განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210014594244
საქმე №2ბ/5389-17
განჩინება
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - კ---------------–---–ია, მ----------------ია, ზ---–---------ია, გ--------------, ზ------------–---–-, ი---------–---–-, გ--–-----------, ბ--------–-----, ლ-----------–---–--, დ--------–---–-, შპს ,,ჩ---“
წარმომადგენელი - მ--------–---
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,გ------------------–-----“, ბმა ,,ს----------–-------“
აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს ,,ჯ-----------“
წარმომადგენელი - მ-----–-----–-----–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.06.2017 წლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესახებ
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.06.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1. კ---------------–---–იას, მ----------------იას, ზ---–---------იას, გ------------ძის, ზ------------–---–-ს, ი---------–---–-ს, გ--–-----------ს, ბ--------–----ის, ლ-----------–---–--ს, დ--------–---–-ს, შპს ,,ჩ---ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. შპს ”გ------------------–---სს’’ დაეკისრა: კ---------------–---–იას სასარგებლოდ - 7500 ლარის, მ----------------იას სასარგებლოდ - 6000 ლარის, ზ---–---------იას სასარგებლოდ 6000 ლარის, გ------------ძის სასარგებლოდ - 4500 ლარის, ზ------------–---–-ს სასარგებლოდ - 4500 ლარის, ი---------–---–-ს სასარგებლოდ - 4500 ლარის, გ--–-----------ს სასარგებლოდ - 5400 ლარის, ბ--------–----ის სასარგებლოდ - 4500 ლარის, ლ-----------–---–--ს სასარგებლოდ - 5400 ლარის, დ--------–---–-ს სასარგებლოდ - 4500 ლარის, შპს ,,ჩ---ს” სასარგებლოდ - 4000 ლარის ანაზღაურება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
1.2. შპს ,,ჯ----------ს” დაეკისრა: კ---------------–---–იას სასარგებლოდ - 5000 ლარის, მ----------------იას სასარგებლოდ - 4000 ლარის, ზ---–---------იას სასარგებლოდ - 4000 ლარის, გ------------ძის სასარგებლოდ - 3000 ლარის, ზ------------–---–-ს სასარგებლოდ - 3000 ლარის, ი---------–---–-ს სასარგებლოდ - 3000 ლარის, გ--–-----------ს სასარგებლოდ - 3600 ლარის, ბ--------–----ის სასარგებლოდ - 3000 ლარის, ლ-----------–---–--ს სასარგებლოდ - 3600 ლარის, დ--------–---–-ს სასარგებლოდ - 3000 ლარის, შპს ,,ჩ---ს” სასარგებლოდ 16000 ლარის ანაზღაურება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
2. სარჩელი ბმა ”ს----------–-------”-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, ასევე მოპასუხეებისთვის სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2013 წლის 20 ივნისის №13.2.1-- დადგენილებით, დაკმაყოფილდა ბმა „ს----------–-------“-ის თავმჯდომარის - ი------------–-–---–ის განცხადება და ქ. თბილისში, ა-–----------- №1-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გაძლიერება-გამაგრების მიზნით, ამხანაგობას გამოეყო თანხა 489 156 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება; - ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2013 წლის 20 ივნისის №13.2.1-- დადგენილება.
2013 წლის 09 ივლისს დამკვეთს - ბმა „ს----------–-------“-სა და შემსრულებელს შპს „გ------------------–---სს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ, რომლის მიხედვითაც, შპს „გ------------------–---სს“ უნდა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ა-–----------- №1-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გაძლიერება-გამაგრების სამუშაოები ორ ეტაპად, ხოლო პირველი ეტაპის დასრულების ვადა იყო 2013 წლის 31 დეკემბერი. ხელშეკრულების ღირებულება პირველი ეტაპის სამუშაოების წარმოების საპროექტო მონაცემების დათვლით განისაზღვრა 549063 ლარით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
2013 წლის 09 ივლისს ბმა „ს----------–-------“-სა და შპს „გ------------------–---სს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ.
ა-–----------- №1-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გაძლიერებაგამაგრების სამუშაოების პირველი ეტაპისათვის შპს „გ------------------–---სს“ ავანსის სახით გადაეცა 59 906,32 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
2013 წლის 09 ივლისს ბმა „ს----------–-------“-სა და შპს „გ------------------–---სს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ.
- საგადახდო დავალება.
შპს „გ------------------–-----ს“ დირექტორის - ი-------------–---–ის 2013 წლის 23 ივლისის №-- ბრძანებით, ქ. თბილისში, ა-–----------- №1-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გაძლიერება-გამაგრების სამუშაოების სპეციფიკურობის გამო, შეიქმნა ხიმინჯების მბურღავ-მომწყობთა სპეციალური ჯგუფი, სამუშაოს დამთავრების ვადით, შემდეგი შემადგენლობით: 1. კ---------------–---–ია - ჯგუფის ხელმძღვანელი; 2. მ----------------ია - ჯგუფის ტექნიკური მენეჯერი; 3. ზ---–---------ია - სამუშაოთა მწარმოებელი; 4. გ-------------- - ელ. მექნიკოსი; 5. ზ------------–---–- - მბურღავის დამხმარე; 6. ი---------–---–- - მბურღავის დამხმარე; 7. გ--–----------- - მბურღავი; 8. ბ--------–----- - მბურღავის დამხმარე; 9. ლ-----------–---–-- - მბურღავი; 10. დ--------–---–- - მბურღავის დამხმარე. ხიმინჯების მბურღავ-მომწყობთა სპეციალური ჯგუფის წევრთა შრომის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით. ამავე ბრძანებით ჯგუფის ხელმძღვანელს, კ---------------–---–იას დაევალა, უზრუნველეყო ჯგუფის სამუშაო გრაფიკის მომზადება, შრომის ორგანიზება და საერთო ხელმძღვანელობა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება, შპს „გ------------------–-----ს“ დირექტორის - ი-------------–---–ის 2013 წლის 23 ივლისის №-- ბრძანება.
2013 წლის 27 ივლისს შპს „გ------------------–---სსა“ და შპს „ჩ---ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება მანქანა-მექანიზმების და მოწყობილობა-დანადგარების ქირავნობის შესახებ, რომლითაც შპს „გ------------------–---სს“ დროებით სარგებლობაში გადაეცა 6 ერთეული ტექნიკა, ხოლო ხელშეკრულების საგნის ღირებულებად განისაზღვრა თვეში 4000 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 27 ივლისს შპს „გ------------------–---სსა“ და შპს „ჩ---ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
2013 წლის 12 ოქტომბერს ბმა „ს----------–-------“-სა და შპს „გ------------------–---სს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელი - ბმა „ს----------–-------“ გადასცემდა მსესხებელს - შპს „გ------------------–---სს“ 22 000 ლარს მიზნობრივად - ქ. თბილისში, ა-–----------- №1-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გასამაგრებლად და მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013წლის 12 დეკემბერი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013წლის 12ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 77-79); - საგადახდო დავალება.
2013 წლის 03 ნოემბერს, ერთის მხრივ, შპს „გ------------------–---სსა“ (როგორც დამკვეთს) და მეორეს მხრივ, შპს „ჯ----------ს“ (როგორც შემსრულებელს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება (ქვეკონტრაქტი) საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ, რომლის პირველი ეტაპის დასრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა, ხოლო ამავე ეტაპის სამუშაოთა წარმოების ღირებულებამ შეადგინა 409 063 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 2013 წლის 09 ივლისს ბმა „ს----------–-------“-სა და შპს „გ------------------–---სს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით და განისაზღვრა, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა უშუალოდ ბმა „ს----------–-------“-ის მიერ შემსრულებლისათვის (შპს „ჯ-----------“) თანხის ჩარიცხვის გზით ისე, რომ აღნიშნული თანხა არ მოხვდებოდა შპს „გ------------------–-----ს“ ანგარიშზე, რაზეც შპს „გ------------------–---სს“ პრეტენზია არ გააჩნდა. მითითებული ხელშეკრულება (ქვეკონტრაქტი) მოწონებული იქნა ბმა „ს----------–------“-ის თავმჯდომარის - ი------------–-–---–ის მიერ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 03 ნოემბერს შპს „გ------------------–---სსა“ და შპს „ჯ----------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება (ქვეკონტრაქტი) საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ.
2013 წლის 31 დეკემბერს, შპს „გ------------------–---სს“, შპს „ჯ----------ს“ და ბმა „ს----------–-------“-ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2013 წლის 09 ივლისის ხელშეკრულებით საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ და 2013 წლის 03 ნოემბრის ხელშეკრულებით (ქვეკონტრაქტი) ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა სრულყოფილად და შეთანხმდნენ, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა 472 940,89 ლარი გამგეობის მიერ უნდა ჩარიცხულიყო ბმა „ს----------–-------“-ის ანგარიშზე, საიდანაც ამხანაგობა ვალდებული იყო 409 063 ლარი ჩაერიცხა შპს „ჯ-----------ს“ ანგარიშზე, ხოლო 63 877,89 ლარი უნდა ჩარიცხულიყო შპს „გ------------------–-----ს“ საბანკო ანგარიშზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 31 დეკემბერს შეთანხმება შპს „გ------------------–---სს“, შპს „ჯ----------ს“ და ბმა „ს----------–------“-ს შორის.
შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა 409063 ლარის ოდენობით ამხანაგობამ 22.01.2014წ. ჩაურიცხა შპს „ჯ----------ს“, ხოლო 40469 ლარი, 17.02.2014წ. ჩაირიცხა შპს „გ------------------–-----ს“ ანგარიშზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო დავალებები.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
შპს „გ------------------–-----ს“ მიერ 2013 წლის 23 ივლისს გამოცემული #3 ბრძანების მიხედვით შექმნილი ხიმინჯების მბურღავ-მომწყობთა სპეციალურ მუშაკთა ჯგუფის ანაზღაურება 28.07.2013წ. განისაზღვრა სამუშაოთა დასრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მიხედვით, 2013 წლის აგვისტოდან იმავე წლის დეკემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ყოველთვიური ფიქსირებული ოდენობით, კერძოდ, კ---------------–---–იას სასარგებლოდ, თვეში 2500, მურმანი ჩ---------ს - 2000, ზ---–---------იას - 2000, გ------------ძის - 1500, ზ------------–---–-ს 1500, ი---------–---–-ს - 1500, გ--–-----------ს - 1800, ბ--------–----ის - 1500, ლ-----------–---–--ს - 1800, დ--------–---–-ს - 1500 ლარის ოდენობით, რასაც ადასტურებს თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი, შრომის ორგანიზების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის, ჯგუფის ხელმძღვანელის, კ. კ-----–---–--სა და სამუშაოთა მწარმოებლის, ზ. ჩ---------ს მიერ დამოწმებული შრომის ანაზღაურების გრაფიკი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შრომის ანაზღაურების გრაფიკი
ბმა „ს----------–-------“-ის დაკვეთით მრავალსართულიანი სახლის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა პირველად - 06.11.2013წ. და მეორედ - 30.12.2013წ. საექსპერტო დასკვნების თანახმად, პირველ ეტაპზე ჩატარებული სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, დღგ-ს, საავტორო ზედამხედველობისა და საექსპერტო მომსახურების ჩათვლით, საექსპერტო კვლევის მომენტში შეადგენს 140429,05 ლარს, ხოლო 30.12.2013 წლის მდგომარეობით, მეორე ეტაპის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით, განისაზღვრა 392408,16 ლარით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 06.11.2013წ. ექსპერტიზის დასკვნა,- 30.12.2013წ. ექსპერტიზის დასკვნა.
ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულ შესრულებულ სამუშაოთა აქტი #2-ის თანახმად, მანქანა-მექანიზმებისა და ტრანსპორტისათვის ხარჯი სამუშაოების პირველ ეტაპზე, ნოემბრამდე მდგომარეობით, შეადგენს 4000 ლარს (ს.ფ.387), ხოლო მეორე ეტაპზე, დეკემბრის თვისათვის, წარმოებული სამშენებლო-გამარებითი სამუშაოების მიზნით მანქანა-მექანიზმებისა და ტრანსპორტისათვის გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვრულია 16000ლარით.
შპს „გ------------------–---სსა“ (დამკვეთი) და შპს „გ----------ს“ (შემსრულებელი) შორის 2013 წლის 25 დეკემბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს ამავე დროისათვის შპს „გ----------ის“ მიერ 409 063 ლარის ღირებულების სამუშაოთა შესრულების ფაქტი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 25.12.2013წ. მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ 2013 წლის ივლისიდან იმავე წლის ნოემბრამდე, და სამართალურთიერთობაში შპს „გ----------ის“ შემოსვლის შემდეგაც, 2013 წლის ნოემბრიდან სამუშაო პროცესის სრულად დასრულებამდე, ამხანაგობის საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების წარმოება ხორციელდებოდა მოსარჩელეების მიერ შედგენილი მბურღავ-მომწყობთა ჯგუფის მონაწილეობით, ასევე, შპს „გ----------ი“ სამუშაოებს აწარმოებდა შპს „ჩ---ს“ კუთვნილი მანქანა-მექანიზმების გამოყენებით. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგ დასაბუთებას:
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით და 102-ე მუხლებით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამასთან, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მოქმედებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ ყოველ მხარეს ეკისრება იმ ფაქტების მითითებისა და მათი დამტკიცების ვალდებულება, რომლისთვისაც ეს ხელმისაწვდომი და ობიექტურად შესაძლებელია.
ზემოაღნიშნული მტკიცებითი უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით, ის ფაქტი, თუ რა სახის სამუშაოები გასწია მან დარჩენილი 409 063 ლარის ღირებულების ფარგლებში, და, რომ ამ სამუშაოების შესრულებისათვის მოსარჩელე პირების შრომის, ასევე შპს „ჩ---ს“ მანქანა-მოწყობილობების გამოყენება მის მიერ არ მომხდარა, სწორედ შპს „გ----------ის“ მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიერ მითითებული გარემოება, რომ კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების მთლიანი პროცესის განმავლობაში სამუშაოებს ასრულებდნენ ისინი, დასტურდება ასევე, 21.03.2017წ. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ანზორ მარუაშვილის ჩვენებით (ს.ფ.358-368). შპს „გ------------------–---იც“ მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები ასრულებდნენ იმ სამუშაოებს, რაც ქვეკონტრაქტორისათვის იყო განსაზღვრული და, რისთვისაც შპს „ჯ-----------“ უშუალოდ, მათი გვერდის ავლით იღებდა თანხებს.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე შპს „ჯ-----------ს“ მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც იმ ფაქტს დაადასტურებდა, რომ 2013 წლის ნოემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მან იკისრა სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების წარმოება, მისი განხორციელებისათვის მოსარჩელთა შრომა, ასევე შპს „ჩ---ს“ მანქანამექანიზმები არ გამოუყენებია, და სამუშაოებს ასრულებდნენ სხვა დასაქმებულების, ან/და ტექნიკის მეშვეობით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
მოპასუხეებს შორის 2013 წლის 31 დეკემბერს, გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების პირობები, მოსარჩელე ფიზიკური პირები (ე.წ. მბურღავმომწყობთა ჯგუფის წევრები) და შპს „ჩ---“ ფულადი ვალდებულების შესრულებას ითხოვენ, სამივე მოპასუხისაგან სოლიდარულად, თუმცა იმავდროულად, მიიჩნევენ, რომ ადგილი ჰქონდა შპს „გ------------------–-----საგან“ შპს „ჯ-----------სათვის“ ვალის გადაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლით,სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ანვალდებულების საგნის განუყოფლობით.
განსახილველ შემთხვევში, სასამართლომ მიაჩნია, რომ სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის არც ერთი საფუძველი სახეზე არ არის. საქმის მასალები, არც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი არ ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ თითოეულ მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელე ფიზიკური პირების შრომის ანაზღაურების, ხოლო იურიდიული პირისათვის საიჯარო ქირის გადახდის მთლიანი ვალდებულების შესრულებაში მონაწილეობის მიღების მოვალეობა.
მოსარჩელეთა სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული პირის განსაზღვრის მიზნით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
თავდაპირველად, 23.07.2013წ. ბრძანების საფუძველზე, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა კ---------------–---–იას, მ----------------იას, ზ---–---------იას, გ--------------ს, ზურაბ ხუბაშვილს, ი---------–---–ს, გ--–-----------ს, ბ--------–-----ს, ლ-----------–---–--ს, დავით იაშვილსა და შპს „გ------------------–---სს“ შორის, როდესაც ამ უკანასკენლის მიერ შეიქმნა ე.წ. მბურღავ მომწყობთა ჯგუფი, მოსარჩელეების შემადგენლობით, ა-–----------- გამზ. #1ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების წარმოების მიზნით.
ამხანაგობასთან დადებული 09.07.2013წ. ხელშეკრულების შესრულების მიზნით, იმავე სამუშაოების წარმოებისათვის მანქანა-მექანიზმებისა და მოწყობილობა-დანადგარების ქირავნობის ხელშეკრულება, ასევე შპს „გ------------------–-----ს“ მიერ 27.07.2013წ. გაფორმდა შპს „ჩ---სთან“.
სასამართლომ დაადგინა, რომ პირველ ეტაპზე სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების წარმოება ხორციელდებოდა შპს „გ------------------–-----ს“ მიერ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სამშენებლო ობიექტის პროექტირების საინჟინრო ცენტრის შპს „პ---------ის“ 2013 წლის 7 ოქტომბრის წერილის თანახმად, დგინდება, რომ ამ დროისათვის (ჯერ კიდევ, შპს „ჯ----------თან“ 03.11.2013წ. ხელშეკრულების გაფორმებამდე) შესრულებული იყო სამუშაოების ნაწილი, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სამუშაოთა წარმოების გრაფიკს (ს.ფ.84-85). ის ფაქტი, რომ სამართალურთიერთობაში შპს „ჯ-----------ს“ შემოსვლამდე, ანუ 2013 წლის ნოემბრის თვემდე, ფაქტიურად შესრულებული იყო დღგ-ს, ხარჯთაღრიცხვის შედგენისა და სხვა ხარჯების ჩათლით, 140429,05 ლარის ღირებულების სამუშაო, დასტურდება, ასევე ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ.376), ასევე, იმ ფაქტით, რომ შპს „გ------------------–---სს“ აუნაზღაურდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ავანსის სახით მიიღო 59 906,32 ლარი, ხოლო სამუშაოთა საბოლოოდ, დასრულების შემდეგ, 2013 წლის 31 დეკემბერს, შპს „გ------------------–---სს“, შპს „ჯ----------ს“ და ბმა „ს----------–-------“-ს შორის გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე, 63 877,89 ლარი.
2013 წლის 3 ნოემბერს შპს „გ------------------–---სსა“ როგორც დამკვეთს, და შპს „ჯ----------ს“ (როგორც შემსრულებელს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ავარიული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების წარმოების ვალდებულება მთლიანად შპს „ჯ----------ს“ გადაეცა. შპს „გ------------------–-----ს“ ვალდებულებად მხოლოდ სამუშაოთა შესრულებაზე კონტროლი განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულებით, მის ღირებულებად და შპს „ჯ-----------სათვის“ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობად განისაზღვრა გამაგრებითი სამუშაოების საერთო ღირებულებასა და შპს „გ------------------–---ის“ მიერ ფაქტობრივად უკვე შესრულებული სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებით, სხვაობა 409 063 ლარი. მხარეთა შეთანხმებით, აღნიშნული თანხის ჩარიცხვა განხორციელდებოდა უშუალოდ ბმა „ს----------–-------“ის მიერ შემსრულებლისთვის, შპს „ჯ-----------სათვის“ თანხის ჩარიცხვის გზით, ისე, რომ აღნიშნული არ მოხვდებოდა შპს „გ------------------–-----ს“ ანგარიშზე, რაზედაც მას პრეტენზია არ ექნებოდა (იხ. 03.11.2013წ. ხელშ.-ის 3.3 პუნქტი, ს.ფ.64). აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე თანხმობას თავის ხელმოწერით ადასტურებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა„ს----------–------“-ის თავმჯდომარეც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი. თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მოვალე, მაშინ გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 03.11.2013წ. ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის ნოემბრიდან შპს „გ------------------–-----“ გავიდა ურთიერთობიდან და ამხანაგობის კუთვნილი კორპუსის გამაგრებისათვის დარჩენილი მთლიანი სამუშაოების (409 063 ლარის ღირებულების) წარმოების ვალდებულება სრულად შპს „ჯ----------მა“ იკისრა, რაც საბოლოდ, დათქმულ ვადაში შესრულდა კიდეც, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელს აუნაზღაურდა შეთანხმებული 409 063 ლარი. რაც შეეხება შპს „გ----------------------ის“ მიერ წარმოებულ სამუშაოთა პროცესში, 2013 წლის ივლისიდან იმავე წლის ოქტომბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში წარმოშობილ ვალდებულებებს, მათ შორის მოსარჩელეთა მიმართ, მათი შპს „ჯ-----------სათვის“ გადაკისრება არ მომხდარა და ასეთზე მხარეები სსკ-ის 203-204-ე მუხლებით დადგენილი წესით არ შეთანხმებულან.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე ფიზიკურ პირებს არ მიუღიათ შრომის ანაზღაურება, ხოლო შპს „ჩ---ს“ ასევე არ მიუღია შეთანხმებული საიჯარო ქირა, რაც სადავოდ არ გაუხდიათ მოპასუხეებს. მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ ანგარიშსწორებაზე ვალდებული პირის განსაზღვრის საკითხი.
საქართველოს შრომის კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ხოლო 31-ე მუხლი ადგენს დამსაქმებლის ვალდებულებას დათქმულ დროს გადაუხადოს დასაქმებულს შრომის შეთანხმებული ანაზღაურება.
იმ გარემოებების საფუძველზე, რომ მბურღავ-მომწყობთა ჯგუფის წევრების შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იყო ფიქსირებული თანხით, ყოველთვიური ანაზღაურების სახით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ფიზიკური პირების მიერ გაწეული შრომის სანაცვლოდ 2013 წლის აგვისტოდან ოქტომბრის თვის ჩათვლით, სამი თვის მიუღებელი ხელფასის გადახდაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს შპს „გ------------------–-----“, ხოლო, სამართლაურთიერთობაში შპს „ჯ-----------ს“ შემოსვლის შემდგომ, 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ორი თვის ხელფასის ოდენობით სახელფასო ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად მიჩნეული იქნა ეს უკანასკნელი, რადგან, როგორც დადგენილია, ამ დროიდან იგი ახორციელებდა სამშენებლო-გამაგრებით სამუშაოებს და ასევე დადგენილია, რომ ამ მიზნებით საქმიანობას ახორციელებდა მოსარჩელეების მეშვეობით.
ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა მიუღებელი შრომის ანაზღაურების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება შრომის ანაზღაურებისათვის დადგენილი გრაფიკით გათვალისწინებული ხელფასის გარდა ე.წ. "მბურღავ მომწყობთა" ჯგუფის წევრების მიერ სხვა რაიმე ანაზღაურების მოთხოვნის უფლების არსებობა, სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა მათ პოზიციას სარჩელში მითითებული ოდენობით სახელფასო დავალიანების თაობაზე.
მოსარჩელეების შრომის ანაზღაურებას შეადგენს ფიქსირებული თანხა, კ---------------–---–იას მიმართ თვეში 2500, მურმანი ჩ---------ს - 2000, ზ---–---------იას - 2000, გ------------ძის - 1500, ზ------------–---–-ს - 1500, ი---------–---–-ს - 1500, გ--–-----------ს - 1800, ბ--------–----ის - 1500, ლ-----------–---–--ს - 1800, დ--------–---–-ს - 1500ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ”გ------------------–---სს’’ უნდა დაეკისროს 2013 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, სამი თვის სახელფასო დავალიანების: კ---------------–---–იას სასარგებლოდ - 7500 ლარის, მ----------------იას სასარგებლოდ - 6000 ლარის, ზ---–---------იას სასარგებლოდ - 6000 ლარის, გ------------ძის სასარგებლოდ - 4500 ლარის, ზ------------–---–-ს სასარგებლოდ - 4500 ლარის, ი---------–---–-ს სასარგებლოდ - 4500 ლარის, გ--–-----------ს სასარგებლოდ - 5400 ლარის, ბ--------–----ის სასარგებლოდ - 4500 ლარის, ლ-----------–---–--ს სასარგებლოდ 5400 ლარის, დ--------–---–-ს სასარგებლოდ - 4500 ლარის ანაზღაურება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
ხოლო, შპს ,,ჯ----------ს” უნდა დაეკისროს 2013 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეების მიუღებელი ხელფასის (2 თვის) ანაზღაურება - კ---------------–---–იას სასარგებლოდ 5000 ლარის, მ----------------იას სასარგებლოდ - 4000 ლარის, ზ---–---------იას სასარგებლოდ - 4000 ლარის, გ------------ძის სასარგებლოდ - 3000 ლარის, ზ------------–---–-ს სასარგებლოდ - 3000 ლარის, ი---------–---–-ს სასარგებლოდ - 3000 ლარის, გ--–-----------ს სასარგებლოდ - 3600 ლარის, ბ--------–----ის სასარგებლოდ 3000 ლარის, ლ-----------–---–--ს სასარგებლოდ - 3600 ლარის, დ--------–---–-ს სასარგებლოდ- 3000 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯაროქირა. საიჯაროქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
საქმეში წარმოდგენილი სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრის თაობაზე საექსპერტო დასკვნებით დადგენილია, რომ 2013 წლის ნოემბრამდე, ანუ სამუშაოების შპს „გ----------------------ის“ მიერ წარმოების პერიოდში, სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მანქანა-მექანიზმებისა და ტრანსპორტისათვის ხარჯი შეადგენს 4000 ლარს, ხოლო მეორე ეტაპზე, 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჯ-----------ს“ მიერ წარმოებული სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიზნით მანქანამექანიზმებისა და ტრანსპორტისათვის გათვალისწინებული ხარჯის ოდენობა განსაზღვრულია 16000 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ჩ---ს“ სასარგებლოდ მითითებულ მოპასუხეებს საიჯარო ქირის ანაზღაურება უნდა დაეკისროს იმ მოცულობით, როგორადაც იგი ასახულია შესაბამისი სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში და რასაც მოიცავს თითოეული მოპასუხისათვის ამხანაგობის მიერ ანაზღაურებულითანხა.
შესაბამისად, შპს ”გ------------------–---სს’’ შპს ,,ჩ---ს” სასარგებლოდ განესაზღვრა 4000 ლარის, ხოლო შპს „ჯ----------ს“ 16000 ლარის გადახდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს----------–--------ის“ მიმართ მოსარჩელეთა მოთხოვნას, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება იმ პირების მიმართ, რომლებთანაც იგი იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში და შპს „გ------------------–---სსა“ და შპს „ჯ----------ს“ სრულად აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, მათ შორის, თანადაფინანსების ფარგლებში მიღებული თანხა. რაც შეეხება მოსარჩელეებს, მათ მიმართ ამხანაგობის სოლიდარული, ან პერსონალური ვალდებულების წარმოშობის არც სახელშეკრულებო და არც სხვა საფუძველი არ არსებობს.
კ---------------–---–იას, მ----------------იას, ზ---–---------იას, გ------------ძის, ზ------------–---–-ს, ი---------–---–-ს, გ--–-----------ს, ბ--------–----ის, ლ-----------–---–--ს, დ--------–---–-სა და შპს ,,ჩ---ს“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტების მოთხოვნის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სააპელაციო საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ ისინი არ ეთანხმებიან პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ბმა „ს----------–-------“-ის დაკვეთით მრავალსართულიანი სახლის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა პირველად - 06.11.2013წ. და მეორედ - 30.12.2013წ. საექსპერტო დასკვნების თანახმად, პირველ ეტაპზე ჩატარებული სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, დღგ-ს, საავტორო ზედამხედველობისა და საექსპერტო მომსახურების ჩათვლით, საექსპერტო კვლევის მომენტში შეადგენს 140429,05 ლარს, ხოლო 30.12.2013 წლის მდგომარეობით, მეორე ეტაპის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით, განისაზღვრა 392408,16 ლარით. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პირველი ექსპერტიზის დასკვნა გაკეთებულია 2013 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარებული სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით და იგი არ მოიცავს სამუშაოების მოცულობას 06.10.2013 წლამდე. ამასთან, 30.12.2013 წლის საექსპერტო დასკვნამ მოიცვა პირიქით, არა ორი თვის არამედ სამი თვის ჩატარებული სამუშაოები, რის გამოც, სამართაკურთიერთობაში შპს ,,ჯ-----------ს“ შემოსვლამდე ოქტომბრის თვეში შპს ,,გ------------------–-----ს“ მიერ შესრულებული სამუშაოები შესულია 30.12.2013 წლის საექსპერტო დასკვნაში. ამასთან, ამ ორ დასკვნას შორის საექსპერტო ბიუროში კიდევ იყო და ერთი შესრულებული სამუშაოს შესახებ აქტი. თუმცა, მისი ღირებულების გადაუხდელობის გამო ვერ მოხერხდა ექსპერტიზის ჩატარება. აღნიშნული სამუშაოები კი შევიდა 30.12.2013 წლის საექსპერტო დასკვნაში.
აპელანტების განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, რისი გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მომხდარა. ამასთან, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ცალსახაა ვალის გადაკისრების ფაქტის არსებობა მოწინააღმდეგე მხარეთა შორის, პალატამ უნდა იმსჯელოს აკისრიათ თუ არა მათ არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში აპელანტების მიმართ შესრულებული სამუშაოსა და ქირავნობის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება და რა მოცულობით.
II. შპს ,,ჯ-----------ს“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;
აპელანტის განმარტებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.06.2017 წლის გადაწყვეტილება შპს ,,ჯ-----------"-სათვის თანხების დაკისრების ნაწილში, ასვე, უნდა გაუქმდეს 18.04.2017 წელს მიღებული განჩინება აპელანტების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (06.11.2013 წლისა და 30.12.2013 წლის დასკვნების) საქმეზე დართვის შესახებ.
აპელანტის განმარტებით, 18.04.2017 წელს გამართულ იქნა სასამართლოს მთავარი სხდომა, სადაც ნუგზარ კ-----–---–--ს შუამდგომლობა იქნა დაყენებული, რომლითაც მან მოითხოვა საქმეზე დოკუმენტების (მტკიცებულებების) დართვა, იმ პირობებში, როდესაც მას არ მიუთითებია საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მტკიცებულების წარმოუდგენლობის საპატიო მიზების შესახებ (სსკ-ის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად), ხოლო, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება მტკიცებულების სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიღებისა და საქმეზე დართვის შესახებ.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს მიერ არასწორად არის მითითებული, უდავო ფაქტობრივი გარემოებების 3.1.4 პუნქტში, 23.06.2013 წლის ბრძანებით ხიმინჯების მბურღავ-მომწყობთა სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ, რადგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს ,,ჯ-----------“ არ არის ინფორმირებული. იგივე შეიძლება ითქვას უდავო ფაქტობრივი გარემოებების 3.1.5 პუნქტში აღნიშნულ შპს ,,ჩ---"-სა და შპს ,,გ------------------–---სს" შორის გაფორმებულ ,,მანქანა-მექანიზმებისა და მოწყობილობა-დანადგარების"ქირავნობის ხელშეკრულებაზე. აპელანტისთვის დაუსაბუთებელი სასამართლოს მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.4 პუნქტშიც, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების სადავო ფაქტობრივ გარემოებებში მოიხსენიებს და დადგენილად ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს შპს ,,ჯ-----------" თითქოს იყენებდა მოწინააღმდეგე მხარის მბურღავ-მომწყობთა ჯგუფს და შპს ,,ჩ---"-ს კუთვნილ მანქანა-მექანიზმებს.
აპელანტის განმარტებით, საგულისხმოა სასამართლოს მიერ აღნიშნულის შემდეგ განვითარებული მსჯელობა და იმაზე მითითება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე, შპს ,,ჯ----------ზე" ყოფილა იმის მტკიცების ტვირთი, რომ ის არ იყენებდა მოწინააღმდეგე მხარეთა შრომას ან/და დანადგარებს. აპელანტი მიუთითებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებული სარჩელის მე-4 ფაქტობრივ გარემოებაზე, სადაც იმ ფაქტობრივი გარემოების სამტკიცებლად, რომ შპს ,,ჯ----------მა" აიღო ვალდებულება შრომის ანაზღაურების და შპს ,,ჩ---"-სთვის თანხების გადახდის შესახებ, მათ მიერ მითითებულია მხოლოდ ერთი სახის მტკიცებულება - ,,აპელანტების განმარტება". ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შესძლო იმის დამტკიცება, რომ მას რაიმე სახის სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი ურთიერთობა გააჩნდა შპს ,,ჯ----------თან", რაც სწორედ, რომ მისი მტკიცების საგანს წარმოადგენდა და არა შპს ,,ჯ-----------"-ს.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი მტკიცებულება ასევე იმ ფაქტისა, რომ შპს ,,ჯ-----------" იღებდა სხვის კუთვნილ თანხებს არის მოწმე ანზორ მარუაშვილის 21.03.2017 წ. ჩვენება. მნიშვნელოვანია, რომ ანზორ მარუაშვილი წარმოადგენდა შპს ,,გ------------------–-----"-ს ინტერესებს და შესაბამისად არის პირდაპირ დაინტერესებული პირი, რომ მან და მის მარწმუნებელმა თავი აარიდოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობას და შესაბამისად, მის მიერ მიცემული ჩვენება შეიძლება გათანაბრებული იქნეს დაინტერესებული მხარის ახსნა-განმარტებასთან.
აპელანტის მოსაზრებით, საქმეში მოიპოვება უამრავი მტკიცებულება და ფაქტი, რომ სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხოლოდ შპს ,,გ------------------–---სსა" და მოწინააღმდეგე მხარეებს შორის და აღნიშნულთან მიმართებაში არანაირი კვეთა არ არსებობს შპს ,,ჯ----------თან".
განსახილველ შემთხვევაში დაუშვებელია მოწინააღმდეგე მხარესა და შპს ,,ჯ----------სა" და ბმა ,,ს----------–-------"- ს შორის შრომის-სამართლებრივი ისევე, როგორც საიჯარო ურთერთობების დადასტურება ე.წ. ,,საექსპერტო დასკვნებით" ან/და დაინტერესებული მხარეების განმარტებებით. ზემოაღნიშნული ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი ხელშეკრულებებით, რაც სწორედ რომ არსებობს მოწინააღმდეგე მხარესა და შპს ,,გ------------------–---სს" შორის, იგივე შეიძლება ითქვას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ ე.წ. ,,ვალის გადაკისრებაზე", საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის თანხმად ვალის გადაკისრების ნამდვილობის დადგენისათვის აუცილებელია ხელშეკრულების არსებობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და არ დასტურდება საქმეში არსებული არც ერთი უტყუარი მტკიცებულებით.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს შპს ,,ჯ----------თან" მიმართებაში უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად ვალდებულების არსებობისათვის აუცილებელია შესაბამისი საფუძვლის არსებობა (ხელშეკრულება, დელიქტი, უსაფუძვლო გამდიდრება და სხვა), რასაც აპელანტთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია, კერძოდ მოწინააღმდეგე მხარე ფიზიკურ პირებს, შპს ,,ჩ---"-ს და შპს ,,ჯ----------"-ს შორის არ არსებობს და არ არსებობდა ვალდებულების წარმოშობისათვის არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. შესაბამისად, სასამართლოს სწორედ აღნიშნულ ნორმაზე მითითებით და იმის აღნიშვნით, რომ სარჩელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლოა შპს ,,ჯ-----------"-ს მიმართ არ უნდა დაეკმაყოფილებინა.
სასამართლომ გამოიყენა და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ 03.11.2013 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ჯ----------ზე" განხორციელდა მოწინააღმდეგე მხარეთა მიმართ არსებული შპს ,,გ------------------–-----"-ს ვალის ნაწილის გადაკისრება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და აღნიშნული შეთანხმების შინაარსიდანაც არ გამომდინარეობს. ამასთან, შრომის კოდექსის 6.1 მუხლზე მითითება მოსარჩელეებთან და შპს ,,ჯ----------თან" შრომის სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის შესახებ არ დასტურდება საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით.
სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლზე მითითება შპს ,,ჯ-----------"-სათვის იჯარის თანხის დაკისრების თაობაზე საერთოდ აცდენილია საქმის მასალებს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ საქმეში არ მოიპოვება იჯარის ხელშეკრულება შპს ,,ჩ---"-სა და შპს ,,ჯ----------ს"-ს შორის. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული მუხლის გამოყენების საფუძველი. აღნიშნული ასევე არ დასტურდება ე.წ. ,,საექსპერტო დასკვნებით".
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2013 წლის 20 ივნისის №13.2.1-- დადგენილებით, დაკმაყოფილდა ბმა „ს----------–-------“-ის თავმჯდომარის - ი------------–-–---–ის განცხადება და ქ. თბილისში, ა-–----------- №1-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გაძლიერება-გამაგრების მიზნით, ამხანაგობას გამოეყო თანხა 489 156 ლარის ოდენობით.
2013 წლის 09 ივლისს დამკვეთს - ბმა „ს----------–-------“-სა და შემსრულებელს შპს „გ------------------–---სს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ, რომლის მიხედვითაც, შპს „გ------------------–---სს“ უნდა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ა-–----------- №1-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გაძლიერება-გამაგრების სამუშაოები ორ ეტაპად, ხოლო პირველი ეტაპის დასრულების ვადა იყო 2013 წლის 31 დეკემბერი. ხელშეკრულების ღირებულება პირველი ეტაპის სამუშაოების წარმოების საპროექტო მონაცემების დათვლით განისაზღვრა 549063 ლარით.
ა-–----------- №1-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გაძლიერება-გამაგრების სამუშაოების პირველი ეტაპისათვის შპს „გ------------------–---სს“ ავანსის სახით გადაეცა 59 906,32 ლარი.
შპს „გ------------------–-----ს“ დირექტორის - ი-------------–---–ის 2013 წლის 23 ივლისის №-- ბრძანებით, ქ. თბილისში, ა-–----------- №1-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გაძლიერება-გამაგრების სამუშაოების სპეციფიკურობის გამო, შეიქმნა ხიმინჯების მბურღავ-მომწყობთა სპეციალური ჯგუფი, სამუშაოს დამთავრების ვადით, შემდეგი შემადგენლობით: 1. კ---------------–---–ია - ჯგუფის ხელმძღვანელი; 2. მ----------------ია - ჯგუფის ტექნიკური მენეჯერი; 3. ზ---–---------ია - სამუშაოთა მწარმოებელი; 4. გ-------------- - ელ. მექნიკოსი; 5. ზ------------–---–- - მბურღავის დამხმარე; 6. ი---------–---–- - მბურღავის დამხმარე; 7. გ--–----------- - მბურღავი; 8. ბ--------–----- - მბურღავის დამხმარე; 9. ლ-----------–---–-- - მბურღავი; 10. დ--------–---–- - მბურღავის დამხმარე. ხიმინჯების მბურღავ-მომწყობთა სპეციალური ჯგუფის წევრთა შრომის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით. ამავე ბრძანებით ჯგუფის ხელმძღვანელს, კ---------------–---–იას დაევალა, უზრუნველეყო ჯგუფის სამუშაო გრაფიკის მომზადება, შრომის ორგანიზება და საერთო ხელმძღვანელობა.
2013 წლის 27 ივლისს შპს „გ------------------–---სსა“ და შპს „ჩ---ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება მანქანა-მექანიზმების და მოწყობილობა-დანადგარების ქირავნობის შესახებ, რომლითაც შპს „გ------------------–---სს“ დროებით სარგებლობაში გადაეცა 6 ერთეული ტექნიკა, ხოლო ხელშეკრულების საგნის ღირებულებად განისაზღვრა თვეში 4000 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
2013 წლის 12 ოქტომბერს ბმა „ს----------–-------“-სა და შპს „გ------------------–---სს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელი - ბმა „ს----------–-------“ გადასცემდა მსესხებელს - შპს „გ------------------–---სს“ 22 000 ლარს მიზნობრივად - ქ. თბილისში, ა-–----------- №1-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გასამაგრებლად და მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 12 დეკემბერი.
2013 წლის 03 ნოემბერს, ერთის მხრივ, შპს „გ------------------–---სსა“ (როგორც დამკვეთს) და მეორეს მხრივ, შპს „ჯ----------ს“ (როგორც შემსრულებელს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება (ქვეკონტრაქტი) საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ, რომლის პირველი ეტაპის დასრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა, ხოლო ამავე ეტაპის სამუშაოთა წარმოების ღირებულებამ შეადგინა 409 063 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 2013 წლის 09 ივლისს ბმა „ს----------–-------“-სა და შპს „გ------------------–---სს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით და განისაზღვრა, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა უშუალოდ ბმა „ს----------–-------“-ის მიერ შემსრულებლისათვის (შპს „ჯ-----------“) თანხის ჩარიცხვის გზით ისე, რომ აღნიშნული თანხა არ მოხვდებოდა შპს „გ------------------–-----ს“ ანგარიშზე, რაზეც შპს „გ------------------–---სს“ პრეტენზია არ გააჩნდა. მითითებული ხელშეკრულება (ქვეკონტრაქტი) მოწონებული იქნა ბმა „ს----------–------“-ის თავმჯდომარის - ი------------–-–---–ის მიერ.
2013 წლის 31 დეკემბერს, შპს „გ------------------–---სს“, შპს „ჯ----------ს“ და ბმა „ს----------–-------“-ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2013 წლის 09 ივლისის ხელშეკრულებით საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ და 2013 წლის 03 ნოემბრის ხელშეკრულებით (ქვეკონტრაქტი) ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა სრულყოფილად და შეთანხმდნენ, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა 472 940,89 ლარი გამგეობის მიერ უნდა ჩარიცხულიყო ბმა „ს----------–-------“-ის ანგარიშზე, საიდანაც ამხანაგობა ვალდებული იყო 409 063 ლარი ჩაერიცხა შპს „ჯ-----------ს“ ანგარიშზე, ხოლო 63 877,89 ლარი უნდა ჩარიცხულიყო შპს „გ------------------–-----ს“ საბანკო ანგარიშზე.
შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა 409063 ლარის ოდენობით ამხანაგობამ 22.01.2014წ. ჩაურიცხა შპს „ჯ----------ს“, ხოლო 40469 ლარი, 17.02.2014წ. ჩაირიცხა შპს „გ------------------–-----ს“ ანგარიშზე.
შპს „გ------------------–-----ს“ მიერ 2013 წლის 23 ივლისს გამოცემული #3 ბრძანების მიხედვით შექმნილი ხიმინჯების მბურღავ-მომწყობთა სპეციალურ მუშაკთა ჯგუფის ანაზღაურება 28.07.2013წ. განისაზღვრა სამუშაოთა დასრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მიხედვით, 2013 წლის აგვისტოდან იმავე წლის დეკემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ყოველთვიური ფიქსირებული ოდენობით, კერძოდ, კ---------------–---–იას სასარგებლოდ, თვეში 2500, მურმანი ჩ---------ს - 2000, ზ---–---------იას - 2000, გ------------ძის - 1500, ზ------------–---–-ს 1500, ი---------–---–-ს - 1500, გ--–-----------ს - 1800, ბ--------–----ის - 1500, ლ-----------–---–--ს - 1800, დ--------–---–-ს - 1500 ლარის ოდენობით, რასაც ადასტურებს თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი, შრომის ორგანიზების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის, ჯგუფის ხელმძღვანელის, კ. კ-----–---–--სა და სამუშაოთა მწარმოებლის, ზ. ჩ---------ს მიერ დამოწმებული შრომის ანაზღაურების გრაფიკი.
ბმა „ს----------–-------“-ის დაკვეთით მრავალსართულიანი სახლის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა პირველად - 06.11.2013წ. და მეორედ - 30.12.2013წ. საექსპერტო დასკვნების თანახმად, პირველ ეტაპზე ჩატარებული სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, დღგ-ს, საავტორო ზედამხედველობისა და საექსპერტო მომსახურების ჩათვლით, საექსპერტო კვლევის მომენტში შეადგენს 140429,05 ლარს, ხოლო 30.12.2013 წლის მდგომარეობით, მეორე ეტაპის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით, განისაზღვრა 392408,16 ლარით.
ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულ შესრულებულ სამუშაოთა აქტი #2-ის თანახმად, მანქანა-მექანიზმებისა და ტრანსპორტისათვის ხარჯი სამუშაოების პირველ ეტაპზე, ნოემბრამდე მდგომარეობით, შეადგენს 4000 ლარს, ხოლო, მეორე ეტაპზე, დეკემბრის თვისათვის, წარმოებული სამშენებლო-გამარებითი სამუშაოების მიზნით მანქანა-მექანიზმებისა და ტრანსპორტისათვის გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვრულია 16000ლარით.
შპს „გ------------------–---სსა“ (დამკვეთი) და შპს „გ----------ს“ (შემსრულებელი) შორის 2013 წლის 25 დეკემბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს ამავე დროისათვის შპს „ჯ-----------ს“ მიერ 409 063 ლარის ღირებულების სამუშაოთა შესრულების ფაქტი.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2013 წლის ივლისიდან იმავე წლის ნოემბრამდე, და სამართალურთიერთობაში შპს „ჯ-----------ს“ შემოსვლის შემდეგაც, 2013 წლის ნოემბრიდან სამუშაო პროცესის სრულად დასრულებამდე, ამხანაგობის საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების წარმოება ხორციელდებოდა აპელანტების - კ---------------–---–იას, მ----------------იას და სხვათა მიერ შედგენილი მბურღავ-მომწყობთა ჯგუფის მონაწილეობით, ასევე, შპს „ჯ-----------“ სამუშაოებს აწარმოებდა შპს „ჩ---ს“ კუთვნილი მანქანა-მექანიზმების გამოყენებით.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით და 102-ე მუხლებით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამასთან, სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მოქმედებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ ყოველ მხარეს ეკისრება იმ ფაქტების მითითებისა და მათი დამტკიცების ვალდებულება, რომლისთვისაც ეს ხელმისაწვდომი და ობიექტურად შესაძლებელია.
პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებითი უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით, ის ფაქტი, თუ რა სახის სამუშაოები გასწია შპს ,,ჯ----------მა“ დარჩენილი 409 063 ლარის ღირებულების ფარგლებში და რომ ამ სამუშაოების შესრულებისათვის კ---------------–---–ია, მ----------------იას და სხვათა შრომის, ასევე, შპს „ჩ---ს“ მანქანა-მოწყობილობების გამოყენება მის მიერ არ მომხდარა, სწორედ შპს „ჯ-----------ს“ მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, შპს „ჯ-----------ს“ მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც იმ ფაქტს დაადასტურებდა, რომ 2013 წლის ნოემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მან იკისრა სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების წარმოება, მისი განხორციელებისათვის მითითებული პირების შრომა, ასევე, შპს „ჩ---ს“ მანქანა-მექანიზმები არ გამოუყენებია, და სამუშაოებს ასრულებდა სხვა დასაქმებულების, ან/და ტექნიკის მეშვეობით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს უდავოდ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ა-–----------- N1-ში მდებარე ავარიული კორპუსის გაძლიერება-გამაგრების სამუშაოები ბმა ,,ს----------–-------“-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა განეხორციელებინა შპს ,,გ------------------–---სს“ ორ ეტაპად, რისთვისაც (პირველი ეტაპის სამუშაოები) ავანსის სახით გადაეცა 59 906.32 ლარი. უდავოა, რომ 03.11.2013 წლის ხელშეკრულების (ქვეკონტაქტის) საფუძველზე ავარიული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების შესრულების ვალდებულება იკისრა შპს ,,ჯ----------მა“, რომელმაც დაასრულა ზემოხსენებული სამუშაოები, რისთვისაც მას, როგორც შემსრულებელს პირდაპირ დამკვეთის ბმა ,,ს----------–-------“-ის მიერ თანხის ჩარიცხვის გზით აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოებისათვის გათვალისწინებული ღირებულების თანხა. უდავოა, რომ შპს ,,გ------------------–-----“ 2013 წლის ივნისიდან ნოემბრამდე პერიოდში სამუშაოებს ახორციელებდა ხიმინჯების მბურღავ-მომწყობთა სპეციალური ჯგუფის (მოსარჩელეების) შრომისა და შპს ,,ჩ---ს“ მანქანა-მექანიზმებისა და ტექნიკის გამოყენებით. პალატა ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ უდავოდ დადგენილ გარემოებებზე სწორედ მტკიცების ტვირთვის განაწილების თვალსაზრისით და მიუთითებს, რომ ზემოხსნებეული უდავოდ დადგენილი ფაქტების მოცემულობიდან გამომდინარე, გარემოებები იმის თაობაზე, რომ შპს ,,ჯ-----------ს“ მიერ სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული იქნა სხვა მუშა-ხელი და ტექნიკა, სწორედ შპს ,,ჯ-----------ს“ სამტკიცებელია მით უფრო იმ პირობებეში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს ,,ჯ----------ს“ სამუშაოების ღირებულება აუნაზღაურდა ტექნიკის გამოყენებისა და მოსარჩელეთა შრომის ანაზღაურებისათვის განსაზღვრული თანხის გათვალისწინების გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ-----------ს“ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლით,სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ანვალდებულების საგნის განუყოფლობით.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის არც ერთი საფუძველი სახეზე არ არის. საქმის მასალები, არც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი არ ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ ბმა ,,ს----------–-------“-ს, შპს ,,ჯ----------სა“ და შპს ,,გ------------------–---სს“ გააჩნია აპელანტების - კ---------------–---–იას, მ----------------იას და სხვათა შრომის ანაზღაურების, ხოლო, იურიდიული პირისათვის საიჯარო ქირის გადახდის მთლიანი ვალდებულების შესრულებაში მონაწილეობის მიღების მოვალეობა.
თავდაპირველად, 23.07.2013წ. ბრძანების საფუძველზე, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა კ---------------–---–იას, მ----------------იას, ზ---–---------იას, გ--------------ს, ზურაბ ხუბაშვილს, ი---------–---–ს, გ--–-----------ს, ბ--------–-----ს, ლ-----------–---–--ს, დავით იაშვილსა და შპს „გ------------------–---სს“ შორის.
ამხანაგობასთან დადებული 09.07.2013წ. ხელშეკრულების შესრულების მიზნით, იმავე სამუშაოების წარმოებისათვის მანქანა-მექანიზმებისა და მოწყობილობა-დანადგარების ქირავნობის ხელშეკრულება, ასევე, შპს „გ------------------–-----ს“ მიერ 27.07.2013წ. გაფორმდა შპს „ჩ---სთან“.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველ ეტაპზე სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების წარმოება ხორციელდებოდა შპს „გ------------------–-----ს“ მიერ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სამშენებლო ობიექტის პროექტირების საინჟინრო ცენტრის შპს „პ---------ის“ 2013 წლის 7 ოქტომბრის წერილის თანახმად, დგინდება, რომ ამ დროისათვის (ჯერ კიდევ, შპს „ჯ----------თან“ 03.11.2013წ. ხელშეკრულების გაფორმებამდე) შესრულებული იყო სამუშაოების ნაწილი, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სამუშაოთა წარმოების გრაფიკს. ის ფაქტი, რომ სამართალურთიერთობაში შპს „ჯ-----------ს“ შემოსვლამდე, ანუ 2013 წლის ნოემბრის თვემდე, ფაქტიურად შესრულებული იყო დღგ-ს, ხარჯთაღრიცხვის შედგენისა და სხვა ხარჯების ჩათლით, 140429,05 ლარის ღირებულების სამუშაო, დასტურდება, ასევე, ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, იმ ფაქტით, რომ შპს „გ------------------–---სს“ აუნაზღაურდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ავანსის სახით მიიღო 59 906,32 ლარი, ხოლო სამუშაოთა საბოლოოდ, დასრულების შემდეგ, 2013 წლის 31 დეკემბერს, შპს „გ------------------–---სს“, შპს „ჯ----------ს“ და ბმა „ს----------–-------“-ს შორის გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე, 63 877,89 ლარი.
2013 წლის 3 ნოემბერს შპს „გ------------------–---სსა“ როგორც დამკვეთს, და შპს „ჯ----------ს“ (როგორც შემსრულებელს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ავარიული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების წარმოების ვალდებულება მთლიანად შპს „ჯ----------ს“ გადაეცა. შპს „გ------------------–-----ს“ ვალდებულებად მხოლოდ სამუშაოთა შესრულებაზე კონტროლი განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულებით, მის ღირებულებად და შპს „ჯ-----------სათვის“ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობად განისაზღვრა გამაგრებითი სამუშაოების საერთო ღირებულებასა და შპს „გ------------------–---ის“ მიერ ფაქტობრივად უკვე შესრულებული სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებით, სხვაობა 409 063 ლარი. მხარეთა შეთანხმებით, აღნიშნული თანხის ჩარიცხვა განხორციელდებოდა უშუალოდ ბმა „ს----------–-------“ის მიერ შემსრულებლისთვის, შპს „ჯ-----------სათვის“ თანხის ჩარიცხვის გზით, ისე, რომ აღნიშნული არ მოხვდებოდა შპს „გ------------------–-----ს“ ანგარიშზე, რაზედაც მას პრეტენზია არ ექნებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე თანხმობას თავის ხელმოწერით ადასტურებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს----------–------“ - ის თავმჯდომარეც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი. თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მოვალე, მაშინ გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 03.11.2013წ. ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ 2013 წლის ნოემბრიდან შპს „გ------------------–-----“ გავიდა ურთიერთობიდან და ამხანაგობის კუთვნილი კორპუსის გამაგრებისათვის დარჩენილი მთლიანი სამუშაოების (409 063 ლარის ღირებულების) წარმოების ვალდებულება სრულად შპს „ჯ----------მა“ იკისრა, რაც საბოლოდ, დათქმულ ვადაში შესრულდა კიდეც, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელს აუნაზღაურდა შეთანხმებული 409 063 ლარი. რაც შეეხება შპს „გ----------------------ის“ მიერ წარმოებულ სამუშაოთა პროცესში, 2013 წლის ივლისიდან იმავე წლის ოქტომბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში წარმოშობილ ვალდებულებებს, მათი შპს „ჯ-----------სათვის“ გადაკისრება არ მომხდარა და ასეთზე მხარეები სსკ-ის 203-204-ე მუხლებით დადგენილი წესით არ შეთანხმებულან.
საქართველოს შრომის კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ხოლო 31-ე მუხლი ადგენს დამსაქმებლის ვალდებულებას დათქმულ დროს გადაუხადოს დასაქმებულს შრომის შეთანხმებული ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და დაუსაბუთებლად მიაჩნია აპელანტების მოთხოვნა მიუღებელი შრომის ანაზღაურების მოწინააღმდეგე მხარეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯაროქირა. საიჯაროქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
საქმეში წარმოდგენილი სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრის თაობაზე საექსპერტო დასკვნებით დადგენილია, რომ 2013 წლის ნოემბრამდე, ანუ სამუშაოების შპს „გ----------------------ის“ მიერ წარმოების პერიოდში, სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მანქანა-მექანიზმებისა და ტრანსპორტისათვის ხარჯი შეადგენს 4000 ლარს, ხოლო მეორე ეტაპზე, 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჯ-----------ს“ მიერ წარმოებული სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიზნით მანქანამექანიზმებისა და ტრანსპორტისათვის გათვალისწინებული ხარჯის ოდენობა განსაზღვრულია 16000 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ჩ---ს“ სასარგებლოდ შპს ,,ჯ----------სა“ და შპს ,,გ------------------–---ს“ საიჯარო ქირის ანაზღაურება უნდა დაეკისროს იმ მოცულობით, როგორადაც იგი ასახულია შესაბამისი სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვაში და რასაც მოიცავს მათთვის ამხანაგობის მიერ ანაზღაურებულითანხა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ არ არსებობს აპელანტების - კ---------------–---–იას, მ----------------იას და სხვათა, ასევე, შპს ,,ჩ---ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სოლიდარული ვალდებულების საფუძვლები და შესაბამისად, შპს ,,გ------------------–---სს“ უნდა დაეკისროს 2013 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით სამი თვის სახელფასო დავალიანების აპელანატებისთვის ანაზღაურება, ხოლო, შპს ,,ჯ----------ს“ – 2013 წლის ნოემბერი - დეკემბრის თვეების, მისი სამართალურთიერთობაში შემოსვლის შემდეგ პერიოდზე, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება. რაც შეეხება ბმა ,,.ს----------–-------“ - ს, მას აპელანტების წინაშე დავალიანება არ გააჩნია, რადგან მან ჯეროვნად შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულებები და შპს „გ------------------–---სსა“ და შპს „ჯ----------ს“ სრულად აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს, შესაბამისად, მის მიმართ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება აპელანტის - შპს ,,ჯ-----------ს“ მოთხოვნას, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.04.2017 წლის საოქმო განჩინება, საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს.
პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და მტკიცებულებების მიღების წინაპირობები, ვინაიდან, არ არსებობდა მითითებული მტკიცებულებების საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარმოდგენის შესაძლებლობა, რადგან აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენდა შპს ,,გ------------------–-----ს“ კუთვნილებას და თავად წარმოდგენილ დასკვნებშიც აღნიშნულია, რომ იგი შედგენილია სწორედ მისი დაკვეთით და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 21.03.2017 წლის სასამართლო სხდომის შემდეგ. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებისას არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.04.2017 წლის საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ჯ-----------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. კ---------------–---–იას, მ----------------იას, ზ---–---------იას, გ------------ძის, ზ------------–---–-ს, ი---------–---–-ს, გ--–-----------ს, ბ--------–----ის, ლ-----------–---–--ს, დ--------–---–-სა და შპს ,,ჩ---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.06.2017 წლის გადაწყვეტილება;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი