაბამებოდა ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებულ მოცულობებსა და ღირებულებას. ფაქტიურად კი შპს „ა----–-ს“ მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დარიცხვების და დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 1 620 612 ლარს, რაც 130 785 ლარით ნაკლებია მის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში წარდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) მითითებული 1 751 397 ლარისა.
ზემოაღნიშნული ტენდერით გათვალსწინებული ქ-----––---ს ქუჩების: წმინდა დ---------------------------ს (I-II), მ--------–---–-------------ის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაო (მოასფალტება) შეასრულა შპს „მ---------------ამ“ შპს „მ---------------ასა“ და შპს „ა----–-“ შორის 2013 წლის 12 სექტემბერს გაფომებული ხელშეკრულების საფუძველზე და ასევე შეადგინა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს აქტები, ფორმა N--ები და ფარული სამუშაოების შესრულების აქტები, რომელიც წარუდგინა შპს „ა----–-ს“ დირექტორს ო------------–---–ს. შპს „მ---------------ას“ დირექტორმა თ-----------–--ლმა აღნიშნული ქუჩების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეასრულა ხელშეკრულებით, ხარჯთაღრიცხვითა და მის მიერ დამზადებულ შესრულებული სამუშაოს აქტებით გათვალისწინებული მოცულობების შესაბამისად, კერძოდ, მის მიერ ფაქტიურად შესრულებული იქნა ნაკლები მოცულობის სამუშაო, ვიდრე გათვალისწინებული იყო ხარჯთაღრიცხვითა და ასევე მითითებული იყო თავად შპს „მ---------------ას“ მიერ შედგენილ შესრულებულ სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) და აღნიშნული ფორმა N--ების იდენტურად შპს „ა----–-ს“ მიერ დამზადებულ და ახალციხის მუნიციპალიტეტში წარდგენილ შესრულებულ სამუშაოს აქტებში (ფორმა N2).
კერძოდ, თ-----------–--ლმა ქალაქ ა---––---–ი, ხაშურის ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ, გზის საფარის ქვედა და ზედა ფენების მოწყობა, ასევე ტერიტორიის მოშანდაკება ავტოგრეიდერით და საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით და 3,6 ტონა ბიტუმის მოსხმა 3610.35 მეტრ კვადრატზე ტროტუარის მოწყობა და 3,71 ტონა ბიტუმის მოსხმა, 3708.61 კვადრატული მეტრის ფართობის ნაცვლად, შეასრულა 3330 კვადრატული მეტრის ფართობზე, რაც 23 514,37 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
ასევე, თ-----------–--ლმა ქალაქ ა---––---–ი, მ------–---–-ს ქუჩაზე, ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ, გზის საფარის ქვედა და ზედა ფენების მოწყობა, ასევე ტერიტორიის მოშანდაკება ავტოგრეიდერით და საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით და 1.29 ტონა ბიტუმის მოსხმა 1284 კვადრატული მეტრის ფართობის ნაცვლად, შეასრულა 1245 კვადრატული მეტრის ფართობზე, რაც 3347.92 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
მანვე, ქალაქ ა---––---–ი პ------–--------ზე ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ გზის საფარის ქვედა ფენა ნაცვლად 3224.24 კვადრატული მეტრი ფართობისა, მოაწყო 2815 კვადრატული მეტრ ფართობზე, რაც 10 666, 56 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
მანვე, ქალაქ ა---––---–ი ს-------–---–-ს ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ გზის საფარის ქვედა ფენა ნაცვლად 1369 კვადრატული მეტრი ფართობისა, შეასრულა 1150 კვადრატული მეტრ ფართობზე, რაც 5556,09 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
იმავე განზრახვით თ-----------–--ლს ქალაქ ა---––---–ი გ---------ს ქუჩაზე (სანაპიროს ნაწილი), ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ გზის საფარის ქვედა ფენა და ეზოში შესასვლელები ნაცვლად 1963 კვადრატული მეტრი ფართობისა, შეასრულა 1915 კვადრატული მეტრ ფართობზე, რაც 2153,28 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
ასევე, თ-----------–--ლი ქალაქ ა---––---–ი პ------–--------ზე გაუთვალისწინებელ სამუშაოების შესრულებისას, ვალდებული უნდა მოეწყო 11 გ.მ. წყალგაუმტარი ლითონის მილი, რეალურად კი აღნიშნული სამუშაოები არ შესრულებულა. მოცემულ შემთხვევაში თანხობრივი სხვაობა შეადგენს 2659 ლარს.
თ-----------–--ლის მიერ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფომრა N2) ასახული მონაცემები (მოცულობა და ღირებულება) თავის მხრივ ო------------–---–-ა შპს „ა----–-ს“ მიერ შედგენილ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) დააფიქსირა სრული მოცულობით, რომელიც წარადგინა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. აღნიშნული ფორმა N--ების საფუძველზე კი განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვით განხორციელებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება და შპს „ა----–-“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ სრულად ჩაერიცხა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებითა და ფორმა N--ებით გათვალსწინებული თანხა. შპს „ა----–-ა“ და შპს „მ---------------ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „მესხეთვატოგზამ“ მის მიერ შედგენილი ფორმა N--ს თანახმად, შეასრულა 879 834 ლარის ღირებულების სამუშაო, ღირებულების 3%, 26 395 ლარი დაიტოვა შპს „ა----–--“, ხოლო 853 439,8 ლარი გადაურიცხა შპს „მესხეთვატოგზას“.
ფაქტიურად კი ქ-----––---ს ქუჩების: ს-------–---–------–-----------------–---–----–------------------------------------ს, პ------–--------------------------------------–---–ის შესრულებული სარებილიტაციო სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დარიცხვების და დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 1 620 612 ლარს, რაც 130 785 ლარით ნაკლებია შპს „ა----–-ს“ მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში წარდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) მითითებული 1 751 397 ლარისა. თ------------–---–-ს დახმარებით, მის მიერ ფაქტიურად შესრულებული ქ-----––---ს ქუჩების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოს გათვალისწინებით შპს „ა----–-“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ ჩაერიცხა 47 897,09 ლარით ზედმეტი თანხა, რომლის 3 % შპს „ა----–-ა“ და შპს „მ---------------ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დაიტოვა შპს „ა----–--“, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაურიცხა შპს „მ---------------ას“. ო------------–---–-ა ქ-----––---ს ქუჩების: ს-------–---–------–-----------------–---–----–------------------------------------ს, პ------–--------------------------------------–---–ის სარებილიტაციო სამუშაოების სამუშაოების განხორციელებისას, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ჩარიცხული თანხიდან - 1751348,45 ლარიდან, მიითვისა 130 785 ლარი.
ამდენად, შპს „მ---------------ას“ დიქრექტორის თ-----------–--ლის დახმარებით, შპს „ა----–-ს“ დირექტორმა ო------------–---–-ა მიითვისა ახალციხის მუნიციპალიტეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კერძოდ 47 897,09 ლარი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:
თ-----------–--ლი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
თ-----------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:
1999 წლის 27 სექტემბერს დარეგისტრირდა შპს „მ---------------ა“ (ს/ნ 2--------), რომლის დირექტორიც 2005 წლიდან დღემდე არის თ-----------–--ლი.
2013 წლის 29 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი (S-----------) ქ-----––---ს ქუჩების: ს-------–---–------–-----------------–---–----–------------------------------------ს, პ------–--------------------------------------–---–ის სარებილიტაციო სამუშაოებზე, სადაც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ა----–-“ და 2013 წლის 11 სექტემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გააფორმა N1-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განიზასღვრა 1927600 ლარით.
2013 წლის 12 სექტემბერს შპს „ა----–-ა“, რომლის დირექტორია ო------------–---–ი და შპს „მ---------------ას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით ზემოაღნიშნული ტენდერით გათვალსწინებული ქ-----––---ს ქუჩების: წმინდა დ---------------------------ს (I-II), მ--------–---–-------------ის ქუჩების მოასფალტება უნდა განეხორციელებინა შპს „ა----–-“, ხოლო ს-------–---–-ს, ხაშურის, პეტრიწის, გ---------ს და მ------–---–-ს გზების მოასფალტება უნდა განეხორციელებინა შპს „მ---------------ას“ შპს „ა----–-ს“ მიერ წარდგენილი და განფასებული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით. სამუშაოების ღირებულებიდან 3% პროცენტი უნდა დარჩენოდა შპს „ა----–-“, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა ჩაერიცხა შპს „მ---------------ას“ საბანკო ანგარიშზე. შეთანხმებისა და ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მ---------------ამ“ შეასრულა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შპს „მ---------------ას“ დირექტორმა, თ-----------–--ლმა განიზრახა მეტი ფინანსური სარგებლის მიღება და აღნიშნული მიზნით მან განიზრახა ყალბი საანგარიშსწორებო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ იყო ფასიანი ქაღალდი. აღნიშნული მიზნითა და განზრახვით სამშნებლო სამუშაოების შესრულების შემდეგ თ-----------–--ლმა შეადგინა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს აქტები, ფორმა N--ები და ფარული სამუშაოების შესრულების აქტები, სადაც მიუთითა შესრულებული სამუშაოს გაზრდილი მოცულობა და ღირებულება და არ ასახა მის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ღირებულება. რის შესახებაც ასევე აცნობა შპს „ა----–-ს“ დირექტორს ო------------–---–ს და წარუდგინა მის მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა N--ები). ო------------–---–-ა და თ-----------–--ლმა აღნიშნულ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N--ები) დაფიქსირებული სამუშაოთა მოცულობები და ღირებულები დაადასტურეს ხელისმოწრებით.
თ-----------–--ლმა ზემოაღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ქალაქ ა---––---–ი ხაშურის ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ გზის საფარის ქვედა და ზედა ფენების მოწყობა, ასევე ტერიტორიის მოშანდაკება ავტოგრეიდერით და საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით და 3,6 ტონა ბიტუმის მოსხმა 3610.35 მეტრ კვადრატზე ტროტუარის მოწყობა და 3,71 ტონა ბიტუმის მოსხმა, 3708.61 კვადრატული მეტრის ფართობის ნაცვლად შეასრულა 3330 კვადრატული მეტრის ფართობზე, რაც 23 514,37 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
იმავე განზრახვით თ-----------–--ლს ქალაქ ა---––---–ი მ------–---–-ს ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ, გზის საფარის ქვედა და ზედა ფენების მოწყობა, ასევე ტერიტორიის მოშანდაკება ავტოგრეიდერით და საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით და 1.29 ტონა ბიტუმის მოსხმა 1284 კვადრატული მეტრის ფართობის ნაცვლად შესრულებული აქვს 1245 კვადრატული მეტრის ფართობზე, რაც 3347.92 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
იმავე განზრახვით თ-----------–--ლს ქალაქ ა---––---–ი პ------–--------ზე ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ გზის საფარის ქვედა ფენა ნაცვლად 3224.24 კვადრატული მეტრი ფართობისა, მოწყობილი აქვს 2815 კვადრატული მეტრი ფართობზე, რაც 10 666, 56 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
იმავე განზრახვით თ-----------–--ლს ქალაქ ა---––---–ი ს-------–---–-ს ქუჩაზე ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ გზის საფარის ქვედა ფენა ნაცვლად 1369 კვადრატული მეტრი ფართობისა, მოწყობილი აქვს 1150 კვადრატული მეტრი ფართობზე, რაც 5556,09 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
იმავე განზრახვით თ-----------–--ლს ქალაქ ა---––---–ი გ---------ს ქუჩაზე (სანაპიროს ნაწილი), ხარჯთაღრიცხვითა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ, გზის საფარის ქვედა ფენა და ეზოში შესასვლელები ნაცვლად 1963 კვადრატული მეტრი ფართობისა, მოწყობილი აქვს 1915 კვადრატული მეტრი ფართობზე, რაც 2153,28 ლარით ნაკლებია შესრულებული სამუშაოს აქტში მითითებული ღირებულებისა.
იმავე განზრახვით თ-----------–--ლი ქალაქ ა---––---–ი პ------–--------ზე გაუთვალისწინებელ სამუშაოების შესრულებისას, ვალდებული უნდა მოეწყო 11 გ.მ. წყალგაუმტარი ლითონის მილი, რეალურად კი აღნიშნული სამუშაოები არ შესრულებულა. მოცემულ შემთხვევაში თანხობრივი სხვაობა შეადგენს 2659 ლარს.
თ-----------–--ლის მიერ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმაა N2) ასახული მონაცემები (მოცულობა და ღირებულება) თავის მხრივ ო------------–---–-ა შპს „ა----–-ს“ მიერ შედგენილ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) დააფიქსირა სრული მოცულობით, რომელიც წარადგინა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. აღნიშნული ფორმა N--ების საფუძველზე კი განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვით განხორციელებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება და შპს „ა----–-“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ სრულად ჩაერიცხა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებითა და ფორმა N--ებით გათვალსწინებული თანხა. შპს „ა----–-ა“ და შპს „მ---------------ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მესხეთვატოგზამ“ მის მიერ შედგენილი ფორმა N--ს თანახმად, შეასრულა 879 834 ლარის ღირებულების სამუშაო, ღირებულების 3%, 26 395 ლარი დაიტოვა შპს „ა----–--“, ხოლო 8------- ლარი გადაურიცხა შპს „მ---------------ას“.
ფაქტიურად კი ქ-----––---ს ქუჩების: ს-------–---–------–-----------------–---–----–------------------------------------ს, პ------–--------------------------------------–---–ის შესრულებული სარებილიტაციო სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დარიცხვების და დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 1 620 612 ლარს, რაც 130 785 ლარით ნაკლებია შპს „ა----–-ს“ მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში წარდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) მითითებული 1 751 397 ლარისა. თ------------–---–-ს მიერ ყალბად დამზადებული და შპს „ა----–-ს“ დირექტორთან, ო------------–---–---ნ წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტების, ფორმა N--ების გამოყენებით შპს „მესხეთვატოგზამ“ მიიღო მეტი ფინანსური სარგებელი. შპს „მ---------------ის“ მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მისი დირექტორის თ-----------–--ლის მიერ ყალბად დამზადებული საანგარიშსწორებო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის - შესრულებული სამუშაოს აქტების საფუძველზე შპს „ა----–-“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ ჩაერიცხა 47 898,09 ლარით ზედმეტი თანხა, რომლის 3 % შპს „ა----–-ა“ და შპს „მ---------------ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დაიტოვა შპს „ა----–--“, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაურიცხა შპს „მ---------------ას“.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა თ---------------–---–მა და მსჯავრდებულ თ-----------–--ლის ადვოკატმა დავით მუმლაძემ.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და თ-----------–--ლის დამნაშავედ ცნობა როგორც საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში; ასევე, მისთვის კანონიერი, სამართლიანი და უფრო მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტის მტკიცებით, განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო; ამასთან, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ბრალდების მხარე ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს თ------------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტს.
პროკურორის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე გამოკლეული მტკიცებულებებით ნათლად დადასტურდა ის ფაქტი, რომ თ------------–---–ს შეგნებული ჰქონდა მის მიერ ყალბი, არასწორი მონაცემების ამსახველი საანგარიშსწორებო დოკომენტის დამზადება, რომელიც არ იყო ფასიანი ქაღალდი, იმ მიზნით, რომ მას იგი გამოეყენებინა შპს „ა----–---ნ“, ო------------–---–---ნ წარდგენისას, რათა მიეღო ფინანსური სარგებელი. მისთვის და მისი საწარმოსთვის მნიშნვნელოვანი იყო მეტი ფინანსური სარგებლის მიღება და რომ არა მის მიერ შედგენილი ფორმა N--ები და საერთოდ თ------------–---–-ს როლი, შპს „ა----–-“ ვერ მიიღებდა თანხას მუნიციპალიტეტიდან და შესაბამისად, შემდეგ უკვე ვერც შპს „მ---------------ა“. რაც მეტ თანხას მიიღებდა შპს „ა----–-“, მით მეტ თანხას მიიღებდა შპს „მ---------------აც“, რადგან ხელშეკრულების თანამხმად, უნდა გადარიცხულიყო მიღებული თანხის 3 %.
აპელანტის მითითებით, 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი შპს „ა----–-ს“ დირექტორი ო-------------–---–ი. თუმცა, მის ქმედებაში ნათლად ჩანს თ------------–---–-ს როლი, რომელმაც დახმარება გაუწია თათეშვილს თანხების მითვისებაში, მის მიერ შესრულებული ქუჩების ნაწილში და მანაც რაღათქმაუნდა, ნახა ფინანსური სარგებელი. ორივე შპს-ს ინტერესში შედიოდა ის, რომ მუნიციპალიტეტს ჩაებარებინა სამუშაო და მისგან მიეღოთ მეტი შემოსავალი. რაღათქმაუნდა, მეტი შემოსავლის მიღების სურვილი ჰქონდა თ------------–---–--ც. თ------------–---–მა, რომელიც წლების განმავლობაში იყო საწარმოს დირექტორი, ძალიან კარგად იცოდა თუ რა ძალის მქონე დოკუმენტი იყო შესრულებული სამუშაოს აქტი და რომ მასში ასახული უნდა ყოფილიყო ფაქტიურად შესრულებული სამუშაო. ასევე, მან კარგად იცოდა იმ თანხის წარმომავლობა, რაც ჩაერიცხა შპს „ა----–-დან“. მაგრამ იმ მიზნით, რომ მეტი ფინანსური სარგებელი და შემოსავალი მიეღო, დაამზადა და გამოიყენა ყალბი საანგარიშსწორებო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, აღნიშნული დოკუმენტის შედგენით კი, ამავე დროს დაეხმარა ო------------–---–ს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისებაში.
აპელანტი ასევე უთითებს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების, ამასთან ამავე ქმედებით გამოწვეული შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ თ-----------–--ლისათვის შეფარდებული სასჯელი, ჯარიმა 5000 ლარი, ვერ იქნება შემაკავებელი ხასიათის და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების აღსრულებას.
დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და თ-----------–--ლის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტების მტკიცებით, შპს „ა----–-ა“ და შპს „მ---------------ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ა----–-ს“ მიერ არ მომხდარა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შპს „მ---------------ისთვის“ გადაცემა და აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებელ შეთანხმებას. შპს „მ---------------ის“ მიერ სრულად შესრულდა შპს „ა----–---ნ“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, რის თაობაზეც მხარეთა შორის გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში ო------------–---–-ა დაადასტურა ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტი ახდენდა უშუალოდ შპს „ა----–-ს“ მიერ შედგენილი და ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდებული ფორმა-2-ებისა და მიღება-ჩაბაბრების აქტების საფუძველზე; ხოლო სხვა მესამე პირს, მათ შორის არც შპს „მ---------------ას“, არ გააჩნდა არანაირი უფლებამოსილება და შესაძლებლობა, თავად მოეხდინა ქ-----––---ს მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა და აღნიშნულის შედეგად, რაიმე სახის ფულადი სახსრების მიღება.
ასევე, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების მიხედვით უტყუარად დასტურდება, რომ სარებილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელს სუბიექტს წარმოადგენდა შპს „ა----–-“, ვინაიდან სწორედ შპს „ა----–-“ გამოცხადდა გამარჯვებულად 2013 წლის 29 ივლისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში და სწორედ მასთან მოხდა ხელშეკრულების გაფორმება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. შესრულებული სამუშაოების პროპორციულად ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტი თანხის ანაზღაურებას შპს ,,ა----–-ს“ მიმართ ახორციელებდა უშუალოდ შპს „ა----–-ს“ მიერ მიწოდებული ფორმა-2-ებისა და მასთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, რომელი დოკუმენტის შედგენასა და გამოყენებაში თ-----------–--ლს არ მიუღია არანაირი მონაწილეობა. საანგარიშსწორებო დუკუმენტს კი წარმოადგენდა სწორედ ის აქტები, რომელიც ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტში წარდგენილი იყო შპს „ა----–-ს“ მიერ და ხელმოწერილი იყო უშუალოდ შპს „ა----–-ს“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისა და ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ. შესაბამისად, შპს „ა----–-ა“ და შპს „მ---------------ას“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა-2-ები, ვერ განიხილება იმ საანგარიშსწორებო დოკუმენტად, რომლის მიხედვითაც ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტი შპს „ა----–-ს“ მიმართ განახორციელებდა თანხების გადარიცხვა.
დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შესრულებული სამუშაოების მოცულობის შედარება ექსპერტის მიერ მოხდა შპს „ა----–-ს“ მიერ შედგენილ ფორმა #2-თან, ექსპერტის მიერ დადგენილ იქნა შპს „ა----–-ს“ მიერ შესრულებულ ფორმა #2-ში ნაჩვენები სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობის შეუსაბამობა რეალურად განხორცელებულ სამუშაოებთან და ექსპერტს არ დაუდგენია შპს „მ---------------ის“ მიერ შედგენილი ფორმა #2-ების შეუსაბამობა შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებაში. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების მოცულობის დადგენასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ არარელევანტურია, აღნიშნული დასკვნით კიდევ ერთხელ დასტურდება ის ფაქტი, რომ განსახილველ შემთხვევაში საანგარიშწორებო დოკუმენტს წარმოადგენდა არა შპს „მ---------------ას“, არამედ შპს „ა----–-ს“ მიერ შესრულებული და მუნიციპალიტეტში წარდგენილი ფორმა #2-ები.
გარდა ამისა, პირებმა, რომლებიც 2013 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებდნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ცალსახად განმარტეს, რომ თ-----------–--ლს მათთვის არ მიუცია რაიმე სახის მითითება იმის შესახებ, რომ სამუშაოები განეხორციელებინათ ნაკლები მოცულობით, ვიდრე ეს დაფიქსირებული იყო შპს „ა----–-ს“ მიერ მიწოდებული საპროექტო დოკუმენტაციით. ასეთი მოცემულობის პირობებში ფაქტია, რომ ბრალდების მხარის მტკიცება - თ-----------–--ლის მიერ რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესახებ, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და ემყარება მხოლოდ უსაფუძვლო მოსაზრებას.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს თ------------–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თ---------------–---–მა მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა თ-----------–--ლმა და მისმა ადვოკატებმა მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას - თ-----------–--ლის ქმედების მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ-------------–---–მა განაცხადა, რომ 2015 წელს მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შპს „ა----–--“, რომელიც იყო რეგისტრირებული გადამხდელად, მიიღო მონაწილეობა ტენდერში, სადაც აწარმოებდა შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მისთვის ცნობილი გახდა, რომ არაჯეროვნად სრულდებოდა აღნიშნული სამუშაოები, გადასახადებიდან თავის არიდების მიზნით, ხელოვნურად იყო გაზრდილი ხარჯები. აღნიშნულ ინფორმაციაზე, რომელიც მიიღო ბაზიდან ტენდერებთან დაკავშირებით, მის მიერ დაწერილი იქნა პატაკი. საქმეზე დაიწყო გამოძიება და დაიკითხა მოწმის სახით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე თ-----------------ემ განაცხადა, რომ 2013 წელს იყო ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების უფროსი გამგეობაში. მისი უფლება-მოვალეობა იყო ხელმძღვანელობა პროექტების განხორციელებაზე, ეკონომიკურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება, მათი შერჩევა, ქონების განკარგვა, ყველაფერი, რაც ეკონომიკას შეეხებოდა. ასევე იყო სატენდერო კომისიის წევრი. 2013 წელს ქუჩების რეაბილიტაციაზე მომზადდა პროექტი, მონაწილეობდა ერთი ფირმა - შპს „რ-------- 7“ და მან მოამზადა შესაბამისი პროექტი. აღნიშნული სამუშაო შეასრულა შპს „ა----–--“. ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ეს კომპანია. სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 2 000 000 (ორმილიონ ლარს). გამგეობა ერთვებოდა სამუშაოების პროცესის შესრულების პროცესში. გამგეობიდან გამოყოფილი იყო ოთხი მთავარი სპეციალისტი: მთავარი ზედამხედველობის კუთხით, გზებისა და ინფრასრუქტურის მთავარი სპეციალისტი, არქშენის ინსპექციის საკითხში მთავარი სპეციალისტი და სივრცით ტერიტორიის მოწყობის მთვარი სპეციალისტი, რომლებიც სისტემატიურად გადიოდნენ, ათვალიერებდნენ მშენებლობის მიმდინარეობას და იღებდნენ ფოტოებსაც. ეს თანამშრომლები იყვნენ: ე---------------–---–ი, რ-------------–---–ი, ბ---------------–--- და გ--------------–---–ი. რამდენჯერმე იყო ადგილზე გასული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში; აზომვითი სამუშაოები არ შეუსრულებია. იცის, რომ სპეციალისტებმა აზომეს ადგილი, ხოლო ფაქტს არ შესწრებია. შპს „ა----–---ნ“ იყო ხელშეკრულება გაფორმებული, მას სხვა ინფორმაცია არ ჰქონია და ახლა გაიგო, რომ ქვეკონტრაქტორი ყოლია. ზედამხედველობის საკითხი ევალებოდა ორ სპეციალისტს, ადგილზე მოხდა აზომვა, შეაჯერეს შეადარეს ხარჯთაღრიცხვა და წარმოადგინეს დასკვნა, რომლის შემდეგ მოაწერა ხელი და გადაუგზავნა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. მიღება-ჩაბარების აქტით დაადასტურა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულდა. ანაგრიშსწორება განხორციელდა სწორედ მის მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. შესრულებულ სამუშაოების აქტებში ასახულია ყველა სამუშაოს მონაცემები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ-----------–---–---–მა განაცხადა, რომ 2013 წელს იყო შპს „რ-------- 77“-ის ინჟინერი, რომელიც დაკავებული იყო საპროექტო სამუშაოებით. ა---––---–ი პეტრიწის, ს-------–---–------–-----------------–---–ის, წმინდა დავითის და კოსტანტინეს, გ---------ს და მ------–---–-ს ქუჩებზე გამოცხადდა ტენდერი საპროექტო სამუშაოებზე, რომელიც მოიგეს და შესაბამისად, დირექტორმა ხელშეკრულება გააფორმა აღნიშნული ქუჩების საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შესყიდვაზე. შპს „რ-------- 77“-ის დირექტორი იყო დავით ჩაჩანიძე. ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოებით უნდა შეედგინათ ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც მისცემდა მშენებელს კონკრეტული ქუჩების კეთილმოწყობის საშუალებას. უშუალოდ მას ევალებოდა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ტექნიკური ნახაზების მიხედვით. ტექნიკურ ნახაზებს აღაგდენდა დავით ჩაჩანიძე. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში უნდა აისახოს ყველა ის სამუშაო, რომელიც უნდა შეფასდეს და რომელშიც უნდა მიიღოს ანაზღაურება მშენებელმა ორგანიზაციამ - მასალის, ტრანსპორტის, ხელფასის სახით ყველაფერი უნდა განფასდეს პროექტიდან დათვლილი მოცემულობის მიხედვით. მან აღნიშნული სამუშაო შეასრულა და წარუდგინა მუნიციპალიტეტს, მაგრამ მის მიერ დათვლილი ხარჯთაღრიცხვა არ დაემთხვა ნახაზებს, რაზეც პასუხისგებაც მოუწია. მოცულობის სხვაობამ გამოიწვია თანხის სხვაობა. მის მიერ შედგენილ დოკუმენტაციის საფუძველზე ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ მთლიან სამუშაოებს ვერ შეასრულებდა მშენებელი, ვინაიდან, მას ჰქონდა იმაზე მეტი განფასებული რაოდენობა, ვიდრე იყო ფაქტიურად. სამუშაოსათვის განსაზღვრული ვადის სიმცირემ გამოიწვია მისი შეცდომები მოცულობასთან დაკავშირებით. საპროექტო დოკუმენტაცია ჩაიბარა მუნიციპალიტეტმა, ვინაიდან შემკვეთი იყო მუნიციპალიტეტი. ჩაბარების შემდეგ დოკუმენტაციასთან მას კავშირი არ აქვს. თუ შემსრულებელი ორგანიზაცია გადაუხვევდა მის მიერ შედგენილ პროექტს, დამკვეთი არ მიიღებდა შესრულებულ სამუშაოს, რადგან არანაირი ცდომილება არ უნდა ყოფილიყო. შემსრულებელი ორგანიზაცია, როგორც იცის, იყო შპს „ა----–-“. მოგვიანებით გაიგო, რომ ქვეკონტრაქტორი იყო შპს „მ---------------ა“.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ბ---------------–---მ განაცხადა, რომ მუშაობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მშენებლობისა და რეაბილიტაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2013 წელს მუშაობდა ინფრასტრუქტურულ და სივრცით განყოფილებაში, იყო არქიტექტურისა და სივცითი მოწყობის სპეციალისტი. მისი უფლება-მოვალეობები იყო მშენებლობაზე ნებართვების გაცემა, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურის შემოწმება და მეთვალყურეობა. 2013 წელს ქ.ა---––---–ი ქუჩების ს-------–---–------–-----------------–---–----–------------------------------------ს, პ------–--------------------------------------–---–ის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ ტენდერი იყო გამოცხადებული და გაიმარჯვა შპს „ა----–--“. ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 1000 000 ლარს. მშენებელი ვალდებული იყო ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები შეესრულებინა ხელშეკრულების საფუძველზე. სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები ხელშეკრულებაში იყო გაწერილი. ხარჯთაღრიცხვა და პროექტი ვის მიერ იქნა შედგენილი, არ ახსოვს. მონაწილეობას ნაკლებად იღებდა მშენებლობის მიმდინარეობისას, სხვა სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. ყველა ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოს შპს „ა----–-“ ასრულებდა თუ არა, არ იცის. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ჩაბარდა შემსყიდველს. ფორმა ორში ასახული მონაცემები და მოცულობები შეესაბამებოდა თუ არა ფაქტიურად არსებულ მონაცემებს, არ იცის. ტენდერიდან გამომდინარე, პასუხისმგებელი იყო ის პირი, ვინც ხელშეკრულებას აფორმებდა. ქვეკონტრაქტორი ვინ იყო, არ იცის. მის შესახებ უნდა ეცნობებინათ თვითმმართველობისათვის და ხელშეკრულება უნდა წარმოედგინათ. მას თ-----------–--ლი მშენებლობის ადგილებზე არ შეხვედრია. მიღება-ჩაბარების აქტებთან შეხება არ ჰქონია. ზოგადად ფორმა ორში აისახება შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები. ამ დოკუმენტს ამოწმებს ინსპექტირების ჯგუფი, ადგილზე გასვლით. შეუსაბამობების შესახებ ინფორმაცის არ ფლობდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ე---------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში. 2013 წელს მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტში და იყო ინსპექციის სპეციალისტი, რომლის უფლება-მოვალეობა იყო ზედამხედველობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ნებართვებზე და სამშენებლო საქმიანობებზე, რაც ეხებოდა ქალაქში თუ სოფელში არსებულ მშენებლობებს. კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი და გაიმარჯვა შპს „ა----–--“. ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შესყიდული იქნა მუნიციპალიტეტის მიერ. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს არ გასულა ადგილზე. არც მიღება-ჩაბარებაში არ მიუღია მონაწილეობა. სამუშაოების მიღება-ჩაბარება ხორციელდება სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტის საფუძველზე, შესრულებულ სამუშაოების აქტში აისახება შესრულებული სამუშაოების მოცულობები. მოწმისათვის უცნობია - ჰყავდა თუ არა კომპანიას ქვეკონტრაქტორი. პასუხისმგებელი პირი არის ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი. ტენდერის პირობების შესრულების დროს შეხება არ ჰქონია ო------------–---–---ნ. სამუშაოს შესრულების პროცესში ნორმების დარღვევა არ დაუფიქსირებია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ----------------მ განაცხადა, რომ 2013 წელს იყო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის რწმუნებული. მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა ქალაქის ინფრასტრუქტურული და მოსახლეობის პრობლემების მოძიება, მათი გადაჭრის გზების მოძებნა და გამგებლის წინაშე წარდგენა. ამ პერიოდისათვის მიმდინარეობდა ა------ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება მოასფალტება, ტროტუარების მოწყობა პერიოდულად გადიოდა და ამოწმებდა, რომ რაიმე კონფლიქტი არ წამოჭრილიყო მოსახლობის და იქ მიმდინარე სამუშაოების მუშებს შორის და აგვარებდა ამ პრობლემებს. როგორც იცის, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა შპს „ა----–-“. შპს „მ---------------ა“ იყო ქვეკონტრაქტორი. სამუშაოების დასრულებისას ჩასვეს მიღება-ჩაბარების კომისიაში, საბოლოო მიღება ჩაბარება განახორციელეს გამგებელთან ერთად და შეამოწმეს, რომ ნამდვილად იყო შესრულებული სამუშოები. ხალხი კმაყოფილი იყო. სადაო არაფერი არ იყო, გავიდნენ და ჩაიბარეს. მიღაბა-ჩაბარების პროცესში განსაკუთებული პრობლემა არ ყოფილა, როგორც მიღება-ჩაბარების კომისიის წევრს, არ აუზომია თითოეული სამუშაოს მოცულობები, რადგან მას ეს არ ევალებოდა. თუ რა ჯდებოდა შესრულებული სამუშაოები, დეტალურად არ იცის. გამოძიების დაწყების შემდეგ გაიგო, რომ ნაწილობრივ სამუშაოებს ასრულებდა შპს ,,მ---------------ა’’. სამუშაოებს ამოწმებდა მხოლოდ გარეგნულად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე თ------------------–-–---–-ა განაცხადა, რომ 2013 წელს დროებით მუშაობდა შპს „ა----––ი“ ბრიგადირის თანაშემწედ. მონაწილეობა აქვს მიღებული სამი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებში - წმინდა დ---------------------------------ის და მარჯანიშვილის ქუჩებზე. დანარჩენი ქუჩების სამუშაოებში მონაწილეობა არ მიუღია. დანარჩენ სამუშაოებს თ-----------–--ლის კომპანია ასრულებდა. იგი ხედავდა თ-----------–--ლი მითითებებს როგორ აძლევდა თანამშრომლებს, სხვა დეტალები მისთვის უცნობია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა---------–-----–--–---–მა განაცხადა, რომ 2013 წლის ივნისიდან, 2013 წლის დეკემბრამდე, მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იურიდიული სამსახურის უფროსად. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დოკუმენტაცია იურიდიულ სამსახურთან მოდიოდა მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურის ზედამხედველობის სამსახური სამუშაოთა წარმოების თანმიმდევრობას შეამოწმებდა, მოწმე იყო მიღება ჩაბარების კომისიის წევრი. იურიდიული სამსახური პასუხისმგებელი იყო ფორმალურ გამართულობაზე. ფორმა ორი ყველაზე მთავარი დოკუმენტია, სადაც დეტალურად არის გაწერილი თითოეული სამუშაო. მის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი იყო მშენებელი. მას წარედგინა 2013 წლის 17 ოქტომბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ შპს „ა----–--“ შეასრულა ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები სულ 658125,40 ლარის ღირებულების. აღნიშნულ მიღება–ჩაბარების აქტზე დაფიქსირებულია მისი სახელი და გვარი და მის გასწვრივ შესრულებულია მისი ხელმოწერა. ასევე წარედგინა 2013 წლის 19 ნოემბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ შპს „ა----–--“ შეასრულა ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები სულ 1093273·05 ლარის ღირებულების. აღნიშნულ დოკუმენტზეც დაფიქსირებულია მისი ხელმოწერა. მიღება ჩაბარება უნდა მომხდარიყო ინფრასტრუქტურის სამსახურს მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. იურიდიული სამსახური დოკუმენტაციის სრულყოფილებას ამოწმებდა. ინფრასტრუქტურის სამსახურის ინსპექტორები მუდმივად ამოწმებდნენ მიმდინარე სამუშაოებს, ხოლო საფინანსო სამსახური სწავლობდა საფინანსო მხარეს. შპს ,,ა----–-“ ყავდა თუ არა ქვეკონტრაქტორი, არ იცის, რადგან ხელშეკრულების შინაარსი არ ახსოვს. იურიდიული სამსახური იყო პასუხისმგებელი ხელშეკრულების კანონიერებაზე, რადგან ის თანხა გაწერილი ყოფილიყო შესყიდვების კანონმდებლობის მიხედვით და იმ მიზნობრივი დანიშნულებით, რასაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავალებდათ. ეს იყო საკრებულოს იურიდიული სამსახურის ვალდებულება. ქვეკონტრაქტორს კანონი არ კრძალავს. სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი მაინც კონტრაქტორია, მაგრამ ჩაბარებაზე და შესრულების ხარისხზე პასუხისმგებელი - ინფრასტრუქტურის სამსახური.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ---------–--–---–მა განაცხადა, რომ 2013 წელს მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, შესყიდვების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. ევალებოდა მხოლოდ შესყიდვების განხორციელება. ასევე იყო სატენდერო კომისიის წევრი. შესყიდვა ხორციელდებოდა ინფრასტრუქტურის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომელიც წარადგენდა უკვე შესყიდულ საპროექტო დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც მუშავდებოდა სატენდერო დოკუმენტაცია, ტარდებოდა სატენდერო კომისია და ცხადდებოდა ტენდერი. მუნიციპალიტეტი პირველ რიგში ყიდულობდა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, ამ ხარჯთაღრიცხვით დგინდებოდა ობიექტის ღირებულება. 2013 წელს 1 927 600 ლარზე გამოცხადებული ტენდერი ითავლისწინებდა ქ.ა---––---–ი ს-------–---–------–-----------------–---–----–------------------------------------ს, პ------–--------------------------------------–---–ის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ტენდერში გაიმარჯვა შპს „ა----–--“. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა. შემსრულებელი ადგენდა ფორმა ორს რომელსაც ადასტურებდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ამის შემდგომ ინსპექტირების ჯგუფი აკეთებდა დასკვნას, რომ აღნიშნული სამუშაოები შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ტენდერში გამარჯვებულს შეეძლო აეყვანა ქვეკონტრაქტორი. თუ ქვეკონტრაქტორს აიყვანს, კონტრაქტორი ვალდებულია შეასრულებინოს ნაკისრი ვალდებულებები. თანხის ჩარიცხვა ხდება ფორმა ორიდან გამომდინარე. რა თანხაცაა მითითებული ფორმა ორში, ის თანხა აისახება ინსპექტირების დასკვნაში. მშენებელი ანგარიშფაქტურას აგზავნის მუნიციპალიტეტში და ხდება ანგარიშწორება. მუნიციპალიტეტის წინაშე ვალდებული არის მიმწოდებელი. ნახაზების და ხარჯთაღრიცხვის სისწორეს ამოწმებდა მიღება-ჩაბარების და ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც იბარებდა საპროექტო დოკუმენტაციას. გამოძიების დაწყებამდე ქვეკონტრაქტორის ვინაობა მისთვის უცნობი იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ო------------–---–-ა განაცხადა, რომ არის შპს „ა----–-ს“ დირექტორის მოადგილე, კომპანია აკეთებს სამშენებლო სამუშაოებს. 2013 წელს იყო შპს „ა----–-“ დირექტორი. იმ წელს მიიღო მონაწილეობა ტენდერში და გაიმარჯვა ქ.ა---––---–ი ქუჩების: ს-------–---–------–-----------------–---–----–------------------------------------ს, პ------–--------------------------------------–---–ის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაში. მოცემული იყო პროექტი და ხელშკრულებით გათვალისწინებული პროექტით უნდა შეესრულებინათ სამუშაოები. სამუშაოების ნაწილი შეასრულა შპს „ა----–--“ და ნაწილი შპს „მ---------------ამ“. თ-----------–--ლს, როგორც შპს „მ---------------ის“ დირექტორს, ხარჯთაღრიცხვა თავისი ნახაზებით მთლიანად გადასცა, შესრულებული სამუშაოების ჩაბარების შემდეგ 3%-ს იტოვებდა შპს „ა----–-“, დანარჩენს ურიცხავდა შპს „მ---------------ას“. ყველა ქუჩას ჰქონდა თავისი ხარჯთაღრიცხვა და პროექტი, რომელიც ხელშეკრულებასთან ერთად მთლიანად გადასცა თ-----------–--ლს, რომელიც შპს „ა----–-ს“ წინაშე პასუხისმგებელი იყო როგორც ქვეკონტრაქტორი. პირველი ფორმა ორი, რომელიც თ-----------–--ლმა მიაწოდა, მხოლოდ სათაურის შეცვლით გადააგზავნა გამგეობაში. ფორმა ორში, როგორც ხარჯთაღრიცხვაში, გაწერილია სამუშაოთა მოცულობა, შეფასებით და მთლიანი ხარჯით. მან (ოთარ თათეიშვილმა) მუნიციპალიტეტიდან თანხა სრულად აიღო და თ-----------–--ლს სრულად გადაურიცხა, გარდა 3 პროცენტისა. შპს „მ---------------ის“ მიერ ტროტუარებზე დაგებული არ იქნა ერთი - ქვედა ფენა ასფალტი, რომელიც ხარჯთაღრიცხვებშიც იყო გათვალისწინებული და მოცულობაშიც. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა ყველა ქუჩაზე, თუ სად რამდენი ლარის შეუსრულებელი სამუშაო იყო. მოწმის განმარტებით, სამუშაო დღის 4-5 საათის განმავლობაში ობიექტზე იყოხოლმე და შპს ,,მ---------------ის’’ მუშებს აკვირდებოდა, გეგმა-გრაფიკს არ ჩამორჩენოდნენ. შესრულებული სამუშაოს გადამოწმების ვალდებულება მას ჰქონდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ქ-----------------ემ განაცხადა, რომ 2013 წლის მდგომარეობით მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო შესყიდვებში წამყვან სპეციალისტად. მის მოვალეობას წარმოადგენდა შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობა. მოწმის განმარტებით, მუნიციპალიტეტის ფარგლებში ვერ ხერხდება საპროექტო დოკუმენტაციის გაკეთება და ხორციელდება სახარჯთაღრიცხვო და საპროექტო დოკუმენტაციის შეძენა. ამის შემდგომ, როდესაც მზა პროექტი მოდის და შეესაბამება მუნიციპალიტეტის მიერ მიცემულ დავალებას, დგინდება, თუ რა შესყიდვის საშუალებით უნდა გამოცხადდეს ტენდერი. საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში პროექტის შემდგენის მიერ ხდება დათვლა სამუშაოების შესრულების ღირებულებისა და მის საფუძველზე დგინდება სავარაუდო შესყიდვის ღირებულება. შემდეგ ცხადდება ტენდერი. მას, როგორც შესყიდვების სამსახურის სპეციალისტს, არ ევალებოდა შეემოწმებინა, თუ რამდენად შეესაბამებოდა ერთმანეთს შესყიდული პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. ისინი მხოლოდ წარმართავენ შესყიდვების დაწყებას და დამთავრებას. არის ინფრასტრუქტურის სამსახური, რომლებსაც შეუძლიათ პროექტის წაკითხვა და რომლის თანამშრომლებიც ადგენენ ამის შესაბამისობას. შესყიდვების სამსახურს ევალებოდა ხელშეკრულების გაფორმების ეტაპის შემდგომ ხელშეკრულების შესრულების, ან შეუსრულებლობის დოკუნეტაციის ელექტრონულად ატვირთვა, ასევე, ანგარიშწორებასთან დაკავშირებული ინფორმაციის განთავსება სისტემაში. ეს ტენდერი, რომელიც მოცემული საქმის განხილვაში ფიგურირებს, გამოცხადდა და ელექტრონულად გამარჯვებული იყო შპს „ა----–-“. მასთან გაფორმდა ხელშეკრულება და შეასრულა სამუშაოები, რომელიც მიღება-ჩაბარებითაც დასტურდება. ანგარიშსწორება განხორციელებულია. კონტრაქტორს ხელშეკრულებით შეეძლო აეყვანა ქვეკონტრაქტორი. მოწმის განმარტებით, სანამ ტენდერი გამოცხადდება, მანამდე მტკიცდება პროექტი და პროექტის დამტკიცების შემდგომ ცხადდება ელექტრონული ტენდერი. პროექტს და ხარჯთაღრიცხვას ამოწმებდა ინფრასტრუქტურის სამსახური. მუნიციპალიტეტს ქვეკონტრაქტორთან დავა ვერ ექნება, პასუხისმგებელი არის მიმწოდებელი. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორც შესყიდვების სპეციალისტს, ქვეკონტრაქტორ კომპანიასთან კავშირი არ ქონია. მოწმე ადასტურებს, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში, რა დროსაც მერიიდან ამოღებული იქნა სატენდერო დოკუმენტაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ--------------–---–მა განაცხადა, რომ 2013 წელს მუშაობდა გამგეობაში ინფრასტრუქტურის სპეციალისტად. 2013 წელს გაკეთდა გზები, დაიგო ასფალტის საფარი. აღნიშნული სამუშაოები შეასრულა ო------------–---–-ა. მოწმეს ევალებოდა სამუშაოების შემოწმება. აზომვითი სამუშაოები არ შეუსრულებია. მიღება-ჩაბარების აქტებში და შუალედურ აქტებში აისახებოდა მოცულობები, გზის საფარის ვარგისიანობა. შუალედურ აქტებს ადგენდა რ-------------–---–თან ერთად. მან ხელი მოაწერა ფორმა ორს, რომელიც ასახავს შესრულებულ სამუშაოებს. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი მოაწერა რ-------------–---–მაც. ქვეკონტრქტორი ჰყავდა თუ არა შპს „ა----–-“, არ იცის. სამუშაოების მიმდინარეობისას გადიოდა ადგილზე. როცა ობიექტს ამოწმებდა, ფორმა ორის მონაცემებს ავსებდნენ გამგეობის წარმომადგენლები. რაიმე უზუსტობას ადგილი ჰქონდა თუ არა, არ იცის. ხელმძღვანელობა ადარებდა მიღება-ჩაბარების აქტს ფორმა ორს, რომელშიც ინფორმაციას თვითონ წერდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე რ-------------–---–მა განაცხადა, რომ 2013 წელს მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინფრასტრუქტურის სამსახურში მშენებლობის ზედამხედველად. მის მოვალეობას წარმოადგენდა რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემოწმება. 2013 წელს ა---––---–ი სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კერძოდ ქუჩების მოასფალტებას აწარმოებდა შპს „ა----–-“.თ-----------------ის დავალებით, ადგილზე ამოწმებდა სამუშაოებს, ყველა ქუჩა არ შეუმოწმებია. რა მოცულობით უნდა შესრულებულიყო სამუშაოები, არ იცის. თავისი უფროსის თ-----------------ისგან გადმოცემით იცის, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად იყო შესრულებული, რაც იყო ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული. მან, როგორც სპეციალისტმა, აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით ფორმა ორზე მოაწერა ხელი, რითაც დაადასტურა, რომ იმ ობიექტებზე შესრულებული სამუშაოები ნორმალურია. მან დაადასტურა ფორმა ორებზე თავისი ხელმოწერები გ--------------–---–თან და შპს „ა----–-ს“ დირექტორ ო------------–---–---ნ ერთად. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ფორმა ორები შდგენილია ო------------–---–ის მიერ, რომელმაც შემდეგ წარუდგინა გამგეობას. ობიექტის შესამოწმებლად რამოდენიმეჯერ გ--------------–---–თან ერთად იყო გასული. შემოწმების შედეგად უნდა შეედგინა მოცულობები და შეედარებინა ო------------–---–ის მიერ მიტანილ ფორმა ორებისთვის. თუ თავად აზომავდა, წერდა და ადარებდა; ხოლო თუ არ ზომავდა, ენდობოდა თ-----------------ის ნათქვამს და აწერდა ხელს. ფორმა ორში აღნიშნული შესრულებული სამუშაოების მოცულობები უნდა შეედარებინათ მის მიერ აზომილთან. ადგენდნენ საბოლოო შეჯამებას, რომელიც მათი ხელმოწერით დასტურდებოდა. მიღება ჩაბარების აქტებს, როგორც იცის, გამგეობა აკეთებდა, მასთან შეხება არ ქონია. შპს „ა----–-“ ქვეკონტრაქტორი ყავდა თუ არა, არ იცის. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს ადგილზე შპს „მ---------------ის“ ხელმძღვანელი ან სხვა თანამშრომლები არ უნახავს. მასთან ერთად გ--------------–---–ი დადიოდა შემოწმებებზე. ბოლოს უთხრეს, რომ შემოწმებული იყო და მოცულობები ემთხვეოდა და მოაწერა ფორმა ორს ხელი. სამუშაოების პერიოდში შპს „მ---------------ის“ დირექტირი თ-----------–--ლი არც ადმინისტრაციულ შენობაში უნახავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ზ--------------–---–-ა განაცხადა, რომ მუშაობს „მ---------------აში“ მუშად. 2013 წელს მიიღო მონაწილეობა ქალაქ ა---––---–ი ა------ს ქუჩის მდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ქუჩების სარემონტო სამუშოებზე. ხელმძღვანელის მითითებით ასრულებდა სამუშაოებს. სამუშაოების მიმდიანრეობის დროს თ-----------–--ლი მიდიოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე. რა მოცულობის სამუშაოები შეასრულეს, არ ახსოვს. გზის სავალ ნაწილზე ორი ფენა გზის საფარი მოეწყო, ტროტუარებზე - 1 ფენა. ძირითადი სავალი ნაწილი სადაც იყო, ყველგან დაიგო ასფალტი. აზომვით სამუშაოებზე მონაწილეობა არ მიუღია და არ იცის ვინ აზომა, ან ხარჯთაღრიცხვა ვინ შეადგინა. ობიექტზე ო------------–---–ი უნახავს, რადგან მიდიოდა და ამოწმებდა ქუჩებს. თ-----------–--ლისგან მითითება არ მიუღია სამუშოს შესრულების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ--------------–---–მა განაცხადა, რომ 2004 წლიდან მუშაობდა შპს „მ---------------აში“. მონაწილეობას იღებდა ქალაქ ა---––---–ი ა------ს ქუჩის მდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ქუჩების სარემონტო სამუშოებზე. ხელმძღვანელის მითითებით ასრულებდა სამუშაოებს. მისი ხელმძღვანელი იყო თ-----------–--ლი. მათ სამუშაო ადგილზე ასფალტი სრულად დააგეს. მიღება ჩაბარების აქტებს ვინ ადგენდა მისთვის უცნობია. მიმდინარე სამუშაოების დროს შპს „ა----–-ს“ დირექტორი ო------------–---–იც უნახავს, მაგრამ პირადად არ იცნობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე პ---–---------–---–მა განაცხადა, რომ 2006 წლიდან მუშაობს შპს „მ---------------აში“ ე.წ. „კატოკის“ მძღოლად. 2013 წელს სამუშაოებს ასრულებდა ა------ს ქუჩის მიმდებარედ, რამდენი ქუჩა იყო, ზუსტად არ ახსოვს, არც მისი დასახელებები ახსოვს. მას ევალებოდა ნიადაგის მომზადება და შემდგომ „კატოკით“ გასწორება. ის ხელმძღვანელის მითითებით ასრულებდა სამუშაოებს. ქუჩებზე ორი ფენა ასფალტი დაიგო ტროტუარებზე - ერთი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ე-----------------–---–მა განაცხადა, რომ შპს „მ---------------აში“ მუშაობს 2004 წლიდან. ქ.ა---––---–ი ა------ს ქუჩის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ასრულებდა სხვადასხვა სამუშაოებს. მას მითითებებს აძლევდა სამუშაოთა მწარმოებელი. გზის სავალი ნაწილი დაიგო ორ ფენად, ტროტუარები ერთ ფენად. ეზოსთან მისასვლელები ყველა შემთხვევაში ვერ დაიგო ორ ფენად, ზოგან ჭიშკარი უშლიდა, ზოგგან კატოკი ვერ შედიოდა. ამ დროს ხელით აკეთებდნენ და აგებდნენ ერთ მსხვილ ფენას. თ-----------–--ლს მისთვის მითითებები არ მიუცია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ-----------–-–---–მა განაცხადა, რომ 2013 წელს მუშაობდა მძღოლად შპს „ა----––ი“. ა------ს ქუჩის მიმდებარედ სამ ქუჩაზე ზიდავდა სამშენებლო მასალებს. სამუშაოებს ასრულებდა ო------------–---–ის მითითებით. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას თ-----------–--ლი არ დაუნახავს. თ-----------–--ლს მისთვის მითითებები არ მიუცია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა-–-----------–---–--მ განაცხადა, რომ 2013 წელს მუშაობდა შპს „ა----––ი“. ა------ს ქუჩის მიმდებარედ ქუჩების მოასფალტებაზე. გვერდით ქუჩების მოპირკეთებას ახდენდა სხვა კომპანია. თ-----------–--ლს ზოგადად იცნობს, მასთან რაიმე შემხებლობა არ ჰქონია. ო------------–---–---ნ მუშაობდა. მისი სამუშაოთა მწარმოებელი იყო გო------------–----ე. მისთვის არავის მიუცია მითითება, რომ ნაკლები დაეგო, ან მოცულობა შეემცირებინა.
ელექტრონული ტენდერი S----------- გამოცხადდა 2013 წლის 29 ივლისს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 1---------- ლარი. შესყიდვის კატეგორია - 4 5200 000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები. 45 233 000 - გზატკეცილების, გზების მშენებლობა, საძირკვლის მომზადებისა და ზედა ფენის გადაგების სამუშაოები. ქ.ა---––---–ი ქუჩების: ს-------–---–------–-----------------–---–ის, წმინდა დავითის და კოსტანტინეს, პეტრიწის, გ---------ს, სააკაძის და მ------–---–-ს გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა.
2013 წლის 11 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N1---ის თანახმად, შემსყიდველს ქ-----––---ს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენელსა და მიმწოდებელს - შპს „ა----–-ს“ დირექტორ ო------------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები. 4------- - გზატკეცილების, გზების მშენებლობა, საძირკვლის მომზადებისა და ზედა ფენის გადაგების სამუშაოები. ქ.ა---––---–ი, ქუჩების: ს-------–---–------–-----------------–---–ის, წმინდა დავითის და კოსტანტინეს, პეტრიწის, გ---------ს, სააკაძის და მ------–---–-ს გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, შეუსრულოს შემსყიდველს შესასრულებელი სამუშაოები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ხოლო შემსყიდველი იღებს ვალდებულებას - აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებში და ფორმით.
2013 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებით დგინდება, რომ დამკვეთის შპს „ა----–-ს“ (ს/ნ 2--------) დირექტორს ო------------–---–სა და შემსრულებლის შპს „მ---------------ას“ (ს/ნ 2--------) დირექტორს თ-----------–--ლს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.ა---––---–ი, ს-------–---–-ს, ხაშურის, პეტრიწის, მ------–---–-ს, გ---------ს სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება შპს „მ---------------ას“ მიერ. სულ სამუშაოების ღირებულება - 980871,16 ლარი.
2017 წლის 17 ივლისის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ შპს „მ---------------ა“ (ს/ნ 2--------) დარეგისტრირდა 1----–-–-----------------ს და დირექტორი არის თ-----------–--ლი (პ/ნ4---------3).
2013 წლის 23 აგვისტოს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ შპს „ა----–-“ (ს/ნ 2--------) დარეგისტრირდა 2004 წლის 4 თებერვალს. დირექტორი არის ო------------–---–ი (პ/ნ0----------).
ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) შესრულებული სამუშაოების მიღების აქტების ფორმა ორების თანახმად (შემკვეთი შპს „ა----–-“, შემსრულებელი: შპს „მ---------------ა“): ა---––---–ი, ხაშურის ქუჩის შესრულებული სამუშაოების მიღება- ჩაბარების აქტი (ფორმა #2) დათარიღებულია 2013 წლის სექტემბრის თვით. ა---––---–ი, ს-------–---–-ს ქუჩის შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა 2) დათარიღებულია 2013 წლის სექტემბრის თვით. ა---––---–ი, გ---------ს ქუჩის (I ნაწილი) შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა #2) დათარიღებულია 2013 წლის სექტემბრის თვით; ა---––---–ი, პეტრიწის ქუჩის შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა N2) დათარიღებულია 2013 წლის ნოემბრის თვით; ა---––---–ი, პეტრიწის ქუჩის (გაუთვალისწინებელი) შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა N2) დათარიღებულია 2013 წლის ნოემბრის თვით; ა---––---–ი, გ---------ს ქუჩის (სანაპიროს ნაწილი) შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა #2) დათარიღებულია 2013 წლის ნოემბრის თვით; ა---––---–ი, გ---------ს ქუჩის (სანაპიროს ნაწილი) (გაუთვალისწინებელი) შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა #2) დათარიღებულია 2013 წლის ნოემბრის თვით; ა---––---–ი, გ---------ს ქუჩის (I ნაწილი) შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა #2) დათარიღებულია 2013 წლის ნოემბრის თვით; ა---––---–ი, ს-------–---–-ს ქუჩის შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა #2) დათარიღებულია 2013 წლის ნოემბრის თვით; ა---––---–ი, ს-------–---–-ს ქუჩის (გაუთვალისწინებული) შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა N2) დათარიღებულია 2013 წლის ნოემბრის თვით; ა---––---–ი, მ------–---–-ს ქუჩის შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა #2) დათარიღებულია 2013 წლის ნოემბრის თვით; ა---––---–ი, მ------–---–-ს ქუჩის (გაუთვალისწინებული) შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა N 2) დათარიღებულია 2013 წლის ნოემბრის თვით; ა---––---–ი, ხაშურის ქუჩის შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა N 2 ) დათარიღებულია 2013 წლის ნოემბრის თვით; ა---––---–ი, ხაშურის ქუჩის (გაუთვალისწინებული) შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა #2) დათარიღებულია 2013 წლის ნოემბრის თვით.
2014 წლის 24 ნოემბრის „ს----------–----------“ ნაერთი ამონაწერით, შპს „მ---------------ას“ პირადი საბანკო ანგარიშიდინ დასტურდება შესრულებული სამუშაოების და სხვა ხარჯების თანხის გადარიცხვები შპს „ა----–-ს“ სს „თიბისი ბანკის“ ანგარიშიდან შპს „მ---------------ას“ ანგარიშზე.
2017 წლის 09 ნოემბრის თანხის გადახდის დასტურით Nა 0-------------------- დგინდება, რომ ო-------------–---–ის მიერ ანაზღაურებულია ზიანი 130 785 (ასოცდაათიათას შვიდას ოთხმოცდახუთი ლარის) და 12,552,89 (თორმეტიათას ხუთასორმოცდათორმეტი ლარის და ოთხმოცდაცხრა თეთრის) ოდენობით.
2017 წლის 15 მარტის ხელწერის ნიმუშის აღების ოქმის საფუძველზე მოხდა ო-------------–---–ისაგან ხელწერის ექსპერიმენტალური ნიმუშის აღება.
2017 წლის 22 ნოემბრის ხელწერის ნიმუშის აღების ოქმის საფუძველზე მოხდა თ-----------–--ლისაგან ხელწერის ექსპერიმენტალური ნიმუშის აღება.
2015 წლის 28 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ი---------–-----ს მიერ ქ.ა---––---–ი შ--–-------––----–--------ში მდებარე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული იქნა 1) S----------- ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია და ამავე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებასთან, მიღება-ჩაბარებასთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაცია. საგამოძიებო მოქმედება ამოღებაში მონაწილეობა დაადასტურეს ინპექტორ გამომძიებელმა პ---–--–------–---–მა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროს გამომძიებლმა ი---------–-----მ.
2017 წლის 07 ივნისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის N1----------წ. განჩინების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის გიორგი გ---------ს მიერ ქ.ა---––---–ი, შ--–-------––----–--------ში მდებარე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული CMR 1-------- ელექტრონული შესყიდვის სრული დოკუმენტაცია და ამავე შესყიდვებით გათვალისწინებულ სამუშაოების შესრულებასთან, მიღება-ჩაბარებასთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით არსებული სრული დოკუმენტაცია დედნების სახით საგამოძიებო მოქმედება ამოღებაში მონაწილეობა დაადასტურეს უფროსმა ინპექტორ-გამომძიებელმა პაატა სუდაძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა გამომძიებლმა გ------------------მ.
2017 წლის 28 ივლისის და 4 აგვისტოს ამოღების ოქმებით დასტურდება, რომ სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის N1----------წ. განჩინების საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ი---------–-----ს მიერ ქ.ა---––---–ი, აბასთუმნის გზატკეცილზე მდებარე შპს „ა----–-ს“ ოფისიდან (ს/ნ 2--------) ამოღებული იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული S----------- ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით შპს „ა----–-ა“ და შპს „მ---------------ას“ შორის გაფორმებული ხელშკრულება, შპს „ა----–-ს“ მიერ შპს „მ---------------ასთვის“ წარდგენილი და განფასებული ხარჯთაღრიცხვები სამუშაოების შესრულების შესახებ, შპს „მ---------------ას“ მიერ შედგენილი ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა N2), ფარული სამუშაოების შესრულების აქტები და შპს „მ---------------ას“ მიერ აღნიშნული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებასთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით არსებული სრული დოკუმენტაცია დედნების სახით.
ასევე, ქ.ა---––---–ი დ-----------–-----–--------ში მდებარე შპს „მ---------------ადან“ ამოღებულ იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული S----------- ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისთან დაკავშირებით შპს „ა----–-ა“ და შპს „მ---------------ას“ შორის გაფორმებული ხელშკრულება, შპს „ა----–-ს“ მიერ შპს „მ---------------ასთვის“ წარდგენილი და განფასებული ხარჯთაღრიცხვები სამუშაოების შესრულების შესახებ, შპს „მ---------------ას“ მიერ შედგენილი ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა N2), ფარული სამუშაოების შესრულების აქტები და შპს „მ---------------ას“ მიერ აღნიშნული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებასთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით არსებული სრული დოკუმენტაცია დედნების სახით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროს გამომძიებლმა ი---------–-----მ და გ----------------მ დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა.
2017 წლის 31 იანვრის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს გამომძიებლის გიორგი კაპანაძის მიერ სს „თიბისი ბანკის“ ადმინისტრაციული შენობიდან გამოთხოვილი იქნა შპს „ა----–-ს“ (ს/ნ 2--------) კუთვნილი საბანკო ანგარიშებზე 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 17 იანვრამდე პერიოდში განხორციელებულ საბანკო ოპერაციებთან არსებული სრული ინფორმაცია. ანალოგიური ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა 2017 წლის 6 თებერვლის ოქმით სს „საქართველოს ბანკიდან“. ხოლო, 2017 წლის 31 იანვრის ოქმით სს ,,პროკრედიტ“ ბანკიდან. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა დაადასტურა გამომძიებელმა გ----------------მ და მონაწილე პირებმა თ--------------–---–----------------------------------------------–--ლმა.
2016 წლის 10 თებერვლის N0-------- საინჟირნო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ა----–-ს“ მიერ შესრულებული, ქ.ა---––---–ი ქუჩების (ს-------–---–------–-----------------–---–ის,წმინდა დ--------------------------ს, პეტრიწის, გ---------ს სააკაძის და მ------–---–-ს გზების) სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობები განსხვავდება წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა 2) ნაჩვენები შესაბამისი მოცულობებისაგან, აქედან გამომდინარე, მოხდა წარმოდგენილი ფორმა 2-ის გაკორექტირება და დადგინდა, რომ ჩატარებული სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილ ფორმა 2-ში მითითებული ერთეულის ფასების გათვალისწინებით, დარიცხვების და დღგ-ს ჩათვლით, ნაცვლად წარმოდგენილ ფორმა 2-ში ნაჩვენები 1 751 397,00 ლარისა, შადგენს 1 620 612, 00 ლარს. ქუჩების ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რიგ შემთხვევაში წყალსადენის და საკანალიზაციო ჭების სახურავის ზედაპირები არ ემთხვევა დაგებულ ასფალტის საფარის ზედაპირის ნიშნულს. ასევე რამდენიმე მონაკვეთზე ტროტუარზე დაგებული ასფალტის საფარის ზედაპირი ტალღოვანია. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტმა მირზა მესხიმა და მთავარმა სპეციალისტმა შ--–--------------მ.
2017 წლის 27 თებერვლის N0-------- საინჟირნო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „რ-------- 77“-ის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები არ არის შედგენილი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, რესურსული სახით, სადაც გამოყოფილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო შრომითი ღირებულებები, მასალათა ხარჯის ნორმები და მანქანა-მექანიზმების მომსახურეობის ღირებულებები ცალცალკე; შპს „რ-------- 77“-ის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებული სქემატიურ ნახაზებში მითითებული სამუშაოების მოცულობები განსხვავდებიან ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ მოცულობებისაგან. რის შედეგადაც დადგინდა ხარჯთაღიცხვების ახალი ღირებულებები (არსებული ერთეულის ფასებით): ს-------–---–-ს ქ. ნაცვლად წარმოდგენილი - 87 466,40 ლარი შეადგინა 88 274,26 ლარი სხვაობა მეტობით 827,86 ლარი. ხაშურის ქ. ნაცვლად წარმოდგენილი - 258 842,93 ლარი შეადგინა 230 161,24 ლარი სხვაობა ნაკლებობით 28 681.69 ლარი. მარჯანიშვილის ქ. ნაცვლად წარმოდგენილი - 225 316,22 ლარი შეადგინა 220 841.48 ლარი სხვაობა ნაკლებობით 4 474,74 ლარი. სააკაძის ქ. ნაცვლად წარმოდგენილი - 223 290,42 ლარი შეადგინა 229 024,34 ლარი სხვაობა მეტობით 5 733,92 ლარი. პეტრიწის ქ. ნაცვლად წარმოდგენილი - 216 614,95 ლარი შეადგინა 229 740,93 ლარი სხვაობა მეტობით 13 125,99 ლარი. წმინდა დავითის და კონსტანტინეს ქ. (I ნაწილი) ნაცვლად წარმოდგენილი -245 155,43 ლარი შეადგინა 203 264,89 ლარი სხვაობა ნაკლებობით 41 890,54 ლარი. წმინდა დავითის და კონსტანტინეს ქ. (II ნაწილი) ნაცვლად წარმოდგენილი - 225 391,43 ლარი შეადგინა 159 605.13 ლარი სხვაობა ნაკლებობით 65 786,01 ლარი. მ------–---–-ს ქ. ნაცვლად წარმოდგენილი - 98 969,10 ლარი შეადგინა 99 776,70 ლარი სხვაობა მეტობით 807.60 ლარი. გვარამიძის ქ. (IV ნაწილი) ნაცვლად წარმოდგენილი - 173 722,59 ლარი შეადგინა 177 280,30 ლარი სხვაობა მეტობით 3 557,71ლარი. გ---------ს ქ (სანაპიროს ნაწილი) ნაცვლად წარმოდგენილი - 116 702.45 ლარი შეადგინა 118 887,94 ლარი სხვაობა მეტობით 2 184,59 ლარი. ვინაიდან, შ.პ.ს. „რ-------- 77’’-ის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია არ არის შესრულებილი რესურსული მეთოდით ვერ მოხდა სამუშაოების ერთეული ფასების და შესაბამისად სააღრიცხვო ღირებულების დადგენა; ქ-----––---ს ქუჩების: ს-------–---–-ს. ხაშურის, მარჯანიშვილის. წმინდა დავითის და კონსტანტინეს, პ------–--------------ს, სააკაძისა და მ------–---–-ს ქუჩებზე გზის სამშენებლო სამუშაოების ხარჯთარრიცხვაში მითითებული სამუშაოების მოცულობები შეესაბამება შესრულებილი სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) მითითებული სამუშაოების მოცულობებსა ხოლო ვინაიდან ერთეული სამუშაოების ფასები განსხვავდებიან ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ სამუშაოების ღირებულებები არ შეესაბამებიან შესრულებილი სამუშაოების აქტებში (ფორმაN2) მითითებული სამუშაოების ღირებულებებს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტმა გ---------------.
2017 წლის 01 დეკემბრის ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, 2013 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებაზე ო. თათეშვილის გასწვრივ არსებული ხელმოწერა (N1 ცხრილში რიგით ნომრით: 1, შესრულებულია ო------------–---–ის მიერ. 2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, 2013 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებაზე თ-------–---–-ს გასწვრივ არსებული ხელმოწერა (#1 ცხრილში რიგითი ნომრით:2) შესრულებულია თ-----------–--ლის მიერ. 3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების ხაშურის ქუჩის 2013 წლის სექტემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების ს-------–---–-ს ქუჩის 2013 წლის სექტემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების გ---------ს ქუჩის (I ნაწილი) 2013 წლის სექტემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების პეტრიწის ქუჩის 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების პეტრიწის ქუჩის (გაუთვალისწინებელი) 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა #2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების გ---------ს ქუჩის (სანაპიროს ნაწილი) 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა 2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების გ---------ს ქუჩის (სანაპიროს ნაწილი გაუთვალისწინებელი) 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების გ---------ს ქუჩის (I ნაწილი) 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების ს-------–---–-ს ქუჩის 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების ს-------–---–-ს ქუჩის (გაუთვალისწინებელი) 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების მ------–---–-ს ქუჩის 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების მ------–---–-ს ქუჩის (გაუთვალისწინებელი) 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების ხაშურის ქუჩის (2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების ხაშურის ქუჩის (გაუთვალისწინებელი) 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა M2) ო·თათეშვილის გასწვრივ არსებული ხელმოწერები (№1 ცხრილში რიგითი ნომრებით: 3, 5, 7, 9, 11, 13, 15, 17, 19, 21, 23, 25, 27, 29, 31, 33, 35, 37, 39, 41, 43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 57) შესრულებულია ო------------–---–ის მიერ. 4. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების ხაშურის ქუჩის 2013 წლის სექტემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა #2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების ს-------–---–-ს ქუჩის 2013 წლის სექტემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა 2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების გ--------- ქუჩის (1 ნაწილი) 2013 წლის სექტემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების-პეტრიწის ქუჩის 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა 2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების პეტრიწის ქუჩის (გაუთვალისწინებელი) 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების გ---------ს ქუჩის (სანაპიროს ნაწილი) 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა 2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების გ---------ს ქუჩის (სანაპიროს ნაწილი გაუთვალისწინებელი) 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა 2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების გ---------ს ქუჩის (I ნაწილი) 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა 2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების ს-------–---–-ს ქუჩის 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა 2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების ს-------–---–-ს ქუჩის (გაუთვალისწინებელი) 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა 2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების მ------–---–-ს ქუჩის 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა 2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების მ------–---–-ს ქუჩის (გაუთვალისწინებელი) 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა 2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების ხაშურის ქუჩის (2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა 2), ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის (მოასფალტების) სამუშაოების ხაშურის ქუჩის (გაუთვალისწინებელი) 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებული სამუშაოების აქტებზე (ფორმა2) თ-------–---–-ს გასწვრივ არსებული ხელმოწერები ( №1 ცხრილში რიგითი ნომრებით: 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, 20, 22, 24, 26, 28, 30, 32, 34, 36, 38, 40, 42, 44, 46, 48, 50, 52, 54, 56, 58) შესრულებულია თ-----------–--ლის მიერ. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა თ---------------მ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 20 ივნისის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ--------------–---–ისა და რ-------------–---–ის გვარებით არსებული ხელმოწერები დოკუმენტებზე, მითითებული N1 ცხრილში რიგითი ნომრებით 1-42 შესრულებულია შესაბამისად გ--------------–---–ისა და რ-------------–---–ის მიერ. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ნ----------------–---–მა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის განაჩენით გ--------------–---–ი და რ-------------–---–ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ ჯარიმა 1700-1700 ლარის ოდენობით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ო------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 260 000 ლარის ოდენობით.
2018 წლის 12 მარტს შედგენილი სამოქალაქო სარჩელის ასლიდან ირკვევა, რომ შპს „ა----–-ს“ მიერ ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა სარჩელის მოპასუხე შპს „მ---------------ას“ წინააღმდეგ მოთხოვნით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 47897,22 ლარის გადახდა. დავის საგანია უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება. წარდგენილი შესაგებლით შპს „მ---------------ა“ მიიჩნევს რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას თ-----------–--ლის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ თ-----------–--ლის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც აწესრიგებს საგადასახადო დოკუმენტების ბრუნვაში გაშვებას და გამოყენებას. დანაშაულის საგანია საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათი, სხვა საგადასახადო დოკუმენტი, აგრეთვე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ზემოთ ჩამოთვლილი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებაში ან შეძენაში გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებასა ან გამოყენებაში. დანაშაული არის განზრახი და სუბიექტური მხარე ხასიათდება სპეციალური - გასაღების ან გამოყენების მიზნით.
დაცვის მხარის პოზიცია თ------------–---–-ს სრულ უდანაშაულობასთან დაკავშირებით იმთავითვე ბათილდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საერთო ანალიზის საფუძველზე, კერძოდ:
დადგენილი ფაქტია, რომ 2013 წლის 12 სექტემბერს, დამკვეთის - შპს „ა----–-ს“ დირექტორს ო------------–---–სა და შემსრულებლის - შპს „მ---------------ას“ დირექტორს თ-----------–--ლს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.ა---––---–ი ს-------–---–-ს, ხაშურის, პეტრიწის, მ------–---–-ს, გ---------ს სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება შპს „მ---------------ას“ მიერ. სულ სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 980871,16 ლარი.
შპს „მ---------------ამ“ ნამდვილად განახორციელა ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულება და მასა და შპს „ა----–-“ შორის ანგარიშსწორება მოხდა თ-----------–--ლის მიერ შპს „მ---------------ის“ სახელით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების (ფორმა 2) შესაბამისად. საინჟირნო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ა----–-ს“ მიერ შესრულებული, ქ.ა---––---–ი ქუჩების (ს-------–---–------–-----------------–---–ის,წმინდა დ--------------------------ს, პეტრიწის, გ---------ს სააკაძის და მ------–---–-ს გზების) სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობები იყო განსხვავებული შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა 2) ნაჩვენები შესაბამისი მოცულობებისაგან. დადგინდა, რომ რეალურად, ჩატარებული სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილ ფორმა ორებში მითითებული ფასების გათვალისწინებით, დარიცხვების და დღგ-ს ჩათვლით, ნაცვლად ფორმა 2-ში ნაჩვენები 1 751 397,00 ლარისა, შადგენდა 1 620 612, 00 ლარს. ამდენად, რეალურად შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამებოდა იმ სამუშაოებს, რაც უნდა შესრულებულიყო. 2017 წლის 01 დეკემბრის ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, ექსპერტიზაზე წარდგენილ ახალციხის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების აქტებზე (ფორმა N2), თ-------–---–-ს გასწვრივ არსებული ხელმოწერები შესრულებულია თ-----------–--ლის მიერ. ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთანალიზის საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს „მ---------------ის“ დირექტორმა მიუთითა რა არასწორი ინფორმაცია შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტებში - ფორმა 2-ში (რაც წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტებს), გადაუგზავნა ისინი შპს „ა----–-“ საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით. ამდენად, თ------------–---–მა გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი სააგნარიშსწორებო ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.
დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენდა შპს „ა----–-“. ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტი თანხის ანაზღაურებას შპს „ა----–-ს“ მიმართ ახორციელებდა შესრულებული სამუშაოების პროპორციულად, უშუალოდ შპს „ა----–-ს“ მიერ მიწოდებული ფორმა 2-ებისა და მასთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, რომელი დოკუმენტის შედგენასა და გამოყენებაში თ-----------–--ლს არ მიუღია არანაირი მონაწილეობა. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ მსჯელობას და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ქ-----––---ს მუნიციპალიტეტის მიერ შპს „ა----–-სათვის“ თანხის ანაზღაურება ხდებოდა მისგან გაგზავნილი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ შპს „ა----–-ს“ მიერ მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილს ასრულებდა შპს „მ---------------ა“ და მის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ რეალური სურათის ამსახველი ფორმა ორების წარდგენა შპს „ა----–-სათვის“ სწორედ რომ შპს „მ---------------ის“ ვალდებულებას წარმოადგენდა. შპს „მ---------------ის“ მიერ წარდგენილი საანგარიშსწორებო დოკუმენტები იყო საფუძველი შპს „ა----–-ს“ მიერ შედგენილ იმ საანგარიშსწორებო დოკუმენტებისა, რომლის მიხედვითაც საბოლოოდ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტი შპს „ა----–-ს“ მიმართ ახორციელებდა თანხების გადარიცხვას.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ არგუმენტებზეც, რომელთა მიხედვითაც დაცვა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ 2016 წლის 10 თებერვლის N0-------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა არ არის თ-----------–--ლის ბრალეულობის შეფასებისათვის რელევანტური მტკიცებულება. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს შემდეგს: ექსპერტების მიერ მოხდა უშუალოდ შპს „ა----–-ს“ მიერ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობების შედარება მათ მიერვე წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებთან - ფორმა ორებთან. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, იმ სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლებსაც თავის მხრივ ასრულებდა შპს „მ---------------ა“, ინფორმაციის წყარო იყო სწორედ ეს უკანასკნელი. თვადაპირველად თ-----------–--ლმა შეადგინა შესრულებული სამუშაოს ფორმა N--ები, სადაც მიუთითა გაზრდილი მოცულობა და ღირებულება და შპს „ა----–-ს“ დირექტორს წარუდგინა მის მიერ ყალბად შედგენილი აქტები, რაც ორივე მათგანმა დაადასტურეს ხელმოწერით. მხოლოდ ამის შემდეგ, თ-----------–--ლის მიერ შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახული მონაცემები, თავის მხრივ ო------------–---–-ა სრული მოცულობით დააფიქსირა შპს „ა----–-ს“ მიერ შედგენილ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გასაგზავნ შესრულებული სამუშაოს აქტებში. შპს „მ---------------ისა“ და შპს „ა----–-ს“ მიერ შედგენული ფორმა 2-ები შპს „მ---------------ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით არის იდენტური. ო------------–---–-აც დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე, რომ ფორმა ორი, რომელიც თ-----------–--ლმა მიაწოდა, მხოლოდ სათაურის შეცვლით გადააგზავნა გამგეობაში. ხოლო ის გარემოება, რომ ო------------–---–-ა არ გადაამოწმა თ-----------–--ლის მიერ შედეგნილი აქტების მონაცემები და ავტომატურად ასახა ისინი მის მიერ შედგენილ ფორმა 2-ებში, არ ათავისფულებდა თ-----------–--ლს ვალდებულებისგან, რომ შპს „ა----–-სათვის“ მის მიერ გაგზავნილ ფორმა N--ებში დაეფიქსირებინა შესრულებული სამუშაოების რეალური მოცულობა და ღირებულება.
აპელანტი ასევე მიუთითებს საჩივარში, რომ პირებმა, რომლებიც 2013 წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებდნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, არ დაადასტურეს თ-----------–--ლის მიერ მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა სამუშაოების ნაკლები მოცულობით განხორციელებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა, რომ ფორმა 2-ებში ასახულ და რეალურად შესრულებული სამუშაოებს მონაცემებთან დაკავშირებით არის აშკარა შეუსაბამობა. თ-----------–--ლი კი, როგორც სამუშაოების შემსრულებელი შპს-ს დირექტორი, ვალდებული იყო შპს „ა----–-სათვის“ მისი ხელმოწერით გასაგზავნ საანგარიშსწორებო დოკუმენტებში არ დაეშვა ყალბი ინფორმაციის დაფიქსირება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულმა თ-----------–--ლმა ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება თ-----------–--ლის მიმართ წარდგენილ ბრალს - დახმარება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით, ამ ნაწილში პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის დასაბუთებულ მსჯელობას.
პროკურორი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ შპს „ა----–-ს“ დირექტორის ო-------------–---–ის ქმედებაში, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო, ნათლად ჩანს თ------------–---–-ს როლი. მან დახმარება გაუწია თათეშვილს თანხების მითვისებაში, მის მიერ შესრულებული ქუჩების ნაწილში და იმ მიზნით რომ მეტი ფინანსური სარგებელი და შემოსავალი მიეღო, დაამზადა და გამოიყენა ყალბი საანგარიშსწორებო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს დანაშაულში თანამონაწილეობის და ზოგადად, დანაშაულის ჩადენაში დახმარების საკითხის სამართლებრივ შეფასებაზე, რა კვალიფიკაციითაც თ-----------–--ლი იქნა ბრალდებული და განმარტავს, რომ დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში. დანაშულში თანამონაწილეობა, ხორციელდება თანამონაწილეთა წინასწარი შეთანხმებით, რა დროსაც ისინი თავიანთი როლების მიხედვით ახორციელებენ ორგანიზატორის, წამქეზებლის, ან დამხმარის ფუნქციებს აქტიური მოქმედების გზით.
საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის შესაბამისად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას. მას თავისი წვლილი შეაქვს ერთიანი უმართლობის განხორციელებაში. შესაბამისად, დახმარება მიზეზობრივ კავშირშია ერთიან დანაშაულებრივ შედეგთან, ცხადია, ამსრულებლის მოქმედების მეშვეობით და იგი არ შეიძლება გაუფრთხილებლობით განხორციელდეს.
პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თ-----------–--ლმა შეადგინა შესრულებული სამუშაოს აქტები, ფორმა N--ები, სადაც მიუთითა შესრულებული სამუშაოს გაზრდილი მოცულობა და ღირებულება და არ ასახა მის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ღირებულება. რის შემდეგაც შპს „ა----–-ს“ დირექტორს ო------------–---–ს წარუდგინა მის მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა N--ები). ეს გახდა საფუძველი, რომ ო------------–---–-ა მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა. რაც შეეხება აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში თ-----------–--ლის მონაწილეობას, პალატის წინაშე სათანადოდ ვერ იქნა დადასტურებული, თუ რა დაინტერესება ჰქონდა თ-----------–--ლს, რომ ო------------–---–ს ენახა სარგებელი, როდის მოხდა მათ შორის დანაშაულებრივი შეკავშირება და როლების განაწილება. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება იმის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადგენად, რომ თ-----------–--ლის მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების შედგენა თავდაპირველადვე ემსახურებოდა ო------------–---–ისათვის დახმარების გაწევას, დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში.
თ-----------–--ლის მიერ შესრულებული სამუშაოების ფორმა ორებში ყალბი ინფორმაციის მითითებით, პროკურორი ცდილობს დაასაბუთოს მის მიერ საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაც, თუმცა ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ პასუხობენ უტყუარობის მაღალ სტანდარტს და სახეზეა მხოლოდ ვარაუდი, რასაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეფუძნება. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ თ-----------–--ლისა და ო------------–---–ს შორის დანაშაულებრივი კავშირის არსებობა ვერ დადასტურდა ვერც ხელშეკრულების გაფორმებისას და ვერ შემდგომში, სამუშაოების შესრულების ეტაპზე. თ-----------–--ლის ბრალებულობა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვლინდება მხოლოდ შესრულებული სამუშაოების შესახებ აქტებში ყალბი ინფორმაციის მითითებაში. აღნიშნულმა ქმედებამ კი ასახვა ჰპოვა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდეგნილ ბრალდებაში. რასაც პალატა ეთანხმება და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიიჩნევს საკმარისად აღნიშნული კვალიფიკაციით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ამდენად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია გაზიარებული არ უნდა იქნეს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სხვაგვარი დასკვების გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება თ-----------–--ლი ბრალეულობა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იგი მსჯავრდებული უნდა იქნეს აღნიშნული კვალიფიკაციით; ხოლო საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში იგი უნდა გამართლდეს.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და თ-----------–--ლის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის ასაკის და მისი ქმედების შემდგომი ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი თ-----------–--ლის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ თ-----------–--ლის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განაჩენი;
თ-----------–--ლი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
თ-----------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განახორციელება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული შემდეგი უძრავი ქონება: ოთარ ჩილინგარაშვილის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ 11 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, კერძოდ: ა----------------------------–------------------------------; 2) ადიგენის რაიონი, სოფელი ა----–-, „ფარეხა“, ს/კ 6----------- - 10 000 ლარის ფარგლებში; (სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბერის №1--------წ. განჩინება).
ნივთიერი მტკიცებულებები: საქმეზე არსებული 6 ცალი CD დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ლევან თევზაძე