განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2019
საქმის ნომერი
330100117002167068
ინსტანცია
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002167068

საქმე №1ბ/730-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

მზია ლომთათიძე

 

ნანა გიგიტაშვილის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ-------–----ის

ადვოკატის: ე---–-----------ას

მონაწილეობით,მსჯავრდებულის: ზ----------------ის

(მონაწილეობის გარეშე)

 

ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ზ----------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე---–-----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ზ----------------ის, დაბადებულის 1964 წლის 14 მაისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ჭ----------------------------–-–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----------------–----–-----------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ა--------–-–---–-ს ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მ---–------- ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ლ--------–---- ეპიზოდი), 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ქ-----------–---–ის ეპიზოდი), 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ს. ბ----ის ეპიზოდი), 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (მ------–---ს ეპიზოდი), 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დ--------–-–---–ის ეპიზოდი) და 169-ე მუხლით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----------------ემ ჩაიდინა:

- თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (ა--------–-–---–-ს ეპიზოდი);

- თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (მ---–------- ეპიზოდი);

- თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (ლ--------–---- ეპიზოდი);

 

- ქრთამის აღება, ე.ი. მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ჩადენილი გამოძალვით (ქ-----------–---–ის ეპიზოდი);

- ქრთამის აღება, ე.ი. მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ჩადენილი გამოძალვით (ს. ბ----ის ეპიზოდი);

- ქრთამის აღება, ე.ი. მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ჩადენილი გამოძალვით (მ------–---ს ეპიზოდი);

- ქრთამის აღება, ე.ი. მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ჩადენილი გამოძალვით (დ--------–-–---–ის ეპიზოდი);

 

- შრომის კანონმდებლობის დარღვევა, ე.ი. პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე;

 

ზ----------------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 14 ივლისის ქ-------–----------–----–-------------------–------ განკარგულებით, ცნობილ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის - ზ----------------ის უფლებამოსილება.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის რეგლამენტის მე-16 მუხლის საფუძველზე, ზ----------------ე, როგორც ქ. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, უზრუნველყოფილი იქნა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე სამუშაო ფართით და ოფისის ფუნქციონირებისათვის ამავე რეგლამენტით ყოველთვიურად გამოეყო 5 000 ლარი.

 

ზ----------------ემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ წევრად არჩევის შემდგომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახა, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ოფისის ფუნქციონირებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თანხებს, რაშიც დახმარება სთხოვა შვილს, ზ----------------ეს, რომელმაც თავის მხრივ იგი დააკავშირა მეგობარ მ------–-----ეს. ზ----------------ე მ------–-----ეს შეუთანხმდა, რომ ფიქტიურად გააფორმებდა შტატგარეშე თანამშრომლად, დაუნიშნავდა ხელფასს, რომელსაც რეალურად სრული მოცულობით აიღებდა თვითონ, თავისი შვილის - ზ----------------ის მეშვეობით. 2014 წლის 15 აგვისტოდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით, ზ----------------ის წარდგინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მოქალაქე მ------–-----ეს შორის გაფორმებული იქნა თორმეტი შრომითი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ქ. თბილისის ბიუჯეტიდან მ------–-----ის სახელფასო ანგარიშზე 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის სექტემბრამდე პერიოდში ჩაირიცხა საერთო ჯამში 36 552,5 ლარი, რასაც ზ----------------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიადგა დიდი ოდენობით - 36 552,5 ლარის მატერიალური ზიანი.

 

ზ----------------ემ, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ოფისის ფუნქციონირებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თანხებს, რაშიც დახმარება სთხოვა შტატგარეშე თანამშრომელ ა---------–-–---–ს. ზ----------------ე ა---------–-–---–ს შეუთანხმდა, რომ დაუნიშნავდა იმაზე მეტ ხელფასს, ვიდრე ეკუთვნოდა, კერძოდ, 300 ლარით მეტს, რომელსაც ეს უკანასკნელი ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასიდან გადასცემდა ზ-----------ეს ხელზე. განზრახვის შესაბამისად, ზ----------------ე ა---------–-–---–ის დახმარებით 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საერთო ჯამში მოტყუებით დაეუფლა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კუთვნილ 11 100 ლარს. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიადგა დიდი ოდენობით 11 100 ლარის მატერიალური ზიანი.

 

მან კვლავ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თანხებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2016 წლის 12 ოქტომბერს, ზ----------------ემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს მიმართა წარდგინებით და მოითხოვა ოფისის შტატგარეშე თანამშრომელ ლ---------–--თან ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც ლ---------–--ს სახელფასო ანაზღაურება 300 ლარის ნაცვლად განესაზღვრებოდა 1500 ლარით. ზ----------------ის წარდგინების შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და ლ---------–--ს შორის 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა ახალი, #--- შრომითი ხელშეკრულება ზემოაღნიშნული პირობით. აღნიშნულის შემდეგ, ზ----------------ემ სამუშაო ოთახში დაიბარა ლ---------–--ი, რომელსაც განუმარტა, რომ მისი ხელფასი გაზრდილი იყო, თითქოსდა, ოფისის კომუნალური ხარჯების დაფარვის მიზნით და მისთვის ყოველთვიურად ჩარიცხული ხელფასიდან უნდა გადაეხადა 500 ლარი. 2016 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, ზ----------------ემ ლ---------–--ს დარიცხული ხელფასიდან გამოართვა 1500 ლარი და ამ გზით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილ 1500 ლარს.

 

2014 წელს, ზ----------------ის წარდგინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მოქალაქე ქ-----------------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქ-----------------–---–ი დასაქმებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ზ----------------ის ოფისში შტატგარეშე თანამშრომლად. 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს, ზ----------------ემ განიზრახა ქ-----------------–---–ისთვის გამოეძალა ქრთამი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ზ----------------ემ ქ-----------------–---–ი დაიბარა თავის სამუშაო ოთახში, სადაც მოსთხოვა ხელფასიდან გარკვეული თანხის ყოველთვიურად გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სამსახურიდან გათავისუფლებით. ქ-----------------–---–ი არსებული საფრთხის გამო, იძულებული გახდა დათანხმებოდა ზ----------------ეს და 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით ამ უკანასკნელს საერთო ჯამში ქრთამის სახით გადასცა 1820 ლარი.

 

2015-2016 წლებში, ზ----------------ის წარდგინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მოქალაქე ს-------------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ს-------------ე დასაქმებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ზ----------------ის ოფისში შტატგარეშე თანამშრომლად. 2015 წლის ივნისის ბოლოს, ზ----------------ემ განიზრახა ს-------------ესთვის გამოეძალა ქრთამი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ზ----------------ემ ს-------------ე დაიბარა თავის სამუშაო ოთახში, სადაც მოსთხოვა ხელფასიდან გარკვეული თანხის ყოველთვიურად გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სამსახურიდან გათავისუფლებით. ს-------------ე არსებული საფრთხის გამო, იძულებული გახდა დათანხმებოდა ზ----------------ეს და 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით ამ უკანასკნელს საერთო ჯამში ქრთამის სახით გადასცა 8 080 ლარი.

 

2016-2017 წლებში, ზ----------------ის წარდგინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მოქალაქე მ-----------–---ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მ-----------–--- დასაქმებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ზ----------------ის ოფისში შტატგარეშე თანამშრომლად. 2016 წლის ნოემბრის ბოლოს, ზ----------------ემ განიზრახა მ-----------–---სათვის გამოეძალა ქრთამი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ზ----------------ემ მ-----------–--- დაიბარა თავის სამუშაო ოთახში, სადაც მოსთხოვა ხელფასიდან გარკვეული თანხის ყოველთვიურად გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სამსახურიდან გათავისუფლებით. მ-----------–--- არსებული საფრთხის გამო, იძულებული გახდა დათანხმებოდა ზ----------------ეს და 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ივნისამდე, ქრთამის სახით საერთო ჯამში გადასცა 4 140 ლარი.

 

2017 წლის 31 მარტს, ზ----------------ის წარდგინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მოქალაქე დ--–--------–-–---–ს შორის გაფორმდა #--- შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ--–--------–-–---–ი დასაქმებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ზ----------------ის ოფისში შტატგარეშე თანამშრომლად. 2017 წლის აპრილის ბოლოს, ზ----------------ემ განიზრახა დ--–--------–-–---–ისთვის გამოეძალა ქრთამი. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ზ----------------ემ დ--–--------–-–---–ი დაიბარა თავის სამუშაო ოთახში, სადაც ქრთამის სახით მოსთხოვა ხელფასიდან ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სამსახურიდან გათავისუფლებით. დ--–--------–-–---–ი არსებული საფრთხის გამო, იძულებული გახდა დათანხმებოდა ზ----------------ეს და 2017 წლის აპრილსა და მაისში, საერთო ჯამში ქრთამის სახით გადასცა 800 ლარი. ვინაიდან თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით დ--–--------–-–---–ი გამოხატავდა უკმაყოფილებას, ზ----------------ესთან მას ჩამოუყალიბდა არაჯანსაღი, კონფლიქტური ურთიერთობა, რის გამოც ზ----------------ემ განიზრახა დ--–--------–-–---–ისგან ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა აეღო შუამავლის მეშვეობით. საამისოდ ზ----------------ემ ქრთამის აღებაში დახმარება სთხოვა ბიუროში მომუშავე ა---------–-–---–ს, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. 2017 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ზ----------------ემ ა---------–-–---–ის მეშვეობით დ--–--------–-–---–ს ქრთამის სახით გამოსძალა საერთო ჯამში 1200 ლარი, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, ეს უკანასკნელი კანონის დარღვევით დაეთხოვა სამსახურიდან.

