განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100117002124695
საქმე №1/ბ-540-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) გ------- გ--ს ძე მ-------–---–ის მიმართ, დაბადებული 0---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხ. ქუთაისი, ლ-–--ას ქ. 7/6;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- მ-------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 სექტემბერს დაახლოებით 17:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში გ------- მ-------–--–მა ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის მ---- ნ--------ის მიმართ. ავტომანქანით გადაადგილებისას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით გ------- მ-------–---–მა მ---- ნ--------ეს ქ.ქუთაისში, ჭ-------ის გამზირის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, „მ---------–---ის“ წინამდებარე ტერიტორიაზე ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე ქუთაისში, ჯ-----–---–ის N87-ში არსებულ ბენზინგასამართ სადგურ „მ-------“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ხელი დაარტყა ორჯერ, თავდაპირველად ტუჩის არეში, შემდეგ კი მარცხენა თვალის არეში. ქუთაისი წყალტუბოს საავტომობილო გზაზე განთავსებულ სასაფლაოსთან ხელი ჩაარტყა სამჯერ ძლიერად თავის არეში. ქუთაისში, ყოფილ აეროპორტის ტერიტორიაზე მინდორში მოქაჩა თმებში შემდეგ კი მარჯვენა ხელი ჩაარტყა გვერდის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ------- მ-------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით გ------- მ-------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ------- ვ-----------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გამამართლებელი განაჩენი გ------- მ-------–---–ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი გ------- მ-------–---–ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში კონკრეტული მტკიცებულებები, რაც ერთობლიობაში გ------- მ-------–---–ის ბრალეულობას ადასტურებდა, შესაბამისად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო და არასწორად მოხდა გ------- მ-------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
გამართლებულ გ------- მ-------–---–ს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------- მ-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ---- ნ--------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - გ------- მ-------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ა-–---------- ა--------ის ჩვენების თანახმად 2017 წლის 13 სექტემბერს იმყოფებოდა რა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ღამის საათებში სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება რომ: ქ. ქუთაისში ლ-–--ას ქუჩა N7-ში მოქალაქე გ------- მ-------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს. შეტყობინების საფუძველზე ისინი გამოცხადდნენ ქ. ქუთაისში ლ-–--ას ქუჩაზე, კონკრეტულად იმყოფებოდნენ თვითონ, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ი----- ხ-------ე და ვ-----ა შ---------ე. მათი მისვლის შემდგომ გამოცხადდა საპატრულო პოლიციაც. ადგილზე ყოფნისას მათ გ------- მ-------–---–ი და მისი ყოფილი მეუღლე არ დახვდათ, შემდგომ მოხერხდა მათთან დაკავშირება და გ------- მ-------–---–ი მის საცხოვრებელ ადგილზე ქ. ქუთასში ლ-–--ას ქუჩა N7 გამოცხადდა „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანით. გამომძიებლებმა მოახდინეს მ-------–---–ის ყოფილ მეუღლესთან გასაუბრება, რომელმაც აჩვენა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა, და იგი განიცდის ძლიერ ტკივილს მარცხენა გვერდის არეში და ზურგის არეში. მანვე მიუთითა გამომძიებლებს გ------- მ-------–---–ზე. შემდგომ გ------- მ-------–---–ი დაკავებული იქნა, მას ი----- ხ-------ის მიერ განემარტა უფლება-მოვალეობანი და გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში სადაც შედგენილ იქნა დაკავების ოქმი.
მოწმე იმერეთის საპატრულო მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის დ----- დ-----ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით იგი მუშაობდა იმერეთის საპატრულო მთავარი სამმართველოს ქალაქის სახაზო განყოფილებაში პატრულ ინსპექტორის თანამდებობაზე. აღნიშნულ დღეს რადიოსადგურ „რ-----დან“ შევიდა შეტყობინება ქ. ქუთაისში ლ-–--ას ქუჩა N7-ში ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. ის და მისი მეწყვილე შ----- ბ----–--–---–ი დაუყოვნებლივ გაემართნენ მისამართზე, შეტყობინების ინიციატორი იყო ქალბატონი, სახელად ე------, რომელმაც დარეკა თბილისიდან და ითხოვა დახმარება, რადგან ვერ პოულობდა მის შვილს მ---- ნ--------ეს, რომელიც აღნიშნულ მისამართზე უნდა ყოფილიყო მის ყოფილ მეუღლე გ------- მ-------–---–თან ერთად. ადგილზე მისვლისას მათ არ დახვდათ არც მ---- ნ--------ე და არც გ------- მ-------–---–ი. შემდგომ მოხდა გ-------სთან დაკავშირება და იგი ყოფილ მეუღლესთან ერთად მივიდა მალევე შემთხვევის ადგილზე. ადგილზე გამოცხადდა პოლიციის მესამე განყოფილების მუშაკები, რომლებსაც მ---- ნ--------ემ განუმარტა, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდგომ მესამე განყოფილების პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა გ------- მ-------–---–ის დაკავება და ის გადაყვანილ იქნა პოლიციის მესამე განყოფილებაში. სადაც პატრულ-ინსპექტორების მიერ მოხდა შემაკავებელი ორდერის შედგენა.
მოწმე ვ-----ა შ---------ის ჩვენების თანახმად იგი უბნის ისპექტორ-გამომძიებლებებთან ი----- ხ-------ესთან და ა-–---------- ა--------ესთან ერთად გავიდა გამოძახებაზე, ქ. ქუთაისში ლ-–--ას ქუჩა N7-ში. შეტყობინება იყო ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. მისვლისას მათთან ერთად მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ადგილზე არც მოძალადე დახვდათ მათ და არც მსხვერპლი. შემდგომ დაურეკეს და გამოცხადდნენ გ------- მ-------–---–ი და მ---- ნ--------ე. გამომძიებლები გაესაუბრნენ და მ---- ნ--------ემ თქვა, რომ ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ გ------- მ-------–---–მა. მოწმის განმარტებით, დაზარალებულს ტუჩთან ეტყობოდა სიწითლე. ვითარების გარკვევის შემდგომ ი----- ხ-------ის მიერ გ------- მ-------–---–ს განემარტა უფლება-მოვალეობანი, მოხდა მისი დაკავება და გადაყვანილ იქნა პოლიციის მესამე განყოფილებაში.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი----- ხ-------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ღამის საათებში საგამოძიებო ნაწილში შევიდა შეტყობინება ქ. ქუთაისში, ლ-–--ას ქუჩა N7-ში გ------- მ-------–---–ის საცხოვრებელ სახლში ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ადგილზე მისვლისას პოლიციელებს არ დახვდათ არც გ------- მ-------–---–ი და არც მისი ყოფილი მეუღლე მ---- ნ--------ე. რამდენიმე ხანში მათ მიერ მოხდა დაკავშირება და გ------- და მისი მეუღლე მოვიდნენ ადგილზე „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანით. გამომძიებლები გაესაუბრნენ ყოფილ მეუღლეს, მ---- ნ--------ეს, რომელმაც განმარტა, რომ გ------- მ-------–---–მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდგომ გ------- მ-------–---–ს განემარტა მისი უფლება მოვალეობები და იმის გამო რომ ადგილზე შეკრებილი იყო ბევრი ხალხი დაკავების ოქმის ადგილზევე შედგენა გამომძიებლის განმარტებით ვერ მოხერხდა. ის გადაიყვანეს პოლიციის მესამე განყოფილებაში და ი----- ხ-------ის მიერ შედგა დაკავების ოქმი, რომელსაც ბრალდებული გაეცნო და გაკეთდა მასზე ხელმოწერები.
იმერეთის საპატრულოს მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის შ----- ბ----–--–---–ის ჩვენების მიხედვით იგი 2017 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობდა იმერეთის საპატრულო მთავარი სამმართველოს ქალაქის სახაზო განყოფილებაში პატრულ ინსპექტორის თანამდებობაზე. აღნიშნულ დღეს რადიოსადგურ რ-----დან შევიდა შეტყობინება ქ. ქუთაისში ლ-–--ას ქუჩა N7-ში ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. ის და მისი მეწყვილე დ----- დ-----ე დაუყოვნებლივ გაემართნენ მისამართზე, მისვლისას განახორციელეს ზარი ინიციატორთან, რომელმაც განუმარტა, რომ მას ერქვა ე------ და ის ვერ უკავშირდებოდა მის შვილს მ---- ნ--------ეს, რომელიც აღნიშნულ მისამართზე უნდა ყოფილიყო მის ყოფილ მეუღლე გ------- მ-------–---–თან ერთად და ამიტომ ითხოვდა დახმარებას. ადგილზე მისვლისას მათ არ დახვდათ არც მ---- ნ--------ე და არც გ------- მ-------–---–ი, შემდგომ მოხდა გ-------სთან დაკავშირება და იგი ყოფილ მეუღლესთან ერთად მივიდა მალევე შემთხვევის ადგილზე. მოწმის განმარტებით საპატრულო პოლიციის მისვლისთანავე ადგილზე გამოცხადდა პოლიციის მესამე განყოფილების მუშაკები, რომლებსაც მ---- ნ--------ემ განუმარტა, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდგომ მესამე განყოფილების პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა გ------- მ-------–---–ის დაკავება და ის გადაყვანილ იქნა პოლიციის მესამე განყოფილებაში. დაკავებამდე მას გამომძიებლების მიერ განემარტა მისი უფლება-მოვალეობანი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ო------------------------–-----------------------–---------------–------------–----–------–------------------------- ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 17.09.17 წელი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. მ---- ნ--------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 13.09.17 წელს 22:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 14.09.17 წელს 09:30 საათზე, დიაგნოზი: გულმკერდის მარცხენა ნახევრის დაჟეჟილობა, ტუჩის არის დაჟეჟილობა. 14.09.2017 11:10 საათიდან 11:25 საათამდე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ---- ნ--------ეს გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევის, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაჟეჟილობა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თვალსაზრისით არ წარმოადგენს მექანიკური დაზიანების ობიექტურ ნიშანს ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ დაკითხული ექსპერტის მ------ ნ-----–--ის ჩვენებით დგინდება, რომ მის მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს გაცემული იქნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც პაციენტი მ---- ნ--------ე უჩიოდა ტკივილს თავის არეში და გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე, კისრის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ნაჭდევი, ხელის მიდამოში, მარჯვნივ აღენიშნებოდა ნაჭდევი. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დიაგნოზია გულ-მკერდის მარცხენა ნახევრის დაჟეჟილობა და ტუჩის არის დაჟეჟილობა. მოწმის განმარტებით დაჟეჟილობა სამედიცინო თვალსაზრისით არ წარმოადგენს დაზიანების მექანიკურ ობიექტურ ნიშანს. ობიექტური გასინჯვით პაციენტს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ისინი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2017 წლის 14 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2017 წლის 14 სექტემბერს 14:10 საათზე და დამთავრდა 15:25 საათზე, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა დაზარალებული მ---- ნ--------ე, რომლის თანხმობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მის მიერ დაკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. საგამოძიებო ექსპერიმენტით დგინდება: 2017 წლის 14 სექტემბერს დაზარალებულ მ---- ნ--------ის თანხმობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მის მიერ დაკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. მ---- ნ--------ემ ყოველგვარი იძულების გარეშე თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე და განმარტა, რომ ეთანხმება მის მიერ დაკითხვის დროს მოწოდებულ ინფორმაციას. მ---- ნ--------ეს მიეცა წინადადება მიუთითოს ის ადგილები სადაც, 2017 წლის 13 სექტემბერს მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------- მ-------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე ის გადაადგილების მარშრუტი რა გზითაც გადაადგილდებოდნენ ისინი 2017 წლის 13 სექტემბერს.
2017 წლის 14 სექტემბერს 14:10 საათზე ქ.ქუთაისი, ა------–-----–ის ქუჩა N35ა- ში განთავსებული პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები დაზარალებული მ---- ნ--------ე და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ი-–-- ხ-----ა მოთავსდნენ „TOYOTA”-ს მარკის ავტომანქანაში სახ. ნომრით „X--------- ხოლო ექსპერტ-კრიმინალისტები, გ--- ხ-----ა და ო----- ხ----------ა მოთავსდნენ “SKODA”-ს ფირმის ავტომანქანაში, სახ. ნომრით „-----------. დაზარალებულ მ---- ნ--------ის მითითებით პოლიციის ეზოდან გავიდნენ მარჯვენა მხარეს, ა------–-----–ის ქუჩაზე, რისი გავლის შემდეგაც გავიდნენ ი-------–--ის ქუჩაზე, შემდეგ მოუხვიეს მარჯვნივ და ცხრა აპრილის ქუჩაზე, რის შემდეგაც გაიარეს გზაგამტარი ხიდის ქვემოთ და გავიდნენ ი.ჭ-------ის გამზირზე სადაც საავტომობილო გზის მაჯვენა მხარეს, კერძოდ, სადგურის ტერიტორიაზე განთავსებულ „მ---------–---ი “-ს წინამდებარე ტერიტორიაზე მ---- ნ--------ემ მიუთითა ის ადგილი სადაც 2017 წლის 13 სექტემბერს მას, მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------- მ-------–---–მა, თავისსავე მართვის ქვეშ არსებულ „BMW”-ს მარკის ავტომანქანაში, ექვსი წლის შვილის გ------- მ-------–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მარცხენა ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნულის შემდგომ მ---- ნ--------ის მითითებით გააგრძელეს გზა ი. ჭ-------ის გამზირზე, რის შემდეგაც გამსახურდიას გამზირის შარტავას ქუჩის, ირ.ა--–--ისა და მ. ბ------ის ქუჩების გავლით გადავიდნენ ჯ-----–---–ის ქუჩაზე, სადაც მ---- ნ--------ემ მიუთითა ჯ-----–---–ის ქუჩა N87-ში არსებულ ბენზინგასამართ სადგურ „მ-------“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯის გადასახვევთან, ის ადგილი სადაც მას მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------- მ-------–---–მა, ზემოთხსენებულ ავტომანქანაში მათი შვილის გ------- მ-------–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ხელი დაარტყა ორჯერ თავდაპირველად ტუჩების არეში, შემდეგ კი მარცხენა თვალის არეში.
აღნიშნულის შემდეგ მ---- ნ--------ეს მითითებით გადაუხვიეს მარცხნივ განთავსებულ სასაფლაოსკენ, სადაც გადის ბეტონის გზა, გაიარეს დაახლოებით 100 მეტრი, რის შემდეგაც ბეტონის გზიდან მოუხვიეს მარცხნივ ქვაღორღიან გზაზე და დაახლოებით 5 მეტრის გავლის შემდეგ მ---- ნ--------ემ მიუთითა ის ადგილი, სადაც მას მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------- მ-------–---–მა ზემოთხსენებულ ავტომანქანაში მათი შვილის გ------- მ-------–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მარჯვენა ხელი ჩაარტყა სამჯერ ძლიერად თავის არეში. აღნიშნულის შემდგომ მ---- ნ--------ის მითითებით გამობრუნდნენ უკანა გზით, გამოიარეს წყალტუბო ქუთაისის საავტომობილო გზა და ბ------ის ქუჩის, ირ.ა--–--ის გამზირის და ბ-----ს ქუჩის გავლით გავიდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის საავტომობილო გზატკეცილზე, სადაც მოუხვიეს მარჯვნივ, დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლის შემდგომ მ---- ნ--------ის მითითებით გზიდან მარჯვნივ ჩაუხვიეს ჩიხში, სადაც არის ქვაღორღიანი გზა, გაიარეს დაახლოებით 200 მეტრის მანძილი, საიდანაც პირდაპირ გამოჩნდა ყოფილი აეროპორტის ტერიტორია, სადაც იქვე, ტრიალ მინდორზე მ---- ნ--------ემ მიუთითა ის ადგილი, სადაც მას, მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------- მ-------–---–მა ზემოთხსენებულ ავტომანქანაში, რა დროსაც მათი შვილი გ------- მ-------–---–ი უკვე აღარ იმყოფებოდა მათთან ერთად, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სწვდა თმებში, მოქაჩა თმები, შემდეგ კი მარჯვენა ხელი ჩაარტყა გვერდის არეში.
საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ი-–-- ხ-----ა, რომელმაც აჩვენა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარადა 2017 წლის 14 სექტემბერს. დაიწყო 14:10 საათზე და დასრულდა 15:25 საათზე. იგი ჩატარდა დაზარალებულის მონაწილეობით, ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები გ--- ხ-----ა და ო----- ხ----------ა. აღნიშნული ჩატარდა ჩვენების გადამოწმების და დადასტურების მიზნით. დაზარალებულმა მ---- ნ--------ემ მიუთითა ის ადგილები სადაც მისმა მეუღლემ თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და უჩვენებდა იმ ადგილებს სადაც უშუალოდ მოხდა აღნიშნული ფაქტები. საგამოძიებო მოქმედება დასურათდა, ფოტოებს იღებდა გ--- ხ-----ა. მოწმის განმარტებით ისინი განყოფილების შენობიდან წავიდნენ ი-–-- ჭ-------ის გამზირის მიმართულებით კერძოდ , „მ---------–---ის “ ტერიტორიაზე, სადაც დაზარალებულმა განმარტა რომ გ------- მ-------–---–მა გააჩერა მანქანა და მარცხენა ხელი დაარტყა სახეში, ამის შემდგომ ისინი გადავიდნენ ჯ-----–---–ზე, N87-ში მ-------ს ტერიტორიაზე, წყალტუბოს მაგისტრალზე სადაც დაზარალებულმა მ---- ნ--------ემ მიუთითა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა შეურაცხყოფა. შემდეგ გააგრძელეს წყალტუბოსკენ მოძრაობა და მარცხენ მხარეს გადაუხვიეს სასაფლაოსკენ, ქვიან გზაზე დაზარალებულის განმარტებით გ------- მ-------–---–მა გააჩერა მანქანა და მას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მარჯვენა ხელი ჩაარტყა სამჯერ თავის არეში. ამის შემდგომ ისინი გაემართნენ ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც გ------- მ-------–---–მა ისევ გააჩერა მანქანა, წვდა თმებში დაზარალებულს და ჩაარტყა გვერდის არეში რის შემდეგაც დასრულდა საგამოძიებო ექსპერმენტი.
საქმეში წარმოდგენილია ფორმა N1, გამოძიების დაწყების და აღრიცხვის ბარათი, 2017 წლის 13 სექტემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმი, 2017 წლის 16 სექტემბრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, ნასამართლობის შესახებ ცნობა, ცნობა პრობაციის ბიუროდან.
გამართლებულმა გ------- მ-------–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქმის სასამართლო განხილვის დროს უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, გ------- მ-------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა მ---- ნ--------ემ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - გ------- მ-------–---–ის წინააღმდეგ. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია გ------- მ-------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. ნ-----–--ემ, მართალია დგინდება, რომ მ---- ნ--------ეს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა გ. მ-------–---–ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მ. ნ--------ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას შორის, ვინაიდან, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
ზემოაღნიშნული მოტივით სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს საქმეში წარმოდგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში აღნიშნული გარემოებები ვერ იქნა დადასტურებული საქმის არსებითი განხილვის დროს.
რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეებს (პოლიციის თანამშრომლებს), ისინი კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- მ-------–---–ის ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- მ-------–---–ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ------- მ-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი გ------- მ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
გ------- მ-------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გ------- მ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თის ვადაში.
გამართლებულ გ------- მ-------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს და საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები 3 ცალ დიკსზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე