განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002378952
საქმე №1ბ/1704-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-------------ის, გ-------–---–------ის
მსჯავრდებულის: თ----------------ის
ადვოკატის: დ-----------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------–---–------ის და მსჯავრდებულ თ----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------) მსჯავრდებულ თ-------------------------------, დ----------–------- წ-–-------------- საქართველოს მოქალაქის (----------------------- ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-------------------------------------------–-, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ----------------მა ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
მანვე ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
20---–-–----------------–---------–-----------------------------–--–---------–---------–---–------------–-- თ----------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, თ-------------ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2----–-–----------------–-----------------–--------–--–-------–--–---–--------------–-- თ----------------მა დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა მისი მეუღლის თ------------ის მიმართ, რის შედეგადაც თ-------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები) ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მყოფი თ----------------ი 2----–-–----------------------------–--------–--–----------------------–---ტარებდა ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, ქარხნული წესით დამზადებულ დანას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----------------მა ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
მანვე ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2----–-–----------------–-, ღამის საათებში, თ---–--–-------–--–---–--------ში თ----------------მა დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა მისი მეუღლის თ------------ის მიმართ, რის შედეგადაც თ-------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები) ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მყოფი თ----------------ი 2----–-–----------------------------–--------–--–----------------------–---ტარებდა ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, ქარხნული წესით დამზადებულ დანას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:
თ----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
თ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით – ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თ----------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 5 (ხუთი) წელი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ თ----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–---–------ემ და მსჯავრდებულ თ----------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ-----------------–---–მა.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივრით ითხოვს თ----------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ თ----------------ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, პროკურორი მიიჩნევს, რომ ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, დაზარალებულ თ------------ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია ექსპერტიზის დასკვნასთან. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ თ----------------ისათვის დანიშნული სასჯელი არასამართლიანია, იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. პროკურორი უსამართლოდ მიიჩნევს განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელსაც და აღნიშნავს, რომ მოცემული სასჯელის მოხდის შემდგომ კვლავ არსებობს საფრთხე და რისკები, რომ თ----------------მა ჩაიდინოს დანაშაული დაზარალებულ თ------------ის მიმართ. რის გამოც ითხოვს სასჯელის გამკაცრებას.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულ თ----------------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ-----------------–---–ი ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადაგენას იმ საფუძვლით, რომ ჩხრეკის დროს თ----------------ს დანა არ ჰქონია და პოლიციელბმა ჩაუდეს. მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით დაცვის მხარე მიიჩნევს რომ თ----------------ის მსჯავრდება მოხდა საქმის შედეგით დაინტერესებული პირების ჩვენებების საფუძველზე.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი თ----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. თ----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა კი უტყუარად არის დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
მოწმის სახით დაკითულმა დაზარალებულმა თ-------------მ ღნიშნა, რომ 2002 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა თ----------------თან და ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში, თ------ის ნარკოდამოკიდებულება იყო დაძაბული ურთიერთობისა და ხშირი კონფლიქტების საფუძველი, რის გამოც მეუღლეები პერიოდულად შორდებოდნენ ერთმანეთს და კვლავ რიგდებოდნენ. იგი (დაზარალებული) ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას. საბოლოოდ, დაშორდნენ 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში, როდესაც თ------მა საკუთარ დედას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გახდა მისი (დაზარალებულის) სახლიდან წასვლის მიზეზი და დაზარალებული შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ფ--–--–---–-----------, დედასთან და ბებიასთან. 2018 წლის 26 თებერვალს, კონფლიქტის პროვოცირების თავიდან არიდების მიზნით, თ-----მა თ----------------თან წინასწარი შეთანხმებით და მასთან ერთად, შვილი წაიყვანა ექიმთან. კლინიკაში ვიზიტის შემდეგ, გ------- დატოვეს ფ--–--–---–----------- სახლთან. იგი (დაზარალებული)სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო და მეუღლეც თან გაჰყვა. გზაში თ------მა სთხოვა, რომ მამაოსთან შეევლოთ, თუმცა რადგან სამსახურში ეჩქარებოდა უარი უთხრა, რის გამოც თ------ი გახდა აგრესიული და მარჯვენა მუშტი დაარტყა მარჯვენა მკლავზე. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მოხდა თ-----აშვილის ქუჩაზე, დაზარალებულის ა/მანქანაში, ტკივილისაგან მანქანას ვეღარ მართავდა, თუმცა თ------მა პატარა ვერცხლისფერი დანა ამოიღო ჯიბიდან, სასაფლაოსკენ წასვლა უბრძანა და დაემუქრა, რომ „თავს გაუჩეჩქვავდა, მოკლავდა“. გადარჩენის მიზნით, მან (დაზარალებულმა) დაარწმუნა თ------ი, რომ შერიგდებოდნენ და სახლში მიიყვანა, თავად კი სამსახურში ვეღარ წავიდა, შინ დაბრუნდა და დედას და ბებიას უამბო მომხდარის თაობაზე. 2----–-–----------------–-, იმყოფებოდა სამსახურში, თ----------------მა მიწერა სმს და შერიგების თემით დაინტერესდა, მან (დაზარალებულმა) მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, უარი უთხრა შერიგებაზე, რაც თ------მა ადეკვატურად მიიღო და მეუღლეები შეთანხმდნენ, რომ იგი (დაზარალებული) მისი (თ----------------ის) სახლიდან ნივთებს წაიღებდა. 2----–-–----------------–-, დაახლოებით 23:10 საათზე, თ----------------მა გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება, სადაც შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდა მათ შვილსაც და ემუქრებოდა, რომ არ აპატიებდა. აღნიშნული შეტყობინებიდან მალევე, გაისმა ზარი, მან (დაზარალებულმა) დაინახა, რომ კართან მისი შვილი გ------- იდგა, რის გამოც კარი გააღო. მოულოდნელად ბინაში შევიდა აგრესიული თ----------------ი, რომელიც დარბოდა და ყველას აგინებდა, ოჯახის ყველა წევრს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მან (დაზარალებულმა) ბინიდან გაქცევით შეძლო თავის დაღწევა და ზედა სართულის მეზობლის, - ე-–----–-----–--ს ბინას შეაფარა თავი. ე-–---ს ბინაში თ------იც შეჰყვა, რომელმაც პატარა ვერცხლისფერი დანა ამოიღო და უყვიროდა, რომ მოკლავდა. ე-–--- თ------ს ყელზე ჩამოეკიდა და დამშვიდებას სთხოვდა, თუმცა თ------მა მეზობელი მოიშორა და მეუღლის მიმართულებით წავიდა, მაგრამ თ-----მა შეძლო ბინის ღია კარიდან გაქცევა, ჩავიდა თავის სახლში და კარი შიგნიდან ჩაკეტა. მეგობარს ნ--------–--ეს სთხოვა საპატრულო პოლიციის გამოძახება, მათ მისვლამდე კი კარი ოჯახის წევრებსაც კი არ გაუღო. დაზარალებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ესაუბრა ოჯახის წევრების გარეშე და მათ გამოცეს მხოლოდ შემაკავებელი ორდერი, ვინაიდან მან (დაზარალებულმა) შვილების მამა კვლავ დაინდო და არ უამბო მათ დანით მუქარისა და წინა დღეს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის თაობაზე. მიუხედავად შემაკავებელი ორდერისა, საპატრულო პოლიციის წასვლის შემდეგ, თ----------------მა კვლავ განაგრძო მუქარის შემცველი სმს-ების გაგზავნა, ცინიკურად ეკითხებოდა, თუ რას მოიმოქმედებდა ოცდაათდღიანი შემაკავებელი და ექვსთვიანი დამცავი ორდერის ვადის გასვლის შემდეგ, იმავდროულად ემუქრებოდა, რომ 2----–--–----------------------------–------- იქნებოდა დასამახსოვრებელი.” დაზარალებულის განმარტებით, „მას სულ ეშინოდა“ თ------ის, თუმცა იმ ღამით მიღებული მუქარის შემცველი სმს-ები რეალურად აღიქვა და ძალიან შეეშინდა, რის გამოც ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა და განცხადებით მიმართა პოლიციასაც. დაზარალებულის განმარტებით, საგამოძიებო ორგანოში დაიკითხა, მისივე თანხმობით დათვალიერდა მობილური ტელეფონი, სადაც ფიქსირდებოდა თ----------------ისაგან მიღებული მუქარის შემცველი სმს-ები, ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. მანვე განმარტა, რომ 2018 წლის 26 თებერვალს, ა/მანქანაში განხორციელებული ძალადობის შემდეგ, თ------ი მიიყვანა ე.წ. „მეტადონის პროგრამაში“ და გარეთ ელოდებოდა, ჰქონდა წასვლის საშუალებაც, თუმცა იმის შიშით, რომ თ------ს ნებისმიერ დროს შეეძლო მის სახლში შევარდნა, დარჩა ადგილზე. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ იმავე დღეს, მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ნამდვილად ავიდა მასთან სახლში და შეპირდა, რომ შერიგდებოდნენ. დაზარალებულის განმარტებით, შიშის გამო თ----------------ის ყველა სურვილს ასრულებდა, ვინაიდან წარსულში არაერთხელ შევარდნია სახლში, მათ შორის იარაღით და ხელით შეხებია როგორც მას (დაზარალებულს), ისე მის დედას. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში, მუდამ გვერდში ედგა მეუღლეს და ცდილობდა მის გამოსწორებას.
მოწმე თ----------ის ჩვენებით, დაზარალებულ თ------------ის დედაა. მისი შვილი 2002 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა თ----------------თან, თანაცხოვრების პერიოდში კი განიცდიდა მუდმივ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, აგრეთვე მუქარას, თ------ი ნარკოდამოკიდებულია და ხშირად ეს იყო მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი, თუმცა თ-----ი პოლიციას არ მიმართავდა და იმედი ჰქონდა, რომ ოჯახს შეინარჩუნებდა. 2018 წლის 26 თებერვალს, სამსახურიდან წავიდა თ-----ი იმ მიზნით, რომ შვილი, - გ------- ექიმთან წაეყვანა. სახლში დაბრუნებულ მას (მოწმეს) შვილიშვილმა უთხრა, რომ მშობლებმა სახლთან დატოვეს და თავად მანქანით წავიდნენ. დაახლოებით შვიდ საათზე, თ-----ი სახლში დაბრუნდა ატირებული, შეშინებული და უამბო, რომ თ-----მ მისგან მოითხოვა მამაოსთან წასვლა, უარის მიღების შემდეგ, ძალით წაიყვანა მეგობრების საფლავზე, გზაში კი თ------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანით მუქარას და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც თ-----ს მარჯვენა ხელზე სილურჯე ეტყობოდა და ტკივილს განიცდიდა, მოგვიანებით ექსპერტიზაც ჩაიტარა. 2----–-–----------------–-, სახლში ყოფნისას, შვილიშვილს გ-------ს დაურეკა მამამ და სადარბაზოში შეხვედრა სთხოვა. გ------- გავიდა და მოწმეც მალევე ჩავიდა მანსარდიდან ქვედა სართულზე, სადაც უკვე დახვდა თ----------------ი, რომელიც აგრესიულად ესაუბრებოდა ცოლ-შვილს. მოწმის განმარტებით, თ------ი ამბობდა, რომ მისი შვილი ამორალურ ოჯახში არ უნდა გაზრდილიყო და მოითხოვდა გ-------ს წაყვანას, იმავდროულად თ-----ს ემუქრებოდა „სულს ამოგხდი, დაგხოცავთო.“ ვინაიდან ბავშვის წაყვანასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არავინ გაუწია, თ------მა ამჯერად აგრესია თ-----ზე გადაიტანა, თუმცა ამ უკანასკნელმა თავს გაქცევით უშველა და მეზობლის, ე-–----–-----–--ს ბინაში შევარდა, მას უკან გაყვა თ------იც. ბინის კარი დაიკეტა, რის გამოც მოწმე შვილს ვეღარ შეყვა, თუმცა მალევე კარი გაიღო და თ-----ი გარეთ გამოვარდა. მოწმის განმარტებით, ე-–---ს სახეზე ფერი არ ედო, ბინაში იატაკზე ეყარა რაღაც ნივთები და მოწმემ იფიქრა, რომ თ------მა მის შვილს ხელი დაარტყა. მის შეკითხვაზე თუ რა მოხდა, ე-–---მ უპასუხა, რომ ძლივს გააგდებინა დანა თ------ის, რომელიც თ-----ს აკუწვით ემუქრებოდაო. თ-----ი საკუთარ სახლში შევარდა და კარი შიგნიდან ჩაკეტა, ოჯახის წევრებსაც კი არ უშვებდა. მალევე ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, თ-----ი ოჯახის წევრების გარეშე ესაუბრა პოლიციის თანამშრომლებს და გამოიცა შემაკავებელი ორდერი. საპატრულო პოლიციის მისვლისას თ------იც ადგილზე იმყოფებოდა და ხმას არ იღებდა. პოლიციამ განუმარტა ბრალდებულს, რომ 30 დღე არ უნდა გაკარებოდა დაზარალებულს, თ------ი კი დაინტერესდა იმით, თუ რა იქნებოდა 31-ე დღეს. მოწმის განმარტებით, თავად თ----------------ის ხელში დანა არ დაუნახავს, ცივი იარაღის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს ე-–----–-----–--მ და შემდეგ უკვე თ-------------მ, რომელმაც უამბო დედას, რომ მეუღლემ დანა გაუშალა და მოკვლით ემუქრებოდა მეზობლის ბინაში, ისეთი შეშინებული იყო, სახლიდან ვეღარ გადიოდა და ფსიქოლოგის დახმარება დაჭირდა. 2018 წლის 28 თებერვალს დილით, დაზარალებულმა დედას უთხრა, რომ თ------ი მთელი ღამე ურეკავდა და მუქარის შემცველ სმს-ებს უგზავნიდა (რაც თავადაც ნახა) და იძულებული იყო, პოლიციისათვის მიემართა, რადგან ეშინოდა მუქარის განხორციელების.
მოწმე ნ--------–--ის ჩვენებით, დიდი ხანია იცნობს თ-------------სა და თ----------------ს, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია დაზარალებულთან აკავშირებს ძალიან ახლო მეგობრობა. თ-----ისგან ფლობს ინფორმაციას, რომ მეუღლეები ხშირად ჩხუბობდნენ და შორდებოდნენ, მაგრამ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და კვლავ რიგდებოდნენ. ბოლო დაშორების მიზეზი არ იცის, თუმცა თ-----ი მეუღლის სახლიდან წამოვიდა და ცხოვრობდა დედასთან და ბებიასთან, ფ--–--–---–-----------, თ------ს კი სურდა მასთან შერიგება. 2018 წლის თებერვლის ბოლოს (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს), ღამით, დაურეკა თ-----მა და ვინაიდან იგი მუშაობს დაცვის პოლიციაში, სთხოვა დახმარებოდა პირადი დაცვის აყვანაში. თ-----ი ძალიან აღელვებული იყო, თ------ი მემუქრება და მომკლავს, მარჯვენა მკლავზე დამარტყა და დალურჯებული მაქვსო. მოწმის განმარტებით, მან დაამშვიდა მეგობარი და უთხრა, რომ საკითხის გარკვევისთანავე დაუკავშირდებოდა. მოგვიანებით დაურეკა თ-----ს, რომელმაც უთხრა, რომ თ------ი მივიდა მასთან და მოკლავდა, შემდეგ კი ტელეფონი გათიშა. ნ--------–--ე ურეკავდა დაზარალებულს და სმს-ებს წერდა, თუმცა თ-----ი აღარ პასუხობდა, რის გამოც ძალიან შეეშინა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია დაზარალებულის მისამართზე, რომ დაეწერათ შემაკავებელი ორდერი. მოწმის განმარტებით, თ-----ისგან ფლობს ინფორმაციას, რომ როგორც ქუჩაში, ისე თ-----ი მეზობლის ბინაში მომხდარი კონფლიქტისას, თ----------------ი მას დაემუქრა დანით.
მოწმე ე-–----–-----–--ს ჩვენებით, თ------------- მისი მეზობელია ფ--–--–---–-----------, ასევე იცნობს დაზარალებულის მეუღლეს, - თ----------------ს. თ-----ი ცხოვრობდა მეუღლის ბინაში ჭ------------------- თუმცა 2018 წლის 26 თებერვლის შემთხვევამდე დაახლოებით ორი თვით ადრე დაბრუნდა დედასთან და ბებიასთან საცხოვრებლად, როგორც თავად დაზარალებულისაგან შეიტყო, სახლიდან წამოსვლის მიზეზი იყო ხშირი ოჯახური კონფლიქტები თ------ის ნარკოდამოკიდებულების გამო. მოწმის განმარტებით, 2018 წლის თებერვლის ბოლო რიცხვებში, ღამით, კარის გაღებისთანავე, მის ბინაში შემოვარდა თ-------------, რომელსაც უკან შეყვა თ----------------ი. ორივე აღელვებული იყო და ჩხუბობდნენ ხმამაღლა, ვინ ვის აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყო თუ არა მუქარა არ ახსოვს, ვინაიდან „ცოლ-ქმრის ჩვეულებრივ ჩხუბზე“ ცუდად გახდა. მეუღლეებს შორის კონფლიქტი რამდენიმე წუთს გაგრძელდა და მალევე დატოვეს მეზობლის ბინა, რის შემდეგაც ნახა ადგილზე მისული საპატრულო პოლიცია. მომხდარი ინციდენტის შემდეგ, იმყოფებოდა თ-----თან, რა დროსაც დაზარალებული დედისა და ბებიის თანდასწრებით ყვებოდა, რომ თ------ს ჰქონდა დანა, მუქარა ახსენა თუ არა არ ახსოვს, თავად მას (ე-–----–-----–--ს) თ------ის ხელში დანა არ დაუნახავს. მოწმის ჩვენებით, მოგვიანებით facebook-ზე მიწერა თ-----ისა და თ------ის მეგობარმა ა-–----მ და შეატყობინა, „მთავარი მოწმე ხარ ლამაზოო“, რაც მუქარად არ აღუქვამს. მოწმემ განმარტა, რომ მისი თანხმობითა და მონაწილეობით, გამომძიებელმა დაათვალიერა ზ/აღნიშნული მიმოწერა თ------ის მეგობართან, ოქმის სისწორე კი დაადასტურა ხელმოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ბ---------–----–---–-ა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 1 მარტს შედგენილი პატაკის სისწორე. აღნიშნული პატაკით მოწმემ მიმართა ხელმძღვანელობას და მიაწოდა ინფორმაცია, რომ თ-------------ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე წარმოებულ სს საქმეზე გამოძიებისათვის საინტერესო პირი თ----------------ი, დაბადებული 0--------- წელს, უნდა იმყოფებოდეს ქ------–--–----------------------ს ეზოში და თან უნდა ჰქონდეს კანონსაწინააღმდეგო ნივთი, დანა.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 1 მარტს, თ------------ის წერილობითი თანხმობით, დათვალიერდა მისი კუთვნილი „---------------ირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებულია „მაგთიკომის“ ქსელში ჩართული სიმბარათი ნომრით 5---------- ხსენებულ ნომერსა და თ----------------ის სარგებლობაში არსებულ სიმბარათის ნომერს 5--------- შორის „Viber”-ის მეშვეობით განხორციელებულია შემდეგი მიმოწერა:
2018 წლის 27 თებერვალს 23:07 საათზე ხმოვანი შეტყობინება
2----–-–----------------–- 23:08 საათზე, 28 თებერვალს 1:15, 1:16, 1:17, 1:18, 7:21, 7:28, 7:29, 7:30 საათზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
ზ/აღნიშნული შეტყობინებებში ფიქსირდება თ----------------ის მხრიდან თ------------ის მისამართით შეურაცხმყოფელი და დამცინავი გამონათქვამები, აგრეთვე მუქარა, რომ საპატრულო პოლიციისათვის შეტყობინების გამო მის ცხოვრებაში „ს---------------–-------–---ა“ და „ეს 2018 მისთვის იქნება წარმოუდგენლად დასამახსოვრებელი“, გარდა ამისა, ბრალდებული ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახორციელებს თ-------------ზე დედისადმი შვილის უარყოფით დამოკიდებულებაზე მითითებით - „გ-----–---------------------------------–----------------------------------------------------------------------“ შეტყობინებებში თ----------------ი აპელირებას ახდენს იმ გარემოებაზე, რომ შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში, 30 დღითა და მაქსიმუმ 6 თვით იქნება დაზარალებული დაცული - ეხლა 30 დღით, მერე მაქსიმუმ 6 თვით და მერე რას აპირებ?“ (გ-----------–---–--------–---–---
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2018 წლის 1 მარტს, თ-------------მ გამომძიებელს მიუთითა ადგილი - ქ.თბილისი, თ------–---–-------ში არსებული შენობის წინ სავალი გზა, სადაც ა/მანქანაში მყოფ თ-------------ს 2018 წლის 26 თებერვალს დაახლოებით 16:00 საათზე, მარჯვენა მკლავში დაარტყა მარჯვენა მუშტი და ადგილი - სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც თ----------------მა იმავე დღეს მიიყვანა დანის მუქარით (გამომძიებელი ლ--------–---–-, ექსპერტები: ნ---------------------------).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–-- დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის ორი დასკვნის სისწორე, კერძოდ:
№--------- დასკვნის თანახმად (შემოსვლის თარიღი 01.03.2018წ გასვლის თარიღი 12.03.2018წ), 01.03.2018წ. მოქ. თ-------------ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით (ზომით 5X2სმ და 1X0.4სმ). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 16 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მუშტი დაარტყა მარჯვენა მხრის მიდამოში).
№--------------------------------–-------–-----------------------–- გასვლის თარიღი 01.03.2018წ), 28.02.2018წ. მოქ. თ-------------ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ აღინიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით (ზომით 5X2სმ და 1X0.4სმ). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები 2-4 დღისაა (შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 26 თებერვალს, შუადღის საათებში, მეუღლემ მუშტი დაარტყა მარჯვენა მხრის მიდამოში, ხოლო 27 თებერვალს - გაურკვეველი საგანი ესროლა სახის მარჯვენა ნახევარში).
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 20 მარტს, ე-–----–-----–--ს წერილობითი თანხმობითა და მონაწილეობით, დათვალიერდა მისივე facebook გვერდზე (დარეგისტრირებული „L----------------------–------------------- სახელით დარეგისტრირებულ პიროვნებასთან 2018 წლის 2 მარტს განხორციელებული მიმოწერა, რა დროსაც A---------- აფრთხილებს ე-–----–-----–--ს, რომ თ----------ის ბრალდების სს საქმეში ფიქსირდება მოწმის სახით, ე-–----–-----–-- კი აფიქსირებს პოზიციას, რომ არ აპირებს ჩვენების მიცემას, ვინაიდან არ ჭირდება ზედმეტი პრობლემები, ასევე მიმოწერით დგინდება, რომ ე-–----–-----–-- ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თ-------------ს საჩივარი დაწერილი აქვს „სასაფლაოს დღესთან“ დაკავშირებით, ხოლო იმ დღის ამბები თ----------------ი „რომ მოვარდა“ დაზარალებულს მოხსენიებული აქვს მხოლოდ საპატრულო პოლიციის მიერ გამოცემულ შემაკავებელ ორდერში (გამომძიებელი ლ--------–---–-, ადვოკატი ი---------–---–-).
შ----------–-------------------------ნახმად, 2018 წლის 28 თებერვალს 00:30 საათზე, მოძალადე თ----------------ს, მეუღლეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან - თ-------------სთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. აღნიშნულ ორდერზე თანდართულ ახსნა-განმარტებაში, მსხვერპლი თ------------- აფიქსირებს, რომ 2----–-–----------------–-, მისი მეუღლე თ----------------ი მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ შეიჭრა მის ბინაში და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებასთან ერთად ადგილი ჰქონდა მუქარასაც.
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2----–-–--------------------------ე, ქ------–--–----------------------ს ეზოში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა თ------ დ---------------------, რომლის პირადი ჩხრეკისას სხვა პირად ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა შარვლის მარჯვენა შიდა მხარეს და ქამარს შორის დამაგრებული ვერცხლისფერი გასაშლელი დანა, ტარზე წარწერით T---- ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით 5 პაკეტად. ოქმში დაფიქსირებულია, რომ:
თ----------------ს მარჯვენა ხელის არათითზე აღენიშნება ნაკაწრი, რომელიც მიიღო პირადი ჩხრეკის ჩატარების დროს წინააღმდეგობის გაწევისას;
დაკავებულმა თ----------------მა პირადი ჩხრეკისას სცადა წინააღმდეგობის გაწევა, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლებს ხელი შეუშალა შარვლის მარჯვენა შიდა მხარესა და ქამარს შორის დამაგრებული ვერცხლისფერი გასაშლელი დანის ამოღებაში, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისა და შესაბამისი ოქმის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: დ----------------------------–--–---–-------------–-------–-–---–--. მათი ჩვენებებით ირკვევა, რომ 2018 წლის 1 მარტს, ქ------–--–---------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, თ----------------ს წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები და გააცნეს დაკავების საფუძველი. დაკავების შემდეგ, დ-------------------------------–--–---–მა პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს თ----------------ს, რა დროსაც მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს და არ აძლევდა მარჯვენა მხარეს, შარვალსა და ქამარს შორის დამაგრებული პატარა ზომის, ვერცხლისფერი დანის ამოღების საშუალებას. პოლიციელებმა პროპორციული ძალის გამოყენებით უზრუნველყვეს დანის ამოღება, რაც სხვა პირად ნივთებთან ერთად დაილუქა ხუთ პაკეტად, ბრალდებულისავე თანდასწრებით. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შეადგინა მ-----–-------–-–---–--- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე ბრალდებული გადაყვანილი იქნა ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებაში. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ დაკავების მომენტში, მათ მიუახლოვდათ თ----------------ის სამი მეგობარი, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ რა ხდებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა მათ აუხსნეს, რომ თ----------------ი დაკავებული იყო და სთხოვეს ადგილის დატოვება, რომ ხელი არ შეეშალათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, რაც ხსენებულმა პირებმა შეასრულეს. ბრალდებულის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, მეგობრები საკუთარი ინიციატივით გაყვნენ მას პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ-----–-----–--- დაადასტურა მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, მოქ. თ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ვერცხლისფერი გასაშლელი დანა ტარზე წარწერით „------ დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით, თ----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით (სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 27 იანვრიდან).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, ზ/აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი თ----------------ს შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 განაჩენით, თ----------------ი ცნობილი იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილების შესაბამისად, სასჯელის სახე და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
თ----------------ის ჩვენებით, 2018 წლის 26 თებერვალს ფიზიკურ ძალადობას და დანით მუქარას მეუღლის მიმართ ადგილი არ ჰქონია, პირიქით, მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს და აღნიშნულის შემდეგ, თ-----ი ნებაყოფლობით მივიდა მასთან სახლში, შეპირდა, რომ შერიგდებოდნენ და ჰქონდათ სქესობრივი ურთიერთობაც. მეორე დღეს თ-----მა უარყო დაპირება შერიგების თაობაზე, რამაც თ------ის გაღიზიანება გამოიწვია და ამ თემაზე სასაუბროდ 27 თებერვალს სახლში მიაკითხა დაზარალებულს. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ თ-----თან სახლში ნამდვილად ჰქონდა ადგილი მეუღლეებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და კონფლიქტს, თუმცა დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა არ ყოფილა მისი მხრიდან, მათ შორის, არც ე-–----–-----–--ს ბინაში. ბრალდებულმა ასევე დაადასტურა თ------------ისათვის მის მიერ გაგზავნილი სმს-ების სისწორე, თუმცა განმარტა, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან „თუ გაპატიო“ არ შეიძლება აღქმული იქნეს რეალურ მუქარად. თ----------------მა ასევე განმარტა, რომ დაკავების დროს არანაირი ცივი იარაღი არ ჰქონია და პირადი ჩხრეკის დროს პოლიციის თანამშრომლებმა „დაუდეს“ დანა ა/მანქანაზე, რომლის დანახვაზე აღშფოთდა და ჰქონდა დანის გადაგდების მცდელობა. მანვე განაცხადა, რომ დაკავებასა და პირად ჩხრეკას შეესწრო მისი სამი მეგობარი: კ---------------------------------------------------------–--------–---------–---–-- რომელთაც მოუწოდა, რომ ვიდეოჩანაწერით დაეფიქსირებინათ დანის „ჩადების“ ფაქტი.
დაცვის მხარის მოწმის გ------- ჭ-------ს ჩვენებით, თ----------------ი მისი ბავშვობის მეგობარია. 2018 წლის 1 მარტს, ჯ----–--------–---------–---–თან ერთად მივიდა ქ--------------------, ე.წ. მეტადონის პროგრამაში, რა დროსაც კლინიკის ეზოში დაინახეს, რომ ბრალდებული დაკავებული ჰყავდათ პოლიციის თანამშრომლებს. მოშორებით იდგა კ-------------------------იც, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა, თ------თან ერთად იყო მისული კლინიკაში. მოწმის ჩვენებით, მიუახლოვდა ბრალდებულს, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მოუწოდეს, რომ დაეცვათ 6 მეტრის დისტანცია, რაც შეასრულეს. მოწმის განმარტებით, მეგობრები (გ.ჭ-------ს განმარტებით, „ჩ-----------------------------–-----------------------–“) დაახლოებით 6 მეტრის მანძილიდან უყურებდნენ მანქანასთან მდგომ თ------ს, რომელიც გარშემორტყმული იყო 5-6 პოლიციის თანამშრომლით, მათ შორის იყო დაძაბული საუბარი. პირადი ჩხრეკისას თ----------------მა დაიძახა დანა დამიდეს და კამერით გადაიღეთო. მოწმის ჩვენებით, კამერით იღებდა კო------------------------ი, მას კი „თვალი არ მოუშორებია“ ბრალდებულისა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებისათვის. მოწმემ დაადასტურა, რომ დაინახა ძირს დაგდებული ვერცხლისფერი, დაახლოებით 10 სმ-იანი დანა და თ----------------ისათვის ბორკილების დადების ფაქტი, თუმცა უარყო, რომ ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებს ძირს ჰყავდათ დაგდებული. მოწმის განმარტებით, ის და ჯ----–--------–---------–---–ი პოლიციის მანქანით გაყვნენ ბრალდებულს განყოფილებაში, ხოლო კო------------------------ი წავიდა კუთვნილი ა/მანქანით. მოწმე გ---------- ჩვენების მიცემისას თავდაპირველად განმარტა, რომ გამომძიებელს უთხრა დანის „ჩადების“ თაობაზე და მან არ დააფიქსირა, მოგვიანებით კი შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი გამომძიებლისათვის არ უთქვამს, ვინაიდან მის მიმართ სს დევნა იყო დაწყებული და მოერიდა დამატებით პრობლემებს.
დაცვის მხარის მოწმის კო------------------------ის ჩვენებით, 2018 წლის 1 მარტს, თ----------------თან ერთად მივიდა ქ--------------------, ე.წ. მეტადონის პროგრამაში. კლინიკიდან გამოსულ თ------ს ორივე მხრიდან ხელკავი გაუკეთეს პოლიციის თანამშრომლებმა და როგორც აღმოჩნდა, აკავებდნენ ოჯახურ ძალადობის ფაქტზე. ბრალდებული მიიყვანეს მანქანასთან, კ-------------ს კი ახლოს არ უშვებდნენ, დაახლოებით 20 წთ ელოდებოდნენ გამომძიებელს ოქმის შესადგენად. მოწმემ განმარტა, რომ მომხდართან დაკავშირებით ურეკავდა ბრალდებულის დედას და ძმას, სატელეფონო საუბრისას მოძრაობდა და თვალიც მოაშორა თ------ს, რა დროსაც მოულოდნელად გაიგო ხმაური და დაინახა მანქანასთან ძირს დაგდებული თ----------------ი მინიმუმ 5 პოლიციელით გარშემორტყმული, რომელიც ყვიროდა დანა ჩამიდეს და გადაიღეთო, თავად კო------------------------ს დანა არ დაუნახავს. მოწმის განმარტებით, მან მხოლოდ ბოლო მომენტის გადაღება შეძლო, თუმცა ისიც პოლიციის თანამშრომლებმა წაუშალეს (ხსენებული პირების ამოცნობა არ შეუძლია). დაკავებულ თ----------------ს თავადაც უკან გაყვა საკუთარი ა/მანქანით განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, დანის „ჩადებასთან“ დაკავშირებით გამომძიებლისათვის ინფორმაცია არ მიუწოდებია, რაც ახსნა იმ გარემოებით, რომ „არ ჩავუღრმავდი, გასტრესილი ვიყავი...მოწმე არ ვიყავი...ახსნა-განმარტებასავით ჩამომართვეს.“ მოწმემ დაადასტურა, რომ მის სიახლოვეს იყვნენ ჯ----–--------–---------–---–ი და გ------- ჭ------- თ----------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას, მათ შორის, იმ მომენტში, როდესაც თ----------------ი ძირს ეგდო.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას თ----------------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს, რადგან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მეირ ხსენებულ ეპიზოდთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება თ----------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ხსენებულ ეპიზდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულ თ------------ის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც მან განმარტა, რომ ის გახდა ძალადობის მსხვერპლი მეუღლის მხრიდან, აღნიშნულს ეჭვქვეშ აყენებს გარემოება, რომ რეალურად დაზარალებულს ე.წ. „მოძალადისგან“ თავის დაღწევა არ უცდია, დაზარალებულის ჩვენების თანახმად, განხორციელებული ძალადობის შემდეგ მან თ----------------ი მიიყვანა ე.წ. ,,მეტადონის პროგრამაში“ და გარეთ ელოდებოდა. ამასთან, აღსანიშნავია გარემოება, რომ მან სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა არა იმ მომენტში ან იმავე დღეს, როცა მისივე განმარტებით მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არამედ მოგვიანებით. რაც შეეხება დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს, აღნიშნული წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენების შემადგენელ ნაწილს და ცალკე აღებული დამოუკიდებელ, უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ; რაც შეეხება მოწმეების - ნ--------–--ის და თ----------ის ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის, - კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ თ----------------ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. პალატა განმარტავს, რომ მუქარის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მუქარა, გულისხმობს მოქმედებას, როდესაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აქვე, პალატა აღნიშნავს, რომ ,,საფუძვლიანი შიშის გრძნობა‘‘ დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, კონკრეტულად კი იმ ადამიანის პიროვნულ თვისებებზე, რომელიც ახორციელებს მუქარას, მსხვერპლის ფსიქიკურ, ემოციურ და პიროვნული მახასიათებლებზე და მუქარის ფორმასა და მის ინტენსიურობაზე. მითითებული ფაქტორების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, მიიჩნევდა, თუ არა ობიექტური დამკვირვებელი კონკრეტულ მუქარას რეალურად აღქმადად, რომელიც კონკრეტული პირს აღუძრავდა რწმენას, რომ მუქარა განხორციელებადია. მოცემულ შემთხვევაში, თ----------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თ------------ის მიმართ მუქარის განხორციელებას, რაც დასტურდება, როგორც დაზარალებულ თ------------ის ასევე, მოწმე თ----------ის და ნ--------–--ის ჩვენებებით, თ----------------ის მიერ თ----------ისათვის გაგზავნილი ხმოვანი და მოკლეტექსტური შეტყობინებებით, რომლის სისწორე დაადასტურა თ----------------ამაც. პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ერთობლიობაში ობიექტურად, უცილობლად გამოიწვევდა დაზარალებულის შიშს, აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს მოწმე ნ--------–--ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმციას დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ - მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიშის გაჩენა. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, იმის შესახებ, რომ თ----------------ს ჩხრეკის დროს დანა არ ჰქონია და დანა პოლიციელებმა ,,ჩაუდეს“. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს, რადგან ის გარემოება, რომ თ----------------ის პირადი ჩხრეკისას 2018 წლის 1 მარტს ამოღებული იქნა ცივი იარაღი - დანა უტყუარდ იქნა დადასტურებული, როგორც თ----------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლის კანონიერებაც შემოწმებული იქნა სასამართლოს მიერ შესაბამის პროცესუალურ ეტაპზე, ისე,მოწმეების ვ------–-–---–------------------------------–-–---–ის ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად განმარტეს თუ რა ვითარებაში ჩაუტარეს ჩხრეკა თ----------------ს. მათი განმარტებით თ----------------მა მათ გაუწია წინააღმდეგობა, იგი არ აძლევდა მათ შარვალსა და ქამარს შორის დამაგრებული პატარა ზომის ვერცხლისფერი დანის ამოღების საშუალებას, თუმცა მათ შეძლეს დანის ამოღება. რაც შეეხება ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები ემსახურება თ----------------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზანს.
რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ განაჩენთა ერთობლიობით დროს სასჯელის დანიშვნისას, თ----------------ის მიმართ არ იქნა გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და მას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა დაემატა.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება სასჯელის გამკაცრების საფუძველი გამხდარიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ თ----------------მა პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება, - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა თ----------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე. საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა თ----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------–---–------ის და მსჯავრდებულ თ----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი თ----------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ თ----------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი თ----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
თ----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
თ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით – ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თ----------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 5 (ხუთი) წელი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ თ----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1 მარტიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - დანა (ინახება ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი