განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002388378
საქმე №1/ბ-646-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) ლ---- ე-–------ს ძე კ------ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქუთაისი, ა----–-----–-- გამზირი N129/54;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ---- კ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის იანვრის თვის ბოლოს, ქუთაისში, დავით ა----–-----–-- გამზირი 129/54-ში მდებარე სახლში, ლ---- კ------ემ იძალადა მეუღლეზე ლ-- ჩ-------ეზე (ფეხი ჩაარტყა ზურგში). ძალადობის შედეგად ლ-- ჩ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 თებერვალს, ქუთაისში, დავით ა----–-----–-- გამზირი 129/54-ში მდებარე სახლში, ლ---- კ------ემ არასრულწლოვანი შვილის - მ------ კ------ის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე ლ-- ჩ-------ეზე (ხელი კრა და წააქცია), ძალადობის შედეგად ლ-- ჩ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 01 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქუთაისში, დავით ა----–-----–-- გამზირი 129/54-ში მდებარე სახლში, ლ---- კ------ემ არასრულწლოვანი შვილის - მ------ კ------ის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე ლ-- ჩ-------ეზე (მოქაჩა თმებში), ძალადობის შედეგად ლ-- ჩ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ---- კ------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ლ---- კ------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- გ----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი ლ---- კ------ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი ლ---- კ------ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, საქმეში არსებობს მოწმე პოლიციელების ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტისა და გამომძიებლის ჩვენებები, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საქმეში არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტი და აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტურ პირს დაარწმუნებს იმაში, რომ ლ---- კ------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
გამართლებული ლ---- კ------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ------ ი-----–---ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ლ---- კ------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ---- კ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ-- ჩ-------ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის, მეუღლის - ლ---- კ------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე არასრუწლოვანმა მოწმე მ------ კ------ემ ასევე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის, მშობლის - ლ---- კ------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 1 მარტს, ქ. ქუთაისში, დ. ა----–-----–-- გამზ. N129/54-ში ლ-- ჩ-------ის მიმართ მეუღლის ლ---- კ------ის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტზე.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 1 მარტს 18:36:40 საათზე 112-ის საშუალებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ოპერატიულ მორიგეს დაუკავშირდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) ,,105“ საპატრულო ეკიპაჟიდან ბ. ც------ე და აცნობა, ქუთაისში ა----–-----–-- გამზ. N129-54-ში ლ-- ჩ-------ეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ (არაფხიზელმა) ლ---- კ------ემ.
მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ხ----–--ემ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 მარტს საღამოს საათებში სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება. ქუთაისში, ა----–-----–-- გამზირზე მცხოვრები მოქალაქე ლ-- ჩ-------ე ითხოვდა დახმარებას, რადგან მისი მეუღლე ლ---- კ------ე იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გამოძახებაზე გამოცხადდა თავად უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ გ------- ტ------ესთან ერთად. კორპუსთან მისვლისას დახვდათ მოქალაქე ლ-- ჩ-------ე, რომელმაც განმარტა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ლ---- კ------ის დაკავება მოხდა მის ბინაში, ა----–-----–-- გამზირზე. აღნიშნულზე შედგა დაკავების ოქმი, განემარტა უფლებები, ოქმზე მოაწერა ხელი და მოხდა მისი გადაყვანა პოლიციის პირველ განყოფილებაში, სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- შ--–--------ემ განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 მარტს შეტყობინება შევიდა პოლიციის პირველ განყოფილებაში, რომ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით ა----–-----–-- გამზირზე მცხოვრები მოქალაქე ლ-- ჩ-------ე ითხოვდა დახმარებას, ვინაიდან მისი მეუღლე აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. გამოძიების პროცესში დაიკითხა დაზარალებული, ასევე მისი არასრულწლოვანი შვილი. დაზარალებულმა განმარტა, რომ მისი მეუღლე სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში აღწერდა სამ ეპიზოდს, როდესაც ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი, რასაც ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი მ------ კ------ე, რაც ასევე დაადასტურა მ------ კ------ემ. ლ---- კ------ისათვის ბრალის გაცნობა მოხდა მის მიერ, ადვოკატის თანდასწრებით და გადაეცა მტკიცებულებები. სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა.
მოწმის სახით დაკითხულმა ქ--------ე გ--------–--ემ განმარტა, რომ ლ---- კ------ეს იცნობს მას შემდეგ რაც მათი სიძე გახდა. ლ-- ჩ-------ე მისი ნათესავია, არიან ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები. 2018 წლის 1 მარტს მივიდა ლ-- ჩ-------ესთან სახლში 17:00 საათზე. სახლში საუბრის დროს ცოლ-ქმარი ერთმანეთთან შეკამათდა, თუმცა კამათის მიზეზი არ ახსოვს. ქ--------ე გ--------–--ემ განმარტა, რომ რადგან ცოლ-ქმრის კამათს შეესწრო, არ უნდოდა კიდევ იქ გაჩერება, ლ---- კ------ემ უთხრა ლ-- ჩ-------ეს, მარტო არ გაეშვა და წაეყვანა მანქანით. წავიდნენ სახლში საღორიაზე. ლ-- და ბავშვი ცოტა ხნით გაჩერდნენ მასთან, შემდეგ ლ--ც წავიდა სახლში. დაახლოებით გამთენიის 04:15 - 05:00 საათზე დაურეკა ლ-- ჩ-------ემ და უთხრა, რომ მან და მისმა მეუღლემ ლ---- კ------ემ იკამათეს და მან პოლიცია გამოიძახა, ასევე უთხრა, რომ ქ--------ე გ--------–--ე ხვალ უნდა მისულიყო პოლიციაში, რათა დაეკითხათ. მეორე დღეს წავიდა ა----–-----–-- გამზირზე მდებარე პოლიციის შენობაში ჩვენების მისაცემად. ამის შემდეგ მას და ლ-- ჩ-------ეს ამ საკითხზე აღარ ჰქონიათ საუბარი.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ქუთაისში, ა----–-----–-- გამზ. №129/54- ში, 2018 წლის 1 მარტს, 23:00 საათზე ლ---- კ------ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
ლ---- კ------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები (მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ლ---- კ------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ლ-- ჩ-------ემ, ასევე არასრულწლოვანმა მოწმემ მ------ კ------ემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ლ---- კ------ის წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ლ---- კ------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის იანვრის თვის ბოლოს, ლ---- კ------ემ იძალადა მეუღლეზე ლ-- ჩ-------ეზე.
რაც შეეხება 2018 წლის 27 თებერვლის ეპიზოდს, აღნიშნულ დაკავშრებით საქმეში წარმოდგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მართალია დგინდება, ლ-- ჩ-------ის სხეულზე არსებული დაზიანებები, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დასკვნით ვერ დადგინდება, თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანება ლ-- ჩ-------ემ მიიღო ლ----ი კ------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, მით უფრო, რომ, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
2018 წლის 01 მარტს ეპიზოდთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დაკითხულ მოწმე პოლიციის თანამშრომლები, ასევე მოწმე ქ--------ე გ--------–--ე კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ---- კ------ის ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- კ------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ლ---- კ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენი ლ---- კ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
ლ---- კ------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ლ---- კ------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ლ---- კ------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 მარტის) ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ლ---- კ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულ--.
გამართლებულ ლ---- კ------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე