განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
330100118002541372
ინსტანცია
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002541372

საქმე №1ბ/262-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

სოფიკო კაპანაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ------------------–იას, ც-------–---–---ის

გამართლებულ: ზ------–---–-----ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გ------------------------) გამართლებულ ზ------–---–-----ის, დ----------–--------–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ---------------------- ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–-----------–----------------–-, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის I2 ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ------–---–-----მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მანვე ჩაიდინა მუქარა, ესე იგი ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ზ------–---–-----ი მამას - შა-–---–---–-----ს წლების განმავლობაში სისტემატურად სცემდა და ძალადობდა მასზე, რაც გამოიხატებოდა ხელების სხეულის სხვადასხვა ორგანოში დარტყმით, რა დროსაც შა-–---–---–-----ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტანჯვას.

2017 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ს------–-----–-------ში ზ-------–---–-----მა ხელი მოუჭირა შა-–---–---–-----ს ყელის არეში და ცდილობდა მის დახრჩობას, ასევე ჰკრა ხელი და დააგდო ძირს, რის შედეგადაც შა-–---–---–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

ასევე, 2018 წლის 9 ივნისს ქ--------–------------–---------------ში, დილის საათებში ზ------–---–-----მა მარჯვენა ლოყაში ჩაარტყა ქვა შა-–---–---–-----ს, ასევე ესროლა ხის ნაჭრები, რომელთა მოხვედრის შედეგად შა-–---–---–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

განხორციელებული ქმედებების შედეგად შა-–---–---–-----ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

ზ------–---–-----ი მამას - შა-–---–---–-----ს, წლების განმავლობაში ერთიანი განზრახვით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც შა-–---–---–-----ი რეალურად აღიქვამდა მუქარის განხორციელებას.

2017 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ს------–----–-------ში ზ------–---–-----ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შა-–---–---–-----ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ასევე, 2018 წლის 9 ივნისს ქ--------–------------–---------------ში, დილის საათებში ზ------–---–-----ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შა-–---–---–-----ს. უთხრა, რომ მისი ტოლები უკვე გარდაცვლილები იყვნენ და ისიც უნდა მომკვდარიყო, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განხორციელებული ქმედებების შედეგად შა-–---–---–-----ს მიადგა მორალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

 

ზ------–---–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12

ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ზ------–---–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ზ------–---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ც-------–---–---ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ზ------–---–-----ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ზ------–---–-----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის I2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის კანონიერი სასჯელის დანიშვნას. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოწმის სახით გამოკითხულმა დაზარალებულმა შა-–---–---–-----მა დაადასტურა ზ------–---–-----ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ა-------------–---–ის და გ-----------------–---–ის განმარტებით, ზ------–---–-----ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შა-–---–---–-----ს და ამჟღავნებდა აგრესიას მის მიმართ. შა-–---–---–-----ს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანება, რაზეც შა-–---–---–-----მა განაცხადა, რომ დაზიანება მიიღო თავისი შვილის მიერ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის და ხის ნაჭრის სროლის შედეგად. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა აგრეთვე ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასტურდება შა-–---–---–-----ის სხეულზე დაზიანების არსებობა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ზ------–---–-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ------–---–-----ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა შა-–---–---–-----მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე ნ---------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ზ------–---–-----ის მეუღლე, ხოლო დაზარალებული შა-–---–---–-----ი არის მისი მამამთილი. იგი ცხოვრობს ქ-------–-----------–----------------–-, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს კერძო სახლს, რომელსაც წინ პატარა ეზო აქვს. შა-–---–---–-----ი გვერდით შენობაში ცხოვრობს და ეზო აქვთ საერთო. ზოგადად, შა-–---–---–-----ი სოფელში ცხოვრობდა და ბოლო პერიოდში ჩავიდა თბილისში საცხოვრებლად. ხსენებულ ეზოში მათ გარდა სხვა არავინ ცხოვრობს. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობები ძველი ხელშეკრულებების მიხედვით ეკუთვნის შა-–---–---–-----ს. შა-–---–---–-----სა და ზ------–---–-----ს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ზ------–---–-----ი გაწონასწორებული და მშვიდი ხასიათის პიროვნებაა, ხოლო შა-–---–---–-----ი არის კონფლიქტური და რთული ხასიათის პიროვნება. ის (მოწმე) და ზ------–---–-----ი ყოველთვის არიდებდნენ თავს შა-–---–---–-----ს, რის გამოც ხშირად მიდიოდნენ ნ---------ის მშობლებთან აჭარაში. შა-–---–---–-----ი ადრეც უვარდებოდა მათ სახლში და ზ------–---–-----ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ის (მოწმე) სახლიდან გადიოდა და მიდიოდა მათ მეზობლად მცხოვრებ მის მასწავლებელთან. შა-–---–---–-----ს ელემენტარულ რამეზე შეეძლო კონფლიქტისა და ჩხუბის დაწყება. კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი იყო ბინის საკითხიც. შა-–---–---–-----ი იმის თქმასაც კადრულობდა, რომ თითქოს ზ------–---–-----ი მისი შვილი არ იყო, რის გამოც ქონების წილი არ ეკუთვნოდა. შა-–---–---–-----ი 82 წლისაა და მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც იგი თბილისში ჩამოვიდა სოფლიდან. შა-–---–---–-----ი ზ------–---–-----ს უკრძალავდა სოფელში ჩასვლას. შ--–--ს თანასოფლელებთანაც ჰქონდა უთანხმოებები, რომლებსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო ისინი ზ------–---–-----ს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მამამისისთვის მიეხედა. ზ------–---–-----ი ასევე დაიბარეს რაიონის პოლიციაში და უთხრეს, რომ მიეხედა მამამისისთვის, რადგან თანასოფლელებისგან ბევრი საჩივარი იყო შესული მის წინააღმდეგ. ზ------–---–-----მა მამამისს მოუწოდა, რომ აღარ მიეყენებინა სოფლელებისთვის შეურაცხყოფა და თავს გაფრთხილებოდა, რადგან ის სოფელში იყო, თვითონ კი ქალაქში. შ--–-- წ---–-----ი ამის გამო გაბრაზდა და იფიქრა, რომ მისი შვილიც მის წინააღმდეგ იყო. ზ------–---–-----ი დაბრუნდა თბილისში. 3-4 თვის შემდეგ შა-–---–---–-----ი ჩავიდა თბილისში და ზ------–---–-----ის წინააღმდეგ პოლიციას მიმართა. ღამის 12:00 საათზე ზ------–---–-----ს პოლიციის თანამშრომლებმა მიაკითხეს სახლში, რომლებმაც უთხრეს, რომ მამამისმა მის წინააღმდეგ ავჭალის პოლიციას მიმართა განცხადებით, რომ ზ------–---–-----ი მას სახლში არ უშვებდა. ზ------–---–-----მა მამამისს გაკვირვებულმა ჰკითხა, ,,დღეს საერთოდ გნახეო?!“ შა-–---–---–-----ი კი ხმას არ იღებდა. სამი თვის შემდეგ ზ------–---–-----ს სოფლის პოლიციიდან დაურეკესდა დაიბარეს. იგი მივიდა სოფლის პოლიციაში, სადაც უთხრეს, რომ შა-–---–---–-----მა მის წინააღმდეგ განაცხადა, რომ იგი სოფელში ადიოდა და მას სცემდა. ზ------–---–-----ი სიტყვიერად გააფრთხილეს, რის შემდეგაც იგი ერთი წლის განმავლობაში აღარ ასულა მამამისთან.

 

2018 წლის 9 ივნისს, ნ---------ე სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც, შა-–---–---–-----ი მათთან გინებით შევიდა და იკითხა, რომელმა თქვენგანმა გააფუჭა ჩემი შესასვლელი კარის საკეტიო. ზ------–---–-----მა მას მშვიდად უპასუხა, ,,მამა რას გადამეკიდეო?!“ გაჰყვა საკეტის სანახავად და გაუღო კარი. შემდეგ ზ------–---–-----მა სახლში ბავშვები აიყვანა და მეუღლეს უთხრა, რომ აღარ შეეძლო ასე ცხოვრება და სურდა გარიდებოდა მამამისს. ამ დროს შა-–---–---–-----მა ზ------–---–-----ს ისევ დაუწყო გინება, მან აიღო შეშის ნაჭრები და ზ------–---–-----ს დაუწყო სროლა. ამ უკანასკნელმა აიცილა შეშის ნაჭრები და მამამისს ეკითხებოდა, - ,,რას გადამეკიდეო?!“ შემდეგ შა-–---–---–-----მა ცული და ჩაქუჩი აიღო და სახლის გადაწვით იმუქრებოდა, რის გამოც ბავშვები ძალიან შეშინდნენ. მან (ნ---------ემ) პოლიციაში დარეკა. ადგილზე პოლიციასთან ერთად სასწრაფო დახმარებაც მივიდა, რომელმაც მას (ნ---------ეს) დამშვიდების მიზნით ნემსი გაუკეთა. სასწრაფოს შა-–---–---–-----ისთვის არ აღმოუჩენია დამხარება, რადგან იგი ამას არ საჭიროებდა და არც მიუმართავს. ამ კონფლიქტის დროს ზ------–---–-----ს მამამისისთვის არც შეუგინია და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია. აღმოჩნდა, რომ ამ დღეს პოლიციისთვის შა-–---–---–-----საც დაურეკავს თავისი შვილის წინააღმდეგ. მას (ნ---------ეს) არანაირი დაზიანება არ შეუმჩნევია შა-–---–---–-----ისთვის. მან პოლიციაში მისვლისას შეამჩნია მის ლოყაზე პატარა ნაკაწრი, თუმცა რის შედეგად გაუჩნდა მას ეს ზიანი, ნ---------ისთვის უცნობია.

 

დაახლოებით ორი კვირის წინ, 2018 წლის 19 მაისს მსგავსი სიტუაცია განმეორდა, როდესაც შა-–---–---–-----მა ეზოში, გზაზე კიტრის ნაფრცქვენები და ნაგავი გადმოყარა, ხოლო მან (ნ---------ემ) მოგავა და ჩაყარა ნაგავში. შა-–---–---–-----მა გინება და ცუდი სიტყვების თქმა დაიწყო, რაც დიდ ხანს გააგრძელა, შემდეგ ეზოში ონკანს ჰკრა ფეხი და დაამტვრია, შემდეგ მოტრიალდა და მათი სახლის წინ დაყარა ნაგავი. მან (ნ---------ემ) პოლიცია გამოიძახა, ადგილზე მოსულ პოლიციელს დახვდა შა-–---–---–-----ი, რომელიც კვლავ აგრძელებდა გინებას და შეურაცხყოფას. მან ასევე პოლიციას უთხრა, რომ ზ------–---–-----ი მისი შვილი არ იყო და იგი საჭმელში უყრიდა კენჭებს, ასევე ელექტროენერგია გადაუჭრა. პოლიციელმა გ------ემ, ვითარებაში გარკვევის შემდეგ დაადასტურა, რომ შა-–---–---–-----ი ტყუილად ადანაშაულებდა თავის შვილს. ზ------–---–-----ი მამამისს უვლიდა, ოთახს ულაგებდა, წამალს ასმევდა და ყველაფერს უკეთებდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ-----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 9 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქ--–--------–--–---------–----------------–ი მცხოვრებ ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეოთხე განყოფილებაში. იგი აღნიშნულ მისამართზე გავიდა თანამშრომლებთან ერთად. მისამართზე მისვლისას დახვდათ ასაკიანი პიროვნება შა-–---–---–-----ი და ზ------–---–-----ი. შა-–---–---–-----ის განმარტებით, მას კონფლიქტი ჰქონდა ნაშვილებ ზ------–---–-----თან, რომელმაც მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან, მისამართზე მისვლისას ეზოში დახვდათ ხის ნაჭრები, რომლებზეც შა-–---–---–-----მა მიუთითა, რომ აღნიშნული ხის ნაჭრებით მიაყენა მას შეურაცხყოფა ზ------–---–-----მა. შა-–---–---–-----ს მარჯვენა ლოყაზე ჰქონდა სისხლნაჟღენთი, რაზეც განმარტა, რომ ნაშვილებთან კონფლიქტისას მიიღო. იქიდან გამომდინარე, რომ ზ------–---–-----ი შა-–---–---–-----ის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა და კვლავ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მათ შორის გაგრძელებულიყო კონფლიქტი, ასევე არსებობდა საფრთხე, რომ ზ------–---–-----ი მიიმალებოდა, მისმა თანამშრომლებმა სთხოვეს შა-–---–---–-----ს გამოკითხვის მიზნით გაყოლოდათ პოლიციაში, ხოლო ზ------–---–-----ი დაკავებული იქნა. დაკავების შემდეგ ზ------–---–-----ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, თუმცა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება მისგან ამოღებული არ ყოფილა. ზ------–---–-----ს პოლიციის მიმართ რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რის შემდეგაც ზ-------–---–-----ი გადაყვანილ იქნა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეოთხე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ზ------–---–-----ს გადაეცა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის ასლი.

 

გამომძიებელმა თ-----------------ა სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.

 

შ----------------------- ოქმით დგინდება, რომ შეტყობინების ინიციატორია ნ-----------–----------–-------------- რომელიც ითხოვს დახმარებას, ვინაიდან მამამთილი იგინება და ისვრის ყველაფერს, სავარაუდოდ ფსიქიური აშლილობაა და სჭირდებათ სასწრაფოც.

 

შ---------------------- ოქმით დგინდება, რომ შეტყობინების ინიციატორია ამ შემთხვევაში შა-–---–---–-----ი (თ---–----------–-------------) რომელიც აცხადებს, რომ მისმა შვილმა ზ------–---–-----მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ესროლა შეშის ნაჭერი.

 

2018 წლის 9 ივნისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ-------–-----------–---------------ში მდებარე შა-–---–---–-----ის საცხოვრებელი სახლის ეზო, სადაც ბეტონის ზედაპირზე არსებულ ხის მორებზე შა-–---–---–-----მა გამოძიებას მიუთითა და აღნიშნა, რომ ხსენებული ხის მორები ესროლა ზ------–---–-----მა მას (ს.ფ. 37-42).

 

2----–-–---------–------------–--------------------------------------ით დასტურდება, რომ 2018 წლის 11 ივნისს, შა-–---–---–-----ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება ლოყის მიდამოში მარჯვნივ ნაჭდევის სახით. ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

20---–-–-----------------------–-----------–-------------–-----------–------------------------------------ დასკვნით დასტურდება, რომ წარდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ შ--–-- წ---–-----ის მიმართ, ზ----- წ---–-----ის მხრიდან განხორციელებული ქმედება ვერ მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.

 

ზ------–---–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 9 ივნისს, (შაბათ დღეს) დილით, მას და მის მეუღლეს - ნ----------ეს სახლში შემოესმათ ხმაურის ხმა ეზოდან. ისინი კერძო ეზოში ცხოვრობენ. ეზოში მამამისი - შა-–---–---–-----ი იგინებოდა. შა-–---–---–-----ი არის 82 წლის და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მათ ვერ გაიგეს, მათი მისამართით იგინებოდა თუ ზოგადად იგინებოდა. შემდეგ შა-–---–---–-----ი შევიდა მათ საცხოვრებელ სახლში და მას (ზ------–---–-----ს) უთხრა, - ,,ჩემი ოთახის კარი გაფუჭებულია და რატომ გააფუჭეო?“, რის შემდეგაც დაიწყო ლანძღვა-გინება. მან (ზ-------–---–-----მა) მამამისს სთხოვა, რომ შეეკავებინა თავი, რადგან გინებით არც საკეტი გაკეთდებოდა და არც საქმეს ეშველებოდა და სთხოვა, რომ ენახათ თუ რა იყო გაფუჭებული. აღმოჩნდა, რომ გასაღები თვითონ საკეტში იყო შედებული და არ ტრიალდებოდა. მან ურჩია მამამისს, რომ მიეწია კარები მისკენ და იქნებ გაღებულიყო, რაზედაც შა-–---–---–-----მა უპასუხა, რომ არ სჭირდებოდა მისი დახმარება. შემდეგ თვითონ გააღო კარები და შევიდა. მამამისს უთხრა, ,,ხომ ხედავ მე არ გამიფუჭებიაო, მოწიე შენსკენ კარები მთელი ძალით და გაიღოო, მე რომ გამეფუჭებინა, როგორ გაიღებოდაო?!“. ამის შემდეგ შა-–---–---–-----ი გახდა კიდევ უფრო აგრესიული და მას (ზ------–---–-----ს) უთხრა, რომ ეს მისი აშენებული სახლი იყო, წასულიყვნენ იქედან და ადგილი სხვაგან მოეძებნათ, რადგან ზ------–---–-----ის და მისი ოჯახის დანახვაც არ უნდოდა, შემდეგ მას ხელი ჰკრა და უთხრა, ,,როდის წაეთრევით აქედან?! შენ და შენი შვილები სულ რაღაცას აფუჭებთო“. ზ-------–---–-----მა თავის მეუღლეს უთხრა, რომ მამამისი იყო ძალიან აგრესიული და სჯობდა მას გარიდებოდნენ, თუმცა შ--–-- წ---–-----მა აიღო შეშის ნაჭრები და სროლა დაუწყო ზ------–---–-----ს. ამ უკანასკნელმა აიცილა ნასროლი შეშა და ეზოდან გავიდა, ხოლო ნ---------ემ პატრული გამოიძახა. ამ ფაქტის შემდეგ ზ------–---–-----ი ოჯახთან ერთად სასტუმროში აპირებდა გადასვლას, თუმცა ქუჩაში მათ ნ---------ის გამოძახებული პოლიცია შეხვდათ, რომელიც მათ გაყვა სახლამდე, რათა გარკვეულიყვნენ სიტუაციაში. ზ-------–---–-----ი, ნ----------ე და ბავშვები პატრულის თანდასწრებით შევიდნენ სახლში. გარდა პატრულისა, ასევე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რადგან ნ---------ეს წნევა აწუხებს, იგი სახლში შეიყვანეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ზ------–---–-----ს პატრულის თანამშრომლები გაესაუბრნენ, ხოლო შემდეგ მამამისთან მივიდნენ და ჰკითხეს თუ რაში იყო საქმე. შ--–-- წ---–-----ი არც პატრულის ოფიცერს მოერიდა და მის თვალწინ დაუწყო ზ------–---–-----ს გინება და ლანძღვა. პატრული მას სიმშვიდისკენ და თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. შემდეგ პატრულმა იგი, შა-–---–---–-----ი და ნ---------ე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა ჩვენების მისაცემად. თავდაპირველად ჩვენება შა-–---–---–-----მა მისცა, რომელიც ჩვენების მიცემისას კვლავ შეურაცხმყოფელად იქეოდა, ტრიალდებოდა მისკენ და ლანძღავდა. ამის შემდეგ, მის გასაკვირად, სამართალდამცავებმა იგი პოლიციის შენობაში დააკავეს, შა-–---–---–-----ის ჩვენების საფუძველზე. მას მამამისისთვის არ მიუყენებია არანაირი დაზიანება, შა-–---–---–-----მა იცრუა და გამოძიებას მისცა ცრუ ჩვენება მის წინააღმდეგ. ასევე იგი 2017 წლის ივლისის თვეში საერთოდ არ ყოფილა სოფელში, რადგან მამამისს არ სურდა მისი ნახვა და ისიც არ ჩადიოდა მასთან. შა-–---–---–-----ს სოფელშიც ჰქონდა უთანხმოებები მეზობლებთან, ნათესავებთან და სხვა თანასოფლელებთან, რის გამოც ისინი მას (ზ------–---–-----ს) ურეკავდნენ და ადგილობრივ პოლიციაში უჩიოდნენ. პოლიციამ ზ------–---–-----ს სთხოვა, რომ დაეწყნარებინა მამამისი, რადგან რთული ხასიათი ჰქონდა. შა-–---–---–-----ს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და ბოლო პერიოდში იგი უვლიდა მამამისს, რადგან ექიმების რეკომენდაციით მას ფაქიზი მოვლა სჭირდებოდა. 9 ივნისამდე მამამისზე რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია, ხოლო 9 ივნისს დაზიანება შესაძლოა მან მიიღო საკეტის გახსნის მომენტში, როცა იგი თავისი ძალებით ცდილობდა გაეხსნა საკეტი და ხელში ხელსაწყო ეჭირა.

 

სასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა შა-–---–---–-----მა (ზ------–---–-----ის მამა) რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მამა. შა-–---–---–-----ი არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ზ------–---–-----ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.

 

რაც შეეხება მოწმე გ-----------------–---–ის ირიბ ჩვენებას, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის (შა-–---–---–-----ის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირის ირიბი ჩვენება კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

რაც შეეხება პროკურორის აპელირებას ექსპერტიზის დასკვნასთან დაკაშირებით, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სწორედ ზ------–---–-----ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება და მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, არ არსებობს დაზარალებულის გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ზ------–---–-----ი ნამდვილად დაემუქრა და მას მუქარის განოხრციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ზ------–---–-----მა პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედებები ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ზ------–---–-----ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი ზ------–---–-----ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი ზ------–---–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ზ------–---–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის 12

ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ზ------–---–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ზ------–---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

ზ------–---–-----ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტო მასალა ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე (რომელიც ერთვის საქმეს) - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხის ნაჭრები (რომელიც ინახება გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში) - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი