განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002735222
საქმე №1ბ/498-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
ქ.თბილისი
22 აპრილი, 2019 წელი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: კ---------–---–---–ის
ადვოკატ: ე--------------–--ის
მსჯავრდებულ: ზ--------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------ ზ--------------–---–ის დაბადებულის 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #4-----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------––----------------–--------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ზ--------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2----–-–---------------------------––---–-------------–--------------–- მდებარე სამშენებლო სამეურნეო მაღაზიაში მყოფ ზ--------------–---–ს და მამას გ--------------–---–ს მაღაზიაში არსებული ბიზნეს წილების განაწილების გამო, მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც ზ--------------–---–მა მამას მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდგომ კი ხელების და ფეხების, ასევე ნიჩაბის დარტყმით და საღებავების ქილების სროლით სახისა და ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც გ--------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენით:
ზ--------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ზ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.
ზ--------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო გაუქმებულია;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ--------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე--------------–--ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ზ--------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარე ზ--------------–---–ის გამართლების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარდ ვერ დასტურდება ზ--------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ნივთიერი მტკიცებულებები ნიჩაბი და გ--------------–---–ის ტანსაცმელი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ზ--------------–---–ი ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა გ--------------–---–მა უარი განაცხადა შვილის ზ--------------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
თ------------–---–მა და დ--------------–---–მა უარი განაცხადეს შვილის და ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე დ---------–----ის განმარტებით, მუშაობს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 2018 წლის 15 ოქტომბერს დაზარალებულ გ--------------–---–ის შეტყობინება ძალადობის შესახებ. გამოძიების დაწყებამდე 112-ის მეშვეობით თ-----------–---–მა სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა, რომ გ----------------–---–ს და შვილს ზ----------------–---–ს შორის იყო კონფლიქტი მაღაზიის წილებთან დაკავშირებით, რაზეც მოხდა შეხვედრა და გასაუბრება გ--------------–---–თან და ზ--------------–---–თან. რის შემდეგ კვლავ განმეორდა კონფლიქტი. მოწმის განმარტებით, მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული, რომელმაც განაცხადა რომ მისმა შვილმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გ--------------–---–ს თვალთან აღენიშნებოდა სიწითლე, რის გამოც დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. გამოკითხულ იქნა თ-----------–---–ი, დაკავებულ იქნა ზ--------------–---–ი, ამოღებულ იქნა გ--------------–---–ის ტანსაცმელი, რომელსაც საღებავების კვალი აღენიშნებოდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გ--------------–---–მა მიუთითა ის კონკრეტული ადგილები, სადაც მოხდა ზ--------------–---–ის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ადგილზე იყო წაქცეული ქილები.
მოწმე გ-----------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 15 ოქტომბერს მან მონაწილეობა მიიღო გ--------------–---–ის ტანსაცმლის ამოღებაში, ამოღებული ტანსაცმელი დაილუქა, რაც დადასტურდა ხელის მოწერით.
ექსპერტ-კრიმინალისტმა რ--------------ემ დაადასტურა მისი მონაწილეობით 2018 წლის 15 ოქტომბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე და განმარტა, რომ გ--------------–---–მა მიუთითა იქ არსებულ საღებავებზე და ნიჩაბზე, რომელიც გ--------------–---–ის განმარტებით ესროლა ზ--------------–---–მა, აღნიშნული ნივთები ამოღებული და დალუქული იქნა.
2018 წლის 15 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა გ--------------–---–მა გამომძიებელს განუმარტა და მიუთითა ის ადგილი, სადაც 2018 წლის 15 ოქტომბერს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა, - ზ--------------–---–მა.
15.10.2018 წლის ამოღების ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ ქ------––------------–---–------------ში მდებარე შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, გ--------------–---–ისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი, ერთი ცალი შავი ნაცრისფერში გაწყობილი გრძელ სახელოებიანი მაისური, ერთი ცალი ნაცრისფერი გრძელ სახელოებიანი მოსაცმელი და ერთი წყვილი შავი ფერის სპორტული სტილის ფეხსაცმელი, ტანსაცმელი სხვადასხვა ადგილებზე დასვრილი იყო თეთრი და მწვანე ფერის საღებავებით.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 ოქტომბრის 8--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ--------------–---–ის მარჯვენა ყვრიმალის არეში არსებული სისხლნაჟღენთი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. კონკრეტულად, გ--------------–---–ს მარჯვენა ყვრიმალის მედიალურ არეში აღენიშნებოდა მოლურჯო მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 0,5X3 სმ-ზე. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა და განმარტა, რომ გ--------------–---–ისათვის მიყენებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 15 ოქტომბერს.
ზ--------------–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა გ--------------–---–მა (ზ--------------–---–ის მამა) და მოწმეებმა თ-----------–---–მა და დ-------------–---–მა (ზ--------------–---–ის დედა და ძმა), რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მათი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მამა, დედა და ძმა. გ--------------–---–ი, თ-----------–---–ი და დ-------------–---–ი არიან ის პირები, რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ზ--------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.
რაც შეეხება მოწმეების - დ---------–----ის, რ--------------ის და გ-----------------–---–ის ირიბ ჩვენებებს, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეყრდნობა გ--------------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულ გ--------------–---–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, იგი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. პალატა მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა, რითაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, გამომძიებელი არარელევანტური პირია და ვერ შეცვლის ინფორმაციის წყაროს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც საქართველოს სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სწორედ ზ--------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება და მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ზ--------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ზ--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ--------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად ზ--------------–---–ის მიმართ დადგენილ იქნას გამამართლებელი განაჩენი;
ზ--------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ზ--------------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ზ--------------–---–ის (პ/ნ 4----------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო გაუქმებულია, გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა - 5000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს (გ----------–----–------------------------------------------------–-----------–-–-------------------------------–--------–--- განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად.
ნივთიერი მტკიცებულებები:
გ--------------–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
პლასტმასის ასაღები ნიჩაბი, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
მწვანე და თეთრი ფერის საღებავის ორი ცალი ქილა, რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი