განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002557067
საქმე №1/ბ-749-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) დ----- უ–---ის ძე კ------ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები ქუთაისი, მ-----–--ის ქ. N----;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- კ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1--------, დილის საათებში, ქუთაისში მ-----–--ის ქუჩა N-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დ----- კ------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს ბ--- კ------ეს და მეუღლის დედას რ--------- ლ-------ეს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დ----- კ------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ------- ვ------------ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი დ----- კ------ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაენიშნოს მკაცრი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი დ----- კ------ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლოში არსებით სხდომაზე და გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რითაც არასწორად მოხდა დ----- კ------ის გამართლება.
გამართლებული დ----- კ------ე ითხოვს არ დაკამყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----- კ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ბ--- კ------ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ.
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ რ--------- ლ-------ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ. ქუთაისში ა---–------------ს გამზირზე სიძე - დ----- კ------ესთან ერთად, მათთან ერთად ასევე ოჯახში იმჟამად ცხოვრობდა დ-----ს შვილი ბ--- კ------ე. 2018 წლის 1-------- სამივენი სახლში იმყოფებოდნენ. დ----- კ------ე იყო ნასვამ მდგო----ეობაში და იგინებოდა უმისამართოდ. აგინებდა, როგორც მათ ასევე სხვადასხვა ნივთებს. მას ნასვამ მდგო----ეობაში გინება აქვს ჩვევად. ვინაიდან ასეთი სიტუაციები დ----- კ------ის მხრიდან ხშირად მეორდებოდა, მათ იფიქრეს, რომ თუკი ამის შესახებ პატრულს შეატყობინებდნენ, მათი შეეშინდებოდა და დაწყნარდებოდა. ამიტომაც ბ---მ დარეკა პატრულში. დ----- მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით არ დამუქრებია. უბრალოდ მისი გამუდმებით ნასვამ მდგო----ეობაში ყოფნა და გინება იყო მიზეზი პატრულში დარეკვისა, რათა ამით შეშინებოდა და გამოსწორებულიყო. ფხიზელი ოქრო კაცია. სიცოცხლის მოსპობის მუქარა - „მოგსპობთ“, ,,თავს წაგაცლით“ და ასეთ მსგავს მუქარას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე ა---– ბ------ს ჩვენების თანახმად, იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელი. 2018 წლის 16 ივნისის განყოფილებაში შემოსული შეტყობინების თანახმად ბ--- კ------ეს მისი მამა დ----- კ------ე ემუქრებოდა სისცოცხლის მოსპობით. ოპერატიული ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. დ----- კ------ე იყო მთვრალ მდგო----ეობაში, რომელიც პოლიციის გამოძახების გამო შვილს ემუქრებოდა, რომ პოლიციის წასვლისთანავე სიცოცხლეს გამოასალმებდა. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ხოლო დ----- კ------ე ბრალდებულის სახით დააკავა ადგილზე. ოჯახის წევრები ბ--- კ------ე და რ--------- ლ-------ე შეშინებულები აცხადებდნენ, რომ წაეყვანათ და დაეწყნარებინათ დ----- კ------ე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 16 ივნისის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ინციდენტი დაფიქსირდა 6-------- წელს, 11:49:33 სთ-ზე, კერძოდ, ქ.ქუთაისი, ა---–------------ს გამზირი მე-2 შესახვევიდან ოჯახური ძალადობის შესახებ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში N--------- სააბონენტო ნომრიდან რეკავს ბ--- კ------ე და ატყობინებს, რომ კონფლიქტი ხორციელდება ნასვამ მამასთან.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 16 ივნისის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ,,111“ საპატრულო ეკიპაჟის პატრულ - ინსპექტორი რ. ლ------ე 6-------- წელს 12:25 სთ-ზე, ატყობინებს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების მორიგეს, რომ ქ.ქუთაისში, ა---–------------ს გამზირი მე-2 შეს. N-----ში, 1--- წელს დაბადებულ ბ--- კ------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მამამ 1--- წელს დაბადებულმა დ----- კ------ემ, რაზეც შედგა შემაკავებელი ორდერი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 1-------- გაცემული შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ როგორც ბ--- კ------ემ და თავად დ----- კ------ემ ახსნა-განმარტებებეში მიუთითეს, რომ აღნიშნულ დღეს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა დ----- კ------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბ--- კ------ეს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დათვალიერება ჩატარდა 2018 წლის 23 ივლისს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ო---- ხ-----–---–ის მიერ ბრალდებულ დ----- კ------ის ადვოკატ ა----- გ--------ის მონაწილეობით. დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერები სს N0----------- საქმეზე. დისკი დალუქულია ქაღალდის პაკეტში და პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ არის. დისკი მოთავსებულ იქნა ლეპტოპში, ჩანაწერი არის დათარიღებული 2018 წლის 16 ივლისით, სადაც 12:00 საათზე ჩანს დ----- კ------ე წელს ზევით შიშველი, რომელიც იგინება უმისამართოდ, ასევე ვიდეო ჩანაწერში ჩანს დ----- კ------ის სიდედრი რ--------- ლ-------ე და შვილი ბ--- კ------ე, ასევე ჩანს პატრულ-ინსპექტორი, რომელიც ავსებს დოკუმენტაციას.
მოცემული გარემოებები სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, დაადასტურა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ო---- ხ-----–---–მა.
აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ასევე გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, სადაც მთვრალი დ. კ------ე მართლაც ჩანს წელს ზევით შიშველ მდგო----ეობაში, ის მუქარის შინაარსის შემცველ სიტყვებს არავის მიმართ არ წარმოთქვამს.
დ----- კ------ემ გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, დ----- კ------ის საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ბ--- კ------ემ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის, მამის - დ----- კ------ის წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის (ბ--- კ-------ს) მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია დ----- კ------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე.
რაც შეეხება დაზარალებულ რ--------- ლ-------ის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, აღნიშნულით ირკვევა, რომ დ----- კ------ეს სიმთვრალეში ჩვევად ჰქონდა გინება, მან და ბ--- კ------ემ პატრულს მხოლოდ იმიტომ დაურეკეს, რომ იფიქრეს, ამით დ. კ------ე შეშინდებოდა და დამშვიდდებოდა, დ. კ------ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარას ადგილი არ ჰქონია, იგი არც ფიზიკური ანგარიშსწორებით დამუქრებია ვინმეს.
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება დ. კ------ის ბრალდების დასადასტურებლად.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ არცერთ მოწმეს (ა---– ბ------, ო---- ხ-----–---–ი, რომლებიც წარმოადგენენ ირიბ მოწმებეებს) არ დაუდასტურებია, რომ დ----- კ------ე დაემუქრა თავის სიდედრს რ--------- ლ-------ეს. პალატას ასევე მიაჩნია, რომ არც სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება დ----- კ------ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაზარალებულ რ--------- ლ-------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ----- კ------ის ბრალდების დადასტურება; შესაბამისად, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ----- კ------ის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი დ----- კ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დ----- კ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
დ----- კ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
დ----- კ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ დ----- კ------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი საპატრულო პოლიციიდან მიღებული ვიდეო ჩანაწერი, გადატანილი დისკზე, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე