განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001286417
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/4758-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით
აპელანტები - შ-- „ა---–------ ე------- ჯ--------“, გ------- მ----–---
წარმომადგენლები – ლ---- ე-–--------–---–ი, ქ------- ბ-------–---–ი (შ-- „ა---–------ ე------- ჯ--------“), რ---- მ---------–- (გ------- მ----–---)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ--- კ------
წარმომადგენელი – რ---- მ---------–-
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ნ--- კ------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს, შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს’’ და გ------- მ----–---ს, ნ--- კ------ს სასარგებლოდ დაეკისრათ 2265 აშშ დოლარის და 335 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ავტოსადილერო კომპანია შ-- „ა---–------ ე------- ჯ--------ს“ შუამავლობით აშშ-ში გამართულ აუქციონზე ნ--- კ------მ შეიძინა „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა. ავტომანქანის შესაძენად ნ--- კ------მ 9-------- წელს გადაიხადა 990 აშშ დოლარი, ტრანსპორტირებისათვის 1275 აშშ დოლარი გადაიხადა 1-------- წელს, ასევე საბაჟო ტერმინალის მომსახურების ხარჯი 335 ლარი გადაიხადა 1--------- წელს. ავტომანქანა ფოთის ტერმინალში მოსარჩელეს უნდა გადასცემოდა პირველი ჩარიცხვიდან 2 თვის ვადაში. ავტომანქანა ნ--- კ------ს არ გადასცემია.
სასამართლომ გამოიყენა შემდეგი მტკიცებულებები:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
-ინვოისი და გადახდის ქვითრები ( ს.ფ. 120.127)
2.2 შ-- „ა---–------ ე------- ჯ--------ს“ ნ--- კ------სათვის ავტომანქანა არ გადაუცია. ავტომანქანა შეკეთებული იქნა ნ---- ს--------ის მიერ და მისი რეალიზაცია განხორციელდა რუსთავის ავტობაზრობაზე.
სასამართლომ გამოიყენა შემდეგი მტკიცებულებები:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
-მოწმის ჩვენება (სხდომის ოქმი)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3. სასამართლმ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანის ანაზღაურება ნიშნავს პირის მიმართ წარმოშობილი ზიანის კომპენსაციას სხვა პირის მიერ. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან ან სამართლებრივი მოწესრიგებით.
კანონით განსაზღვრული ყოველი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წინაპირობა არის, რომ იგი გამოწვეულია მავალდებულებელი გარემოების შედეგად. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებასა და ზიანს შორის, ესე იგი, არსებულ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც იარსებებდა, რომ არ განხორციელებულიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და ამ შედეგისათვის თანაბარმნიშვნელოვანს წარმოადგენს.
სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებია: მხარეთა ნამდვილი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რა დროსაც დაცული უნდა იყოს გარიგების ნამდვილობის ზოგადი პირობები. ადგილი უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ხელშეკრულების დებულებების დარღვევის გზით. სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი. დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. ვალდებულების დარღვევა ბრალეული უნდა იყოს. ვალდებულების დარღვევის დროს, კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, რომელიც წარმოიშვა მოვალის ქმედების გამო.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია შეთანხმება რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს დავალების ხელშეკრულებას.
დადგენილია, რომ ნ--- კ------ს და შ-- „ა---–------ ე------- ჯ--------ს“ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, შ-- „ა---–------ ე------- ჯ--------ს“ ვალდებულებას წარმოადგენდა ავტომანქანის შეძენა, ტრანსპორტირება და მოსარჩელისათვის გადაცემა.
დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა მოპასუხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოყვანილი იქნა. ის შესაკეთებლად გადაეცა ნ--- კ------ს მეუღლეს, მოწმე ნ---- ს---------ს, რომელმაც შეაკეთა და შემდგომ დაუბრუნა მოპასუხეს სარეალიზაციოდ.
დადგენილია, რომ შ-- „ა---–------ ე------- ჯ--------მ“ დავალება არ შეასრულა. ნ--- კ------ს ავტომანქანა არ გადასცა.
სასამართლო მხარეთა ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპზე და მნიშვნელობაზე, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული ნორმების ანალიზი ერთმნიშვნელოვნად გვაძლევს დასკვნის საფუძველს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა; დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოიყენება მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელის უარსაყოფად წარმოდგენილი მოპასუხის მოსაზრება, რომ მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ნ--- კ------ არ ყოფილა, ავტომანქანის რეალიზაცია განხორციელდა ნ---- ს---------სთან შეთანხმებით, მისივე ვალდებულებების შესასრულებლად შ-- „ა---–------ ე------- კ-----------–--ის“ მიმართ.
დადგენილია, რომ ნ--- კ------მ გადაიხადა ავტომანქანის შეძენის და ტრანსპორტირების ხარჯები, რაც სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 361-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხის ვალდებულებას წარმოშობს. საქმეში წარმოდგენილი არ არის ნ--- კ------ს თანხმობა ავტომანქანის რეალიზაციის თაობაზე, ასევე მტკიცებულება ნ---- ს--------ის ფინანსური დავალიანების შესახებ შ-- „ა---–------ ე------- კ-----------–--ის“ მიმართ.
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებითრწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 720-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.
სასამართლო განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორე მხრივ რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ--- კ------ და მოპასუხე „ა---–------ ე------- ჯ--------“ ერთმანეთთან დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისასკრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე დროს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ნ--- კ------ უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. სარჩელი საფუძვლიანია, რის გამოც სასამართლომ ის დააკმაყოფილა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ--- კ------ს გადახდილი აქვს 2265 აშშ დოლარი და 335 ლარი, რაც წარმოადგენს მისთვის მიყენებულ ზიანს. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეები ვალდებული არიან აანაზღაურონ მიყენებული ზიანი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით შ-- „ა---–------ ე------- ჯ--------“ წარმოადგენს შ-- „ა---–------ ე------- კ-----------–--ის“ შვილობილ კომპანიას. პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარემ განმარტა, რომ შ-- „ა---–------ ე------- ჯ--------ს“ საქმიანობის სფერო არის ტვირთების ექსპედიცია საქართველოს პორტებში და პოტენციური კლიენტების მოძიება მისი ამერიკელი პარტნიორისათვის და არა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა.
აპელანტის განმარტებით მოსარჩელე - ნ--- კ------ არასდროს არ დაკავშირებია პირადად „შ-- ა---–------ ე------- ჯ--------ს“ არც ერთ თანამშრომელს ავტომანქანის ყიდვის სურვილით. სადავო ავტომანქანა აუქციონზე შეიძინა მისმა ქმარმა - ნ---- ს---------მ ამერიკული კომპანია - „ა---–------ ე------- კ-----------–--ისაგან“.
აპელანტის მითითებით სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ნ---- ს---------მ დაადასტურა, რომ იგი თანამშრომლობდა შ-- „ა---–------ ე------- ჯ--------სთან“ და მას ჩამოყავდა ავტომობილები შემდგომი რელიზაციის მიზნით. ნ---- ს---------მ ასევე დაადასტურა, რომ შეძენილი ავტომობილისათვის ხშირად სხვა პირები რიცხავდნენ თანხას, რადგან მას პრობლემა ჰქონდა საბანკო სექტორთან, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც შეძენილი ავტომობილისათვის თანხა ჩარიცხა მოსარჩელემ მისი ქმრის ნ---- ს--------ის დავალებით.
საქმეში გვაქვს ასევე ნ---- ს--------ის ძმის ლ---- ს--------ის მიერ გადახდის ქვითარი, რომლის დაკისრებასაც ითხოვს ნ--- კ------. აღნიშნული ფაქტით უდავოდ დასტურდება, რომ თანხის გადახდა შეეძლო ნებისმიერ მესამე პირს. მათ შორის ნ--- კ------ს, მიუხედავად იმისა, რომ შემძენი და დამკვეთი ნ--- კ------ არ ყოფილა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უდავოდ დასტურდება, რომ თანხა ჩარიცხეს არა შ-- „ა---–------ ე------- ჯ--------ს„ ანგარიშზე არამედ ამერიკული კომპანიის „ა---–------ ე------- კ-----------–--ის“ ანგარიშზე, ამდენად თანხის მიმღები არ გახლავთ მოპასუხე.
აპელანტის მითითებით უდავოა, რომ ჩამოყვანილი ავტომობილი მიიღო ნ---- ს---------მ, შეაკეთა და როგორც თავად დაადასტურა კვლავ დაუბრუნა მოპასუხეს. მართალია ნ---- ს---------მ არ აღიარა, რომ მას გააჩნდა დავალიანება შ-- „ა---–------ ე------- კ-----------–--ის" წინაშე, თუმცა ნიშნადობლივია ის გარემოება, რომ სხვა შემთხვევაში ნ---- ს--------- მათ ავტომობილს უკან არ დაუბრუნებდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმეში არსრებული გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე უდავოდ დასტურდება ფაქტი მასზედ, რომ ნ---- ს---------მ საკუთარი ნებით, ვალდებულების გაქვითვის მიზნით დაუბრუნა ავტომობილი მოპასუხეს.
აპელანტის განმარტებით შ-- "ა---–------ ე------- ჯ--------" არანაირ გარიგებაში არ შესულა მოსარჩელესთან და არც ნება გამოუხატია და არც მისი საქმიანობის სფეროს განეკუთვნება ავტომობილების შეძენა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მეუღლე ნ-----–---- ს--------- წლების განმავლობაში შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------სთან’’ თანამშრომლობდა, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან მეორადი ავტომობილების სადილერო საქმიანობას ეწეოდა. ნ-----–---- ს---------ს შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------სთან’’ თანამშრომლობის ფარგლებში ამ საზოგადოების პარტნიორი ამერიკული კომპანიების ,,ა---–------ ე------- კ-----------–--ის’’ და ,,ი---------- ი------------------ის’’ მიერ მინიჭებული უფლებით კომპანიაში პერსონალური პროფილი გააჩნდა, რაც საკუთარი ბალანსის ქონის და ამერიკულ აუქციონებზე დაზიანებული ავტომობილების შესაძენად ინდივიდუალური კოდით სარგებლობის უფლებას ანიჭებდა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მეუღლე - ნ-----–---- ს--------- პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სტატუსით დაიკითხა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა წლების განმავლობაში მოპასუხე ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფაქტი და განმარტა, რომ აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში ამერიკულ აუქციონებზე შემდგომში გაყიდვის მიზნით თავად არჩევდა ავტომობილებს, ავტომობილის შერჩევის და მისი შეძენის შემდეგ კი ამერიკულ კომპანიაში, რომლის თანხმობითაც მას აუქციონებზე ავტომობილების შეძენის უფლება ჰქონდა მინიჭებული ავტომობილის ღირებულებას რიცხავდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აუქციონზე შეძენილი ავტომობილის ღირებულებას ამერიკულ კომპანიაში მისი მითითებით როგორც წესი მესამე პირები რიცხავდნენ, რადგან მის საბანკო ანგარიშებზე ბანკების მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო რეგისტრირებული იყო ყადაღა. (18.04.2018წ. 12:10:19; 12:13:35;12:13:47)
- უდავოა, ამასთან საქმეში წარმოდგენილი ინვოისებით, საგადახდო დავალებებით და სალაროს შემოსავლის ორდერებით დასტურდება, ნ--- კ------ს მიერ 27.09.2--- წ. ინვოისის საფუძვეზე ,,ი-------------- ი------------------ის’’ სასარგებლოდ 990 აშშ დოლარის, 0--------- წ. ინვოისის შესაბამისად ,,ა---–------ ე------- კ-----------–--ის’’ სასარგებლოდ 1275 აშშ დოლარის, ხოლო 1--------- წლის ინვოისის საფუძველზე ლ---- ს--------ის მიერ შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს’’ სასარგებლოდ 335 ლარის გადახდის ფაქტი.
განსახილველ შემთხვევაში ნ--- კ------ს სასარჩელო მოთხოვნას შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------სთვის’’ და გ------- მ----–--ისთვის 5761 ლარის დაკისრება წარმოადგენს. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შეუსრულებლობაზე მიუთითებს.
4.1.2. საკასაციო პალატამ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ, ვისგან, რას, რის საფუძველზე მოითხოვს. პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც (ისევე, როგორც შემდგომი საკითხები: მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი) სასამართლოს პრეროგატივაა და ორიენტირებულია მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებაზე (სუსგ №ას-1085-1042-2016, 2017 წლის 10 მაისი). სასამართლო ვალდებულია გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოთხოვნის ადრესატად (მოპასუხედ) ასევე დაასახელა გ------- მ----–---, თუმცა სარჩელიდან არ იკვეთება კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები მოთხოვნილი თანხის გ------- მ----–--ისათვის დაკისრებისათვის. კერძოდ, მოსარჩელე მხარე შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------სთვის’’ და გ------- მ----–--ისთვის 5761 ლარის დაკისრების საფუძვლად შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს’’ მიერ ნაკისრი ვალდებულების ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავტომობილის ჩამოყვანის და მისთვის გადაცემის შეუსრულებლობაზე უთითებს. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარე გ------- მ----–---სთან რაიმე შეთანხმების არსებობაზე და მისი მხრიდან რაიმე ვალდებულების დარღვევაზე არ უთითებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის მეუღლემ ავტომობილი გ------- მ----–---ს როგორც შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს თანამშრომელს გადასცა, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ნ--- კ------ს სარჩელზე გ------- მ----–--ის პასუხისმგებლობის განსასაზღვრად.
4.1.3. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დგინდება სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოება - ნ--- კ------სა და შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს’’ შორის შეთანხმების არსებობა ავტომობილის ნასყიდობის თაობაზე (ამერიკის შეერთებულ შტატებში ნ--- კ------სთავის ავტომობილის შეძენის, მისი საქართველოში ტრანსპორტირების და მოსარჩელის მიერ აღნიშნულის სანაცვლოდ მოპასუხისთვის ნასყიდობის საფასურის - 5761 ლარის (990 აშშ დოლარი, 1275 აშშ დოლარის და 335 ლარის) გადახდის შესახებ).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს".
მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებას ნ--- კ------ს და შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს’’ შორის ავტომობილის შეძენაზე და ტრანსპორტირებაზე შეთანხმების და აღნიშნულის სანაცვლოდ ნ--- კ------ს მიერ 5761 ლარის გადახდა წარმოადგენს, რათა საბოლოოდ დადგინდეს: 1.ადგილი ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს და მოპასუხე საზოგადოებას შორის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს ნ--- კ------სთვის 992 აშშ დოლარის, (ავტომობილის ღირებულება) 1275 აშშ დოლარის (ტრანსპორტირების ხარჯი) და 335 ლარის (სატერმინალო მომსახურების ხარჯი) სანაცვლოდ ამერიკის შერთებულ შტატებში კონკრეტული ავტომობილი უნდა შეეძინა, რომელიც თავის მხრივ საქართველომდე უნდა ჩამოეყვანა; 2. ადგილი ჰქონდა თუ არა მოპასუხე საზოგადოების მხრიდან ავტომობილის შეძენის და საქართველოში ჩამოყვანის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლებლობას, რაც საბოლოოდ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი თანხის ანაზღაურების საფუძველს შექმნის.
პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ისეთი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარმოდგენა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მას და მოპასუხე საზოგადოებას შორის შედგა შეთანხმება 990 აშშ დოლარის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის, 1275 აშშ დოლარის სანაცვლოდ მისი ტრანსპორტირების და 335 ლარის სანაცვლოდ სატერმინალო მომსახურების გაწევის შესახებ, რაც მოპასუხე საზოგადოების მხრიდან არ შესრულდა და შესაბამისად, მას შეთანხმების საფუძველზე გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა.
