განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100118002438395
საქმე №1/ბ-31-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 თებერვალი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე
მარინე იმერლიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ----ა გ------ის ძე ს-----------–---–ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები მისამართზე: ჩოხატაური, სოფელი დ---–-–--ე;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ----ა ს-----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებითმისივე ოჯახის წევრის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლიდან ბ----ა ს-----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს------ო ნ-----სთან. ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღებისა და ცუდი სიმთვრალის გამო, ს------ო ნ-----სთან, ბ----ა ს-----------–---–ს დაეძაბა ურთიერთობა. 2010 წლის შემდგომ, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ბ----ა ს-----------–---–ი, ხშირ შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დ---–-–--ეში, თავისი არასრულწლოვანი შვილების - 2009 წელს დაბადებული გ------ ს-----------–---–ის, 2010 წელს დაბადებული გ---- ს-----------–---–ის, 2013 წელს დაბადებული შ---- ს-----------–---–ის, 2015 წელს დაბადებული დ----- ს-----------–---–ისა და 2017 წელს დაბადებული გ------- ს-----------–---–ის თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, რაც გამოიხატებოდა თანაცხოვრების პერიოდში შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით სისტემატურად, კვირის განმავლობაში ორ-სამჯერ მიმართვით, ღალატის დაბრალებით, რაც დაზარალებულის მორალურ ტანჯვას იწვევდა.
1.2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ----ა ს-----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლიდან ბ----ა ს-----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს------ო ნ-----სთან. ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღებისა და ცუდი სიმთვრალის გამო, ს------ო ნ-----სთან, ბ----ა ს-----------–---–ს დაეძაბა ურთიერთობა. 2010 წლის შემდგომ, ხშირ შემთხვევაში სრულიად უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დ---–-–--ეში, თავისი არასრულწლოვანი შვილების - 2009 წელს დაბადებული გ------ ს-----------–---–ის, 2010 წელს დაბადებული გ---- ს-----------–---–ის, 2013 წელს დაბადებული შ---- ს-----------–---–ის, 2015 წელს დაბადებული დ----- ს-----------–---–ისა და 2017 წელს დაბადებული გ------- ს-----------–---–ის თანდასწრებით, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ბ----ა ს-----------–---–ი ძალადობდა თავის მეუღლეზე ს------ო ნ-----ზე, სცემდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის დარტყმით, რაც ამ უკანასკნელის ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა. 2018 წლის თებერვალში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დ---–-–--ეში, თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ბ----ა ს-----------–---–მა, იმით უკმაყოფილომ, რომ მეუღლეს, ს------ო ნ-----ს მეზობლის ვალი ჰქონდა, შეურაცხყოფა მიაყენა მას და თავისი არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით, ორჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში, რამაც ს------ო ნ-----ს ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა. 2018 წლის 20 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დ---–-–--ეში, თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ბ----ა ს-----------–---–ი აუხირდა თავის მეუღლეს, ს------ო ნ-----ს, რომ თითქოს გამომწვევი და შეუფერებელი საქციელის გამო, მათთან სტუმრად მყოფი მეგობრები მას უყურებდნენ როგორც ბოზს. აღნიშნულის გამო, შურისძიების მოტივით, თავისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით განახორციელა ძალადობა ს------ო ნ-----ს მიმართ, კერძოდ, სამჯერ ჩაარტყა მუშტი თავში, რამაც დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დ---–-–--ეში, თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ბ----ა ს-----------–---–ი, თავის მეუღლეს ს------ო ნ-----ს აუხირდა თმის სპილენძისფრად შეღებვის გამო, ბრალი დასდო, რომ თითქოს ეს იმიტომ გააკეთა, რომ საყვარლისთვის თავი მოეწონებინა და რომლის თხოვნითაც შეიღება თმა. აღნიშნულის გამო წარმოშობილ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თავისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ბ----ა ს-----------–---–მა კვლავ განახორციელა ძალადობა ს------ო ნ-----ს მიმართ, კერძოდ, ორჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში, რამაც დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
1.3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ----ა ს-----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლიდან ბ----ა ს-----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს------ო ნ-----სთან. 2010 წლის 28 ივნისს მათ შეეძინათ შვილი გ------ ს-----------–---–ი. თანაცხოვრების პერიოდში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ბ----ა ს-----------–---–ი, ხშირ შემთხვევაში უმიზეზოდ, ხოლო ზოგჯერ უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დ---–-–--ეში, თავისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ფიზიკურად ძალადობდა თავის მეუღლეზე, ს------ო ნ-----ზე. 2018 წლის იანვრის თვეში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ბ----ა ს-----------–---–ის მხრიდან ს------ო ნ-----ს მიმართ მორიგი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ყვირილის დროს, დედას გამოესარჩლა, 2010 წელს დაბადებული გ---- ს-----------–---–ი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ბ----ა ს-----------–---–მა, შურისძიების მოტივით, იძალადა თავის არასრულწლოვან შვილზე გ---- ს-----------–---–ზე, კერძოდ, შარვლიდან მოიხსნა ტყავის ქამარი, რომელიც რამდენჯერმე დაარტყა გ---- ს-----------–---–ს თავზე, ზურგზე, ფეხებსა და ხელებზე, რამაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა გ---- ს-----------–---–ს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ----ა ს-----------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბ----ა ს-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბრალდების მხარის მიერ ბ----ა ს-----------–---–ის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა მხოლოდ ის გარემოება, რომ ბ----ა ს-----------–---–მა ერთხელ ცემა და ერთხელ იძალადა მეუღლეზე, ს------ო ნ-----ზე, რის გამოც ბ----ა ს-----------–---–ის ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველი ნაწილზე.
შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ბ----ა ს-----------–---–იმა ჩაიდინა :
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენით:
ბ----ა ს-----------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
ბ----ა ს-----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველ ნაწილზე. ბ----ა ს-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვრა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126– ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ბ----ა ს-----------–---–ს საბოლოოდ, დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით. მსჯავრდებულ ბ----ა ს-----------–---–ის , პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 29 მარტიდან 2018 წლის 12 ნოემბრამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში და გათავისუფლდა დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
3. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----- ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი ბ----ა ს-----------–---–ის მიმართ, იგი დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 111126-ე მუხლის მე-2 ნაწლის ,,კ’’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და შეეფარდოს კანონით გათვალისწინებული სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ----ა ს-----------–---–ის მხრიდან მეუღლის ს------ო ნ-----ს მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატური ცემის ფაქტი, მოწმეები ნ----- ნ----- და მ--- დ----ე პირდაპირ მიუთითებენ, რომ ისინი არაერთხელ შესწრებიან ბ----ა ს-----------–---–ის მხრიდან ს------ო ნ------ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს, ისინი ასევე მიუთითებენ ბ----ა ს-----------–---–ის მხრიდან არასრულწლოვანი შვილის გ---- ს---------–---–ის ცემაზეც. მსჯავრდებულის მეუღლის და შვილის მიერ ჩვენების მიცემაზე უარი მოტივირებულია თვით მსჯავრდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებით, რაც ასევე მიუთითებს მსჯავრდებულის მხრიდან მათი ზეწოლის და გავლენის ქვეშ ყოფნას.
ბრალდების მხარეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უდაოდ მიაჩნია, რომ ბ----ა ს-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
ბრალდების მხარის მიერ შედგენილ საჩივარზე მსჯავრდებულმა ბ----ა ს-----------–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------ ჟ-----მ წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენი ბ----ა ს-----------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ბ----ა ს---------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:
არასრულწლოვანმა დაზარალებულმა გ---- ს-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ დედას და მამას შორის ჩხუბი არ მომხდარა, ხოლო მას პოლიციელები არ გასაუბრებიან. გ---- ს-----------–---–მა ჩვენების მიცემის დროს არ მიუთითა, რომ მამამ, ბ----ა ს-----------–---–მა, განახორციელა ძალადობა მის მიმართ და დასმულ კითხვებს არ უპასუხა.
დაზარალებულმა ს------ო ნ-----მ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
არასრულწლოვანმა მოწმე გ------ ს-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
არასრულწლოვანმა მოწმე შ---- ს-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არ დაუნახავს მშობლებს შორის ჩხუბი და ბრალდების მხარის კითხვებზე პასუხი არ გასცა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ----- ნ-----მ განმარტა, რომ არის დაზარალებულ ს------ო ნ-----ს და. ბ----ა ს-----------–---–ი როდესაც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, აყენებდა ს------ო ნ-----ს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც ესწრებოდნენ არასრულწლოვანი შვილები. მისი ჩვენებით, ბ----ა ს-----------–---–მა ორი წლის წინ ორჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ს------ო ნ-----ს. 2018 წლის 20 მარტს სტუმრად იმყოფებოდა ს------ო ნ-----სთან. ბ----ა ს-----------–---–მა მიიყვანა თავისი მეგობრები და დაიწყეს ალკოჰოლური სასმელის მიღება. ბ----ა ს-----------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ს------ო ნ-----ს, უწოდა ბოზი და სამჯერ ჩაარტყა მუჭი თავში. რის შემდეგაც ესროლა პულტი და ჭიქა. ბავშვები ესწრებოდნენ ძალადობის ფაქტს და ტიროდნენ. გააშველა დაპირისპირებული მხარეები და შემდეგ დაბრუნდა თავის სახლში. 2018 წლის 28 მარტს იმყოფებოდა სამტრედიაში, დაურეკა ს------ო ნ-----მ და უთხრა, რომ ბ----ა ს-----------–---–მა კვლავ სცემა. მოგვიანებით დაურეკა ფ------ ა-----------მ, რომელსაც ასევე აცნობა ს------ო ნ-----მ, რომ ბ----ა ს-----------–---–მა სცემა. აღნიშნულის გამო დარეკა 112-ში და აცნობა მომხდარის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ფ------ ა-----------მ განმარტა, რომ ცხოვრობს სამტრედიაში. ბ----ა ს-----------–---–ი არის მისი მულის, ს------ო ნ-----ს, მეუღლე. დაურეკა ს------ო ნ-----მ და უთხრა, რომ ბ----ა ს-----------–---–მა სცემა, სახლში ყველაფერი დაამტვრია და ითხოვდა დახმარებას. დარეკა 112-ზე და აცნობა ოჯახში ძალადობის შესახებ. მისი ჩვენებით, ნ----- ნ-----მ მოუთხრო, რომ შეესწრო ბ----ა ს-----------–---–ის მიერ ს------ო ნ-----ს ცემის ფაქტს. ფ------ ა-----------მ აღნიშნა, რომ პირადად არასდროს უნახავს ბ----ა ს-----------–---–ს და ს------ო ნ-----ს შორის მომხდარი კონფლიქტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--- დ----ემ განმარტა, რომ ბ----ა ს-----------–---–ი არის მისი მეზობელი. იცნობდა ს------ო ნ-----ს და მეუღლეებთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ბ----ა ს-----------–---–ი ძალიან კარგი პიროვნება იყო, თუმცა ცუდი სიმთვრალე ჰქონდა. მისი ჩვენებით, შეესწრო, რომ ბ----ა ს-----------–---–ი სიმთვრალეში, ბავშვების თანდასწრებით, აგინებდა და ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა ს------ო ნ-----ს. ეუბნებოდა ბ----ა ს-----------–---–ს, რომ არ შეიძლებოდა ოჯახში ასეთი ქცევა, თუმცა უშედეგოდ. ს------ო ნ----- ამბობდა, რომ იყო ხუთი შვილის დედა და არ იმსახურებდა მეუღლის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას. ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა ბ----ა ს-----------–---–ის ოჯახიდან. 2018 წლის 28 მარტს, მასთან მივიდა ს------ო ნ----- და უთხრა, რომ ბ----ა ს-----------–---–მა სცემა, ორჯერ დაარტყა თავში და გატეხა ფინჯანი და პულტი. დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს ს------ო ნ-----. მისი ჩვენებით, არასდროს დაუნახავს, რომ ბ----ა ს-----------–---–ი ცემდა ს------ო ნ-----ს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილების უფროსმა ზ------ი კ--–------ემ განმარტა, რომ ჩოხატაურის პოლიციიდან მიიღო მიმართვა წარმომადგენლის გამოყოფაზე, რაც დააკმაყოფილა.
სასამართლო სხდომაზე, პოლიციის თანამშრომლებმა - ნ-------- ტ-------ემ, გ------- კ------------ემ, გ------- ჩ----ემ, თ----- მ--–---მ, მ--–---- მ----–--ემ და გ------- გ-------ემ დაადასტურეს, რომ ბ----ა ს-----------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
2018 წლის 28 მარტის N 7----- შეტყობინებით ირკვევა, რომ ნ----- ნ-----მ აცნობა ოპერატორს, რომ ს------ო ნ-----ზე ძალადობდა მეუღლე, ბ----ა ს-----------–---–ი.
2018 წლის 28 მარტის N 728281 შეტყობინებით ირკვევა, რომ მ--- დ----ემ აცნობა ოპერატორს, რომ მის ოჯახში იმყოფებოდა ს------ო ნ-----, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან.
2018 წლის 28 მარტის N 7----- შეტყობინებით, ფ------ ა-----------მ აცნობა ოპერატორს, რომ ს------ო ნ-----ს მეუღლესთან ჰქონდა უთანხმოება, რომელმაც გამოაგდო სახლიდან, დაამტვრია ნივთები, პირადი ნივთები დაუზიანა და სავარაუდოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2018 წლის 29 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ჩოხატაურის რაიონის სოფელდ---–-–--ეში და წარმოადგენს ამავე სოფელში მდებარე ს------ო ნ-----ს, საკარმიდამო ნაკვეთში მდებარე სახლს, რომელსაც წინა მხარეს აქვს ღია ტიპის აივანი. აივანს წინა მხარეს აქვს ორი ორფრთიანი ხის ფანჯარა და შესასვლელი ხის კარი. იატაკი არის ბეტონის. წინა ოთახში, რომელიც არის დაახლოებით 30 კვ.მ. შესასვლელი კარის ხელმარჯვნივ კუთხეში, კედლის სადგარზე დგას ტელევიზორი. მარჯვენა კედელთან კი საწოლი. კარის მარცხენა მხარეს დგას ხის მაგიდა, სარეცხი მანქანა და საწოლი. ამავე საწოლის და ოთახის შუაში მდგარი დიდი ზომის მაგიდას შორის დგას ბავშვის საწოლი. წინა მარცხენა კუთხეში ამოყვანილია ბუხარი, ხოლო ბუხრის წინ დგას ღუმელი. ოთახში შესასვლელი კარის მოპირდაპირედ არის ასევე ხის კარები, რომლითაც არის შესასვლელი სამზარეულო ოთახში. ს------ო ნ-----მ მიუთითა სახლში შესასვლელი კარის წინა ბეტონის აივანზე, კერძოდ შესასვლელი კარის ხელმარცხნივ, ფინჯნის ნატეხებზე და განაცხადა, რომ მის მიმართ 2018 წლის 28 მარტს განხორციელებული ძალადობის დროს, მეუღლემ, ბ----ა ს-----------–---–მა დაამტვრია ფინჯანი. ექსპერტის მიერ, მითითებული ნატეხები ამოღებულ იქნა და დაილუქა. მანვე მიუთითა მაგიდაზე არსებულ ტელევიზორის დაზიანებულ პულტზე და განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ის ანალოგიურ სიტუაციაში დააზიანა. ექსპერტმა ამოიღო დაზიანებული პულტი, რომელიც დაილუქა. ს------ო ნ-----მ მიუთითა, ღუმელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მეუღლემ ერთხელ ჩაარტყა მუჭი თავში. მანვე მიუთითა მაგიდასთან არსებულ ხის სკამზე, რომელზეც მეუღლემ დასვა ძალის გამოყენებით, როდესაც ის ცდილობდა გარიდებოდა კონფლიქტს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების თ------ სურგულაძის, ს------ო ნ-----ს და ნ-------- ტ-------ის მიერ. ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი მ--–---- მ----–--ე. ოქმის ასლის მიღებას ხელმოწერით ადასტურებს ს------ო ნ-----. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა. ს.ფ. 34 მოცემულია სურათი, რომელზეც ს------ო ნ----- მიუთითებს ადგილს, სადაც, თავში ჩაარტყა მუშტი მისმა მეუღლემ, ბ----ა ს-----------–---–მა.
2018 წლის 29 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ს------ო ნ-----მ მიუთითა ოთახში ადგილი, სადაც 2018 წლის 20 მარტს, მისმა მეუღლემ ბ----ა ს-----------–---–მა მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, იგივე ოთახში მიუთითა ადგილი მაგიდის გვერდით, სადაც ბ----ა ს-----------–---–მა, 2018 წლის 28 მარტს მიაყენა, ასევე ფიზიკური დაზიანებები. ს------ო ნ-----მ ასევე მიუთითა იატაკზე ის ადგილი, სადაც მისმა მეუღლემ, ბ----ა ს-----------–---–მა, 28 მარტს იატაკზე დაარტყა და დაამსხვრია ჩაის ჭიქა და ტელევიზორის პულტი. ოქმი ხელმოწერილია, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების ს------ო ნ-----ს, ნ. გ--------ის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებლის და ოქმის შემდგენლის, გ------- გ-------ის მიერ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა. ს.ფ. 108 მოცემულია სურათი, რომელზეც ს------ო ნ----- მიუთითებს ადგილს, სადაც მეუღლემ, ბ----ა ს-----------–---–მა, მიაყენა ფიზიკური დაზიანება.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, 29.03.2018წ. 14:10-14:23სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ს------ო ნ-----ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღებს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, 02.04.2018წ. 16:20-16:30სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ---- ს-----------–---–ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა გ-- გ----------ემ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულებმა ს------ო ნ-----მ და არასრულწლოვანმა მოწმემ გ------ ს-----------–---–მა არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ბ----ა ს-----------–---–ის წინააღმდეგ, ხოლო არასრულწლოვანმა დაზარალებულმა გ---- ს-----------–---–მა განმარტა, რომ დედას და მამას შორის ჩხუბი არ მომხდარა, ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, მამამ, ბ----ა ს-----------–---–მა განახორციელა თუ არა მის მიმართ ძალადობა.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბ----ა ს-----------–---–მა იძალადა არასრულწლოვან შვილზე, გ---- ს-----------–---–ზე.
ასევე, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ბ----ა ს-----------–---–ის მხრიდან ს------ო ნ-----ს სისტემატური ცემის და სისტემატური სხვაგვარი ძალადობის ფაქტი. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ქმედების სისტემატურ ხასიათს. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც გარკვეულწილად მიუთითებდა ქმედების სისტემატურობაზე, წარმოადგენს მოწმე ნ----- ნ-----ს ჩვენება, სადაც ის აღნიშნავს, რომ მისი თანდასწრებით ბ----ა ს-----------–---–მა ორი წლის წინ ორჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ს------ო ნ-----ს. თუმცა ნ----- ნ-----მ კონკრეტულად ვერ აღწერა ქმედება, დრო და გარემოებები, რაში გამოიხატა ქმედება.
მოწმე ნ----- ნ-----მ დეტალურად აღწერა 2018 წლის 20 მარტს განვითრებული მოვლენები, კერძოდ, განმარტა, რომ სტუმრად იმყოფებოდა ს------ო ნ-----სთან. ბ----ა ს-----------–---–მა მიიყვანა თავისი მეგობრები და დაიწყეს ალკოჰოლური სასმელის მიღება. ბ----ა ს-----------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ს------ო ნ-----ს, უწოდა ბოზი და სამჯერ ჩაარტყა მუჭი თავში.
აქვე სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სასამართლოში ს------ო ნ-----მ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებლებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მისგან მიიღეს ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ს------ო ნ-----ს მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები წარმოადგენენ დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებებს, გარდა იმისა, რომელიც წარმოადგენს ჩვენების ნაწილს. მითითებულ ოქმებში წარმოდგენილია მიმდინარეობის ამსახველი მრავალი ფოტოდოკუმენტი, რომლებითაც დგინდება ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ს------ო ნ-----მ აღწერა 2018 წლის 28 მარტს ბ----ა ს-----------–---–ის მიერ, მის მიმართ განხორციელებული ძალადობა. მოცემულია ფოტოსურათი, რომელზეც ს------ო ნ----- მიუთითებს თავის თავზე იმ ადგილს, სადაც ჩაარტყა მუშტი ბ----ა ს-----------–---–მა. ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებულ ფოტოსურათზე, ს------ო ნ----- მიუთითებს ადგილს, სადაც მეუღლემ, ბ----ა ს-----------–---–მა, მიაყენა ფიზიკური დაზიანება. ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია 2018 წლის 28 მარტს, ბ----ა ს-----------–---–ის მიერ ს------ო ნ-----ს მიმართ თავში ერთხელ დარტყმის ფაქტი და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ ეპიზოდში ბ----ა ს-----------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტიდან სწორად, გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველ ნაწილზე.
რაც შეეხება ბ----ა ს-----------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მოწმე მ--- დ----ეს ჩვენებას, რომლითაც ირკვევა, რომ პირადად შეესწრო, მთვრალი ბ----ა ს-----------–---–ი ბავშვების თანდასწრებით, როგორ აგინებდა და ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა ს------ო ნ-----ს, ეუბნებოდა ბ----ა ს-----------–---–ს, რომ არ შეიძლებოდა ოჯახში ასეთი ქცევა, თუმცა უშედეგოდ. ს------ო ნ----- ამბობდა, რომ იყო ხუთი შვილის დედა და არ იმსახურებდა მეუღლის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას. მისი ჩვენებით ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა ბ----ა ს-----------–---–ის ოჯახიდან. მოწმე ნ----- ნ-----ს განმარტებით კი ირკვევა, რომ 2018 წლის 20 მარტს, როდესაც სტუმრად იმყოფებოდა ს------ო ნ-----სთან ბ----ა ს-----------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ს------ო ნ-----ს. ასევე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართულ, ს.ფ. 33-ზე მოცემულ ფოტოსურათით დგინდება, რომ ს------ო ნ----- მიუთითებს იმ ადგილს, სადაც ბ----ა ს-----------–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამდენად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, ბ----ა ს-----------–---–ის მიერ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტი, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბ----ა ს-----------–---–ის ქმედებებს - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111-126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე დასაბუთებული და კანონიერია განაჩენი ბ----ა ს-----------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე, 270-ე მუხლებით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ბ----ა ს-----------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
ბ----ა ს-----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ბ----ა ს-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ----ა ს-----------–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ბ----ა ს-----------–---–ის , პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 29 მარტიდან 2018 წლის 12 ნოემბრამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ფინჯნის ნატეხები, რომლებიც ინახება ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტელევიზორის პულტი, რომელიც ინახება ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ს------ო ნ-----ს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე
მარინე იმერლიშვილი