განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
060100118002364397
ინსტანცია
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-103-2019წ.

(060100118002364397)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 აპრილი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - გ--- გ--–--ის,ადვოკატების - თ---------- მ----ს და ნ-------- კ-------ის,მსჯავრდებულის - ნ-----–---- ძ----------–-ილის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–---- თ------ს ძე ძ----------–-ილის მიმართ, დაბადებული 1----–-–----- დეკემბერს, პირადი № 6----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ქ.ვანი, სოფელი ს---–-----,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-----–---- ძ----------–-ილმა ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 22 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ-----–---- ძ----------–-ილი მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ- ტრანზიტი“-ს მარკის, სახ. ნომრის B-------- მქონე ავტომანქანით, ვანის რაიონის სოფელ ბ-----–--------------ისის საავტომობილო გზაზე, 70-80 კმ. სთ. სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ვერ უზრუნველყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვა და უკნიდან დაეჯახა მის ზოლში, თანხვედრი მიმართულებით, ხსენებული კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, მოძრავ აწ. გარდაცვლილ გ------- ხ----–--ის მართვის ქვეშ მყოფ მინი ტრაქტორს, რომელზეც გ------- ხ----–--ესთან ერთად მ--------- ს--------–--ე, ლ---- ს--------–--ე, არასრულწლოვნები - გ------- ს--------–--ე, ს--- ს--------–--ე და ე----- ს--------–--ე ისხდნენ. მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, არასრულწლოვანმა ს--- ს--------–--ემ ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით ნაკლებად მძიმე და ლ---- ს--------–--ემ ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო, ხოლო გ------- ხ----–--ე მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანების შედეგად, 2017 წლის 7 ივლისს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ნ-----–---- ძ----------–-ილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ-----–---- ძ----------–-ილს, დამატებითი სასჯელის სახით, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ნ-----–---- ძ----------–-ილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ-----–---- ძ----------–-ილს, დამატებითი სასჯელის სახით, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ნ-----–---- ძ----------–-ილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შეს---მისად, მსჯავრდებულ ნ-----–---- ძ----------–-ილს, დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შეს---მისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ნ-----–---- ძ----------–-ილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შეს---მისად, მსჯავრდებულ ნ-----–---- ძ----------–-ილს, დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მსჯავრდებულ ნ-----–---- ძ----------–-ილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

მსჯავრდებული ნ-----–---- ძ----------–-ილი დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ-----–---- ძ----------–-ილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ---------- მ----ა, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ნ-----–---- ძ----------–-ილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. განაჩენი დამყარებულია ალბათობის დაბალი ხარისხის მქონე მტკიცებულებებზე, ხოლო აღნიშნულის გაზიარებით ნ. ძ----------–-ილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ყოვლად დაუშვებელია. პირველ ინსტანციაში ბრალდების მხარემ წარმოადგინა დასკვნითი სიტყვა, რომლითაც შეეცადა საქმეში არსებული მასალებისათვის მიეცა სათავისო სასარგებლო ინტერპრეტაცია, წარმოეჩინა ისინი, როგორც ბრალის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. სასამართლომ არამარტო გაიზიარა დაბალი ,,ხარისხის“ მქონე მტკიცებულებები და ისე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, არამედ თვით სასამართლომაც საქმის წარმოების დროს პრაქტიკულად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მოთხოვნები და ისე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

განაჩენის გამოტანისას სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა დაცვის მხარის პოზიციაზე, მან მხოლოდ მიკერძოებულად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და არ მოახდინა დაცვის მხარის პოზიციის შედარება ამ მტკიცებულებებთან მიმართებაში და საერთოდ არ ახორციელებს დაცვის მხარის პოზიციის სრულყოფილ დაფიქსირებას და ამით საერთოდ არ მსჯელობს დაცვის მხარის მიერ მითითებულ გარემოებებზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ საქმეში სამ პიროვნებას, კერძოდ გ------- ს--------–--ეს, ე----- ს--------–--ეს და მ--------- ს--------–--ეს გამოძიების მხრიდან უკანონოდ ჰქონდათ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი და ამავე სტატუსით მოახდინა მათი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვა, ვინაიდან ხსენებული პირების მიმართ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით დადგენილი იქნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მათ მიიღეს ,,ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის“ დაზიანება, ხოლო სსკ-ის 276-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული დასჯადია და შეს---მისად მოქალაქეს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა, თუ კონკრეტულმა პირმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო,, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის“ დაზიანება, ამდენად მათი დაზარალებულის სტატუსით დაკითხვა ეწინააღმდეგება კანონს და შეს---მისად მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაუშვებელი მტკიცებულებაა და არ უნდა იქნეს გაზიარებული . აღნიშნულ გარემოებას ემატება ის, რომ ყველა ზემოთ მითითებულმა პირმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ გამოძიების მასალებს იცნობდნენ, ანუ გამოდის, რომ გამოძიების მხრიდან განხორციელდა საქმის მასალების გაცნობა არაუფლებამოსილ, უკანონო სამართლებრივი სტატუსის მქონე პირებზე.

სასამართლომ კრიტიკულად არ შეაფასა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ე.წ. ,,თვითმხილველი“ პირების ჩვენებები, მითუმეტეს, რომ მათი სასამართლოში დაკითხვის დროს მოსამართლის მიერ დარღვეული იქნა სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, როდესაც დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა, მოთხოვნა დასაკითხი პირების მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების თაობაზე.

სასამართლომ უკანონოდ, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საქმეში არსებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა მიხედვით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ნ. ძ----------–-ილის უდანაშულობა, პრაქტიკულად ვერ შეაფასა საქმეში არსებული და სხდომაზე გამოკვლეული ,,საგამოძიებო ექსპერიმეტის ოქმის შინაარსი, რომელიც წარმოადგენდა ნახსენები ექსპერტიზის დასკვნების ერთ-ერთ საფუძველს.

სასამართლოს მხრიდან უკანონოა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნისადმი დამოკიდებულების ორმაგი სტანდარტი, კერძოდ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი იქნა, რომ ექსპერტ დ------ დ---–ის მონაწილეობით გაცემული დასკვნები სრულად არ ასახავენ შემთხვევის განვითარების მექანიზმს, რაც კიდევაც დადასტურდა სასამართლო სხდომაზე ექსპერტ დ------ დ---–ის დაკითხვით. ექსპერტ დ------ დ---–ის მიერ გაცემული დასკვნა არის დაუსაბუთებელი და საეჭვო მტკიცებულება, ვინაიდან მასში სრულყოფილად გათვალისწინებული არ არის საქმეში არსებული მასალები, სასამართლომ უკანონოდ გაიზიარა აღნიშნული დასკვნა. უფრო მეტიც სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა ექსპერტ ავტოტექნიკოსებმა კ--- ქ-----–--ემ, დ----- გ---–-----მა, ი----- ჭ--–--ემ და ი-----–- ს-------ემ გარდა იმისა, რომ მთლიანად დაადასტურეს მათ მიერვე გაცემული დასკვნის სისწორე და კატეგორიულობა, მათ ასევე დ.დ---–ის მიერ გაცემული დასკვნების მცდარობა და ასევე დაადასტურეს, რომ მოცემულ კონკრეტულ პირობებში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,ფორდ ტრანზიტის“ მძღოლი ნ-----–---- ძ----------–-ილი ტექნიკური თვალსაზრისით მინი ტრაქტორზე შეჯახების თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულველყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ აღინიშნება.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ნ-----–---- ძ----------–-ილს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს თ---------- მ---ს და ნ-------- კ-------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ნ-----–---- ძ----------–-ილის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის სახით დაკითხულ თ---------- ხ----–--ის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ რეგისტრირებულია ქ. ქუთაისში, ხოლო ფაქტობრივად ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----–ი, იგი არის აწ. გარდაცვლილ გ------- ხ----–--ის მამა. 2017 წლის 23 ივნისს მისმა უფროსმა შვილმა ტელეფონით შეატყობინა, რომ შვილს გ------- ხ----–--ეს, ტრაქტორით შემთხვევია ავარია, ე. წ ,,------------–--–ი’’ თანმხლებ პირებთან ერთად და იგი გადაყვანილი ყავდათ ქ. ქუთაისის საავადმყოფოში. მისი შვილი რამდენიმე დღეში გონზე მოუსვლელად საავადმყოფოშივე გარდაიცვალა. როგორც შემდგომში გაიგო გ------- ხ----–--ე მართავდა მისი ოჯახის კუთვნილი ჩინური წარმოების, ე.წ ,,ორხიდიან’’ ტრაქტორს, რომელსაც ქონდა დასაჯდომიც. მის შვილს და ლ---- ს--------–--ეს სოფელ ბ-----–ი ე. წ ,,ჭ--–-–ი“, ჰქონდათ საზამთროს ბაღი და სწორედ ამ ბაღში სამუშაოდ ყოფილან წასულები. მას თან ახლდა კიდევ 5 ადამიანი. როდესაც ისინი გადმოსულან ასფალტირებულ გზაზე, დაახლოებით 60-100 მეტრამდე მანძილის გავლის შემდგომ, მოულოდნელად გამოჩენილა ნ-----–---- ძ----------–-ილის მართვის ქვეშ მყოფი ფორდ-ტრანზიტის მარკის ავტომანქანა, როგორც ს--- ს--------–--ემ უამბო, შუქის მინათება და შეჯახება ერთდროულად მომხდარა, შეჯახება კი ძლიერი ყოფილა.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ არასრულწლოვან გ------- ს--------–--ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----–ი მშობლებთან ერთად. 2017 წლის 23 ივნისს იგი გ------- ხ----–--ის მართვის ქვეშ მყოფი ტრაქტორით გ------- ხ----–--ესთან, მ--------- და ლ---- ს--------–--ეებთან, ასევე ს--- და ე----- ს--------–--ეებთან ერთად წასული იყო საზამთროს ბაღში სამუშაოდ, საიდანაც უკან ბრუნდებოდნენ იგივე ტრაქტორით. როდესაც მოასფალტებულ გზაზე გამოვიდნენ, დაღამებული არ იყო, საჭესთან იჯდა გ------- ხ----–--ე, მოძრაობდნენ თავიანთ სამოძრაო ზოლის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, რათა სხვა სატრანსპორტო საშუალებებისათვის ხელი არ შეეშალათ. ტრაქტორი მოძრაობდა დაახლოებით 20კმ/სთ სიჩქარით, მას სინათლეები და უკანა ,,სტოპი’’ ანთებული ქონდა, ასევე ანთებული ჰქონდათ დამატებითი შუქი, კერძოდ, ე----- ს--------–--ე ვიდეოებს იღებდა სამახსოვროდ. მოწმის განმარტებით, არც ძრავის ხმა გაუგონია და არც მანქანა დაუნახავს, უეცრად მოხდა შეჯახება და როცა გონს მოვიდა იყო საავადმყოფოში. მან აღნიშნულის შედეგად მიიღო მეოთხე ხარისხის ტვინის შერყევა და ზურგი ჰქონდა დაზიანებული. იმ დროს იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში და ზოგიერთ მომენტს ვერ იხსენებდა, რაც სასამართლოს განუცხადა არის სრული სიმართლე.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ არასრულწლოვან ს--- ს--------–--ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----–ი, მშობლებთან ერთად. არის მეცხრე კლასის მოსწავლე, 2017 წლის 23 ივნისს იგი გ------- ს--------–--ესთან, ე----- ს--------–--ესთან, მ--------- ს--------–--ესთან, ლ---- ს--------–--ესთან და გ------- ხ----–--ესთან ერთად თ------ ხ----–--ის კუთვნილი ტრაქტორით, რომელსაც მართავდა აწ. გარდაცვლილი გ------- ხ----–--ე, წავიდნენ ჭ--–-–ი, საიდანაც ის და ე----- ს--------–--ე წავიდნენ ს---ნაოდ, ხოლო დანარჩენები დარჩნენ სამუშაოდ. სამუშაოს დასრულების შემდგომ საღამო ხანს, შებინდებისას დაუკავშირდნენ მობილურ ტელეფონზე. დაახლოებით 8-9 საათის დროისათვის, ისინი დასხდნენ ტრაქტორზე და წამოვიდნენ. საჭესთან იჯდა ისევ გ------- ხ----–--ე, ხოლო იგი და ლ---- ს--------–--ე ისხდნენ ერთად, მ--------- ს--------–--ეს ე----- ს--------–--ე ეჯდა კალთაში და გვერდით იჯდა გ------- ს--------–--ე. როდესაც ასფალტირებულ გზაზე გამოვიდნენ ხილვადობა იყო ნორმალური. ტრაქტორს ჰქონდა განათება, როგორც წინ, ასევე უკან, ისეთი, რომ ისინიც გზას ინათებდნენ და სხვასაც შეეძლო მათი დანახვა. ტრაქტორი მოძრაობდა მისი სავალი ნაწილი გზის მარჯვენა კიდეში, დაახლოებით 20კმ/სთ. სიჩქარით, იგი ყოველ 5 წამში ერთხელ, ინსტიქტურად, იხედებოდა უკან, ე----- ს--------–--ე კი მობილური ტელეფონით ანათებდა და თან ვიდეოს იღებდა, აღნიშნული განათება მას მხოლოდ ვიდეოს გადასაღებად სჭირდებოდა, რადგან ტრაქტორს სხვა მანქანები ჩვეულებრივად ხედავდნენ. მათ უკანა მხრიდან ჩაუარა რამდენიმე ავტომანქანამ, რომლებიც ნელა მოძრაობდნენ, რადგან იქ დასახლებული პუნქტია, ერთმა ავტომანქანამ გასწრებაც გააკეთა, ბოლო მოხედვიდან მოულოდნელად, რამდენიმე წამში, ისე, რომ ვერც გაიაზრა რა მოხდა, შუქის მინათება და შეჯახება ერთდროლად მოხდა. მათ შეეჯახათ დაახლოებით 120 კმ/სთ მოძრავი ავტომანქანა, რომელიც შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე გზაზე არ ჩანდა, აღნიშნული შეჯახების შემდგომ კი, მოულოდნელად დაკარგა გონება. როცა გონს მოვიდა ირგვლივ ხალხი იყო შეკრებილი. იქვე ეგდო დამტვრეული ფორდ ტრანზიტის ავტომანქანა. მან იცნო მძღოლი ნ-----–---- ძ----------–-ილიც. აღნიშნულის შემდეგ იგი გადაიყვანეს ქ. ვანის საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, შემდგომში კი ისინი გადაიყვანეს ქ. ქუთაისში სხვადასხვა საავადმყოფოებში. მან აღნიშნული შეჯახების შედეგად მიიღო სხეულის დამწვრობა, დაგლეჯილი ჰქონდა ფეხები და მარჯვენა თვალში დღემდე უჭირს ხედვა. როგორც გაიგო, გ------- ხ----–--ეს ფუძე ჰქონდა გადატეხილი, სხვებს ყველას მიღებული ჰქონდა ტვინის შერყევები, სხვადასხვა ფორმით. მოწმის განმარტებით, სხვადასხვა გარემოებები ავარიის შემდგომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღიდგინა, ჩვენება კი რაც სასამართლოს მისცა არის სიმართლე.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ არასრულწლოვან ე----- ს--------–--ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ. ქუთაისში, მშობლებთან ერთად. არის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე. 2017 წლის 23 ივნისს იგი ვანის რაიონის სოფელ ბ-----–ი, მამისეულ სოფელში, სტუმრად იმყოფებოდა ბიძასთან. შუადღისას აწ. გარდაცვლილ გ------- ხ----–--ესთან, ლ---- ს--------–--ესთან, მ--------- ს--------–--ესთან გ------- ს--------–--ესთან და ს--- ს--------–--ესთან ერთად წავიდა სოფელ ბ-----–ი, ე. წ ,,ჭ--–-–ი’’. იგი და ს--- ს--------–--ე წავიდნენ ს---ნაოდ გ----------- ა----------, დანარჩენები კი დარჩნენ საზამთროს ბაღის გასათოხნად. დაახლოებით საღამოს 8 საათი იქნებოდა, როდესაც ტელეფონით დაუკავშირდნენ მათ და იგივე ტრაქტორით ბრუნდებოდნენ უკან, რომლის საჭესთან იჯდა აწ. გარდაცვლილი გ------- ხ----–--ე, მის უკან იჯდა გ------- ს--------–--ე, გვერდით ეჯდა ლ---- ს--------–--ე, ხოლო მის მოპირდაპირე მხარეს იჯდნენ მ--------- და ს--- ს--------–--ეები. იმ დროს ბინდდებოდა. ხილვადობა იყო ნორმალური, ტრაქტორს განათება ჰქონდა წინაც და უკანაც, ისეთივე სინათლე ჰქონდა, როგორიც მანქანას აქვს. იგი და მ--------- ს--------–--ე თავიანთი ტელეფონებით იღებდნენ ვიდეოს და ტელეფონით ანათებდნენ. მოწმის განმარტებით ტელეფონის განათება ესაჭიროებოდათ მხოლოდ ვიდეოს გადასაღებად. ისინი თავიანთი სავალი ზოლიდან მარჯვნივ ნახევრად გადასულები იყვნენ, უკანა მხრიდან დაახლოებით ორმა მანქანამ ჩაუარა. შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე, ს--- ს--------–--ემ უთხრა, რომ ,,სირცხვილია ნუ იღებ დასვრილები არიანო’’, ამ დროს უეცრად სინათლის მოხვედრა და დაჯახება ერთდროულად მოხდა, ისე, რომ მას მანქანა საერთოდ არ დაუნახავს და იმწუთიერად გაითიშა. შეჯახების შედეგად სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული და ფეხი დაზიანებული.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ--------- ს--------–--ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----–ი. 2017 წლის 23 ივნისს, შუადღისას, იგი ლ----, გ-------, ს--- და ე----- ს--------–--ეებთან ერთად თ------ ხ----–--ის საკუთრებაში არსებული ე.წ მინი ტრაქტორით, რომელსაც მართავდა გ------- ხ----–--ე, გაემგზავრა ვანის რაიონის სოფელ ბ-----–ი მდებარე ე. წ ,,ჭ--–-–ი’’, საზამთროს ბაღში სამუშაოდ, იგი, გ------- ხ----–--ე და ლ---- ს--------–--ე დარჩნენ საზამთროს ბაღში, სამუშაოდ, ხოლო დანარჩენები წავიდნენ ს---ნაოდ. ახალშებინდებულზე დაბრუნდნენ უკან, იგივე ტრაქტორით, რომლის საჭესთან ისევ გ------- ხ----–--ე იჯდა, ხოლო დანარჩენები ტრაქტორზე ირგვლივ იყვნენ შემომსხდარნი. საზამთროს ბაღიდან გადმოსვლის შემდგომ, მას აღარაფერი ახსოვს, გონზე როდესაც მოვიდა საავადმყოფოში იყო და, როგორც შემდგომ გაიგო, როდესაც მოსფალტებულ გზაზე გადმოსულან, მოულოდნელად, ტრაქტორს უკანა მარცხენა მხრიდან შეჯახებია უზომოდ სწრაფად მოძრავი მიკროავტობუსი. ამის შემდეგ ისინი ახლომდებარე საყანე ფართობებში გადავარდნილან, რის შემდეგაც სრულად დაუკარგავს გონება. ბაღიდან გადმოსვლიდან შეჯახებამდე დროის მონაკვეთი მის მეხსიერებაში სრულად ამოიშალა და არაფერი არ ახსოვს.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ლ---- ს--------–--ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----–ი. 2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 12 საათისათვის მივიდა მ--------- ს--------–--ესთან, სადაც ეზოში ბალახს ცელავდნენ, დაახლოებით 5 საათისათვის გ------- ხ----–--ის მამის, თ------ ხ----–--ის, კუთვნილი ტრაქტორით, რომელსაც მართავდა აწ. გარდაცვლილი გ------- ხ----–--ე, წავიდნენ სოფელ ბ-----–ი არსებულ ,,ჭ--–-–ი’’, საზამთროს ბაღის გასათოხნად. სულ ექვსი პირი, თვითონ, გ------- ხ----–--ე, ს---, ე-----, გ------ და მ---------ი ს--------–--ეები. მუშაობა, რომ დაასრულეს და წამოვიდნენ, ბაღიდან გადმოსვლის შემდეგ აღარაფერი აღარ ახსოვს და გონს მოვიდა საავადმყოფოში 3-4 დღის შემდეგ და სწორედ მაშინ გაიგო, რომ ავარიაში იყვნენ მოხვედრილები. მას თავად ფეხი და ყბა ჰქონდა მოტეხილი და მიიღო ტვინის შეშუპება, როგორც შემდგომში მისი დედისგან და უფრო მოგვიანებით, ექიმისგან გაიგო, ჭალიდან წამოსულებს, როდესაც მოასფალტებულ გზაზე გადმოსულან, ტრაქტორს უკანა მხრიდან შეჯახებია მიკროავტობუსით ნიკა ძ----------–-ილი, ასევე დედისგან შეიტყო, რომ მის ძმას ტვინის შერყევა ჰქონდა, ე----- ს--------–--ეს ფეხი ჰქონდა დაზიანებული, ს--- ს--------–--ე ზეთში იყო დამწვარი და თვალი ჰქონდა დაზიანებული, გ------- და მ--------- ს--------–--ეებს თავი ჰქონდათ გატეხილი, გ------- ხ----–--ეზე ამბობდნენ, რომ იგი იყო მძიმე მდგომარეობაში.

 

მოწმის სახით დაკითხულ ე-–-----ა ს--------–--ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----–ი. იგი არის გ------- და ლ---- ს--------–--ეების მამა. 2017წლის 23 ივნისს, დაახლოებით 2 საათი იქნებოდა გ-------, მ---------ი, ს---, ე----- და გ------- ს--------–--ეები თ---------- ხ----–--ის კუთვნილი ტრაქტორით, რომელსაც მართავდა აწ. გარდაცვლილი გ------- ხ----–--ე, წავიდნენ ბ-----------–--ში საზამთროს ბაღის გასათოხნად. როგორც მისთვის გახდა ცნობილი უკან დაბრუნებულებს, მოასფალტებულ გზაზე, მოძრაობისას თავიანთ სამოძრაო ზოლში. მისი ინფორმაციით, ანთებული სინათლეებით, (ასევე ბავშვები ტელეფონითაც ანათებდნენ), შეჯახებიათ ფორდის მარკის მიკროავტობუსი, რომელიც მუშაობდა ვანი-ბ-----ის რეისზე. მან დაშავებული ბავშვები ნახა საავადმყოფოში, ექვსივე პირმა მიიღო სხვადასხვა დაზიანებები, კონკრეტულად მის შვილებს მიღებული ჰქონდათ ტვინის შერყევა და სხვადასხვა მოტეხილობები. ლ---- ს--------–--ეს ეხლაც მკურნალობს თბილისში, ასევე არასტაბილურია გ------- ს--------–--ის მდგომარეობაც.

 

მოწმის სახით დაკითხულ ბ------- ს--------–--ის ჩვენების თანახმად, იგი არის დაზარალებულ ე----- ს--------–--ის მამა. 2017 წლის 23 ივნისს იგი იმყოფებოდა სტუმრად და, რადგან მიღებული ჰქონდა ალკოჰოლური სასმელი, მომხადარი ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე შეიტყო მეორე დღეს. მისი შვილი იმყოფებოდა ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში, იქვე იყო ნ-----–---- ძ----------–-ილი, რომელიც გათენებისთანავე გაიპარა საავადმყოფოდან. როგორც შემდეგ ს--- ს--------–--ემ უამბო, ქუთაისი-ვანის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას სოფელ ბ-----–ი, მოდიოდნენ ტრაქტორით, რომელიც იყო თ------ ხ----–--ის საკუთრება და მართავდა გ------- ხ----–--ე, აღნიშნული ტრაქტორი მას თავადაც აქვს ნანახი, რომელიც იყო ჩინური წარმოების, მას უკან ჰქონდა მისაბმელი ფარცხი, რომელიც იმ დროს ჭ--–-–ი ჰქონიათ დატოვებული, როგორც ს--- ს--------–--ემ უამბო ტრაქტორს ანთებული ჰქონია ფარები, კერძოდ, 1 ფარი წინ უნათებდათ და 1 ე.წ ,,სტოპი’’ უკან ანათებდაო, როდესაც საავტომობილო გზაზე გადმოსულან, უკან გამოუვლია ორ ავტომანქანას, რომლებსაც ჩვეულებრივად აუვლიათ გზა, ამ დროს მისი შვილი ე----- ს--------–--ე, რომელიც იმ დროს სარგებლობდა ,,სონი ერიქსონის’’ ფირმის მობილური ტელეფონით, იღებდა ვიდეოსო, რომლისთვისაც უთქვამთ, რომ ,,ნუ იღებ სირცხვილია დასვრილები ვართო’’ ამის თქმა და შეჯახება ერთდროულად მომხდარა, შეჯახება იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ ტრაქტორს საბურავები მოძრობია და ბავშვებიც აქეთ-იქეთ ყოფილან მიმოფანტულნი. აღნიშნული შეჯახების შედეგად მის შვილს ყბის ძვალი და ცხვირი ჰქონდა გატეხილი, ფეხზე 27 ნაკერი ედო, ლ---- ს--------–--ეს, მის ძმისშვილს, ფეხი აქვს დაზიანებული და ახალგაზრდა ადამიანმა მთელი ცხოვრება ყავარჯნით უნდა იაროს. როგორც გაიგო ნ-----–---- ძ----------–--–ს საავადმყოფოში უთქვამს, რომ მას მინი ტრაქტორი არ დაუნახავს და ამიტომაც მომხდარა შეჯახება.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ--------- ს--------–--ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----–ი, არის დაზარალებულ ს--- ს--------–--ის მამა. 2017 წლის 23 ივნისს, მისი შვილი, ს--- ს--------–--ე ბიძაშვილებთან ერთად წავიდა ვანის რაიონის სოფელ ბ-----–ი არსებულ ე.წ ,,ჭ--–-–ი’’, თ------ ხ----–--ის კუთვნილი ტრაქტორით, ე----- ს--------–--ე და ს--- ს--------–--ე წასულან ს---ნაოდ, ხოლო უკან დაბრუნებულებს, როგორც ბავშვებმა უთხრეს, უკანა მხრიდან მოულოდნელად შეჯახებიათ ავტომანქანა. მის შვილს ფეხები ჰქონდა დაჩეხილი, თვალებშიც ზეთი ჰქონდა შესხმული. გ------- ხ----–--ე იმყოფებოდა ძალიან მძიმედ, ყველა მათგანი იყო შოკურ მდგომარეობაში, მისი შვილი დღემდე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია.

 

მოწმის სახით დაკითხული გ------- ყ-----–---–ის განმარტებით, იგი არის პროფესიით ექიმი და საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა კლინიკებში. მათ შორის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშიც, სადაც ერთ-ერთი მორიგეობის დროს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული იყო გ------- ხ----–--ე, პაციენტ გ------- ხ----–--ეს ჰქონდა პოლიტრამვა ანუ მრავლობითი ტრამვა, ჰქონდა თავის ქალისა და ტვინის მძიმე დაზიანება, რაც იწვევდა მის სიმძიმეს, ამასთან, ჰქონდა გულ-მკერდის ტრამვა, კერძოდ, ნეკნების მოტეხილობა, მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, იგი იმყოფებოდა მძიმე ხარისხის კომატოზურ მდგომარეობაში, ასევე მართვით სუნთქვაზე, სასიცოცხლო ფუნქციები ჰქონდა მნიშვნელოვნად დაქვეითებული, მხოლოდ მე-----მენტების ხარჯზე ხდებოდა მისი წნევისა და სხვა სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება. მისი ინფორმაციით პაციენტი საავადმყოფოშივე გარდაიცვალა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ქ------- ო--------–-–--–ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----–ი, იგი არის დაზარალებულ მ--------- ს--------–--ის დედა. 2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 15 საათისათვის, მ--------- ს--------–--ეს მიაკითხა ლ---- ს--------–--ე და სთხოვა საზამთროს ბაღში გაყოლა. მ--------- ს--------–--ესთან ერთად საზამთროს ბაღში წავიდნენ გ------- ს--------–--ე, გ------- ხ----–--ე, ე----- ს--------–--ე, ლ---- ს--------–--ე, ს--- ს--------–--ე. დაახლოებით საღამოს 9 საათი იქნებოდა, როდესაც შეეცადა მ--------- ს--------–--ესთან დაკავშირებას, მაგრამ მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ცოტა ხნის შემდეგ მას დაურეკა მეზობელმა და უთხრა, რომ ჭალაზე ავარია იყო მომხდარი და ბავშვები ავარიაში იყვნენ მოხვედრილნი. მან მისი შვილი ნახა საავადმყოფოში, რომელიც დასვრილი იყო მაზუთში, თავი გადაკრული ჰქონდა ბინტით და ვერ აზროვნებდა, ვერც თავად ქ------- ო--------–-–---–ი ვერ იცნო. ამის შემდეგ მ--------- ს--------–--ე გადაყვანილი იქნა ქ. ქუთაისში, რკინიგზის საავადმყოფოში, მის შვილს ცნობიერება დაუბრუნდა მომხდარი შემთხვევიდან დაახლოებით 3-4 თვის შემდეგ, იგი დღემდე არ არის სრულად გამოჯანმრთელებული, იყო სტუდენტი, მაგრამ მომხდარის გამო, ვეღარ შეძლო სწავლის გაგრძელება.

 

მოწმის სახით დაკითხულ ა---- კ---------ის ჩვენების თანახმად, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, იგი მეუღლესთან და შვილთან ერთად მიემგზავრებოდა ვანის რაიონში, შებინდებისას, იქნებოდა დაახლოებით 8-9 საათი, სოფელ ამაღლებამდე მისვლამდე შეესწრო ავარიას, კერძოდ, თეთრი ფერის მიკროავტობუსი შეჯახებული იყო ტრაქტორზე, დაზარალებული იყო დაახლოებით 5 ადამიანი, იქვე დადიოდა ერთი პიროვნება და შველას ითხოვდა, როდესაც მათთან ახლოს მივიდა,ნახა, რომ დაზარალებულები აქეთ- იქეთ იყვნენ მიმოფანტულნი, ერთი გზაზე ეგდო, ორი სანიაღვრე არხის პირას, ერთი მარშუტკის ქვემოდან გამოიყვანეს, მან შესაძლებლობის ფარგლებში, აუცილებელი დახმარება გაუწია დაზარალებულებს, მანვე შეატყობინა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ასევე დაეხმარა მათ სასწრაფოს მანაქანაში მოთავსებაში, როგორც შემდგომ გაიგო ერთი დაზარალებული გარდაცვლილა, ხოლო დანარჩენები აგრძელებდნენ მკურნალობას.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ-------– ტ--–--–-–--ლის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ბ-----–ი. 2017 წლის 23 ივნისს, პარასკევ დღეს, საღამო ხანს, იმყოფებოდა ვ-------------ის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კერძოდ, სოფელ ბ-----ის ტერიტორიაზე, დ-----------------–------– ქარხანაში, რომელიც მდებარეობს შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით, რა დროსაც გაიგონა შეჯახების ძალიან დიდი ხმა. იქვე გზაზე მოძრაობდა ე.წ ,,ტრაილერის’’ ტიპის სატვირთო ავტომანქანა, თავდაპირველად იფიქრა, რომ ეს იყო აღნიშნული ავტომობილის საბურავის გახეთქვის ხმა, მაგრამ როდესაც ხმაურიც გაიგონა, მივიდა და ნახა რომ მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, კერძოდ, ,,ფორტ ტრანზიტი’’ შეჯახებული იყო ტრაქტორზე. აღნიშნული ტრაქტორი წარსულში იყო მისი საკუთრება და მომხდარ შემთხვევამდე 2 თვით ადრე მიჰყიდა ა.წ გარდაცვლილ გ------- ხ----–--ეს, რომელიც ნაწილ-ნაწილ უფარავდა თანხას, ტრაქტორი იყო ჩინური წარმოების, 25 ცხენის ძალის მქონე, საჭის მექანიზმით, 1 ადამიანის დასაჯდომით. ასევე ჰქონდა საბურავების საფარი და ხელის ჩასაჭიდი, ე.წ ,,სტოიკები’’. სავარაუდოდ, ამ საბურავის საფარზე ყოფილან ეს ბავშვები შემომსხდარნი. აწ განსვენებული გ------- ხ----–--ეს ძალიან უყვარდა ტექნიკა და მისი ხელით აკეთებდა ყველაფერს, იმდენად კარგად ერკვეოდა ამ საქმეში, რომ ნაწილიც კი შეეძლო გამოეჩარხა, ამიტომ მას არაფერი არ დარჩებოდა შეუკეთებელი, როდესაც ეს ტრაქტორი გაყიდა, იგი იყო ტექნიკურად სრულიად წესრიგში. კერძოდ, ჰქონდა ოთხივე საბურავი, გამართული საჭის მექანიზმი, გამართულად მუშაობდა ძრავი და ასევე ელექტროობა, მუშაობდა განათება, როგორც წინ, ასევე უკანა მხარეზე, ვინაიდან ხშირად უფუჭდებოდა მისაბმელი, მიწის გამაფხვიერებელი ე. წ. ,,ფრეზი’’, ამიტომ გაყიდა. იგი იცნობდა გ------- ხ----–--ეს და თუ ტრაქტორს რამე დაზიანებულიც ექნებოდა შეაკეთებდა, ისე არ გაივლიდა, როდესაც ადგილზე მივიდა ნახა, რომ ყველა დაზარალებული იყო მისი მეზობელი და ახლობელი. ტრაქტორი სამ ნაწილად იყო დაშლილი, ერთი საბურავი იქვე შუა გზაზე ეგდო, მეორე ტროტუარზე, მესამე ძრავის ნაწილი მარჯვენა მხარეს არხში იყო გადავარდნილი, ხოლო ფორდ- ტრანზიტს წინა ნაწილი ჰქონდა შეჭყლეტილი და იქვე იყო გაჩერებული. ლ---- ს--------–--ე ცენტრალურ გზაზე იყო, გ------- ხ----–--ე ნ-----–---- ძ----------–-ილს ეკავა ხელში და ყვიროდა მიშველეთო, ს--- ს--------–--ე საერთოდ ვერ იცნო, ზეთში ისე იყო ამოსვრილი, ბავშვები უგონოდ ეყარნენ ირგვლივ, ამის შემდეგ გამოძახებული იქნა სასწრაფო და ბავშვები გადაყვანილნი იქნენ საავადმყოფოებში, რომლებსაც თვითონაც გაჰყვა, იგი გ------- ხ----–--ესთან ერთად იყო და ყინულებს ადებდა რომ არ წასულიყო ტვინის შეშუპება. შემდეგ გაიგო, რომ ეს უკანასკნელი, ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ს------ ტ--–--–-–--ლის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ქვედა ბ-----–ი და მუშაობს იმავე სოფლის მაღაზიაში დარაჯად, აღნიშნული მაღაზია შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 300-400 მეტრით არის დაშორებული. დაახლოებით საღამოს 9 საათზე გამოიარა ე. წ. ,,ტრაილერმა’’. მანქანის გავლის შემდეგ გაიგონა ძალიან დიდი ხმა, თავდაპირველად იგი აღიქვა, როგორც საბურავის გახეთქის ხმა, როდესაც დაინახა, რომ აღნიშნული ტრაილერი შეჩერებული იყო, ხმაურზე გაემართა შემთხვევის ადგილზე და დაინახა, რომ ძ----------–-ილის მიკროავტობუსი შეჯახებული იყო ტრაქტორზე. გ------- ხ----–--ე გზაზე იწვა და ძ----------–-ილი ყვიროდა ,,ხომ არიან ცოცხლებიო’’, ერთ ბავშვს რკინა ჰქონდა ჩაჭერილი და ვერ გამოდიოდა, გამოიყვანა იგი და იქვე მდგარი დამტვრეული მარშუტკის საბურავთან დასვა, შემდეგ მეორე დაზარალებულს დაეხმარა, რომელიც ზეთით იყო დასვრილი. ტრაქტორი 5 ნაწილად იყო დაშლილი. როდესაც გ------- ხ----–--ეს მიუახლოვდა, მას სისხლი მოსდიოდა პირიდან, რადგან შეეშინდა სისხლმა არ დახრჩოსო, ერთი ჯოხი რომელიც პირში ჰქონდა გაკეთებული და რომელიც მის მისვლამდე ძ----------–-ილს გაუკეთებია, გამოუცვალა და სხვა ჯოხი გაუკეთა, იგი სრულიად უგონო მდგომარეობაში იყო, ამასობაში სასწრაფო დახმარების მანქანაც მივიდა და გადაიყვანა დაზარალებულები. იგი და ნ-----–---- ძ----------–-ილი დარჩნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც შეეცადა ნ-----–---- ძ----------–-ილის დამშვიდებას, რომელმაც უთხრა, რომ შემხვედრმა მანქანამ სინათლეები არ ჩაუქრო, შუქი არც ტრაქტორს ჰქონდა და ვერ დავინახე ისინიო, ამ საუბრის დროს უეცრად ნ-----–---- ძ----------–-ილს გული წაუვიდა, რა დროსაც გამოიარა მსუბუქმა ავტომანქანამ, რომელმაც წაიყვანა საავადმყოფოში. აღნიშნული ტრაქტორი მას ავარიამდეც ჰყავდა შემჩნეული დღის საათებში, ჭალის მიმართულებით მოძრავი. ავტოსაგზაო შემთხვევამდე 2 დღით ადრე კი მაღაზიაში, ამ ტრაქტორით მისული იყო ა. წ განსვენებული გ------- ხ----–--ის მამა, თ------ ხ----–--ე, ვინაიდან უკვე დაღამებული იყო, ჰკითხა, მას თუ როგორ წავიდოდა სახლში, რაზედაც თ. ხ----–--ემ უპასუხა, რომ სინათლეები ჰქონდა და დაინახა, რომ თ. ხ----–--ემ ტრაქტორზე მართლაც ჩართო სინათლე და გააგრძელა გზა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ბ----- ზ------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შსს ვ---------------–-------------–--–---------------------–--–- -გამომძიებლის თანამდებობაზე, აღნიშნულ საქმეზე გამოკითხული ჰყავს მოწმეები ს------ ტ--–--–-–--ლი, ე-–-----ა, ბ-------, ლ---- და მ--------- ს--------–--ეები, გ------- ტ--–--–-–--ლი, ქ------- ო--------–-–---–ი, მ--------- კ--------–--ე, ა---- კ---------ე, ნ-----–---- ძ----------–-ილი და თ------ ხ----–--ე. მის მიერ ასევე გამოტანილ იქნა დადგენილება ქიმიური ექსპერტიზის, სამედიცინიო ექსპერტიზის, საინჟინრო ექსპერტიზის, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ასევე ჩატარებული აქვს საგამოძიებო ექსპერიმენტი და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების პროცესში კი დადგენილი იქნა შემდეგი: 2017 წლის 23 ივნისს, დაახლოებით საღამოს 10 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნ-----–---- ძ----------–-ილი მისი მართვის ქვეშ მყოფი ფორდ-ტრანზიტის მარკის მიკროავტობუსით შეეჯახა მინი ტრაქტორს, რომელსაც მართავდა აწ. გარდაცვლილი გ------- ხ----–--ე, ასევე ტრაქტორზე ისხდნენ ლ---- ს--------–--ე, ს--- ს--------–--ე, მ--------- ს--------–--ე, ე----- ს--------–--ე და გ------- ს--------–--ე. შეჯახების შედეგად სხეულის დაზიანება მიიღეს მინი ტრაქტორის მგზავრებმა, ხოლო მძღოლი, გ------- ხ----–--ე შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ლ------–--------------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შ-------------------–--------------–--–---------------------–--–- გამომძიებლის თანამდებობაზე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ადგილზე მისვლისას, ბრალდებული და დაზარალებულები შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ, იქ დახვდა პოლიცია, რომელიც იცავდა პერიმეტრს. დათვალიერება მიმდინარეობდა ექსპერტ-კრიმინალისტის მონაწილეობით, შემთხვევის ადგილიდან ფორდ- ტრანზიტის მარკის მიკროავტობუსი გადაყვანილი იქნა ქ. ქუთაისში, საჯარომო სადგომზე, ვინაიდან, მინი-ტრაქტორი ნაწილებად იყო დაშლილი, მისი ტრანსპორტირება ფიზიკურად შეუძლებელი იყო და ამიტომ გადატანილი იქნა შ/ს ვ---------------–--------------–--- შენობის ეზოში, დაცულ ტერიტორიაზე .

 

მოწმის სახით დაკითხულ ლ-–- მ----–----ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შსს ვ---------------–-------------–--–-------------------------–-- თანამდებობაზე. მას მოცემულ საქმეზე, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით სპეციალიზებულ გამომძიებელს, საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან ერთად, ჩატარებული აქვს სხვადადსხვა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, მას ბრალდებულ ნ-----–---- ძ----------–-ილიდან და აწ. გარდაცვლილ გ------- ხ----–--ისაგან აღებული აქვს სისხლის ნიმუში, გამოკითხული ჰყავს არასრულწლოვნები: გ-------, ე----- და ს--- ს--------–--ეები, მათთვის გაცნობილი აქვს დადგენილებები, დაზარალებულად ცნობის შესახებ, გამოკითხული ჰყავს დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ------ ხ----–--ე და გაცნობილი აქვს მისთვის დადგენილება დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ-------– ა----–---–ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ მოცემულ საქმეზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, მოწმის სახით იქნა გამოკითხული ბრალდებული ნ-----–---- ძ----------–-ილი, ასევე ქ. თბილისში მის მიერ გამოკითხული იქნა ლ. ს----------–-- სახელობის სასამართლო- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დ------ დ---–ი, ასევე ქ. ქუთაისში, საავადმყოფოში, გამოკითხული იქნა ექიმი გ------- ყ-–---–---–ი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ზ------ ხ---–--ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შსს ვ---------------–-------------–--–---------------------–--–--გამომძიებლის თანამდებობაზე, მას მოცემულ საქმეზე, საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, გამოკითხული ჰყავს დაზარალებული ე----- ს--------–--ე.

 

ნ-----–---- ძ----------–-ილის განმარტებით, რეგისტრირებულია ქ. ქუთაისში, ხოლო ფაქტობრივად ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ს---–----ში. ავტომანქანას მართავს ბავშვობიდან, ხოლო მართვის მოწმობა აიღო 2005 წელს. 2017 წლის 23 ივნისს, შებინდებისას, იგი მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ფორდ-ტრანზიტის’’ მარკის სახ. ნომრის B-------- მქონე ავტომანქანით მოძრაობდა ვანიდან ქუთაისის მიმართულებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მის ავტომანქანას, ჩაშლილი ჰქონდა, ე.წ. გამწევი მოწყობილობა, რომელიც სიჩქარეს კრიბავს, ამიტომაც მიდიოდა 70-80 კმ. საათის სიჩქარით, იგი მოძრაობდა სწორ გზაზე, რა დროსაც წინიდან შეხვდა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ყველაფერი ჩართული ჰქონდა. მან შუქების მრავალჯერადი გადართვა- გადმორთვით ანიშნა მძღოლს, თუმცა მან მაინც გააგრძელა გზა, მას სიჩქარის კოლოფი სხვა სიჩქარეზე არ გადაურთავს, მუხრუჭის სატერფულზე ნელ-ნელა დაჭერით დაიწყო შენელება, როგორც კი ჩაუარა აღნიშნულმა ავტომანქანამ გაიარა დაახლოებით 20-25 მეტრი და დაახლოებით 2 მეტრში გამოჩნდა რაღაც სილუეტი, ოღონდ რა იყო ვეღარ გაარჩია, ისე რომ ვეღარაფერი ვეღარ მოასწრო, მოხდა შეჯახება, დარტყმიდან ამოვარდა დასაჯდომი ადგილიდან, ღვედი კისერში ჰქონდა მიბჯენილი, შეეცადა საჭის დატრიალებას მაგრამ საჭე ვერცერთ მხარეს ვერ მოაბრუნა, გადავიდა სავალი ნაწილიდან, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არ დაბნეულა და შეეცადა კარების გაღებას, რომელიც ვერ გააღო და იგი გადმოვიდა ფანჯრიდან, რა დროსაც დაინახა ასფალტზე მობარბაცე სამი ადამიანი. მან სამივე მიიყვანა მის მანქანასთან, მანქანიდან ამოიღო სავარძლები და ამოუდო თავქვეშ ყველას. ამ დროს იგი სრულიად მარტო იყო, დარეკა სასწრაფოშიც, პოლიციაშიც, იგი იცნობდა აწ. განსვენებულ გ------- ხ----–--ეს, რომელსაც ეხმარებოდა მოტოციკლის შეკეთებაში, მას გ------- ხ----–--ე ხელში ეჭირა და ღმერთს მის გადარჩენას სთხოვდა. როდესაც უკვე სასწრაფო დახმარებაც და ხალხიც წასული იყვნენ, მასთან მივიდა ს------ ტ--–--–-–--ლი და ჰკითხა, რა მოხდაო, რომელსაც უპასუხა, რომ შუქები არ ჰქონდა ტრაქტორს და ვერ დაინახა. ამის შემდეგ მან დაკარგა გონება და არ ახსოვს როგორ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ვინაიდან საავადმყოფოში დაზარალებულებიც იყვნენ, სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით იგი გაწერეს სავადმყოფოდან, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ჯერ ბაღდათში გადაიყვანეს შემდეგ კი თბილისშიც გახდა წასაყვანი. მან და მისმა ოჯახმა, შესაძლებლობების ფარგლებში, აღმოუჩინა მატერიალური დახმარება დაზარალებულებს, მას სურვილი ჰქონდა ასევე გ------- ხ----–--ის დაკრძალვის ხარჯიც გაეღო, რაზედაც ოჯახმა უარი შემოუთვალა. ბრალდებულის განმარტებით, მას ვანის რაიონში მართლაც ჰქონდა მიღებული 1,5 ლ. ლუდი. მანვე, განმარტა, რომ მას შეჯახებამდე არც ე.წ ,,სტოპი’’ არ შეუნიშნავს ტრაქტორზე.

 

ლ---- ს----------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე გ------- ხ----–--ის სიკვდილის მიზეზია: ქალა-ტვინის ბლაგვი ტრამვის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, დარბილებით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად, მოქალაქე გ------- ხ----–--ის ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებული იქნა 0--------- წ-ს 20:30 სთ-ზე. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს. მოქ. გ------- ხ----–--ეს გვამის გამოკვლევით აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლჩაქცევები თავის ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში სისხლჩაქცევა მენინგიტით. სისხლჩაქცევები ორთავე ფილტვების ქსოვილზე. მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადსხვა მიდამოებში - განვითარებული არიან რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის (საგნების)ზემოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლ---- ს----------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენელი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ჯ--------------–-’ -ის ვანის სამედიცინო ცენტრის ცნობა N 3--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 23.06.2017წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ს--- ს--------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 23.06.2017წ-ს 23:20 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 24.06.2017წ-ს 01:00სთ-ზე დიაგნოზით: ტერფის მოტეხილობა დაუზუსტებელი. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალბუდის არეში, ნაფლეთოვანი ჭრილობა წვივის არეში. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის, (აკადემიკოს ზ.ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N 8-------ის ასლი და ცნობა N8------ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 30.06.2017წ))- მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ს--- ს--------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 24.06.2017წ-ს 02:45სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 30.06.2017წ-ს 15:00სთ-ზე დიაგნოზით: ღია ჭრილობები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს. მარჯვენა კვირისთავის იოგის დაზიანება. მარცხენა ტერფის I მეტატარზალური ძვლის ღია მოტეხილობა ცდომით. სხეულის რამდენიმე მიდამოს მრავლობითი დამწვრობები. ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, ტრავმული შოკი. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა ექსკორაციები სხეულზე. დაზიანების- ღია ჭრილობების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მათი (ჭრილობების) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი, დაზიანებები დამწვრობის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მაღალი ტემპერატურის (ალით) ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმე-დების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლ---- ს----------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენელი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ჯ--------------–-’ -ის ვანის სამედიცინო ცენტრის ცნობა N 3--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 23.06.2017წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ---- ს--------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 23.06.2017წ-ს 22:24 სთ-ზე საიდანაც გაეწერა 24.06.2017წ-ს 00:47 სთ-ზე დიაგნოზით: ტრამვული შოკი, ინტრაკლანიალური ტრამვა დაუზუსტებელი. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის მიდამოში და დაუდგინდა: მარჯვენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა.

 

თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ქუთაისის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N 6----ის ასლი და ცნობა N 1----- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 10.07.2017წ))-მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ---- ს--------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 24.06.2017წ-ს 05:30 სთ-ზე საიდანაც გაეწერა 10.07.2017წ-ს 13:00 სთ-ზე დიაგნოზით: პოლიტრამვა, ტრავმული ს---რქნოიდული სისხლჩაქცევა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მარცხენამხრივი ჰემოჰაიმორიტი, მარჯვენა დიდი და მცირე წვივების ფრაგმენტული მოტეხილობა. მარჯვენა თეძოს ძვლის მოტეხილობა, ბოქვენის ძვლის ზედა ტოტის მოტეხილობა. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცერემბრალური კომა, ტრამვული შოკი, მარჯვენა წვივის ძვლის ოსტეოსინთეზის შ/პერიოდი. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა ჰემატომა მარცხენა თვალბუდის არეში, ექსკორაციები სახის არეში, მცირე ზომის ჭრილობები თავის არეში, სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლ---- ს----------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,ნ-----–---- ძ----------–-ილის სისხლის ნიმუშში’’ აღმოჩენილი 1,54% ეთილის სპირტი შეეს---მება ალკოჰოლური თრობის საშუალო ხარისხს. ,,ნ-----–---- ძ----------–-ილის სისხლის ნიმუშში’’ არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლ---- ს----------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,გ------- ხ----–--ის სისხლის ნიმუშში’’ არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი და ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლ---- ს----------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ- ტრასოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 1. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კვალიფიციური და ობიექტური ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოძიების მიერ, შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუს ,,ფორდ-ტრანზიტის’’ მძღოლის დამატებითი დაკითხვით საჭირო იყო დამატებით დადგენილიყო, რა დროს მოანდომებდა შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი შორი და ახლო მაშუქების გადართვის მოქმედების ჩატარებას და ამის შემდეგ, რა დროში დაეჯახა მის წინ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. 2. შექმნილ საგზაო სიტუაციაში, მინი ტრაქტორის მძღოლის, გ------- ხ----–--ის, მოქმედება არ შეეს---მებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 13-ე პუნქტის მოთხოვნებს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლ---- ს----------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ,,მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მიკროავტობუს ,,ფორდ-ტრანზიტის’’ მძღოლს ნ-----–---- ძ----------–-ილს, ნებადართული, არაუმეტეს 60 კმ/სთ, სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის (მინი ტრაქტორთან შეჯახების) თავიდან აცილება შეეძლო, თუ იგი იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა’’.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის N 0----------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლს, ნ-----–---- ძ----------–-ილს, ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო მომხდარი საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გ------- ხ----–--ის მოქმედება არ შეეს---მებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21.13 მუხლის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაში. მას ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლ---- ს----------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო-ტექნიკურ- ტრასოლოგიური N 0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 1. მოცემულ კონკრეტულ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,ფორდ- ტრანზიტი’’ B---------ის მძღოლი, ნ-----–---- ძ----------–-ილი, ტექნიკური თვალსაზრისით, მინი ტრაქტორზე შეჯახების თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. 2. მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შემთხვევაში მონაწილე მინი ტრაქტორის მძღოლის, გ------- ხ----–--ის, მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეეს---მებოდა, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლ---- ს----------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო-ტექნიკურ- ტრასოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნის მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,ფორდ- ტრაზიტის’’ მძღოლი, ტექნიკური თვალსაზრისით, მინი ტრაქტორზე შეჯახების თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნებოდა. რაც შეეხება შემთხვევაში მონაწილე მინი ტრაქტორის მძღოლის, გ------- ხ----–--ის მოქმედებას, მოცემულ საგზაო სიტუაციაში მისი მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეეს---მებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში კონკრეტული საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

 

ზემოხსენებულ დასკვნებში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დ------ დ---–მა, ც----- გ--------ემ, გ-- გ----------ემ, მ------ ნ-----–--ემ, კ--- ქ-----–--ემ, დ----- გ---–-----მა, ი----- ჭ--–--ემ და ი-----–- ს-------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ,,ვანის რაიონულ სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ვანის რაიონის სოფელ ბ-----–ი მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის ფაქტზე, 2017 წლის 29 ივნისს დანიშნული იქნა ავტო-ტექნიკური ექსპერტიზა, ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარების მიზნით, ექსპერტის წერილობითი მითითებით, საჭირო გახდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რათა დადგენილიყო რამდენ მეტრში შეიძლებოდა დაენახა „ფორდ-ტრანზიტის“ მძღოლს, ნ-----–---- ძ----------–-ილს, საავტომობილო გზაზე მოძრავი ტრაქტორი. აღნიშნულის საფუძველზე, 2017 წლის 11 ივლისს, შემთხვევის ადგილზე, ვანის რაიონის სოფელ ბ-----–ი გამავალ საავტომობილო გზაზე, გამოცხადდა გამომძიებელი ბ----- ზ------ე ვ---------------–--------------–--- თანამშრომელთან ო----- ბ--–----ესთან, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტ კ--- ქ-----–--ესთან, მოქალაქეებთან მ------ წ---–---სთან და მ----- მ----–----–--ესთან ერთად, რომლებმაც საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე განაცხადეს თანხმობა. საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამით, მშრალ და უმთვარო ამინდში. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო 22 საათზე, შემთხვევის ადგილზე, სქემა-ნახაზში და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღნიშნულ შეჯახების ადგილზე, დაყენებული იქნა მ----- მ----–----–--ის კუთვნილი და მართვის ქვეშ მყოფი მინი ტრაქტორი, ამუშავებულ მდგომარეობაში, მაშუქი ფარების გარეშე, წინა ნაწილით სოფელ ა-----–---- მხარეს მიმართული. ტრაქტორის საჭესთან იჯდა მ----- მ----–----–--ე, ხოლო ტრაქტორის ფრთაზე დაჯდა ვ---------------–--------------–--- უბნის-ინსპექტორ გამომძიებელი ო----- ბ--–----ე, რომელსაც ანთებული ჰქონდა თავისი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონის სანათი და მისი შუქი მიმართული იყო მოძრაობის საპირისპიროდ, უკანა მხარეს. მინი ტრაქტორისგან 2 მეტრის დაშორებით, მოძრაობის საპირისპირო ზოლში, ტრაქტორის უკან, იდგა ვ---------------–--------------–--- ბალანსზე რიცხული ტოიოტას მარკის V------ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანა, რომელსაც ანთებული ჰქონდა ახლო ხედვის მაშუქი ფარები. ტრაქტორის დგომის ადგილიდან 100 მეტრის მოშორებით, ქალაქ ვანიდან სოფელ ა-----–---- მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, მ------ წ---–---ს კუთვნილი და მართვის ქვეშ მყოფი ფორდ-ტრანზიტის მარკის, I-------- სახელმწიფო ნომრის მიკროავტობუსმა, მძღოლის გვერდით, წინა სავარძელზე მოთავსდა ექსპერტი კ--- ქ-----–--ე და ვ---------------–--------------–--- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბ----- ზ------ე. მიკრო ავტობუსით, მინი ტრაქტორის მიმართულებით მოძრაობისას, 70 მეტრი მანძილიდან შემჩნეული იქნა, მინი ტრაქტორზე შემომჯდარი ო----- ბ--–----ის მიერ ჩართული მობილური ტელეფონის სანათის შუქი, თუმცა ვერ მოხდა აღქმა თუ რისი შუქი შეიძლება ყოფილიყო. მიკრო ავტობუსით, მინი ტრაქტორის მიმართულებით მოძრაობისას 19 მეტრი მანძილიდან შემჩნეული იქნა, მინი-ტრაქტორის სილუეტი და აღქმული იქნა, რომ გზაზე იდგა მინი ტრაქტორი. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა’’.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ურთიერთგამომრიცხავი ექსპერტიზის დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ზემოაღნიშნულ დასკვნებთან დაკავშირებით ექსპერტების - კ--- ქ-----–--ის, დ------ დ---–ის და დ----- გ---–-----ის მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად, მათ მიერ საექსპერტო კვლევები საქმეში არსებული მასალების საფუძველზე იქნა ჩატარებული. პირველი ინსტანციის სასამართლოში სახეზე იყო ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღ-მდეგო შედეგის მქონე ექსპერტიზის დასკვნები, რომლის მიხედვითაც ერთ შემთხვევაში (ექსპერტ დ. დ---–ი) მძღოლი ნ-----–---- ძ----------–---–ს მინი ტრაქტორთან შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო, თუ იგი იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის, 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხოლო სხვა დასკვნების თანახმად მძღოლ ნ-----–---- ძ----------–---–ი ტექნიკური თვალსაზრისით მინი ტრაქტორზე შეჯახების თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულველბეყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები ემყარებოდა საქმის მასალებს, მათ შორის მომხდარი შემთხვევის მონაწილე პირთა ჩვენებებს. სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვან ს--- ს--------–--ის, ე----- ს--------–--ის და გ------- ს--------–--ის მიცემული ჩვენებების თანახმად კი, მომხდარი შემთხვევის დროს ,,ტრაქტორს ქონდა და უნათებდა წინა და უკანა მაშუქები, რის თაობაზეც სასამართლო სხდომაზე ისაუბრეს მოწმეებმა- ს------ ტ--–--–-–--ლმა, ბ------- ს--------–--ემ, ე-–-----ა ს--------–--ემ და გ------- ტ--–--–-–--ლმა, რომელთა ჩვენებებით მომხდარ შემთხვევამდე ტრაქტორს ნამდვილად ქონდა და უმუშავებდა წინა და უკანა მაშუქები, ვინაიდან მომხდარი შემთხვევის დროს მინი ტრაქტორზე შუქის არსებობის ფაქტი, ცნობილი გახდა მხოლოდ საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის პროცესში და რადგან ამ ფაქტის არსებობა-არარსებობა მნიშვნელოვანი იყო პირის ქმედების შესაფასებლად დაარღვია თუ არა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ბრალდების მხარემ დამატებით დანიშნა კომპლექსური სატრანსპორტო, ტრასოლოგიური-ტექნიკური ექსპერტიზა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის და სსიპ ლ---- ს----------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შეს---მისად წარმოდგენილი იქნა შუმადგომლობა კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის #------ დასკვნის დასაშვებ მტკიცებულებად ცნობისა და მოწმის სახით ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ექსპერტების დ----- გ---–-----ის, ი-----–- ს-------ის და ა---- ს-----ის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის #------ დასკვნის თანახმად, საქმის სრული მასალების(გამოძიების და სასამართლო განხილვის) მიხედვით, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლ ნ-----–---- ძ----------–-ილს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის სრული მასალების (გამოძიების და სასამართლო განხილვის) მიხედვით, მძღოლ გ------- ხ----–--ის მოქმედება არ შეეს---მება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 49 პუნქტი 1-ის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.

 

ქუთაისის სააპელაციო სასმართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- გ---–-----მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის #------ დასკვნა და განმარტა, რომ ნ-----–---- ძ----------–-ილის მიმართ ბრალდების საქმეზე ჩატარებული იქნა სამი ექსპერტიზა, ბოლოს, მხარის შუამდგომლობით დაინიშნა ალტერნატიული ექსპერტიზა და გაიცა N 1----- დასკვნა, რის თანახმადაც, საქმის სრული მასალების და სასამართლო გამოძიებით დადგენილი გარემოებების მიხედვით მიკროავტობუს ,,ფორდ-ტრანზიტის’’ მძღოლს, ნ-----–---- ძ----------–-ილს საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მიერ არ მომხდარა საგზაო მოძრაობის კანონის უგულებელყოფა, რამაც საგზაო შემთხვევა გამოიწვია, ხოლო საქმის სრული მასალების და სასამართლო გამოძიებით დადგენილი გარემოებების მიხედვით მინი ტრაქტორის მძღოლის, გ------- ხ----–--ის მოქმედება არ შეეს---მებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთვევაში საგაზაო შემთხვევა არ მოხდებოდა. აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა საქმის სრული მასალების შესწავლით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიე-რების ოქმის, თანდართული სქემით, შემთხვევის მონაწილე პირის ახსნა განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტით და რა თქმა უნდა ცოდნით და გამოცდილებით. უშუალოდ ტრაქტორის დათვალიერება ექსპერტ ა---- ს-----ის მიერ განხორციელდა და მან მოაწერა ხელი, დასკვნაში მითითებულია, რომ ტრაქტორის უკანა საგაბარიტე მაშუქები იყო გაუმართავ მდგომარეობაში. შუქების არსებობა აუცილებელია, მინი ტრაქტორის დათვალიერებისას კი დადგინდა, რომ მარცხენა მხარეს ჰქონდა მაშუქი ფარი, ხოლო მარჯვენა მხარეს არ ჰქონდა. ასევე მინი ტრაქტორს არ გააჩნია დენის წყარო, ,,კალმები’’ ერთი დაზიანებულია, ხოლო მეორე საერთოდ არ აქვს. ავტო საგზაო შემთხვევამდე, არ შეიძლება მინი ტრაქტორს ჰქონოდა განათებული მაშუქები, რადგან დათვალიერებით დადგენილია, რომ დაშაშხულია სადენები, ასევე ერთმანეთზეა გადამდნარი, საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებით, ისინი განმარტავდნენ, რომ მინი ტრაქტორს მაშუქები არ ჰქონდა და მობილური ტელეფონის შუქები ჰქონდათ ანთებული. მინი ტრაქტორის დაქოქვისთვის დენის წყარო არ არის საჭირო, მისი გამომუშავება დაგორების შედეგადაც ხდება... აკუმულატორს მუდმივი კვება ჭირდება, რომ ენერგ-- გამოიმუშავოს. შეიძლება დენის წყაროს გათიშვა და მაშუქების წყობიდან გამოსვლა, შეჯახების შედეგადაც მოხდეს, მაგრამ სადენების დაშაშხვას რამდენიმე წელი ჭირდება, რომ სადენმა ასეთი სახე მიიღოს, ელექტრო სადენებმა შეჯახების დროს მსგავსი სახე მიიღოს, როგორიც კონკრეტულ შემთხვევაში მინი ტრაქტორს ჰქონდა, გამორიცხულია... საქმეში არსებული მასალებით დადგენილია რომ მიკროავტობუს ,,ფორდ-ტრანზიტის’’ მძღოლი ნ-----–---- ძ----------–-ილი მოძრაობდა 80-90 კმ/სთ სიჩქარით, ექსპერტიზის ჩატარებისას ტექნიკური ანგარიშათ გამოყენებული იქნა 60 კმ/სთ, მძღოლის საწინააღმდეგოდ, რასაც პირდაპირ ავალდებულებს კანონი, ექსპერტმა აიღოს ის სიჩქარე, რაც დაშვებულია სამოძრაო უბანზე... 80-90 კმ/სთ, სიჩქარის დარღვევაა, მაგრამ რამდენად მიზეზობრივ კავშირშია ეს დარღვევა საგზაო შემთხვევასთან, ამიტომ იანგარიშეს 60 კმ/სთ. ასევე მძღოლ ნ. ძ----------–-ილის განმარტებით, შემთხვევის ზოლიდან მოძრავმა ავტომანქანამ მხედველობა მოუჭრა, აღნიშნული საკითხი, გარდა უშუალოდ ნ.ძ----------–-ილის მითითებისა, სხვანაიარად ვერ დადგინდებოდა. საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, თუ მძღოლს შეეზღუდა ხილვადობა, უნდა შეზღუდოს სიჩქარე, მაგრამ აღნიშნულ შეზღუდვას თავისი წესი აქვს. მძღოლი ღამით მოძრაობისას, საერთო მხედველობის მიხედვით ირჩევს ისეთ სიჩქარეს, როგორითაც მძღოლი აკონტროლებს გზას და ყველა საგზაო ნიშანს. რაც შეეხება კონკრეტულ ობიექტზე ხედვას, საგზაო მოძრაობის წესები კრძალავს ღამით შეს---მისი ნიშნებით აღჭურვის გარეშე მოძრაობას. თუკი მძღოლი აკონტროლებს სავალ ზოლს, არ შეიძლება ნ-----–---- ძ----------–-ილს ედავონ იმაზე, რომ მას უნდა მიეღო ზომები, და გაეჩერებინა მანქანა, ხილვადობის მიხედვით უნდა იმოქმედოს არა კონკრეტული საგნების მიხედვით, არამედ სამოძრაო ზოლის ხილვადობის მიხედვით. ასევე ექსპერტმა განმარტა, რომ ქესპერტიზისთვის არ აქვს მნიშვნელობა ნასვამია თუ არა მძღოლი, შეიძლება რეაქციის დრო გაიზარდოს სიმთვრალის დროს, დასკვნაში მითითებული რეაქციის დრო და ყველა კოეფიციენტი აღებულია მძღოლის საწინააღმდეგოდ, ისეთ შემთხვევაში თუ ეს კოეფიციენტი გავლენას მოახდენდა. საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით მძღოლს, ღამით მოძრაობისას გზაზე გაუნათებელი სატრანსპორტო მოძრაობა მოძრაობა არ უნდა დახვდეს მძღოლს, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დადგინდა, რომ „ფორდ-ტრანზიტის“ მძღოლს, ნ-----–---- ძ----------–-ილს, საავტომობილო გზაზე მოძრავი ტრაქტორი შეიძლება დაენახა 19 მეტრ მანძილში, ხოლო 70 მეტრში შემჩნეული იქნა მობილური ტელეფონის შუქი, თუმცა ვერ მოხერხდა აღქმა რისი შუქი შეიძლება ყოფილიყო. ,,გაბარიტის’’ მაშუქები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს თეთრი შუქი. საგაბარიტე მაშუქი უნდა იყოს წითელი, თეთრი ფერის შეიძლება იყოს მხოლოდ წინა მაშუქი. მძღოლი არ არის ვალდებული, აკონტროლოს თეთრი შუქი, შეიძლება თეთრი იყოს, მაგრამ წითელი ფერის მაშუქი აუცილებალად უნდა ახლდეს... ხოლო თეთრი ფერის შუქის შენიშვნისას მძღოლი მოძრაობისას ვერ აღიქვამდა ზუსტად რა მანძილით იყო აღნიშნული შუქი დაშორებული და შეს---მისად მძღოლს არ უნდა მიეღო რაიმე ზომები.

 

ქუთაისის სააპელაციო სასმართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-----–- ს-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის #------ დასკვნა და განმარტა, რომ მის მიერ ნ. ძ----------–-ილის ბრლდების საქმეზე ჩატარებული იქნა ორი კომისიური ექსპერტიზა, ხოლო ბოლო ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტებთან გ---–-----თან და ს-----ესთან ერთად. მის მიერ დათვალიერებული იქნა საგზაო შემთხვევაში მონაწილე როგორც „ფორდ-ტრანზიტი“, ასევე მინი ტრაქტორი, დათვალიერება მოხდა ბუნებრივ პირობებში, ვ---------------–--------------–--- ეზოში, კვლევის მთავარი ობიექტი იყო მინი ტრაქტორზე უკანა მაშუქების არსებობა, დათვალიერების შედეგად დადგენლი იქნა, რომ ტრაქტორს უკანა მარცხენა მხარეს აქვს უკანა მაშუქი ფარი, ხოლო მარჯვენა მხარეს საერთოდ არ აქვს. უკანა ფართან სადენები დაშაშხულია სიძველის და ექსპლუატაციის გამო. მინი ტრაქტორს არ გააჩნია დენის წყარო-აკუმულიატორი, აკუმულატორის ე.წ. ,,კლემებიდან’’ ერთი დაზიანებულია, ხოლო მეორე საერთოდ არ გააჩნია. მინი ტრაქტორზე რომ ყოფილიყო ორივე მაშუქი, ელექტრო სადენები, რითაც მიეწოდება დენი ფარებს. ისე იყო დაზიანებული, ხელის დადებითაც კი იფშვნებოდა. აღნიშნული სადენები, ავტო საგზაო შემთხვევამდე იყო ასეთივე მდგომარეობა და წარმოუდგენელია შეჯახების შედეგად მიეღო მსგავსი დაზიანება ელექტრო სადენებს. შეჯახების შემდეგ მინი ტრაქტორი იდგა სადგომზე და შეს---მისად მასზე არანაირი ექსპლუატაცია, შეჯახების შემდეგ არ განხორციელებულა. შეს---მისად კვლევის შედეგად დადგენილი იქნა, რომ მინი ტრაქტორს უკანა საგაბარიტე მაშუქები არ ქონდა ანთებული და მძღოლს, ნ-----–---- ძ----------–-ილს, ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო მომხდარი საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. რაც შეეხება ნ. ძ----------–-ილის მოძრაობის სიჩქარეს -არაუმეტეს 60 კმ/სთ, სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაშიც კი, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა. ამასთან მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას დადგინდა, რომ „ფორდ-ტრანზიტის“ მძღოლს საავტომობილო გზაზე მოძრავი ტრაქტორი 19 მეტრი მანძილიდან შეიძლება შეემჩნია, ხოლო ტრაქტორზე, უკან მყოფი პირის მიერ მობილური ტელეფონის სინათლის შემჩნევა შესაძლებელი იყო 70 მეტრში, ამასთან ვერ მოხერხდა აღქმა, აღნიშნული შუქი რისი შეიძლება ყოფილიყო. რაც შეეხება მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლის საკითხს, საქმის მასალების მიხედვით, ყველა კვლევისას ცუდი ვარიანტის (რეაქციის დრო) აღების შემთხვევაშიც კი მძღოლი ნ. ძ----------–-ილი ვერც ფხიზელ მდგომარეობაში და ვერც მთვრალ მდგომარეობაში ვერ შეძლებადა ავტო-საგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას. ასევე ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ღამით მოძრაობისას ტრანსპორტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ანთებული უკანა საგაბარიტე მაშუქები, რაც სავალდებულია იყოს წითელი ფერის, თეთრი ფერის შუქზე მძღოლი რეაგირებას ვერ მოახდენს და საგზაო მოძრაობის კანონის მიხედვით, არ არის ვალდებული რაიმე ზომები მიიღოს.

 

ქუთაისის სააპელაციო სასმართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა---- ს-----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის #------ დასკვნა და განმარტა, რომ ძ----------–-ილის მიმართ ბრალდების სს საქმეზე, სხვა ექსპერტებთან ერთად ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა. მისი უშუალო ფუნქცია იყო დაეთვალიერებინა და შეესწავლა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მინი ტრაქტორის უკანა საგაბარიტე მაშუქების მდგომარეობა და ელექტრო გაყვანილობა. მოწმის განმარტებით, დათვალი-ერების შედეგად დადგინდა, რომ მინი ტრაქტორს უკანა მარცხენა მხარეს ჰქონდა უკანა მაშუქი ფარი, ხოლო მარჯვენა მხარეს საერთოდ არ ჰქონდა. ელექტრო სადენები დაშაშხულია სიძველის და ექსპლუატაციის გამო. მინი ტრაქტორს არ გააჩნია დენის წყარო-აკუმულიატორი, შეჯახებამდე, ტრაქტორში აკუმულატორის არსებობის არანაირი ნიშანი არ იკვეთებოდა. ელექტრო სადენები კოროზიისგან იყო დაშაშხული, დაწყვეტილი. ე.წ. ,,კლემებიდან’’ ერთი დაზიანებულია, ხოლო მეორე საერთოდ არ გააჩნია. ის მდგომარეობა, რაც მინი ტრაქტორს ელექტრო სადენებს ჰქონდა დათვალიერებისას, არ შეიძლება დაჯახების შედეგად ყოფილიყო გამოწვეული, აღნიშნული მხოლოდ სიძველით, ელექტრო ქიმიური კოროზიით იყო გამოწვეული.

მოწმემ განმარტა, რომ, მინი ტრაქტორის დათვალიერების შედეგად, იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაში მინი ტრაქტორის ელექტრო სისტემა იყო, არ შეიძლება უკანა საგაბარიტე მაშუქები განათებული ჰქონოდა.

 

სააპელაციო პალატა სრულიად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის #------ დასკვნას, რომლის სისწორეც სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა ი-----–- ს-------ემ, დ----- გ---–-----მა და ა---- ს-----ემ, რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ მძღოლ ნ-----–---- ძ----------–-ილს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ექსპერტების ჩვენებების იმ ნაწილზე და გარემოებაზე, სადაც განმარტავენ, რომ მინი ტრაქტორს მომხდარი შემთხვევის დროს არ უმუშავებდა უკანა მაშუქი ფარები, ხოლო მარჯვენა მხარეს იგი საერთოდ არ ქონდა და დაზიანება გამოწვეული არ იყო მოხდარი შემთხვევის გამო, ვინაიდან უკანა მაშუქ ფართან მისასვლელი სადენი სიძველის გამო დაშაშხული და დაწყვეტილი იყო. მინი ტრაქტორს არ გააჩნდა დენის წყარო-აკუმულიატორი. სხდომაზე დაკითხული სამივე ექსპერტის განმარტებით მინი ტრაქტორს შეჯახებამდე არ შეიძლება ქონოდა ანთებული მაშუქი ფარი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ მიკროავტობუსის მძღოლი იმოძრავებდა მონაკვეთზე ნებადართული, არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, იგი დაახლოებით 20 კმ/სთ სიჩქარეს (მინი ტრაქტორის მოძრაობის სიჩქარემდე) შეამცირებდა დაახლოებით 32 მეტრი მანძილის გავლის შემდეგ, რაც გაცილებით მეტია საფრთხის შექმნის მომენტისათვის არსებულ 20-25 მეტრ მანძილზე. მიღებულ მანძილთა შედარება გვიჩვენებს, რომ მოცემულ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,ფორდ ტრანზიტის“ მძღოლი ტექნიკური თვალსაზრისით, მინი ტრაქტორზე შეჯახების თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულე-ბელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა - არ აღინიშნება.

ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მობილური ტელეფონის შუქი თეთრი ფერისაა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების უკანა მაშუქები, ფარის შუქები თავისი ფერით განსხვავებულია და იგი წითელი ფერისაა, აქედან გამომდი-ნარე მძღოლს მის წინ თეთრი ფერის შუქის არსებობა არ შეიძლება აღექვა მის წინ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებად და მასზე რაიმე რეაგირების მოხდენა არ ევალებოდა.

 

რაც შეეხება შემთხვევაში მონაწილე მინი ტრაქტორის მძღოლს, გ------- ხ----–--ის მოქმედებას, მოცემულ საგზაო სიტუაციაში მისი მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეეს---მება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ნ-----–---- ძ----------–---–ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ნ-----–---- ძ----------–-ილი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სათანადო დადასტურება ვერ ჰპოვა ნ.ძ----------–-ილის მიერ დანაშაულის ჩადენამ, რადგანაც ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯე-რებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ნ. ძ----------–-ილის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოოდ საფუძვლად დაედებოდა ამ უკანასკნელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მისი დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სასამარლო არ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას საგამოძიებო ექსპერიმენტს, როგორც უტყუარს და ბრალდების დამადასტურებელს, იმდენად რამდენადაც, თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულება საპირისპირო ხასიათისაა და საგამოძიებო ექსპერტიმენტის, წონადი მტკიცებულლების შემავსებლად არ გამოდგება. საქმეში წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები (ექსპერტიზის დასკვნები) ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ ნ. ძიმისტარიაშვილის არა ბრალეულ ქმედებაზე, არამედ მის უდანაშულებაზე.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივეს გათვალისწინებით პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–---- ძ----------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით და გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ნ-----–---- ძ----------–-ილის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ---------- მ----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი ნ-----–---- ძ----------–-ილის მიმართ.

 

ნ-----–---- ძ----------–-ილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნ-----–---- ძ----------–-ილი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ ნ-----–---- ძ----------–-ილს განემარტოს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

მსჯავრდებულ ნ-----–---- ძ----------–-ილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო, გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ს---–---- თ---------- (პ/ნ. 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე სამტრედიის რაიონი სოფელი ნიგორზღვაში, (ზონა ს---------------------------------------------------–---------------------------------------------------------) – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ვანის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით დადებული ყადაღა;

 

ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნ. ძ----------–-ილის ავტომანქანა და ა.წ გარდაცვლილ გ. ხ----–--ის მინი ტრაქტორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე