განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2019
საქმის ნომერი
330100118002717370
ინსტანცია
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002717370

საქმე №1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული: ვ--–-------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, წ---------------ეს უბანი, კორპუსი №---, ბინა №-.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი: განაჩენთა ერთობლიობით, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ--–-------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი--------------–---–მა და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასჯელის შემსუბუქება. დაცვის მხარის პოზიციით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ვ--–-------------ის ჯანმრთელობის მდგობარეობა, კერძოდ, ის, რომ მას აქვს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა, რის გამოც გარკვეული პერიოდი გაატარა სამკურნალო დაწესებულებაში. ვ--–-------------მა შეძლო გაეხსენებინა მის მიერ დანაშაულის ჩადენა და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კი მსჯავრდებულის აღიარება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, დაცვის მხარე ითხოვს ვ--–-------------ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუქბუქებას.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ვ--–-------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 4 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, წ---------------ეს უბანი, კორპუსი №---, ბინა №--ში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ--–-------------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას ს-----–-----------–---–ს, კერძოდ, ვ--–-------------მა დედამისს მოსთხოვა ალკოჰოლური სასმელის მოტანა, უარის მიღების შემდეგ კი მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა, რომ დანით მოჭრიდა თავს და შემდეგ სახლშივე დაწვავდა. ს-----–-----------–---–მა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ვ--–-------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, წინასწარ შეცნობით არასრულწლოვა--- მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ვ--–-------------ი და მისი არასრულწლოვანი დისშვილი ცხოვრობდნენ ერთად. 2018 წლის 4 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, წ---------------ეს უბანი კორპუსი №---, ბინა №--ში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ--–-------------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან მუდმივად მცხოვრებ არასრულწლოვან დისშვილს ა----------–---–ს, კერძოდ, ვ--–-------------მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა, რომ დანით ყელს გამოჭრიდა. ა----------–---–მა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ს-----–-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შვილთან - ვ--–-------------თან და შვილიშვილთან - ა----------–---–თან ერთად ცხოვრობს თბილისში, წ---------------ეს უბანი, კორპუსი №---, ბინა №--ში. მისი შვილი - ვ--–-------------ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის ივნისის თვეში, რის შემდეგაც ცხოვრობენ ერთად. ვ--–-------------ს აქვს ცალკე ბინა, რომელიც მან გააქირავა და საცხოვრებლად მის სახლში გადავიდა. გათავისუფლებიდან მალევე, სექტემბრის თვიდან მისმა შვილმა დაიწყო ალკოჰოლური სასმელის სისტემატური მიღება, რის შედეგადაც ხდებოდა აგრესიული და ოჯახის წევრებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 3 ოქტომბერს, ნასვამმა ვ--–-------------მა მას მოსთხოვა ალკოჰოლური სასმელის შეძენა. უარის მიღების შემდეგ, კი დაუწყო ყვირილი, უცენზურო სიტყვებით ლანძღვა და ემუქრებოდა, რომ დანით მოკლავდა და სახლს გადაწვავდა, ასევე აფრთხილებდა რომ პოლიციისადმი მიმართვის შემთხვევაში მუქარას სისრულეში მოიყვანდა. ვ--–---ი არასრულწლოვან დისშვილს, ა----------–---–საც ეჩხუბებოდა, მისგან მოითხოვდა სამსახურისთვის თავის დანებებას და ემუქრებოდა. აღნიშნულის გამო, ანა იყო შეშინებული და ყვიროდა. ვ--–-------------ის მიერ მუქარის ფაქტი განმეორდა 2018 წლის 4 ოქტომბერსაც. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ--–-------------მა კვლავ განახორციელა მუქარა ოჯახის წევრების მიმართ, იგი იყო აგრესიული, აჯანჯღარებდა მას და დანით ხელში ემუქრებოდა, რომ მოკლავდა და სახლს გადაწვავდა, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ასევე არასრულწლოვან დისშვილსაც. ვ--–---ი ამბობდა, რომ მისთვის სულერთი იყო მიმართავდნენ თუ არა ოჯახის წევრები პოლიციას, ვინაიდან ციხიდან გამოსვლის შემდეგ ორივეს მაინც დახოცავდა. ს-----–-----------–---–ის განმარტებით, მისი შვილის აგრესიულმა ქმედებებმა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის რეალურად განხორციელების შიშმა აიძულა მიემართა პოლიციისათვის, რისგანაც მანამდე თავს იკავებდა შვილისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით.

 

არასრულწლოვანი დაზარალებულის ა----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბებიასთან - ს-----–-----------–---–თან და ბიძასთან - ვ--–-------------თან ერთად ცხოვრობს თბილისში, წ---------------ეს უბანი კორპუსი №---, ბინა №--ში. ვ--–-------------ი 2018 წლის ივნისის თვეში გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მას შემდეგ ცხოვრობდნენ ერთად. ვ--–-------------ი სისტემატურად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შედეგადაც ხდებოდა აგრესიული, იგინებოდა, ყვიროდა და ემუქრებოდა ოჯახის წევრებს. 2018 წლის 3 ოქტომბერს როდესაც იგი სამსახურიდან დაბრუნდა ვ--–-------------მა დაუწყო ჩხუბი, უყვიროდა და ემუქრებოდა, რომ თუ სამსახურს თავს არ დაანებებდა ყელს გამოჭრიდა. გასაშველებლად ბებია - ს-----–-----------–---–ი ჩადგა შუაში, რის გამოც ვ--–-------------მა მასაც დაუწყო ყვირილი და ემუქრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან შეეშინდა, პოლიციაში არ განუცხადებია. 2018 წლის 4 ოქტომბერს, ოჯახში შექმნილი სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. საღამო ხანს გაღვიძებულმა ვ--–-------------მა ს-----–-----------–---–ს მოსთხოვა ალკოჰოლური სასმელის შეძენა, ხოლო უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, დაიწყო უცენზურო სიტყვებით გინება და მუქარა დედისა და მის მიმართ, „ყელს გამოგჭრით, მოგკლავთ და დაგწვავთო.“ მან ბიძას განუცხადა, რომ პოლიციას მიმართავდა, თუმცა არც ეს აღმოჩნდა შემაკავებელი და ვ--–-------------ი განაგრძობდა მუქარას. მან ბიძის მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურად აღიქვა და ძალიან შეეშინდა, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ იგი ნასამართლევია სიდედრის დაჭრის ფაქტზე. ვ--–-------------ის აგრესიისა და მუქარის მოთმენა შეუძლებელი გახდა, რის გამოც, მან და ბებიამ მიმართეს პოლიციას, მოხდა მათი გამოიკითხვა, მეორე დღეს კი ვ--–-------------ი დააკავეს.

 

ბრალდებულმა ვ--–-------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 28 ივნისს გათავისუფლდა ციხიდან და საცხოვრებლად დედასთან გადავიდა, რომელიც უარყოფითი პიროვნებაა და კონფლიქტური დამოკიდებულება აქვს ოჯახის ყველა წევრთან, რის გამოც მასთან ცხოვრებას ყველა გაურბის. მას აინტერესება მხოლოდ ფული და რჩენას მოითხოვს როგორც ვ--–---ისგან, ისე არასრულწლოვანი ა---გან. დედასთან მუდმივი კონფლიქტის გამო, მან დაიწყო ალკოჰოლური სასმელის სისტემატური მიღება, ყოველდღიურად იღებდა 2-3 ბოთლს, რის გამოც, ხანდახან არ ახსოვდა მომხდარი ფაქტები. მას არ მოსწონდა ა--- სამსახური, ვინაიდან იგი მუშაობდა თურქულ ბარში და მთელი ღამე გასული იყო სახლიდან. აღნიშნულის გამო, მან დიშვილს არაერთხელ მისცა შენიშვნა, რაც ა--- არ მოეწონა და გაბრაზდა მასზე. დედას და დისშვილს უნდოდათ მისი თავიდან მოშორება და ამ მიზნით მიმართეს პოლიციას. აღნიშნულის თაობაზე ნაცნობმა პოლიციის თანამშრომელმა მანამდე გააფრთხილა კიდეც, რომ დედამისი რაღაც არასასიამოვნოს უმზადებდა.

 

მტკიცებულებების ნაწილი - კერძოდ მოწმეების: ვ----–-------ის, ა---------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, №------ შემაკევებელი ორდერი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 07 აპრილის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის განაჩენები, №---- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ--–-------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, წინასწარ შეცნობით არასრულწლოვა--- მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საუძვლიანი შიში.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ვ--–-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ვ--–-------------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგნეს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ასევე ის, რომ მან ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდეოლ ვადაში.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. ასევე, იმ გარემოებას, რომ ვ--–-------------მა დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრების მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოადგენს დამაძიმებელ გარემობას.

 

პალატა მსჯავრდებულ ვ--–---ი ჩ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებაზე, კერძოდ, დანაშაულის მოტივზე (მუქარა, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ), ასევე ქმედების ინტენსივობაზე და ხასიათზე, რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ვ--–-------------ის ქმედება წარმოადგენს ოჯახის წევრებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველს, მიუთითებს მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.

 

პალატა თვლის, რომ ვ--–-------------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე სამართლიანად და კანონიერად იქნა განსაზღვრული საბოლოო სასჯელი. პალატის შეფასებით, ვ--–-------------ისთვის დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, ამიტომ მისი შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ--–-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ვ--–-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ვ--–-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 2 (ორი) წლით

თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ--–-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ვ--–-------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ--–-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ვ--–-------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 ოქტომბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე