განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002624118
საქმე №1/ბ-699-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ----- ტ------–ის ძე გ-----–---–ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 22 ი------ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ბ----–---- ქუჩა #1-.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ შ----- გ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის კუთვნილი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი; ასევე ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.ბათუმში, რ-------- ქუჩა N4, ბინა N1--ში ყოფნისას, შ----- გ-----–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ დააზიანა რძლის (ოჯახის წევრის) - ნ---- გ-----–---–ის კუთვნილი კომპიუტერი და სამზარეულოს კარადა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ.ბათუმში, რ-------- ქუჩა N4, ბინა N1--ში ყოფნისას, შ----- გ-----–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რძალს (ოჯახის წევრს) - ნ---- გ-----–---–ს, სახის არეში თავის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით შ----- გ-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
შ----- გ-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით შ----- გ-----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად პატიმრობაში ყოფნის - 2018 წლის 12 აგვისტოდან 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდა - 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ შ----- გ-----–---–ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
შ----- გ-----–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–---------- ძ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ შ----- გ-----–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის დანიშვნის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება არასრულფასოვნად შეაფასა. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი ქმედების ხასიათი, მოტივი და მიზანი, ასევე მსჯავრდებულის პიროვნება, რამაც გამოიწვია ისეთი სასჯელის გამოყენება, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. ამდენად, დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი შ----- გ-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ შ----- გ-----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ნ---- გ-----–---–ის და მ----- პ-----ის გამოკითხვის ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ შ----- გ-----–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ შ----- გ-----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–---------- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
შ----- გ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა - 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით შ----- გ-----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად პატიმრობაში ყოფნის - 2018 წლის 12 აგვისტოდან 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის გათვალისწინებით შეუმცირდეს - 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ შ----- გ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ შ----- გ-----–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - რ---- კ---–--–--ეს (პ.ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით - სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N-------, დასტურის №-------).
ნივთიერი მტკიცებულება - 112-დან გადმოგზავნილი შეტყობინების აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტდისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთო საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კომპიუტერი, (ნოუთბუქი) და ბლენდერი, დალუქული მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბ--------------–-----------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე