განაჩენი

სისხლის სამართლის 10.05.2019
საქმის ნომერი
330100118002697625
ინსტანცია
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

№1ბ/675-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ბ-----–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

კ---------------–-----------–-–---–-ს მიმართ - (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–--–---–-–--------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---–------–-ს გზატკეცილის N---------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (05 ეპიზოდი).

 

ზ--------------------------–---–-ს მიმართ - (პ/ნ 5----------), დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.გ----–-, გ--------–---–-------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი).

 

შ--–------------------–-------–---–-ს მიმართ - (პ/ნ 2----------), დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ-----------------------–-----ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (05 ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის განაჩენით:

 

კ-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ-----------–---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7 000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

 

კ-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ---------------–---–ის ეპიზოდი) გათვაისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

კ-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ-------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან, იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

კ-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რ--------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან, იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

კ-------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ-----------იას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კ-------------–-–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ-----------–---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ---------------–---–ის, ლ-------------–---–ის, რ--------------–---–ის და გ-----------იას ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთბლიობით, კ-------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

შ--–-----–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ-----------–---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7 000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

 

შ--–-----–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ---------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

შ--–-----–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ-------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

შ--–-----–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რ--------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

შ--–-----–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ-----------იას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძვლზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შ--–-----–-------–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ-----------–---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ---------------–---–ის, ლ-------------–---–ის, რ--------------–---–ის და გ-----------იას ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთბლიობით, შ--–-----–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

ზ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ-----------–---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით , შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;

 

ზ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ---------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზ--------------–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ-----------–---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ---------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

კ-------------–-–---–ს, ზ--------------–---–სა და შ--–-----–-------–---–ს მსჯავრი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა. ზ--------------–---–მა ჩაიდინა ორი ეპიზოდი, ხოლო კ-------------–-–---–მა და შ--–-----–-------–---–მა - ხუთ-ხუთი ეპიზოდი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის სექტემბერში, შ--–-----–-------–---–ისთვის, კ-------------–-–---–ისთვის და ზ--------------–---–ისათვის ცნობილი გახდა, რომ ქ-----------–---------–---ს სურდა მართვის მოწმობის აღება, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა განიზრახეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შსს მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, უკანონოდ დახმარებოდნენ თეორიული გამოცდის ჩაბარებაში.

 

2018 წლის 10 სექტემბერს, კ-------------–-–---–ი და ზ--------------–---–ი შეხვდნენ ვ----–---------ს და დაპირდნენ, რომ 800 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ისინი უნებართვოდ შეაღწევდნენ საგამოცდო კომპიუტერულ სისტემაში და უზრუნველყოფდნენ ქ-----------–---------–---ის მიერ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებას.

 

2018 წლის 12 სექტემბერს, შ--–-----–-------–---–მა, ზ--------------–---–მა და კ-------------–-–---–მა, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, ქ.გ----–-, ქ-----------–---------–---ი აღჭურვეს მცირე ზომის ვიდეოსათვალთვალო კამერით, კვების წყაროთი, ტელეფონის აპარატით, მინიატურული ყურსასმენით, რის შემდეგაც მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარების მიზნით, ქ-----------–---------–---ი გამოცხადდა ქ.გ----–- მდებარე მომსახურების სააგენტოში.

 

გამოცდის მიმდინარეობისას შ--–-----–-------–---–ი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაუკავშირდა ქ-----------–---------–---ის პერანგზე მიმაგრებულ ვიდეოსათვალთვალო კამერას, რომლის საშუალებით უნებართვოდ შეაღწია მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში, უკანონოდ გაეცნო იქ არსებულ ინფორმაციას და ასევე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ყურსასმენში კარნახობდა ქ-----------–---------–---ს ტესტებზე სწორ პასუხებს. თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა - შ--–-----–-------–---–მა, კ-------------–-–---–მა და ზ--------------–---–მა ქ-----------–---------–---სა და ვ----–---------ს გამოართვეს 800 აშშ დოლარი.

 

2018 წლის სექტემბერში, შ--–-----–-------–---–ისთვის, კ-------------–-–---–ისთვის და ზ--------------–---–ისათვის ცნობილი გახდა, რომ გ---------------–---–ს სურდა მართვის მოწმობის აღება, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა განიზრახეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შსს მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, უკანონოდ დახმარებოდნენ თეორიული გამოცდის ჩაბარებაში.

 

2018 წლის 12 სექტემბერს, შ--–-----–-------–---–ი, კ-------------–-–---–ი და ზ--------------–---–ი შეხვდნენ გ---------------–---–ს და დაპირდნენ, რომ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ისინი უნებართვოდ შეაღწევდნენ საგამოცდო კომპიუტერულ სისტემაში და უზრუნველყოფდნენ მის მიერ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებას.

 

2018 წლის 12 სექტემბერს, შ--–-----–-------–---–მა, ზ--------------–---–მა და კ-------------–-–---–მა, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, ქ.გ----–-, გ---------------–---–ი აღჭურვეს მცირე ზომის ვიდეოსათვალთვალო კამერით, კვების წყაროთი, ტელეფონის აპარატით, მინიატურული ყურსასმენით, რის შემდეგაც მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარების მიზნით, გ---------------–---–ი გამოცხადდა ქ.გ----–- მდებარე მომსახურების სააგენტოში.

 

გამოცდის მიმდინარეობისას შ--–-----–-------–---–ი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაუკავშირდა გ---------------–---–ს პერანგზე მიმაგრებულ ვიდეოსათვალთვალო კამერას, რომლის საშუალებით უნებართვოდ შეაღწია მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში, უკანონოდ გაეცნო იქ არსებულ ინფორმაციას და ასევე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ყურსასმენში კარნახობდა გ---------------–---–ს ტესტებზე სწორ პასუხებს. თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა - შ--–-----–-------–---–მა, კ-------------–-–---–მა და ზ--------------–---–მა გ---------------–---–ს გამოართვეს 1000 ლარი.

 

2018 წლის სექტემბერში, შ--–-----–-------–---–ისთვის და კ-------------–-–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ-------------–---–ს სურდა მართვის მოწმობის აღება, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა განიზრახეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შსს მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, უკანონოდ დახმარებოდნენ თეორიული გამოცდის ჩაბარებაში.

 

2018 წლის სექტემბერში, შ--–-----–-------–---–ი და კ-------------–-–---–ი შეხვდნენ ლ-------------–---–ს და დაჰპირდნენ, რომ 2200 ლარის სანაცვლოდ, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ისინი უნებართვოდ შეაღწევდნენ საგამოცდო კომპიუტერულ სისტემაში და უზრუნველყოფდნენ მის მიერ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებას.

 

2018 წლის 06 სექტემბერს, შ--–-----–-------–---–მა და კ-------------–-–---–მა, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, ქ.გ----–-, ლ-------------–---–ი აღჭურვეს მცირე ზომის ვიდეოსათვალთვალო კამერით, კვების წყაროთი, ტელეფონის აპარატით, მინიატურული ყურსასმენით, რის შემდეგაც მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარების მიზნით, ლ-------------–---–ი გამოცხადდა ქ.გ----–- მდებარე მომსახურების სააგენტოში.

 

გამოცდის მიმდინარეობისას შ--–-----–-------–---–ი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაუკავშირდა ლ-------------–---–ის პერანგზე მიმაგრებულ ვიდეოსათვალთვალო კამერას, რომლის საშუალებით უნებართვოდ შეაღწია მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში, უკანონოდ გაეცნო იქ არსებულ ინფორმაციას და ასევე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ყურსასმენში კარნახობდა ლ-------------–---–ს ტესტებზე სწორ პასუხებს. თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა - შ--–-----–-------–---–მა და კ-------------–-–---–მა ლ-------------–---–ს გამოართვეს 2200 ლარი.

 

2018 წლის აგვისტოში, შ--–-----–-------–---–ისთვის და კ-------------–-–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ რ--------------–---–ს სურდა მართვის მოწმობის აღება, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა განიზრახეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შსს მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, უკანონოდ დახმარებოდნენ თეორიული გამოცდის ჩაბარებაში.

 

2018 წლის აგვისტოში, შ--–-----–-------–---–თან შეთანხმებით, კ-------------–-–---–ი შეხვდა რ--------------–---–ს და დაჰპირდა, რომ 800 ლარის სანაცვლოდ, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ის და შ--–-----–-------–---–ი უნებართვოდ შეაღწევდნენ საგამოცდო კომპიუტერულ სისტემაში და უზრუნველყოფდნენ მის მიერ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებას.

 

2018 წლის 15 აგვისტოს, კ-------------–-–---–მა, ქ.გ----–-, შსს მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანაში, რ--------------–---–ი აღჭურვა მცირე ზომის ვიდეოსათვალთვალო კამერით, კვების წყაროთი, ტელეფონის აპარატით, მინიატურული ყურსასმენით, რის შემდეგაც მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარების მიზნით, რ--------------–---–ი გამოცხადდა ქ.გ----–- მდებარე მომსახურების სააგენტოში.

 

გამოცდის მიმდინარეობისას შ--–-----–-------–---–ი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაუკავშირდა რ--------------–---–ის პერანგზე მიმაგრებულ ვიდეოსათვალთვალო კამერას, რომლის საშუალებით უნებართვოდ შეაღწია მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში, უკანონოდ გაეცნო იქ არსებულ ინფორმაციას და ასევე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ყურსასმენში კარნახობდა რ--------------–---–ს ტესტებზე სწორ პასუხებს. თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კ-------------–-–---–მა, შ--–-----–-------–---–თან შეთანხმებით, რ--------------–---–ს გამოართვა 800 ლარი.

 

2018 წლის აგვისტოში, შ--–-----–-------–---–ისთვის და კ-------------–-–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ გ-----------იას სურდა მართვის მოწმობის აღება, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა განიზრახეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შსს მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, უკანონოდ დახმარებოდნენ თეორიული გამოცდის ჩაბარებაში.

 

2018 წლის აგვისტოში, კ-------------–-–---–თან შეთანხმებით, შ--–-----–-------–---–ი შეხვდა გ-----------იას და დაჰპირდა, რომ 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ის და კ-------------–-–---–ი უნებართვოდ შეაღწევდნენ საგამოცდო კომპიუტერულ სისტემაში და უზრუნველყოფდნენ მის მიერ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებას.

 

2018 წლის 29 აგვისტოს, შ--–-----–-------–---–მა და კ-------------–-–---–მა, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, ქ.გ----–-, გ-----------ია აღჭურვეს მცირე ზომის ვიდეოსათვალთვალო კამერით, კვების წყაროთი, ტელეფონის აპარატით, მინიატურული ყურსასმენით, რის შემდეგაც მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარების მიზნით, გ-----------ია გამოცხადდა ქ.გ----–- მდებარე მომსახურების სააგენტოში.

 

გამოცდის მიმდინარეობისას შ--–-----–-------–---–ი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაუკავშირდა გ-----------იას პერანგზე მიმაგრებულ ვიდეოსათვალთვალო კამერას, რომლის საშუალებით უნებართვოდ შეაღწია მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში, უკანონოდ გაეცნო იქ არსებულ ინფორმაციას და ასევე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ყურსასმენში კარნახობდა გ-----------იას ტესტებზე სწორ პასუხებს. თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კ-------------–-–---–მა, შ--–-----–-------–---–თან შეთანხმებით, გ-----------იას გამოართვა 500 აშშ დოლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა ბ-----–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულების - კ-------------–-–---–ის, შ--–-----–-------–---–ისა და ზ--------------–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა; ასევე მათ მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენება. ბრალდების მხარის განმარტებით, მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე, რომელიც არ შეესაბამება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს; შესაბამისად, განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, განიხილა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც მხარეები ხდიან სადავოდ. მსჯავრდებულების შ--–-----–-------–---–ის, კ-------------–-–---–ისა და ზ--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა, გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების: ვასილ არცვაძის,ქ-----------–---------–---ის, გ---------------–---–ის, ლ-------------–---–ის, რ--------------–---–ის, გ-----------იას,გ------------–-–---–---------------–----–---------------------------------–-----------------------------–---–--------------------------ს ჩვენებებით; შ--–-----–-------–---–ის, ზ--------------–---–ისა და კ-------------–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკი ოქმებით; ბინის და ვატომანქანის ჩხრეკის ოქმებით; ამოღებული ტექნიკური და ელექტრო მოწყობილობებით; ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერებით და მათი ამსახველი კრებსებით, სატელეფონო საუბრებისფარული ჩანაწერებით და მათი ამსახველი კრებსებით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდაოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ--–-----–-------–---–ის, კ-------------–-–---–ისა და ზ--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების შ--–-----–-------–---–ის, კ-------------–-–---–ისა და ზ--------------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; მსჯავრდებულების პიროვნული მახასიათებლები; ის ფაქტი, რომ მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ, დადგენილი სანქციის ფარგლებში, მსჯავრდებულებს შ--–-----–-------–---–ს, კ-------------–-–---–სა და ზ--------------–---–ს დაუნიშნა სამართლიანი, მათი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება და თვლის, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულებს შ--–-----–-------–---–ს, კ-------------–-–---–სა და ზ--------------–---–ს განესაზღვრათ ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელების გამკაცრების საფუძველი არ არსებობს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

კ-------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ-----------–---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

 

კ-------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ---------------–---–ის ეპიზოდი) გათვაისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

კ-------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ-------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

კ-------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რ--------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

კ-------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ-----------იას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კ-------------–-–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ-----------–---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ---------------–---–ის, ლ-------------–---–ის, რ--------------–---–ის და გ-----------იას ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთბლიობით, კ-------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

შ--–-----–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ-----------–---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

 

შ--–-----–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ---------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

შ--–-----–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ-------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

შ--–-----–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რ--------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

შ--–-----–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ-----------იას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძვლზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შ--–-----–-------–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ-----------–---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ---------------–---–ის, ლ-------------–---–ის, რ--------------–---–ის და გ-----------იას ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთბლიობით, შ--–-----–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ზ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ-----------–---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით , შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;

 

ზ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ---------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზ--------------–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ-----------–---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ---------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიები, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის საოქმო განჩინებით, კ-------------–-–---–ის, შ--–-----–-------–---–ისა და ზ--------------–---–ის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ვალდებულებები - საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობებისა და პასპორტების გამოძიების ორგანოსთვის ჩაბარებისა და გამომძიებელთან კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევ დღეს - 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე პერიოდში გამოცხადების თაობაზე, გაუქმებულია. ამასთან, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და პასპორტები დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს: კ-------------–-–---–ს, შ--–-----–-------–---–ს და ზ--------------–---–ს.

 

მსჯავრდებულების: კ-------------–-–---–ის, შ--–-----–-------–---–ის და ზაქარია გოგიაშილის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

ზ--------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3----------------------------------------, სიმ-ბარათით და მეხსიერების ბარათით; შ--–-----–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 978 ლარის და 70 თეთრის ოდენობით; გ---------------–---–ისგან ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი; ლ-------------–---–ისგან ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი; გ-----------იასგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3-------------- და 3-------------- და მინდია ცენტერაძისგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით: 3--------------, რომლებიც ინახება გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციულ შენობაში საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან, ასევე კ-------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3-------------- და 3--------------, რაც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შ--–-----–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმ-ბარათით, ნომრით: 8------------------, რომლებიც გადაგზავნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალსტიკურ დეპარტამენტში კომპლექსური (ფონო) ვიდეოსკოპური, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

 

კ-------------–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული შავ და ლურჯ ფერებში გაწყობილი ქამარი, მასზე დამაგრებული ელექტრო მოწყობილობით, რომელიც შედგება შავი, თეთრი და წითელი სადენებისგან, რომლის ერთი ნაწილი მიერთებულია ორ ,,Energizer“-ის ფირმის ბატარეაზე, მეორე ნაწილზე მიერთებულია შავი ელექტრო მოწყობილობა, რომელზედაც ფიქსირდება წარწერა ,,WOLIDA MG 1---------“, რომელზეც მიერთებულია შავი ლენტი, რის ბოლოშიც დამაგრებულია შავი ღილი, მასში მოთავსებული კამერით; შავი ყურსასმენი; გამჭვირვალე პაკეტში მოთავსებული მობილური ტელეფონის სიმ-ბარათები; ერთი შავი ,,SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი-კოდებით: 3----------------- და 3-----------------, მასში მოთავსებული მაგთიკომის სიმ-ბარათი ნომრით: 8---------; ორი მცირე ზომის ვერცხლისფერი მაგნიტი და ერთი მცირე ზომის ვერცხლისფერი მოგრძო მაგნიტი; ერთი ,,NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3----------------------------------, მასში მოთავსებული ჯეოსელის სიმ-ბარათით, რომელზეც იკითხება ციფრები 8-------------------; ერთი ,,ALCATEL onetouch“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3----------------------------------, მასში მოთავსებული ჯეოსელის სიმ-ბარათით, რომელზეც იკითხება ციფრები: 8-------------------; ერთი შავი ვერცხლისფერ ფერში გაწყობილი ,,NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით: 3---------------; ერთი ,,SAMSUNG“-ის ფირმის ბატარეა; ერთი შავი ელექტრო მოწყობილობა წარწერით: ,,R---------------------------, რომელზეც მიერთებულია შავი და წითელი ორი სადენი; ელექტრო მოწყობილობა, რომელიც შედგება თეთრი, შავი და წითელი სადენებისგან, რომლის ერთ ბოლოში შესაერთებელია, ხოლო მეორე ბოლოში მრგვალი ფორმის მოწითალო სადენი; სამი შავი ლენტი, რომელთა ბოლოებში დამონტაჟებულია კამერები; ერთი შავი ლენტი, რომლის ერთ ბოლოში დამონტაჟებულია კამერა, ხოლო მეორე ბოლო მიერთებულია შავ ელექტრო მოწყობილობასთან; ორი მაგთიკომის და ორი ჯეოსელის სიმ-ბარათის ჩასადები; ერთი თეთრი გამადიდებელი მინა ,,deli“-ს ფირმის; ერთი ვერცხლისფერი გამადიდებელი ლინზა; თექვსმეტი „Westinghouse“-ის ფირმის ბატარეა; თვრამეტი ,,Energizer“-ის ფირმის ბატარეა; შ--–-----–-------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: თეთრ დამცავში მოთავსებული მოწითალო სადენი, წრიული ფორმის, რომელზეც დახვეულია თეთრი და შავი წებოვანი ლენტები, რომლებზეც მიბმულია თეთრი სადენი; შავი სადენი, რომელზეც შეერთებულია შავი და წითელი ორი სადენი, რომელთა ერთ ბოლოში მიერთებულია მომწვანო ელექტრო მოწყობილობა (სქემა), ხოლო მეორე ბოლო არის სადენის შესაერთებელი; წითელი და შავი სადენები, რომელთა ბოლოებზე მიერთებულია ორი შავი სამაგრი; შავ და ვერცხლისფერ ფერებში გაწყობილი, მცირე ზომის მეხსიერების ბარათი, ე.წ. „ფლეშკა“, რომლებიც გადაგზავნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალსტიკურ დეპარტამენტში კომპლექსური (ფონო) ვიდეოსკოპური, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ექსპერტიზაზე; ზ--------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 800 აშშ დოლარის ოდენობით; შ--–-----–-------–---–ის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი შავი ლენტი, რომელთა ერთ ბოლოზე არის შლეიფი, ხოლო მეორე ბოლოზე ვიდეოკამერა და რომლებიც ინახება გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციულ შენობაში საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს;

 

გ---------------–---–ისგან, ლ-------------–---–ისგან, გ-----------იასგან და რ--------------–---–ისგან ამოღებული მართვის მოწმობები, რომლებიც ინახება გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციულ შენობაში საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის N6---------ს წერილით გამოძიებისთვის გადაგზავნილი ერთი DVD დისკი; სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2018 წლის 13 სექტემბრის N6---------ს მიმართვის წერილით გამოძიებისთვის გადაგზავნილი შვიდი DVD და ერთი CD დისკი; სატელეფონო საუბრების ფონოგრამები, ხუთ CD დისკზე; „კრედო ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე; შ--–-----–-------–---–ის „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე; შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთი CD დისკზე; მინდია ცენტერაძის „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე; „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე და „ლიბერთი ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. კაპანაძე