განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2019
საქმის ნომერი
820100119002877134
ინსტანცია
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100119002877134

საქმე №1/ბ-328-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- ი-–---ის ძე დ--------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ა--–----ის ქ. N2-- ბინა N--;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ---- დ--------ემ ჩაიდინა:

 

1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

1.3 ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელებლის რეალური შიში;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1 2018 წლის ოქტომბრის თვიდან 2019 წლის 22 იანვრამდე ჩათვლით პერიოდში, ქ. ბათუმი ა-–-----------------------ში, ლ---- დ--------ე საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების, შვილების თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, აშანტაჟებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს ა--- დ--------ეს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტრამვა და მის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2. 2018 წლის ნოემბრის თვეში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ლ---- დ--------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრ მეუღლეს ა--- დ--------ეს მარჯვენა მხრის არეში ხელის დარტყმებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ა--- დ--------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

3. 2019 წლის 22 იანვარს, ქ. ბათუმი ა--–----ის ქ. №------------ში, ლ---- დ--------ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულის ფანჯრიდან გადაგდებით სიცოცხლის მოსპობით, დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს მეუღლეს ა--- დ--------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენით ლ---- დ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით; მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 02 წლით ვადით აეკრძალა იარაღლის შეძენის, შენახვის, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ, ლ---- დ--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 02 წლით ვადით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვის, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 04 თებერვლიდან 2019 წლის 06 თებერვლის ჩათვლით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენში და მსჯავრდებულ ლ---- დ--------ეს დაუმძიმდეს სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უსამართლო, დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან.

 

მსჯავრდებული ლ---- დ--------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ---- დ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მსჯავრდებულ ლ---- დ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - ა--- დ--------ის ჩვენებით, მოწმე ი-–--- დ--------ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ---- დ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი.

 

ლ---- დ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დ დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ლ---- დ--------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ლ---- დ--------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ნასამართლობის არმქონეა, დაზარალებული მასთან შერიგებულია, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, შესაბისად, დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა მუხლის სანქციით გათავლისწინებული სასჯელი, რაც ჩაეთვალა პირობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ---- დ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენი ლ---- დ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ლ---- დ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- დ--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

 

მსჯავრდებულ ლ---- დ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია, გირაოს თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ჯ------– ლ-----ეს (პ/ნ 6----------).

 

მსჯავრდებულ ლ---- დ--------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 04 თებერვლიდან 2019 წლის 06 თებერვლის ჩათვლით.

 

საქმეზე დართული ერთი ცალი დისკი დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე