განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
080100118002596914
ინსტანცია
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002596914

საქმე N1/ბ-538-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე

თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - დ----- ს-------ს,ადვოკატის - ო----- რ-----ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ გ-------ს ძე ლ---------–-ს მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ. ბათუმი, ზ-----–-–---–ის ქ. N--;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა:

 

მ------ ლ---------–-მ (გვარის შეცვლამდე მ------ გ------ე) ჩაიდინა:

 

1.1 კანონიერი ქურდობა;

 

1.2 ჯგუფური გამოძალვის, ე.ი. სხვისი ნივთის, ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის უფლების მოთხოვნის ორგანიზება, რასაც თან ერთვის დაზარალებულისათვის ძალადობის გამოყენების მუქარა;

 

1.3 ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან ჩადენილი ძალადობის მუქარით;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1 მ------ ლ---------–-ს (გვარის შეცვლამდე მ------ გ------ე) მიერ კანონიერი ქურდობა გამოიხატა შემდეგში: იყო რა ქურდული სამყაროს წევრი (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით), 2013 წელს, ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, მ------ გ------ე (სახელისა და გვარის შეცვლამდე გ------ ა--–--ე, ზ/სახელად „მ------“, იგივე „ლ---------–-“) აღიარებულ იქნა „კანონიერ ქურდად“, რის შემდეგ იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით; მუქარით, დაშინებით და ქურდული გარჩევების გზით აიძულებდა მოქალაქეებს შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, ორგანიზებას უწევდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრებას და განაწილებას, ქურდული სამყაროსა და სხვა პირებისათვის სარგებლის მისაღებად წყვეტდა მეწარმე სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს შორის წარმოშობილ დავებს. გარდა ამისა, 2014-2015 წლებში მ------ გ------ეს კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომლებისგანაც პერიოდულად იღებდა ინფორმაციებს კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ, აძლევდა მითითებებს ქურდული სამყაროსათვის ხელსაყრელი მდგო----ეობის შესაქმნელად და სხვადასხვა პრივილეგიების მოპოვების მიზნით. ასევე, იღებდა გადაწყვეტილებებს შეგროვილი ე.წ. „ქურდული საერთოს“ შევსებისა და გადანაწილების საკითხებზე, არეგულირებდა ურთიერთობებს ქურდული სამყაროს წევრებს შორის. კერძოდ:

 

- 2015 წლის 16 მაისს, დაახლოებით 17:45 საათზე, მ------ გ------ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა შინაგან საქმეთა ორგანოების ყოფილ მუშაკს, შპს „ზ-------------”-ის დამფუძნებელს და 100%-იან მეწილეს ბ--------- ქ-------ეს, რომელსაც თავი გააცნო, როგორც კანონიერი ქურდი მ------ გ------ე, იგივე „ლ---------–-“ და მოსთხოვა ინფორმაცია თავისი ადგილსამყოფელის შესახებ. იმის გამო, რომ ბ--------- ქ-------ეს არ სურდა კრიმინალურ ავტორიტეტთან რაიმე სახის ურთიერთობა, არ გაუმხილა ამ უკანასკნელს თავისი ადგილსამყოფელი. აღნიშნულზე განაწყენებულმა მ------ გ------ემ მუქარის ტონით გამოხატა უკმაყოფილება, რის გამოც ბ--------- ქ-------ე იძულებული გახდა ცალმხრივად შეეწყვიტა კომუნიკაცია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთში მ------ გ------ე კვლავ დაუკავშირდა და მუქარის ტონით უსაყვედურა, თუ როგორ უბედავდა სატელეფონო კავშირის ცალმხრივად შეწყვეტას კანონიერ ქურდს, შეახსენა თავისი კრიმინალური სტატუსი და უთხრა, რომ იგი არა რიგითი, არამედ, იყო ავტორიტეტული კანონიერი ქურდი. მ------ გ------ის საუბრის შეურაცხმყოფელი ტონის და მუქარის შემცველი შინაარსის გამო ბ--------- ქ-------ემ კვლავ ცალმხრივად შეწყვიტა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა, ეს უკანასკნელი ისევ განაგრძობდა ბ--------- ქ-------ესთან ტელეფონით დაკავშირებას. იძულებული გახდა რა ეპასუხა შემოსული ზარებისთვის, მ------ გ------ემ ბ--------- ქ-------ეს დაუწყო გინება ახლობლების მისამართით და დაემუქრა ანგარიშსწორებით. მცირე ხანში მას ტელეფონით დაუკავშირდა უცნობი მამაკაცი, რომელიც გაეცნო, როგორც „კაი ბიჭი“ სახელად „მ-------“ და მოსთხოვა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ს-----–ი ჩასვლა, რათა გადასულიყვნენ თურქეთში მ------ გ------ესთან (,,ლ---------–-სთან“) შესახვედრად. მოექცა რა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხის ქვეშ, ბ--------- ქ-------ემ, რომელიც არ დაემორჩილა „მ-------ს“ მოთხოვნას, წერილობითი განცხადებით მიმართა ბათუმის შს საქალაქო სამმართველოს სათანადო რეაგირების მიზნით.

 

- მ---- ს---------ე და ი---- ჯ-----–--ე რამდენიმე წელი სტილისტებად მუშაობდნენ ქ. ბათუმში, დ-------–-----–--------- N40-ში მდებარე მრავალსართულიან შენობაში, ერთმანეთის გვერდით მდებარე სილამაზის სალონებში სახელწოდებით „ლ--–--“ და „ფ-----“. 2015 წლის 01 ოქტომბერს მ---- ს---------ემ და ი---- ჯ-----–--ემ იმავე შენობაში დაქირავებულ ერთ-ერთ კომერციულ ფართში დამოუკიდებლად გახსნეს სილამაზის სალონი სახელწოდებით „ო-----------“. სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე მათთან მივიდა სილამაზის სალონ „ლ--–--ს“ ფართის მესაკუთრე ნ-----–-- კ-------–ია, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა იგივე სახის ობიექტის გახსნის გამო და მოთხოვა ამ უკანასკნელთ ფუნქციონირების შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აუხსნა, რომ ამ საკითხს გადაწყვეტდა კანონიერი ქურდი მ------ გ------ე. ნ-----–-- კ-------–იას მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განაგრძეს რა კანონიერი სამეწარმეო საქმიანობა, 2015 წლის 1-----------ს, ი---- ჯ-----–--ის მეუღლეს ე------ ხ-------–---–სა და კანონიერ ქურდ მ------ გ------ეს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გააცნო რა თავი, დაიბარა იგი თურქეთის ქალაქ ხ-----–-, რათა გადაეწყვიტათ ზემოაღნიშნული სალონის შემდგომი ფუნქციონირების საკითხი. შეეშინდა რა კანონიერი ქურდის მოთხოვნის შეუსრულებლობის, იმავე დღეს ე------ ხ-------–---–ი მეუღლის ძმასთან, ჯ--–--- ჯ-----–--ესთან ერთად ჩავიდა ქ. ხ-----–- და შეხვდა მ------ გ------ეს, რომელმაც მ---- ს---------ისა და ი---- ჯ-----–--ის მიერ იმავე შენობაში სილამაზის სალონის გახსნას უწოდა „არასამართლიანი“ და „არაქურდული“ საქციელი, რის გამოც მოთხოვა სალონის დახურვა და მისი გადატანა ქალაქის სხვა ადგილზე, ამასთან, აუხსნა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება უნდა ეცნობებინა მ---- ს---------ისთვის და თუკი ეს უკანასკნელი არ შეასრულებდა აღნიშნულს, მაშინ სხვა გზით აიძულებდნენ სალონის დახურვას.

 

ე------ ხ-------–---–მა იმავე დღეს პირადად აცნობა მ------ გ------ესთან შემდგარი საუბრის შინაარსი თავის მეუღლეს და მ---- ს---------ეს. ამ უკანასკნელმა საკუთარი კანონიერი ინტერესის დასაცავად გადაწყვიტა თავად შეხვედროდა თურქეთში მყოფ მ------ გ------ეს და აეხსნა, რომ სილამაზის სალონი გახსნა ყოველგვარი კანონისა და წესის დაცვით. ამ მიზნით მ---- ს---------ე, 2015 წლის 1---------რს მ----- გ-----–--ესთან ერთად თურქეთის ქალაქ ხ-----–- შეხვდა მ------ გ------ეს, თუმცა, ამ უკანასკნელმა არ გაიზიარა მ---- ს---------ის კანონიერი არგუმენტები და განუმარტა, რომ მხოლოდ მას, როგორც კანონიერ ქურდს, შეეძლო სადაო საკითხის სწორად გადაწყვეტა და ამ გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო იყო, ამასთან, აუხსნა, რომ გაწეულ ხარჯებს აუნაზღაურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მ---- ს---------ის ინტერესებში არ შედიოდა გახსნილი სალონის ფუნქციონირების შეწყვეტა და მისი გადატანა ქალაქის სხვა ადგილზე, მ------ გ------ისაგან მოსალოდნელი ანგარიშსწორების შიშით იგი იძულებული გახდა დათანხმებოდა მის გადაწყვეტილებას. 2015 წლის 26 დეკემბერს, მ---- ს---------ემ და ი---- ჯ-----–--ემ თავიანთი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ, ზემოთ ხსენებულ მისამართზე შეწყვიტეს სილამაზის სალონის „ო-----------ს“ ფუნქციონირება და იგი გადაიტანეს ქ. ბათუმში დ-------–-----–--------- N36-ში მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის პირველ სართულზე. მართალია, მ---- ს---------ესა და ი---- ჯ-----–--ეს ხარჯების თითქოსდა ასანაზღაურებლად, ნ-----–-- კ-------–იას სახსრებით, მ------ გ------ის დის, ი------- გ------ის მეშვეობით გადაეცათ 5 000 ლარი, მაგრამ ამ უკანასკნელებმა გარდა მორალური ზიანისა, მაინც მიიღეს 3670 ლარის მატერიალური ზარალი.

 

- 2012 წელს რ----- ვ------–-–---–მა და მ----- ბ------ემ ქ. ბათუმში, გ--------------------- N42-ში მდებარე კომერციულ ფართში გახსნეს ინდივიდუალური საწარმო - ავტოლომბარდი და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სააგენტო, რომელსაც მართავდა რ----- ვ------–-–---–ი, ხოლო მ----- ბ------ემ გაიღო საწარმოს ფუნქციონერებისათვის საჭირო პირველადი კაპიტალი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. 2015 წლის დასაწყისში რ----- ვ------–-–---–სა და მ----- ბ------ეს შორის წარმოიშვა დავა საწარმოს ფუნქციონირების შედეგად მიღებული მოგების განაწილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მ----- ბ------ე ითხოვდა რ----- ვ------–-–---–ის მიერ თითქოსდა ნათესავებზე არასწორად გაცემული თანხის 30 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას, ხოლო რ----- ვ------–-–---–ი - მიუღებელი მოგების ნაწილის 24 000 აშშ დოლარის გადაცემას. აღნიშნული დავის შესახებ მ----- ბ------ის მეშვეობით ცნობილი გახდა რა მ------ გ------ისათვის, მან, როგორც კანონიერმა ქურდმა, თითქოსდა დავის სამართლიანად გადასაწყვეტად, თურქეთის რეპუბლიკის ქალაქ ხ-----–- 2015 წლის მაისში და აგვისტოში ორჯერ დაიბარა რ----- ვ------–-–---–ი მ----- ბ------ის თანხლებით, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განუმარტა მოდავე მხარეებს, რომ მხოლოდ მას, როგორც კანონიერ ქურდს, შეეძლო საკითხის სწორად გადაწყვეტა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო იყო. ამასთან, პირველი შეხვედრისას მ------ გ------ემ მოთხოვა მოდავე მხარეებს მომდევნო შეხვედრაზე მიეტანათ საბუღალტრო რვეული სათანადო ჩანაწერებით. 2015 წლის აგვისტოში შემდგარი შეხვედრისას მ------ გ------ე გაეცნო საბუღალტრო რვეულის ჩანაწერებს, მოისმინა მოდავე მხარეების ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები და როგორც კანონიერმა ქურდმა გადაწყვიტა, რომ ფულადი თანხა 12 000 აშშ დოლარის ოდენობით უნდა გადაეხადა რ----- ვ------–-–---–ს. შესაბამისად, მ------ გ------ემ ქურდულ სამყაროში დადგენილი წესის თანახმად, ქურდული გარჩევის გზით, რ----- ვ------–-–---–ი დაავალდებულა, რომ მომდევნო შეხვედრისას მისთვის მიეტანა 12 000 აშშ დოლარი, რომლის ბედს თავად გადაწყვეტდა, როგორც კანონიერი ქურდი. 2015 წლის 23 ნოემბრისათვის მ------ გ------ემ კვლავ დაიბარა რ----- ვ------–-–---–ი თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ხ-----–- ზემოაღნიშნული თანხის გადასაცემად, თუმცა შეხვედრა ვერ შედგა, რადგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბათუმის შს საქალაქო სამმართველომ.

 

- 2014 წლის აპრილის თვეში კრიმინალური ავტორიტეტი ა-–---------- ს------ე რამდენჯერმე დაუკავშირდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ მ------ გ------ეს, რომელსაც შეუთანხმდა „კრიმინალურ ავტორიტეტად“ გ------- ზ--–--ის (ზ/სახელად „ზ---ა“) დანიშვნა. თავის მხრივ, მ------ გ------ემ და სხვა კანონიერმა ქურდებმა გადაწყვიტეს, რომ გ------- ზ--–--თან ერთად გავლენის სფეროების უკეთ გასაკონტროლებლად „კრიმინალურ ავტორიტეტად“ ასევე დაენიშნათ ბ--- ო---–----ა. გარდა ამისა, მ------ გ------ემ სატელეფონო საუბრისას ა-–---------- ს------ეს მისცა მითითებები ქურდული ტრადიციების გამყარების შესახებ.

 

- 2015 წლის 01 თებერვალს შემდგარი სატელეფონო საუბრისას მ------ გ------ემ, როგორც კანონიერმა ქურდმა, „კრიმინალურ ავტორიტეტს“ თ------ ე-------ას თანხმობა განუცხადა ამ უკანასკნელის ინიციატივით შეგროვებული ე.წ. „ქურდული საერთოს“ (დაახლოებით 6,5 ათასი ლარის) მისივე შეხედულებით განაწილებაზე.

 

1.2 მ------ ლ---------–-ს (გვარის შეცვლამდე მ------ გ------ე) მიერ ჯგუფური გამოძალვის, ე.ი. სხვისი ნივთის, ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის უფლების მოთხოვნის ორგანიზება, რასაც თან ერთვის დაზარალებულისათვის ძალადობის გამოყენების მუქარა, გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–---------ში, მ------ გ------ემ, როგორც კანონიერმა ქურდმა, მობილური სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ორგანიზება გაუწია ქურდული სამყაროს წევრებს - ო----- ძ----------–---–ის, მ------ თ------ის, გ---- დ---–--ის, რ----- დ-------ის და თ------ ც--–--ის შეხვედრას, რათა მათ ქურდულად გაერჩიათ ერთის მხრივ, შ------ მ------–---–ს, მეორეს მხრივ, ჯ--–--- ბ---–----ესა და ხ---- შ----–--ეს შორის არსებული ფინანსური დავა. მიუთითა მათ, რომ დაევალდებულებინათ აღნიშნული პირები შ------ მ------–---–ის სასარგებლოდ 1700 აშშ დოლარის, მისთვის 600 აშშ დოლარის, ხოლო „ქურდული სალაროს“ შესავსებად 100 ლარის გადახდა. მოქმედებდნენ რა მ------ გ------ის მითითებებით, 2----–-–------------- მ------ თ------ემ, გ---- დ---–--ემ, რ----- დ-------ემ, თ------ ც--–--ემ და ო----- ძ----------–---–მა, ჯ--–--- ბ---–----ე და ხ---- შ----–--ე მიიყვანეს ქ. ბათუმში, პ---–-----–---–---–-- ქუჩის N121-ში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, სადაც ქურდული გარჩევის ფორმით, ხ---- შ----–--ის მიმართ ძალადობით, ხოლო ჯ--–--- ბ---–----ის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით მოითხოვეს მათგან 1700 აშშ დოლარის გადახდა შ------ მ------–---–ისათვის, 600 აშშ დოლარის გადახდა კანონიერ ქურდ - მ------ გ------ისათვის და 100 ლარის გადახდა „ქურდული სალაროს“ შესავსებად, რისთვისაც განუსაზღვრეს გარკვეული ვადა. მ------ გ------ის აღნიშნული დავალების შესრულება ვერ მოხდა, რადგან დასახელებული პირები სამართალდამცავი ორგანოს მუშაკების მიერ მხილებულ იქნენ დანაშაულის ჩადენაში.

 

1.3 მ------ ლ---------–-ს (გვარის შეცვლამდე მ------ გ------ე) მიერ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან ჩადენილი ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 2------------–ს მ------ გ------ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა სამაუწყებლო კომპანია ”რ------------ის გადაცემა ”გ------------–----–------ის” ავტორს და წამყვანს, ე---------- კ--------ეს, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა სახლში ოჯახის წევრებთან ერთად; სატელეფონო საუბრისას მ------ გ------ემ აგრესიული ტონით გამოთქვა უკმაყოფილება 2----–-–----------------–- სატელევიზიო ეთერში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის (ინფორმაციების) გამო და იმ მიზნით, რომ შემდგომში ჟურნალისტს თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისაგან, ე---------- კ--------ეს დაემუქრა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და ფრთხილად ყოფილიყო; აღიქვა რა კანონიერი ქურდის მხრიდან განხორციელებული ეს ქმედება მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ რეალურ საფრთხედ, ე---------- კ--------ემ ამ ფაქტის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით მ------ ლ---------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით; სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით; სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით მ------ ლ---------–-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. მსჯავრდებულ მ------ ლ---------–-ს სასჯელის მოხდა განესაზღვრა დაპატიმრების მომენტიდან. მ------ ლ---------–-ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 30 იანვრიდან 2016 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით ჩაეთვალა სასჯელის ვადაში.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

მსჯავრდებულ მ------ გ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ა-–---------- კ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი მ------ ლ---------–-ს მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, ასევე ყადაღა მოეხსნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განჩინებით ყადაღადადებულ ყველა უძრავ და მოძრავ ქონებას.

 

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მ------ ლ---------–-ს მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის მიუხედავად გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც კანონიერი ქურდობის ბრალდებაში, ასევე ჯ--–--- ბ---–----ის ეპიზოდთან დაკავშირებით და ჟურნალისტ ე. კ--------ის ეპიზოდთან დაკავშირებითაც. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები და გამოკვლეულ იქნა სხვა სახის მტკიცებულებებიც, ხაზგასასმელი ფაქტია, რომ არცერთი მტკიცებულება არ მეტყველებს, რომ მ------ ლ---------–-მ ჩაიდინა დანაშაული. განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არ არის არგუმენტირებული და არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის სავალდებულობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების პროცესში გამოვლინდა კონკრეტლი მტკიცებულეები, რომელიც საფუძველს აცლის ვარაუდს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განჩინებით დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონება დაკავშირებულია მ------ გ------ის დანაშაულებრივ საქმიანობასთან, მით უმეტეს, რომ მ------ გ------ის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მას დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ბრალი ედება 2013 წლის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში. სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა ამ საკითხებზე და გადაეწყვიტა ყადაღის მოხსნის საკითხი.

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი დ----- ს------- წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ უნდა დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს, დაცვის მხარეს - მსჯავრდებულ მ------ ლ---------–-ს ინტერესების დამცველ ადვოკატს ო----- რ-----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორს დ----- ს-------ს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მ------ ლ---------–-ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. კანონიერი ქურდობის ბრალდების ეპიზოდი

 

დაზარალებულმა ბ--------- ქ-------ემ განმარტა, რომ დაახლოებით 2015 წლის მაისის შუა რიცხვები იყო, შუადღისას მის ტელეფონზე შემოვიდა ზარი. იყო უცხო პიროვნების ხმა, რომელმაც მუქარის ტონით დაუწყო საუბარი, ანალოგიურად პასუხი დაუბრუნა, თუ როგორ ესაუბრებოდა ამ ტონზე. შემდეგ მან განუმარტა, რომ იყო ლ---------–-, მ------ს სახელი და გვარი დაასახელა და ამ უკანასკნელმა აუხსნა, რომ, როგორ ბედავდა ამ ტონზე მასთან საუბარს. მან უთხრა, რომ როგორი ტონითაც ესაუბრებოდა პასუხიც ისეთი იქნებოდა და მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. არანაირი დაპირისპირება ადრე ან რაიმე ურთიერთობა შეხების წერტილი საქმის მიმართ მათ შორის არ ყოფილა. გაიგო რომ იყო ,,კანონიერი ქურდი’’, რომელიც ურეკავდა და აყენებდა შეურაცხყოფას და ანალოგიურად მიაყენა მანაც შეურაცხყოფა. ამის შემდეგ რამოდენიმეჯერ განმეორდა საუბარი იმის შესახებ, რომ როგორ ბედავდა ესეთ საუბარს. გასცა პასუხი: ვინც არ უნდა ყოფილიყო მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინც შეურაცხყოფას აყენებდა მას, ასეთნაირად ექცეოდა. მ------ს მასთან არაფერი არ უნდოდა, მათ შორის წავიდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმ თემამდე არ მისულა რა მოთხოვნაც ჰქონდა მას. თავად მ------ს შესთავაზა შეხვედრა, სადაც თავად იტყოდა იქ ნახავდა და რა თემაზეც იყო საუბარი გაერკვიათ. ამის მერე კვლავ დაიწყო ლანძღვა-გინება. მერე ვიღაც ,,კაი ბიჭმა’’ დაურეკა, ძალიან მოკრძალებით და ბოდიშებით ესაუბრა, იმასაც დაუწყო ლანძღვა-გინება, მან უთხრა, რომ არაფერ შუაში არ იყო და მასაც შესთავაზა შეხვედრა. ,,კაი ბიჭმა’’ უთხრა, რომ თურქეთში გადაიყვანდა და იქ არის და გალაპარაკებო. მან უპასუხა, რომ თურქეთში მისი გადასაყვანი რა სჭირდა და ანალოგიური დაძაბულობა დაიწყო მათ მიმართ. ,,კაი ბიჭი’’ ვარ, ლ---------–-ს მეგობარიო, ასე უხსენა, უპასუხა, რომ თუ არაკანონიერი საქმე ჰქონდათ, ორგანოს მიმართავდა, თუ სამოქალაქო საუბარი იქნებოდა თავად გადავიდოდა თურქეთში. ლ---------–-ს და ,,კაი ბიჭის’’ ჩანაწერები ტელეფონიდან ამოიწერა და განაცხადა პოლიციაში. შემდეგ თავად 5-10 ჯერ დაურეკა ,,კაი ბიჭს’’ და გათიშა ტელეფონი. მათი დარეკვის დროს ჰქონდა და ახლაც აქვს შემდეგი ნომერი 5-----------. ის ყოფილი თანამშრომელია, ბათუმში ქვეგანყოფილების უფროსი იყო, მთავრობის დაცვის უფროსად მუშაობდა, 1989 წლიდან გადმოვიდა მოსკოვიდან ბათუმის შინაგან საქმეთა სამინისტროში. 1991 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე სამძებროს ხაზით. მოსკოვშიც სამძებრო ხაზით მუშაობდა და შემდეგ გავიდა პენსიაში. ბათუმში წვრილმანი ბიზნესი დაიწყო 2015 წლის ბოლოს.

 

ბ. ქ-------ის ჩვენებით, 2014 წელს დ-------- კ------ისგან იყიდა რესტორანი, რომლის შესახებაც დიდი კონფლიქტი მოხდა. მოსკოვიდან ბათუმში გადარიცხვით გადაიხადა 178000 აშშ დოლარი. სარჩელი შეიტანა იმ ქალმა სასამართლოში, რომ თითქოსდა თანხა არ გადაუხდია და მოტყუების მიზნით შესყიდვა გააკეთა რესტორნის. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მას თანხა რეალურად ჰქონდა გადახდილი და ამის შემდეგ ის ქალი ემუქრებოდა, რომ არ შეარჩენდა და წაართმევდა რესტორანს. მანქანაში იპოვა წერილი ერთი კვირის უკან, სადაც ეწერა რომ ,,პაჟარი’’ იმ ქალმა გააჩინა, ლ---------–-ს ამ თემაზე უნდოდა საუბარი შენთანო. დ--------ი თურქეთში გადავიდა და ლ---------–-სთან საუბარი იყო, რომ რესტორანი უნდა წაერთმიათ მისთვის. ეჭვი აქვს, რომ ეს საქმე შესაძლებელია ამ საქმესთან იყოს დაკავშირებული. დ-------- კ------ემ სასამართლოზეც განაცხადა, რომ სამართალი ვერ იპოვა და სხვაგვარად გაარკვევდა. ახლო ნათესავების თქმით, დ-------- კ------ე ხშირად გადადიოდა თურქეთში. მ------ გ------ეს ტელევიზიიდან იცნობდა, რომ იყო ,,კანონიერი ქურდი’’. არ ამტკიცებს, რომ მ------მ დაურეკა, შეიძლება მისი ხმით სხვამ დაურეკა. ამ სატელეფონო ზარით შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მორალური და ქონებრივი ზიანი არ მიდგომია. ამონაწერი მიიტანა პოლიციაში და დაწერა ახსნა- განმარტება.

 

ბ--------- ქ-------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით (დათარიღებული 17.05.2015 წ.) დადგენილია, რომ მოწმე ბ--------- ქ-------ის დაკითხვის შემდგომ თავის წერილობითი თანხმობის საფუძველზე მან წარმოადგინა თავისი მობილური ტელეფონი, რომლის დათვალიერებით დადგინდა რომ ჩაწერილი იყო სამი სატელეფონო საუბარი მობილური ტელეფონის ნომერთან 5------------. 1) ფაილი სახელწოდებით ,,-------------------------------“. თარიღი: 16/05/2015; ბ--------- ქ-------ის გადმოცემით ერთი თავადაა, ხოლო მეორე მოსაუბრე ეცნობა მ------ ლ---------–-ს სახელით, რომელმაც დაურეკა +------------ მობილური ტელეფონიდან. 2) ფაილი სახელწოდებით ,,2--------------_+------------“. თარიღი: 16/05/2015; ბ--------- ქ-------ის გადმოცემით ერთი თავადაა, ხოლო მეორე მოსაუბრე ,,კანონიერი ქურდი“ მ------ ლ---------–-, რომელმაც დაურეკა +------------ მობილური ტელეფონიდან. 3) ფაილი სახელწოდებით ,,2-----------------------------“. თარიღი: 16/05/2015; ბ--------- ქ-------ის გადმოცემით ერთი თავადაა, ხოლო მეორე მოსაუბრე არის მ------ ლ---------–-სთან კავშირში მყოფი ე.წ. ,,კაი ბიჭი“ მ-------, რომელმაც დაურეკა 9----------- მობილური ტელეფონიდან.

 

2015 წლის 21 მაისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ბ--------- ქ-------ემ თავისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე წარმოადგინა 2015 წლის 1---------ის ამონაწერი შპს ,,ჯ------–---ან“ ერთ ფურცლად მობილური ტელეფონის ნომერზე 5-----------, რომლითაც დადასტურდა მის ტელეფონის ნომერზე +------------ და 9----------- მობილური ტელეფონებიდან ზარების შემოსვლა.

 

2016 წლის 0-------ის N3---- ფონოსკოპიური ექსპერტიზის შედეგად გაიშიფრა ბ--------- ქ-------ის მიერ წარმოდგენილი სამი აუდიო ჩანაწერი (იხ. დანართი 1), რომელიც სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულ ბ--------- ქ-------ის ჩვენებაში მითითებულ გარემოებებთან. ამასთან აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სამი აუდიო ჩანაწერი დაცვის მხარემ გახადა უდავოდ, რის გამოც აღნიშნული აუდიო ჩანაწერების გამოკვლევა არ მომხდარა სასამართლო სხდომაზე.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---------- რ--------ემ განმარტა, რომ 2014 წლის მაისის მდგო----ეობით და დღემდე მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოში დეტექტივის თანამდებობაზე. ამ პერიოდში წარმოებაში ჰქონდა სისხლის სამართლის საქმე ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე. ამ საქმეში იმხილებოდა კანონიერი ქურდი მ------ გ------ე მეტსახელად ლ---------–-. 2015 წლის 17 ივლისს ბათუმის საქალაქო სამმართველოს განცხადებით მო----თა მოქალაქემ, რომელიც მიუთითებდა რომ მობილურის საშუალებით დაუკავშირდა კანონიერი ქურდი მ------ ლ---------–- და შეურაცხყოფა მიაყენა. მან გამოკითხა განმცხადებელი ბ--------- ქ-------ე, რომელიც აცხადებდა, რომ საუბარი ტელეფონზე ჰქონდა ჩაწერილი. პიროვნება ასევე მიუთითებდა, რომ ამის შემდეგ მას დაუკავშირდა ,,კაი ბიჭის“ სახელით ვინმე მ------- და უთხრა, რომ შეახვედრებდა მ------ გ------ეს. ბ--------- ქ-------ე დათანხმდა მომხდარიყო მისი მობილური ტელეფონის დათვალიერება, სადაც მიუთითა სამ ფაილზე, რომლებზეც მ------ გ------ისა და მისი საუბარი იყო ჩაწერილი. მისივე თანხმობით ამოიღო აღნიშნული საუბრები და გადაიტანა დისკებზე. ბ--------- ქ-------ე ამბობდა, რომ ზედმეტსახელად „ზ------“ ეძახდნენ და მ------ გ------ეც მასთან საუბრისას მიმართავდა როგორც „ზ-----“. ამ ძირითადი საქმიდან გამოყოფილ იქნა სს საქმე თ------ის და სხვათა მიმართ. იმ საქმეში დაზარალებული იყო ბ---–----ე, რომელსაც მ------ გ------ესთან შეხება ჰქონდა. მოწმის განმარტებით, გამოყოფილ საქმეში იყო მომენტი, როცა მ------ გ------ეს ,,სკაიპში’’ უნდა დაჯდომოდა ბ---–----ე, მაგრამ მას შეეშინდა და ,,სკაიპი’’ აღარ შედგა. ბ--------- ქ-------ე ამბობდა, რომ მ------ გ------ე უკავშირდებოდა თურქეთიდან, ვინაიდან, როგორც შემდგომ მასთან საუბრისას ვინმე „კაი ბიჭმა“ მ------მა უთხრა, რომ თუ შეხვედრა უნდოდა მ------ გ------ესთან, გადაიყვანდა თურქეთში. ამიტომ ქ-------ე დარწმუნებული იყო რომ გ------ე თურქეთში იყო. ამასთან ნომერიც ისეთი იყო, თურქეთიდან იქნებოდა. მიმართა სამმართველოს შესაბამის უწყებებს ნომრის მფლობელის ვინაობის დასადგენად, თუმცა ნომერი არავისზე არ იყო რეგისტრირებული. ბ--------- ქ-------ე გამოკითხვისას აღნიშნავდა, რომ მ------ გ------ესთან საუბრის შემდეგ აღელვებული და შეშინებული იყო. მუქარად აღიქვა ის გინება და შეურაცხყოფა, რასაც გ------ე იყენებდა მისი მისამართით.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ო---- ქ-----–--ემ განმარტა, რომ 2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოში გამომძიებლად. 2015 წლის 21 მაისს მას დაეწერა ბათუმის საქალაქო სამმართველოდან შემოსული სს საქმე ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე. მას დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. საქმის მასალები ეხებოდა 2014 წელში მომხდარ ქურდული გარჩევის ფაქტს, რომელიც შემდგარი იყო კანონიერ ქურდ გ------ ა--–--ის, იგივე მ------ გ------ის, იგივე მ------ ლ---------–-ს დავალებით. საქმეში იყო ბ--------- ქ-------ის განცხადება და აღნიშნული განცხადების საფუძველზე გამომძიებლის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. განცხადება ეხებოდა იმ ფაქტს, რომ 2015 წლის მაისის თვეში ბ--------- ქ-------ეს მობილურზე დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც გაეცნო მ------ ლ---------–-ს სახელით და დაჟინებით მოსთხოვა მასთან შეხვედრა. 2015 წლის 21 მაისს მის მიერ დაიკითხა ბ--------- ქ-------ე, ასვე აღნიშნულ სს საქმესთან დაკავშირებით 2015 წლის 21 ნოემბერს მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, ქ. ბათუმში ა----–-----–-- ქუჩაზე სალონის გახსნა-არგახსნის საკითხს, რომელშიც ჩართული იყო მ------ გ------ე. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მის მიერ დაიკითხა მ---- ს---------ე პირველად 22 ნოემბერს, დამატებით 27 ნოემბერს და იმავე დღეს მისივე თანხმობით მ---- ს---------ის მობილური ტელეფონის დათვალიერება განხორციელდა. მ---- ს---------ის კუთვნილ მობილურ ტელეფონში განთავსებული ინფორმაცია გადმოტანილ იქნა დისკზე. იმავე დღეს დაიკითხა ჯ--–--- ჯ-----–--ე და ი---- ჯ-----–--ე. ასევე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ზემოთ მითითებული პირების საზღვრის კვეთის შესახებ. 2015 წლის 23 ნოემბერს მას დაეწერა სხვა ინფორმაციული პატაკი. აღნიშნული შეეხებოდა რ----- ვ------–-–---–სა და გ-- ბ------ეს შორის არსებული ფინანსური საკითხის მოგვარებას, ამავე ინფორმაციული პატაკის თანახმად აღნიშნულ საქმეში ჩარეული იყო კანონიერი ქურდი მ------ ლ---------–-. ამის შემდეგ გაგზავნილ იქნა ინფორმაცია გ-- ბ------ისა და რ----- ვ------–-–---–ის საზღვრის კვეთების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციები დამაგრებულ იქნა სს საქმეზე. დამატებით დაკითხულ იქნა მ---- ს---------ე. ასევე მოწმის სახით დაკითხულ იქნა რ----- გ-----–--ე. დამატებით დაკითხვის დროს მ---- ს---------ემ განმარტა, რომ მის სალონში მოხდა შეხვედრა, სადაც მისული იყვნენ ნ-----–-- კ-------–ია და მისი მეუღლე, მ---- ს---------ის მიერ მოხდა ამ შეხვედრის გადაღება, რაც დაფიქსირდა ორ ვიდეო ფაილზე, რომელიც მისივე თანხმობით ამოღებულ იქნა მისი მობილური ტელეფონიდან და დაერთო სს საქმეს.

 

დაზარალებულ მ---- ს---------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, (რომელიც გამოქვეყნებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში), ირკვევა, რომ ქ. ბათუმში, დ. ა----–-----–-- გამზ. N40-ში მდებარე ე.წ. „ც----------–--“ შენობის პირველ სართულზე ქირით აღებულ 18 კვ.მ. ფართში ი---- ჯ-----–--ესთან ერთად გახსნა სალონი „ო-------------“. სალონის გახსნასთან დაკავშირებით ნ-----–-- კ-------–იამ ჩარია კანონიერი ქურდი მ------ „ლ---------–-“, იგივე მ------ გ------ე, რადგანაც ნ-----–-- კ-------–იას არ სურდა, რომ იქ გაეხსნა სალონი. მ------ ლ---------–-მ თურქეთიდან მობილურ ტელეფონზე დაურეკა ი---- ჯ-----–--ის მეუღლეს ე------ ხ-------–---–ს და დაიბარა თურქეთში სალაპარაკოდ.

 

2015 წლის 14 ნოემბერს ი---- ჯ-----–--ის ძმა ჯ--–--- ჯ-----–--ე და მეუღლე ე------ ხ-------–---–ი წავიდნენ ქ. ხ-----–-, სადაც შეხვდნენ მ------ გ------ეს. მან ე------ის და ჯ--–---ს უთხრა, რომ ის და ი---- იყვნენ არასწორად მოქცეულები, რადგანაც სადაც მუშაობდნენ იქვე არ უნდა გაეხსნათ სალონი და დაავალდებულა ისინი, რომ დაეკეტათ სალონი. ამის გამო მ---- ს---------ემ მისი ინიციატივით დაურეკა ლ---------–-ს და სთხოვა შეხვედრა. მეორე დღეს, 1---------რს მ---- ს---------ე და მისი მეგობრის მეუღლე, მ----- გ-----–--ე ჩავიდნენ ქ. ხ-----–- და ერთ-ერთი სასტუმროს მისაღებში შეხვდნენ კანონიერ ქურდს მ------ ლ---------–-ს, იგივე მ------ გ------ეს. მანამდე მას არასოდეს შეხვედრია, თუმცა ტელევიზიის და ინტერნეტის საშუალებით არაერთხელ უნახავს რეპორტაჟი მის შესახებ, სადაც ის მოხსენიებული იყო კანონიერ ქურდ „ლ---------–ად“ და ნაჩვენები იყო ვიდეო და ფოტო მასალა მისი გამოსახულებით. ლ---------–-ს მ---- ს---------ემ უთხრა, რომ მას კანონიერად ჰქონდა გახსნილი სალონი და ვინმეს ხელს არ უშლიდა, რაზედაც მან უპასუხა, რომ ის იყო კანონიერი ქურდი, მან იცოდა რა იყო სწორი და რა არასწორი და უთხრა, რომ არასწორად იყვნენ მოქცეულები და როგორც მან გადაწყვიტა, ისე უნდა მომხდარიყო. იქვე უთხრა: „ც----------–--“ შენობიდან გადადით და სალონს სხვაგან გახსნითო, ხოლო რაც ხარჯი ქონდათ გაწეული იმას სრულად აგინაზღაურებენო. რაღა უნდა ექნა მ---- ს---------ეს, იცოდა რომ ის კანონიერი ქურდი იყო, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა დამნაშავეთა სამყაროში და კრიმინალებთან, ამიტომ შეეშინდა მისი. აღარ შეეპასუხა და დათანხმდა, რომ სრულიად აუნაზღაურებდნენ გაწეულ ხარჯს გადავიდოდა სხვა შენობაში. ამ საუბარს ესწრებოდა მისი მეგობრის მეუღლე მ----- გ-----–--ე, თუმცა მას არც შეკითხვა დაუსვამს და რაიმე საუბარში არ ჩარეულა. მ---- ს---------ემ და ი---- ჯ-----–--ემ დაიანგარიშეს ხარჯი, რამაც შეადგინა 8200 ლარი. ამის შემდეგ, 2015 წლის 27 ნოემბერს სალონში მივიდნენ ნ-----–-- კ-------–ია და მისი მეუღლე ზ---– კ--------ე, რომლებმაც მოიყვანეს ხელოსანი და ხარჯები შეაფასეს 2500 ლარად. რასაც კატეგორიულად არ დაეთანხმნენ მ---- ს---------ე და ი---- ჯ-----–--ე, ამ შელაპარაკებისას მ---- ს---------ემ ნ-----–-- კ-------–იას უთხრა, კანონიერ ქურდ „ლ---------–-ს“ ჩარევა რა საჭირო იყო, ისედაც მოგვარდებოდაო, რაზედაც ნ-----–-- კ-------–იამ უპასუხა, აბა პოლიციაში ხომ არ წავიდოდიო. ნ-----–-- კ-------–იას სამოქალაქო წესით რომ ეჩივლა მათთვის ისინი გაიმარჯვებდნენ. ამის გამო ჩარია კანონიერი ქურდი მ------ „ლ---------–-“, რომ მათ შიშისა და ზეწოლის ქვეშ უკანონოდ დაეხურათ სალონი.

 

მეორე დღეს, 2015 წლის 28 ნოემბერს „ლ---------–-ს“ დაურეკია ე------ ხ-------–---–ისთვის, მაგრამ ე------ის არ უპასუხია, რაც მ---- ს---------ეს უთხრა ი---- ჯ-----–--ემ. ამის გამო მან დაურეკა მ------ ლ---------–-ს თურქეთის ნომერზე, რომელზეც ადრეც ჰქონდა დანარეკი, ვინაიდან სალონი იყო მ---- ს---------ის და თუ რამე უნდოდა, მისთვის უნდა დაერეკა. მ------მ შეეკითხა თუ რა ქნეს. მან უპასუხა, რომ ნ-----–-- და მისი მეუღლე იყვნენ მოსულები, ძალიან დაბალი ფასი შესთავაზეს და ვერ მორიგდნენ. მ------მ უთხრა, რომ მისი დები მივიდოდნენ და შეაფასებდნენ გაწეულ ხარჯებს. 29 ნოემბერს სალონში მივიდნენ მ------ ლ---------–-ს დები, ი------- და ი----ა გ------ეები, რომლებმაც მიიყვანეს ხელოსანი. ხელოსანმა შეამოწმა გაწეული ხარჯები და შეაფასა 5000 ლარად. საბოლოოდ ამ თანხის მიღებას დაეთანხმნენ და შეთანხმდნენ, რომ წაიღებდნენ წყლის გამათბობელს ე.წ. „ტიტანს“ და თავსაბან ნიჟარას. 2015 წლის 26 დეკემბერს მ---- ს---------ე და ი---- ჯ-----–--ე გადავიდნენ სხვა შენობაში, რომელიც განთავსებულია დ----- ა----–-----–-- N34-ში. წამოსვლის დროს ნ-----–-- კ-------–იამ და მისმა მეუღლემ ზ---–ი კ--------ემ არ გამოატანეს ზემოთხსენებული წყლის გამათბობელი და წაიღეს მხოლოდ თავის საბანი ნიჟარა.

 

მოწმის განმარტებით, ის და ი---- ჯ-----–--ე იძულებით გადავიდნენ სხვა ადგილზე და გახსნეს სილამაზის სალონი, რადგანაც მათ შეეშინდათ კანონიერ ქურდ მ------ ლ---------–-ს, ვინაიდან ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს დამნაშავეთა სამყაროში. მათ შეეშინდათ, რომ თუ არ შეასრულებდნენ მ------ ლ---------–-ს გადაწყვეტილებას, მათ ან მათ ოჯახის წევრებს გაუსწორდებოდნენ ფიზიკურად დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები და მ------ ლ---------–-ს მხარდამჭერები, მიმდევრები და თანამზრახველები. მ---- ს---------ესა და ი---- ჯ-----–--ეს სალონის გახსნისთვის გაწეული ჰქონდათ 8200 ლარი, ნ-----–-- კ-------–იამ ი----ა გ------ის ხელით გადაუხადა 5000 ლარი. აქედან გამომდინარე 3200 ლარის მატერიალური ზიანი მიადგათ. ამასთან ნ-----–-- კ-------–იამ არ გამოატანა 470 ლარად ღირებული წყლის გამათბობელი ე.წ. ტიტანი. საბოლოოდ ჯამში აღნიშნული სალონის დახურვითა და სხვა ადგილზე გადასვლით მიიღეს 3670 ლარის ზიანი.

 

2016 წლის 26 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ მ---- ს---------ემ ამოიცნო მ------ გ------ე, მეტსახელად „ლ---------–-“, რომელსაც 2015 წლის 15 ოქტომბერს შეხვდა თურქეთში, ქ. ხ-----–-, სადაც მ------ გ------ემ უთხრა, რომ იყო კანონიერი ქურდი და დაავალდებულა, რომ ე.წ. „ც----------–--“ შენობაში დაეხურათ სილამაზის სალონი და გაეხსნათ სხვა ადგილზე, რადგანაც ის და ი---- ჯ-----–--ე მოქცეულები იყვნენ არასწორად.

 

გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხვისას მ----- გ-----–--ემ (რომლის ჩვენება გამოქვეყნებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში) მთლიანად დაადასტურა მ---- ს---------ისა და მ------ გ------ის შეხვედრის ფაქტი და მათი საუბრის შინაარსი.

 

2016 წლის 27 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ მ----- გ-----–--ემ ამოიცნო მ------ გ------ე, მეტსახელად „ლ---------–-“, რომელსაც 2015 წლის 15 ოქტომბერს შეხვდა თურქეთში, ქ. ხ-----–- მ---- ს---------ესთან ერთად, სადაც მ------ გ------ემ მ---- ს---------ეს უთხრა, რომ იყო კანონიერი ქურდი და დაავალა, რომ დაეხურა მისი სილამაზის სალონი და გაეხსნა სხვა ადგილზე, რადგან ის მოიქცა არასწორად.

 

გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხულ ე------ ხ-------–---–ის ჩვენებით (რომელიც გამოქვეყნებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში), დგინდება, რომ 2015 წლის სექტემბერში მისმა მეუღლემ ი---- ჯ-----–--ემ და მ---- ს---------ემ გადაწყვიტეს ფართის დაქირავება და სილამაზის სალონის გახსნა. 2015 წლის 01 ოქტომბერს გახსნეს სილამაზის სალონი „ო-------------“. ვიდრე ისინი ფართს გახსნიდნენ, მანამდე მათთან მისულა ნ-----–-- კ-------–ია და უთქვამს, რომ სალონი არ გაეხსნათ მანამ, სანამ ამას არ გადაწყვეტდა კანონიერი ქურდი მ------ ლ---------–-, იგივე მ------ გ------ე. 2015 წლის 1-----------ს მოწმის მობილურ ტელეფონზე შემოვიდა ზარი თურქეთის ნომრიდან. თანამოსაუბრემ უთხრა, რომ იყო მ------ გ------ე. უთხრა, რომ სალონის თემასთან დაკავშირებით რეკავდა და დაიბარა თურქეთში. მ------ გ------ეს ის ფიზიკურად არ იცნობდა, მხოლოდ ტელევიზიით ჰყავდა ნანახი. მას და მის მეუღლეს შეეშინდათ, რადგან გაგონილი ჰქონდათ რომ მ------ ლ---------–- იყო კანონიერი ქურდი და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მან აღნიშნულის შესახებ უთხრა მ---- ს---------ეს და მის ცოლისძმას ჯ--–--- ჯ-----–--ეს. მეორე დღეს ის და ჯ--–---ი გადავიდნენ ქ. ხ-----–-, სადაც ერთ-ერთ საჩაიეში შეხვდნენ ლ---------–-ს. ლ---------–-მ შეხვედრისას მათ უთხრა, რომ ის იყო კანონიერი ქურდი და მან იცოდა რა იყო სწორი და რა არასწორი; უთხრა, რომ ი---- ჯ-----–--ეს და მ---- ს---------ეს უნდა დაეკეტათ სალონი და გადასულიყვნენ „ც----------–--“ შენობიდან, რადგან „არაქურდულად“, „არასპრავედლივად“ იყვნენ მოქცეულები. შემდეგ მ---- ს---------ე და მათი საერთო ნაცნობი მ----- გ-----–--ეც იყვნენ გადასული ლ---------–-სთან შესახვედრად, რომელმაც მათაც ანალოგიური უთხრა. ამის შემდეგ, შეეშინდათ რა კანონიერი ქურდის ანგარიშსწორების, დაემორჩილნენ მის გადაწყვეტილებას.

 

2016 წლის 26 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ე------ ხ-------–---–მა ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ამოიცნო მ------ გ------ე, მეტსახელად „ლ---------–-“, რომელსაც 2015 წლის 14 ოქტომბერს მისი მეუღლის ძმასთან, ჯ--–--- ჯ-----–--ესთან ერთად შეხვდა თურქეთში, ქ. ხ-----–-, სადაც მ------ გ------ემ უთხრა, რომ იყო კანონიერი ქურდი და დაავალდებულა, რომ მის მეუღლეს და მ---- ს---------ეს დაეხურათ სილამაზის სალონი და გაეხსნათ სხვაგან.

 

გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხვისას ჯ--–--- ჯ-----–--ემ (რომლის ჩვენება გამოქვეყნებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში), დაადასტურა მისი, ე------ ხ-------–---–ისა და მ------ გ------ის შეხვედრის ფაქტი და მათი საუბრის შინაარსი.

 

2016 წლის 26 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ჯ--–--- ჯ-----–--ემ ამოიცნო მ------ გ------ე, მეტსახელად „ლ---------–-“, რომელსაც 2015 წლის 13 ოქტომბერს მისი სიძის - ე------ ხ-------–---–ის თხოვნით, მასთან ერთად შეხვდა ქ. ხ-----–- და რომელმაც ე------ის მოთხოვა, რომ მის დას ი---- ჯ-----–--ეს და მ---- ს---------ეს დაეხურათ ე.წ. „ც----------–--“ შენობაში გახსნილი სილამაზის სალონი.

 

2015 წლის 27 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა მოწმე მ---- ს---------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი. მ. ს---------ემ გამოძიებას წარუდგინა მის მიერ ჩაწერილი ორი ვიდეო ფაილი. აღნიშნული ვიდეო ფაილები გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, რომლითაც დადგინდა, რომ მ---- ს---------ე საყვედურობს ნ-----–-- კ-------–იას, თუ რაში დაჭირდა მათ საქმეში „მ------ს“ ჩარევა, რაზეც ნ-----–-- კ-------–ია პასუხობს, რომ, რადგან იგი თავისი ნებით არ გადავიდა სხვა ადგილზე და არ დაემორჩილა, ამიტომ მოუხდა მ------ს ჩარევა დავის გადასაწყვეტად;

 

საზღვრის კვეთის მონაცემებით დადგენილია, რომ მ---- ს---------ეს და მ----- გ-----–--ეს ორივეს ერთდროულად უფიქსირდებათ 2015 წლის 1---------რს ს-----------–----------------- გასვლა (18:00 საათზე) და შემოსვლა (21:15 საათზე); ასევე ე------ ხ-------–---–სა და ჯ--–--- ჯ-----–--ეს - 2015 წლის 1-----------ს ს-----------–----------------- გასვლა (17:36 საათზე) და შემოსვლა (19:24 საათზე);

 

შპს ,,ჯ------–---ან და შპს ,,მ--------–---ან“ მიღებული დეტალური ინფორმაციის დათვალიერების 2016 წლის 03 ივნისის ოქმით დადგენილია, რომ ე------ ხ-------–---–ის სარგებლობაში არსებული 5----------- ნომრის მობილური ტელეფონიდან დაფიქსირებულია 9 გამავალი ზარი 14/11/2015 და 15/11/2015 წელს ნომერზე +------------, რა ნომრითაც ესაუბრა მ------ გ------ე; მ---- ს---------ის სარგებლობაში არსებული 5----------- ნომრის მობილური ტელეფონიდან დაფიქსირებულია ერთი გამავალი ზარი 13/11/2015 წელს 17:47 საათზე ნომერზე +------------ 44 წამის ხანგრძლივობით, რა ნომრითაც ესაუბრა მ------ გ------ე; იმავე თარიღებში დაფიქსირებულია ორი შემავალი ზარი იმავე ნომრიდან; ასევე, იმავე პერიოდში - ხუთი შემავალი და ოთხი გამავალი უპასუხო ზარები იმავე ნომრებს შორის;

 

დაზარალებულ რ----- ვ------–-–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით (რომლებიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე) ირკვევა, რომ 2012 წელს მან და მისმა ნაცნობმა მ----- ბ------ემ გადაწყვიტეს საქმის წამოწყება. ამისათვის მათ გახსნეს ავტოლომბარდი, რომელიც დარეგისტრირდა მის სახელზე, ხოლო მ----- ბ------ემ სალომბარდო საქმიანობის განსახორციელებლად ჩადო 100 000 აშშ დოლარი. მათ მოილაპარაკეს, რომ მოგებას გაინაწილებდნენ თანაბრად. გახსნიდან 2 წელი კარგად იმუშავეს, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ დადიოდა ლომბარდში. გამოჯანმრთელების შემდეგ დაინტერესდა რა თანხა იყო მოგებული და რამდენი ერგებოდა მას. მისთვის თანხა რომ მიეცა, მ----- ბ------ემ უთხრა, რომ მისგან ერგებოდა 30000 აშშ დოლარი, რაზეც მან უთხრა, რომ პირიქით მას ერგებოდა 24000 აშშ დოლარი. მასსა და მ----- ბ------ეს შორის არსებული ფინანსური დავის საკითხის მოგვარება (საქმის გარჩევა) შავებში (კანონიერ ქურდებში) გადაწყვიტა მ----- ბ------ემ. სწორედ მ----- ბ------ის შემოთავაზების შესაბამისად წავიდნენ მაისის თვეში თურქეთის რესპუბლიკაში. სადაც ქ. ხ-----–- ერთ-ერთი ჩაის სახლში შეხვდნენ მ------ ლ---------–-ს. მან ,,კანონიერი ქურდი“ მ------ ლ---------–- იცნო, იქედან გამომდინარე, რომ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი ტელეგადაცემებში და კარგად ახსოვდა მისი სახე. ლ---------–-მ ისინი მიიპატიჟა მაგიდასთან, შემდეგ მისკენ მიტრიალდა და უთხრა, რომ კანონიერი ქურდი მ------ ლ---------–- იყო. იქ იყო ქურდების შეკრება ე.წ „სხოდკა“. ლ---------–-მ მიუთითა იქვე მჯდომ ერთ-ერთ მამაკაცზე, რომ ისიც იყო კანონიერი ქურდი მეტსახელად „ყ----–-“. ასევე უთხრა, რომ მათ იცოდნენ მისი და მ-----ის ამბები. შემდეგ გადასვა ცალკე მაგიდასთან, მიუჯდა გვერდით და უთხრა, რომ იგი აგვარებდა და არჩევდა სხვადასხვა ურთიერთობებსა და კომფლიქტებს პირებს შორის. მათ შორის დავას ფულთან დაკავშირებით და ის - კანონიერი ქურდი როგორც გადაწყვეტდა ისე უნდა გაკეთებულიყო, რადგან მან იცოდა როგორ იყო სწორი და როგორ არასწორი.

 

მ-----ი ბ------ისა და რ----- ვ------–-–---–ის ნათქვამს შორის არსებული არათანხვედრის გამო მ------ ლ---------–-მ მათ უთხრა, რომ ის იყო კანონიერი ქურდი და სწორი გადაწყვეტილება უნდა მიეღო, რისთვისაც საჭირო იყო სცოდნოდა ყველაფერი დავასთან დაკავშირებით. ამიტომ უთხრა, რომ სამი თვის ვადაში გადაეტანათ ლომბარდის სამუშაო რვეული და ისინიც გადასულიყვნენ. როდესაც მეორედ გადავიდნენ მ----- ბ------ემ გადასცა ლომბარდის რვეული, მ------ ლ---------–-მ ნახა რვეული, რომელშიც შეტანილი ფინანსური ოპერაციების შესახებ მან კარგად ვერ გაიგო და მ-----ის ჰკითხა თუ რა დგინდებოდა ამ რვეულის მონაცემებით. მ-----იმ უთხრა, რომ რ----- ვ------–-–---–ს მისთვის გადასახდელი ჰქონდა 12000 აშშ დოლარი. მან იუარა და უთხრა, რომ ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს, თუმცა მ------ ლ---------–-მ გაიზიარა მ-----ის ნათქვამი. მ------ ლ---------–-მ დაუთქვა ვადა სამი თვე. რ----- ვ------–-–---–მა თავის მხრივ უთხრა, რომ მას პირიქით ჰქონდა მისაღები ფულადი თანხა მ----- ბ------ისაგან და მას არ ჰქონდა რაიმე თანხა მისატანი, რაზეც მ------ ლ---------–- გაბრაზდა და მუქარანარევი ხმით კვლავ გაიმეორა, რომ ის იყო კანონიერი ქურდი, ის წყვეტდა ვის ჰქონდა თანხა მისატანი და ვის ასაღები. რადგანაც მან გადაწყვიტა, რომ თანხა ჰქონდა ვ------–-–---–ს მისატანი, ესე იგი ასე უნდა მომხდარიყო და იქვე დაამატა, რომ ვინც მის, როგორც „კანონიერი ქურდის“ ნათქვამს არ ემორჩილებოდა, ის სასტიკად ისჯებოდა. ვინაიდან რ----- ვ------–-–---–მა იცოდა ხალხისგანაც და თავად მ------ ლ---------–-სგანაც, რომ ის იყო კანონიერი ქურდი და ვინც მას არ ემორჩილებოდა სასტიკად უსწორდებოდა ფიზიკურად ან სხვაგვარად. რ----- ვ------–-–---–ი მ------ ლ---------–-ს ქურდულ მოთხოვნას დაემორჩილა და შეჰპირდა, რომ ყველანაირად ეცდებოდა შეეგროვებინა ეს თანხა. ამის შემდეგ არც მ----- ბ------ე და არც მ------ ლ---------–- მას არ უნახავს. ერთ დღეს სატელეფონო ზარით დაუკავშირდა ლ---------–- და უთხრა მ-----ისთან ერთად ისევ ძველ ადგილას შეხვედროდნენ მას. მაგრამ არ შეხვედრილან. რ----- ვ------–-–---–ის განმარტებით, ის იმიტომ დათანხმდა ლ---------–-ს მოთხოვნას ჩაეტანა 12000 აშშ დოლარი, რომ მისი ეშინოდა. თუკი ასე არ მოიქცეოდა და არ დაემორჩილებოდა მის ქურდულ მოთხოვნას, ის როგორც კანონიერი ქურდი საფრთხეს შეუქმნიდა მისი და მისი ოჯახის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მას აღნიშნული შიში ამჟამადაც აქვს.

 

2016 წლის 27 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ რ----- ვ------–-–---–მა ამოიცნო გ------ ა--–--ე, მეტსახელად ,,ლ---------–-“, იგივე მ------ გ------ე, რომელსაც 2015 წლის მაისში და აგვისტოში შეხვდა ქ. ხ-----–- მ----- ბ------ესთან ერთად და რომელმაც მისგან მოითხოვა 12000 დოლარის ჩატანა.

 

მოწმე მ----- ბ------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით (რომელიც გამოქვეყნებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში) დადგენილია, რომ რ----- ვ------–-–---–სა და მ----- ბ------ეს შორის ნამდვილად არსებობდა ფინანსური დავა, რომლის მოსაგვარებლად გადაწყვიტეს უთანხმოება მოეგვარებინათ კანონიერი ქურდების ჩარევით. მათთვის ცნობილი იყო, რომ თურქეთში იყვნენ კანონიერი ქურდები, მათ შორის იყო მ------ ლ---------–-, რომელიც აგვარებდა მსგავს ურთიერთობებს. მაისის თვეში ის და რ-----ი წავიდნენ თურქეთში, სადაც შეხვდნენ კანონიერ ქურდს მ------ ლ---------–-ს. ის იმყოფებოდა ბარში. მან ის იცნო ქართულ ტელეგადაცემებში სპეციალური რეპორტაჟებიდან. მან უთხრა, რომ ის იყო კანონიერი ქურდი მ------ ლ---------–-, იგი აგვარებდა და არჩევდა სხვადასხვა ურთიერთობებსა და კომფლიქტებს პირებს შორის, მათ შორის დავას ფულთან დაკავშირებით და ის - კანონიერი ქურდი როგორც გადაწყვეტდა ისე უნდა გაკეთებულიყო, რადგან მან იცოდა როგორ იყო სწორი და როგორ არასწორი. მან გამოკითხა თუ რაზე იყვნენ ჩასულები, რა ჰქონდათ გასარკვევი. მათ უთხრეს, რომ ჰქონდათ ფინანსური დავა და რ-----ისაგან ასაღები ჰქონდა 6000 აშშ დოლარი. რაც რ-----იმ უარყო და თქვა, რომ პირიქით, მას ჰქონდა მასზე მისაცემი 24 000 აშშ დოლარი. მან უჩვენა მ------ ლ---------–-ს ლომბარდის სამუშაო რვეული, რომელშიც შეტანილი იყო ფინანსური ოპერაციები. მან კარგად ვერ გაიგო რვეულში შეტანილი მონაცემები და თქვა, რომ ამის დადგენას ბუღალტერი სჭირდებოდა. მან თქვა, რომ წასულიყვნენ და ერთმანეთში გადაეწყვიტათ ვის ვისი ვალი ჰქონდა და შეთანხმებულიყვნენ. თუ არ შეთანხმდებოდნენ, მაშინ კვლავ ჩასულიყვნენ მასთან და ის როგორც კანონიერი ქურდი გადაწყვეტდა აღნიშნულ საკითხს. ამ საუბრით დაშორდნენ და წამოვიდნენ საქართველოში.

 

2015 წლის 22 ნოემბერს რ----- ვ------–-–---–მა დაურეკა და უთხრა, რომ მას თურქეთიდან დაუკავშირდა კანონიერი ქურდი მ------ ლ---------–-, რომელმაც ისინი თურქეთში დაიბარა შეხვედრაზე. დაახლოებით 22:00 საათზე შეხვდა რ----- ვ------–-–---–ს ს-----–ი, რათა გადაეკვეთათ საზღვარი, მაგრამ იქ გამშვებ პუნქტთან შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და წამოიყვანეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვის მიზნით, შესაბამისად მ------ ლ---------–-სთან შეხვედრა აღარ შემდგარა. მან კანონიერ ქურდ მ------ ლ---------–-ს შესახებ იცის გადმოცემით, რომ ის არის კანონიერი ქურდი, ის ცხოვრობს ქურდული ცხოვრებითა და ტრადიციებით, ის არჩევს და აგვარებს სხვადასხვა პირებს შორის არსებულ ურთიერთობებს, წარმოშობილ კონფლიქტებსა და უთანხმოებებს, ხოლო იმ პირებს, ვინც არ ემორჩილება მის ,,ქურდულ მოთხოვნებს“, ის მკაცრად უსწორდება ფიზიკურად ან სხვაგვარად.

 

საზღვრის კვეთის მონაცემებით დადგენილია, რომ მ----- ბ------ესა და რ----- ვ------–-–---–ს ორივეს თითქმის ერთდროულად უფიქსირდებათ 2015 წლის 4 და 5 მაისს ს-----------–----------------- გასვლა და შემოსვლა.

 

შპს ,,ჯ------–---ან და შპს ,,მ--------–---ან“ მიღებული დეტალური ინფორმაციის დათვალიერების 2016 წლის 03 ივნისის ოქმით დადგენილია, რომ რ----- ვ------–-–---–ის სარგებლობაში არსებული 5----------- ნომრის მობილური ტელეფონიდან 3 გამავალი ზარი 1--------- წელს 13:32, 13:34 და 13:54 საათებში დაფიქსირებულია ნომერზე +------------, რომლითაც ესაუბრა მ------ გ------ე; პირველი ზარი უპასუხოა, მეორე ზარის ხანგრძლივობა შეადგენს 34 წამს, ხოლო მესამე ზარის ხანგრძლივობა - 109 წამი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 06 იანვრის განჩინებით გაცემულ იქნა ნებართვები ფარული საგამოძიებო მოქმედების - გ--- კ-----–---–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- და დ----- ბ----–---–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება - ჩაწერის შესახებ, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით.

 

სწორედ სასამართლოს ნებართვით ჩაწერილი ერთ-ერთი ასეთი საუბარი დ----- ბ----–---–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომრიდან - 5-----------, განხორციელებული ზარი 2-----–-–--------------ის 22:51 სთ-დან 22:57 სთ-მდე, შეეხება თ-----სა და მ------ს შორის შემდგარ დიალოგს, თ----- მ------ ლ---------–-ს აწვდის ინფორმაციას, რომ მის გვერდით ვინც იყო ,,პალაჟენეცი“ წაიყვანეს და ატეხილია ამბავი მის ადგილზე, ამბიციები აქვთ, ,,პალაჟენცობა“ უნდათ, რაზეც მ------ პასუხობს, რომ ის საქმის კურსშია ყველაფერში და ნაბიჯ- ნაბიჯ არის ყველაფერი დასალაგებელი, რისთვისაც აძლევს მითითებას რა და როგორ გააკეთოს, ვის რა და როგორ უთხრას.

 

ასევე სასამართლოს ნებართვით ჩაწერილია ერთ-ერთი საუბარი დ----- ბ----–---–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომრიდან - 5-----------, მობილური ტელეფონის სააბონენტო ნომერზე - 0------------.. სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება ჩაწერით დადგინდა, რომ 2015 წლის 01 თებერვალს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების იმჟამინდელი მაყურებელი თ------ ე-------ა მის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონით უკავშირდება მ------ გ------ეს. საუბრის შინაარსიდან ირკვევა, რომ თ------ ე-------ას შეგროვებული ჰქონდა ქურდული საერთო „ექვსნახევრამდე“ ოდენობით და ითხოვა თანხმობა, რომ შეგროვებული თანხის ნახევარი მეშვიდე დაწესებულებაში მყოფ მათ მეგობრებს მოხმარებოდა, ხოლო დანარჩენი კი ადგილზე დაეტოვებინათ თავიანთი საჭიროებისათვის, რაზეც მ------ გ------ემ მოუწონა გადაწყვეტილება და უთხრა, რომ მათი მოქმედება ე.წ. „განაბური“ (ქურდული) იყო და მათ გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა.

 

შემდგომი ფარული მიყურადების მასალებით ირკვევა, რომ თ. ე-------ა გადაყვანილ იქნა N7 დაწესებულებაში, ხოლო მისი მობილური ტელეფონით შემდგომში სარგებლობდა პატიმარი მ------ ლ-------ა. მ------ ლ-------ა - დ-----, საუბრობენ, რომ მ------მ და სხვა ქურდებმა თ-----ს გადაყვანის შემდეგ N2-ში მაყურებლად დატოვეს კახელი ბიჭი „წ----–-“.

 

ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებულია საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლების - ბ------- ფ------ს, ი-----–- ს------–---სა და დ----- ქ--------ს მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აპრილის ბრძანებით გაცემულ იქნა ნებართვები ფარული საგამოძიებო მოქმედების - გ------ უ--–--ას სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5-------------- ნომერზე და ა-–---------- ს------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება - ჩაწერის შესახებ 2014 წლის 23 აპრილიდან 2014 წლის 23 მაისამდე.

 

ზემოაღნიშნული სასამართლოს ნებართვით ჩაწერილი ერთ-ერთი ასეთი საუბარი შედგა 26.04.2014წ. ა-–---------- ს------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომრიდან. საუბარში მ------ ლ---------–- ეუბნება ბ---ს, რომ „შენ ხარ ჩვენგან მანდ განაბურად ბრატუხა. შენ იგრუზები, შენთან ერთად იქნება მაგი ,,ზ---ა“. თუ ვინმე რამე პრეტენზიას წაუყენებს, უთხრას რომ მასა ქურდები არიან საქმის კურსში „მასა ქურდებმა დაგგვრუზეს ჩვენ“ და დაარეკინონ მასთან.......უნდა შეუდგნენ საქმეს ,,განაბურად“. ... „არა მარტო ჩვენი გულიზა ქურდულის გულიზა, ჩვენი ცხოვრების გულიზა და ჩვენი იდეის გულიზა და რომ იყოს ჩვენებური განაბური ხოდი სიმონ“... „განაბურად დაუძახე ეგრევე რავარც მიხვალ დაუძახე ზონას“ ჩართე „გრომკი სვიაზი“, ეგრევე სხადნიაკზე ჩვენ ჩავერთვებით, რო ხართ იქ თქვენ ორივე“... ბ---ს პასუხია:. „რაზეა ძმაო მ------ ლაპარაკი“....

 

გარდა აღნიშნული საუბრებისა, საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაწერილი არაერთი საუბარი, განხორციელებული სხვადასხვა სააბონენტო ნომრებიდან. საუბრების უდიდეს ნაწილში არის განხილვა პენიტენციურ დეპარტამენტის N-- დაწესებულებიდან რიგი პატიმრების სხვა დაწესებულებებში გადანაწილების გამო ამ დაწესებულებაში ახალი მაყურებლების შერჩევისა და დანიშვნის შესახებ, რომლებსაც უნდა გაეკონტროლებიათ დაწესებულებაში არსებული ვითარება ქურდული წესების მიხედვით. ა-–--------- ს------ე მის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონით სისტემატიურად უკავშირდებოდა საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს: მ------ გ------ეს, ლ-–- ბ--------–ს, დ----- გ----–---ს, გ------- ბ---------–ს და ჩ----- შ-----ს 2014 წლის 23 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით, საბოლოოდ 2014 წლის 28 აპრილს ა-–---------- ს------ესა და მ------ გ------ის, ასევე ლ-–- ბ--------–ს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრით ირკვევა, რომ N-- დაწესებულებაში მაყურებლებად დაინიშნენ გ------- ზ--–--ი და ბ--- ო---–----ა.

 

ასევე დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2-----–-–------------ის დადგენილებით კანონიერად იქნა ცნობილი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლის ბრძანების გარეშე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიება, კერძოდ 2----–-–------------------------------------–-–------------------------------ პერიოდში შუამდგომლობაში მითითებული პირების სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონების სააბონენტო ნომრებზე განხორციელებული სატელეფონო საუბრებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფარული მიყურადება და ჩაწერა.

 

14.06.2014 19:11 საათიდან 19:24 საათამდე კ---- დ------ის ძე კ--------ის სარგებლობაში არსებული სიმ ბარათის ნომერზე 5----------- შედგა 13 წუთიანი საუბარი, (ფონ. 1---------, 14.06.2014, ტ-----------------) მ------, კ---- და გ------- საუბრობენ. მ------ ეუბნება მათ, რომ რატომ არ პასუხობენ მათ მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე, ან რატომ არ შეკრიბეს ქუჩა, ,,საკაიბიჭო“ და ,,საძველბიჭო“ მათთან სალაპარაკოდ და ამ დაგროვილ კითხვებზე პასუხების გასაცემად, რატომ არ ჩავიდა გ------- მ------სთან შესახვედრად ან თუნდაც რატომ არ დაუჯდა სკაიპზე სასაუბროდ, რატომ დააიგნორა მისი მოთხოვნა „მე ქურდს არ მისარგებლია შემთხვევით, როგორც აგერ მასაა, 25 კაცი ზის აგერ და ამ ლაპარაკს ისმენს, მე არ მითქმია სიმონ ქუჩისთვის/?/, რომ წადით ახლა, მე ვუთხარი მაგას წადი, აუხსენი, ჩაუდე თავში, განაბურად როგორ არი გაიგე? აზრზე მოვა, თუ არადა დავუძახებ ქუჩას და იქნება ლაპარაკი და ღირსეულად მოექცევა ყველა კაი ბიჭი“....რაზეც გ------- ბოდიშებს უხდის, თავს იმართლებს, რომ დაბნეული იყო და ყველაფერი გამოუცდელობით მოუვიდა.....მ------ რამდენჯერმე უმეორებს რომ იგი არის განაბი და სახელიანი.... (ფონ. 1---------------------------------, 14.06.2014, ტ------------------------------------------------) დაფიქსირებულია კ---- კ--------ეს და თ-------ეს საუბარი იმის შესახებ, რომ იმ წუთებში მიდიოდა მ------სთან სკაიპით საუბარი ,,კაი ბიჭებთან“ და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად იყო. ...ნატრულობენ, რომ ყველაფერი კარგად და მშვიდობიანად დამთავრდეს..... (ფონ. 1---------- 14.06.2014, ტ. 3 გვ. 39-41), დაფიქსირებულია, რომ საუბრობენ კ. კ--------ე - მამაკაცი, მ------სთან სკაიპით საუბრის შედეგებზე, რომ შენი ძმაკაცი აღდგა თავიდან ბოლომდეო, რომ კარგად დასრულდა ყველაფერი...თ-----, კ---, ი-----–- და პ----ე დააყენა ჩვეულებრივად და რა თემებსაც აკონტროლებდნენ იგივე დარჩათ...

 

2016 წლის 18 თებერვალს დათვალიერდა ინტერნეტ ვებ.გვერდი h----------------------- სადაც განთავსებულია ინფორმაცია „კანონიერი ქურდის“ მ------ ლ---------–-ს შესახებ და მოხდა ოთხივე ვიდეოჩანაწერის გადატანა DVD-R დისკებზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2016 წლის 0-------ის N3---- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ:

 

1. ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, გარდა „ტ--–------------------------დან ამოღებული გადაცემა გ------------–----–------ის“ და ვიდეოგრამა „З---------------------------------------------------------.mp4“ -ს აუდიონაწილისა, რომლებიც წარმოადგენს მონტაჟს.

2. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერები გაშიფრულია ტექსტობრივად და წარმოდგენილია ცალკე დანართების სახით (იხ.დანართი 1, დანართი 2, დანართი 3, დანართი 4, დანართი 5, დანართი 6, დანართი 7 და დანართი 8).

3. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ფონოგრამებში (1----------

1---------------------------------------------) მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება მ------ გ------ის ხმის ნიმუშის (სასამართლო სხდომის ოქმი)ფონოგრამიდან მ------ გ------ის ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის #3---- დასკვნის დანართ #8 წარმოდგენილია ჩანაწერი „в-----------------------------------------------------) 10.12.13 о------ საუბრობს ორი დიქტორი სადაც მ------ გ------ე შეკითხვაზე ,,ხართ თუ არა კანონიერი ქურდი?“ პასუხობს ,,მე - ქურდი ვარ“.

 

ჩანაწერში „в----------------------------------------------------------------“ ანალოგიურად მ------ გ------ე შეკითხვაზე ,,ხართ თუ არა კანონიერი ქურდი?“ პასუხობს „მე - ქურდი ვარ“.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2016 წლის 06 ივნისის N3---- დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა დ----- გ-------–---–მა, ა------------მ და ე-–----ა ა--–--ოვმა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური, ფოტო -ვიდეო და კომპიუტერულ ტექნიკური ექსპერტიზის 2016 წლის 14 ივნისის N2---------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ:

1.გამოკვლევაზე წარმოდგენილ N1 დისკზე არსებული ვიდეოგრამა, სახელწოდებით-

„1.---- ერთი მთლიანია და არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები;

2.გამოკვლევაზე წარმოდგენილ N1 დისკზე არსებული ვიდეოგრამა, სახელწოდებით-

„2.---- ერთი მთლიანია და არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები;

3.გამოკვლევაზე წარმოდგენილ N2 დისკზე არსებული ვიდეოგრამა, სახელწოდებით

- „--------- არ არის ერთი მთლიანი, დარღვეულია ჩანაწერის მთლიანობა და წარმოადგენს მონტაჟს;

4.გამოკვლევაზე წარმოდგენილ N2 დისკზე არსებული ვიდეოგრამა, სახელწოდებით

- „V-------- არ არის ერთი მთლიანი, დარღვეულია ჩანაწერის მთლიანობა და წარმოადგენს მონტაჟს;

5.გამოკვლევაზე წარმოდგენილ N3 დისკზე არსებული ვიდეოგრამა, სახელწოდებით-„------------------------------------------------ 10.12.13 О------ ერთი მთლიანია და არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები;

6.გამოკვლევაზე წარმოდგენილ N3 დისკზე არსებული ვიდეოგრამა, სახელწოდებით-

„в-------------------------------------------------------) 19.03.2014 К---- ერთი მთლიანია და არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები;

7.გამოკვლევაზე წარმოდგენილ N3 დისკზე არსებული ვიდეოგრამა, სახელწოდებით-

„во----------------------------------------------) 28.10.14 К---- ერთი მთლიანია და არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები;

8.გამოკვლევაზე წარმოდგენილ N3 დისკზე არსებული ვიდეოგრამა, სახელწოდებით-

„З---------------------------------------------------------“ არ არის ერთი მთლიანი, დარღვეულია ჩანაწერის მთლიანობა და წარმოადგენს მონტაჟს;

9.გამოკვლევაზე წარმოდგენილ N4 დისკზე არსებული ვიდეოგრამა, სახელწოდებით- „o---------------------- ერთი მთლიანია და არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები.

10.გამოკვლევაზე წარმოდგენილ N3 და N4 დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან, სახელწოდებით-„во----------------------------------------------) 10.12.13 О----------, „во----------------------------------------------)

19.03.2014 К-------”, „во----------------------------------------------) 28.10.14

К-------”და„o-------------------------” ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

11.გამოკვლევაზე წარმოდგენილ N5 დისკზე არსებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

12.გამოკვლევაზე წარმოდგენილ N3 დისკზე არსებულ ვიდეოგრამებიდან, სახელწოდებებით-„в-----------------------------------------------------) 10.12.13

О----------, „в-----------------------------------------------------------) 19.03.2014

К-------” და „в-----------------------------------------------------------) 28.10.14

К-------” დაწყებიდან 00:00:19 სთ-ზე (ფოტო N5), 00:00:06 სთ-ზე (ფოტო N6) და

00:00:22 სთ-ზე (ფოტო N7) და გამოკვლევაზე წარმოდგენილ N5 დისკზე არსებულ ფოტოსურათზე, სახელწოდებით-„1-----------------” (ფოტო N10) გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება.

13. გამოკვლევაზე წარმოდგენი N4 დისკზე არსებულ ვიდეოგრამის, სახელწოდებით-„o-------------------------” დაწყებიდან 00:00:14 სთ-ზე (ფოტო N8) ამოღებულ ფოტოსურათზე და გამოკვლევაზე წარმოდგენილ N5 დისკზე არსებულ ფოტოსურათზე, სახელწოდებით-„1-----------------” (ფოტო N11) გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება.

14.ფოტოსურათები დამუშავდა გრაფიკულ რედაქტორ Adobe Photoshop CS6-ში, მათზე ასახული მოქმედებების, მათი თანმიმდევრობის და შინაარსობრივი ხასიათის სახეცვლილების გარეშე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ ტექნიკური ექსპერტიზის 2016 წლის 14 ივნისის N2--------- დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა გ------- ხიზანაშვილმა და გ------- გ--------ემ.

 

2. ჯგუფური გამოძალვის, ე.ი. სხვისი ნივთის, ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის უფლების მოთხოვნის ორგანიზება, რასაც თან ერთვის დაზარალებულისათვის ძალადობის გამოყენების მუქარის ეპიზოდი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ჯ--–--- ბ---–----ემ განმარტა, რომ სამი ოთხი წლის წინ მისმა მეგობარმა რ----– შ-----ემ შესთავაზა მასთან მუშაობა ს-----ის საბაჟოზე დეპორტირებული პირების გადასაყვანად, რასაც დათანხმდა და დაიწყო მუშაობა. 2013 წლის შემოდგომაზე მის მეგობარს ხ---- შ----–--ეს დაუკავშირდა ვინმე შ------ მ------–---–ი და სთხოვა გადაეყვანა მისი მეგობრის ცოლი და ორი შვილი საზღვარზე. ხ----მ სთხოვა დახმარება, რომ ერთად გაეკეთებინათ ეს საქმე. ის დაუკავშირდა მის ახლო მეგობრებს, ამ საქმის სანაცვლოდ 2500 დოლარს ითხოვდნენ, ხოლო საქმის დასაწყებად შ------ მ------–---–ს 1500 დოლარი გამოართვა წინასწარ. რაღაც გარკვეული პრობლემები შეიქმნა თურქეთის მხრიდან და დროულად ვერ მოხერხდა ამ ხალხის გაყვანა. შ------ი ითხოვდა დროულად საქმის მოგვარებას. მან უთხრა, რომ ის ვერ აგვარებდა ამ პრობლემას და საჭირო იყო დამატებითი თანხები, რაზედაც შ------ისაგან მიიღო თანხმობა. შ------მა გადაიხადა დამატებით 2500 დოლარი და მისმა ახლობელმაც გადაიყვანა საზღვარზე ეს ხალხი. ამის შემდეგ შ------მა პირველ ეტაპზე გადახდილი და შემდეგ დამატებითი თანხები გახადა სადაო. რაზედაც ერთ დღეს დაუკავშირდნენ მოწმეს მისი ნაცნობები და თხოვეს ნ----–---–-------–--–---–-- ქუჩაზე მისვლა. მისვლისას იქ დახვდათ ზ------- - ა--–--ა ხ--–--–---–ის მამიდაშვილი, ა--–--ა ხ--–--–---–ი არის თურქეთში ,,საერთოს’’ მაყურებელი, ქურდებთან დაახლოებული პირი. უთხრეს, რომ ქურდები არიან დაინტერესებული ამ საქმით და თანხის დაბრუნება უნდ-----. სურდათ მისი სკაიპში დაჯენა, კონკრეტულად კანონიერი ქურდი თ----- ხოფ----- ითხოვდა ჯ--–--- ბ---–----ისგან ამ თანხას, რაზედაც მან უარი განაცხადა: გოგო მახლია და ხვალ დავჯდები და გავარკვიოთო. რადგანაც დაჟინებით ითხოვდა, დათანხმდნენ და გაუშვეს. იქედან წამოსულმა ნახა მისი ნაცნობი ჯ------– ნ---–--ე ზედმეტსახელით ჯ----. აუხსნა სიტუაცია და უთხრა, რომ დასაბრუნებელი არაფერი თანხა არ ჰქონდა. ამის შემდეგ ის ჯ------–ისთან იყო სახლში ჯავახიშვილის ქუჩაზე რა დროსაც ჯ------–იმ დარეკა მ------ ლ---------–-სთან. თავად უთხრა, რომ ლ---------–-სთან რეკავდა. მოუყვა მ------ს ბ---–----ის პრობლემების შესახებ. ჯ------–ი, როგორც იცოდა და თვითონაც იძახდა, იყო მ------ ლ---------–-ს ,,პადელნიკი“, გადადიოდა ხოლმე მ------სთან თურქეთში. მ------მ უთხრა, რომ, თუ ვინმე თანხას მოთხოვს, უთხრას რომ მე გადამიხადა ეგ თანხა და აღარ მოთხოვენო. რამდენიმე ხნის შემდეგ ჯ------–ი დაიჭირეს და შესაბამისად, მისი და ხ----ს პრობლემა დარჩა მოუგვარებელი. მან ამ სიტუაციისგან თავის გარიდების მიზნით გადაწყვიტა ბათუმი დაეტოვებინა და გადავიდა სოფელში, ამის შემდეგ დაიწყო მის ძებნა.

 

მოწმის ჩვენებით, მან ნაცნობებისგან იცოდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები ეძებდნენ მას. ის დაახლოებით ექვსი თვის მანძილზე იყო მიმალვაში, არ ჩანდა არსად. ექვსი თვის შემდეგ ძაან დაიძაბა სიტუაცია. მას დაურეკა ჯ------–ის მეგობარმა ე--------- კ----ემ მეტსახელად ,,ვ---------“, რომელმაც უთხრა, რომ მ------ს სურდა მასთან საუბარი სკაიპით. რაზედაც მან თქვა უარი; უთხრა რომ იყო სოფელში, სადაც დიდი თოვლი იყო და ვერ მოახერხებდა. ცოტა ხანში დაურეკა გ--- გ--–-----ემ. ისიც მ------ს მეგობარი იყო. მანაც ანალოგიურად მოწმეს უთხრა ჩამოსულიყო და დალაპარაკებოდა მ------ს, რადგან როგორც გ--–-----ემ უთხრა: „ორივე მხარეს ,,აიგნორებ“ და ბევრი რამ მოგვდის შენზეო“. გ--–-----ესაც ანალოგიური აუხსნა. ამის შემდეგ ჩამოვიდა ბათუმში, დაუკავშირდა მის რამდენიმე ნაცნობს. სანამ ვინმეს შეხვდებოდა, შემთხვევით სამარშუტო ტაქსში შეხვდა მ------ ქ------–--ე, რომელიც იყო ი-----–- კ----ხიძის ახლო მეგობარი, ძმაკაცი. ი-----–- კ----ხიძის ძმა იყო მ------ს ,,პადელნიკი“. მ------მ უთხრა, რომ მისთვის ანგარიშის გასწორება უნდოდათ და დროულად უნდა მოეგვარებინა პრობლემა. ის მ------ს შეჰპირდა, რომ მივიდოდა საღამოს მასთან სახლში. როცა მ------ს დაშორდა, იცოდა რა რომ მის მოკვლას აპირებდნენ, რადგანაც ამის უამრავი მუქარები არსებობდა, ბ---–----ე დაკავშირებული იყო დ----- დ---–-–---–ზე - მაშინდელ ქობულეთის სამმართველოს უფროსზე, რომელმაც გააცნო მისი მეგობარი თ----- მ----–---–ი, რომელიც იყო ბათუმის სამმართველოს თანამშრომელი, რომელმაც ჯ--–--- ბ---–----ეს უთხრა, რომ დაეხმარებოდა, დაიცავდა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, მაგრამ მანამდე უნდა გამოაშკარავებულიყო და დადასტურებულიყო რასაც ის ყვებოდა. როდესაც ბ---–----ემ მ------ ქ------–--ეს უთხრა პრობლემის შესახებ, დაუკავშირდა თ----- მ----–---–ს, რომელმაც წაიყვანა მთავარ სამმართველოში, შედგა ოქმი, სადაც ჯ--–--- ბ---–----ის თანხმობით, მოხდა მისი აღჭურვა აუდიო-ვიდეო მოწყობილობით, უთხრეს რომ ფაქტები როგორც ხდება უნდა ჩაწერილიყო, რაც საჭირო იყო საგამოძიებო უწყებისთვის. სანამ მ------სთან მივიდოდა, მოწმეს დაურეკა ხ---- შ-----ემ, რომელმაც უთხრა, რომ ჯ--–---იც იქნებოდა შეხვედრაზე მისული და გაირკვეოდა ყველაფერი. მოწმე მიუთითებს, რომ მის მსგავსად ხ----ც დაინტერესებული იყო საქმის მოგვარებით, რადგან რეპრესიებში იყო და ეშინოდა. ხ----მ მიაკითხა ჯ--–--- ბ---–----ეს ჭ-------ის ქუჩაზე, სადაც მათ მიაკითხა უკვე მ------ ქ------–--ემ მეგობართან ერთად მერსედესის მარკის მანქანით, ჩასხდნენ და ავიდნენ ურეკში, მ------ ქ------–--ის სახლში. მ------ ეკითხებოდა თუ რა ხდებოდა თანხაზე, რომ მ------ ლ---------–- დაინტერესებული იყო სიტუაციით, ეუბნებოდა მას, რომ თანხა იყო გასასტუმრებელი, 1700 აშშ დოლარი და მ------ 600 აშშ დოლარს თხოვდა. ჯ--–--- ბ---–----ემ განუმარტა მ------ს, რომ ჰქონდა პრობლემები და ცდილობდა მოგვარებას. მ------სთან უთხრეს, რომ თურქეთიდან იყო ო-----ი ძ----------–---–ი ქურდების დავალებით ჩამოსული მასთან ამ საკითხზე სასაუბროდ. მ------ ეუბნებოდა, რომ თანხის დასაბრუნებლად 2500$ იყო საუბარი, 1700$ დააკისრა და დანარჩენს მე გჩუქნიო. ეს იყო 2014 წლის 04 მარტს. დააკისრეს თანხა და საშოვნელად მისცეს 20 დღე, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუსწორდებოდნენ.

 

მოწმის განმარტებით, ასევე უთხრეს, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა, თუკი კონკრეტულ ვადებში გაისტუმრებდა თანხებს და ჩვეულებრივად შეძლებდა ს-----–ი წასვლასაც და მუშაობასაც. ჯ--–--- ბ---–----ემ იცოდა, რომ ყოველივე ტყუილი იყო რასაც ეუბნებოდნენ. როცა მიდიოდა ჯ--–--- ბ---–----ე სამმართველოში, იღებდნენ ჩანაწერებს, ლუქავდნენ რაზეც ოქმი დგებოდა და აწერდნენ ხელს. 05 მარტს დაურეკა ჯ--–---ს ხ----მ, რომ ო----- ძ----------–---–ს უნდოდა კონკრეტულად მისი ნახვა და უნდა შეხვედროდნენ 6 მარტს. მოწმე დათანხმდა, თუმცა საღამოს დაურეკა კვლავ ხ----მ და შეატყობინა, რომ ო-----ი ვეღარ ახერხებდა ნახვას და ასულიყო გონიოში. როცა ავიდა, იქ დახვდა ხ----ს ბიძაშვილი, ბიძა და მეგობარი. როგორც ხ----მ უთხრა, ბიძა იყო ზ----- მ-------ე, ზედმეტსახელად ,,შ----“, დაიწყეს საუბარი, რაც უშუალოდ ჯ--–---ს უკავშირდებოდა. კითხულობდნენ თუ სად იყო თანხა. ჯ--–---ი ეუბნებოდა, რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც იცოდნენ, იყო ტყუილი. ზ----- მ-------ე ამბობდა, რომ თ----- ხ------ია იყო რუსეთში კანონიერი ქურდი, რომელიც იყო მ------ს მეგობარი. ზ-----მა ჯ--–---ს დააკისრა 2500 აშშ დოლარის გადახდა. ზ-----ის აგრესიის გამო ჯ--–---ს შელაპარაკება არ დაუწყია, დაარტყა რამდენიმეჯერ, იგინებოდა. ხ----საც რამდენიმეჯერ დაარტყა, მაგრამ ძირითადად ჯ--–--- ბ---–----ეს ურტყამდა. მას რეაგირება არ მოუხდენია, რადგან აუდიო-ვიდეო მოწყობილობა პრობლემებს შეუქმნიდა გამომჟღავნების შემთხვევაში. ზ-----მა თქვა, რომ ყველაფერს თავად მოაგვარებდა, რაც ასევე უთხრა ო----- ძ----------–---–ს და ჯ--–---ს ეუბნებოდა და აძლევდა მითითებებს თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. თუ მითითებებს არ შეასრულებდა, ემუქრებოდნენ მოკვლით. იქედან წასვლის შემდეგ ჯ--–---მა დაურეკა ნაცნობ ლ---- იაკ----ძეს, რომელიც დაახლოებული პირი იყო კრიმინალურ ავტორიტეტებთან, მას უთხრა რომ შეხვდებოდა. იქ იყო ასევე რ---- ქ-----ე და სხვა პირები, უნდოდა ჯ--–---ს მათთან საუბარი, უთხრა ტელეფონზე საუბრისას რაც მოხდა გონიოში, მათ უნდა შეხვედროდა საღამოს საათებში ბულვარის ტერიტორიაზე, რაზეც შეთანხმდნენ. ჯ--–---მა 7-8 მარტს საღამო საათებში დაურეკა ლ---- იაკ----ძეს. ლ----მა უთხრა, რომ არ ეცალათ და ლ----ის სახლთან შეხვედროდნენ. როცა ჯ--–---ი ადგილზე მივიდა, დახვდნენ გზაზე ლ---- იაკ----ძე და რ----. გავიდნენ ლ----ის სახლის ეზოში, სადაც იყო სკამი, იქ ასევე დახვდა ლ----ის მეგობარი დ---–--ე, ჯამში იყვნენ 4 პირი. მათ ჯ--–---მა უამბო ყველაფერი რაც გონიოში მოხდა. უთხრა, რომ შ----მ - ხ----ს ბიძიამ მათაც აგინა, მაგრამ რადგანაც მარტო იყო ვერაფერი მოიმოქმედა, შეეშინდა ამიტომ სთხოვა მათ დახმარება. აუხსნა, რომ სთხოვდნენ თანხას, მიზეზს ვერ ხვდებოდა, ეს თანხა მას მარტო არ დაუხარჯავს, როგორც ხ----მ დახარჯა ისე ჯ--–---მაც, ამიტომ მთლიანად მისი გადასახადი ნამდვილად არ იყო. ბიჭებმა კი ის დაარიგეს, რომ ხ---- წაეყვანა ბარში, კუპეში დაესვა: ,,ასაუბრე ყველაფერი ათქმევინე, რომ მისი დანახარჯია თანხაო, შენ შენი პრობლემების გამო აქეთ არ იყავი, რითაც ხ----მ ისარგებლა და დაგაბრალა ყველაფერი შენო“. ჯ--–---მა დაურეკა ხ----ს. ხ----მ უთხრა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, ემუქრებოდნენ და ამიტომ ყველაფერი დააბრალა ჯ--–---ს. ხოლო ამას ხ---- მათთან არ აფიქსირებდა, მხოლოდ ჯ--–---ის მიერ თანხის სრულ დახარჯვაზე აპელირებდა.

 

მას შემდეგ რაც ჯ--–---ს ლ----მა და დ---–--ემ აუხსნეს, თუ რა უნდა გაეკეთებინა, მოგვიანებით მას დაუკავშირდა მ------ თ------ე. უთხრა, რომ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო, ასევე ო----- ძ----------–---–იც დაუკავშირდა, უთხრა ხ----ს შეხვედროდა და ტელეფონით ჩაეწერა თუ რას ამბობდა ხ----. მარტის შუა რიცხვებამდე ჯ--–---ი შეხვდა ხ----ს რესტორან ყ-------–-ში, ჯ--–---ს დაურეკეს ტელეფონზე სანამ რესტორანში შევიდოდნენ, დაარიგეს რა როგორ უნდა გაეკეთებინა. ო-----ის ჯ--–---მა უთხრა, რომ რთავდა დიქტოფონს, რაზეც ო-----ი დასთანხმდა და ჯ--–---მაც ჩართო. საუბრისას ჯ--–---ი ხ----ს ეუბნებოდა, რომ თანხა რაც იყო ერთად დახარჯეს და ხ----მ რაშიც დახარჯა იმასაც ეუბნებოდა. რესტორანში მანქანით მიაკითხეს მ------ თ------ემ და გ------- ვ-–-----ემ და უთხრეს, რომ ო-----ი ძ----------–---–ის სახლში უნდა წასულიყვნენ. წასვლა არც მას და არც ხ----ს არ სურდა, რადგან იცოდნენ, რომ გართულდებოდა სიტუაცია და უმჯობესი იყო შეხვედრა ხალხმრავალ ადგილას მომხდარიყო. ჯ--–---ი და ხ---- გაჰყვნენ მანქანით მოსულებს, სავარაუდოდ მ--–---–---–ზე ო-----ის სახლში, სადაც აგრესიულად განწყობილი რამდენიმე პირი დახვდათ. ჯ--–--- ბ---–----ე მიხვდა, რომ იქ ქურდულად საქმის გარჩევა იქნებოდა. იქ მყოფებმა უკვე იცოდნენ, რომ თანხა ხ----საც დახარჯული ჰქონდა. როდესაც ხ---- მიხვდა, რომ დაძაბული სიტუაცია იქნებოდა, დაურეკა მეგობრებს თ------ ც--–--ესა და დ-------ეს. მათაც უთხრეს, რომ მივიდოდნენ. ლ---- ქ-----ე და დ---–--ე მივიდნენ და თქვეს, რომ დაწყებულიყო საუბარი, მაგრამ ო----- ძ----------–---–მა თქვა, რომ ხ----ს მეგობრებს ელოდებოდნენ. როცა ისინიც მივიდნენ, დაიწყეს საუბარი. შეეკითხნენ ხ----ს, თუ რა და როგორ მოხდა. ხ----მაც ყველაფერი მოყვა, რის გამოც ხ----ს დაუწყეს ცემა, გაუსწორდნენ ფიზიკურად, მორალურად. ძალიან ბევრი ურტყეს, თან იგინებოდნენ, ჯ--–---ისკენაც წამოიწიენ, მაგრამ ჯ--–---ის მეგობრები იყვნენ საქმის კურსში და ჩაერიენ. თქვეს, რომ ხვალ პროცესი ჰქონდა სასამართლოში და ნუ სცემდნენ. მათ უპასუხეს, რომ არ უხაროდათ ვინმეს ცემა, მაგრამ როცა არასწორად იქცეოდა პირი და ქურდულს ,,აიგნორებდა“, საჭირო იყო ცემა. სანამ საუბრები დაიწყებოდა ო----- ძ----------–---–მა ჯ--–--- ბ---–----ეს ჰკითხა, თუ რისი ვალი ჰქონდა ჯ--–---ს მ------სი 600 აშშ დოლარი. ჯ--–---მა სიტუაციის დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად უთხრა, რომ ყველაფერს გაასწორებდა. სანამ სიტუაცია დაიძაბებოდა, ჯ--–---მა დ---–--ეს ყველაფერი აუხსნა, უთხრა, რომ არავის ვალი არ ჰქონდა, მხოლოდ 600 აშშ დოლარი უნდა მიეცა მ------სთვის 2500 აშშ დოლარის სანაცვლოდ. ძ----------–---–მა გაიგონა ყველაფერი და თქვა, რომ ყველაფერს გაარკვევდა და მოაგვარებდნენ როგორც ო-----ი, ასევე მ------ თ------ე, ფული კი ჯ--–---ს უნდა გადაეხადა, რაც გადასახდელი იყო. შეხვედრაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც ხ----ს, ასევე ჯ--–---ს და ის პირები სარგებლობდნენ თავიანთი ავტორიტეტით. თანხები, რომლებზეც ჯ--–--- ბ---–----ემ ისაუბრა, მისი განმარტებით, არავისთვის გადაუხდია გადაიხადა მხოლოდ 100 ლარი საერთოს ფული, რომელიც მისცა მ------ თ------ეს. ძ----------–---–ის სახლშიც იყო საუბარი ამ საერთოს თანხაზე. მოწმის სახით დაკითხვისას ჯ--–--- ბ---–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მ------ გ------ის შესახებ - რომ ის არის კრიმინალური ავტორიტეტია, იცის სხვა ამ სამყაროსთან დაახლოებული პირებისაგან იგივე ჯ------– ბ---–----ისაგან, სტამბოლელი ავტორიტეტებისაგან, სხვა მომპარავი ბიჭებისაგან. თანხის გადახდასთან დაკავშირებით ჯ------– ბ---–----ე და ხ---- გაამტყუნეს. გარჩევა შედგა, რაც ფირზეა გადაღებული. მას და ხ----ს დააკისრეს 1700 აშშ დოლარი, რომელიც, როგორც ო-----ი და დ---–--ე ეუბნებოდნენ, უნდა მისულიყო შ------ მ------–---–თან, 600 აშშ დოლარი უნდა მიეცა მ------სთვის, ასევე 100 ლარი საერთოს ფული.

 

მოწმის განმარტებით, საქმის მოგვარება ქურდულ სამყაროში ნიშნავს, რომ გადაწყდა, გადაწყვიტა კანონიერმა ქურდმა. ყველა ,,კაი ბიჭი“ ქურდის გადაწყვეტილებას ემორჩილება. როგორც ქურდი გადაწყვეტს ისეა, თუ პრეტენზიას არ წაუყენებ იმ მომენტში, მაგრამ პრეტენზია ისევ კანონიერმა ქურდმა უნდა წაუყენოს. მის შემთხვევაში ის გადაწყვეტილება, რაც მას შეეხებოდა, არ იყო სწორი, რადგან დააკისრეს ყველაფერი თითქოსდა ვალის სანაცვლოდ, არადა მას არავის ვალი არ ემართა. მის მიმართ იმ შეკრებაზე ყველა უარყოფითად იყო განწყობილი, რადგან ის არ დაემორჩილა კანონიერ ქურდებს და არ მივიდა მათ დაძახებულზე. უკვე პროცესის მიმდინარეობისას როცა ჩვენება მინაცემი ჰქონდა, უცნობი ტიპები ემუქრებოდნენ: თუ ჩვენებას მიცემ მოგკლავთო და ეს მუქარა უშუალოდ მ------სგან იყო, ასე უთხრეს უცნობებმა.

 

მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ხ---- შ----–--ემ განმარტა, რომ ქალაქ ბათუმში, ს-----–ი 2013 წელს გაიგო, რომ საზღვარზე გადაჰყავდათ დეპორტირებულები, რაშიც ფულს იღებდნენ. 2013 წელს დაურეკა ახლობელმა შ------ მ------–---–მა უთხრა, რომ გადაყვანა უნდოდა ბავშვების და ქალის, რაზეც უარი განუცხადა. ამ დროს მასთან ერთად მუშაობდა ჯ--–--- ბ---–----ე და იმას მისცა შ------ მ------–---–ის ნომერი, რომელიც გადაიყვანდა ქალს დაბავშვებს. შ------ისთვის ჯ--–---ს გამოურთმევია 1500 დოლარი და დაჰპირებია საქმის გაკეთებას. ჯ--–--- ბ---–----ემ ტელეფონი გათიშა, შ------ი დაუკავშირდა, თუ სად წავიდა ჯ--–---ი, უთხრა, რომ არ იცოდა. შემდეგ გამოჩნდა ჯ--–---ი, რომელმაც შ------ს კვლავ გამოართვა 1000 დოლარი. დაუწყეს დარეკვა, რომ მისი გაცნობილი კაცი იყო და თავად უნდა მიეტანა ფული, უთხრა, რომ ამ ფულიდან არაფერი აუღია. კიდევ გამოჩნდა ჯ--–--- ბ---–----ე, რომელსაც შეხვდა რესტორანში, მან უთხრა, რომ ეს ფული ხომ ერთად დახარჯეს, უთხრა, რომ ერთად არ დაუხარჯიათ. ამ საუბარს უსმენდა ძველი ბიჭები. ჯ--–---მა უთხრა, რომ არ ეცემათ ძველ ბიჭებს, რამე ტყუილი მოეფიქრებინათ. ძ----------–---–თან მივიდნენ, რომ სიმართლე დაემტკიცებინა და უთხრეს, რომ 1700 დოლარი უნდა მიეტანა, ამ ფულიდან 600 დოლარი ლ---------–-სთვის უნდა გაეგზავნათ და 1700 შ------ მ------–---–სთვის. ის თავად სცემეს, ხოლო ჯ--–---ს სასამართლო ჰქონდა და არ სცემეს. ადამიანების გადაყვანაში იღებდნენ 200, 300 და 500 დოლარს. ძ----------–---–მა დაიბარა ფულის მისატანად. ლ---------–- იყო საქმის კურსში და მისთვის უნდა მიეტანა 600 დოლარი. ძ----------–---–თან სახლში დახვდა გ------- დ---–--ე, მ------ თ------ე, ც--–--ე. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------- დ---–--ემ, ძ----------–---–მა, ც--–--ემ. ეუბნებოდნენ, რომ ქურდი გადააგდო და ფული იყო მოსატანი. ის ეუბნებოდა, რომ არავინ გადაუგდია და ფული არ დაუხარჯავს და ამის გამო ურტყამდნენ. ს-----იდან იცნობდა ძ----------–---–ს. შეეშინდა ცემის გამო და იმის გამო, რომ საქმეში ქურდი იყო. მ------ გ------ესთან არასდროს უსაუბრია, მას არ მოუთხოვია თანხა. ბათუმში ყველამ იცის, რომ მ------ ლ------------–- ქურდია. ის პიროვნებები, რომელმაც ფული მოსთხოვეს, ეხლა სასჯელს იხდიან.

 

მოწმის სახით დაკითხულმა თ-----ი მ----–---–მა განმარტა, რომ 2014 წელში მუშაობდა აჭარის მთავარი სამმართველოს ძარცვა-ყაჩაღობის ბლოკის ინსპექტორად. 2----–-–---------ში დაიწყო გამოძიება გამოძალვისა და ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე. სამმართველოში მივიდა დაზარალებული ჯ--–---ი ბ---–----ე, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ სძალავდნენ თანხას და ასევე ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. შეიქმნა ოპერატიული საგამოძიებო ჯგუფი და ამ ჯგუფში ჩასმული იყო ჯ--–--- ბ---–----ე. ახორციელებდა ინფორმაციების შეგროვებას და ასევე ვიდეო-აუდიო მეთვალყურეობას პროკურატურისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ჯ--–--- ბ---–----ეს ვიღაცა მ------–---–ისთვის გამორთმეული ჰქონდა 5000 აშშ დოლარი მისი ახლობლების საზღვარზე გადაყვანასთან დაკავშირებით, რომელმაც არ გადაიყვანა და ითხოვდნენ 1700 დოლარს მ------–---–ისთვის და 600 დოლარს ქურდული საერთოსთვის. ეს იყო ძირითადი მიზეზი იმასა, რომ თუკი ჯ--–--- ბ---–----ე ამ თანხებს არ მიიტანდა, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. ბ---–----ეს ემუქრებოდნენ პიროვნებები, ჯგუფები. ისინი ემუქრებოდნენ კანონიერი ქურდის მ------ ლ---------–-ს სახელით. ოპერატიული ინფორმაციიდან გამომდინარე, მ------ ლ---------–- არსად არ ჩანდა, ფიგურირებდა მხოლოდ მისი სახელი. ჩანაწერები რომლებიც არის მოპოვებული, შეიცავს მუქარას თითქოსდა მ------ს დაუსვამდნენ დაზარალებულს სკაიპში, რაც რეალურად არ განხორციელებულა. შედგა სამი შეხვედრა, ე.წ. ქურდული გარჩევის ტიპის. ბოლო შეხვედრაზე სცემეს ჯ--–--- ბ---–----ე და ხ---- შ----–--ე. მათ ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, თუკი დროულად არ მიიტანდნენ თანხებს. საქმეში იყო ნახსენები 1700 დოლარი რომელიც უნდა მისულიყო შ------ მ------–---–თან და 600 დოლარი ქურდული სამყაროს საერთოში, რომელსაც აკონტროლებდა მ------ გ------ე. ამ კუთხით იყო ნახსენები მ------ გ------ე. ამ ყველაფერს ყვებოდნენ: თ------ე, ძ----------–---–ი, ვინმე ხოჯა და სხვები. ჯ--–--- ბ---–----ე მათ მიერ იქნა აღჭურვილი ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით. სამი შეხვედრიდან რაც შედგა, ერთი იყო მ------ ქ------–--ის ბინაში, მეორე რესტორან ყ-------–-ში და მესამე ო----- ძ----------–---–ის ბინაში. მ------ს ახსენებდა ყველა წევრი, ვინც ხვდებოდა დაზარალებულებს. ამბობდნენ რომ ქურდულ სალაროს უყურებდა მ------ და ეს 600 დოლარი უნდა ჩადებულიყო სწორედ ამ სალაროში. ეს საუბრები რაც მიმდინარეობდა, ამბობდნენ, რომ მ------ იყო საქმის კურსში. მოწმის განმარტებით, ის მ------ გ------ეს პირადად არ იცნობდა. იცოდა მხოლოდ მედიიდან და ასევე იცოდა, რომ მ------ იყო კანონიერი ქურდი. სხვა პიროვნებები, რომლებიც უშუალოდ ხვდებოდნენ დაზარალებულებს, დაჭერილები არიან ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე.

 

ჯ--–--- ბ---–----ის აღჭურვის შედეგად 2014 წლის 0------------------------------------------------ გადაღებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მთლიანად დასტურდება დაზარალებულ ჯ--–--- ბ---–----ისა და ხ---- შ----–--ის ჩვენებებით აღწერილი გარემოებები.

 

2----–-–------------- ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით ჯ--–--- ბ---–----ის მიერ განხორციელებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერით დასტურდება, რომ ო----- ძ----------–---–ი, გ---- დ---–--ე, მ------ თ------ე, რ----- დ-------ე და თ------ ც--–--ე მონაწილეობენ ხ---- შ----–--ისა და ჯ--–--- ბ---–----ისათვის მოწყობილ ,,საქმის გარჩევაში“. კერძოდ, ისინი ესაუბრებიან ჯ--–--- ბ---–----ეს, რომ „ფულთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონია მ------ გ------ესთან... ეს პრობლემა არის პირველ რიგში მოსაგვარებელი... ამდენი ხანი ქურდებს რომ იგნორი გაუკეთა, დასალეწია, მაგრამ რადგან სასამართლო აქვს ამ დღეებში, დაფილანგებული და გიბსით რომ მივიდეს, ტეხავს. ,,მაგ პონტში თუ არა, რო იცოდე, დაგამტვრევდი ხელებსაც, ფეხებსაც, და რაც ძვალი გემტვრევა, ყველას. ქურდებს იგნორს ვინც გაუკეთებს ყველას....“. „ისე არ გააკეთო, რომ ბათუმში ვინც კი კაი ბიჭია, სადაც დაგინახავს, ყველამ გცემოს“. „...მე არა, მე არ მახვედრებ, ძმაო. მაგი ჩემი ფული არაა. მაგი მ------ს ფულია და მ------ს უნდა ახვედრო“. „ ...ჰო, მოხვალ ჩემთან, მეტყვი და დავრეკავ მ------სთან და მე ორი სიტყვით მინდოს ვეტყვი, აგერაა, რაღაც პრობლემები ქონდა და მოიტანა აგერ. მე ველაპარაკე, მოიტანა და შეიძლება, „კაკ მინიმუმ“ გაგინოს“. ...„რაც ,,საერთო საქმეს“ ეხება, მონაწილეობა მიიღეთ კეთილსინდისიერად ყველამ“. ...„მომისმინეთ! კიდევ ერთხელ გეუბნებით, პირადულის დედა ...., ,,საერთოს“ საქმეს ვინც გააფუჭებს, დედის ......“. „იქ დაზარალებულები არ დავინახო, ვინმემ დაზარალებულმა იწივლოს-იკივლოს და „დვიჟენია“ გაუფუჭოს ხალხს“. 24-მდე 100 ლარი გაქ დასადები ....“.

 

ამავე ჩანაწერით დასტურდება, რომ ხ---- შ----–--ის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, მუქარა და მას ჯ--–--- ბ---–----ესთან ერთად დაეკისრა 1700 აშშ დოლარის მ------–---–ისთვის გადახდა, 600 აშშ დოლარის მ------ გ------ის სასარგებლოდ გადახდა, ხოლო ქურდული ,,საერთოს“ შესავსებად - 100 ლარის გადახდა, ასევე განესაზღვრათ გადახდის ვადა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2-----–-–------------- განაჩენით დადგენილი იქნა, რომ ო----- ძ----------–---–ი, გ---- დ---–--ე, მ------ ც--–--ე, რ----- დ-----ე და თ------ ც--–--ე იყვნენ რა ქურდული სამყაროს წევრები, ქურდული გარჩევის გზით, მუქარით, იძულებითა და დაშინებით, უკანონო ქმედებებით ახორციელებდნენ ერთის მხრივ ჯ--–--- ბ---–----ეს, ხ---- შ----–--ესა და მეორეს მხრივ მესამე პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტას და ითხოვდნენ მათგან 2300 აშშ დოლარს. რის გამოც ისინი ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------- განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან ჩადენილი ძალადობის მუქარით.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ე---------- კ--------ის განმარტებით ირკვევა, რომ 2----–-–----------------–- დაახლოებით 11:00 საათზე, როდესაც აძინებდა შვილს, დაურეკა ტელეფონმა, რომელიც მეუღლემ მიაწოდა საძინებელში, უპასუხა ტელეფონს და ხმა იყო ,,მე ვარ მ------ გ------ე’’ და მიესალმა. იცნო, ვინაიდან ორჯერ აქვს ისეთი გადაცემა გაკეთებული, სადაც მ------ გ------ე ფიგურირებს. ერთი მასზე და მის ქმედებებზე აჭარაში, მეორე - ციხის კადრებზე, სადაც ე.წ. ,,კანონიერი ქურდები’’ ურეკავენ პატიმრებს. მისი ხმა არაერთხელ აქვს მოსმენილი აუდიო და ვიდეოჩანაწერში გადაცემის მონტაჟის დროს, მისთვის ნაცნობი ხმა იყო, ინტონაცია, ყველაფერი რაც იცოდა ამ ხმის შესახებ. თავიდანვე მიხვდა, რომ ნამდვილად მ------ გ------ე იყო. ტელეფონის ნომერი არ იყო ლოკალური, იყო საერთაშორისო ნომერი, პლიუს სამი შვიდით იწყებოდა, შემდგომ არ ახსოვს. უთხრა, რატომ დაურეკა, უთხრა, რომ „რატომ ავრცელებდა სიცრუეს“, რასაც გადაცემაში ყვებოდა ეს არ იყო სიმართლე; უთხრა, რომ, თუ რაიმე პრეტენზია ჰქონდა გადაცემის მიმართ, შეეძლო წერილობით მიემართა „რ-------- 2--სთვის, აეხსნა მიზეზები და თვითონაც წერილობით უპასუხებდა; ეს არის ცივილური ფორმა მასსა და მისი გადაცემის რესპოდენტს ან მისი გადაცემის ობიექტებს შორის. ამის შემდეგ ის გაბრაზდა, აჭარული კუთხური კილო გამოუმჟღავნდა, რაც კიდევ უფრო ადასტურებდა, რომ ეს ადამიანი იყო მ------ გ------ე. დაიწყო ყვირილი და რაც მთავარია იყო ფრაზა - უთხრა, რომ „იყო ახალგაზრდა გოგო და წინ აქვს ყველაფერი“, რაც კონკრეტულ მუქარად ჩათვალა. გარდა ამისა, ტელეფონზე საუბრის დაწყების დროს, მისი მეუღლე იდგა საწოლთან და მიხვდა, რომ ვიღაცას ისეთს ესაუბრებოდა, ჩართო ,,ლაუდ სპიკერზე“ ტელეფონი, რომ მეუღლესაც მოესმინა. რადგან შვილმა ტირილი დაიწყო და ეკითხებოდა ვინ იყო და რა უნდოდა, „ლაუდ სპიკერიდან“ გამორთო. უთხრა, რომ არანაირი სურვილი არ ჰქონდა საუბრის და უთხრა, რომ ამ საუბრის შინაარსს აუცილებლად დღესვე აცნობებდა სამართალდამცავ სტურქტურებს. როგორც კი დაკიდა ტელეფონი, მის ,,ფეისბუქ გვერდზე“ დაწერა, რომ დაურეკა იმ პი----, რომლის შესახებაც რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა გადაცემა გაკეთებული და ,,დათაგა“ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ა-----– თ--–-----ე. ასე გააკეთა არა მარტო სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც ცნობილი რომ ყოფილიყო.

 

მოწმის განმარტებით, ს--–------ დღე იყო და ეთერში იყო გადაცემა ,----------’’. დაურეკეს „რ-----------“-დან და უთხრეს რომ „ფ------------------“ დაკავშირებით გაეკეთებინა სატელეფონო კომენტარი. ჩაერთო გადაცემაში და მოჰყვა გადაცემაში ამის შესახებ. 17 წელია ჟურნალისტიკაში მუშაობს, საგამოძიებო გადაცემის წამყვანი და ავტორია. ორ წელზე მეტი „რ-------- 2--ში აქვს მისი გადაცემა ,,გ------------–----–------ი’’, სადაც იძიებს სხვადასხვა მიმართულებით და თემებზე ფაქტებს, სამი გადაცემა ჰქონდა კრიმინალურ ავტორიტეტებზე. ამ გადაცემის მიზანი იყო, ეჩვენებინათ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტებს გავლენა აქვთ როგორც კონკრეტულ რეგიონზე, ასევე კონკრეტულ ფიგურებზე, როგორებიც არიან მაღალი თანამდებობის პირები. ეს არის დიდი პრობლემა ქვეყნისთვის და ამიტომ გაკეთდა ეს გადაცემა. ყველა გადაცემის შემდეგ აქვს მოლოდინი, ყველა საგამოძიებო ჟურნალისტს აქვს მოლოდინი, რომ მის გადაცემას შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა ტიპის რეაქცია, მათ შორის მუქარაც. როდესაც კრიმინალური ავტორიტეტი ურეკავს ჟურნალისტს, ეს უკვე მუქარაა მისი ღრმა რწმენით და ფრაზა რომ „ის ახალგაზრდა გოგოა და წინ აქვს ყველაფერი“ ეს მისთვის არის მუქარა. ამ გადაცემაში მათ ჰქონდათ მასალა აჭარის რეგიონზე. როგორ აკონტროლებდა ,,კანონიერი ქურდი’’ აჭარის რეგიონს თავისი მეგობრების, მოჭიდავეების გზით და როგორი იყო მისი გავლენა რეგიონზე. რეგიონში მისი ყველას ეშინოდა. კონკრეტული რესპოდენტები, რომლებიც ჩაწერეს, ჰყავდათ არაიდენტიფიცირებული სწორედ ამ შიშის გამო და მთელი ეს გადაცემა იყო ამაზე. მათ ჰქონდათ რამდენიმე მასალა. ერთი მასალა იყო ჩაწერილი ვიდეო, რომელიც გავრცელებული იყო ინტერენეტით, სადაც მ------ გ------ე კითხვაზე არის თუ არა კანონიერი ქურდი - ის ამბობს, რომ არის კანონიერი ქურდი; ჰყვება სად დაიბადა და ასე შემდეგ. ეს არის რუსული ვიდეო მასალა. ასევე ჰქონდათ გადაცემა ციხის კადრებზე, სადაც იყო საუბარი როგორ ურეკავდნენ კრიმინალური ავტორიტეტები ციხეში მყოფ პატიმრებს და როგორ ალაგებდნენ იქ სიტუაციას. ერთ-ერთი აუდიო იყო გ------ის. ეს არ იყო მათ მიერ მოპოვებული დამოუკიდებელი წყაროდან, ეს იყო მოპოვებული სამართალდამცავი უწყებებისგან. მათ მიერ იყო იდენტიფიცირებული თითოეული ადამიანი, რომელიც აუდიო ჩანაწერში ფიგურირებდა და მათ მიერ იყო დამტკიცებული, რომ ეს მისი ხმა იყო. გადაცემის მონტაჟის პირობებში გადაცემას უყურებს 20-ჯერ და მისი ხმა ჩაებეჭდა ცნობიერებაში. მ------ გ------ემ დაურეკა მის ნომერზე 5-----------, ამჟამად იგივე ნომერი აქვს.

 

მისმა მეუღლემ მოისმინა ის მონაკვეთი, როცა ეუბნებოდა რომ მასალა რატომ გაავრცელა, რომ ეს ტყუილი იყო. თავიდან კორექტული იყო მ------ გ------ე და რაც უთხრა, რომ „რ-------- 2--ში წერილი მოეწერა, მერე გახდა აგრესიული. ღამის 23:00 საათი იყო და ყველაზე მარტივი გზა სამართალდამცავებისთვის ხმა მიეწვდინა იყო ეს, როცა ატვირთა „ფეისბუქზე“. ამის შემდეგ თავად დაუკავშირდნენ, მივიდა პროკურატურაში და ადგილზე მისცა ჩვენება. დაიკითხა მეორე დღეს, შემდეგ ქუთაისის გამომძიებელმა ჩვენება ჩამოართვა და უთხრა, რომ იყო დაზარალებული. უფლება მისცა, რომ დაეთვალიერებინათ მისი ტელეფონი და ამაზე ოქმი შედგა. ასევე დაათვალიერეს „ფეისბუქგვერდი“, რაზეც შედგა ოქმი და დაეთანხმა. მათთან ერთად წავიდა „მ-----–-“ და ნახეს ამონაწერი ნამდვილად იყო თუ არა ამ ნომრიდან დარეკილი, რომელზეც ის საუბრობდა და „მ----იმ“ მისცა ცნობა, რომ ნომერი ნამდვილად მის სახელზე იყო რეგისტრირებული. იმ პერიოდში მოწერა ქალბატონმა თამარმა. თქვა, რომ მ------ გ------ის დედა იყო; რომ დაენებებინა მისი შვილისთვის თავი, მაგრამ ეს მუქარად არ მიუღია და ჩათვალა, რომ ეს იყო დედის წერილი, რომელიც შეწუხებული იყო თავისი შვილის ტელევიზორში ცუდი კუთხით წარმოჩენით. სასამართლოს მიმართა გადაღების უფლებით, რათა ეს ყველაფერი გაშუქებულიყო. ა-----– თ--–-----ე „დათაგა“ იმიტომ, რომ ის მეგობრებში ჰყავს, არ სჭირდება „პიარკამპანია“, ამისთვის აქვს ტელევიზია და საკუთარი გადაცემა. გაავრცელა მისი უსაფრთხოებისთვის, რადგან, როდესაც „კანონიერი ქურდი“ რეკავს, ეს არის სერიოზული მუქარა და უნდოდა საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო.

 

მოწმის განმარტებით, მ------ გ------ის ხმა იცის კარგად, მაგრამ პირველად ხედავს ეხლა. მ------ გ------ეზე აქვს ერთი კონკრეტული გადაცემა. ორ გადაცემაში სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად ფიგურირებდა. მ------ გ------ის კადრებიდან აქვს ის ინფორმაცია, რომ ,,კანონიერი ქურდია“. სამართალდამცავების მიერ გადაღებული ოფიციალური ვიდეოა, სადაც კონკრეტული კითხვებია დასმული და გაცემულია კონკრეტული პასუხი, მეორე ვიდეოა, როდესაც ესაუბრება როგორც „კანონიერი ქურდი“ პატიმრებს და ალაგებს სიტუაციას. ეს არის რუსეთის ან უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩაწერილი ვიდეო და ვიდეოს ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება, იმიტომ რომ ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. მეორე წყარო მოპოვებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სამინისტროდან კონკრეტული ადამიანები იდენტიფიცირებული იყო როგორც ე.წ. „კანონიერი ქურდები“ და ამას ერთვოდა მათი კონკრეტული აუდიოჩანაწერები. მისი ძალიან ღრმა რწმენით დაურეკა გ------ემ იმ დროს, როცა ბავშვს აძინებდა, დაწოლილი იყო ლოგინზე. რესპოდენტებისაგან იცის, რომ აჭარლებს მ------ გ------ის ეშინიათ. მათ ჰქონდათ შიში და არ იყვნენ დარწმუნებული იმ დროის აჭარის სამართალდამცავ უწყებებში. მ------ გ------ის დანარეკი აღიქვა მუქარად, ეშინია „კანონიერი ქურდების“. ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობას არეგულირებს ეთიკის კოდექსი და პროფესიული სტანდარტები, არსებობს ჟურნალისტთა ქარტია. ვისაც მისი გადაცემის მიმართ აქვს პრეტენზია, შეუძლია მიმართოს ჟურნალისტთა ქარტიას. ქარტია განიხილავს თუ რამდენად იყო გადაცემა პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში და დაარღვია თუ არა ეთიკის კოდექსი და თუ უფრო მძიმე ბრალდებებზეა საუბარი, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. უნდა ეკითხა თუ არა აზრი იმ კრიმინალური ავტორიტეტისთვის, რომლის ასავალ-დასავალიც არ იცოდა, ამას არეგულირებს ეთიკის კოდექსი. თუ მხარე ფიქრობს, რომ ჟურნალისტმა ეთიკა დაარღვია, გაასაჩივროს ეთიკის ქარტიაში. მასალა მოიპოვა და თუ როგორ, მისი გამჟღავნების ვალდებულება არ აკისრია, ეს არის მისი პროფესიული საიდუმლოება. აუდიო ჩანაწერი მიიღო წყაროსგან, რომელსაც არ ასახელებს. მუქარა აღიქვა ისე, რომ ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო და არც თვითონ და არც მისი შვილები და არც არავინ არაფრისგან არ იყო დაზღვეული. არის თუ არა ეს მუქარა, ამას გადაწყვეტს სასამართლო. კრიმინალურ ავტორიტეტებს აქვს ქსელი. ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს საქართველოში ვინც გ------ესთან არის დაკავშირებული, მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ ბევრი რამე მისი მანქანისთვის, მისი შვილებისთვის, დარეკვის ფაქტიც კი მუქარა იყო. გ------ე არ არის მისი ნაცნობი, რომ მოსაკითხად დაერეკა, ფრაზის გარეშეც მისი დარეკვა მუქარაა. მუქარის განხორციელების ფორმაც და გზებიც ბევრია. ტელევიზიიდან შეიტყო, რომ მოხდა მისი ექსტრადირება და ელოდებოდა როდის დაუკავშირდებოდა საგამოძიებო სტრუქტურები. გონივრულ ვადებში დაუკავშირდნენ. მოწმის განმარტებით, „პ------------“ ეს არის საიტი, საიდანაც იღებს ინფორმაციას, სადაც დევს ოფიციალური მასალა. გამოიყენა ამ საიტის ვიდეო. მისთვის ეს სანდო წყაროა და შესაბამისად ენდობა იმ ინფორმაციას.

 

მოწმის სახით დაკითხულმა შ----- უ----–---–მა განმარტა, რომ გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში მისი მეუღლის ე---------- კ--------ის ტელეფონზე დარეკა უცნობმა ნომერმა, მიაწოდა მობილური, მისი მეუღლე საუბრობდა, ამ დროს ბავშვს აძინებდა, მერე ჩართო ხმამაღალ მოლაპარაკეზე, საიდანაც მისთვის უცნობი მამაკაცის ხმა ეუბნებოდა: „თავს გაუფრთხილდი, ნუ იღუპავ“. ზუსტად ფრაზები არ ახსოვს. ბავშვი იძინებდა, მან ტირილი დაიწყო. მისმა მეუღლემ უთხრა, რომ საუბარს ვერ გააგრძელებდა და თუ რამე პრეტენზია ჰქონდა მიემართა „რ-------- 2--სთვის. დაახლოებით ზარი იყო ღამის ათ-თერთმეტ საათზე. სახლში ამ დროს იმყოფებოდა მეუღლესთან და ორ ბავშვთან ერთად. ტელეფონი იდო ტელევიზორთან, მეუღლე ბავშვს აძინებდა და თვითონ სხვა ოთახში იყო. ზარს თავად არ უპასუხა და მეუღლეს მიაწოდა ტელეფონი. საუბრის შემდეგ მისმა მეუღლემ უთხრა, რომ იყო მ------ გ------ე და მან უთხრა, რომ არასწორად ავრცელებდა ინფორმაციას, თავს გაფრთხილებოდა, მომავალი წინ ჰქონდა და ა.შ. მისი მეუღლე აღელვებული საუბრობდა და ბავშვმა ამიტომ დაიწყო ტირილი, მისი მეუღლე საკმაოდ შეშფოთებული იყო და ფეისბუქზე დაწერა პოსტი. ამ პოსტის მერე თავად დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და დაიბარეს დაკითხვაზე მეორე დღესვე. მ------ გ------ეს თავად არ იცნობს და მის მიმართ არანაირი პირადი ინტერესი არ აქვს. მეუღლის საქმიანობის პროფესიულ დეტალებში არ ერევა და მისი გადაცემები მხოლოდ კრიმინალს არ ეხება. რამდენიმე წამი მოისმინა როცა „ლაუდ სპიკერი“ იყო ჩართული. მოისმინა ფრაგმენტი ,,მომავალი წინ გაქვს, ახალგაზრდა ხარ’’, დანარჩენი იცის მეუღლისგან. ნახა, რომ მეუღლე იყო შეშფოთებული და შეეცადა მის დამშვიდებას. გააჩნია ვინ წარმოთქვამს ამ სიტყვებს. როცა მოუყვა მეუღლემ ვინ ესაუბრებოდა, მერე თავადაც შეშფოთდა. ბავშვი შეშფოთდა იმიტომ, რომ იყო დაძაბული საუბარი. სატელეფონო საუბარი შეიძლება ერთი წუთი გაგრძელდა. საუბრის დასრულების შემდეგ შეეცადა მეუღლის დამშვიდებას, რომ ნუ ეშინოდა და არაფერი არ მოხდებოდა, წყნარად ყოფილიყო და ყველაფერს მისი ჩარჩო ჰქონდა. იცის, რომ აღიძრა საქმე და შემდეგ გაიგო ტელევიზორიდან, რომ ამ საქმეზე ბრალდებულია მ------ გ------ე. მ------ გ------ის სახელი და გვარი მისთვის ცნობილია. ეს არის კანონიერი ქურდი, მეტსახელად ,,ლ---------–-’’. ეს ინფორმაცია აქვს პრესიდან, ინტერნეტიდან. ე--- გადაცემის შემდეგ იყო მ------ გ------ის ზარი. თანამოსაუბრემ უთხრა ე---, რომ მ------ გ------ე იყო.

 

2015 წლის 25 თებერვლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ე---------- კ--------ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი მობილური ტელეფონის შემავალი და გამავალი ზარების ჟურნალში 2015 წლის 2------------–ს, 23:10 საათზე დაფიქსირებულია შემომავალი ზარი ტელეფონის ნომრიდან +------------ რომლის ხანგრძლივობა არის 2 წუთი.

 

2016 წლის 21 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ე---------- კ--------ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის 5----------- დეტალურ ამონაბეჭდზე ასახულია შემავალი და გამავალი ზარები 10:31 საათიდან 23:54 საათამდე, სადაც 23:10:53 სთ-ზე დაფიქსირებულია 165,9 წამიანი საუბარი ნომერზე 0------------.

 

მოწმის სახით დაკითხული ი-----–- ს---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგივე ნომრიდან მ------ ლ---------–- ესაუბრა ზონის მაყურებელს თ------ ე-------ას.

 

სატელეფონო საუბრების გაანალიზების შედეგად ირკვევა, რომ ე---------- კ--------ის 5----------- მობილურ ტელეფონზე და თ------ ე-------ას სარგებლობაში არსებულ 5----------- მობილურ ტელეფონზე, ზემოთ მითითებულ თარიღებში ზარი განხორციელებულია ერთი და იმავე ნომრიდან +------------ რომელიც ინდექსის მიხედვით ეკუთვნის ე----------.

 

მოცემულ საქმეზე შექმნილი იყო საგამოძიებო ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელი იყო დეტექტივ -გამომძიებელი დ----- ხ---–------ე, ჯგუფის წევრები იყვნენ: თავად დ----- ხ---–------ე, მ----- შ-----–ია, თ------ გ-–--ე და ლ-–- ჩ----ე.

 

მოწმე მ----- შ-----–იას ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი. მისი განმარტებით, მის მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: მის მიერ დაზარალებულის სახით ერთხელ, 26 იანვარს დაკითხულ იქნა მ---- ს---------ე, სადაც მან დაადასტურა მ------ გ------ესთან შეხვედრის ფაქტი, სალონის ეპიზოდთან დაკავშირებით. მისივე მონაწილეობით ჩატარებულ იქნა ფოტოსურათით ამოცნობა, სადაც მ---- ს---------ემ ამოიცნო მ------ გ------ე. მოწმის სახით დაკითხული იქნა ჯ--–--- ჯ-----–--ე, რომელმაც ასევე დაადასტურა მ---- ს---------ესთან ერთად მ------ გ------ესთან შეხვედრის ფაქტი, მისივე მონაწილეობით ჩატარებულ იქნა ფოტოსურათით ამოცნობა, სადაც ასევე მანაც ამოიცნო მ------ გ------ე. ბრალდებულის დაკავების შემდეგ შედგენილ იქნა ადვოკატის გამოცხადებისა და მის მიერ ორდერის წარმოდგენის ოქმი. მოწმის სახით დაკითხულ იქნა თ----ა ც-–--–--ე, რომელიც არის სალონის თანამშრომელი და დაადასტურა სალონიდან გადასვლის ფაქტი. ანალოგიურ ფაქტზე დაკითხულ იქნა თ----ა ფ----------ე, ანალოგიური ჩვენება მისცა მანაც. მოწმის სახით დაკითხულ იქნა ა---------– ფ--------ე, რომელიც არის იმ ფართის მესაკუთრე, სადაც განთავსებული იყო სალონი და საიდანაც მოხდა სხვა სალონში გადასვლა.

 

ასევე მოწმის სახით იქნა დაკითხული დაკავებაში მონაწილე პოლიციელი მ-----– მ----–---–ი, მოწმის სახით იქნა დაკითხული ექსპერტი-ფონოსკოპისტი დ----- გ-------–---–ი, მოწმის სახით იქნა დაკითხული თ------ ხ-----–--ე, გ------- ზ--–--ი და ი----ა მ----–--ე, რომელიც არის მ----- გ-----–--ის მეუღლე და მან დაადასტურა მისი მეუღლის გარდაცვალების ფაქტი. ზემოაღნიშნულმა პიროვნებებმა ნებაყოფლობით მისცეს ჩვენება და ასევე ნებაყოფლობით მიიღეს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. მათ მიმართ რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მან ასევე მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ დ----- ხ---–------ის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში, კერძოდ, დათვალიერებებში: ბ--------- ქ-------ის მობილური ტელეფონის ჩანაწერები, სადაც იგი ესაუბრება მ------ გ------ეს; მ---- ს---------ის ჩანაწერები, რომელიც მან ჩაწერა სალონში ყოფნისას; ჯ--–--- ბ---–----ის აღჭურვის მასალები, ფარული მიყურადების მასალები, აღვეთის ღონისძიების სხდომის ვიდეო-აუდიო მასალები, „გ------------–----–------ის“ გადაცემის ჩანაწერი და შპს „მ--------–---ან“ და შპს „ჯ------–---ან“ ამოღებული მ---- ს---------ისა და რ----- ვ------–-–---–ის მობილური ნომრების დეტალური ამონაწერი. ასევე სატელეფონო კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციის დათვალიერებისა და გაანალიზების ოქმი. ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას საფუძვლად ედო მტკიცებულებების მოპოვება, თითოეული საგამოძიებო მოქმედება რა თქმა უნდა ჩატარებულ იქნა სწორედ ამ მიზნით და საბოლოოდ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და მტკიცებულებათა შეკრების შემდეგ მ------ გ------ეს წარედგინა ბრალდება კანონიერი ქურდობისათვის, გამოძალვის ორგანიზებისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაზე ხელის შეშლის მუხლებით. მის მიერ ფოტოსურათით ამოცნობის მოქმედების ჩატარების შემდეგ, უშუალოდ პიროვნული ამოცნობა არ ჩატარებულა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირები დაბარებულნი იყვნენ საგამოძიებო უწყებაში და საქმეში არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, მაგრამ ისინი არ გამოცხადნენ. როგორც შემდგომ გაირკვა, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას და შესაბამისად გამოძიება დაიწყო სსკ-ის 372-ე მუხლით. რაც შეეხება უშუალოდ პირებს, რადგანაც საზღვარი ჰქონდათ გადაკვეთილი, ვეღარ მოხერხდა მათი უწყებაში მიყვანა და პიროვნულ ამოცნობაში მონაწილეობა. მ------ გ------ის ადვოკატის გამოცხადების ოქმი შედგენილ იქნა 2016 წლის 30 იანვარს, მ------ გ------ის ბრალდებულად დაკავების შემდეგ, როდესაც მ------ გ------ე დაკავებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ადვოკატი გამოცხადდა სწორედ იმ პროცესში, როდესაც გამომძიებელი თ------ გ-–--ე ადგენდა დაკავების ოქმს და ვინაიდან ადვოკატმა წარმოადგინა ორდერი, მან შეადგინა შესაბამისი ოქმი, რის შედეგადაც ადვოკატი ჩაერთო საგამოძიებო მოქმედების პროცესში და მიიღო მონაწილეობა. მან ადვოკატი შეიყვანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისათვის გამოყოფილ სპეციალური ოთახში, სადაც მოხდა ოქმის შედენა. ოთახში იმყოფებოდა როგორც დაკავებული, ასევე გამომძიებელი თ------ გ-–--ე.

 

მ------ გ------ე პოლიციამ როდესაც დააკავა, მარტო იმყოფებოდა. სანამ დაკავება მოხდებოდა, ის სავარაუდოდ იქნებოდა სხვა მგზავრებთან ერთად. მოწმის განმარტებით, მისი კოლეგები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს გ------ის დაკავებაში, იმყოფებოდნენ საბაჟო კონტროლის პუნქტის გარეთ. მან მ------ გ------ე დაინახა მას შემდეგ, რაც გ------ემ გამოიარა საბაჟო კონტროლი და გადმოკვეთა საზღვარი. 2016 წლის 30 იანვარს, მ------ გ------ის დაკავების საფუძველი იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინება, ხოლო რაც შეეხება დაკავებაში მოცემული ჯგუფის მონაწილეობას, მოწმემ განმარტა, რომ მათ დეტექტივების სამმართველოში მიიღეს წერილობითი ინფორმაცია, რომ მ------ გ------ე საჰაერო გზით, მ---–-------ის ტრანზიტული რეისით კ-–-------------–---, უნდა ჩამოსულიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის 30 იანვარს. მ----- შ-----–ია გამოძიების დაწყებამდე პირადად მ------ გ------ეს არ იცნობდა, მხოლოდ ფლობდა ინფორმაციას რაც საინფორმაციო საშუალებებში იყო გავრცელებული, რომ მ------ გ------ე იყო „კანონიერი ქურდი“.

 

მოწმე ლ-–- ჩ----ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი. მის მიერ, საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ იქნა დაზარალებული ი---- ჯ-----–--ე, ასევე მოწმე მ----- გ-----–--ე, რომელთანაც ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. მის მიერ მ---- ს---------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად პროკურორის დადგენილების საფუძველზე. მან წარუდგინა დაზარალებულს შესაბამისი დადგენილება, რომელსაც იგი გაეცნო და დაადასტურა. დადგენილების წარდგენის შემდეგ მ---- ს---------ე დაიკითხა, რა დროსაც დადგენილ იქნა, რომ მ---- ს---------ეს, რომელსაც გააჩნდა სილამაზის სალონი ქალაქ ბათუმში, აიძულებდა „კანონიერი ქურდი“ მ------ გ------ე, როგორც მას, ასევე მის პარტნიორს, დაეტოვებინათ სალონი. მ----- გ-----–--ე დაიკითხა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შეხვდა „კანონიერ ქურდს“ მ------ გ------ეს საზღვარგარეთ, მეორე დაზარალებულ მ---- ს---------ესთან ერთად, რა დროსაც ასევე აიძულებდა მ------ გ------ე აღნიშნულ პირებს დაეტოვებინათ სალონი, რაც საბოლოო ჯამში განხორციელდა და სწორედ ეს იყო მათი დაზარალებულად ცნობის საფუძველი. დაკითხვის ოქმებიც მოწმეების მიერ წაკითხულ და დადასტურებულ იქნა ხელმოწერებით. მ---- ს---------ესა და მ----- გ-----–--ესთან, მ------ გ------ის პიროვნული ამოცნობა არ ჩატარებულა, რადგანაც აღნიშნული პირები, გაგზავნილი უწყებების მიუხედავად არ გამოცხადნენ და როგორც შემდეგ გაირკვა, შსს-ში არსებული ბაზებით დადგინდა, რომ პირებს გადაკვეთილი ჰქონდათ საზღვარი, რადგან მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რაზეც დაიწყო გამოძიება. ლ-–- ჩ----ე მ------ გ------ეს პიროვნულად არ იცნობდა, იცოდა მის შესახებ მხოლოდ საქმიდან გამომდინარე, რომ იყო ,,კანონიერი ქურდი“.

 

მოწმე თ------ გ-–--ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი არის იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი. დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებდა სისხლის სამართლის საქმეზე სსკ-ის 2231 მუხლის მეორე ნაწილით, 25-181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლით ორი ეპიზოდი და 150-ე მუხლით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2016 წლის 29 იანვარს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან აღებულ იქნა ორი განჩინება გამოძიების მიერ. პირველი განჩინება შეეხებოდა მ------ გ------ის დაკავებას, ხოლო მეორე განჩინება ეხებოდა მ------ გ------ის პირადი ჩხრეკის ჩატარებას. იმავე დღეს ანუ 29 იანვარს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მ------ გ------ე მ---–-------ის რესპუბლიკიდან მოემგზავრებოდა საქართველოში საჰაერო გზით და იგი 30 იანვრისათვის ჩამოვიდოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შესაბამისად, არსებული განჩინებების საფუძველზე, ჯგუფი ჩავიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის 30 იანვარს. ჯგუფი იმყოფებოდა აეროპორტის დარბაზში, თან ჰქონდათ შსს-ს საიდუმლო ბაზიდან მოპოვებული მ------ გ------ის პირადი ფერადი ფოტოსურათი, რათა მოეხდინათ იდენტიფიცირება საქართველოს გამშვები პუნქტის გადმოკვეთის შემთხვევაში. შესაბამისად მოფრენის დარბაზში ის ელოდებოდა მ------ გ------ეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეტექტივ- გამომძიებლებ ა---------– ლ---------–---–თან და მ-----– მ----–-–---–თან ერთად.

 

დაახლოებით 16:15 საათზე ცენტრალურ გამშვებ პუნქტთან გამოჩნდა პირი, რომელიც ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული იყო როგორც მ------ გ------ე, იგი იმყოფებოდა სრულიად მარტო. როგორც მოწმე იხსენებს, მის უკანაც კი არავინ მდგარა. საკონტროლო გამშვები პუნქტის გადმოლახვისთანავე, პუნქტიდან დაახლოებით 3 მეტრის მოშორებით ის მივიდა მ------ გ------ესთან თანხმლები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეტექტივ-გამომძიებლებთან ერთად. განუმარტეს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იყო ბრალდებულის სახით. მას განემარტა უფლებები და განემარტა ის მუხლები, რის საფუძველზედაც ხდებოდა დაკავება, ასევე მ------ გ------ეს განემარტა, რომ წერილობითაც გადაეცემოდა ბრალდებულის უფლებების სრული ჩამონათვალი და შემდეგ მოხდა ხელბორკილის დადება. აღნიშნული ხდებოდა 2016 წლის 30 იანვრის 16:15 საათზე. დაკავების შემდეგ მ------ გ------ე ხალხმრავლობის გამო გადაიყვანეს აეროპორტის პოლიციისათვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში, სადაც გაფორმდა დაკავების ოქმი. ოქმის შევსებისას ადგილზე მივიდა მ------ გ------ის ადვოკატი ა-–---------- კ------ე, რომელსაც შესაბამისი ორდერის წარმოდგენის შემდეგ უკვე ოფიციალურად მიეცა საშუალება მიეღო მონაწილეობა გ------ისადმი განხორციელებულ მოქმედებებში, კერძოდ, ამ ეტაპზე დაკავების ოქმის შედგენაში. მას შემდეგ, რაც გაფორმდა დაკავების ოქმი, სასამართლოს მეორე განჩინების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა მ------ გ------ის პირად ჩხრე---, განახორციელეს პირადი ჩხრეკა. მ------ გ------ეს თან პირადად ჰქონდა ხელჩანთა. პირადი ჩხრეკისას პირველად ამოღებულ იქნა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა, უშუალოდ მის სახელზე გაცემული. ხელჩანთაში მოთავსებული იყო „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული შესაბამისი სიმ ბარათით, ასევე გააჩნდა „apple“-ს ფირმის პლანშეტი, რომლის იმეი კოდის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან ეკრანი იყო დაბლოკილი. ასევე ხელჩანთაში იყო მისი პირადი ნივთები. ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუმენტი საქართველოში დაბრუნების შესახებ დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო დანარჩენი ამოღებული ნივთები დაილუქა მისი თანდასწრებით, მასზე გაკეთდა შესაბამის ხელმოწერები. რის შემდეგაც თ------ გ-–--ის მიერ მ------ გ------ეს განემარტა ბრალდებულის უფლება-მოვალეობები, რომელიც წაეკითხა მას. ასევე განემარტა ადვოკატის ყოლის უფლება და მ------ გ------ემ დაადასტურა, რომ თანახმა იყო მისი ინტერესები დაეცვა ადვოკატ ა-–---------- კ------ეს. განემარტა სამედიცინო შემოწმების უფლება, რაც გ------ემ საჭიროდ არ ჩათვალა და უარი განაცხადა.

 

შედგენილ საპროცესო დოკუმენტებზე მ------ გ------ემ ხელმოწერაზე უარი განაცხადა. პირადი ჩხრეკის ოქმი უშუალოდ გაეცნო ბრალდებულს, მასზე გაკეთდა ჩანაწერი ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ, რაც ასევე ხელმოწერით დაადასტურა ა-–---------- კ------ემ. ამის შემდეგ ბრალდებული გადაყვანილ იქნა უახლოეს პოლიციის დაწესებულებაში, თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მეექვსე პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოხდა ოქმის დასრულება, რაც დამოწმებული იქნა პოლიციის ქვედანაყოფის შესაბამისი ხელმძღვანელი პირის მიერ. ამ დოკუმენტზე ხელმოწერაზეც უარი განაცხადა მ------ გ------ემ, მიზეზი არ დაუსახელებია, უარი თქვა ასევე ასლის ჩაბარებაზე. თუმცა ოქმს გაეცნო მისი ადვოკატი ა-–---------- კ------ე, რაც დაადასტურა ხელმოწერით და გადაეცა ასლი. შემდეგ მ------ გ------ე გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. მოწმის განმარტებით, მ------ გ------ემ საზღვარი გადმოკვეთა მარტო. გარდა ჩამოთვლილი საგამოძიებო მოქმედებებისა, მან 2016 წლის 22 აპრილს, N2 პენიტენციალურ დაწესებულებაში ჩაატარა რ----- დ-------ისა და თ------ ც--–--ის მოწმის სახით გამოკითხვა. მათ გამოიყენეს მათი კანონით გათვალისწინებული უფლება და უარი განაცხადეს რაიმე განმარტების მიცემაზე. მ------ გ------ეს, საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ შედგენილ ოქმებზე ხელმოწერაზე უარის კონკრეტული მიზეზი არ განუცხადებია. მოწმის განმარტებით, მ------ გ------ემ მიუთითა, მასთან არსებული „აიპადი“ არ იყო მისი და ეკუთვნოდა სხვა ქალბატონს. ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ შსს-ს სხვა თანამშრომლებიც, თუმცა ეს პირები საგამოძიებო მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ. სანამ მ------ გ------ე საზღვარს გადმოლახავდა, თ------ გ-–--ე გამორიცხავს მისი კოლეგების კომუნიკაციას გ------ესთან. სანამ მ------ გ------ეს დააკავებდნენ თ------ გ-–--ე დაახლოებით 15-20 მეტრის მანძილზე უყურებდა მის გადაადგილებას, როგორ მიუახლოვდა საკონტროლო პუნქტს და შემდეგ გადმოკვეთა აღნიშნული, შესაბამისად გ------ეს ამ პერიოდში თავისუფლად გადაადგილება შეეძლო.

 

მოწმე დ----- ხ---–------ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 18 იანვარს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, ქვემდებარეობით მიღებულ იქნა, სისხლის სამართლის საქმე, რომელზედაც გამოძიებას აწარმოებდა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. საქმე ეხებოდა მ-----– მ-------ისა და სხვათა მიმართ ქურდული სამყაროს წევრობისა და ზესტაფონის რაიონის ტერიტორიაზე ჯგუფური ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტს. ქვემდებარეობით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე პროკურატურიდან შევიდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს დეპარტამენტში. იმავე დღეს 2016 წლის 19 იანვარს, აჭარის სამმართველოდან გადმოიგზავნა სისხლის სამართლის საქმე 4 ეპიზოდად: ხ---- შ----–--ისა და ჯ--–--- ბ---–----ისაგან ფულადი თანხის გამოძალვის ფაქტი; სილამაზის სალონის გახსნასთან დაკავშირებით მ---- ს---------ისა და ი---- ჯ-----–--ის იძულების ფაქტზე; ავტოლომბარდთან დაკავშირებული რ----- ვ------–-–---–ის დავის ფაქტი, რომელსაც ედავებოდა მ----- ბ------ე და მეოთხე ეპიზოდი იყო ბ--------- ქ-------ის, რომელსაც სატელეფონო კავშირი ჰქონდა მ------ გ------ესთან. აღნიშნული საქმეები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გაერთიანდა, სისხლის საქმეზე დართული იყო ნივთიერი მტკიცებულებები, ფარული სატელეფონო საუბრები, ვიდეო მასალები, მობილურ ტელეფონში ჩაწერილი საუბრები, რომლებიც დალუქულ მდგო----ეობაში ერთვის საქმეს.

 

შემდეგ აღნიშნული საქმიდან, შესწავლის შემდეგ ცალკე გამოიყო მ------ გ------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, რადგანაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციიდან გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმეში იყო ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალები, ისეთი რომლებსაც კავშირი არ ჰქონდა მ------ გ------ის საქმესა და მის ქმედებებთან, სწორედ ამიტომ პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება საქმის გამოყოფის შესახებ. გამოყოფის შემდეგ მოხდა მოწმეთა გამოძახება ბათუმიდან, ესენი იყვნენ ჯ--–--- ჯ-----–--ე, ჯ--–--- ბ---–----ე, ხ---- შ----–--ე, მ---- ს---------ე, ი---- ჯ-----–--ე, რ----- ვ------–-–---–ი, ე------ ხ-------–---–ი. საგამოძიებო ჯგუფმა ჩაატარა მოწვეული პირების დაკითხვები. პირადად მან 2016 წლის 26 იანვარს მოწმის სახით დაკითხა ე------ ხ-------–---–ი, ასევე დაზარალებულად ცნობილი რ----- ვ------–-–---–ი. დაკითხვის შემდეგ, პირების თანხმობით, ღამის საათებში, რადგან ბათუმიდან იმყოფებოდნენ და მეორედ აღარ სურდათ ჩამოსვლა, ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა. დაკითხულმა მოწმეებმა ამოიცნეს მ------ გ------ე. მოწმის განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტიდან მიღებულ იქნა წერილი, რომ 2013 წელს მ------ გ------ე აღიარებულ იქნა „კანონიერ ქურდად“. ამ წერილისა და საქმეში არსებული სხვა მასალების საფუძველზე, სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა განჩინება მ------ გ------ის დაკავებისა შესახებ. 2016 წლის 29 იანვარს, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, უბნის ინსპექტორების სამმართველოში, მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ------ გ------ე, მ---–-------ის რესპუბლიკიდან მოფრინავდა საქართველოში, რომლის დაკავების მიზნით, განჩინების საფუძველზე, ხელმძღვანელების დავალებით თბილისში გაემგზავრა ჯგუფის ერთი წევრი თ------ გ-–--ე, რომელმაც დააკავა აეროპორტში მ------ გ------ე. პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ მ------ გ------ეს წარედგინა 2016 წლის 30 იანვარს. 2016 წლის 4 თებერვალს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან;

 

ასევე ქვემდებარეობით მიღებულ იქნა სისხლის სამართლის საქმე, ტელეკომპანია „რ-------- 2--ის ჟურნალისტის, ე. კ--------ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. ასევე ცალკე მიღებული იქნა მეორე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხებოდა პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში, პატიმრობაში მყოფ ს------ესთან სატელეფონო კავშირს მ------ გ------ის მიერ. შემოსული საქმეებიც გაუერთიანდა სისხლის სამართლის საქმეს და შემდეგ თანმიმდევრულად დაიკითხა მოწმეები. მის მიერ დაიკითხა ბ--------- ქ-------ე, ასევე ე---------- კ--------ე და მისი მეუღლე შ----- უ----–---–ი. ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტაციის დათვალიერება, დანიშნა ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, შპს „მ--------–---ან“ და შპს „ჯ------–---ან“ გამოთხოვილი ინფორმაციების დათვალიერება, ტელეფონების გაანალიზება, რომლის შედეგადაც დადასტურდა მოწმეთა მიერ გადმოცემული ინფორმაციების ნამდვილობა, რომ ნამდვილად ესაუბრა მათ მ------ გ------ე მითითებული ნომრიდან. ფონოსკოპიურ ექსპერტიზას საკვლევად გადაეცა თ------ ე-------ასთან სატელეფონო კავშირის ამსახველი ორი ფაილი, ასევე ა-–---------- ს------ესთან უშუალოდ მ------ გ------ის სატელეფონო, დაახლოებით 10 საუბარი. შესაბამისად დაესვა ექსპერტს კითხვები. აჭარის საქმიდან იყო ასევე ჩანაწერი მ------ გ------ის ვრცელი საუბარი, რომელიც ასევე გაეგზავნა ექსპერტიზას. თ------ ე-------ასთან ორი საუბრიდან ერთი იდენტიფიცირებულია და არის მ------ გ------ე. ს------ის საუბრებიდან შესადარებლად ვარგისი იყო და 3 ეკუთვნის მ------ გ------ეს, ხოლო აჭარის ეპიზოდში კ----სთან საუბარიც ასევე იყო მ------ გ------ის. შესადარებელ ნიმუშად ექსპერტიზას წარედგინა მ------ გ------ისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერი, რომელიც გამოთხოვილ იქნა სასამართლოდან, რადგან ხმის ნიმუშის აღებაზე მ------ გ------ემ უარი განაცხადა. რაც შეეხება ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას, საკვლევად წარედგინა მ------ გ------ის მიერ სახელისა და გვარის შეცვლის თაობაზე ელექტრონული განაცხადის ამსახველი ვიდეო მასალა და ასევე ვებ-გვერდ „ი----------ან“ გადმოწერილი 4 აუდიო-ვიდეო ფაილი, სადაც აღბეჭდილი იყო მ------ გ------ის პიროვნება. ვებ-გვერდ „ი----------ან“ მასალის გადმოსაწერად დ----- ხ---–------ემ მოიწვია სპეციალისტი, ენის თარჯიმანი ფ-----ე და კომპიუტერის მცოდნე ა---- ყ-------–---–ი. მასალა გადმოწერის შემდეგ დაილუქა და გაიგზავნა ექპერტიზაზე. საქმეზე პიროვნული ამოცნობები ვერ ჩატარდა, რადგანაც მას შემდეგ რაც, მოხდა მ------ გ------ის დაკავება, რ----- ვ------–-–---–მა გაფრთხილების გარეშე დატოვა საქართველოს საზღვრები და ვერ დადგინდა მისი ადგილსამყოფელი. ასევე ვერ დადგინდა ჯ--–--- ჯ-----–--ის, ე------ ხ-------–---–ისა და მ---- ს---------ის ადგილსამყოფელი. შემდგომ კი მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. გამოძიებისათვის საჭირო მასალები გამოთხოვილ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, რათა გაერკვიათ კონკრეტული პიროვნებები რომელ დაწესებულებაში იყვნენ მოთავსებულნი, კერძოდ, გაირკვა, რომ თ------ ე-------ა იჯდა მე-17 დაწესებულებაში. ს------ე და ბ--- ო---–----ა იყვნენ მე-6 დაწესებულებაში, ბ--- ო---–----ა შემდეგ გადაიყვანეს მე-17 დაწესებულებაში, სადაც იჯდა გ------- ზ--–--ი. ინფორმაცია საჭირო იყო რადგანაც, არსებობდა სატელეფონო საუბრები თ------ ე-------ასა და მ------ გ------ეს შორის, გ------ესა და ს------ეს შორის, ასევე მ------ გ------ესა და ბ--- ო---–----ას შორის. თემები შეეხებოდა მაყურებლის დანიშვნას მე-17 დაწესებულებაში. „ზ---ა“ დანიშნეს მაყურებლად და დაახმარეს ბ--- ო---–----ა. ბრალდებულის პიროვნების დასადგენად გამოძიების მიერ მოპოვებულ იქნა მ------ გ------ის მიერ სახელისა და გვარის შეცვლის დოკუმენტები, სახელის გადაკეთებამდე იგი იყო გ------ ა--–--ე, ასევე დადგინდა ნასამართლეობის ცნობები და განაჩენი. 2007 წელს ნასამართლევია ქურდული სამყაროს წევრობისათვის. ამასთან, ერთ-ერთ საგამოძიებო მოქმედებად დათვალიერდა პიროვნების შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები, დადგინდა მ------ გ------ის ოჯახის წევრების შემადგენლობა და კავშირები.

 

2016 წლის 27 იანვარს განყოფილებაში შევიდა 2----- ნომრის წერილი, მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისაგან, ვიცე-პოლკოვნიკი ლ-–- გ------–---–ის ინფორმაციით, 2013 წელს გ------ ა--–--ე, იგივე მ------ ლ---------–- აღიარებულ იქნა კანონიერ ქურდად. აღიარებულ იქნა კანონიერი ქურდის გოგ-- ჩ-------ის, მეტსახელად „ბ--------“ დახმარებით. გამოძიების მიერ მოძიებულ იქნა ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია მ------ გ------ის საქართველოში დაბრუნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით მიღებული ინფორმაციით მ------ გ------ეს მ---–-------ის რესპუბლიკაში დარღვეული ჰქონდა სავიზო რეჟიმი, არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და დასაბრუნებელი მოწმობით დაბრუნდა საქართველოში. მ------ გ------ეს საემიგრაციო სამსახურში ჰქონდა 30 დღე-ღამე მისჯილი, სანამ დეპორტაციას გააკეთებდნენ. ამ ინფორმაციის ამსახველი ყველა დოკუმენტი მოთავსებულია საქმეში.

 

მ------ ლ---------–-მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას მ. ლ---------–-ს უდანაშაულოდ ცნობის და მისი გამართლების თაობაზე, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნა ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული კანონიერი გზით მოპოვებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა. შესაბამისად, პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რომ სასამართლომ პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც კანონიერი ქურდობის ბრალდებაში, ასევე ჯ. ბ---–----ის ეპიზოდთან და ჟურნალისტ ე. კ--------ის ეპიზოდთან დაკავშირებით. პალატა არ იზიარებს აღნიშნულ მოტივაციას, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ. ლ---------–- იყო რა ქურდული სამყაროს წევრი, 2013 წელს ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, მ------ გ------ე (იგივე ლ---------–-) აღიარებულ იქნა ,,კანონიერ ქურდად’’, რის შემდეგ იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით; მუქარით, დაშინებით და ქურდული გარჩევების გზით აიძულებდა მოქალაქეებს შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, ორგანიზებას უწევდა ე.წ. ,,ქურდული საერთოს’’ შეკრებას და განაწილებას, ქურდული სამყაროსა და სხვა პირებისათვის სარგებლის მისაღებად წყვეტდა მეწარმე სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს შორის წარმოშობილ დავებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მ------ ლ---------–-ს ბრალეულობა კანონიერი ქურდობის ნაწილში, რომელიც ეფუძნება ოთხ ეპიზოდს, დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, ფარული ვიდეოაუდიო ჩანაწერებით, სატელეფონო ჩანაწერებითა და საუბრებით, ამოცნობის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკკური ექსპერტიზის დასკვნით, საზღვრის კვეთის მონაცემებით და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

 

დაზარალებულ ბ. ქ-------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 16 მაისს დაახლოებით 17:45 საათზე, მ. გ------ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მას, რომელსაც თავი გააცნო, როგორც კანონიერი ქურდი, მ------ გ------ე, მას მუქარის ტონით დაუწყო ლაპარაკი. დაზარალებულ ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ ბ. ქ-------ემ რეალურად აღიქვა შეურაცხმყოფელი ფორმით მ. ლ---------–-ს მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარები, რის გამოც წერილობითი განაცხადებით, სათანადო რეაგირებისათვის მიმართა კიდეც სამართალდამცავ ორგანოს.

 

დაზარალებულ ბ. ქ-------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ-------ის ტელეფონში ჩაწერილი იყო სამი სატელეფონო საუბარი, მობილური ტელეფობის ნომერთან 5--------, დაზარალებულის გადმოცემით ერთი თავადაა, ხოლო მეორე მოსაუბრე გაეცნო მ------ ლ---------–-ს სახელით, რომელმაც დაურეკა +------------ ნომრიდან, იგი ასევე ესაუბრა (მესამ ფაილი) მ. ლ---------–-სთან კავშირში მყოფ ე.წ. ,,კაი ბიჭს’’ მ------ს, რომელმაც მას დაურეკა 9---------- ნომრიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 1---------ის ამონაწერით შპს ,,ჯ------–---ან’’ დასტურდება მობილური ტელეფონის ნომერზე 5--------, +------------ და 9---------- მობილური ტელეფობის ნომრებიდან ზარების შემოსვლა.

 

საქმეში წარმოდგენილი უდაო მტკიცებულებად ცნობილი 2016 წლის 6------ის 3---- ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გაშიფრული ბ. ქ-------ის მიერ წარმოდგენილი სამი აუდიო ჩანაწერის შინაარსი სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულ ბ. ქ-------ის ჩვენებაში მითითებულ გარემოებებთან. უფრო მეტიც, თავად ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერების შინაარსი, რომელიც დაცვის მხარემ უდაოდ მიიჩნია, ნათლად მეტყველებს მსჯავრდებულის, როგორც კანონიერი ქურდის მხრიდან ბ. ქ-------ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტზე.

 

პალატა ასევე არ იზიარებს საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებულ მ---- ს---------ის გამოძიებაში მიცემული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებული ჩვენება, აღნიშნულს პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ საპროცესო კანონის სრული დაცვით იქნა გამოქვეყნებული და გამოკვლეული დაზარალებულ მ. ს---------ის ჩვენება, სადაც ამ უკანასკნელმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2015 წლის 14 ნოემბერს სალონის გახსნასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაურეკა მ.გ------ემ ი---- ჯ-----–--ის მეუღლეს ე------ ხ-------–---–ს და დაიბარა იგი თურქეთში სალაპარაკოდ, თუ როგორ წავიდნენ ი. ჯ-----–--ის ძმა და მეუღლე ქ. ხ-----–-, სადაც შეხვდნენ მ. გ------ეს. პალატა აღნიშნავს, რომ მ. ს---------ის ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარეოებები დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებებით, მათ შორის ამოცნობის ოქმებით და თვით მ---- ს---------ის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი და შემდგომ სასამართლოში გამოქვეყნებული სატელეფონო აუდიო ჩანაწერებით. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ საზღვრის კვეთის მონაცემებს, რომლითაც დადგენილია, რომ მ---- ს---------ეს და მ----- გ-----–--ეს ორივეს ერთდროულად უფიქსირდებათ 2015 წლის 1---------რს ს-----------–----------------- გასვლა (18:00 სთ) და შემოსვლა (21:15 სთ.), ასევე ე------ ხ-------–---–სა და ჯ--–--- ჯ-----–--ეს - 2015 წლიოს 1-----------ს ს-----------–----------------- გასვლა (17:36 სთ.) და შემოსვლა (19:24 სთ.).

 

მოწმე მ----- გ-----–--ის ჩვენებით, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, დადგენლია მ---- ს---------ესა და მ------ გ------ის შეხვედრის ფაქტი და მათი საუბრის შინაარსი, კერძოდ, მ. გ-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ი---- ჯ-----–--ის ოჯახის ახლობელი, მისთვის ცნობილი იყო, რომ ი---- ჯ-----–--ემ და მ---- ს---------ემ გახსნეს სილამაზის სალონი 2015 წლის 1 სექტემბერს. ი---- ჯ-----–--ის მეუღლემ ე------ ხ-------–---–მა მას უამბო, რომ აღნიშნულ სალონთან დაკავშირებით იგი დაიბარა თურქეთში მყოფმა კანონიერმა ქურდა მ------ ლ---------–-მ, რომელთანაც იგი ჩასული იყო 2015 წლის 14 ნოემბერს ი----ს ძმასთან ჯ--–--- ჯ-----–--ესთან ერთად. მ------ ლ---------–-მ ე------ს უთხრა, რომ მ----ს და ი----ს საქციელი იყო არაქურდული და რომ მათი სალონი უნდა დახურულიყო და სხვაგან გადასულიყო. ე------ი მ------ს შიშით აღნიშნულს დაეთანხმა, ხოლო მ---- ს---------ესთან დაკავშირებით უთხრა, რომ მ----ს ნაცვლად ის ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, რაზეც მ.ლ---------–-მ უპასუხა, რომ მას გადაეცა ნათქვამი და მისი მოთხოვნა, ხოლო თუ არ შეისმენდა, ძალით შეასმენინებდა. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ მ------ ლ---------–- იყო კანონიერი ქურდი. 2015 წლის 1---------რს, იგი ე------ ხ-------–---–ის თხოვნით წაყვა მ---- ს---------ეს ქ. ხ-----–- მ. ლ---------–-სთან შესახვედრად. შეხვედრისას მ---- ს---------ეს მ------ ლ---------–-მ უთხრა, რომ მან იცოდა რა იყო სწორი და რა არასწორი, იგი როგორც კანონიერი ქურდი რასაც გადაწყვეტდა, ისე უნდა მომხდარიყო ყველაფერი, უთხრა, რომ სალონი უნდა დაეხურათ იმ ადგილას და გადასულიყვნენ ნებისმიერ სხვა ადგილას, ხოლო გაწეულ ხარჯებს კი აუნაზღაურებდნენ. აღნიშნულის შემდეგ მ---- ს---------ე შეუთანხმდა მას, რომ მალე მოძებნიდა შესაბამის ადგილს და სხვაგან გახსნიდა სილამაზის სალონს და ამ საუბრის შემდეგ ისინი წამოვიდნენ.

 

დაზარალებულ ი---- ჯ-----–--ის ჩვენებით დასტურდება ახლადგახსნილი ქალთა სალონის დახურვის და სხვა ადგილზე ფუნქციონირების გაგრძელების ფაქტი, ი. ჯ-----–--ემ ვერ უარყო მ---- ს---------ის, მისი მეუღლის, ე------ ხ-------–---–ის და ძმის ჯ--–--- ჯ-----–--ის თურქეთში გადასვლის ფაქტები. მისივე ჩვენებით დასტურდება, რომ მეუღლისგან გადმოცემით იცის, რომ თურქეთში შეხვდა მ------ გ------ეს სალონთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების გამო, ასევე აჩვენა, რომ გამოძიების პროცესში დაკითხვებისას მის მიმართ რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ადვოკატის მიერ შედგენილ გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა მისი შინაარსის გაცნობის გარეშე.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად და ობიქტურად შეაფასა დაზარალებულ მ---- ს---------ის ჩვენებები საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და არ არსებობს დაზარალებულის ჩვენების უარყოფის საფუძველი.

 

პალატას მიაჩანია, რომ ასევე დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრებები დაზარალებულ რ. ვ------–-–---–ისა და მოწმე მ. ბ------ის ჩვენებების შეფასების ნაწილშიც, რადგან აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის დროს არ დარღვეულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნები.

 

მ------ ლ---------–- რომ ქურდული სამყაროს წევრია, ასევე დადასტურებულია ბათუმის საქალაქო სასამარლოს 2----–-–-------------- განაჩენით.

 

გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს განჩინებების საფუძველზე გაცემული სატელეფონო საუბრების და მოკლე ტექსტური შეტყიბინებების ფარული მიყურადება-ჩაწერის მასალები, რომელთა დაკავშირებითაც პალატა ეთანხმება მოსაზრებას რომ არც ერთი საუბარი, იმ რამდენიმე ასეულისგან, რომელიც ფარულად იქნა ჩაწერილი სასამართლოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, თავისი შინაარსით, არ შეეხება ჩვეულებრივ, ყოფით ურთიერთობებს ადამიანებს შორის. ყველა საუბარი გაჯერებულია გარკვეული კრიმინალური ქვეტექსტებით, მოსაუბრეები ძირითადად ერთმანეთს მიმართავენ ზედმეტსახელებით, რაც ასევე კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელი ნიშანია. არაერთ საუბარში თავად მ------ გ------ე მოიხსენიებს თავის თავს, როგორც კანონიერ ქურდს.

 

2016 წლის 18 თებერვალს დათვალიერდა ასევე ინტერნეტ ვებ გვერდი h-----------------------, სადაც განთავსებულია ინფრ----ცია ,,კანონიერი ქურდის’’ მ------ ლ---------–-ს შესახებ. საქმეში ასევე არსებობს 2016 წლის 6------ის N3---- ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ საუბრებში ნამდვილად მ------ ლ---------–- მონაწილეობდა.

 

პალატა არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის პოზიციას მასზედ, რომ მ------ ლ---------–-ს მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, სასამართლო სხდომის ოქმების ბრალდების მხარისთვის გადაცემით, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის მოპოვების კანონიერება, რომელიც გამოყენებულ იქნა ვიდეოფირების შესადარებელ ნიმუშებად. აღნიშნულ მოსაზრებას პალატა არ იზიარებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს ამ ნაწილში და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს სასამართლო სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერების მოპოვებისას კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია.

 

,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში ამომწურავად არის ჩამოთვლილი ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის ცალკეული ელემენტები, კერძოდ, კანონმდებლის მიერ ტერმინი ,,ქურდული სამყარო” იმგვარი სოციალური ჯგუფის დასახასიათებლად არის გამოყენებული, რომელიც მოქმედებს მათ მიერვე დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომელთა მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ქურდული სამყაროს წევრია ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქურდული გარჩევა გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტას, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, კანონიერი ქურდი ქურდული სამყაროს წევრია, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ------ ლ---------–-მ ჩაიდინა კანონიერი ქურდობა და ამ ნაწილში მისი ბრალეულობა ეფუძნება ოთხ ეპიზოდს. ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას მ------ ლ---------–-ს საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა ასევე სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს ჯგუფური გამოძალვის და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნაწილშიც, კერძოდ, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ჯგუფურ გამოძალვას. გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ნივთი, ისე ქონებრივი უფლება. ობიექტური მხრივ გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მიმართულ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2----–-–------------- ო. ძ----------–---–ის სახლში გაიმართა ქურდული გარჩევა, რომელშიც მონაწილოებდნენ ო. ძ----------–---–ი, მ. თ------ე, გ. დ---–--ე, რ. დ-------ე და თ. ც--–--ე, რა დროსაც ჯ. ბ---–----ეს და ხ.შ----–--ეს დააკისრეს კანონიერ ქურდ მ. ლ---------–-სთვის 600 დოლარის, შ------ მ------–---–ისათვის 1700 დოლარის, ხოლო ,,ქურდული საერთოს’’ შესავსებად კი 100 ლარის გადახდა. საქმეში წარმოდენილი ჯ. ბ---–----ის აღჭურვის შედეგად 2----–-–------------- გადაღებული ფარული აუდიო ვიდეო ჩანაწერებით დასტურდება, რომ 2----–-–---------ში, მ------ ლ---------–-მ, როგორც კანონიერმა ქურდმა, მობილური სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ორგანიზება გაუწია ქურდული სამყაროს წევრების - ო. ძ----------–---–ის, მ. თ------ის, გ. დ---–--ის, რ. დ-------ის და თ. ც--–--ის შეხვედრას, რათა მათ ქურდულად გაერჩიათ ჯ. ბ---–----ეს, ხ. შ----–--ეს და შ. მ------–---–ს შორის არსებული ფინანსური დავა.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------- განაჩენი, რომლითაც ო. ძ----------–---–ი, გ. დ---–--ე, მ. ც--–--ე, რ. დ-----ე და თ. ც--–--ე დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწლითა და ამავე კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მ------ ლ---------–-მ, როგორც კანონიერმა ქურდმა, მობილური სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ორგანიზება გაუწია ქურდული სამყაროს წევრების - ო. ძ----------–---–ის, მ. თ------ის, გ. დ---–--ის, რ. დ-------ის და თ. ც--–--ის შეხვედრას, რათა მათ ქურდულად გაერჩიათ ერთის მხრივ, შ------ მ------–---–ს, მეორეს მხრივ, ჯ--–--- ბ---–----ესა და ხ---- შ----–--ეს შორის არსებული ფინანსური დავა. ისინი ძალადობის გამოყენების მუქარით ფულს სძალავდნენ დაზარალებულებს ჯ.ბ---–----ესა და ხ. შ----–--ეს.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ე. კ--------ეს ნამდვილად მ------ ლ---------–- ესაუბრა ტელეფონით, აღნიშნულს პალატა არ იზიარებს და ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ ე. კ--------ის და მოწმე შ. უ----–---–ის ჩვენებებს, რომლებიც დეტალურად აღწერენ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2015 წლის 2------------–ს. დაზარალებულის ჩვენება თანმიმდევრულია, იგი დამაჯერებლად ხსნის იმ გარემოებას, თუ რატომ იყო მ------ გ------ის ხმა მისთვის ნაცნობი. საქმეში წარმოდგენილია ასევე ე. კ--------ის მობილური ტელეფონის დეტალური ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ 2015 წლის 2------------–ს 23:10:53 სთ-ზე დაფიქსირებულია 165,9 წამიანი საუბარი ნომერზე 0-------------. მოწმე ი. ს---------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგივე ნომრიდან მ------ ლ---------–- ესაუბრა ზონის მაყურებელს თ------ ე-------ას. დადასტურებულია, რომ ე. კ--------ის მობილურ ტელეფონზე და თ. ე-------ას სარგებლობაში არსებულ 5-------- მობილურ ტელეფონზე 2015 წლის თ--------––ი ზარი განხორციელებული იყო ერთი და იმავე ნომრიდა +------------ რომელიც ინდექსის მიხედვით ეკუთვნის ე----------. ამასთან, თ. ე-------ასთან განხორციელებული ზარი ნომრით +----------- იდენტიფიცირებულია როგორც მ------ გ------ის მამა.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებლად მიაჩნია, რომ მ------ ლ---------–-მ ჩაიდინა კანონიერი ქურდობა; ჯგუფური გამოძალვის, ე.ი. სხვისი ნივთის, ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის უფლების მოთხოვნის ორგანიზება, რასაც თან ერთვის დაზარალებულისათვის ძალადობის გამოყენების მუქარა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან ჩადენილი ძალადობის მუქარით; შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით მ------ ლ---------–-ს ქმედებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, განაჩენი ამ კვალიფიკაციით მ------ ლ---------–-ს დამნაშავედ ცნობის ნაწილში კანონიერი და დასაბუთებულია.

 

აქვე, სააპელაციო პალატა იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განჩინებით დადებული ყადაღის საკითხზე. პალატა მიუთითებს, რომ ამ განჩინებით ყადაღადადებული ქონება წარმოადგენდა მ------ ლ---------–-ს ნათესავების საკუთრებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.

 

საქართველოს სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე.

 

პალატას მიაჩნია, რომ მ------ ლ---------–-ს მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს იმ მიმართებით, რომ განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას შემდეგ ქონებას:

 

- ნ------- გ------ის კუთვნილ, ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–ის ქ. N---ში პირველ სართულზე მდებარე 4---------. უძრავ ქონებას;

- ნ------- გ------ის კუთვნილ, ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–ის ქ. N---ში მდებარე სხვენს, 4---------- უძრავ ქონებას;

- ნ------- გ------ის კუთვნილ M---------------------- მარკის ავტომობილს, სედანი, 2005წ. (ლ------------------------–----------------------------------------------------------–----------------) რეგისტრაციის თარიღი - 2015წ.

- ჯ---–----ა რ--------ას კუთვნილ V------------------ მარკის ავტომობილს, სედანი (ს--------------–-------------------------------------------------------------------------–-----------------) რეგისტრაციის თარიღი - 2015წ.

- გ--------- გ------ის კუთვნილ R------------ მარკის ავტომობილს, ჰეჩბეკი (ს--------------–------------------------------------------------------------–------------------) რეგისტრაციის თარიღი 2014წ.

- ი------- გ------ის კუთვნილ V--------------- მარკის ავტომობილს, 2,0 სედანი (ს--------------–-------------------------------------------------------------------–-----------------), რეგისტრაციის თარიღი - 2015წ.

- ი------- გ------ის კუთვნილ A------ მარკის ავტომობილს, სედანი (ს--------------–---------------------------------------------------------------–-----------------) - რეგისტრაციის თარიღი 2016წ.

- თ---------- ხ--–--–ის კუთვნილ M----------------------- მარკის ავტომობილს, სედანი (ს--------------–------------------------------------------------------------------–----------------) რეგისტრაციის თარიღი - 2013წ.

- ო---- ი------ის კუთვნილ O----------- მარკის ავტომობილს, ჰეჩბეკი (ს--------------–------------------------------------------------------------------–----------------) რეგისტრაციის თარიღი - 2015წ.

- ო---- ი------ის კუთვნილ C----------------- მარკის ავტომობილს, (ს--------------–-----------------------------------------------------------------–-----------------) რეგისტრაციის თარიღი - 2014წ.

 

სხვა დანარჩენ ნაწილში კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენი მ------ ლ---------–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მ------ ლ---------–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-–---------- კ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენში მ------ ლ---------–-ს მიმართ შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მ------ ლ---------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით; სსკ-ის 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

- სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

- სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბოს და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ------ ლ---------–-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ------ ლ---------–-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ------ ლ---------–-ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 30 იანვრიდან 2016 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით, ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში.

 

დაპატიმრების შემთხვევაში მსჯავრდებული მ------ ლ---------–- მოთავსებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

განაჩენი აღსასრულებლად გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, ხოლო მსჯავრდებულ მ------ ლ---------–-ს დაკავების შემდეგ - შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას.

 

განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას შემდეგ ქონებას:

 

- ნ------- გ------ის კუთვნილ, ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–ის ქ. N---ში პირველ სართულზე მდებარე 4---------. უძრავ ქონებას;

ნ------- გ------ის კუთვნილ, ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–ის ქ. N---ში მდებარე სხვენს, 4---------- უძრავ ქონებას;

- ნ------- გ------ის კუთვნილ M---------------------- მარკის ავტომობილს, სედანი, 2005წ. (ლ------------------------–----------------------------------------------------------–----------------) რეგისტრაციის თარიღი - 2015წ.

- ჯ---–----ა რ--------ას კუთვნილ V------------------ მარკის ავტომობილს, სედანი (ს--------------–-------------------------------------------------------------------------–-----------------) რეგისტრაციის თარიღი - 2015წ.

- გ--------- გ------ის კუთვნილ R------------ მარკის ავტომობილს, ჰეჩბეკი (ს--------------–------------------------------------------------------------–------------------) რეგისტრაციის თარიღი 2014წ.

- ი------- გ------ის კუთვნილ V--------------- მარკის ავტომობილს, 2,0 სედანი (ს--------------–-------------------------------------------------------------------–-----------------), რეგისტრაციის თარიღი - 2015წ.

- ი------- გ------ის კუთვნილ A------ მარკის ავტომობილს, სედანი (ს--------------–---------------------------------------------------------------–-----------------) - რეგისტრაციის თარიღი 2016წ.

- თ---------- ხ--–--–ის კუთვნილ M----------------------- მარკის ავტომობილს, სედანი (ს--------------–------------------------------------------------------------------–----------------) რეგისტრაციის თარიღი - 2013წ.

- ო---- ი------ის კუთვნილ O----------- მარკის ავტომობილს, ჰეჩბეკი (ს--------------–------------------------------------------------------------------–----------------) რეგისტრაციის თარიღი - 2015წ.

- ო---- ი------ის კუთვნილ C----------------- მარკის ავტომობილს, (ს--------------–-----------------------------------------------------------------–-----------------) რეგისტრაციის თარიღი - 2014წ.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

- მ------ გ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის S------- მოდელის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმ ბარათი, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- მ------ გ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ეფლის“ ფირმის პლანშეტი და მასში მოთავსებული სიმ ბარათი, რომელიც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- ჯ--–--- ბ---–----ის აღჭურვის შედეგად 2014 წლის 04 მარტს გადაღებული აუდიო- ვიდეო ჩანაწერი 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- ჯ--–--- ბ---–----ის აღჭურვის შედეგად 2014 წლის 06 მარტს გადაღებული აუდიო- ვიდეო ჩანაწერი 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- ჯ--–--- ბ---–----ის აღჭურვის შედეგად 2014 წლის 08 მარტს გადაღებული აუდიო- ვიდეო ჩანაწერი 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- ჯ--–--- ბ---–----ის აღჭურვის შედეგად 2----–-–------------- გადაღებული აუდიო- ვიდეო ჩანაწერი 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- ბ--------- ქ-------ის მობილური ტელეფონიდან გადმოწერილი სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი; მ---- ს---------ის მობილური ტელეფონიდან გადმოწერილი სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერები; 5----------- ნომრის მობილურ ტელეფონზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერები; 5----------- ნომრის მობილურ ტელეფონზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერები; 5----------- ნომრის მობილურ ტელეფონზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერები და მ------ გ------ის აღკვეთი ღონისძიების განხილვის სასამართლო სხდომის ჩანაწერები, სულ 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში N---------, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- 5----------- ნომრის მობილურ ტელეფონზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერები 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- შპს „მ--------–---ან“ და შპს „ჯ------–---ან“ მიღებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ინფორმაცია 02 CD-R დისკზე დაულუქავ მდგომარეობაში, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- გადაცემა „გ------------–----–------ის’’ ვიდეო ჩანაწერი მ------ გ------ის აღკვეთი ღონისძიების განხილვის სასამართლო სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ინტერნეტ გვერდ „ი----------ან“ გადმოწერილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, მ------ გ------ის სახელისა და გვარის შეცვლასთან დაკავშირებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და მ------ გ------ის ელექტრონული ფოტოსურათები სულ 01 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში N---------, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით ბრალდების მხარის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მსჯავრდებულის მიერ - ერთი თვის ვადაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე

თეიმურაზ სვანიძე

 

საქმე №1/ბ-538-2018წ.

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები - მაკა გორგოძე

თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმეზე მ------ ლ---------–ის მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენში არსებული უზუსტობის აღმოფხვრის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2019 წლის 31 იანვარს განხილულ იქნა მ------ ლ---------–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენზე, მსჯავრდებულ მ. ლ---------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. კ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ, განაჩენის მიღების თარიდან მითითებულია ,,31 იანვარი, 2018 წელი’’, რაც წარმოადგენს განაჩენის მომზადებისას დაშვებულ ტექნიკურ უზუსტობას და უნდა გასწორდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს უფლება აქვს ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით აღმოფხვრას გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობა, რაც არ გამოიწვევს მის გაუქმებას ან შეცვლას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მ------ ლ---------–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მიღების თარიღად მითითებულ იქნას 31 იანვარი, 2019 წელი.

 

აღნიშნული განჩინება ჩაითვალოს განაჩენის განუყოფელ ნაწილად.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე

თეიმურაზ სვანიძე