განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
820100119002847816
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-253-2019წ.

(820100119002847816)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ----– ტ------ის ძე ქ-------ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–----- აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ზედა თ---–----ი.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ----– ქ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. გამოიხატა შემდეგში:

 

ჯ----– ქ-------ემ 2018 წლის 30 დეკემბერს დაახლოებით 23:00 საათზე, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თ---–----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლე გ---–----- ნ--------ეს, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ჯ----– ქ-------ე 2019 წლის 02 იანვარს, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თ---–----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს მეუღლეს გ---–----- ნ--------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ჯ----– ქ-------ე 2019 წლის 02 იანვარს, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თ---–----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს შვილს ე---------იძეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენით ჯ----– ქ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ ორი წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება და გამოყენება.

 

ჯ----– ქ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ჯ----– ქ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ ჯ----– ქ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საბოლოო დამატებითი სასჯელის სახედ ორი წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება და გამოყენება.

 

ჯ----– ქ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია, მას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობის დრო - 2019 წლის 04 იანვრიდან 2019 წლის 04 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ჯ----– ქ-------ის მიმართ ყველაზე მკაცრი სასჯელის დანიშვნას, მაქსიმალური ვადით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ, ის გარემოება, რომ ჯ----– ქ-------ის მხრიდან არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული არის აგრესიული პიროვნება, ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული, რომელსაც ხშირად უჭირს საკუთარი თავის და ემოციების კონტროლი შესაბამისად ეს გარემოება შეიცავს რისკს იმისა, რომ განაგრძოს დანაშაული საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. ამდენად, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.

 

მსჯავრდებული ჯ----– ქ-------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ი-----–- ა--–--ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ჯ----– ქ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ჯ----– ქ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით, მოწმეების - გ---–----- ნ--------ის, ე---------იძის, ა-----– დ-------ის, გ---- ვ---------ის, დ----- ი------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტო-ცხრილით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, დაკავების ოქმით, გ---–----- ნ--------ის და ე---------იძის განცხადებებით, ნივთმტკიცებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ჯ----– ქ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ჯ----– ქ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ჯ----– ქ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ ორი წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება და გამოყენება.

 

დამატებითი სასჯელის სახედ დანიშნული იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის განმავლობაში ჯ----– ქ-------ის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი (H--------------------–---------–--------------) და ვაზნები შენახული იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ჯ----– ქ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ჯ----– ქ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ ჯ----– ქ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საბოლოო დამატებითი სასჯელის სახედ 02 წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება და გამოყენება.

 

ჯ----– ქ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია, მას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო - 2019 წლის 04 იანვრიდან 2019 წლის 04 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ჯ----– ქ-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთმტკიცება პნევმატური შაშხანა დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის კანონიერი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე