განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1/ბ-574-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მ--სი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ლევან თევზაძე
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - თ-------------ას,ადვოკატ - გ---------–--–--–---–ის,მსჯავრდებულ - გ---------------–---ძის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ---------------–---ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-------------------------–---ძის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, თ------–---–------------, ბ------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით:
გ---------------–---ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---------------–---ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით;
გ---------------–---ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 27 თებერვლიდან; მასვე, სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 14 აპრილიდან - 2019 წლის 26 თებერვლის ჩათვლით თავისუფლების აღკვეთის პერიოდი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ
გ---------------–---ძემ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ---------------–---ძემ, 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 1---- საათზე, ძალის გამოყენებით, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, დ-----------------ს ქუჩა N---–--------------- ბინაში, ხელი გაარტყა სახის არეში არასრულწლოვან თ------------–---–ს, ხელიდან გასტაცა 470 აშშ დოლარის, 1135 ლარის და 60 თეთრის ექვივალენტის ლარში ღირებულების „Apple“-ს ფირმის „Iphone 6S“ მოდელის მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც თ------------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ---------------–---ძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განააჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
მსჯავრდებულის განმარტებით, განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოხდა მტკიცებულებების სათანადო შეფასება, ობიექტურად არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მის მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადგინდა ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. კერძოდ განმარტა, რომ გ---------------–---ძეს ბინაში უკანონოდ არ შეუღწევია და ასევე არ ჩაუდენია ძარცვა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი სარგებლობდა თ------------–---–ის მობილური ტელეფონით და ვინაიდან ეს უკანასკნელი შევიდა სახლში, იგი ფარულად დაეუფლა მის ხელში არსებულ დაზარალებულის კუთვნილ ნივთს. ამდენად, აპელანტმა ითხოვა, რომ გ---------------–---ძის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს როგორც ქურდობა - ე.ი. სხვისი მოძრავის ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რონმელთა შეფასების შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება გ---------------–---ძის ბრალეულობა, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ------------–---–მა განაცხადა, რომ იგი ცხოვრობს თბილისში, დ-----------------ს ქუჩა N---–--------------- ბინაში. 2018 წლის 13 აპრილს, 1-:00 საათიდან მარტო იმყოფებოდა სახლში, ვინაიდან დედამისი - მ-------------------ძე წასული იყო სასაფლაოზე. დაახლოებით 1---- საათზე, კარიდან შემოესმა კაკუნის ხმა. მივიდა კართან და იკითხა თუ ვინ იყო. მამაკაცმა უპასუხა, რომ ეძებდა მ--ას. ვინაიდან ამ უკანასკნელის ხმა მიამსგავსა ნაცნობ ხმას, გააღო კარი და იქ მდგარ პიროვნებას უთხრა, რომ დედა სახლში არ იმყოფებოდა. როცა დააპირა კარების დახურვა, უცნობი მამაკაცი ძლიერად მიაწვა კარს, რის გამოც რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. მამაკაცი შევიდა სახლში, მას (თ------------–---–ს) მარჯვენა ხელიდან წაართვა „Iphone 6S“ მოდელის მობილური ტელეფონი და მარჯვენა მუშტი გაარტყა სახის მარცხენა არეში. გარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ტკივილი, შეშინებული უკან მიტრიალდა და შემოურბინა მისაღებ ოთახში მდგარ მაგიდას, რადგან უცნობი მამაკაცი მისდევდა უკან, თან ეძახდა - ფული მომეციო. დაზარალებულის განმარტებით, სახლის ღია კარიდან გაიქცა გარეთ, მიირბინა მეზობლად მცხოვრებ ზ-------------------ძესთან და თხოვა დახმარება. მეზობელი მალევე მივიდა მის ბინასთან, თუმცა იქ არავინ დახვდა. მომხდარის შესახებ შეატყობინა დედას და კლასელის დედის ტელეფონით - პოლიციას. სახეში დარტყმის შედეგად რამდენიმე დღე დასიებული ქონდა ლოყა. დაზარალებულმა დაადასტურა საგამოძიებო მოქემდებების ფარგლებში მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის და ასევე ბრალდებულ გ---------------–---ძის ამოცნობის ფაქტი. მისი განმარტებით, კარის გაღებისას სადარბაზოში საკმარისი სინათლე იყო და ნათლად ხედავდა გ---------------–---ძეს, რომელსაც 1-2 წუთის განმავლობაში აკვირდებოდა. ფიქრობდა - ნამდვილად დედამისის რომელიმე ნაცნობი ხომ არ იყო და მასაც ნანახი ხომ არ ყავდა სადმე. აღნიშნული პიროვნება იყო დაახლოებით 180 სმ. სიმაღლის, ჰქონდა ჭაღარაშერეული შავი ფერის თმა, ოვალური სახის მოყვანილობა, ნორმალური ზომის ცხვირი და ტუჩები, თაფლისფერი თვალები, ხოლო ტანთ ეცვა ტყავის შეკრული ქურთუკი და მუხლებს ზემოთ გადახეული ჯინსი. აღნიშნული მახასიათებლებით იგი სამ პირს შორის ამოიცნო თ------------–---–მა. მისი კუთვნილი მობილური იყო 470 აშშ დოლარის ღირებულების. გარდა მატერიალური ზიანისა, გ---------------–---ძის ქმედების შემდეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-------------------ძემ განაცხადა, რომ ცხოვრობს დაზარალებულ თ------------–---–ის მეზობლად, დაახლოებით 20 მეტრში. 2018 წლის 13 აპრილს, საღამო ხანს მასთან სახლში მივიდა თ----. იგი იყო აღელვებული, უთხრა, რომ ბინაში შეუვარდა უცნობი მამაკაცი და ითხოვა შველა. მოწმის განმარტებით, სასწრაფოდ გაიქცა თ------------–---–ის ბინისკენ, მაგრამ ბინაში არავინ დახვდა. როგორც დაზარალებულმა უამბო, იგი მარტო იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა კარზე ზარის ხმა, უცნობი პიროვნება კითხულობდა მ--ას. თ------------–---–ს უცნობისთვის კარი გაუღია, რადგან იფიქრა, რომ უცნობი დედამისს კითხულობდა. კარის გაღების შემდეგ, დაზარალებულს უცნობისთვის უთქვამს, რომ დედამისი სახლში არ იყო და სურდა კარის დახურვა, მაგრამ უცნობი კარს მიწოლია, სახლში შესულა, თ------------–---–ისთვის ხელიდან გაუსტაცია მობილური ტელეფონი და ხელი გაურტყამს სახეში. შეშინებული თ------------–---–ი სახლიდან გამოიქცა და მას (ზ-------------------ძეს) სთხოვა დახმარება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------------------ძემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თბილისში, დ-----------------ს ქუჩა N---–--------------- ბინაში, 1- წლის შვილთან - თ------------–---–თან ერთად. 2018 წლის 13 აპრილს, 1-:00 საათზე წავიდა სასაფლაოზე, ხოლო თ------------–---–ი სახლში მარტო დარჩა. დაახლოებით 18:00 საათზე დაუკავშირდა თ----. იგი იყო აღელვებული, უთხრა, რომ სახლში შეუვარდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც წაართვა ტელეფონი და დაარტყა. დაახლოებით 1- წუთში დაბრუნდა სახლში, რა დროსაც თ------------–---–მა უამბო, რომ კარზე დააკაკუნა უცნობმა მამაკაცმა და იკითხა მ--ა. ვინაიდან ნაცნობი ეგონა, კარი გააღო; თუმცა მას შემდეგ, რაც კართან მდგომი პიროვნება ვერ იცნო, უთხრა, რომ მ--ა სახლში არ იყო და სცადა კარის დაკეტვა. ამ დროს უცნობი მამაკაცი საპირისპირო მიმართულებით მიაწვა კარს და შევიდა სახლში, თ------------–---–ს სახეში დაარტყა და მარჯვენა ხელიდან გასტაცა მობილური ტელეფონი. ბავშვმა მოახერხა და გაიქცა მეზობელთან დახმარების სათხოვნელად. თავდამსხმელს ფულზეც უთქვამს რაღაც, თუმცა კონკრეტულად რა, არ ახსოვს. მ-------------------ძის განმარტებით, ნახა, რომ თ------------–---–ს სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე, ბრეკეტი ჰქონდა ჩამოვარდნილი და განიცდიდა ტკივილს. იმავე დღეს, პოლიციის განყოფილებაში, დაზარალებულის გამოკითხვამდე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დააფიქსირა, რომ თ------------–---–ი უჩიოდა ტკივილს და ქონდა შეშუპება მარცხენა ლოყის არეში. მოწმემ დაადასტურა, რომ თ------------–---–ის მობილური ტელეფონი იყო „Iphone 6S“ მოდელის, ღირებული 1400 ლარად. მან მობილური ტელეფონის ყუთი წარუდგინა გამომძიებელს. მომხდარის შემდეგ თ------------–---–ს ჰქონდა შიშები და გაიარა სათანადო მკურნალობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 14 აპრილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბ--–--–-----------------------ში მცხოვრები თ------------–---–ის მობილური ტელეფონის ძარცვა ჩადენილი უნდა ჰქონოდა 1979 წელს დაბადებულ ვინმე გ-------------------------–---ძეს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, გ---------------–---ძეს ნაძარცვი მობილური ტელეფონი გაყიდული ჰქონდა თბილისში, ც----------------ში მდებარე N219-ე მობილური მაღაზიის ჯიხურში. გ-------------–---–მა მიღებული ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------------ამ განაცხადა, რომ მუშაობს თბილისში, ც----------------ში მდებარე მობილური ტელეფონების N219-ე მაღაზიაში, სადაც 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, მივიდა მისი მეგობარი - გ---------------–---ძე. ამ უკანასკნელმა 100 ლარად მიჰყიდა „Iphone 6S“ მოდელის, მუქი ვერცხლისფერი მობილური ტელეფონი და წავიდა. აღნიშნულის შემდეგ გ---------------–---ძე არ უნახავს. მეორე დღეს მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ამოიღეს გ---------------–---ძისგან შეძენილი მობილური ტელეფონი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა ა------------–---–---------------–-------------------------–---–--------------------–---–------–-------–---–---–-------------------–---მ, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტებმა - პ------------–---–----------–---------–---–მა დაადასტურა მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
ბრალდებულმა გ---------------–---ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2018 წლის 13 აპრილს ჩაიდინა ქურდობა. კერძოდ, შემთხვევის დღეს ბ-------------------ში ეძებდა თავის მეგობარს - ვ-----------–ს და პირველ სართულზე, კარზე დაკაკუნებისას იკითხა ვ-----ს და - მ--ა. კარი გაუღო გოგონამ, რომელმაც უთხრა, რომ მ--ა სახლში არ იყო. მიხვდა, რომ გოგონას სხვა მ--აზე ჰქონდა საუბარი, რომელიც დედად მოიხსენია, ამიტომ კითხა - იცნობდა თუ არა მ--ა დვალს, რაზედაც მიიღო უარყოფითი პასუხი. ამის შემდეგ, გოგონას შესთავაზა, დაერეკა დედისთვის და ეკითხა - იცნობდა თუ არა მ--ა დვალს, რაზედაც გოგონა დათანხმდა და მიიტანა მობილური ტელეფონი. სანამ გოგონა დარეკავდა, შესთავაზა, რომ თავად დაურეკავდა დედამისს და გამოართვა მობილური ტელეფონი, თუმცა ტელეფონი დაბლოკილი იყო და უკანვე გაუწოდა. გოგონას ტელეფონი არ გამოურთმევია, ისე შევარდა სახლში და დაიყვირა „მიშველეთო“. გ---------------–---ძის განმარტებით, როგორც იცოდა, რომ იმ სახლს ორი შესასვლელი ქონდა და იფიქრა, რომ გოგონა გაიქცა. ამის შემდეგ თავადაც გაიქცა გოგონას კუთვნილი „Iphone 6S“ მოდელის მობილური ტელეფონით ხელში. მისივე განმარტებით, ვინაიდან იძებნებოდა განაჩენის საფუძველზე, სახლში ვერ მივიდოდა, ამიტომ მობილური ტელეფონი მიიტანა სადგურის მოედანზე და თავის მეგობარს 100 ლარის სანაცვლოდ დაუტოვა. აღნიშნული თანხით იმ დღეს დარჩა სასტუმროში. მეორე დღეს კი მივიდა თავის მეგობართან ტელეფონის გამოსართმევად, რომ დაებრუნებინა დაზარალებულისათვის, რა დროსაც დააკავეს.
2018 წლის 13 აპრილის შემთხვევის ადგილის - საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, დ-----------------ს ქუჩა N1-, ბინა N1--ში, პირველ სართულზე. ბინაში შესასვლელი რკინის კარი არის ყავისფერი და შესასვლელი კარიდან შევდივართ საერთო ოთახში, რომლის შუა ნაწილში დევს ჟურნალების მაგიდა და ორი ცალი დივანი. იატაკის ზედაპირი შედგება მარმარილოს მსგავსი ქვისგან. ბინაში შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს მდებარეობს საპირფარეშო, ხოლო მარჯვენა მხარეს - სამზარეულო და სასადილო ოთახი, რომლის გაგრძელებაზე არის ბავშვების ოთახი. საერთო ოთახის ბოლოში, მარჯვენა მხარეს არის საძინებელი ოთახი.
2018 წლის 14 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე გ---------------–---ძის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომიდან, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები: გამომძიებელი - ა------------–---–ი, ინსპექტორ-გამომძიებლები - გ--------------–------------------------–--ლი, ექსპერტ-კრიმინალისტები - პ------------–---–-ძე და ლ----------–---–ი, მოწმე გ---------------–---ძის თანხლებით, გაემართნენ ქ. თბილისში, ც----------------ის მიმართულებით. ც------------ზე მისვლისას, გ---------------–---ძემ მათ მიუთითა ც----------------ში მდებარე N219-ე მაღაზიაზე, სადაც მისი განმარტებით, 2018 წლის 13 აპრილს, ნაძარცვი მობილური ტელეფონი 100 ლარად მიყიდა ნაცნობ გ----------------ას. საგამოძიებო ექსპერიმენტი, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დასურათდა 11 (თერთმეტ) ფოტოდ, რაც ჩაიწერა ლაზერულ დისკზე და დაულუქავი სახით გადაეცა გამოძიებას. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გაეცნენ მონაწილე პირები, რომელთაც შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება ოქმზე არ გაუკეთებიათ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ხელს აწერენ გ---------------–---ძე და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები.
2018 წლის 14 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა - ა------------–---–მა, გ----------------ასგან ამოიღო „აიფონ 6ს“-ს მოდელის მობილური ტელეფონი იმეიკოდით - 3--------------, სიმბარათის გარეშე, დაბლოკილ მდგომარეობაში. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა კანონის შესაბამისად.
2018 წლის 14 აპრილის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, თ------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო რიგში მარჯვნიდან მეორე შუა ადგილას მდგომი პირი. ამომცნობმა იგი ამოიცნო აღნაგობით, სიმაღლით, სახის საერთო მოყვანილობით, კერძოდ, სახის კანის ფერით, თვალებით, წარბებით, ცხვირის მოყვანილობით, ტუჩებით. დაზარალებულის მიერ ამოცნობილი პირი არის გ---------------–---ძე.
2018 წლის 30 აპრილის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, სათანადო წესით დალუქულ პოლიეთილენის პარკში (პაკეტის და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის) დევს ლომბარდიდან ამოღებული მართკუთხა ფორმის მობილური ტელეფონი, რომელსაც უკანა მხარეს გააჩნია მუქი ვერცხლისფერი, ლითონის პრიალა ზედაპირის მქონე ხუფი, რაზედაც იკითხება წარწერა - „iphone“ და აქვს ვაშლის გამოსახულების ლოგო; მობილური ტელეფონი არის „ეფლის“ ფირმის „აიფონ 6ს“ მოდელის, ერთ სიმბარათიანი, სენსორული სისტემის, რომლის იმეიკოდია - 3--------------.
2018 წლის 30 აპრილის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, თ------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი ცალი მობილური ტელეფონიდან ამოიცნო რიგით N1 მობილური ტელეფონი. ნივთის ამოცნობის შემდეგ, დაზარალებულმა თ------------–---–მა განაცხადა, რომ მის მიერ ამოცნობილი მობილური ტელეფონი ამოიცნო ფირმით, ფორმით და მოდელით. ტელეფონი არის „ეფლის“ ფირმის, „აიფონ 6ს“ მოდელის, მუქი ვერცხლისფერი, მართკუთხედი. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, დაზარალებულის მიერ ამოცნობილი მობილური ტელეფონი დაილუქა კანონის შესაბამისი წესით.
პაციენტის სამედიცინო N1--- ბარათის თანახმად, 2018 წლის 14 აპრილს, თ------------–---–ს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. აღნიშნული ბარათის თანახმად, პაციენტს აღენიშნება თავის ზედაპირული ტრავმა, უჩივის ტკივილს, შეშუპებას მარცხენა ლოყის არეში, რომელიც მისი გადმოცემით, მიაყენა უცნობმა პირმა მობილური ტელეფონის წართმევის დროს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, გ---------------–---ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ---------------–---ძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, გ---------------–---ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 ოთხი) წლის, 5 (ხუთი) თვის და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; გ---------------–---ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 04 ივნისის 04:25 საათიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, გ---------------–---ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 6 (ექვსი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე და სსკ-ის 67-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 5 (ხუთი) თვისა და 17 (ჩვიდმეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---------------–---ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით. გ---------------–---ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო, რომლის ათვლაც დაეწყო 2011 წლის 08 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით, გ---------------–---ძის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 201- წლის 28 დეკემბრის კანონი და საბოლოოდ, გ---------------–---ძეს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 8 (რვა) თვისა და 14 (თოთხმეტი) დღის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყო - 2011 წლის 8 სექტემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის განჩინებით, ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებაში და „ამნისტიის შესახებ“ 201- წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ გ---------------–---ძეს მოსახდელად დარჩა 4 წლის, 1 თვის და 24 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო - 2011 წლის 08 სექტემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ივლისის განაჩენით, ცვლილება შევიდა გ---------------–---ძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის განჩინებაში. გ---------------–---ძის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ¼-ით შემცირებულ სასჯელს - 1 (ერთი) წლის, 10 (ათი) თვის და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთას დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ---------------–---ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით. გ---------------–---ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2011 წლის 08 სექტემბრიდან.
საქმეში არსებული N0------ ცნობის თანახმად, გ---------------–---ძე პენიტენციური დაწესებულებიდან სასჯელის მოხდით გათავისუფლდა 2014 წლის 01 ოქტომბერს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის განაჩენით (დასწრების გარეშე), გ---------------–---ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; გ---------------–---ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ---------------–---ძის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
მოცემულ საქმეზე განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია გ---------------–---ძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში. ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე უდავოდ მიჩნეული გარემოებაა, რომ გ---------------–---ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ------------–---–ის კუთვნილ „Iphone 6S“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, რომელიც 100 ლარის სანაცვლოდ გადასცა გ----------------ას. მსჯავრდებული სადავოდ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ იგი დაზარალებულის ბინაში არ შესულა, მათ შორის საუბარი კართან გაიმართა, ამასთან თ------------–---–ისათვის არ დაურტყამს და ამ გზით არ დაუფლებია მის მობილურ ტელეფონს, იგი მიისაკუთრა ფარულად, მას შემდეგ რაც დაზარალებული ოთახში შევიდა.
პალატა პირველ რიგში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს არასრულწლოვანი დაზარალებულის - თ------------–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა მსჯავრდებულის მიერ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაუფლების დეტალები. თ------------–---–მა მიუთითა, რომ გ---------------–---ძემ კარზე ძლიერი ზეწოლის შედეგად შეაღწია მის ბინაში, რის შემდეგაც მარჯვენა ხელიდან წაართვა „Iphone 6S“ მოდელის მობილური ტელეფონი, ხოლო მარცხენა ლოყის არეში დაარტყა მუშტი. დაზარალებული შევარდა მისაღებ ოთახში და მაგიდას შემოურბინა. ბრალდებული კი უკან დაედევნა მას. თ------------–---–ის განმარტებით, მან დარტყმის შედეგად განცადა ძლიერი ტკივილი და ლოყა რამდენიმე დღე ჰქონდა დასიებული. ამდენად, დაზარალებულის ჩვენება ნათლად ადასტურებს, რომ გ---------------–---ძე შესული იყო მის ბინაში. ასევე, მან ნივთის დაუფლებისას მიმართა ძალადობას, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ თ------------–---–ი ჩვენების მიცემისას იყო თანმიმდევრული, გულწრფელი და მის პასუხებში არ გამოვლენილა ურთიერსაწინააღმდეგო გარემოებები, პალატა სრულად იზიარებს მის ჩვენებას, როგორც სარწმუნოს და დამაჯერებელს. დაცვის მხარემ ვერ ახსნა და ვერ დაასაბუთა ის ფაქტი, თუ რა ინტერესი უნდა გააჩნდეს თ------------–---–ს მსჯავრდებულის მიმართ, რომ სასამართლოს წინაშე განეცხადებინა ცრუ ინფორმაცია.
დაზარალებულის ჩვენება სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გამყარებულია და სრულ თანხვედრაშია მოწმეების: ზ-------------------ძის და მ-------------------ძის ჩვენებებთან, რომლებიც თ------------–---–ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის იდენტურად აღწერენ მისგან ცნობილ, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დეტალებს. მართალია ზურაბ ნაფერტვარიძე და მ-------------------ძე არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს, თუმცა პალატა აფასებს რა მათ ჩვენებებს საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, განმარტავს, რომ ისინი კიდევ უფრო განამტკიცებენ და მეტ დამაჯერებლობას სძენენ თ------------–---–ის ჩვენებას.
იმ ფაქტს, რომ თ------------–---–ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ადასტურებს მის სახეზე არსებული დაზიანებაც. მოწმე მ-------------------ძემ დაადასტურა, რომ როგორც სახლში დაბრუნებულმა ნახა, თ------------–---–ს სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე. ამასთან, პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, თ------------–---–ს 2018 წლის 14 აპრილს აღენიშნებოდა თავის ზედაპირული ტრავმა, იგი უჩიოდა თავის ტკივილს და შეშუპებას მარცხენა ლოყის არეში. აღნიშნული სამედიცინო შემოწმების შედეგები სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან, რომ თავდამსხმელმა მას სწორედ მარცხენა ლოყის არეში დაარტყა. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სამედიცინო ბარათის სადავოდ მიჩნევის ფაქტს, აღნიშნული დოკუმენტის სისხლის სამართლის საქმეზე დართვის კანონიერებასთან დაკავშირებით იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ და მასში ასახული ინფორმაციის ხასიათიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ უნდა მომხდარიყო მისი მიღება და გაზიარება. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ამასთან მიუთითებს, რომ სამედიცინო ბარათი არის შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ გაცემული, სპეციალურად დადგენილ, შესაბამის ფორმაში შესრულებული და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, რომლის სისწორესა და ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძელიც სააპელაციო პალატას არ გააჩნია.
რაც შეეხება თავად მსჯავრდებულის მიერ გაკეთებულ განმარტებას იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაში დაეუფლა თ------------–---–ის მობილურ ტელეფონს, პალატა თვლის, რომ აღნიშნული ინფორმაციის გაზიარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ გაჟღერებული გარემოებები წინააღმდეგობაშია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან და ემსახურება მხოლოდ მისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას. მსჯავრდებული ცდილობს წარმოაჩინის, რომ თითქოს საერთოდ არ ქონია სხვისი ნივთის დაუფლების განზრახვა; შემთხვევის ადგილი კი ისე დატოვა, რომ კარგად ვერც გააცნობიერა ხელში სხვისი მობილური ტელეფონის ჭერის ფაქტი. მისივე განმარტებით, ნივთის გაყიდვა არ უფიქრია. ვინაიდან ღამის გასათევად ესაჭიროებოდა გარკევული თანხა და სხვა გამოსავალი არ ქონდა, ტელეფონი დროებით დაუტოვა მეგობარს 100 ლარის სანაცვლოდ, ხოლო მომდევნო დღეს დაიბრუნებდა და გადასცემდა დაზარალებულს. მსჯავრდებულის აღნიშნული განმარტება აშკარად წინააღმდეგობაშია კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის მოწმე გ----------------ას ჩვენებასთან, რომელმაც სასამართლოს წინაშე ნათლად განმარტა, რომ გ---------------–---ძემ მიყიდა „Iphone 6S“-ის მოდელის მობილური ტელეფონი და იგი დროებით არ ჩაუბარებია.
დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მიერ არ ჩატარებულა ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები, რომლითაც დადასტურდებოდა გ---------------–---ძემ ნამდვილად შეაღწია თუ არა დაზარალებულის ბინაში. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა ექსპერტიზების დანიშვნას და შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თუმცა აღნიშნული ექსპერტიზების ჩაუტარებლობა არ ნიშნავს სხვა კანონიერი მტკიცებულებების გაუზიარებლობასა და არ იწვევს მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ ქმედების ჩადენა სწორედ იმ ფაქტობრივ გარემოებებში, რაც მოცემულია მისი ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, ქმნიან იმ უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ---------------–---ძის მიერ უკანონოდ, ფიზიკური ძალის გამოყენებით შეღწევას დაზარალებულის ბინაში და მისგან მობილური ტელეფონის დაუფლებას აშკარად, ძალადობის ხერხით.
რაც შეეხბა გ---------------–---ძის მიერ ჩადენილი ქმედების სხვა დამაძიმებელ გარემოებებს, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის განაჩენით. 2018 წლის 13 აპრილს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად კი მან არასრულწლოვან დაზარალებულს - თ------------–---–ს მიაყენა 1135 ლარის და 60 თეთრის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
პალატა აღნიშნავს, რომ არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა იგი უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. აუცილებელია არა, სახეზე იყოს მტკიცებულებათა სიმრავლე და მათი „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი მტკიცებულებები იყოს ისეთი კატეგორიული ხასიათისა და ძალის, რაც გადაწონის დაცვის მხარის ვერსიას პირის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და ობიექტური დამკვირვებლისთვის არ დატოვებს ეჭვს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად განახორციელა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება. ასევე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად, მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა წარმოდგენის საჭიროება (Jalloh v. Germany, №54810/00 11/07/2006; § 96;).
პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც გ---------------–---ძეს წარედგინა ბრალი. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ---------------–---ძემ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ გ---------------–---ძის მიმართ დანიშნული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელი; ამასთან, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულია სასჯელთა სრულად შთანთქმის პრინციპი და ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ---------------–---ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი;
გ---------------–---ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---------------–---ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
გ---------------–---ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 27 თებერვლიდან; მასვე, სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 14 აპრილიდან - 2019 წლის 26 თებერვლის ჩათვლით თავისუფლების აღკვეთის პერიოდი.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი დაულუქავ მდგომარეობაში, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ამოღებული თ------------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირებზე და 10 (ათი) ცალი დაქტილოფირი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი
ლ.თევზაძე