მოსარჩელემ მტკიცების საგანში შემავალი გარემოების სამტკიცებლად 9--------წ. ,,ი-------------- ი------------------ის’’ მიერ 990 აშშ დოლარზე გამოწერილი ინვოისი, 2---------წ. საგადასახადო დავალება, 1---------წ. ა---–------ ე------- კ-----------–--ის მიერ 1275 აშშ დოლარზე გამოწეილი ინვოისი, 1---------წ. საგადახდო დავალება, 1--------- წელს ა---–------ ე------- ჯ--------ს მიერ 335 ლარზე გამოწერილი ინვოისი და 1---------წ. სალაროს შემოსავლის ორდერი წარმოადგინა. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ნ--- კ------ სარჩელში ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის და მისი საქართველოში ტრანსპორტირების პირობებთან დაკავშირებით შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს’’ დირექტორთან ლ---- ე-–--------–---–თან შეთანხმებაზე უთითებდა. ამ მიმართებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სააპელაციო სასამართლოში ნ--- კ------ს მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაზე, რა დროსაც, ნ--- კ------მ განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოპასუხე საზოგადოების საქმიანობის შესახებ, კერძოდ, მან იცოდა, რომ შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს’’ საქმიანობის სფეროს ავტომანქანებით საცალო ვაჭრობა არ წარმოადგენდა, ამიტომ ავტომობილის შეძენის მიზნით დილერის ნ---- ს--------ის მომსახურებით ისარგებლა, პირობებიც ამ უკანასკნელისგან იცოდა, ნ--- კ------მ დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ ავტომობილის შეძენის მიზნით მოლაპარაკებები შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------სთან’’ არ უწარმოებია, უფრო მეტიც, ამ უკანასკნელემა განმარტა, რომ შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ში’’ ერთხელ იმყოფებოდა, კომპანიის ოფისში მისი მისვლის მიზეზი მის სახელზე გამოწერილი ინვოისის აღება იყო, რადგან ამ პერიოდისთვის ავტომობილი უკვე შერჩეული და ნაყიდი იყო. (იხ. 18.01.2019წ. სხდომის ოქმი 16:08.05-16:08:46; 16:09:35; 16:12:00-16:12:37; 16:15:01; 16:16:3616:16:50) პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული განმარტებისა, ნ--- კ------მ ამავე სხდომაზე მიუთითა, რომ შეთანხმების პირობები შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ში’’ ვიზიტისას ამავე საზოგადოების დირექტორთან ლ---- ე-–--------–---–თან შეათანახმა, სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად ნ--- კ------ს აღნიშნული განმარტებისა, ამ უკანასკნელს არ შეუცვლია მისივე ახსნა-განმარტება შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს’’ ოფისში მხოლოდ ერთხელ ვიზიტის შესახებ, რა დროსაც მან ოფისიდან მის სახელზე გამოწერილი ინვოისის დედანი წამოიღო, უფრო მეტიც, მან ვერ შეძლო აუქციონზე ავტომობილის შეძენამდე მოპასუხე საზოგადოების დირექტორთან პირობებზე შეთანხმების დეტალების და პერიოდის გახსენება. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზეც, რომ მიუხედავად მოსარჩელის განმარტებისა, რომ კონკრეტული ავტომობილი უშუალოდ ნახა აუქციონზე მან ვერ შეძლო აღნიშნული ავტომობილის ღირებულების ზუსტად გახსენებაც. (იხ. 18.01.2019წ. სხდომის ოქმი 16:20:23; 16:21:21)
სადავო გარემოების დადგენის მიზნით საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ავტომობილი, რომლის შეძენის და საქართველოში ჩამოყვანის შესახებ შეთანხმებაზეც მოსარჩელე მიუთითებს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოსარჩელის მეუღლის სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე სწორედ ამ უკანასკნელის მფლობელობაში გადავიდა, უფრო მეტიც, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელის მეუღლემ, აღნიშნული ავტომობილი შეაკეთა და ავტომობილი შეკეთების შემდეგ ისევ მოპასუხე მხარეს გადასცა. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებით მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელი ახსნა-განმარტება რატომ გადასცა მოპასუხე საზოგადოებას მის მფლობელობაში არსებული, მეტიც მის მიერ შეკეთებული ავტომობილი უკან. ამ მიმართებით მოსარჩელე მხარე იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ ავტომობილის გადაცემის საფუძველი მისი განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტების მიუწოდებლობა გახდა.
4.1.4. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს მოსარჩელის მტკიცების გაზიარების საფუძველი, მასზედ, რომ მოპასუხესა და მას შორის ადგილი ჰქონდა ავტომობილის ნასყიდობის შესახებ შეთანხმებას. უდავოა, რომ მოპასუხე საზოგადოებასთან მოსარჩელის მეუღლე ნ---- ს--------ე იყო გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობაში, სწორედ ამ საქმიანობის ფარგლებში მოსარჩელის მეუღლეს პერიოდულად ამერიკიდან ჩამოყავდა ავტომობილები გასაყიდად. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მეუღლემ (ნ-----–---- ს---------მ) მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ აუქციონზე ავტომობილის შეძენის შემდეგ ავტომობილის ღირებულების სახით ამერიკულ კომპანიაში გადასარიცხ თანხებს როგორც წესი მესამე პირები (მისი ოჯახის წევრები, ახლობლები) რიცხავდნენ, იმ საფუძვლით, რომ მისი საბანკო ანგარიშები დაყადაღებული იყო ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების შედეგად. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ავტომობილის ჩამოყვანა, განხორციელებული რომ იყო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ფარგლებში და არა მოსარჩელის მეუღლის ნ-----–---- ს--------ის საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ქმედება, აღნიშნული არ დასტურდება და ამ პოზიციის გაზიარებისათვის, არც არსებობს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტაცია. ამის საწინააღმდეგოდ კი, დადასტურებულია, რომ სადავო ავტომობილი, რომელიც საჭიროებდა გარკვეულ შეკეთებას, შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოსარჩელის მეუღლემ კვლავ გადასცა მოპასუხე მხარეს. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, ის გარემოება, რომ თუკი სადავო ავტომობილი მართლაც მის მიერ იყო ნაყიდი, რატომ დაუბრუნა მისმა მეუღლემ ეს ავტომობილი მისი შეკეთების შემდეგ მოპასუხე მხარეს. ნიშანდობლივია, ასევე მოსარჩელის მხრიდან არათანმიმდევრული პოზიცია, როდესაც ერთი მხრივ მიუთითა, რომ შეთანხმების დეტალები შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს’’ დირექტორთან შეათანხმა, თუმცა მეორე მხრივ იმავე სხდომაზე მიცემულ განმარტებაში აღნიშნა, რომ დეტალები დილერისგან ნ---- ს--------ისგან იცოდა, კომპანიაში კი მხოლოდ ერთხელ ინვოისის ასაღებად მივიდა. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, მან ვერ შეძლო მასსა და შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს’’ შორის ავტომობილის ნასყიდობის შესახებ შეთანხმების არსებობის დადასტურება, რომლის მიხედვითაც, შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------მ’’ ნ--- კ------სთავის აშშ-ში ავტომობილის შეძენის და მისი საქართველოში ტრანსპორტირების ვალდებულება იკისრა.
4.1.5. ზემოთ მითითებული მსჯელობის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშნელოვანი გარემოებები არასწორად დაადგინა, რის შედეგადაც სასამართლოს საბოლოო დასკვნა სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი, სსკ-ის 394-ე მუხლის "ე" პუნქტის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით, მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 246,19 ლარს შეადგენს. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს’’ და გ------- მ----–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ნ--- კ------ს შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს’’ და გ------- მ----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 246,19 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. აპელანტების შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს’’ და გ------- მ----–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ--- კ------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ნ----------- ქ------- ო----–----ის მიერ გაცემული 2--- წლის 1---------- სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ამავე სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება და მისი ოდენობა ნაცვლად 11 110 აშშ დოლარისა განისაზღვრს 7 200 აშშ დოლარით. დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი.
5. ნ--- კ------ს აპელანტების შ-- ,,ა---–------ ე------- ჯ--------ს’’ და გ------- მ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 246,19 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე ვანო წიკლაური