 

ზ----------------ე სისტემატურად ავიწროებდა დ--–--------–-–---–ს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სამსახურიდან გაშვებით. 2017 წლის 25 აგვისტოს, დ--–--------–-–---–ი საბოლოოდ აიძულა მოეწერა ხელი განცხადებაზე სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის განაჩენით:

 

ზ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა--------–-–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ზ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ---–------- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

ზ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ--------–---- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ზ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქ-----------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

ზ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ს. ბ----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

ზ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ------–---ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

ზ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ--------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

ზ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დ--------–-–---–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 11 (თერთმეტი) წლის ვადით შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ----------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ზ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 აგვისტოდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ----------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე---–-----------ამ. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ზ----------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე---–-----------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ----------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 1904/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93; 29/05/1997; §43). შესაბამისად, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ შესავალ და დასკვნით სიტყვებში მითითებულ ძირითად არგუმენტებზე.

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

პალატა ასევე აცხადებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49). შესაბამისად, იმისათვის, რათა წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

წარმოდგენილ საპელაციო საჩივარში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ განაცხადა, რომ საქმეში არ არსებობს ზ----------------ის მიმართ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. დაცვის მხარის პოზიციით, ზ----------------ე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე და 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების სუბიექტი. კერძოდ, ზ----------------ეს არ ჰქონდა უფლებამოსილება მსგავსი სამართლებრივი მოქმედებები განეხორციელებინა, ხოლო თაღლითობის ეპიზოდებთან დაკავშირებით, არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სააპელაციო პალატა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვაში გამოთქმულ ზემოხსენებულ მოსაზრებებს და დასკვნებს ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებებით. აღნიშნულ კონტექსტში პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ მტკიცებულებებზე, რომლითაც უტყუარად იქნა დადგენილი და დადასტურებული მსჯავრდებულ ზ----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ა--------–-–---–-ს ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მ---–------- ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ლ--------–---- ეპიზოდი), 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ქ-----------–---–ის ეპიზოდი), 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ს. ბ----ის ეპიზოდი), 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (მ------–---ს ეპიზოდი), 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დ--------–-–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულის წარმომადგენელმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების სპეციალისტმა ფ---------–------ემ განმარტა, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩეული, თბილისის საკრებულოს წევრის ფუნქციონირებასა და საქმიანობასთან დაკავშირებით, აგრეთვე, ამომრჩეველთან ურთიერთობისა და მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით, შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე შეიძლება მოეწყოს მაჟორიტარი საკრებულოს წევრის სამუშაო ოფისი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ფინანსდება. ხსენებული მიზნებით, საკუთარი ოფისის ფუნქციონირებისათვის, მაჟორიტარს ბიუჯეტიდან გამოყოფილი აქვს ყოველთვიურად 5 ათასი ლარი, რომელსაც უშუალოდ დეპუტატი განკარგავს. 5 ათასი ლარი გამოიყოფა მხოლოდ ოფისის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. ასევე, დეპუტატს, შესაძლოა, ოფისის მოწყობის მიზნით, ბიუჯეტიდან ერთჯერადად გამოეყოს 3 000 ლარი. მოწმის განმარტებით, ბიუროს და უშუალოდ დეპუტატის ფუნქციაში, გამოყოფილი 5 000 ლარიდან, რომელიც ძირითადად ხელფასში, საოფისე ქირასა და კომუნალურ გადასახადებში იხარჯება, არ შედის ღონისძიებების და სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დაფინანსება ან რაიმეს შეძენა. ამგვარი ფუნქცია არ გააჩნია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც, ვინაიდან საკრებულო არის წარმომადგენლობითი ორგანო. ზემოხსენებული საქმიანობისათვის არსებობს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, რომელიც არის აღმასრულებელი ორგანო. მისივე განმარტებით, ზ----------------ის დანაშაულებრივი ქმედებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიადგა 59 152,5 ლარის მატერიალური ზიანი, რაც არ არის ანაზღაურებული და თბილისის საკრებულო გეგმავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. მაჟორიტარი დეპუტატის - ზ----------------ის ბიუროში პირთა დასაქმება ხდებოდა უშუალოდ დეპუტატის წარდგინებით, რაც საფუძვლად ედებოდა დასაქმებულსა და საკრებულოს აპარატს შორის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას. დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო განისაზღვრებოდა უშუალოდ დეპუტატის წარდგინებით. თავად დეპუტატი წყვეტს, რამდენი ხნით სჭირდება ესა თუ ის თანამშრომელი. თანამშრომელთათვის შრომითი ხელშეკრულებების გაგრძელება და შეწყვეტა ხდებოდა ასევე დეპუტატის წარდგინებით. საკრებულოს აპარატი თავისი ინიციატივით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაუგრძელებდა ბიუროში დასაქმებულს შრომით ხელშეკრულებას, თუ წარდგინებით არ მიმართავდა დეპუტატი ზ----------------ე. მაჟორიტარი ასევე უფლებამოსილია, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის დასაბუთებული წარდგინებით მიმართოს საკრებულოს აპარატს. ხელშეკრულების შეწყვეტას ტექნიკურად ახორციელებდა საკრებულოს აპარატი. მისივე განმარტებით, საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ყოველი თვის ბოლოს საკრებულოს აპარატში უნდა წარედგინა კომუნალური გადასახადის ქვითრები. ამის შემდეგ თავად საკრებულოს აპარატი ახდენდა კომუნალური გადასახადების ანგარიშსწორებას ოფისის ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური 5 ათას ლარიანი ლიმიტიდან.

 

სასამართლოში მოწმედ დაკითხული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის დ---------–---–--ის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის დადგენილების მე-16 მუხლის თანახმად, მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ოფისის ფუნქციონირებისათვის, ქ. თბილისის ბიუჯეტიდან, ყოველთვიურად გამოიყოფოდა 5 ათასი ლარი ბიუროში დასაქმებულ პირთა ხელფასების, ბიუროს კომუნალური ხარჯებისა და საოფისე ფართის იჯარის თანხის გადასახდელად, ასევე სხვადასხვა საჭირო ნივთების შესაძენად. ანალოგიურად განხორციელდა დეპუტატ ზ----------------ის შემთხვევაშიც. დადგენილების მიხედვით, დეპუტატ ზ----------------ეს სხვა მიზნით თანხის ხარჯვის უფლებამოსილება არ გააჩნდა. საკრებულოს მაჟორიტარი წევრი არ იყო უფლებამოსილი ოფისში დასაქმებული თანამშრომლებისთვის გამოერთვა ხელფასი კომუნალური გადასახადებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის მიზნით, ვინაიდან კომუნალური ხარჯები ისედაც იყო გათვალისწინებული 5 ათას ლარიან ლიმიტში, ხოლო ფინანსურად ხარჯვადი ღონისძიებების გამართვის უფლება ბიუროს არ გააჩნდა. საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ყოველი თვის ბოლოს საკრებულოს აპარატში უნდა წარედგინა კომუნალური გადასახადის ქვითრები და ამის შემდეგ თავად საკრებულოს აპარატი ახდენდა კომუნალური გადასახადების ანგარიშსწორებას ოფისის ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური 5 ათას ლარიანი ლიმიტიდან. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში პირთა დასაქმება და ხელშეკრულების შეწყვეტა-გაგრძელება ხდებოდა უშუალოდ მაჟორიტარი წევრის ზ----------------ის წარდგინებით და ამავე ფორმით ხდებოდა მათი ხელფასის ოდენობის განსაზღვრა.

 

მოწმე ა---------–-–---–ის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ზ----------------ის ოფისში დასაქმებული იყო 2014-2017 წლებში და ის ასრულებდა მაჟორიტარის ბიუროს უფროსის ფუნქციებს. მოწმის განმარტებით, დასაქმების დღიდან ზ----------------ესა და მას შორის არსებობდა შეთანხმება, რომ დარიცხული ხელფასიდან იგი (ა---------–-–---–ი) ყოველთვიურად გადაუხდიდა 300 ლარს. საერთო ჯამში მის მიერ ზ----------------ისთვის გადაცემულმა თანხამ შეადგინა 11 100 ლარი. მოწმის განმარტებით, მას გაცნობიერებული ჰქონდა საკუთარი ქმედების უკანონობა, თუმცაღა შეგნებულად დათანხმდა ნეფარიძის წინადადებას, ვინაიდან არ სურდა ამ უკანასკნელის გაბრაზება. მისივე განმარტებით, რამდენჯერმე შეესწრო ფაქტს, როგორ ემუქრებოდა ზ----------------ე დ--–--------–-–---–სა და მ-----------–---ს სამსახურიდან გათავისუფლებით, თუ არ მიუტანდნენ დარიცხული ხელფასიდან გარკვეულ ნაწილს. ამავე მოწმის ჩვენებით, იგი უშუალოდ, ზ----------------ის დავალებით, დაზარალებულ დ--–--------–-–---–ს ხელფასიდან ართმევდა ფულს. მოწმემ განმარტა, რომ მან სამჯერ გამოართვა ამ უკანასკნელს 400 ლარი ზ----------------ისთვის გადასაცემად. ამასთან, უშუალოდ, ზ----------------ის დავალებით უკავშირდებოდა დ--–--------–-–---–ს ფულადი თანხის მიტანის მოთხოვნით. მისივე განმარტებით, დ--–--------–-–---–ი აპროტესტებდა ქრთამის გადაცემას, ამის გამო, ზ----------------ესა და დ--–--------–-–---–ს ურთიერთობა დაეძაბათ. ზ----------------ე დ--–--------–-–---–ს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოითხოვდა, რომ დ--–--------–-–---–ს ნებაყოფლობით დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მოწმის ჩვენებით, სწორედ ზ----------------ის მითითებით, უშუალოდ მან შეუდგინა დ--–--------–-–---–ს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და 2017 წლის 25 აგვისტოს მოაწერინა ხელი. მანვე განმარტა, რომ მ------–-----ე ზ----------------ეს ფიქტიურად ჰყავდა გაფორმებული. იგი (მენთეშაშვილი) წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და მ------–-----ეს ბიუროში არასდროს ჰქონია რაიმე ფუნქცია და არც შეუსრულებია რაიმე დავალება. მისივე განმარტებით, მ------–-----ეს იცნობდა, როგორც მაჟორიტარ ზ----------------ის შვილის საცოლეს.

 

მოწმე ლ---------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ზ----------------ის ოფისში. მას გაუფორმდა შრომითი ხელშეკრულება. ყოველ სამ თვეში მასთან ფორმდებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულება. საწყის ეტაპზე მისი ხელფასი იყო 300 ლარი. იგი ბიუროში მუშაობდა და ხელფასს იღებდა 2016 წლის დეკემბრამდე. ბოლო სამი თვის განმავლობაში მას (მოწმეს) ზ----------------ის წარდგინებით გაეზარდა ხელფასი. ხელფასის მომატებამდე ზ----------------ემ უთხრა, რომ მის შრომით ხელშეკრულებაში გაიწერებოდა იმაზე მეტი ხელფასი, ვიდრე რეალურად აიღებდა. მას (ლ. სტრიჟაკს) წინააღმდეგობა არ გაუწევია. დარიცხული თანხიდან მოწმეს უნდა მიეტანა ზ----------------ისთვის ყოველთვიურად 500 ლარი. ეს უკანასკნელი ამ თანხას გამოიყენებდა ბიუროს კომუნალური ხარჯების დასაფარად. მოწმის განმარტებით, 2016 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით ზ----------------ეს თავისი ხელფასიდან გადასცა ყოველთვიურად 500 ლარი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ქ-----------------–---–მა განაცხადა, რომ 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ზ----------------ის ოფისში. 2014 წლის ოქტომბრის თვეში ხელფასის სახით დაერიცხა 800 ლარი. იმავე დღეს იგი (დაზარალებული) თავის კაბინეტში დაიბარა ზ----------------ემ და უთხრა, რომ დარიცხული თანხიდან მისი გასამრჯელო იყო მხოლოდ 400 ლარი, ხოლო დანარჩენი 400 ლარი უნდა გადაეცა მისთვის (ზ----------------ისთვის). როგორც მოწმემ განმარტა, ზ----------------ე ეუბნებოდა, რომ მოთხოვნილი 400 ლარით ოფისის კომუნალური ხარჯები უნდა გადაეხადა. დაზარალებულის ჩვენებით, ზ-----------ის მოთხოვნა იყო კატეგორიული, ხმამაღალი ტონით ნათქვამი, ზ----------------ის მხრიდან იყო მუქარაც, რომ თუ არ შეასრულებდა მის მითითებას, სამსახურიდან გაათავისუფლებდა, თან ისე, რომ ხელს შეუშლიდა სამომავლოდ დასაქმებაშიც. მან (ქ-----------------–---–მა) შეასრულა ზ----------------ის მოთხოვნა და ზ----------------ეს გადასცა თანხა 400 ლარის ოდენობით. იგივე განმეორდა ნოემბრის თვეშიც. 2014 წლის დეკემბერის ხელფასიდან 540 ლარი გადასცა ზ----------------ეს. 2015 წლის იანვარსა და თებერვალში ხელფასის სახით ერიცხებოდა 640 ლარი, საიდანაც 240 ლარს გადასცემდა ზ----------------ეს. მარტის თვეში შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდა სამსახურიდან. მისივე განმარტებით, მარიამ ლომიძეს იცნობდა, როგორც დეპუტატ ზ----------------ის შვილის, ზ----------------ის საცოლეს. მარიამ ლომიძეს არასდროს უმუშავია ბიუროში.

 

მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ს-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის დეკემბერში სტაჟირება დაიწყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ზ----------------ის ბიუროში. 2015 წლის მარტში გაუფორმდა შრომითი ხელშეკრულება და სამი თვის განმავლობაში მისი გასამრჯელო შეადგენდა 400 ლარს. ივნისის თვეში გაუფორმდა ახალი შრომითი ხელშეკრულება და განესაზღვრა ბევრად მეტი ხელფასი, ვიდრე მანამდე ჰქონდა. ჩათვალა, რომ ხელფასის ზრდა განპირობებული იყო შესრულებული სამუშაოს ხარისხით. თუმცა, როდესაც დაერიცხა ხელფასი, დაიბარა ზ----------------ემ თავის კაბინეტში და უთხრა, რომ დარიცხული ხელფასიდან 700 ლარი უნდა მიეტანა მისთვის, რაზედაც უარი განუცხადა. უარს მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება და ზ----------------ის მხრიდან მისი (დაზარალებულის) სამსახურიდან გათავისუფლებისა და სამომავლოდ პრობლემების შექმნის მუქარა. დაზარალებულის ჩვენებით, 2015 წლის ივლისის თვეში მას ხელფასის სახით დაერიცხა 1200 ლარი, საიდანაც 700 ლარი გადასცა ზ----------------ეს, ივლისის თვეში 460 ლარი გადასცა, ასევე განმეორდა აგვისტოში, სექტემბერში ხელფასის სახით დაერიცხა 1200 ლარი, საიდანაც 700 ლარი გადასცა ზ----------------ეს, ოქტომბერსა და ნოემბერში გადასცა 460-460 ლარი. დეკემბრის თვეში გადასცა 1000 ლარი, 2016 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში ყოველ ჯერზე 460 ლარი გადასცა. 2016 წლის მაისში და ივნისში ყოველ ჯერზე 700 ლარი გადასცა, ხოლო ივლისსა და აგვისტოში - 300-300 ლარი. ამის შემდეგ იგი (ს. ბ----ე) ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. მისივე განმარტებით, მარიამ ლომიძეს იცნობდა, როგორც დეპუტატ ზ----------------ის შვილის, ზ----------------ის საცოლეს, მარიამ ლომიძეს არასდროს უმუშავია ბიუროში.

 

დაზარალებულ მ-----------–---ს ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის ნოემბერში, მაჟორიტარ ზ----------------ის შეთავაზებით, მუშაობა დაიწყო ბიუროში. ხელფასის დარიცხვისთანავე დაიბარა ზ----------------ემ და უთხრა, რომ დარიცხული ხელფასი განკუთვნილი იყო ბიუროს ხარჯებისთვის, თუკი უარს იტყოდა ხელფასის გადაცემაზე, დაითხოვდა სამსახურიდან, გარდა ამისა, დეპუტატის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეუქმნიდა პრობლემებს. დაზარალებულს შეეშინდა მუქარის, რის გამოც გადასცა მოთხოვნილი თანხა. იგივე გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. დაზარალებულის ჩვენებით, ნოემბერში დაერიცხა ხელფასის სახით დაახლოებით 600 ლარი, რაც სრულად გადასცა ა---------–-–---–ს ზ----------------ისთვის გადასაცემად. 2016 წლის დეკემბერში დაერიცხა ხელფასი 1200 ლარის ოდენობით, საიდანაც 700 ლარი გადასცა ზ----------------ეს, 2017 წლის იანვარში 560 ლარი გადასცა ზ----------------ეს, ასევე განმეორდა თებერვალშიც. მარტში ხელფასის სახით დარიცხული თანხიდან გადასცა 660 ლარი, აპრილში - 380 ლარი, ხოლო მაისში - 680 ლარი, რის შემდგომაც, პირადი განცხადების საფუძველზე, შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და გათავისუფლდა სამსახურიდან. მისივე განმარტებით, მარიამ ლომიძეს იცნობდა, როგორც დეპუტატ ზ----------------ის შვილის, ზ----------------ის საცოლეს. მარიამ ლომიძეს არასდროს უმუშავია ბიუროში. დაზარალებულმა მ-----------–---მ დამატებით განმარტა, რომ ზ----------------ეს მუდმივ სტრესში ჰყავდა დ--–--------–-–---–ი. მისი (მ-----------–---ს) თანდასწრებით, არაერთხელ გახდა საჭირო ბიუროში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება დ--------–-–---–ისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით.

 

დაზარალებულ დ--–--------–-–---–ის ჩვენებით, 2017 წლის თებერვალში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ზ----------------ის ბიუროში ოჯახის ახლობლის - ლ---–-----------–ის რეკომენდაციით დაიწყო სტაჟირება. 2017 წლის აპრილში, უშუალოდ ზ----------------ის წარდგინებით, მასთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება სამი თვის ვადით. აპრილის თვის ბოლოს ჩაერიცხა კუთვნილი ხელფასი. იმავე დღეს დაიბარა ზ----------------ემ თავის სამუშაო ოთახში და უთხრა, რომ აღებული ხელფასი სრულად უნდა მიეტანა მისთვის, საიდანაც ნაწილს გადადებდა კომუნალური ხარჯებისთვის, ხოლო დარჩენილ თანხას დაუბრუნებდა მას (დ--–--------–-–---–ს). მან (დ--–--------–-–---–მა) ხელმძღვანელის უკანონო მოთხოვნა გააპროტესტა, რამაც ზ-----------------ე გააღიზიანა, გახდა აგრესიული, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სამსახურიდან გაგდებით. იგი (დაზარალებული) იძულებული გახდა მიეტანა ზ----------------ისთვის ხელფასის სახით დარიცხული თანხა. ზ----------------ემ ხსენებული თანხიდან 400 ლარი ჩაიდო საფულეში, ხოლო დარჩენილი 300 ლარი მიაყარა მას (დაზარალებულს). აღნიშნული განმეორდა მომდევნო თვეშიც. 2017 წლის ივნისში მას (დაზარალებულს) დაერიცხა 800 ლარი ხელფასის სახით, რა დროსაც მას (დ--–--------–-–---–ს) დაუკავშირდა ა---------–-–---–ი და ზ----------------ისთვის გადასაცემად მოსთხოვა 400 ლარის მიტანა. ა---------–-–---–მა განახორციელა არაერთი სატელეფონო ზარი დაზარალებულთან, რის შემდეგაც დ--–--------–-–---–ი იძულებული გახდა, ა---------–-–---–ისთვის ზ----------------ისთვის გადასაცემად მიეტანა 400 ლარი. ანალოგიურად, 2017 წლის ივლისში, ა---------–-–---–მა ზ----------------ისთვის გადასაცემად მას (დ--–--------–-–---–ს) ხელფასიდან გამოართვა 400 ლარი. იმის გამო, რომ აპროტესტებდა ხელმძღვანელის უკანონო მოთხოვნას, მასთან (ნეფარიძესთან) ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა, სწორედ ამიტომ თანხის გადაცემას შუამავლობდა ა---------–-–---–ი. 2017 წლის 25 აგვისტოს მას (დ--–--------–-–---–ს) კვლავ დაუკავშირდა ა---------–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ ზ----------------ე კვლავ ითხოვდა ხელფასიდან 400 ლარის გადაცემას. დაზარალებული იმავე დღეს მივიდა ბიუროში და ა---------–-–---–ს გადასცა ხსენებული თანხა. თანხის გადაცემის შემდეგ ა---------–-–---–მა მიუთითა, რომ დაეწერა განცხადება თანხის ნებაყოფლობით გადაცემასთან დაკავშირებით, ბიუროს კომუნალური თანხების დაფარვის მიზნით. დაზარალებულმა განცხადებაში მიუთითა მხოლოდ ის, რომ კუთვნილი ხელფასიდან 400 ლარს უტოვებდა ა---------–-–---–ს და არ გააკეთა ცრუ მითითება თანხის დანიშნულებაზე - კომუნალურ გადასახადზე. მისივე განმარტებით, ქრთამის გადაცემის გაპროტესტების გამო, ზ----------------ე გახდა მის მიმართ აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ და რიგ შემთხვევაში ფიზიკურ შეურაცხყოფასაც (კონფლიქტის ნიადაგზე ესროლა ჩანგალი თავის კაბინეტში, ოფისის წინ მდებარე ეზოს დალაგების მოთხოვნით ესროლა ცოცხი ფეხებში, ქრთამის გადაცემაზე პროტესტის გამოხატვის გამო, კალამი ესროლა, რომელიც მოხვდა თავში) და მოითხოვდა მისგან, რომ დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაზეც იგი (დაზარალებული) აცხადებდა უარს. ზ----------------ისგან განხორციელებული ზეწოლის შედეგად იგი (დაზარალებული) რამდენჯერმე შეუძლოდაც გახდა. მას (დაზარალებულს) ასევე დაუკავშირდა ლ---–-----------–ი, რომელმაც უთხრა, რომ უნდა წასულიყო სამსახურიდან თავისი ნებით. 2017 წლის აგვისტოში, ა---------–-–---–ისა და ზ----------------ის შვილის, ზურაბ ზურაბის-ძე ნეფარიძის დაჟინებული მოთხოვნით, იგი (დაზარალებული) შვებულებაში გავიდა. ამის შემდეგ ზ----------------ემ არაერთგზის დაიბარა თავის ოფისში დაზარალებულის ბიძა ნ--------------–-–---–ი და ბიძაშვილი ვ--–-------------–-–---–ი, რომელთაც ასევე მოსთხოვა, რომ ის (დ--–--------–-–---–ი) დაერწმუნებინათ - თავისი განცხადებით წასულიყო სამსახურიდან. დეპუტატის ბიუროდან ვ--–-------------–-–---–ს მასთან (დაზარალებულთან) გამოატანეს სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნის განცხადების ფორმა, რაზეც მას (დ--–--------–-–---–ს) უნდა მოეწერა ხელი, თუმცა ამ უკანასკნელმა იმ ეტაპზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა. მისივე განმარტებით, 2017 წლის 25 აგვისტოს, იგი იძულებული გახდა ზ----------------ის მუქარების გამო, დაეწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ. ა---------–-–---–ს გადასცა 400 ლარი ზ----------------ისთვის გადასაცემად, ამის შემდეგ ხელი მოაწერა ა---------–-–---–ის მიერ ამობეჭდილ განცხადების ფორმას, სადაც მითითებული იყო, რომ იგი სამსახურიდან მიდიოდა ოჯახური მიზეზებით, თუმცაღა აღნიშნული არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და ეს არ იყო მისი ნების გამოხატვა. დ--–--------–-–---–ის განმარტებით, ქრთამის გადაცემაზე მისი პროტესტი ზ----------------ეში იწვევდა უკიდურეს აგრესიას, აყენებდა მას (დაზარალებულს) შეურაცხყოფას, ეძახდა უშიშროების აგენტს, ემუქრებოდა რომ გააგდებდა სამსახურიდან და თან საზოგადებრივ სივრცეში ყველას ეტყოდა, რომ იყო აგენტი. მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარების გამო, დ--–--------–-–---–ი გამუდმებით სტრესის ქვეშ იმყოფებოდა, არაერთხელ დასჭირდა სამსახურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. დაზარალებულმა დ--–--------–-–---–მა დამატებით განმარტა, რომ საკრებულოს წევრის - ზ----------------ის ოფისში მუშაობის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება - გამოფენა ჩაატარა ბიურომ, როგორც საჯარო სკოლებში, ასევე საკრებულოში, თუმცა არც ერთ ამ ღონისძიებაში ბიუროს რაიმე ფინანსური ხარჯი არ გაუწევია. ამ ღონისძიებების ტექნიკურ უზრუნველყოფას თავად ახორციელებდა ზ-----------ის დავალებით. დ--–--------–-–---–ის განმარტებით, 2017 წლის მაისში, ზ----------------ემ მისი თანდასწრებით, მ------–-----ის სახელზე გაცემული საბანკო პლასტიკური ბარათი გადასცა თავის შვილს, ზ----------------ეს და დაავალა სახელფასო ბარათიდან მოეხსნა თანხა და მისთვის მიეტანა.

 

მოწმე ლ---–-----------–ის ჩვენების თანახმად, დასაქმების მიზნით, დ--–--------–-–---–ს გაუწია რეკომენდაცია ზ----------------ესთან. მოგვიანებით შეიტყო, რომ დ--–--------–-–---–სა და ზ----------------ეს ერთმანეთში ჰქონდათ დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა. მანვე დაადასტურა დ--–--------–-–---–ისგან მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზ----------------ე სამსახურში ავიწროებდა და გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა.

 

მოწმეების - ნ--------------–-–---–ისა და ვ--–-------------–-–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ ზ----------------ეს და დ--–--------–-–---–ს შორის არსებული სამსახურებრივი კონფლიქტის თაობაზე უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ თავად ზ----------------ესთან, ამ უკანასკნელის ინიციატივით. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ზ----------------ემ მათ სთხოვა, დაერწმუნებინათ დ--–--------–-–---–ი, რომ ნებაყოფლობით, საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულიყო სამსახურიდან. ვ--–-------------–-–---–ის განმარტებით, სწორედ ზ----------------ის დავალებით, მას (მოწმეს) ა---------–-–---–მა მისცა დაბეჭდილი განცხადების ფორმა, რაზედაც ხელი უნდა მოეწერა დ--–--------–-–---–ს. მოწმემ მართლაც მიუტანა ამ უკანასკნელს განცხადების ფორმა, თუმცა მან (მამულაშვილმა) უარი განაცხადა ხელმოწერაზე.

 

მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებების გარდა, ზ----------------ის ბრალეულობა მოცემულ დანაშაულთა ჩადენაში ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს დედაქალაქის - თბილისის საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების შედეგების 2014 წლის 3 ივლისის ერთიანი ოქმის მიხედვით, თბილისის საკრებულოს წევრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ისნის (#05.09) მაჟორიტარად არჩეულია ზ----------------ე.

 

2014 წლის 14 ივლისის ქ-------–----------–----–-------------------–------ განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცნობილ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის - ზ----------------ის უფლებამოსილება.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის რეგლამენტის მე-16 მუხლის საფუძველზე, ზ----------------ე როგორც ქ. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, უზრუნველყოფილი იქნა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე სამუშაო ფართით და ოფისის ფუნქციონირებისათვის. ამავე რეგლამენტით ყოველთვიურად გამოეყო 5 000 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 18 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნით დადგინდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის თანამდებობაზე მუშაობის დაწყების დღიდან 2017 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, ზ----------------ის შრომის ანაზღაურების სახით მიღებული დაბეგრილი შემოსავალი შეადგენს 70 800 ლარს. ზ----------------ის ბიუროში ყოფილი თანამშრომლების მიერ ბიუროში მუშაობის პერიოდში შრომის ანაზღაურების სახით მიღებული დაბეგრილი შემოსავალი შეადგენს: დ--–--------–-–---–ი - 3600 ლარს, ქ-----------------–---–ი - 4 299,1 ლარს, მ------–-----ე - 36 912,5 ლარს, ს-------------ე - 16 821,8 ლარს, ლ---------–--ი - 5 480,7 ლარს, მ-----------–--- - 6 011,4 ლარს, ჯამში - 73 125,5 ლარს. ზ----------------ის მიერ ხსენებული პირებისთვის გამორთმეული თანხების ოდენობა შეადგენს: დ--–--------–-–---–ი - 2 000 ლარს, ქ-----------------–---–ი - 1 820 ლარს, მ------–-----ე - 36 552,5 ლარს, ს-------------ე - 8 080 ლარს, ლ---------–--ი - 1 500 ლარს, მ-----------–--- - 4 140 ლარს, ჯამში - 54 092,5 ლარს. ა---------–-–---–ის მიერ ზ----------------ის ბიუროში მუშაობის პერიოდში შრომის ანაზღაურების სახით მიღებული დაბეგრილი შემოსავალი შეადგენს 37 672,5 ლარს. მის მიერ ზ----------------ისთვის თავისი ხელფასიდან გადაცემული თანხის ოდენობა ჯამურად შეადგენს 11 100 ლარს. მოწმის სახით დაკითხულმა აუდიტორმა ლაშა გობეჯიშვილმა სრულად დაადასტურა მის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ აუდიტორული შემოწმებისას იხელმძღვანელა კონკრეტულ თანამშრომელთა საბანკო ამონაწერებითა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით.

 

სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებებით და დამატებითი შეთანხმების აქტებით მ------–-----ე სხვადასხვა დროს ინიშნებოდა შტატგარეშე მოსამსახურედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ზ----------------ის ოფისში. ამავე ხელშეკრულებებითა და შეთანხმების აქტებით მ------–-----ის თვიური სარგო სხვადასხვა პერიოდში განისაზღვრა სხვადასხვა ოდენობით, კერძოდ: 2014 წლის 15 აგვისტოს №164 შრომითი ხელშეკრულებით მ------–-----ეს გასამრჯელოდ განესაზღვრა თვეში 1000 ლარი, 2014 წლის 1 ოქტომბრის №361 შრომითი ხელშეკრულებით - 1000 ლარი, 2014 წლის 4 დეკემბრის №361/1 შეთანხმების აქტით - 2000 ლარი. 2014 წლის 31 დეკემბრის #490 შრომითი ხელშეკრულებით - 1000 ლარი, 2015 წლის 30 მარტის №204 შრომითი ხელშეკრულებით - 1000 ლარი, 2015 წლის 6 მაისის №204/1 შეთანხმების აქტით - 1500 ლარი, 2015 წლის 30 ივნისის №371 შრომითი ხელშეკრულებით - 1200 ლარი, 2015 წლის 1 სექტემბრის №371/1 შეთანხმების აქტით - 1500 ლარი; 2015 წლის 30 სექტემბრის №584 შრომითი ხელშეკრულებით - 1200 ლარი, 2015 წლის 1 დეკემბრის №584/1 შეთანხმების აქტით - 2000 ლარი, 2015 წლის 31 დეკემბრის №768 შრომითი ხელშეკრულებით - 1000 ლარი, 2016 წლის 31 მარტის №39 შრომითი ხელშეკრულებით - 1000 ლარი, 2016 წლის 3 მაისის №39/1 შეთანხმების აქტით - 1500 ლარი; 2016 წლის 30 ივნისის №267 შრომითი ხელშეკრულებით - 1000 ლარი, 2016 წლის 1 სექტემბრის №267/1 შეთანხმების აქტით - 1300 ლარი; 2016 წლის 30 სექტემბრის №469 შრომითი ხელშეკრულებით - 1500 ლარი, 2016 წლის 30 დეკემბრის №594 შრომითი ხელშეკრულებით - 1200 ლარი, 2017 წლის 31 მარტის №116 შრომითი ხელშეკრულებით - 1100 ლარი, 2017 წლის 1 ივნისის №116/1 შეთანხმების აქტით - 1500 ლარი. 2017 წლის 2 ივნისის №116/2 შეთანხმების აქტით მ------–-----ე 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მიღებულ იქნა შტატგარეშე მოსამსახურედ მაჟორიტარ ზ----------------ის ოფისში.

 

2017 წლის 25 აგვისტოს ზურაბ ზურაბის-ძე ნეფარიძის (მსჯავრდებულ ზ----------------ის შვილი) პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მ------–-----ის სახელზე გაცემული სს „თიბისი“ ბანკის პლასტიკური ბარათი; ამასთან, სს „თიბისი“ ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და თანხის გამოტანისას ბანკომატის მიერ გადაღებული ფოტოებით დგინდება, რომ თანხას ყველა შემთხვევაში ანაღდებს ზურაბ ზურაბის-ძე ნეფარიძე.

 

შრომითი ხელშეკრულებებისა და დამატებით შეთანხმების აქტებით დგინდება, რომ ა---------–-–---–ი ინიშნებოდა შტატგარეშე მოსამსახურედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ ზ----------------ის ოფისში. ამავე ხელშეკრულებებითა და შეთანხმების აქტებით ა---------–-–---–ის თვიური სარგო სხვადასხვა პერიოდში განისაზღვრებოდა სხვადასხვა ოდენობით, კერძოდ: 2014 წლის 15 აგვისტოს №165 შრომითი ხელშეკრულებით ა---------–-–---–ს გასამრჯელოდ ყოველთვიურად განესაზღვრა 1000 ლარი, 2014 წლის 1 ოქტომბრის №359 შრომითი ხელშეკრულებით - 1000 ლარი, 2014 წლის 4 დეკემბრის №359/1 შეთანხმების აქტით - 1500 ლარი, 2014 წლის 31 დეკემბრის №491 შრომითი ხელშეკრულებით - 1000 ლარი, 2015 წლის 30 მარტის №205 შრომითი ხელშეკრულებით - 1000 ლარი, 2015 წლის 6 მაისის №205/1 შეთანხმების აქტით - 1500 ლარი, 2015 წლის 30 ივნისის №372 შრომითი ხელშეკრულებით - 1300 ლარი, 2015 წლის 1 სექტემბრის №372/1 შეთანხმების აქტით - 1500 ლარი, 2015 წლის 30 სექტემბრის №582 შრომითი ხელშეკრულებით - 1300 ლარი, 2015 წლის 1 დეკემბრის №582/1 შეთანხმების აქტით - 2100 ლარი, 2015 წლის 31 დეკემბრის №828 შრომითი ხელშეკრულებით - 1000 ლარი, 2016 წლის 31 მარტის №40 შრომითი ხელშეკრულებით - 1100 ლარი, 2016 წლის 3 მაისის №40/1 შეთანხმების აქტით - 1500 ლარი, 2016 წლის 30 ივნისის №266 შრომითი ხელშეკრულებით - 1000 ლარი, 2016 წლის 1 სექტემბრის №266/1 შეთანხმების აქტით - 1400 ლარი, 2016 წლის 30 სექტემბრის №468 შრომითი ხელშეკრულებით - 1500 ლარი, 2016 წლის 30 დეკემბრის №595 შრომითი ხელშეკრულებით - 1300 ლარი, 2017 წლის 31 მარტის №118 შრომითი ხელშეკრულებით - 1300 ლარი, 2017 წლის 1 ივნისის №118/1 შეთანხმების აქტით - 1500 ლარი, 2017 წლის 2 ივნისის №118/2 შეთანხმების აქტით ა---------–-–---–ი 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მიღებულ იქნა შტატგარეშე მოსამსახურედ მაჟორიტარ ზ----------------ის ოფისში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის #1-------8 (#------------) განაჩენით დადგენილია, რომ მსჯავრდებული ა---------–-–---–ი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ წევრ ზ----------------ეს დაეხმარა თაღლითობაში - 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის - 11 100 ლარის დაუფლებაში.

 

შრომითი ხელშეკრულებებით და შეთანხმების აქტებით, რომელიც გაფორმებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თავმჯდომარესა და მოსამსახურე ლ---------–--ს შორის, გაწერილია როგორც უფლებამოსილებები, ასევე განსაზღვრულია შრომითი გასამრჯელო, კერძოდ: 2015 წლის 30 სექტემბრის №585 შრომითი ხელშეკრულებით გასამრჯელოდ განსაზღვრულია 300 ლარი, 2015 წლის 31 დეკემბრის №770 შრომითი ხელშეკრულებით - 300 ლარი, 2016 წლის 31 მარტის №37 შრომითი ხელშეკრულებით - 300 ლარი, 2016 წლის 12 ოქტომბრის №477 შრომითი ხელშეკრულებით - 1500 ლარი, 2016 წლის 6 დეკემბრის №477/1 შეთანხმების აქტით - 1000 ლარი. სისხლის სამართლის საქმეში ასევე წარმოდგენილია 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1236, რომლითაც ლ---------–--ი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო 2017 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან.

 

შრომითი ხელშეკრულებებით და შეთანხმების აქტებით, რომლებიც გაფორმებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თავმჯდომარესა და მოსამსახურე ქ-----------------–---–ს შორის, გაწერილია როგორც უფლებამოსილებები, ასევე შრომითი გასამრჯელო, კერძოდ: 2014 წლის 15 აგვისტოს №166 შრომითი ხელშეკრულებით ქ-----------------–---–ის შრომით გასამრჯელოდ განსაზღვრულია 400 ლარი, 2014 წლის 1 ოქტომბრის №358 შრომითი ხელშეკრულებით - 1000 ლარის ოდენობით, 2014 წლის 4 დეკემბრის №358/1 შეთანხმების აქტით - 1600 ლარი, 2014 წლის 31 დეკემბრის №492 შრომითი ხელშეკრულებით - 800 ლარი. 2015 წლის 2 მარტის №85 ბრძანებით, ქ-----------------–---–ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და 2015 წლის 2 მარტიდან გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან.

 

შრომითი ხელშეკრულებებით და შეთანხმების აქტებით, რომლებიც გაფორმებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თავმჯდომარესა და მოსამსახურე ს-------------ეს შორის, გაწერილია ს. ბ----ის უფლებამოსილებები და განსაზღვრულია შრომითი გასამრჯელო, კერძოდ: 2015 წლის 2 მარტის №64 შრომითი ხელშეკრულებით, ს-------------ის ყოველთვიურ გასამრჯელოდ განსაზღვრულია 400 ლარი, 2015 წლის 30 მარტის №206 შრომითი ხელშეკრულებით - 400 ლარი. 2015 წლის 1 ივნისის №206/1 შეთანხმების აქტით ს-------------ე 2015 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიღებულ იქნა შტატგარეშე მოსამსახურედ მაჟორიტარ ზ----------------ის ოფისში და მას ყოველთვიურად გასამრჯელოდ განესაზღვრა 1500 ლარი, 2015 წლის 30 ივნისის №370 შრომითი ხელშეკრულებით - 1200 ლარი, 2015 წლის 30 სექტემბრის №583 შრომითი ხელშეკრულებით - 1200 ლარი, 2015 წლის 1 დეკემბრის შეთანხმების №583/1 აქტით - 2000 ლარი, 2015 წლის 31 დეკემბრის №769 შრომითი ხელშეკრულებით - 1200 ლარი, 2016 წლის 31 მარტის №38 შრომითი ხელშეკრულებით - 1200 ლარი, 2016 წლის 30 ივნისის №264 შრომითი ხელშეკრულებით - 1000 ლარი. 2016 წლის 30 სექტემბრის №892 ბრძანებით, ს-------------ე შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო 2016 წლის 1 ოქტომბრიდან გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან.

 

2016 წლის 16 ნოემბრის №563 შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თავმჯდომარესა და მოსამსახურე მ-----------–---ს შორის, შრომითი გასამრჯელო განსაზღვრულია 1500 ლარით. 2016 წლის 30 დეკემბრის №596 შრომითი ხელშეკრულებით მ-----------–---ს გასამრჯელო განსაზღვრულია 1200 ლარით. 2017 წლის 31 მარტის №117 შრომითი ხელშეკრულებით - 850 ლარი. 2017 წლის 1 ივნისის №488 ბრძანებით, მ-----------–---ს პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და 2017 წლის 1 ივნისიდან გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან.

 

2017 წლის 31 მარტის #--- შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, დ--–--------–-–---–ი დაინიშნა შტატგარეშე მოსამსახურედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ზ----------------ის ოფისში და თვიური გასამრჯელო განესაზღვრა 750 ლარის ოდენობით. 2017 წლის 1 ივნისის №119/1 შეთანხმების აქტით დ--–--------–-–---–ის თვიური სარგო გაიზარდა 1000 ლარამდე, 2017 წლის 2 ივნისის №119/2 შეთანხმების აქტით - დ--–--------–-–---–ი 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მიღებულ იქნა შტატგარეშე მოსამსახურედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ზ----------------ის ოფისში.

 

ზემოხსენებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის #1-------8 (#------------) განაჩენით დადგენილია, რომ ა---------–-–---–ი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ წევრს ზ----------------ეს დაეხმარა ქრთამის აღებაში, კერძოდ, 2017 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ზ----------------ემ ა---------–-–---–ის მეშვეობით დ--–--------–-–---–ს ქრთამის სახით გამოსძალა საერთო ჯამში 1200 ლარი.

 

მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე დაცვის მხარემ უდავოდ გახადა სისხლის სამართლის საქმეში მოსამართლის განჩინებების საფუძველზე მოპოვებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები-კრებსები, სატელეფონო საუბრების კრებსები და აუდიო მასალა. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია, არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ასახავენ ზ----------------ის მიერ ბრალად შერაცხულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, ზემოაღნიშნული უდავო მტკიცებულებებით - ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით, ასევე უტყუარად დასტურდება ქრთამის გამოძალვის ფაქტები:

 

დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები-კრებსები, სატელეფონო საუბრების კრებსები და აუდიო მასალა. 2017 წლის 7 აგვისტოს ვიდეო ჩანაწერითა და აღნიშნული ჩანაწერის კრებსითი ამონაწერების მიხედვით, ზ----------------ე თავისი სამუშაო ოფისიდან, ტელეფონზე უკავშირდება ლ---–-----------–ს და ესაუბრება დ--–--------–-–---–ზე. უთითებს, რომ სურს ბიძამისთან და ბიძაშვილთან შეხვედრა, ართმევს ბიძის ნომერს, ასევე უხსნის, რომ დ--–--------–-–---–ი უარს აცხადებს სამსახურიდან წასვლაზე და ბიუროს ხარჯების დაფარვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ ზ----------------ე ა---------–-–---–თან ათანხმებს გეგმებს, როგორ შეიტანოს ცვლილება დ--------–-–---–ის შრომით ხელშეკრულებაში, რომ შეუმციროს ხელფასი და დაურიცხოს მხოლოდ 400 ლარი.

 

2017 წლის 17 აგვისტოს ფარული ჩანაწერებისა და აღნიშნული ჩანაწერების კრებსითი ამონაწერების მიხედვით, ზ----------------ის კაბინეტში მიმდინარეობს საუბარი ზ----------------ეს, მის შვილს ზურაბ ზურაბის-ძე ნეფარიძესა და დ--–--------–-–---–ის ბიძას - ნ--------------–-–---–ს შორის, სადაც ნათლად ჩანს, რომ ზ----------------ე დაზარალებულის ბიძას აჩვენებს დ--–--------–-–---–ის შრომით ხელშეკრულებას და აკეთებს ციტირებებს ხელშეკრულებიდან, ხელშეკრულებაში წერია პირდაპირ „დასაქმებულს დადგენილი წესით ყოველთვიურად გადაუხადოს შრომითი ხელშეკრულებით 800 ლარი“ იქვე ზ----------------ე აცხადებს, რომ იგი ხელშეკრულებაში პირდაპირ ვერ წერს იმას, რომ 800 ლარიდან 400 ლარი უნდა მისცეს, ამაზე უთანხმდება უშუალოდ დასაქმებულს. ამავე ჩანაწერში ზ----------------ე აცხადებს - „ეს არის დეპუტატ ნეფარიძის ბიუჯეტი, რომელიც მე უნდა განვკარგო ჩემს ნებაზე, მე განვკარგავ ესე, თუ ვაშავებ, მე მაგებინებენ პასუხს“.

 

2017 წლის 17 აგვისტოს ასევე ჩაწერილია საუბარი ზ----------------ეს, ვალერი მამულაშვილსა და ა---------–-–---–ს შორის. ზ----------------ე ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს ვალერი მამულაშვილზე, რომ ამ უკანასკნელმა თავის მხრივ მოახდინოს ზემოქმედება დ--–--------–-–---–ზე, ასევე ზ----------------ე ითხოვს ჩარიცხული ხელფასიდან დ--–--------–-–---–მა მიუტანოს 400 ლარი. ამასთან, ზ----------------ე ვალერი მამულაშვილს ეუბნება „ ... კაცური შეთანხმება იყო, რომ გამოვწერდი 800 ლარს, 1000 ლარს, გაიქვითებოდა 20 პროცენტი და ნახევარი მიდის მაგასთან და მეორე ნახევარი ხარჯებში“... „თუ რამე აინტერესებს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს, დაწეროს იქ გამლანძღა, მაგინა, შეურაცხყოფა მომაყენა, ამიტომ სუსი რას უშველის, არ არის პრობლემა. თქვას 800 ლარს მიწერდა და 400 მართმევდა, დაწეროს ეგეც, მოვა წარმომადგენელი საკრებულოდან და ეტყვის - დიახ, ბატონო, ნამდვილად ასეა“. „4 წელია მასე მუშაობს ოფისი“.

 

2017 წლის 21 აგვისტოს ფარულ ჩანაწერებში ზ----------------ე არიგებს ა---------–-–---–ს, რომ დაურეკოს დ--–--------–-–---–ს და უთხრას, რომ განცხადება დაწეროს, ასევე მიუტანოს ხელფასი, როდესაც ჩაირიცხება თანხა. ამავე დღეს ესაუბრება კობა ქუმსიაშვილს, რომელსაც უხსნის, რომ 25-ში დ--–--------–-–---–ი მიუტანს ხელფასს და გაუშვებს სამსახურიდან. 2017 წლის 22 აგვისტოს ჩანაწერში ა---------–-–---–ი უხსნის ზ----------------ეს, რომ ესაუბრა დ--–--------–-–---–ს და მისგან მიიღო თანხმობა, რომ ხელფასს მიუტანს. უკვე 2017 წლის 25 აგვისტოს ჩანაწერში დ--–--------–-–---–ი მიდის ბიუროში, ა---------–-–---–ს აძლევს 400 ლარს, რა დროსაც ა---------–-–---–ი 400 ლართან დაკავშირებით სთხოვს დაწეროს განცხადება ისეთი ფორმით, თითქოსდა, ნებაყოფლობით, კომუნალური ხარჯებისთვის აძლევს ამ თანხას. თუმცა დ--–--------–-–---–ი წერს, - „ჩემი კუთვნილი ხელფასიდან 400 ლარს ვუტოვებ ანა მენთეშაშვილს“.

 

2017 წლის 25 აგვისტოთი დათარიღებულია ოქმები ოპერატიული მიზნებით ფულადი თანხის გამოყოფისა და გადაცემის შესახებ, რომელთა თანახმად, დ--–--------–-–---–ს ანტიკორუფციული სააგენტოს სპეციალური ხარჯებიდან, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების მიზნით, გადაეცა სპეციალურად გამოყოფილი ფულადი თანხა 400 ლარის ოდენობით, 8 ცალი 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები შემდეგი სერიებით და ნომრებით №---------------------------------------------------------------------------------------------. ზემოაღნიშნული ოპერატიული მიზნებისთვის გამოყოფილი ფულადი თანხა იქნა ამოღებული 2017 წლის 25 აგვისტოს ზ----------------ის ოფისის ჩხრეკისას. სამუშაო ოთახების ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ზ----------------ის ბიუროს მისაღებ ოთახში მდებარე, ა---------–-–---–ის სამუშაო მაგიდის უჯრაში ნანახი იქნა 400 ლარი, რვა ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა შემდეგი სერიებით და ნომრებით - №A---------------------------------------------------------------------------------------------

 

პრეიუდიციად ცნობილი მტკიცებულებით, - აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ ზ----------------ე შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართავს დ--–--------–-–---–ს და აიძულებს ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, დაწეროს განცხადება ნებაყოფლობით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ამავე ჩანაწერებით ირკვევა, რომ ზ----------------ე ცდილობს დაზარალებულზე ზეწოლისთვის გამოიყენოს ამ უკანასკნელის ნაცნობები და ახლობლები, მათ არწმუნებს დ--–--------–-–---–ის შეცდომებში და მოუწოდებს, რომ მოაწერინონ ხელი გათავისუფლების განცხადებაზე. 2017 წლის 25 აგვისტოს ჩანაწერის მიხედვით, დ--–--------–-–---–ი მიდის ბიუროში, ა---------–-–---–ს აძლევს 400 ლარს, რა დროსაც ა---------–-–---–ი უბეჭდავს გამზადებულ განცხადებას და აწერინებს ხელს სამსახურიდან გათავისუფლებაზე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, როდესაც პირი მოტყუებით ეუფლება სხვის საკუთრებაში არსებულ ნივთს ან მის ქონებრივ უფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახეზეა თაღლითობის შემადგენლობა. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება _ ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან/და გარკვეულ გარემოებათა განზრახ დამალვას. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან თაღლითობა გამოირჩევა მისი ჩადენის ხერხით, რადგან ამ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონების დაუფლება ხდება არა ფარულად ან ძალადობის გამოყენებით, არამედ, როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულის მოტყუებით, ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის გზით, რის შედეგადაც ქონების გადაცემა დაზარალებულის მხრიდან ხდება ნებაყოფლობით. გარდა ამისა, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. შესაბამისად, თაღლითობა მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს თაღლითობა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ დანაშაულის საშიშროებას. ასეთ შემთხვევაში პირი თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებს ბოროტად, სხვების მოტყუების გასაადვილებლად. მისი თანამდებობრივი სტატუსი უფრო დამაჯერებელს ხდის მის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები), დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით. თავდაპირველად სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მაჟორიტარ ზ----------------ის ბიუროში მომუშავე დაკითხული ყველა პირი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მ------–-----ეს ხსენებულ ბიუროში არასოდეს უმუშავია და არც სხვა რაიმე ფუნქცია შეუსრულებია, უფრო მეტიც, ა---------–-–---–მა რეალურად დაადასტურა, რომ ზ----------------ეს მ------–-----ე ფიქტიურად ჰყავდა დასაქმებული. საქმეში არსებული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მოქალაქე მ------–-----ეს შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც ქ. თბილისის ბიუჯეტიდან მ------–-----ის სახელფასო ანგარიშზე 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის სექტემბრამდე პერიოდში ჩაირიცხა საერთო ჯამში 36 552,5 ლარი. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს ზურაბ ზურაბის-ძე ნეფარიძის (მსჯავრდებულ ზ----------------ის შვილი) პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მ------–-----ის სახელზე გაცემული სს „თიბისი“ ბანკის პლასტიკური ბარათი, ხოლო სს „თიბისი“ ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და თანხის გამოტანისას ბანკომატის მიერ გადაღებული ფოტოებით დგინდება, რომ თანხას ყველა შემთხვევაში ანაღდებს ზურაბ ზურაბის-ძე ნეფარიძე. რაც შეეხება ა---------–-–---–ისა და ლ---------–--ის ეპიზოდებს, ა---------–-–---–ის ეპიზოდთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს თავად ა---------–-–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ინფორმაციაზე, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ დასაქმების დღიდან ზ----------------ესა და მას შორის არსებობდა შეთანხმება, რომ დარიცხული ხელფასიდან იგი ყოველთვიურად გადაუხდიდა 300 ლარს. საერთო ჯამში მის მიერ ზ----------------ისთვის გადაცემულმა თანხამ შეადგინა 11 100 ლარი. მანვე განმარტა, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა საკუთარი ქმედების უკანონობა, თუმცაღა შეგნებულად დათანხმდა ზ----------------ის წინადადებას. ანა მენთეაშაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით პალატა მხედველობაში იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენს, რომლითაც დადგენილია, რომ ა---------–-–---–ი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ წევრ ზ----------------ეს დაეხმარა ქრთამის აღებაში. რაც შეეხება ლ---------–--ის ეპიზოდს, ამ უკანასკნელის განმარტებით, ზ----------------ემ უთხრა, რომ მის (ლ--------–----) შრომით ხელშეკრულებაში გაიწერებოდა იმაზე მეტი ხელფასი, ვიდრე რეალურად აიღებდა, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დარიცხული თანხიდან ლ---------–--ს უნდა მიეტანა ზ----------------ისთვის ყოველთვიურად 500 ლარი. ეს უკანასკნელი ამ თანხას გამოიყენებდა ბიუროს კომუნალური ხარჯების დასაფარად. მისივე განმარტებით, 2016 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ზ----------------ეს თავისი ხელფასიდან გადასცა ყოველთვიურად 500 ლარი. ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ ერთგვაროვან და სხვა სახის მტკიცებულებებთან. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა ჩვენებებით დადგენილია, რომ საკრებულოს მაჟორიტარი წევრი არ იყო უფლებამოსილი ოფისში დასაქმებული თანამშრომლებისთვის გამოერთვა ხელფასი კომუნალური გადასახადების, ოფისის ქირის ან სხვა რაიმე ღონისძიების მოსაწყობად, ვინაიდან კომუნალური ხარჯები ისედაც იყო გათვალისწინებული მაჟორიტარი წევრის ოფისის ფუნქციონირებისათვის გამოყოფილ 5 ათას ლარიან ლიმიტში, საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ყოველი თვის ბოლოს საკრებულოს აპარატში უნდა წარედგინა კომუნალური გადასახადის ქვითრები და ამის შემდეგ თავად საკრებულოს აპარატი ახდენდა კომუნალური გადასახადების ანგარიშსწორებას ოფისის ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური 5 ათას ლარიანი ლიმიტიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე არ არის წარმოგდენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა ზ----------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას. დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია აშკარად ტენდენციურია და მტკიცებულებებთან შეუსაბამოა. ზემოთმითითებული მტკიცებულებების უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით შეფასების შემდეგ, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, სანდო, სარწმუნო და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ზ----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით მიაჩნია, რომ ზ----------------ე მოქმედებდა განზრახ, მისი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულების ჩასადენად, სხვისი ქონების მოტყუებით დასაუფლებლად, რაც განახორციელა კიდეც, მან მოატყუა თბილისის საკრებულო და ამ ხერხით დაეუფლა ბიუჯეტის თანხებს, რითაც თბილისის საკრებულოს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ----------------ე არ არის ქრთამის აღების სუბიექტი, რადგან, მართალია, ზ----------------ე იყო მოხელე, მაგრამ მას გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ ჰქონდა. დაცვის მხარეს იგივე პოზიცია აქვს საქართველოს სსკ-ის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტს არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტიური მხარე გამოიხატება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის (სპეციალური ამსრულებელი) მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერ უპირატესობის მიღებაში ან მოთხოვნაში, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღებაში თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლებამოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე, განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა. ობიექტური მხრივ ქრთამის აღება დამთავრებულია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის მიღების ან მოთხოვნის, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღების მომენტიდან. ქრთამის აღების სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებით, - 2014 წლის 14 ივლისის ქ-------–----------–----–-------------------–------ განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცნობილ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის - ზ----------------ის უფლებამოსილება. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა მიზნით იქმნება მაჟორიტარი საკრებულოს წევრის სამუშაო ოფისი და რა უფლებამოსილებით სარგებლობდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრი - ზ----------------ე, სასამართლოს მიაწოდა მოწმის სახით დაკითხულმა ფ---------–------ემ, რომლის განმარტებით, მაჟორიტარული სისტემით არჩეული, თბილისის საკრებულოს წევრის ფუნქციონირებასა და საქმიანობასთან დაკავშირებით, აგრეთვე, ამომრჩეველთან ურთიერთობისა და მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით, შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე შეიძლება მოეწყოს მაჟორიტარი საკრებულოს წევრის სამუშაო ოფისი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ფინანსდება. ხსენებული მიზნებით საკუთარი ოფისის ფუნქციონირებისათვის მაჟორიტარს ბიუჯეტიდან გამოყოფილი აქვს ყოველთვიურად 5 000 ლარი, რომელსაც უშუალოდ დეპუტატი განკარგავს. 5 000 ლარი გამოიყოფა მხოლოდ ოფისის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. მანვე, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის - ზ----------------ის ბიუროში პირთა დასაქმება ხდებოდა უშუალოდ დეპუტატის წარდგინებით, რაც საფუძვლად ედებოდა დასაქმებულსა და საკრებულოს აპარატს შორის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას. დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო განისაზღვრებოდა ასევე უშუალოდ დეპუტატის წარდგინებით. თავად დეპუტატი წყვეტს, რამდენი ხნით სჭირდება ესა თუ ის თანამშრომელი. თანამშრომელთათვის შრომითი ხელშეკრულებების გაგრძელება და შეწყვეტა ხდებოდა ასევე დეპუტატის წარდგინებით. დაზარალებულების - ქ-----------–---–ის, ს. ბ----ის, მ------–---ს და დ--------–-–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ზ----------------ეს კუთვნილი ხელფასებიდან ყოველთვიურად სოლიდურ თანხას გადასცემდნენ, დაზარალებულთა განმარტებით, მათ აღნიშნული თანხები ზ----------------ემ სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით გამოსძალა. როგორც დაზარალებულების ჩვენებებით ირკვევა, ზ----------------ის მიერ მათ მიმართ განხორცილებული მუქარა ხშირ შემთხვევაში იყო სიტყვიერი, თუმცა დ--–--------–-–---–თან მიმართებაში ადგილი ჰქონდა ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფასაც. დაზარალებულების მიერ ზ----------------ისთვის ქრთამის გადაცემა გამოწვეული იყო მათი გამოუვალი მდგომარეობით. დაზარალებულების აღნიშნულ განმარტებები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებთან - კრებსებთან, სატელეფონო საუბრების კრებსებთან და აუდიო მასალასთან. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ზ----------------ე დაზარალებულთათვის ქრთამის გამოძალვის მიზნით, იყენებდა მუქარას, მოტყუებას. რაც შეეხება ზ----------------ის მიერ დ--–--------–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლებას, საქართველოს სსკ-ის 169-ე მუხლი ფორმალური შემადგენლობის დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დასრულებულია პირის იძულების მომენტიდან - დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე. იძულება შეიძლება გამოიხატოს, როგორც პირის ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ იძულებაში. როგორც ზემოხსენებული მტკიცებულებებით ირკვევა, ზ----------------ეს ჰქონდა უფლება - მიემართა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის მის ბიუროში მომუშავე პირთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ზ----------------ის მხრიდან დ--–--------–-–---–ის მიმართ ჰქონდა ადგილი ფსიქოლოგიურ იძულებას. მოწმეთა ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ზ----------------ე დ--–--------–-–---–ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას, როგორც სიტყვიერს ასევე ფიზიკურს (სხვადასხვა ნივთების მისი მისამართით სროლა) და მოითხოვდა მისგან, რომ დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. უფრო მეტიც, ზ----------------ემ დაზარალებულის იძულებისთვის მიმართა ა---------–-–---–სა და დაზარალებულის ნათესავებს, რათა მათ დაერწმუნებინათ დ--–--------–-–---–ი განცხადების დაწერის აუცილებლობაში.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით ზ----------------ისთვის დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და სამოხელეო დანაშაულთა თავიდან აცილებას. კერძო პრევენციის თვალსაზრისით, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზ----------------ის მიერ ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები მაკვალიფიცირებელ გარემოებებში. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მსჯავრდებულ ზ----------------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანონ სათანადო დასკვნები და მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის განაჩენი ზ----------------ის მიმართ, უცველად უნდა იქნას დატოვებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზ----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე---–-----------ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის განაჩენი ზ----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ზ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა--------–-–---–-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

ზ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ---–------- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

ზ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ--------–---- ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

ზ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქ-----------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

 

ზ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ს. ბ----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

 

ზ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ------–---ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

 

ზ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ--------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

 

ზ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა და უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ----------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ ზ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 აგვისტოდან;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ზ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ზ-----------ის მიერ ქრთამის სახით აღებული 400 ლარი - დაუბრუნდეს ანტიკორუფციულ სააგენტოს.

ელექტრონული დისკები - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

ზ----------------ის და ა---------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - დაუბრუნდეთ მსჯავრდებულების ნდობით აღჭურვილ პირებს.

ოფისის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

მ. ლომთათიძე