განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100118002395622
საქმე №1/ბ-589-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) ს----- კ-----–-ს ძე თ------ის მიმართ, დაბადებული 0---------წ. პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, მცხ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფელი კ----------–ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს----- თ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 მარტს დაახლოებით 19:30 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელ კ----------–ში მცხოვრებმა, მთვრალმა ს----- თ------ემ სახლში ყოფნისას, განაწყენების ნიადაგზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო სიტყვებით აგინა მეუღლეს, ი---- ტ--–--–-–---–ს. აღნიშნულის შემდეგ, სამზარეულოს ოთახში მყოფ მეუღლეს, ხელი კისრის არეში მოუჭირა, თან მარჯვენა ხელი სახის და სხეულის სხვადასხვა ადგილებში რამდენჯერმე დაარტყა, რამაც ი---- ტ--–--–-–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ს----- თ------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით ს----- თ------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ მ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გამამართლებელი განაჩენი ს----- თ------ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი გ----------------–---–-- მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ ს----- თ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ს----- თ------ის ბრალეულობას ადასტურებს.
გამართლებული ს----- თ------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი გ--- ქ-------–ია წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ს----- თ------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ს----- თ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი---- ტ--–--–-–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის, მეუღლის - ს----- თ------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ქ------მ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სამტრედიის რაიონის სოფელ გ---ის თემის სოფლებით, 2018 წლის 19 მარტს იგი მის მეწყვილესთან ს------ შ-----–--სთან ერთად ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას. საღამოს საათებში, დაახლებით 23:30 საათზე, მას პირად მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ი---- ტ--–--–-–---–ი და აცნობა, რომ მისმა მეუღლემ ს----- თ------ემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი, მის მეწყვილესთან ს------ შ-----–--სთან ერთად, დაახლოებით 10 წუთში, გამოცხადადდა შემთხვევის ადგილზე, კერძოდ სამტრედიის რაიონის სოფელ კ----------–ში, სადაც დახვდათ მთვრალი ს----- თ------ე, რომელიც კვლავ აგრძელებდა ი---- ტ--–--–-–---–ისათვის სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენებას, ამასთან იყო აგრესიული და იწეოდა მისი მეუღლისაკენ, რისი უფლებაც მას არ მისცეს, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი საჭირო გახდა მისი დაკავება. აღნიშნულის თაობაზე აცნობეს ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა დეტექტივის თანაშემწე -გამომძიებელი გ------- ნ-–--–-–---–ი, რომელმაც შეადგინა შესაბამისი დაკავების ოქმი.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ს------ შ-----–--მ.
მოწმის სახით დაკითხულმა თ----- ს------ემ განმარტა, რომ იგი არის გამართლებულის და დაზარალებულის მეზობელი და ი---- ტ--–--–-–---–თან ერთად მუშაობს დაფნის გადამამუშავებელ პუნქტში. 2018 წლის გაზაფხულზე, დილით სამსახურში მოსულმა ი---- ტ--–--–-–---–მა უთხრა, რომ ნასვამმა მეუღლემ მიაყენა, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–- კ--–-------მ განმარტა, რომ იგი დაზარალებულ ი---- ტ--–--–-–---–თან ერთად მუშაობს დაფნის გადამამუშავებელ პუნქტში. 2018 წლის მარტის თვეში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, დილით სამსახურში მოსულმა ი---- ტ--–--–-–---–მა უთხრა, რომ ნასვამმა მეუღლემ მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მას ვიზუალურად დაზიანების არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა.
მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ნ-–--–-–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე. 2018 წლის 19 მარტს იგი ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შემოვიდა შეტყობინება, ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. იგი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე სამტრედიის რაიონის სოფელ კ----------–ში, სადაც, მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ფოტოგრაფირება. მოხდა, როგორც ი---- ტ--–--–-–---–ის, ასევე ს----- თ------ის გამოკითხვა. ს----- თ------ის დაკავება მოხდა სამტრედიის რაიონის სოფელ კ----------–ში, მის საცხოვრებელ სახლში, ხოლო დაკავების ოქმი, მის მიერ შედგენილ იქნა სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, ვინიდან დაკავების ადგილზე არ არსებობდა შესაბამისი პირობები.
მოწმის სახით დაკითხულმა კ-----------------------მ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისა და აგრთვე ალკოჰოლური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 21 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N----------- დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ი---- ტ--–--–-–---–ს სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით, კერძოდ, 20.03.2018 წ. 02:34-02:44 სთ ჩივილებს ტკივილებზე არ წარმოადგენს. მარცხენა ყურის ბიბილოს წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოოისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 0,4X0,3 სმ. სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
გამართლებულმა ს----- თ----ემ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ს----- თ------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ი---- ტ--–--–-–---–მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - ს----- თ------ის წინააღმდეგ. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ს----- თ------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მართალია დგინდება, რომ ი---- ტ--–--–-–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ს. თ------ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ი. ტ--–--–-–---–ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას შორის, ვინაიდან, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეებს (პოლიციის თანამშრომლებს და ა.შ), ისინი კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ს----- თ------ის ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----- თ------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ს----- თ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი ს----- თ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ს----- თ------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ს----- თ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გამართლებულ ს----- თ------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე