განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001805833
საქმე №2ბ/1011-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - ნ-----------–ი
წარმომადგენელი: გ--------–----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ--------------–ი
კანონიერი წარმომადგენელი: ნ-----------ა
წარმომადგენელი: შ---------------–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამკვიდრო ქონების პროპორციულად სამკვიდრო პასივის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი
1. ზ----- ბ-----–ი გარდაიცვალა 2----–-–------------–ს. გარდაცვალების მომენტისათვის მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები: 2----–-–---------------ს დაბადებული გ--------------–ი, კანონიერი წარმომადგენელი ნ-----------ა და 1----–-–----------------ს დაბადებული ნ-----------–ი.
2. ზ----- ბ-----–ის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ------–--ი, ს----------–------------, საერთო ფართი:5---- კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------.
3. ნოტარიუს დ.ო-----–--ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის 1---------–, # 1-------- თანახმად, გ--------------–ის, როგორც ზ----- ბ-----–ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის მიმართ, გაიცა სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის დანაშთი ქონების ½ ნაწილზე. გ--------------–ი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების, მდებარე ქ------–--ი, ს----------–------------, საერთო ფართი:5---- კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------, ½ ნაწილის მესაკუთრედ.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, 2---------წ, სამოქალაქო საქმეზე #2---------, ნ-----------–ის სარჩელი გ--------------–ის, ა------–-----ის, დ------ ა---–---ის, გ------- ჩ------ისა და ვლადიმერ ჩ------ის მიმართ, საზიარო უფლების გაუქმების, ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით დაკმაყოფილდა. გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე - მდებარე ქ-------–--ში, ს--------- შ------- #--ში, საერთო ფართიდან ნ-----------–სა და გ--------------–ს შორის მათ თანასაკუთრებაში არსებულ 5---- კვ.მ-ზე, ამ ქონების რეალიზაციის გზით და დადგინდა საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება უძრავი ქონების თანამესაკუთრეებზე მათი წილის შესაბამისად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ--------------–მა და მოპასუხე ნ-----------–ის მიმართ მოითხოვა მოპასუხე ნ-----------–ისათვის სამკვიდრო ქონების (აქტივის) პროპორციულად მამკვიდრებელ, 2----–-–------------–ს გარდაცვლილი ზ----- ბ-----–ის კრედიტორების სასარგებლოდ გ--------------–ის კანონიერი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხის 15 000 აშშ დოლარისა და 4270 აშშ დოლარის ნახევრის დაკისრება.
5.1. სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–------------–ს გარდაიცვალა ზ----- ბ-----–ი. მის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები: არასრულწლოვანი გ--------------–ი და ნ-----------–ი. გ--------------–მა მიიღოს სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ------–--ი, ს----------–------------, საერთო ფართი: 5---- კვ.მ. – ½ ნაწილი. 6 თვიან ვადაში მოსარჩელეს სამკვიდრო ქონებაში არავინ ედავებოდა, რის გამოც მან გადაიხადა ზ----- ბ-----–ის საკრედიტო ვალდებულებები, კერძოდ, პ----- ლ-–---ს მიმართ არსებული სასესხო ვალდებულება - 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე, სს ,,ქ--------–-----------ის“ მიმართ არსებული და---–---ება - 4270 აშშ დოლარის ოდენობით. სამკვიდრო მოწმობის გაცემის ბოლო დღეს სამკვიდრო ქონების მიმართ პრეტენზია გამოთქვა მეორე მემკვიდრემ, ვისაც საბოლოო ჯამში, სასამართლო დავების დასრულების შემდეგ მიეკუთვნა სამკვიდროს ½ ნაწილი.
მოპასუხისათვის ზ----- ბ-----–ის საკრედიტო ვალდებულებების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წელს, მხარეთა შორის აღძრული სამკვიდრო დავაში გ--------------–ის მიერ წარდგენილი შესაგებლით, მაგრამ იგი თავს არიდებს სამკვიდრო პასივის გასტუმრებას, რაც მემკვიდრეთა ოდენობის გათვალისწინებით, შეადგენს გადახდილი საკრედიტო ვალდებულების ნახევარს.
6. მოპასუხის შესაგებელი:
6.1. მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტა, რომ სარჩელი უპირველესად ხანდაზმულია, არც კრედიტორებსა და არც თავად არასრულწლოვანი გ--------------–ის წარმომადგენელს, კანონით დადგენილ ვადაში ნ-----------–ისათვის თანხის ანაზრაურების მოთხოვნით არ მიუმართავთ, რის გამოც გაუშვეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ამასთან, მოსარჩელის მიერ მითითებული ვალდებულებების არსებობის ფაქტი საეჭვოა, ასევე, ისინი ზ----- ბ-----–ის მიერ აღებულია ი----------თან განქორწინების შემდეგ, ნ-----------ასთან არარეგისტრირებული ქორწინების დროს, რაც თავისთავად მოხმარდა მის მეორე ოჯახს. ის სიკეთე, რის მოპოვებასაც სავარაუდოდ მოხმარდა აღებული სესხები, გამოყენებულ იქნა უშუალოდ ზ----- ბ-----–ის მეორე ოჯახის მიერ, ნ-----------–ს მათით არ უსარგებლია, რის გამოც არ წარმოშობია ვალდებულება, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეს, სამკვიდრო პასივის გადახდისას.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ--------------–ის კანონიერი წარმომადგენლის, ნ-----------ას დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ-----------–ს მიღებული სამკვიდრო ქონების (აქტივის) პროპორციულად დაეკისრა მამკვიდრებელ ზ----- ბ-----–ის კრედიტორების სასარგებლოდ გ--------------–ის კანონიერი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხიდან, 15000 აშშ დოლარიდან და 3558.20 აშშ დოლარიდან, სამკვიდრო ქონების (აქტივის) ფარგლებში - 15000 ლარის, გადახდა. ნ-----------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 642,99 ლარის გადახდა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ-----------–მა. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
8.1. აპელანტის განმარტებით, უდავოა, რომ გარდაცვლილი ზ----- ბ-----–ის მიერ ვალები აღებულ იქნა იმ პერიოდში, როდესაც ეს უკანასკნელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ-----------ასთან და ჰყავდა მასთან შვილი - გ--------------–ი. მოწმის სახით დაკითხულმა პ----- ლ-–---მ დაადასტურა, რომ ზ----- ბ-----–ი, როგორც ნ-----------ას მეუღლე გაიცნო ამ უკანასკნელისაგან, რომელთანაც აკავშირებს დიდი ხნის ახლობლური ურთიერთობა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისთვის ცნობილი გახდა ზ----- ბ-----–ის გარდაცვალების ფაქტი ნ-----------ასაგან მისი გარდაცვალების დღესვე. შესაბამისად, პ----- ლ-–--სათვის ცნობილი იყო სამკვიდროს გახსნის შესახებ. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზ----- ბ-----–ს ჰყავდა მანამდე სხვა ოჯახი და შვილები (მემკვიდრეები). თუმცა, მიუხედავად ამისა მან პრეტენზია წარუდგინა მხოლოდ ნ-----------ას, ვინაიდან ამ უკანასკნელმა განაცხადა თანხმობა ვალის გადახდაზე. თავის მხრივ ნ-----------ამ არ აცნობა ნ-----------–ს, ჰქონდა თუ არა მის გარდაცვლილ მამას - ზ----- ბ-----–ს ვალები. ვალების თაობაზე ნ-----------–ისათვის ცნობილი გახდა 2015 წლის ივლისის თვეში, როდესაც ნ-----------ამ წარმოადგინა შესაგებელი ნ-----------–ის სარჩელზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ნ-----------ამ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პ----- ლ-–---ს ვალი დაუბრუნა 2014 წლის 10 ივლისს. შესაბამისად, მისი უკუმოთხოვნის 6 თვიანი ვადაც ისე ამოიწურა, რომ მას არ წარუდგენია პრეტენზია ნ-----------–ის მიმართ 1488-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე უდავოდ დასტურდება, რომ გ--------------–ის მოთხოვნა ნ-----------–ის მიმართ სამკვიდრო ქონების პროპორციულად სამკვიდრო პასივის დაკისრების თაობაზე არის ხანდაზმული სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შესაბამისად.
8. 2. აპელანტის განმარტებით, პ----- ლ-–---სთან ზ----- ბ-----–ს წარმოეშვა ვალდებულება 2----–-–---------------ს, კერძოდ იმ პერიოდში როდესაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ-----------ასთან, ეწეოდა მასთან ერთად საერთო საოჯახო მეურნეობას და ჰყავდა შვილი - გ--------------–ი. ანალოგიურად, სს ,,ქ--------–-----------ისგან“ 2----–-–----------------ს აღებული სესხის თანხაც მოხმარდა ზ----- ბ-----–ის და ნ-----------ას ოჯახს. აღნიშნულის დასტურია ის გარემოებაც, რომ სარჩელზე დართული გადახდის ქვითრების შესაბამისად სწორედ ნ-----------ას აქვს გადახდილი სესხის თანხის ნაწილი ზ----- ბ-----–ის სიცოცხლეში 2013 წლის 31 მარტს, შესაბამისად მისთვის ცნობილი იყო რომ ზ----- ბ-----–ს ჰქონდა აღებული სესხი და ეს სესხი მოხმარდა მის ოჯახს.
სამოტივაციო ნაწილი
9. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
10. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს სამკვიდრო ქონების პროპორციულად სამკვიდრო პასივის დაკისრება, რომლის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ხოლო ამავე კოდექსის 986-ე მუხლის თანამხად კი პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.
პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ სადავო არ არის მამაკვიდრებლის ფულადი ვალდებულებები, მათი ოდენობა და მოსარჩელის, (ერთ-ერთი მემკვიდრის) მიერ ამ ვალდებულებების შესრულება (იხ.სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი) მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ სამკვიდრო ქონების პროპორციულად სამკვიდრო პასივის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობა.
11. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
11.1. ზ----- ბ-----–ი გარდაიცვალა 2----–-–------------–ს. გარდაცვალების მომენტისათვის მის კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მხლოდ მისი შვილები: 2----–-–---------------ს დაბადებული გ--------------–ი და 1----–-–----------------ს დაბადებული ნ-----------–ი.
11.2. ზ----- ბ-----–ის სამკვიდროს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე ქ------–--ი, ს----------–------------, საერთო ფართი:5---- კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------, აღნიშნული ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა გ--------------–ი, ნოტარიუს დ.ო-----–--ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის 1---------–, # 1-------- თანახმად.
11.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, 2---------წ, სამოქალაქო საქმეზე #2---------, გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე - მდებარე ქ-------–--ში, ს--------- შ------- #--ში, საერთო ფართიდან ნ-----------–სა და გ--------------–ს შორის მათ თანასაკუთრებაში არსებულ 5---- კვ.მ-ზე, ამ ქონების რეალიზაციის გზით და დადგინდა საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება უძრავი ქონების თანამესაკუთრეებზე მათი წილის შესაბამისად.
11.4. პ----- ლ-–---სა და ზ----- ბ-----–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების 22/11/2013წ მიხედვით, ზ----- ბ-----–ს სესხის სახით გადაეცა 23 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლის 3%-ის დარიცხვის ვალდებულების სრულად შესრულებამდე, 10 თვის ვადით, ხოლო საკრედიტო ხელშეკრულების, 2---------–, #1---- მიხედვით, ზ----- ბ-----–მა სს ,,ქ--------–-----------ისგან“ სესხის სახით მიიღო 3000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, ყოველთვიური შენატანის ოდენობა - 177.91 აშშ დოლარი.
11.5. 2015 წლის 17 აპრილის განცხადებით, აწ გარდაცვლილი ზ----- ბ-----–ისათვის სესხად გადაცემული ფულადი თანხა, მემკვიდრემ, ნ-----------ამ სრულად დაუბრუნა პ----- ლ-–---ს - 2014 წლის 10 ივლისს. სალაროს შემოსავლის ორდერების თანახმად, ნ-----------ას მიერ სს ,,ქ--------–------ის“ მიმართ 2014 წლის 31 მარტიდან 2015 წლის 30 ნოემბრამდე, პერიოდულად გადახდილია თანხები, საერთო ჯამში - 3558.20 აშშ დოლარის ოდენობით. ამდენად დადასტურებულია, რომ ნ-----------ას მიერ სრულად იქნა დაფარული აწ გარდაცვლილი ზ----- ბ-----–ის მიერ აღებული სესხი.
12. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ გ--------------–ის მოთხოვნა ნ-----------–ის მიმართ სამკვიდრო ქონების პროპორციულად სამკვიდრო პასივის დაკისრების თაობაზე არის ხანდაზმული სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შესაბამისად.
პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე აპელანტ ნ-----------–ის წარმომადგენლის გ--------–----–---–ის მიერ შედავება განხორციელდა 2017 წლის 04 დეკემბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე 14:30:56, მოწმეთა დაკითხვის შემდგომ ახსნა-განმარტების ეტაპზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებას საქმეზე №ას-1206-1151-2013, სადაც აღნიშნულია, რომ საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან მან მოთხოვნის განხორციელების ხელშემშლელი შესაგებელი დაგვიანებით წარადგინა, კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს საქმის მომზადების სტადიაზე არ მიუთითებია სარჩელის ხანდაზმულობაზე. მოპასუხემ მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე (სასამართლოს მთავარ სხდომაზე) მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე, ამასთან, მას არ დაუსაბუთებია, თუ რატომ ვერ შეძლო მან ამის გაკეთება საქმის მომზადების სტადიაზე და გააჩნდა თუ არა საპატიო მიზეზი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 206-ე მუხლისა და 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხემ უნდა მიუთითოს საქმის მომზადების სტადიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (იხ. სუსგ, 28.05.2009წ., საქმეზე #ას-21-358-09; 13.04.2007წ., საქმეზე #ას-863-1219-06).
როგორც საქმის მასალებით დგინდება აპელანტი ხანდაზმულობის შედავების დაგვიანების გამომწვევ მიზეზად მიუთითებს მოწმეთა ახსნა-განმარტებებს. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს, ხოლო მესამე ნაწილის თანახმად ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
აღნიშნულის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის შედავება იმის თაობაზე, რომ გ--------------–ის მოთხოვნა ნ-----------–ის მიმართ სამკვიდრო ქონების პროპორციულად სამკვიდრო პასივის დაკისრების თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შესაბამისად არის ხანდაზმული, განხორციელდა დაგვიანებით, ყოველგვარი საპატიო მიზეზის არსებობის გარეშე, ხოლო მის მიერ მითითებული გარემოება, რომ მოწმეთა დაკითხვის შემდგომ გახდა აღნიშნული შუამდგომლობის დაყენების საჭიროება, საპატიო მიზეზად ვერ განიხილება.
13. იმ შემთხვევაშიც კი თუ მოპასუხე წარადგენდა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელს, სარჩელი ვერ მიიჩნევა ხანდაზმულად და ამასთან დაკავშირებით პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს შემდეგი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.
პალატა განმარტავს რომ, ხსენებულ მუხლში მითითებული ვადა უკავშირდება კრედიტორის მიერ პრეტენზიის წარდგენას და არა სარჩელის წარდგენის ვადას. აღნიშნულის შესაბამისად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასვნებს იმის თაობაზე, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. სსკ-ის 1487-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებული არიან, შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. ამავე კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.
მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება არა მამკვიდრებლის კრედიტორების მოთხოვნას გარდაცვლილი მემკვიდრის მიმართ, არამედ ერთ-ერთი მემკვიდრის მხრიდან მამკვიდრებლის ფულადი ვალდებულების სრულად შესრულებას და შესაბამისად არ არსებობს ამ ნორმის გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობებიც. უდავო გარემოებაა, რომ გ--------------–ის კანონიერი წარმომადგენლის ნ-----------ას მიერ სრულად იქნა დაფარული აწ გარდაცვლილი ზ----- ბ-----–ის ფულადი ვალდებულება, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები მთლიანად უნდა დააკმაყოფილონ მემკვიდრეებმა, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეული წილის პროპორციულად.
სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის თანამხად კი პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. პალატა განმარტავს რომ, ვინაიდან სადავო ურთიერთობის მიმართ უნდა გამოვიყენოთ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი, სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო ვადაა 10 წელი. (იხ სუსგ საქმე ას-838-796-2013), ამდენად, სარჩელი ხანდაზმულად ვერ მიიჩნევა და არ არსებობს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
14. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად ნ-----------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინების საფუძველზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ-----------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. ნ-----------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინების საფუძველზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის გადახდა.
4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე
ბესარიონ ტაბაღუა