განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018001782184
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ - 1277-2018წ.
04 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე, ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი ბექა გიორგაძე
აპელანტი: კ-----------------
მოწინააღმდეგე მხარე: ნ----------–---–--
დავის საგანი: ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავლიდან წილის მიკუთვნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება
სააპელაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. 2017 წლის 30 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა კ-----------------მ და მოპასუხე ნ----------–---–--ზე მის სასარგებლოდ 12 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2.მოსარჩელის განმარტებით: 2016 წლის 27 აპრილს კ-----------------ს მეუღლემ ნ----------–---–--მ გაყიდა ქორწინების პერიოდში შეძენილი ბინა, მდებარე ქ. ბ--------------–--------–-----------------------ში. ბინის გაყიდვის მომენტში მოპასუხესთან ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილი ჰქონდა, რითაც ბოროტად ისარგებლა ნ----------–---–--მ და მისგან მალულად 34000 აშშ დოლარად მიყიდა ბინა მ---------------ს.
3.მოსარჩელის მითითებით, ზ/აღნიშნული ბინა შეიძინა 2012 წლის 08 ოქტომბერს 27 747 აშშ დოლარად, საიდანაც 17 000 აშშ დოლარი აჩუქეს მშობლებმა, ხოლო 11000 აშშ დოლარი სესხის სახით გამოტანილი იქნა სს „ვ-----------------------დან“. ვინაიდან, სესხის აღების მომენტში მას და მის მეუღლეს ჰქონდათ უარყოფითი საკრედიტო ისტორია, სესხი გამოტანილი იქნა ჟ--–--------–--ის სახელზე და ბინაც მის სახელზე იქნა შეძენილი. ამჟამად კი ჟ--–--------–--ემ და ნ----------–---–--მ მასთან შეთანხმების გარეშე გაყიდეს ბინა და არანაირი სარგებელი მას არ მისცეს.
4.კ-----------------მ სარჩელი თავდაპირველად აღძრა ნ----------–---–--ს და ჟ--–--------–--ის მიმართ და მოითხოვა სოლიდარულად მათზე 12000 აშშ დოლარის დაკისრება. სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი ჟ--–--------–--ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში უარი თქვა სარჩელზე.
მოპასუხის პოზიცია
5. მოპასუხე ნ----------–---–--მ სარჩელი არ ცნო, მისი უარყოფა მოითხოვა და განმარტა, რომ მართალია, ქ--------–--------–--------–------------–---------------- ბინა შეძენილი იქნა ქორწინების განმავლობაში და იგი აღრიცხული იქნა ჟ--–--------–--ის სახელზე, შესაბამისად, სესხიც გამოტანილი იყო ჟ--–--------–--ის სახელზე, მაგრამ, ვინაიდან, ვეღარ ხდებოდა სესხის თანხების გადახდა და ოჯახს დამატებით კიდევ გააჩნდა სხვადასხვა ვალები, რაც გამოწვეული იყო სწორედ მოსარჩელის ბრალით, ამიტომ იძულებული გახდა გაეყიდა ბინა, რომლიდან მიღებული თანხითაც სრულად დაიფარა ამავე ბინით უზრუნველყოფილი სესხი, რომელიც გამოტანილი იყო ჟ--–--------–--ის სახელზე, ასევე დაიფარა კერძო მევახშეების და სხვა ოჯახში დაგროვილი ვალები, დაიფარა შვილების უმაღლესში სწავლის გადასახადები, რომლის გადახდაშიც მოსარჩელე მონაწილეობას არ იღებდა, დაიფარა მაკლერის მომსახურების თანხები. მოპასუხემ განმარტა, რომ სწორედ მოსარჩელის მიერ დაგროვილი ვალების გამო მოუხდა ბინის გაყიდვა, მოსარჩელემ კი მიატოვა ოჯახი და წავიდა.
სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით: არ დაკმაყოფილდა კ-----------------ს სასარჩელო მოთხოვნა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის №2/ბ-483- 2017 განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აეკრძალა ს-----–----------–--ეს 2----–-–------------------- სესხისა და იპოთეკის N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 11000 აშშ დოლარის - მოპასუხე ნ----------–---–--სათვის გადაცემა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.კ----------------- და ნ----------–---–-- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1993 წლის 21 ოქტომბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: გ------------- და ა------------, რომლებიც ამჟამად სრულწლოვნები არიან.
8.კ----------------- და ნ----------–---–-- დღემდე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა 2015 წლიდან და ისინი ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
9.2012 წლის 4 ოქტომბერს ჟ--–--------–--ესა და სს „ვ-----------------------ს“ შორის გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება, ამავე დღეს სს „ვ-----------------------სა“ და შპს „ც--------–-“ შორის გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჟ--–--------–--ის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „ც--------–-ს“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ--------------–--------–-----------------------ში. 2012 წლის 08 ოქტომბერს კი შპს „ც--------–-ა“ და ჟ--–--------–--ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჟ--–--------–--ემ შპს „ც--------–-საგან“ შეიძინა მისი სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ------–--------–--------–-----------------------ში 47 750 აშშ დოლარად.
10.მართალია, ქ. ბ------–--------–--------–----------------------ში მდებარე უძრავი ქონება შეძენილი იქნა ჟ--–--------–--ის მიერ სს „ვ-----------------------დან“ გამოტანილი იპოთეკური კრედიტის თანხით და აღნიშნული ბინაც აღირიცხა ჟ--–--------–--ის საკუთრებაში, მაგრამ მისი შეძენის შემდეგ აღნიშნულ ბინაში ფაქტობრივად ცხოვრობდნენ კ----------------- და ნ----------–---–-- შვილებთან ერთად. ასევე დადგენილია, რომ ჟ--–--------–--ის სახელზე სს „ვ-----------------------დან“ გამოტანილი სესხის თანხის დაფარვას ახორციელებდა ნ----------–---–--.
11.სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4,102-ე მუხლებზე მითითებით, არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ჟ--–--------–--ის სახელზე 2----–-–------------------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ--------------–--------–----------------------ს შეძენა მოხდა მისი მშობლების მიერ ნაჩუქარი თანხით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას.
12.სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ კ-----------------ს და ნ----------–---–--ს ოჯახს ერთად ცხოვრების პერიოდში დაუგროვდა დიდი ოდენობით ვალდებულებები, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მოსარჩელე კ-----------------ს მიერ აღებული სესხის თანხებით, ასევე მის მიერ განხორციელებული სამართალდარღვევების, ძირითადად ავტოავარიების შედეგად გამოწვეული ზიანით, რომელთა ანაზღაურებაც ოჯახს უწევდა შემდგომში სხვადასხვა პირებისაგან აღებული სესხის თანხებით.
13.სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ძირითადად, ოჯახში შემოსავალი ჰქონდა მოპასუხე ნ----------–---–--ს, რომლის ყოველთვიურ ხელფასს შეადგენდა 700 ლარი, საიდანაც ასევე უწევდათ ჟ--–--------–--ის სახელზე გამოტანილი სესხის თანხის დაფარვაც.
14. კ----------------- ბოლო პერიოდში იყო უმუშევარი და გამოწვეული ვალების გამო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარებაში. მხარეები ასევე სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ოჯახს გაკვეულ დახმარებას უწევდნენ კ-----------------ს მშობლებიც, რომლებიც ცალკე ცხოვრობდნენ. სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ ზ/აღნიშნული ვალდებლებების გამო კ-----------------მ და ნ----------–---–--მ ვეღარ შეძლეს ჟ--–--------–--ის სახელზე გამოტანილი სესხის თანხის დაფარვა, რის გამოც დარღვეული იქნა ჟ--–--------–--ის სახელზე გამოტანილი სესხის დაფარვის გრაფიკი და შეიქმნა რეალური საფრთხე იმისა, რომ ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და რომელიც ირიცხებოდა ჟ--–--------–--ის სახელზე შესაძლოა გაყიდულიყო აუქციონზე. აღნიშნული დაადასტურა ჟ--–--------–--ემაც, რომელმაც განმარტა, რომ მას არაერთხელ მოუვიდა ბანკიდან წერილები ვალდებულების დაფარვის თაობაზე, რის თაობაზედაც ყოველთვის აფრთხილებდა ნ----------–---–--ს და კ-----------------ს, რომ დაეფარათ დავალიანებები.
15.სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ყოველივე ზ/აღიშნულის გამო ძალიან მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდა ოჯახი, რაც ვერ აიტანა კ-----------------მ, ამას დაემატა მასა და ნ----------–---–--ს შორის ურთიერთობის დაძაბვა, რის გამოც კ----------------- წავიდა ოჯახიდან. სასამართლომ მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი კ-----------------ს წერილით დაადგინა, რომ კახაბერ თირქიას მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნა გამოწვეული იყო სწორედ მის მიერ აღებული ვალების გამო, აღნიშნული წერილით იგი ბოდიშს უხდიდა ოჯახს მისი ბრალით მძიმე მდომარეობაში ჩავარდნის გამო და სთხოვდა მოპასუხე ნ----------–---–--ს, რომ ყველა მევალისათვის გადაეხადა თანხა და „ერთი თეთრი“ არ მოეკლო. სასამართლომ დაადგინა, რომ კ----------------- ოჯახიდან წავიდა 2015 წელს და მას შემდეგ არანაირ მზრუნველობას აღარ იჩენდა ოჯახის მიმართ.
16.2016 წლის 22 აპრილს ჟ--–--------–--ემ ნ----------–---–--სთან შეთანხმებით გაყიდა ქ--------–--------–--------------------------------ში მდებარე თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება და იგი მიყიდა მ---------------ს 34 000 აშშ დოლარად. დადგენილია, რომ ბინით დაიფარა ბანკის როგორც ძირი დავალიანება, ისე საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო, დაახლოებით 10 000 დოლარი ხოლო დარჩენილი თანხა 24 000 აიღო ნ----------–---–--მ.
17.სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ნ----------–---–--ს განმარტებები იმის თაობაზე, რომ მის მიერ ბინის გაყიდვის შემდეგ სრულად დაიფარა ოჯახში არსებული საერთო ვალები, ასევე დაიფარა კ-----------------ს ოჯახში ცხოვრების დროს მის მიერ დატოვებული ვალებიც და მისი წასვლის შემდეგ არსებული ვალდებულებებიც, მათ შორის, როგორც კერძო მევალეების თანხები, ასევე დაიფარა მათი შვილის ა------------ს სწავლის დარჩენილი გადასახედები.
18.სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვინაიდან ბინის გაყიდვის შემდეგ ნ----------–---–--ს და მის შვილებს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდათ, ხოლო ვალდებულებების დაფარვის შემდეგ საკმარისი თანხა აღარ დარჩათ, ამიტომ ნ----------–---–--მ დამატებით კიდევ ისესხა მისი მეგობრის თ------------ისაგან თანხა 5000 აშშ დოლარი, მას დაამატა ბინის გაყიდვიდან დარჩენილი თანხაც და 2016 წლის 27 აპრილს გააფორმა მ-------------სთან 12 000 აშშ დოლარზე ორი წლის ვადით სესხის, ბინით სარებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება და გადავიდა აღნიშნულ ბინაში საცხოვრებლად შვილებთან ერთად. სასამართლომ დაადგინა, რომ შედგომში ზ/აღნიშნული ბინის დატოვებაც მოუხდა ნ----------–---–--ს და 2----–-–---–------------------- დადო ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ს-----–----------–--ეთან, რომლითაც სესხის თანხა განისაზღვრა 11000 აშშ დოლარით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
19.კ-----------------ს სარჩელის უარყოფის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე, 312-ე, 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1160, 1164-ე, 1169-ე და 1170-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მეუღლეთა საერთო ვალები იყოფა მეუღლეთა შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთი აღიარებითი მოთხოვნის იურიდიული ინტერესი აქვს იმ მეუღლეს, რომელმაც აიღო ვალი და მას აწევს ვალის გასტუმრების ვალდებულება. ასეთი მოთხოვნის პირობებში უნდა დადგინდეს ვალი აღებულია თუ არა ოჯახის ინტერესებისთვის და არის თუ არა სახეზე მეუღლეთა საერთო ვალის კვალიფიკაციის საფუძველი. ასევე მოთხოვნის უფლების მქონეა კრედიტორი, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს სესხის დაბრუნება მეუღლეებისაგან, ან ერთ-ერთი მათგანისაგან, რომელიც წარმოადგენს მის წინაშე პასუხისმგებელ პირს.
20.სასამართლოს მითითებით, განსახილველ დავაში ვინაიდან კ-----------------ს გარდა ოჯახის საერთო საჭიროებისათვის აღებული ვალდებულებისა გააჩნდა ასევე სხვა პირადი ვალებიც, რომლის გადახდაც მოხდა სწორედ ნ----------–---–--ს მიერ ბინის გაყიდვის შედეგად დარჩენილი თანხიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ კ-----------------ს აღარ აქვს დარჩენილი თანხიდან წილის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებით ილახება მეორე მეუღლის ქონებრივი უფლებები, ვინაიდან მას უწევს არამარტო ვალების დაფარვა, არამედ დამატებით მეუღლისათვის თანხის გადახდაც.
21.ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ კ-----------------ს სარჩელი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები
22. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კ-----------------ს მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავისი სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
აპელანტის განმარტებით:
23.აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.3; 3.2.4; 3.2.5; 3.2.6 პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და თავის მხრივ განმარტავს:
24. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სს ვ-----------------------დან გამოტანილ სესხის თანხის დაფარვას ახორციელებდა ნ----------–---–--.
25.სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა, რომ ქ--------–--------–-------------------------------ში მდებარე ბინის შეძენა მოხდა მისი მშობლების ნაჩუქარი თანხით, რაც მოპასუხე მხარეს არასდროს გაუხდია სადავოდ.
23.სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და სესხის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნია მხოლოდ მოწმე თ------------ის ჩვენებით.
26.სასამართლო არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ნ----------–---–--მ ბინის რეალიზების შედეგად მიღებული თანხით დაფარა საერთო ვალები, ან კ-------------ს ვალები, ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება ნ--------------ს არ წარმოუდგენია.
27. სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ ქ--------–--------–-------------------------------ში მდებარე ბინა წარმოადგენდა მოსარჩელისა და მოპასუხე მხარის მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებას, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული 34 000 აშშ დოლარიდან მოსაჩელე მოითხოვდა მოპასუხის მიერ მიღებული ქონებრივი სარგებლის ნახევარს, რომელიც აღემატებოდა 24 000 დოლარს (საიდანაც ის ითხოვდა 12 000 დოლარს) იმის გათვალისწინებით, რომ ბანკის დარჩენილი დავალიანება 9315,73 დოლარის ოდენობით ნასყიდობიდან აღებული თანხიდან ნ----------–---–--ს მიერ გასტუმრებულ იქნა. (თუმცა ნ----------–---–--ს პოზიციაა, რომ იგი 10 000 დოლარს ანუ დამრგვალებულ ციფრს აკლებს ბინის ნასყიდობიდან აღებულ თანხას და ითხოვს დარჩენილი თანხის ანუ 34 000-10 000=24 000 დოლარის ½-ს ე.ი. 12 000 დოლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
28.სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს და თვლის, რომ კ-----------------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კ-----------------ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა:
29. კ-----------------მ სარჩელი თავდაპირველად აღძრა ნ----------–---–--ს და ჟ--–--------–--ის მიმართ და მოითხოვა სოლიდარულად მათზე 12000 აშშ დოლარის დაკისრება. სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი ჟ--–--------–--ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში უარი თქვა სარჩელზე.
30.კ----------------- და ნ----------–---–-- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1993 წლის 21 ოქტომბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: გ------------- და ა------------, რომლებიც სარჩელის აღძვრის დროისათვის და მანამდეც სრულწლოვნები იყვნენ. (მხარეთა განმარტებები)
31. კ-----------------მ და ნ----------–---–--მ თანაცხოვრების პერიოდში 2012 წლის 8 ოქტომბერს შპს ,,ც--------–-საგან“ შეიძინეს ქ.ბ------–--------–--------–-----------------------ში მდებარე უძრავი ქონება 27 747 აშშ დოლარად.
32.კ----------------- და ნ----------–---–-- დღემდე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა, 2015 წლიდან ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
33.2012 წლის 4 ოქტომბერს ჟ--–--------–--ესა და სს „ვ-----------------------ს“ შორის გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება, ამავე დღეს სს „ვ-----------------------სა“ და შპს „ც--------–-“ შორის გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჟ--–--------–--ის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „ც--------–-ს“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ----------------–--------–---------------------ში. 2012 წლის 08 ოქტომბერს კი შპს „ც--------–-ა“ და ჟ--–--------–--ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ჟ--–--------–--ემ შპს „ც--------–-საგან“ შეიძინა თავისი სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ---------–--------–--------–---------------------ში. უდავოდაა დადგენილი, რომ რეალური შემძენები აღნიშნული ბინისა იყვნენ ნ----------–---–-- და კ-----------------, დადგენილია ისიც, რომ ბინაში ფაქტობრივად ცხოვრობდნენ კ----------------- და ნ----------–---–-- შვილებთან ერთად. აღნიშნულ ბინაში ცხოვრებას განაგრძობდნენ სწორედ ისინი და არა ჟ--–--------–--ე.
დადგენილია, რომ ჟ--–--------–--ის სახელზე სს „ვ-----------------------დან“ გამოტანილი სესხის თანხის დაფარვას ახორციელებდა ნ----------–---–--.
34.2016 წლის 22 აპრილს ჟ--–--------–--ემ ნ----------–---–--სთან შეთანხმებით გაყიდა ქ--------–--------–-------------------------------ში მდებარე თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება და იგი მიყიდა მ---------------ს 34 000 აშშ დოლარად. დადგენილია, რომ ბინის ნასყიდობისაგან აღებული თანხით დაიფარა როგორც ძირი დავალიანება ბანკისა, ისე საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო, ხოლო დარჩენილი თანხა აიღო ნ----------–---–--მ.
მტკიცებულებათა არ არსებობის გამო პალატა დაუდასტურებლად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას,რომ ბინის გასხვისებისაგან აღებული თანხით ნ----------–---–--მ დაფარა კ-----------------ს რაიმე ვალი, ან ოჯახის საერთო ვალი, ასევე სრულიად დაუდასტურებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხა მოხმარდა ოჯახის რამენაირ საჭიროებას (შვილების სწავლას, გადასახადი, ბინის ქირა თბილისში და ა.შ.)
ერთადერთი გარემოება, რაც უდავოდ უნად მივიჩნიოთ არის ის, რომ ნ----------–---–--მ აღებული თანხიდან დაფარა და სრულად გაისტუმრა ბანკის ვ-----------------ს წინაშე არსებული დავალიანება 10 000 დოლარის ოდენობით.
სამართლებრივი დასაბუთება:
35.უკეთებს რა სამართლებრივ შეფასებას დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, პალატა განმარტავს შემდეგს:
36.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის მიხედვით, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
37.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზით არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. აღნიშნული ნორმის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარებულია ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთ მეუღლეს საპატიო მიზეზის გამო არა აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, უვლის შვილებს, ეწევა საოჯახის საქმიანობას. ამდენად, ამ ნორმის მიხედვით ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნებისათვის. ამ ნორმის მიზანია ოჯახის ინტერესების დაცვა, ამიტომ დავის არსებობის დროს ქორწინების რეგისტრაციის განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისია, რათა ეს ქონება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად.
38.სამოქალაქო კოდექსის 1160–ე მუხლი მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვისათვის აუცილებლად მიიჩნევს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამდენად, ამგვარი შეთანხმების არარსებობის პირობებში, ერთ–ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვა წარმოადგენს კანონის დარღვევით დადებულ გარიგებას და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სამოქალაქო კოდექსის 1160–ე მუხლი მეუღლეთა შეთანხმების არარსებობის პირობებში ერთ–ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვისას იცავს შემძენის ინტერესებს და ადგენს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ, ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლით დაცულია შემძენის ინტერესი იმ მეუღლის პრეტენზიისაგან, რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული არ იყო, თუმცა, მას, აღნიშნული უფლება გააჩნდა რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ქონების შეძენის საფუძვლით. ამგვარ სამართალურთიერთობაში, ნიშანდობლივია იმ საკითხის გარკვევა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლი იცავს ყველა შემძენს, მიუხედავად კეთილსინდისიერებისა, თუ მხოლოდ კეთილსინდისიერ შემძენს. მითითებული საკითხის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის განხილვა ამავე კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებთან ერთობლიობაში. სამოქალაქო კოდექსის 185–ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
39.პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრის მონაცემებით არც ერთი მეუღლე არ იყო რეგისტრირებული, თუმცა მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ქონება შეძენილი იქნა მათი თანხებით წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას და ჟ--–--------–--ის მიერ სს „ვ-----------------------დან“ გამოტანილი სესხის თანხის დაფარვასაც ახორციელებდნენ ნ----------–---–-- და კ-----------------.
40.ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების გაყიდვის და ჟ--–--------–--ის სახელზე გამოტანილი სესხის თანხების დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა 24 000 აშშ დოლარი მიიღო მხოლოდ ნ----------–---–--მ.
41.ვინაიდან, დადგენილია, რომ ქ--------–--------–-------------------------------ში მდებარე უძრავი ქონება კ-----------------სა და ნ----------–---–--ს თანასაკუთრებას წარმოადგენდა და არა ნ------–---–--ს ინდივიდუალურ საკუთრებას, სკ-ის 1160.3 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ქონების გაყიდვისა და ჟ--–--------–--ის სახელზე გამოტანილი სესხის თანხის დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხის 24 000 აშშ დოლარის ნახევრის (12 000 აშშ დოლარი) მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე - კ-----------------ს მოთხოვნა საფუძვლიანია, და უნდა დაკმაყოფილდეს.
42. რაც შეეხება მოპასუხე ნ----------–---–--ს განმარტებებს იმის თაობაზე, რომ მის მიერ ბინის გაყიდვის შემდეგ სრულად დაიფარა როგორც ოჯახში არსებული საერთო ვალები, ასევე დაიფარა კ-----------------ს ოჯახში ცხოვრების დროს მის მიერ დატოვებული ვალებიც და მისი წასვლის შემდეგ არსებული ვალდებულებებიც, მათ შორის, როგორც კერძო მევალეების თანხები, ასევე დაიფარა მათი შვილის ა------------ს სწავლის დარჩენილი გადასახადები - და თბილისში ცხოვრების ბინის ქირა, არანაირი მტკიცებულება, რომელიც ვარგისი იქნებოდა ამ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ნ--------------ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ მოდავე მხარეთა შვილები გ------------- და ა------------.
გ-------------ს ჩვენებით: ორივეს(დედას და მამას) ქონდა ვალები აღებული, მაგრამ უფრო მამის მიერ აღებული, რაც მოაგვარა დედამ დაახლოებით 2000-იდან 2500-მდე გადაიხადა ბინის გაყიდვის შემდეგ. მოწმეს არ დაუსახელებია (არც მხარეს თავად ნ----------–---–--ს), თუ სახელდობრ ვისი ვალები გადაიხადა ბინის ნასყიდობიდან აღებული თანხით.ნ----------–---–--მ, კ-----------------ს სახელდობრ რომელი მევალის ვალი გაისტუმრა და რა ოდენობისა იყო გასტუმრებული ვალი.
ა------------ს ჩვენებით: - 1 წლის ბინის ქირა თბილისში დედამ წინასწარ მისცა, მერე სწავლის საფასურიც გადაიხადა. ფაქტობრივ გარემოებას თუ რამდენი გადაიხადა დედამ ქირა, ან სწავლის საფასური-ნ----------–--–-- არ აღწერს. (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულადაც რომ მივიჩნიოთ, მაინც ვერ მოუტანს სამართლებრივ ხეირს ნ----------–---–--ს, გამომდინარე იქედან, რომ ა------------ ამ დროისათვის იყო სრულწლოვანი, და დამოუკიდებელი ადამიანი)
43.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით.
44.მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ ზემოაღნიშნულ გარემოებებს, სახელდობრ იმ გარემოებებს, რომ ბინის ნასყიდობიდან მიღებული თანხით მან გაისტუმრა ოჯახის ვალები და არა მხოლოდ ვითიბი ბანკის დარჩენილი ვალი-10 000 დოლარის ოდენობით.
45.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად - მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.
46.ამავე კოდექსის 1170-ე მუხლის თანახმად - ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით.
47.პალატა განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტაზე გავლენას ვერ იქონიებს მოპასუხის მიერ მითითებული შემდეგი გარემოებები: რომ ვინაიდან, ბინის გაყიდვის შემდეგ ნ----------–---–--ს და მის შვილებს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდათ, ხოლო ვალდებულებების დაფარვის შემდეგ საკმარისი თანხა აღარ დარჩათ, ამიტომ ნ----------–---–--მ დამატებით კიდევ ისესხა მისი მეგობრის თ------------ისაგან თანხა 5000 აშშ დოლარი, მას დაამატა ბინის გაყიდვიდან დარჩენილი თანხაც და 2016 წლის 27 აპრილს გააფორმა მ-------------სთან 12 000 აშშ დოლარზე ორი წლის ვადით სესხის, ბინით სარებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება და გადავიდა აღნიშნულ ბინაში საცხოვრებლად შვილებთან ერთად. შედგომში კი ზემოაღნიშნული ბინის დატოვებაც მოუხდათ და 2----–-–---–------------------- დადო ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ს-----–----------–--ეთან, რომლითაც სესხის თანხა განისაზღვრა 11000 აშშ დოლარით.
48.დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ კ----------------- და ნ----------–---–-- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და ჰყავთ ორი შვილი: გ------------- და ა------------, რომლებიც ამჟამად (და საქმის განხილვის დროსაც) სრულწლოვნები არიან.
49.მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ რომ 2015 წლიდან მოსარჩელე და მოპასუხე ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
50. პალატა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ----------–---–--ს მიერ კ-----------------ს ოჯახიდან წასვლის შემდეგ თ------------ისაგან, მ------------ისგან და ს-----–----------–--ისგან ნასესხები თანხები ნ----------–---–--ს პირად ვალს წარმოადგენს, რაც გამორიცხავს აღნიშნული თანხების კ-----------------სა და ნ----------–---–--ს საერთო ვალად ჩათვლას და აღნიშნულის გამო კ-----------------ს მოთხოვნის უარყოფას.
საპროცესო ხარჯები:
51.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, ნ----------–---–--ს კ-----------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. გამომდინარე აღნიშნულიდან მოპასუხეს უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1297 ლარი, მასვე უნდა დაეკისროს 969,20 ლარი პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ-----------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. კ-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. დაეკისროს მოპასუხე ნ----------–---–--ს მოსარჩელე კ-----------------ს სასარგებლოდ 12 000 აშშ დოლარი, მასვე დაეკისროს 2266 ლარი (969,20 +1297 ლარი) სახელმწიფო ბაჟის თანხა;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-5-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /თამარ სვანიძე/
მოსამართლეები: /სიმონ ჩხაიძე/
/ირმა პერანიძე/