განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100117002097924
საქმე №1/ბ-556-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 თებერვალი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ზ------ კ---–--–--ის
ადვოკატის - ნ------ ბ-------–--ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ----- ი-–--ს ძე კ----–--ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, დასოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ. ბათუმი, მ--–---–---–-ს ქ. N4, ბინა N39;
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ შ----- კ----–--ემ ჩაიდინა
- ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა;
- განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2-----–-–--------------- ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ----- კ----–--ე, რომელსაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამი წლის ვადით აკრძალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2017 წლის 23 აგვისტოს ქ. ბათუმში, მ. ა--–---ს ქუჩაზე მართავდა ავტომანქანა „მერსედესს“, სახელმწიფო ნომრით X---------
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 იანვრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი შ----- კ----–--ე, უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რომელიც ამოღებული იქნა 2017 წლის 26 აგვისტოს მისი ადმინისტრაციული დაკავებისას ჩატარებული პირადი გასინჯვის შედეგად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, შ----- კ----–--ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განაჩენით დანიშნული და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით, განაჩენთა ერთობლიობით შ----- კ----–--ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი და მისი მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ----- კ----–--ეს, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ შ----- კ----–--ეს სასჯელის ვადის ათვლა განესაზღვრა დაკავების დღიდან.
მსჯავრდებული შ----- კ----–--ე დაკავებულ იქნა 2018 წლის 15 ივლისს.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ------ კ---–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და შ----- კ----–--ეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედება, ასევე თვით მსჯავრდებულის პიროვნებას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ზ------ კ---–--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულ შ----- კ----–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ------ ბ-------–--ს, რომელიც არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა შ----- კ----–--ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი შ----- კ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ შ----- კ----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ე------ შ----–--ის, დ----- ო-----–---–ის, დ-----– კ----–--ის ჩვენებებით, შ----- კ----–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განაჩენით, რომლითაც შ. კ----–--ეს ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება სამი წლის ვადით; სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტი, მოწმეების - გ-- ბ-----ის, და თ------ ნ-----ის ჩვენებებით, 2017 წლის 26 აგვისტოს ადმინისტრაციული დაკავების N0-------- ოქმით, პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით, შედგენილი 2017 წლის 26 აგვისტოს, ამოღების ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპატრამენტის აჭარის ა.რ საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N1---–- დასკვნით, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შ----- კ----–--ის პირადი გასინჯვისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ - მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 იანვრის განაჩენით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით "ამნისტიის შესახებ" კანონის გამოყენების თაობაზე, პრობაციის ეროვნული ბიუროს წერილით, ცნობებით პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ----- კ----–--ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ შ----- კ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო შ----- კ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავის პიროვნება და წარსული ცხოვრება, მისი ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ასევე ჩადენილი ქმედებების სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება და აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებითა და სასჯელის მიზნების განსახორციელებლად შ----- კ----–--ეს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით განუსაზღვრა სასჯელი შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებში ჯარიმის სახით, ამასთან, შ----- კ----–--ეს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების წესის გამოყენებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შ----- კ----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების და პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი შ----- კ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე