განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
080100111002844177
ინსტანცია
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100111002844177

საქმე №1/ბ-195-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ვ-–-------- გ-------ის

მსჯავრდებულის _ ა---- გ-----–--ის

ადვოკატის _ ს------- ჯ--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ა---- გ-----–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------- ჯ--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0--------) ა---- გ-----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირად №6----------), დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ---------–----------------–-----–------------------ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

1.1.ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა---- გ-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ა---- გ-----–--ე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 2008 წლის 17 დეკემბერს, ა---- გ-----–--ე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შეწყალებული იქნა და გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

 

პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა---- გ-----–--ემ კვლავ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული, რის გამოც 2010 წლის 16 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, ამავე კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებებთან ერთად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით მისჯილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად და საბოლოოდ, ა---- გ-----–--ეს განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო პირობით ჩათვლილ სასჯელზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე-42-ე მუხლების შესაბამისად კი, დაეკისრა ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, ამავე კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებებთან ერთად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა---- გ-----–--ემ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ა---- გ-----–--ეს ზემოაღნიშნული განაჩენით 3 (სამი) წლის ვადით ჰქონდა ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2011 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 21:45 საათზე, ქ---------–------------------ იგი მართავდა „--------------ს“ მოდელის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით H------, რაშიც მხილებული იქნა იმერეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების მიერ.

 

პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა---- გ-----–--ემ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ა---- გ-----–--ეს ზემოაღნიშნული განაჩენით 3 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2011 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 00 საათსა და 20 წუთზე, ქ---------–--------------------------------ე, იგი მართავდა „--------------ს“ მოდელის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით H------, რაშიც მხილებული იქნა იმერეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

 

2011 წლის 14 ივნისს ა---- გ-----–--ე გამოცხადდა იმერეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში, რა დროსაც იგი შემოწმებული იქნა ნარკოლოგიურ თრობაზე და მას ნარკოლოგიური ექსპერტიზის №8------ დასკვნით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების _ „ოპიუმის ჯგუფის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

ზემოაღნიშნული ქმედებების გამო ა---- გ-----–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ნოემბრის განაჩენით:

 

ა---- გ-----–--ე დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2011 წლის 16 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2011 წლის 11 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2011 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2011 წლის 11 ივნისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის და 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, ა---- გ-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რისი ათვლაც უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, ა---- გ-----–--ეს 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

მსჯავრდებულ ა---- გ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით, მსჯავრდებულ ა---- გ-----–--ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: მსჯავრდებული ა---- გ-----–--ე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი), 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოსახდელად დარჩენილი ნაწილის მოხდისაგან. ა---- გ-----–--ე ასევე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად; მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. მსჯავრდებულ ა---- გულბელაძეს ¼-ით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2011 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2011 წლის 11 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი _ 03 წელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 წლის და 03 თვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა---- გ-----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს------- ჯ--------ემ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება ა---- გ-----–--ის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა---- გ-----–--ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდებში, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, მისი გათავისუფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელებისაგან.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელი ვ-–-------- გ-------ე დაეთანხმა აპელანტების დაზუსტებულ მოთხოვნას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა---- გ-----–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------- ჯ--------ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში ა---- გ-----–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2011 წლის 16 აპრილის და 2011 წლის 11 ივნისის ეპიზოდები) მსჯავრდების საფუძველი წარმოშვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით ა---- გ-----–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დამნაშავედ ცნობამ ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის და შესაბამისად, მისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევამ. ამჟამად ის ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც გამოიწვია ა---- გ-----–--ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2011 წლის 16 აპრილის და 2011 წლის 11 ივნისის ეპიზოდები), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილების თანახმად, აღარ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ა---- გ-----–--ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. უზენაესი სასამართლოს №2კ-405აპ.-17 გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკა).

 

ამავე დროს, მსჯავრდებულ ა---- გ-----–--ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, რომლის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით („ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის) დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. ამასთან, ვინაიდან, ა---- გ-----–--ემ ბოლო დანაშაული _ „ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს მისთვის წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 5 (ხუთი) თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლისა და მე-8 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, იგი უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის _ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. მასვე, ,,ამნისტიის შესახებ“ იმავე კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ნოემბრის განაჩენში, ხოლო დანარჩენ ნაწილში იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ა---- გ-----–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------- ჯ--------ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

3.შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ა---- გ-----–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (2011 წლის 16 აპრილის და 2011 წლის 11 ივნისის ეპიზოდები).

 

4.ა---- გ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (,,ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა---- გ-----–--ის მიმართ წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 5 (ხუთი) თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლისა და მე-8 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ა---- გ-----–--ე გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

 

6.„ამნისტიის შესახებ“ იმავე კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ა---- გ-----–--ეს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

7.ა---- გ-----–--ე განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/