განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
190100118002322219
ინსტანცია
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002322219

საქმე №1ბ/1131-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ-----------------ის, ხ-----------------ის

ადვოკატ: ა-–------------------ის, ნ--------------იას

გამართლებულ: ა---------–--------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------ გამართლებულ ა---------–---------ს დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------, დაოჯახებულის, ნასამრთლევის, რეგისტრირებულის: ქ-----------------–---------------------–---------------------–--------------------------------–---–----------–---------–--–-------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", ,,ბ“ და "გ" ქ/პუნქტებით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა---------–--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქალაქ რუსთავში, მ----–---–----------–---------–--–-------–- მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა---------–--------მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - ნ-------–-----ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მისი არასრულწლოვანი შვილების - მ---------------------------------–-------ის თანდასწრებით, ხელი ორჯერ გაარტყა სახის არეში და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან გერს - მ----------–-----ს, რომელმაც უსაყვედურა ა---------–--------ს მომხდარის გამო, ერთხელ გაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ--- და მ----------–-----ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით:

 

ა---------–-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ა---------–--------ს მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ა---------–---------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოწმეებმა კ---------------ემ, გ-------–--------მ, ს-------------–---–მა და მ-----–----------–---–მა ძალადობის განხორციელებისთანავე ნახეს დაზარალებული და მისგან მიიღეს პირველადი ინფორმაცია, რომელიც იყო განერვიულებული. აღნიშნულმა პირებმა ნახეს აგრეთვე აღელვებული და ატირებული ბავშვები.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ა---------–--------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა---------–--------ს მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ნ-------–-----მა (გამართლებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ-----------–-----მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ-------–-----ა არის მისი დედა. ერთ დღეს დედა და ა----- (ა---------–--------) ძალიან დიდ ხმაზე ლაპარაკობდნენ, რაზე საუბრობდნენ არ ახსოვს. დედამ სთხოვა დაერეკა პოლიციაში. მან დარეკა პოლიციაში და უთხრა პოლიციას, რომ მისულიყვნენ. მათ ჰკითხეს რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა, რომ მასაც და დედასაც დაარტყეს. პოლიციაში როცა დარეკა ტიროდა, რადგან დედამისი და ა----- მაღალ ხმაზე ლაპარაკობდნენ. სანამ პოლიცია მივიდოდა დედამ უთხრა ვითომ ა-----მ შენც დაგარტყა და მეც დამარტყაო, მაგრამ ა-----ს არც დედამისისთვის დაურტყამს და არც მისთვის. როდესაც დედამ ეს უთხრა მაგ დროს იყო სახლში, ოთახში და და ძმა იყვნენ კიდევ. ა----- ამ დროს სხვა ოთახში იყო. პოლიციაში პოლიციის თანამშრომლებს რაზე ესაუბრა არ ახსოვს. პოლიციაში რომ მივიდა ლოყა წითელი ჰქონდა, იმიტომ რომ დამწვარი ჰქონდა სახე, რაღაცას სვამდა და შეესხა. მისი და და ძმაც ტიროდნენ, რატომ ტიროდნენ არ იცის. პოლიცია რომ მივიდა მაშინაც ტიროდა. პოლიციის თანამშრომლებს არ უკითხავთ რატომ ტიროდნენ და არც მას უთქვამს. მას ცოტა ეშინოდა პოლიცია რომ იყო. ა-----მ რომ დედამისს ხელი დაარტყა არ დაუნახავს.

 

მოწმე მ----------–-----მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დასთან ერთად იყო გვერდით ოთახში, მაშინ როდესაც გაიგეს მისი მშობლები ა---------–-------- და ნ-------–-----ა ერთმანეთში ხმამაღლა როგორ საუბრობდნენ, ამის გამო, იყო ცუდ ხასიათზე. მშობლები ხშირად იქცეოდნენ ხოლმე ასე.

 

მოწმე კ---------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოში პატრულ-ისპექტორად. 2018 წლის 3 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მეწყვილესთან ერთად, რა დროსაც დაახლოებით ღამის 01:00 საათზე 112-იდან შევიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. შეტყობინება განახორციელა არასრულწლოვანმა მ----------–-----ამ, რომ მამა ცემდა დედას. იგი მალევე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე დახვდა ქალბატონი, დაზარალებული ნ-------–-----ი, რომელიც აღელვებული იყო და ტიროდა. მან გასაუბრებისას განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შესახებ შეტყობინება გადაეცა კრიმინალურ პოლიციას. დედაც და შვილიც ძალიან აღელვებულები იყვნენ, ბავშვი განსაკუთრებით, ეტყობოდა რომ დათრგუნული იყო, დედაც ტიროდა. ფიზიკურად განსაკუთრებული არაფერი აღენიშნებოდათ.

 

მოწმე გ-------–--------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოში პატრულ-ისპექტორად. იგი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, როდესაც გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა ქ. რ-------–---------–---–-------------ში. 9 წლის ბავშვს ჰქონდა დარეკილი, რომლის განმარტებითაც მამამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილზე მისვლისას დახვდათ დაზარალებული ნ-------–-----ა, რომელმაც განაცხადა რომ მისმა მეუღლემ ბავშვების თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, იგი იყო აღელვებული და ტიროდა. მათ აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება გადასცეს კრიმინალურ პოლიციას. სახლში ასევე იყო ბავშვი, რომელიც ტიროდა და არ გამოუკითხავთ.

 

მოწმე ს------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში უმცროსი ინსპეტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მორიგეობდა და მოძრაობდა ქალაქში, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. დაუკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც აჩვენა სურათი, დასაკავებელი იყო ვინმე ა---------–--------, ეძებდნენ ახლო-მახლო ქუჩებზე და ქ-----------–--------–---–------------ კორპუსის მიმდებარედ იქნა ნანახი, დააკავეს, მოვიდა გამომძიებელი რევაზ ხოსროშვილი, ადგილზე შედგა დაკავების ოქმი, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და გადაყვანილი იქნა განყოფილებაში. მოწმე მ-----–----------–---–მაც დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო ა---------–--------ს დაკავებაში, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მანვე განმარტა, რომ ა---------–--------ს დაკავებისას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

მოწმე ი----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე, იგი არის ბ----------------- და მ----------–-----ების საპროცესო წარმომადგენელი სს საქმეზე. იგი ესწრებოდა მათ გამოკითხვებს საქმის წარმოების პროცესში. გამოკითხვა მიმდინარეობდა კანონის სრული დაცვით. გამოკითხვა ეხებოდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, ბავშვი შეესწრო მეუღლეებს შორის კონფლიქტს. ბავშვს ჰქონდა ლოყაზე შეწითლება და როგორც ახსოვს ბავშვმა აღნიშნა, რომ დამწვრობა იყო და არა რაიმე ძალადობიდან წამოსული ფიზიკური კვალი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ნ-------–-----მა (ა---------–--------ს მეუღლე) რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე. ნ-------–-----ი არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ა---------–--------ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ. რაც შეეხება მოწმეების - კ---------------ის, გ-------–-------ის და ს------------–---–ის ირიბ ჩვენებებს, რომელზეც აპელირებს ბრალდების მხარე, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ მიმართ ა---------–--------ს მიერ განხორციელდა ძალადობა და განოხრციელებული ძალადობის შედეგად განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

უფრო მეტიც, სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ----------–-----მა უარყო ა---------–--------ს მიერ მისთვის ან მისი დედისთვის ფიზიკური შეუარაცხყოფის მიყენების ფაქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ა---------–--------მ პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა---------–--------ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი გამართლებულ ა---------–--------ს მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი ა---------–--------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა---------–-------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა---------–--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ა---------–--------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სსსკ -ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე დართული დისკი 112 - იდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი