განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2019
საქმის ნომერი
080100111022859
ინსტანცია
დავის ტიპი
18 - 144 (1) 1
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N080100111022859

N1/ბ-147-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმდჯომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - დათო ცირეკიძის

მსჯავრდებულის - გ------ა გ----–----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ა გ----–----ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, მცხ. ქ.ქუთაისი შ. ა-------------–-ს ქ. N6;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------ა გ----–----ემ ჩაიდინა:

 

- თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით;

 

-თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

-თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2010 წლის 6 დეკემბერს სისხლის სამართლის საქმეზე გ------- ლ------ის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაუსწრებლად ბრალდებულად იქნა ცნობილი გ------- ბ----–--ე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა. 2010 წლის 8 დეკემბერს, ბრალდებულის ახლობლებთან შეთანხმების შედეგად, გ------- ბ----–--ის ინტერესების დაცვა დაევალა ადვოკატ გ------ა გ----–----ეს. ბრალდებული დაკავებულ იქნა 2010 წლის 28 დეკემბერს. ადვოკატმა გ------ა გ----–----ემ გ------- ბ----–--ის ინტერესების დასაცავად მოითხოვა 500 ლარი, რაც გადასცეს ბრალდებულის ოჯახის ახლობლებმა.

 

გამოძიების მიმდინარეობისას ადვოკატმა განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდა დასაცავი პირის, გ------- ბ----–--ის ნათესავების დიდი ოდენობით ფულად თანხას. განზრახვის განსახორციელებლად, მან ბრალდებულის ოჯახის წევრები შეიყვანა შეცდომაში, კერძოდ, შეპირდა, რომ თუკი ჯარიმის სახით გადაიხდიდნენ 20000 ლარს, გ------- ბ----–--ეს გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და მიესჯებოდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. რეალურად კი პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობდა. მანვე, აღნიშნული 20 000 ლარის გადაცემა მოითხოვა წინასწარ და დაპირდა მათ, რომ საჭიროების შემთხვევაში თავად გადაიხდიდა ამ თანხას ბიუჯეტში, ჯარიმის სახით.

 

2011 წლის იანვარში ბრალდებულის ახლობლებმა თ---------- ბ----–--ემ და შ--–-- გ--–-–---–მა, გ------ა გ----–----ეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცეს 20 000 ლარი.

 

მოქმედებდა რა განზრახვის შესაბამისად, 2011 წლის თებერვალში, გ------ა გ----–----ემ კვლავ მოატყუა გ------- ბ----–--ის ოჯახის წევრები, კერძოდ, დაარწმუნა ისინი, რომ თუკი ჯარიმის სახით დამატებით გადაიხდიდნენ 14100 ლარს, გ------- ბ----–--ეს გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და იგი გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან, სინამდვილეში კი იმ ეტაპზე პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის არ მიმდინარეობდა მოლაპარაკება გ------- ბ----–--ესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

 

2011 წლის თებერვალში თ---------- ბ----–--ემ და შ--–-- გ--–-–---–მა, ქუთაისში, ა----–-----–ის გამზირზე, გ------ა გ----–----ეს დამატებით გადასცეს 14 100 ლარი.

 

2011 წლის 31 მარტს პროკურატურასა და გ------- ბ----–--ეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მისჯის შესახებ, რაც დამტკიცებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ, განაჩენის დადგომის შემდეგ კი ადვოკატი გ------ა გ----–----ე მიიმალა.

 

საერთო ჯამში, ადვოკატი გ------ა გ----–----ე ბრალდებულ გ------- ბ----–--ის ოჯახის წევრებისაგან, ჯარიმის სახით გადახდის საჭიროების მოტივით, მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას - 34 100 ლარის ოდენობით.

 

2011 წლის 22 თებერვალს ჯ---- ჩ--–----ას მიმართ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით. 2011 წლის 4 მარტს ადვოკატ გ------ა გ----–----ეს დაუკავშირდა ჯ---- ჩ--–----ა და სთხოვა საქმეში ჩართვა და მისი ინტერესების დაცვა.

 

ადვოკატმა გ------ა გ----–----ემ განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდა დასაცავი პირის, ჯ---- ჩ--–----ას ფულად თანხას. განზრახვის განსახორციელებლად, მან ჯ---- ჩ--–----ას ორდერის ამოსაწერად მოსთხოვა 1000 ლარი. მოთხოვნის შესაბამისად, მას ჯ---- ჩ--–----ამ 2011 წლის 8 მარტს, პირადად გადასცა 200 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 350 ლარი), ხოლო 9 მარტს, სს ,,პ--------------------’’ ფოთის ფილიალის მეშვეობით, გ------ა გ----–----ის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაურიცხა 650 ლარი. შემდგომ, 2011 წლის 10 მარტს, ქ. ქუთაისში შეხვედრისას გ------ა გ----–----ემ ჯ---- ჩ--–----ა კვლავ შეიყვანა შეცდომაში, კერძოდ, სასწრაფოდ მოითხოვა 2000 ლარი, რაც მისი განმარტებით აუცილებელი იყო საქმის მოსაგვარებლად და დასაცავი პირის გასამართლებლად. ამასთან, გ------ა გ----–----ემ დაარწმუნა ჯ---- ჩ--–----ა, რომ გაეცნო საქმის მასალებს და 2000 ლარის გადაცემის შემთხვევაში აუცილებლად გაამართლებდა ამ უკანასკნელს. საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტაში დარწმუნებული ჯ---- ჩ--–----ა დათანხმდა გ------ა გ----–----ეს თანხის გადაცემას და 2011 წლის 11 მარტს სს ,,პ--------------------’’ ფოთის ფილიალის მეშვეობით გ------ა გ----–----ეს, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაურიცხა 2000 ლარი. სინამდვილეში კი ადვოკატ გ------ა გ----–----ეს გამოძიების მწარმოებელი ორგანოსთვის არც ორდერი წარუდგენია და არც საქმის მასალებს გაცნობია.

 

2011 წლის აპრილში, საქმეზე ზედამხედველი პროკურორ ვ-–-------- გ--------სთან შეხვედრისას ჯ---- ჩ--–----ას განემარტა, რომ იგი, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირი მიცემული იქნებოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჯ---- ჩ--–----ა დარწმუნდა რა, რომ გ------ა გ----–----ემ იგი შეიყვანა შეცდომაში, მოსთხოვა მის მიერ გადაცემული თანხის დაბრუნება, რის შემდეგაც ადვოკატი გ------ა გ----–----ე მიიმალა.

 

საერთო ჯამში, ადვოკატი გ------ა გ----–----ე თალითობის გზით დაეუფლა ჯ---- ჩ--–----ას კუთვნილ თანხას 3000 ლარის ოდენობით, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

 

2011 წლის 4 აპრილს სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით ბრალდებულ ბ--- შ----ის მამასთან, ზ---- შ----ესთან შეთანხმების შედეგად, ბრალდებულის ინტერესების დაცვა დაევალა ადვოკატ გ------ა გ----–----ეს. გ------ა გ----–----ემ ბ--- შ----ის ინტერესების დასაცავად მოითხოვა 500 ლარი, რაც გადასცეს ბრალდებულის ოჯახის წევრებმა.

 

გამოძიების მიმდინარეობისას, ადვოკატმა განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდა ზ---- შ----ის ფულად თანხას. განზრახვის განსახორციელებლად, მან ბრალდებულის ოჯახის წევრები შეიყვანა შეცდომაში, კერძოდ, მოითხოვა მისთვის 4000 ლარის გადაცემა, საიდანაც მისი განმარტებით 1000 ლარით დაზარალებულს თავად აუნაზღაურებდა ზიანს, ხოლო 3000 ლარს ჩარიცხავდა სახელმწიფო ბიუჯეტში ბ--- შ----ისათვის საპროცესო შეთანხმებით დასაკისრებელი ჯარიმის უზრუნველსაყოფად, მოთხოვნის შესაბამისად, ზ---- შ----ემ 2011 წლის აპრილის ბოლოს, ქუთაისში შეხვედრისას პირადად გადასცა გ------ა გ----–----ეს 4000 ლარი.

 

მოქმედებდა რა განზრახვის შესაბამისად, ზ---- შ----ესთან არსებული შეთანხმების მიუხედავად, გ------ა გ----–----ემ არც დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი და არც საპროცესო შეთანხმებით დასაკისრებელი ჯარიმის თანხის უზრუნვლეყოფა მოახდინა, მან ზ---- შ----ის კუთნვილი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და მიიმალა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 4000 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2011 წლის 27 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბრალდებულ ბ--- შ----ეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 11 თვის და 27 დღის ვადით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განაჩენით გ------ა გ----–----ე მსჯავრდებულ იქნა დაუსწრებლად, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - 07 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 41-ე, 42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით - 07 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით - 07 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები სრულად შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ----–----ეს განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 3500 ლარი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით გ------ა გ----–----ის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ კანონი და იგი გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან - 21 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთისაგან. სხვა---წილში კი განაჩენი უცვლელი დარჩა.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებული გ------ა გ----–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში და იგი გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან. აპელანტს მიაჩნია, რომ დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება ზედმეტად მკაცრი სასჯელია, სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი შემოსავლები და ეკონომიური მდგომარეობა.

 

მსჯავარდებულის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ გ------ა გ----–----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორს, დათო ცირეკიძეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ა გ----–----ის მიმართ შერაცხული მსჯავრი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების: გ-- ბ----–--ის, ჯ---- ჩ--–----ას, ზ---- შ----ის ჩვენებებით; მოწმეების: გ------ შ----ის, მ--–---- ბ----–--ის, გ------- ბ----–--ის, დ----- ს-------ს, ნ----- გ--–-–---–ის, ა--- ს---------ის, შ--–-- გ--–-–---–ის, თ---------- ბ----–--ის, მ------ ქ------ის, ხ---ა ყ-------–---–ის, რ----ი ლ-------ის, მ------ შ----ის, ლ---ა შ----ის, ლ-------ა მ--------ის, თ----- ი---–---–-ს, დ----- მ-------ის, ხ------ა შ----ის, რ----- შ----ის, ვ-–-------- გ-------ის, დ----- ხ-----–---–ის ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისაგან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართ ლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართ ლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართ ლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართ ლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

 

სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, ნასამართლობის არმქონეა, ასევე ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა გ------ა გ----–----ემ სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას წარმოადგინა დოკუმენტაცია, კერძოდ, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ გ------ა გ----–----ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ გ------ა გ----–----ის მიერ 2011 წლიდან დღემდე (04.03.2019წ) მიღებული შემოსავალი შეადგენს 0 ლარს, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებული გათავისუფლდეს გასაჩივრებული განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის მოხდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ------ა გ----–----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განაჩენში და ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შეტანილ იქნას ცვლილება იმ მიმართებით, რომ გ------ა გ----–----ე გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული 3500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდისაგან.

 

დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე