განაჩენი

სისხლის სამართლის 10.06.2019
საქმის ნომერი
020100217700070003
ინსტანცია
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე საქმე №1/ბ-325-2018 წელი

№020100217700070003

g a n a C e n i

/saqarTvelos saxeliT

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მაკა გორგოძე

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – დ----- ს-------ს,ადვოკატების – შ--–-- ბ-----–---–ის, ნ-----–-- ქ-----–--ს,დაზარალებულის უფლებამონაცვლის – დ------–--- ნ------------ის,მსჯავრდებულის – მ------ ს---–-------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა მ------ ს---–-------ის ბრალდების №------- სისხლის სამართლის საქმე.

მ------ ს---–-------ე, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ცოლ-შვილიანი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ვ----------------------–-–-------ში, მსჯავრდებულია (დაუსწრებლად) ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენით, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 108-ე მუხლით, 151-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწი-ლებით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

საბრალდებო დასკვნით მ------ ს---–-------ეს ბრალი დაედო :

– ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახ-ვისა და ტარებისათვის (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით);

– სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის ამართლის კოდექსის151-ე მუხლით);

– განზრახ მკვლელობისათვის (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის ამართლის კოდექსის 108-ე მუხლით).

საბრალდებო დასკვნით, მ------ ს---–-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

მ------ ს---–-------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდე-გოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, ასევე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა AKM-ის სისტემის 7,62 მმ ყალიბის ვაზნები, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.

2006 წელს მ------ ს---–-------ემ ცოლად შეირთო ვ----------------------–-–-------ში მცხოვ-რები თ-- ნ------------ე. ქორწინების დღიდან, ოჯახურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქ-ტის გამო მ------ ს---–-------ე პერიოდულად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლის დედას - ჯ------ ნ------------ეს და ძმას - ზ---- ნ------------ეს.

2006 წლის 12 მარტს, დაახლოებით 14 საათზე, თ-- ნ------------ე მისი კუთვნილი ნივთების წასაღებად მივიდა მშობლების დ------–--- და ჯ------ ნ------------ეების სახლში, ხოლო მ------- ს---–-------ე მათთან გართულებული ურთიერთობის გამო, მეზობლად მცხოვრებ ა-–------ ნ------------ის ოჯახში დაელოდა. თ-- ნ------------ეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვი-და ძმასთან - ზ---- ნ------------ესათან, რაც ჭიშკართან გაგრძელდა. ზ---- ნ------------ემ ხე-ლი გაარტყა სახეში მის დას - თ-- ნ------------ეს. აღნიშნული შენიშნა ა-–----- ნ------------ის ეზოში მყოფმა მ------ ს---–-------ემ, რომელმაც ა-–----- ნ------------ის სახლიდან გამოიტანა საოჯახო დანა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაემართა ზ---- ნ------------ისაკენ, თან აგინებდა დედისა და ახლობლების მისამართით, თუმცა მისი მოქმედება აღკვეთა ა-–----- ნ------------ემ.

მეუღლისთვის ხელის გარტყმის გამო მ------ ს---–-------ემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და განიზრახა მისი ცოლისძმის - ზ---- ნ------------ის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყ-ვანისათვის იმავე დღეს, დაახლოებით 20:30 საათზე მ------ ს---–-------ე მის მიერ მართლ-საწინააღმდეგოდ შეძენილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა მისი მეუღლის თ-- ნ------------ის მშობლების სახლთან, სადაც ეზოში შენიშნა ზ---- ნ------------ე და განა-წყენების ნიადაგზე, შურუსძიების მოტივით, თანქონებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მას მიაყენა გულმკერდის ღრუს გამჭოლი დაზიანება, მარცხენა ფილტვის, გულის პერანგის, მარჯვენა წინაგულის, მარჯვენა ფილტვის დაზიანე-ბა, რასაც შედეგად მოჰყვა ზ---- ნ------------ის ადგილზე გარდაცვალება, ხოლო მ------ ს---–-------ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენით მ------ ს---–-------ე ცნო-ბილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 151-ე მუხლით და სასელის სახედ და ზომად შეე-ფარდა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილე-ბით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველ-ზე თითოეული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი შეიკრიბა და მ------ ს---–-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით, მ------ ს----–-------ეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხ-ლის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფ-ლების აღკვეთა 15(თხუთმეტი) წლის ვადით.

მ------ ს---–-------ე ვანის რაიონული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დაკავებული იქნა 2017 წლის 24 მაისს. მის მიერ განაჩენი გასაჩივრებული იქნა კანონით დადგენილ ვადა-ში. თავისი სააპელაციო საჩივრით მ------ ს---–-------ე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, მის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ მოსამართლემ განაჩენს საფუძვლად დაუდო, დ------–--- ნ------------ის, ჯ------ ნ------------ის, ა-–----- ნ------------ისა და ნ---- ნ------------ის ვარაუდზე დამყა-რებული ჩვენებები. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და ვერც მითითებული ფაქტის წყაროს მიუთითებენ. მას არანაირი საფუძველი არ ჰქონია მოეკლა ცოლის ძმა - ზ---- ნ------------ე მათ შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების გამო. მოსამართლე განა-ჩენში ბრალის მადასტურებელ მტკიცებულებებად მიუთითებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებზე, რაც, რა თქმა უნდა, ვერ ადას-ტურებს მის ბრალეულობას.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა დ----- ს-------მ, რომელიც თავისი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მ------ ს---–-------ესა და მისი ინტერესების დამცველს ადვოკატ შ--–-- ბ-----–----–ს, რომლებიც მხარს უჭერენ სააპელაციო საჩივარს მ------ ს---–-------ის გამართლების შესახებ და ითხოვენ მის დაკმაყოფილებას.

– დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დ------–--- ნ------------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ-----–-- ქ-----–--ს, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ დ----- ს--------ს, რომელიც გასაჩივრებულ გა-ნაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლე-ლად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკი-ცებულებები, მიაჩნია, რომ მ------ ს---–-------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკა-ტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრე-ბულ განაჩენში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილებები შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულის უფლებამონაცვლემ დ------–--- ნ------------ემ გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში აჩვენა, რომ აწ გარდაცვლილი ზ---- ნ------------ე იყო მისი შვილი. ზ----ს ჰქონდა გარკვეული ბიზნესი, კერძოდ ინტერნეტ-კაფე. იმის გამო, რომ არ გაამართლა სამეწარმეო საქმიანობამ, დაედო ვალები. დაკავებული ფართის მეპატრონემ ფართის დაცლა მოსთხოვა. საჭირო გახდა იქ არსებული ინვენტარის გამოტანა. ჩავიდა თბი-ლისში, რათა ნათესავის დახმარებით ნივთები გადაეტანა და სხვაგან დაებინავებინა. ამ დროს მოვიდა მ------ ს---–-------ე და შესთავაზა ნივთების მის (მ------ ს---–-------ის) მიერ დაკავებულ, ნათესავის მიერ ნათხოვარ ბინაში შეეტანათ. მართლაც გადაიტანეს და მ------ს ჩააბარეს მაგიდები, ვენტილატორები, სკამები და სხვა ნივთები, სულ 1000-1500 ლარის ღი-რებულების საქონელი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ნივთები მოიკითხა, აღარ დახ-ვდა. მ------ ს---–-------ემ ბინის მეპატრონეს დააბრალა. როცა ბინის მეპატრონესთან მოი-კითხეს, მან თქვა, რომ ნივთები მ------ ს---–-------ემ წაიღო. ამ ამბის გამო მის შვილს უსია-მოვნება ჰქონდა მ------სთან. სთხოვდა მ------ს ან აეხსნა ნივთები სად წაიღო, ან ეთქვა, რომ გაყიდა და პასუხსაც აღარ მოთხოვდა. ამის გამო ზ---- ერიდებოდა მ------ს, რადგან არ უნ-დოდა მასთან კონფლიქტი.

2006 წლის 12 მარტს, ოჯახში სტუმრად ჰყავდათ მეზობლი ბიჭები და ზ---- იყო ნასვამი. მათთან სახლში მოვიდა შვილი - თ-- ნ------------ე, თავისი კუთვნილი ნივთების წასაღე-ბად. ზ---- მას გამოელაპარაკა. ამის გაგონებაზე, გამოვარდა მ------ ს---–-------ე, რომელიც იქვე, მეზობლად იმყოფებოდა და დაიწყო ზ----სთვის შეურაცხყოფის მიყენება. იგი შეაკავა და არ გამოუშვა მეზობელმა – ა-–----- ნ------------ემ. ამის შემდეგ მ------მ დაანება თავი შეურაცხყოფის მიყენებას. მ------ ს---–-------ის ხელში დანა, ან რაიმე სხვა იარაღი არ დაუ-ნახავს (დ------–--- ნ------------ეს). 15-20 წუთის გასვლის შემდეგ მ------ ს---–-------ემ მოი-ყვანა მანქანა და ცოლ-შვილი წაიყვანა. წასვლისას მიაძახა, ზ---- უნდა მოკვდესო, ამაღამ ბავშვებს სახლში ნუ გააჩერებთო.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლემ დ------–--- ნ-------------ემ აჩვენა, რომ მსჯავრდებული მ------ ს---–-------ე არის მისი ქალიშვილის მეუღ-ლე, ხოლო გარდაცვლილი ზ---- ნ------------ე იყო მისი შვილი. შემთხვევის დღეს, დილით მის ქალ-ვაჟს შორის მოხდა შეკამათება, რა დროსაც მ------ ს---–-------ე იმყოფებოდა მათ წინ მდებარე ა-–----- ნ------------ის სახლში. მ------ ს---–-------ემ გაიგონა ზ----ს და თ--ს შორის კამათი და იწევდა ზ----სკენ, რა დროსაც მ------ ს----–------ემ და ზ---- ნ-------------ემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ზ----მ გზიდან დაუძახა მ------ს „შენ რა კაცი ხარო“, რაშიც ზ---- გულისხმობდა მისივე მეუღლეს და მ------ ს---–-------ეს შორის მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მ------მ, ზ----ს მეუღლეს ინტიმური ურთიერთობა შეთავაზა. დ------–--- ნ------------ის განმარტებით, მან შეძლო ზ----ს გაყვანა და დაწყნარება. იმ მო-მენტში, როცა მ------ ს---–------ე ზ----სკენ იწევდა, მას დანა ეჭირა თუ არა ხელში, ამის და-ნახვას ვერ შეძლებდა, ადილმდებარეობის გამო. მან მოწმე ა-–----- ნ------------ისგან იცის, რომ მ------ს დანა მან წაართვა ხელიდან. ზ----ს დამშვიდების შემდეგ, გარეთ გავიდა და დაინახა მ------ ს---–-------ეს მიყვანილი ყავდა ავტომანქანა, მასში ისხდნენ მისი ქალიშ-ვილი თ--, შვილიშვილი და თავად მ------, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაუძახა „ამ საღა-მოს ბავშვები გადამალე, ეგ უნდა მოკვდესო“. ამ ფრაზის გაგონების შემდეგ თავად წავიდა მ------ს სახლში, მაგრამ მან საუბარი არ ისურვა და დაიძინა. მხოლოდ მის ქალშვილს მოე-ფერა და დამშვიდებული დაბრუნდა სახლში, ვერ დაიჯერა, რომ მ------ ს---–-------ე ასეთ რამეს გაუკეთებდა. იმავე დღეს, უკვე შუადღის შემდეგ, ეზოში მუშაობდა. მისი მეუღლე და შვილი ზ---- კი, ცოტა მოშორებით იდგნენ. ხოლო მეორე მხარეს, იმყოფებოდა მ------ ს---–-------ე, მასთან ერთად იდგა ორი პიროვნება. მ------ ზ----ს ეძახდა „ქალოია, გამოდი გარეთო“, ზ----ც საპასუხოდ რაღაცას ეძახდა. ისევ ეცადა სიტუაციის განმუხტვას, წავიდა მ------სკენ, მაგრამ მისი ცუდი მხედველობისა და იქ მდებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობის გამო, ვერ შეძლო მ------ს დანახვა.

უკვე საღამო იყო, ტელევიზორს უყურებდა შვილთან ერთად. თვითონ ახლოს იჯდა ტე-ლევიზორთან, ხოლო მისი შვილი - ზ---- უკან, ტახტზე იყო, რა დროასაც ავტომატის ჯერის ხმა გაიგონა. იმ წამსვე გავიდა და სახლის კუთხეში მისი შვილი დაინახა, პირიდან სისხლი სდიოდა და იქვე სისხლის გუბე იყო. საშველად უხმო ყველას. იმ წამს მხოლოდ შვილის გა-დარჩენაზე ფიქრობდა და არავის დადევნებია. ზ---- როდის გავიდა სახლიდან, არ იცის. ავ-ტომატის ხმის გაგონებისას წამოხტა. უნდოდა, რომ შვილისთვის გაესწრო გარეთ.

მეორე თუ მესამე დღეს, რადგან მისი ქალიშვილი მათთან არ მისულა, გადაწყვიტა თავად მისულიყო და შეთანხმების თანახმად დახვდნენ ს------ ს---–-------ე, მ. ს---–-------ის დედ-მამა და თავად მისი ქალიშვილი. მისვლისას არცერთ მათგანს არ გამოუხატავს პრეტენზია, პირიქით ყველა მათგანი ეძახდა ეს რა ჩაიდინა მ------ ს---–-------ემო.

ზ----სა და მ------ს შორის თავიდან კარგი ურთიერთობა იყო, მაგრამ ზემოაღნიშნული ფაქ-ტის შემედეგ, ზ----სთვის მ------ არ გახდა სასურველი ადამიანი. ცდილობდა სიტუაცია განემუხტდა და სიძე-ცოლიძმას შორის ურთიერთობა არ დაძაბულიყო.

რაც შეეხება შემთხვევის დღეს და-ძმას შორის მომხდარ შელაპარაკებას, ამის მიზეზი იყო ფინანსური საკითხი, რაც მ------ს მიერ იყო გამოწვეული.

ლ-–- ს---–-------ეს იცნობს, იგი მისი სიძის ბიძაშვილია, ამ ფაქტამდე ლ-–- ს---–-------ეს ან მისი ოჯახის წევრთან ამ თემაზე საუბარი არ ჰქონია.

ზ---- ნ------------ეს ჰქონდა ფინანსური პრობლემა, კომპიუტერების თანხები უნდა გაეს-ტუმრებინა, რაზედაც შეთანხმება მოხდა და ეს თანხა უნდა გადახდილიყო გარკვეული პე-რიოდის შემდეგ. როცა ზ----ს სიკვდილი გაიგეს, თანხა აღარავის მოუთხოვია.

დ. ნ------------ის განმარტებით მ------ ს---–-------ესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხო-ლო მის მეუღლესა და მ------ს შორის ცუდი ურთიერთობა იყო.

(სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ჯ------ ი------ე- ნ------------ემ განმარტა, რომ 2006 წლის 12 მარტს, მისი შვილი - თ-- ნ------------ე მივიდა მათთან სახლში. სიძე - მ------ ს---–-------ე მათთან სახლში არ შესულა, იმყოფებოდა მეზო-ბელთან ა-–----- ნ------------ესთან. რა კამათი მოხდა მის შვილს - ზ----სა და მ------ ს---–--------ეს შორის, არ დაუნახავს. მას შემდეგ, რაც მ------ ს---–-------ემ მანქანით ცოლ-შვილი წაიყვანა, მოიძია შვილი - ზ---- ნ------------ე, რომელსაც შვილთან ერთად საწოლზე მიძინე-ბოდა.

რამდენიმე საათის შემდეგ, მისი ეზოს ბოლოს, იქ სადაც პროფესიულ-ტექნიკური სასწავ-ლებლის ეზოა, დაინახა მ------ ს---–-------ე, რომელიც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა. არ უნდოდა მის შვილს ზ----ს ეს გაეგონა, ამიტომ ჩუმად იყო, და იტანდა ამ შეურაცხყოფას. ზ----მ მაინც გაიგონა, გამოვიდა და ისიც შეურაცხყოფით პასუხობდა. გაბრაზებულმა (ჯ------- ი------ემ) უთხრა კიდეც მის შვილს, გამოეძახებინა პოლიცია, მაგრამ ზ----მ ეს არ გააკე-თა.

უკვე შეღამებული იყო, როცა საღამოს ვახშმობას აპირებდნენ და სამზარეულოში საქმიანობ-და. ზ----ც სახლში იყო. უეცრად გაიგონა გასროლის ხმა. წამებში გავარდა გარეთ და დაი-ნახა, რომ მისი შვილი სახლის წინ იყო დავარდნილი.

მას არ დაუნახავს, რომ მის შვილს მ------ ს--–-------ემ ესროლა, თუმცა ზ----ს სხვა არავინ მოკლავდა. კი ჰქონდა გარკვეული ვალები, მაგრამ ვალთან დაკავშირებით შეთანხმებულები იყვნენ, რომ წლის ბოლოს გაისტუმრებდნენ.

რაც შეეხება მეორე შვილს, თ--ს, მ------ ს---–-------ეს მეუღლეს, ამ შემთხვევის შემდეგ იგი არ უნახავს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ჯ------ ი------ე- ნ------------ემ განმარტა, რომ გარდაცვლილი ზ---- ს---–-------ე მისი შვილი იყო, ხოლო მ------ ს---–--------ე მისი სიძე. შემთხვევის დღეს, დილით მის შვილებს (ზ----სა და თ--ს) შორის სი-ტყვიერი კამათი მოხდა, რა დროსაც გარეთ გასულმა დაინახა, მისი სიძე მ------ ს---–-------ე მეზობლის აივნიდან ყვიროდა და ზ----სკენ მოდიოდა. მის შვილს – თ--ს მოუწოდა წასუ-ლიყვნენ, ხოლო მეუღლე დ------–--- ნ------------ე ეუბნებოდა, რომ სახლში შესულიყო. შუადღით მეზობელთან გადავიდა, რა დროსაც მ------ ს---–-------ე იდგა მდინარის მეორე მხარეს, მასთან ერთად ზურგით იდგა ორი პირი. მ------მ დაუძახა „რომ ამაღამ ძილი არ გიწერიათო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სახლში დაბრუნებულმა ნახა, რომ მისი შვილი მეორე სართულზე ბავშვებთან ერთად იწვა, ცოტა ხანში ზ----ც ეზოში ჩავიდა, თავა-დაც ეზოში იყო, მ------ იქვე იდგა და ზ----ს ეძახდა „რა ლაჩარი ყოფილხარ, გარეთ გამო-დიო“. ზ----ს თხოვნით მეუღლეს - დ------–---ს უთხრა, რომ მ------ ს---–-------ე იმ ადგი-ლდან გაეყვანა.

როცა გაიგო, მ------ ს---–-------ის მიერ დ------–--- ნ------------ისათვის ნათქვამი წინადა-დება „ამ საღამოს ბავშვები გაიყვანე სახლიდან, მ------ უნდა მოვკლაო“, რძალთან ნ----სთან ავიდა და უთხრა აღნიშნულის შესახებ, მაგრამ რძალმა დაამშვიდა, რომ მ------ ს---–-------ე „რა კაცის მკვლელიაო“. უკვე საღამო იყო, ვახშმის მომზადება დაიწყო, ჩაის ასხამდა, მისი შვილი ზ---- ტელევიზორის ოთახში იყო, რა დროსაც ავტომატის ხმა გაიგონა, მეუღლეს და-უყვირა - თუ რა ხდებოდა, რასაც უკვე ამ უკანასკნელის ყვირილი მოყვა და დაინახა მისი შვილი ეზოში ეგდო.

სიძესთან მ------ ს---–-------ესთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, რადგან ამ უკანასკნე-ლისა და მისი შვილის - თ--ს ქორწინების წინააღმდეგი იყო.

(სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ---- ნ------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ აწ გარდაცვლილი ზ---- ნ------------ე იყო მისი მეუღლე. ზ----ს მ------ ს---–-------ესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ხშირად იყვნენ ერთად. როდესაც ზ----ს ინტერნეტ-კაფეს დახურვა მოუხდა, ინვენტარი შეინახა მ------სთან. გარკვეული პერიოდის შემდეგ მ------სთან შენახული ნივთები გაქრა. ზ---- ეკითხებოდა მ------ს, თუ სად წაიღო ნივთები. შემთხვევის დღესაც, როსდესაც თ-- სახლში მოვიდა თავისი კუთვნილი ნივთების წასაღებად, საწორედ ამას ეკითხებოდა ზ---- თავის დას, თუ სად წაიღო მისმა მეუღლემ მასთან შენახული ნივთები. თუ მათ ჰქონდათ მოხმარებული თავს დაანებებდა, ხოლო თუ სხვას ჰქონდა წაღებული - პასუხს მოთხოვდა. ხმაურზე მეზობლის ა-–----- ნ------------ის ეზოდან მოისმა მ------ს ხმა. ის იწევდა ზ----სკენ და იგინებოდა. ა-–----- ნ------------ემ შეაჩერა და არ გაუშვა. შემდეგ მ------ ს---–-------ემ მოიყვანა მანქანა და წაიყვანა თავისი ცოლ-შვილი. საღამოს, უკვე შებინდებული იყო, როდესაც სახლის მეორე სართულზე მყოფმა გაიგონა გასროლის ხმა. ეტყობა ზ----მ დაინახა ფანჯრიდან, გავიდა და იმანაც მაშინვე ეს-როლა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ---- ნ------------ემ სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ

ზ---- ნ------------ე იყო მისი მეუღლე. მ------ ს---–-------ე კი მულის მეუღლე და მათთან კარგი ურთიერთიობა ჰქონდათ. შემთხვევის დღეს, დილით მის მეუღლეს და მულს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მის მეუღლეს ინტერნეტ კაფის ნივთები მიბარებული ჰქონდა მ------ ს---–-------ისათვის და აღნიშნულ ნივთებთან დაკავშირებით იკამათეს. მ.ს---–-------ემ მეზობლის სახლიდან დაინახა აღნიშნული ფაქტი და ზ----სკენ იწევდა, რა დროსაც ზ----მ და მ------მ ერთამანეთს ცუდი სიტყვები უთხრეს. თავიდან ეგონა, რომ ამის მიზეზი მ------სთვის მიბარებული ნივთები იყო, მაგრამ შემდეგ გააცნობიერა, რომ ზ----ს და მ------ს შორის უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, რის შესახებაც თავდაპირველ ჩვე-ნებაში არ უთქვამს, ძალინ ცუდად იყო და კარგად ვერ აცნობიერებდა მომხდარს, ასევე იყო ორსულად და თავს ცუდად გრძნობდა.

მოწმის განმარტებით, მისი მული თ-- ნ------------ე და მისი მეუღლე თავიდან მათ სახლში ცხოვრობდნენ. შემდეგ მის მეუღლეს რაღაც პრობლემები ჰქონდა, ბინაც გაყიდეს და შვილე-ბთან ერთად ბიძაშვილთან გადავიდა საცხოვრებლად. ზ---- ამ დროს მასთან არ იყო, ფინან-სურად დედამთილ-მამამთილი ეხმარებოდა. თანხასაც უგზავნიდნენ. ერთხელ მამამთილმა თანხა გამოუგზავნა სიძის მ------ ს---–-------ის ხელით, რის გამოც მ------მ დაურეკა და შეხვედრა თხოვა. შეხვედრისას სახლში დაპატიჟა ყავის დასალევად და სასაუბროდ. ყავის დალევისას მ------ ს---–-------ემ მას ინტიმური ურთიერთობა შესთავაზა, მაგრამ თავადვე შეჩერდა, რადგან წინააღმდეგობა გაუწია. აღნიშნულის შესახებ არავისთვის უთქვამს და არც მიანიჭებდა ასეთ მნიშვნელობას, რომ არა მომხდარი ტრაგედია. ტელეფონზე საუბარი გაი-გონა მისმა ბიძაშვილმა, რომელმაც დედას უამბო, ხოლო თავის მხრივ დედამ ზ----ს დედას მოუყვა აღნიშნული, რაც გაიგონა ზ---- ნ------------ემ და მათ შორის მოხდა კამათი. ზ---- გაუბრაზდა, თუ სხვისგან რატომ უნდა გაეგო ამ ფაქტის შესახებ.

შემთხვევის დღეს ძალიან ცუდად იყო. დილით როცა მეუღლეს ამშვიდებდა, პირზე ხელს აფარებდა, რომ რაიმე არ ეთქვა. ამ დროს მ------ ს---–-------ე წინა მეზობლის სახლის აივან-ზე იყო და იქედან გამორბოდა ზ----სკენ, შემდეგ როგორც ახსოვს გარეთაც გამოვიდა. შეე-შინდა, რომ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარიყო და ზ---- სახლში შეიყვა-ნეს. მ------ ს---–-------ემაც ცოლ-შვილი წაიყვანა. საღამოს, საძინებელ ოთახში მყოფმა ავ-ტომატის ხმა გაიგონა.

მის მეუღლეს, ზ---- ნ------------ეს ჰქონდა ვალები, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარებისთ-ვის ბინა გაყიდეს.

(სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა-–----- ნ------------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების მიხედვით (გამო-ქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში), იგი ცხოვრობს დ------–--- ნ------------ის მეზობლად. 2006 წლის 12 მარტს, იმყოფებოდა დ------–---თან სტუმრად. მისი იქ ყოფნის დროს მოვიდა დ------–---ის შვილი თ--. იმ მიზნით, რომ ოჯახის წევრებისთვის მიეცა ერ-თმანეთთან დალაპარაკების საშუალება, სახლში წავიდა. სახლში მისულს, მასთან დახვდა დ------–---ის სიძე - მ------ ს---–-------ე და დაიწყეს ერთმანეთში საუბარი. დ------–--- ნ-------------ის ეზოდან შემოესმათ ხმაური, ზ---- და თ-- კამათობდნენ. მ------მ ეს რომ გაიგო-ნა, წავიდა ზ----ს მიმართულებით და შეაგინა ზ----ს. მ------ დააწყნარა (ა-–----- ნ-------------ემ) და ჩაიყვანა ეზოში. ის ძალიან ანერვიულებული იყო. იძახდა, რომ ზ----ს არ შეარჩენდა მისი მეუღლის შეურაცხყოფას. მოულოდნელად სტაცა ხელი მაგიდაზე დადებულ პურის საჭრელ დანას და გარბოდა ზ----ს მიმართულებით. გააჩერა მ------ და გამოართვა დანა. ამის შემდეგ ის წავიდა. წასვლამდე დ------–---ს დაუძახა, რომ ბავშვები მოეშორებინა სახლიდან. სულერთია მაინც მოკლავდა ზ----ს. საღამოს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე გაიგონა გასროლის ხმა. მაშინვე გადავიდა დ------–--- ნ------------ის ეზოში. დ------–---ი და ჯ------ იძახდნენ, რომ მ------ ს---–-------ემ მოუკლათ შვილი.

(ს.ფ. 5-8)

სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ა-–----- ნ------------ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს დ------–--- ნ------------ის საცხოვრებელი სახლის წინ და ძალიან ახლო ურთი-ერთობა აქვთ ერთმანეთთან. შემთხვევის დღეს, კვირა დღე იყო, წირვის შემდეგ მ------ ს----–-------ე მასთან მივიდა, ხოლო ამ უკანასკნელის მეუღლე თ-- ნ------------ე მშობლების სახლში შევიდა. მ------ და ის სახლში საუბროდნენ, მაგრამ ცოტა ხანაში აივანზე გავიდნენ, რა დროსაც ხმაური გაიგონეს. მ------მ დაინახა, რომ ზ---- ნ------------ე და თ-- ნ-------------ე კამათობდნენ, რის გამოც გაბრაზდა და მისკენ იწევდა, მაგრამ დააწყნარა. ამის შემდეგ მ------ და თ-- ისევ დაბრუნდნენ მასთან, მ------ იძახდა, რომ „ამას ასე არ დატოვებდა“, რა დროსაც იქვე მაგიდაზე დადებულ დანას მოკიდა ხელი და გარეთ გავიდა. უკან გაჰყვა, უთხ-რა, თუ რას აკეთებდა და ისევ შეძლო მისი დაწყნარება, დანაც დაუბრუნა. ცოტა ხანში აივან-ზე მყოფმა მ------ ს---–-------ემ დაინახა ზ---- ნ------------ე, რომელსაც დაუძახა, რომ „მისულიყო და ესაუბრათ“, რაზედაც ზ---- ნ------------ემ უპასუხა, რომ „შენ რა კაცი ხარ, ჩემს ცოლს საყვარლობა შესთავაზეო“, რაზედაც მ------ ს---–-------ე გაგიჟდა ყვირილი და გინება დაიწყო, რის შემდეგაც მანქანის მოსაყვანად გავიდა, მეუღლე და ბავშვები მანქანაში ჩასვა და წასვლისას ეზოში მყოფ დ------–--- ნ------------ეს უთხრა რომ „ამაღამ ბავშვები სახლიდან გაიყვანე, ეგ უნდა მოვკლაო“. საღამოს სახლში იყო, როცა ავტომატის გასროლის ხმა გაიგონა და გარეთ გასულმა ნახა, ზ---- მის ეზოში მიწაზე ეგდო. ამის შემდეგ მ------ ს---–-------ე არ უნახავს.

(სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე თ-- ნ------------ის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, მ------ ს---–-------ე არის მისი მეუღლე, ხოლო ზ---- ნ------------ე იყო მისი ძმა. შემთხვევის დღეს, დილით მივიდა მშობლების სახლში, ხოლო მეუღლე და ბავშვები ჩავიდნენ მათი სახლის წინ მცხოვრები ა-–----- ნ------------ის სახლში, ვინაიდან მის მეუღლესა და დედას შორის იყო კონფლიქტური ურთიერთობა. სახლში ცოტა ხნით იყო, გამოაცილეს ძმამ და მამამ. ჭიშკართან მას და ზ----ს შორის მოხდა კამათი, ძმა რაღაც დაკარგულ ნივთებს თხოვ-და მის მეუღლეს, რის შესახებაც არაფერი იცოდა და უთხრა რომ იკითხავდა და გაიგებდა თუ სად იყო ეს ნივთები. მისმა ძმამ ხელი მოუქნია. კამათის ხმა გაიგონა მისმა მეუღლემ - მ------ ს---–-------ემ, რაზედაც გაბრაზდა. ქალს საქმეს ნუ ურჩევო, არ გაპატიებო. სხვა სიტყვები, გაშველების დროს, არ გაუგონია. მოგვიანებით სახლში წავიდნენ, შუადღით მამა დ------–--- ნ------------ე მივიდა მათთან, მ------ და მამა ერთ ოთხაში იყვნენ, მაგრამ ისაუბრეს თუ არა, არ იცის. ამის შემდეგ მ------ სახლიდან გავიდა, სამძიმარზე იყო გასული, მალევე დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ ისევ გარეთ გავიდა. როცა შებინდდა და მ------ სახლში არ მოვიდა, შეეშინდა რამე არ მომხდარიყო და მ------ს ძმასთან, ხ---- ს---–-------ესთან ერთად წავიდა მისი მშობლების სახლისკენ, რა დროსაც ბიძაშვილის მეუღლე მ------ ი--------ე შეხვდა და მან უთხრა, რომ სიმშვიდე იყო. უკან დაბრუნებისას კი ავტომატის გასროლის ხმა გაიგონა მისი მშობლების სახლის მხრიდან. მეუღლის სახლში დაბრუნდა, სადაც უკვე პოლიციის თანამ-შრომლები დახვდნენ და უთხრეს, მომხდარი ფაქტის შესახებ. ამის შემდეგ მისი მეუღლე მ------ ს---–-------ე სახლში არ დაბრუნებულა და არ უნახავს. ძებნა არ დაუწყია, რადგან პატარა შვილი ყავდა, ხოლო მეუღლის მშობლები მოხუცები იყვნენ და არ შეეძლოთ. მოგვია-ნებით, ჭორის დონეზე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ------ ს---–-------ემ ინტიმური ურთიერთობა შესთავაზა მის რძალს - ნ---- ნ------------ეს. მერე კონკრეტულად დასვა საკითხი მის მშობლებთან და რძალთან ნ----სთან, რომელსაც თავიდან არ უნდოდა, მისთვის ეთქვა აღნიშნული ფაქტის შესახებ.

შემთხვევის დღეს, მანქანაში ჯდებოდა, როცა გაიგონა, რომ მ------ ს---–-------ემ მამამისს დ------–---ს დაუძახა, რომ „ბავშვები გაიყვანე სახლიდანო“, სხვა არაფერი გაუგონია. იმავე საღამოს ჩატარდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც სავარძლიდან ამოიღეს ხუთი ცალი ვაზნა.

ლ-–- ს---–-------ეს იცნობს, მისი მეუღლის ბიძაშვილია. ამ ფაქტის შემდეგ ლ-–- ს---–--------ეს არ უთქვამს მისთვის, რომ მ------ ს---–-------ე შემთხვევის დროს ცენტრში მასთან ერთად იმყოფებოდა. ამ პერიოდში ლ-–- ხშირად ყოფილა მათთან სახლში.

(სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა---- მ----–--ის მიერ გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ვ----------------------–-–------ის ცენტრში, ზ------ ს---–-------ესათან ერთად. დაახლოებით 16 საათზე, მათ-თან მივიდა მ------ ს---–-------ე. გავიდნენე მდინარე ყუმურისკენ. მ------მ მდინარის მეორე მჯხარეს შენიშნა ზ---- ნ------------ე და ეძახდა გასულიყო მასთან შესახვედრად და თან აგი-ნებდა. გინება იყო ზ----ს მხრიდანაც, თუმცა იგი არ გამოსულა. შემდეგ წავიდნენ შ------ის პროფტექნიკუმის ეზოში. მ------ იქიდანაც აგინებდა ზ----ს. მ------ ს---–-------ე გამოიყვა-ნეს ეზოდან და წავიდა თვითონ და ზ------ი კი შ------ის ცენტრისკენ წავიდნენ და იქ დას-ცილდნენ ერთმანეთს.

(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)

მოწმე ა---- მ----–--ემ სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება და განმარ-ტა, რომ ცხოვრობს ვ----------------------–-–-------ში. შემთხვევის დღეს მ------ ს---–-------ე ნახა მეზობლის სამძიმარზე, მის შემდეგ იგი არ უნახავს. აღნიშნულ საქმეში გამოძიებას მისცა ჩვენება, რასაც არ ეთანხმება, გამომძიებელი წერდა ჩვენებას და მან მხოლოდ ხელი მოაწერა, დანარჩენი არაფერი იცის. სასამართლო სხდომაზეც დაიკითხა, მაგრამ ხელი მოა-წერინეს თუ არა, არ იცის.

ჩვენებაში მითითებული გარემოებები მას არ დაუწერია. ჩვენების ბოლოს მითითება, რომ „ჩვენება წავიკითხე, სწორია და ხელს აწერს“, მის მიერ არის დაწერილი და ხელმოწერები მას ეკუთვნის. ხელმოწერა ძალით გააკეთებინეს. აშინებდა ის პირი, ვინც დაკითხა. გამომ-ძიებელი ვინც ძალით მოაწერინა ხელი, თუ არ ცდება გვარად ჩ------–---–- იყო, სხვა იქ არავინ ყოფილა.

ვანის რაიონულ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას არ ადასტურებს და არ ეთანხმება. მოსა-მართლე ვინ იყო, არ ახსოვს. რაც სააპელაციო სასამართლოში განმარტა, ასეთივე პასუხები მისცა ვანის რაიონულ სასამართლოში ჩვენების მიცემისას.

გამოძიებაში აშინებდნენ „ჩადებით“. ჩვენება გამომძიებელმა დაწერა და ხელი მოაწერინეს ძალით.

მ------ ს---–-------ის ან ვინმეს მხრიდან რაიმე დაშინებას ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. დაკითხვის ოქმში გამომძიებელი მითითებულია მ------ე, მაგრამ იგი ჩ------–---–მა და-კითხა.

(სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).

მოწმე ზ------ ს---–-------ის მიერ გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამარ-თლოში მიცემული ჩვენების თანახმად 2006 წლის 12 მარტს სოფელ შ------ის ცენტრში იმყო-ფებოდა ა---- მ----–--ესთან ერთად. მათთან მოვიდა მ------ ს---–-------ე და შესთავაზა მათ წასულიყვნენ თ------ი ს---–-------ის დედის სამძიმარზე. ა---- დარჩა, თვითონ კი გაჰყვა მ------ს. 20 წუთში დაბრუნდნენ. ა---- ისევ შ------ის ცენტრში დახვდათ. ჩავიდნენ იქვე, პროფტექნიკუმის ეზოში. უნდოდათ ეზოს გვერდით ჩამავალ მდინარე ყუმურში თევზის დაჭერა. ვერ ითევზავეს, რადგან ბადე ვერ მოიძიეს. იქ ყოფნისას მ------ ს---–-------ემ შენიშნა ზ---- ნ------------ე, რომლის ეზო ესაზღვრება მდინარე ყუმურს. მ------მ დაუძახა, რომ გადმოსულიყო მასთან სასაუბროდ, თორემ სადაც ნახავდა, გაუსწორდებოდა. ხმაზე ეტყობოდა, რომ ისინი ერთმანეთში ნაჩხუბრები იყვნენ. მ------ აგინებდა და ემუქრებოდა ზ----ს და ისიც გინებით პასუხობდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ზ------ ს---–-------ემ სააპელაციო სასამართოში ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება და გან-მარტა, რომ ასეთი ჩვენება მას არ მიუცია. გამომძიებელი ტ----- დაემუქრა, რომ თუ ჩვენე-ბაზე ხელს არ მოუწერდა, ჩაუდებდა ნარკოტიკულ ნივთიერებას, ან რაიმე კანონსაწინა-აღმდეგო ნივთს და დაიჭერდა.

(სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმე გ------- მ------ემ განმარტა, რომ იგი 2006 წელს მუშაობდა შს იმერეთის სამხარეო სამმართველოში გამომ-ძიებლად. 2006 წლის 12 მარტს ზ---- ნ------------ის მკვლელობის საქმეზე დაიწყო გამოძი-ება, 23 მარტს აღნიშნული საქმე მას დაეწერა და როგორც გამომძიებელმა შეასრულა სხვა-დასხვა საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნულ საქმეზე, 12 მარტიდან 23 მარტამდე მას არა-ნაირი შეხება არ ჰქონია. მოცემულ საქმეზე მოწმე ა---- მ----–--ის დაკითხვა მან განახორ-ციელა, ქ. ქ-------–----------–---–-------------ში მდებარე იმერეთის მთავარ სამხარეო სამ-მართველოში. ჩვენება შესრულდა მისი ხელწერით, მოწმის კარნახით, ხოლო ბოლო წინადა-დება მოწმის მიერ იქნა შესრულებული. აღნიშნული მოწმის დაკითხვის აუცილებლაბა გა-მოიკვეთა გარდაცვლილი ზ---- ნ------------ის დედის დაკითხვის შემდეგ. ამ ქალბატონმა ჩვენებისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მ------ ს---–-------ის მხრიდან ზ----ს და მის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც მ------სთან ერთად ორი პი-რი იმყოფებოდა. შესაბამისად, დავალება მიეცა ვანის პოლიციის სამმართველოს დადგენი-ლიყო თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო აღნიშნული ორი პიროვნება. გარკვეული ხნის შემდეგ დადგინდა, რომ ეს იყო ა---- მ----–--ე. იგი გამოძახებული იქნა და მშვიდ გარემოში დაი-კითხა. დაადასტურა შემთხვევის დღეს, 16:00 საათისთვის ტექნიკური სასწავლებლის ტერი-ტორიაზე მ------ ს---–-------ესთან ერთად ყოფნა და მ------სა და ზ---- ნ------------ეს შო-რის სიტყვიერი დაპირისპირება. ასევე განმარტა, რომ მ------ ს---–-------ე ზ---- ნ-------------ეს ემუქრებოდა. აკ. მ----–--ის ჩვენებით, იქ ასევე იყო ზ------ ს---–-------ეც. ამის შემედეგ ვანის პოლიციას დაევალა ზ------ ს---–-------ის წარმოდგენა. იგი არ ცხადდებოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემედეგ გამოცხადდა და მანაც დაადასტურა იგივე, რაც ა---- მ----–--ემ. ა---- მ----–--ის დაკითხვის პროცესში რაიმე შენიშვნა ან რაიმე წინააღმდეგობა არ დაფიქ-სირებულა, თხრობით განმარტა ის თუ რა მოხდა.

2006 წლის 23 მარტის შემდეგ, აღნიშნულ სს საქმეს ვანის რაიონის პოლიციის განყოფილე-ბასთან არანაირი შემხებლოაბა არ ჰქონია გარდა იმისა, თუკი წერილობითი ფორმით, მოწ-მის გამოძახების დავალებას მისცემდა შესასრულებლად.

ა---- მ----–--ეს და ზ------ ს---–-------ეს რაიმე შიში რომ ჰქონოდათ, თვითონვე არ გა-მოცხადებოდნენ პოლიციაში, მათზე არანაირი ზეწოლა რა განხორციელებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენიშვნის გაკეთებას შესძლებდნენ დაკითხვის ოქმზე.

მ------ ს---–-------ის მიმართ ძებნის გამოცხადებამდე, აღნიშნულ საქმეზე სხვა რაიმე ვერ-სია არ განხილულა.

დაკითხვის ოქმები მის მიერ იქნა დაწერილი, გამომძიებელია და ასე გადაწყვიტა. ოქმებში ასახულია მათი მონათხრობი. მოწმეებს უარი რომ განეცხადებიათ თავიანთი ხელით ჩვენე-ბის დაწერაზე, აღნიშნულს მიუთითებდა დაკითხვის ოქმში.

ზ---- ნ------------ის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მან დაასრულა. არანაირ ინფორმაციას არ ფლობს იმის შესახებ, რომ ვანის რაიონულ სამმართველოში რომელიმე მოწმეზე, ზეწოლა განხორციელდა.

(სააპელაციო სასამარლოს სხდომის ოქმი)

ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმის მ--- ნ-----–--–----–ის განმარტებით, იგი 2010 წლამდე მუშაობდა ვანის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის თანამდებობაზე. მ------ ს---–-------ის ბრალდების სს საქმეზე სასამართლო სხდო-მის ოქმის წარმოება მოხდა მის მიერ. როგორც ახსოვს, საქმის განხილვა დასრულდა ერთ სხდომაზე, თვე და რიცხვი არ ახსოვს. ოქმში დეტალურად იქნა ასახული სხდომის ოქმის მიმდინარეობა. როგორც ახსოვს, აღნიშნულ საქმეზე დაიკითხნენ დაზარალებულის წარმო-მადგენელი, გარდაცვლილის მამა, დედა და მეუღლე და ასევე ორი მოწმე მ----–--ე და ს----–-------ე. მათი დაკითხვა მოხდა კანონით დადგენილი წესით. მათი მონათხრობი ასახული იქნა სხდომის ოქმში. როგორც ახსოვს, მათი ჩვენება შეეხება შემთხვევის დღეს მ------ ს---–--------ესთან ერთად მათი ყოფნისა და მ------ ს---–-------ესა და ზ---- ნ------------ეს შორის მომხდარ სიტყვიერი შეუარაცხყოფის მიყენების ფაქტს. მოწმეები სასამართლოს შენობაში იძულებით არ მოუყვანიათ. როცა შეამოწმა სხდომაზე გამოძახებული მოწმეების გამოცხა-დება, მოწმეები მარტო იყვნენ სასამართლოს შენობაში. ხოლო შენობამდე როგორ მივიდნენ, მისთვის ცნობილი არ არის. მოწმეების დაკითხვისას რაიმე შენიშვნა რომ გაკეთებულიყო მა-თი მხრიდან, ასახული იქნებოდა სასამართლო სხდომის ოქმში. მოცემულ საქმეზე ადვოკა-ტი იყო თ------ დ---–-–---–ი, მაგრამ რა პოზიცია ეჭირა და რა მოითხოვა, არ ახსოვს.

მართალია, აღნიშნული ფაქტის შემდეგ დიდი დრო არის გასული, მაგრამ ვინაიდან ფაქტი მომხდარი იყო მის სოფელში და შეეხებოდა მისთვის კარგად ნაცნობ ადამიანებს, უფრო დეტალურად ახსოვს აღნიშნული სასამართლო სხდომის შესახებ.

(სააპელაციო სასამართლოს სხდომს ოქმი)

ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმის ლ---- ლ---------------ის ჩვენების თანახმად, მ------ ს---–-------ეს არ იცნობს, დაზარალებულ მხარეს იც-ნობს. იგი 2006 წლის 12 მარტის მდგომარეობით მუშაობდა ვანის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. შემთხვევის დღეს ვ--–---- ა----–---–თან და ი----- ჩ-------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ვ----------------------–-–--------ში. ცენტრში შეაჩერეს მანქანა, რა დროსაც გაიგონა რაღაცის ხმა. თავიდან ვერ მიხვდა რი-სი ხმა იყო, მაგრამ როცა 50 მეტრის მოშორებით, კომპიუტერების ოთახთან, კიბიდან მისთ-ვის კარგად ნაცნობმა ლ-–- ს---–-------ემ დაიძახა, რომ გასროლის ხმა იყო, გაემართნენ იმ მიმართულებით, რაც ლ-–-მ მიუითითა. სხვა პირი იმ მომენტში იქ არ დაუნახავს. კივილის ხმაზე, მივიდნენ დ------–--- ნ------------ის საცხოვრებელ სახლთან, სადაც ეზოში ნახეს, რომ მოკლული იყო დ. ნ------------ის შვილი ზ---- ნ------------ე, რაზედაც ოჯახის წევრები იძახდნენ, რომ ზ---- მოკლა მისმა სიძემ მ------ ს---–-------ემ. ამის შემდეგ ჯგუფის უფროს-მა ი----- ჩ------–---–მა აცნობა ვანის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელობას, რომ-ლებიც 10-12 წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რა პერიოდშიც დაიცვეს შემთხვევის ადგილი.

პირადად არ უკითხავას, თუმცა დ------–--- ნ------------ე თავად იძახდა, რომ მისი შვილი მ------ ს---–-------ემ მოკლა. თავადვე დაინახა, ზ---- ნ------------ე ძირს როგორ ეგდო, ძა-ლიან ახლოს არ მისულა. მოგვიანებით, ხალხისგან გაიგო, რომ რამდენიმე ხნით ადრე მათ შორის კონფლიქტი იყო, ხოლო კონფლიქტის მიზეზი მისთვის ცნობილი არ არის.

ვ--–------ ა----–---–ი იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო ი----- ჩ------–---–- გარდაცვლი-ლია. შემთხვევის შემდეგ, არ გაუგია და არც სმენია იმის შესახებ, რომ მ------ ს---–-------ე კომპიუტერების ოთახში იმყოფებოდა გასროლის დროს.

(სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმემ ა-–---- ს---–--------ემ აჩვენა, რომ მ------ ს---–-------ეს იცნობს, ასევე იცნობს დაზარალებულის წარმომად-გენელს დ------–--- ნ------------ეს. 2006 წლის 12 მარტის მდგომარეობით მუშაობდა ვ----------------------–-–-------ში, გამგეობის შენობასთან არსებულ კომპიუტერების ოთახში, და-რაჯად. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სოფელს საჩუქრად გადაეცა კომპიუტერები, ინტერნეტის გამოყენების და შესწავლის მიზნით. ორი დარაჯი მუშაობდა, ის და ლ-–- ს----–-------ე. შემთხვევის დროს, ერთი კვირა არ იყო სამსახურში, რადგან ბებია ყავდა გარდაც-ვლილი და მხოლოდ ლ-–- ს---–-------ე მორიგეობდა. კომპიუტერების შესწავლას ახორ-ციელებდა ა-–---- გ--------ე. ხელფასსაც ა-–---- გ--------ისგან იღებდა ხელზე. ლ-–- ს---–--------ე ვიდრე სამსახურში წავიდოდა საღამოს საათებში, ექვსი-შვიდი საათიდან, მანამდე მის ოჯახში იყო ხოლმე, იმ დღეს მ------ ს---–-------ეც იმყოფებოდა მის ოჯახში პანაშვიდ-ზე. ზ---- ს---–-------ის მკვლელობის შესახებ მეორე დღეს გაიგო, მის ოჯახში ბებიის სამძი-მარზე მისული ხალხისგან. ასევე ხალხისგან გაიგო, რომ ზ---- ნ------------ის მკვლელობა მ------ ს---–-------ემ ჩაიდინა. ზუსტად როდის გარდაეცვალა ბებია, არ ახსოვს, მაგრამ ახ-სოვს, რომ ზ---- ს---–-------ის და მისი ბებიის დაკრძალვა ერთ დღეს იყო. ლ-–- ს---–--------ეს მისთვის არ უთქვამს, რომ შემთხვევის დროს, მ------ ს---–-------ე მასთან ერთად იმყოფებოდა.

(სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მოწმის სახით დაკითხული ლ-–- ს---–--------ის განმარტებით იგი არის მსჯავრდებულ მ------ ს---–-------ის ბიძაშვილი. შემთხვევის დღეს, 2006 წლის 12 მარტს, იმყოფებოდა სამსახურში. მუშაობდა სოფელ შ------ის ცენტრში, სადაც იყო დაწესებულება, არასამთვრობოს ჰქონა შემოტანილი კომპიუტერები და ინტერ-ნეტი იყო ჩართული. მ------ ს---–-------ე მასთან ერთად იყო, სმს-ებს წერდა კომპიუტერით, თავად გარეთ სიგარეტს ეწეოდა, როცა სროლის ხმა გაიგონა. როცა მიბრუნდა, მ------ ს---–--------ე გზაში შემოხვდა, უკვე გამოდიოდა და უთხრა, რომ სროლის ხმა იყო, შებრუნდა, კომპიუტერები გამორთო და შემდეგ მ------ ს---–-------ე არ უნახავს.

ვიდრე გასროლის ხმას გაიგონებდა, სიგარეტს როცა ეწეოდა, ასი მეტრის მოშორებით ხე-დავდა პოლიციის თანამშრომლებს, მაგრამ როცა გარეთ გავიდა, უკვე პოლიციის თანამ-შრომლები მანქანაში ჩამსხდარი იყვნენ და ვანის მიმართულებით წავიდნენ, ხოლო მ------ ს---–-------ე სად წავიდა, არ იცის. ათი წლის განმავლობაში სად იყო მ------, არ უცდია მოეძებნა. ამ ხნის განმავლობაში მისთვის ცნობილი იყო, რომ პოლიცია მ------ ს---–--------ეს ეძებდა. ოფიციალურად არავისთვის მიუმართავს და არ უთქვამს, რომ მ------ ს---–--------ე მასთან ერთად იყო შემთხვევის დროს. ვინაიდან მანამდე, შემთხვევიდან მეათე დღეს შეხვდა პოლიციის თანამშრომელს შ---- ტ-----ს, რომელსაც უთხრა ამის შესახებ, მან უპასუხა, რომ შენ გაჩერდიო, თორემ ტელეფონები ისმინება და ჭკვიანად იყავიო.

ბიძას - მ-–- ს---–-------ესაც უთხრა, რომ სროლის დროს მ------ მასთან იყო და არ ენერ-ვიულა. ვინაიდან 2006 წელს არეულობა იყო, არ ჩათვალა საჭიროდ აღნიშნულის შესახებ პოლიციაში განეცხადებინა.

აღიშნულ ოფისში მცველად მუშაობდა, კომპიუტერები შეტანილი იყო არასამთავრობო ორ-განიზაციის მიერ, საღამოს იწყებდა მუშაობას, როცა გამგეობა ასრულებდა მუშაობას. მისი უშუალო უფროსი არ ახსოვს, ხელფასს ხელზე უხდიდნენ, მასთან ერთად მუშაობდა ა-–---- ს---–-------ე და იმ დროს ბებია ყავდა გარდაცვლილი.

ადვოკატს მისი ინიციატივით მოუყვა ამ ფაქტის შესახებ, მანამდე იმიტომ არ გაუჩნდა სი-მართლის თქმის სურვილი, არავის მიუმართვას მისთვის და როცა გაიგო მ------ ს---–--------ის დაკავების შესახებ, მაშინ განაცხადა.

(სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

მსჯავრდებულმა მ------ ს---–-------ემ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მას ზ---- ნ------------ის მკვლელობა არ ჩაუდენია, იგი იყო მისი ცოლიძმა. როდესაც თ-- ნაფეტ-ვარიძესთან ქორწინება გადაწყვიტა, მივიდა მის მშობლებთან. მამა – დ------–--- ნ-------------ე თავიდანვე დადებითად განეწყო მის მიმართ, ხოლო დედა – ჯ------, მათი ქორწინების წინააღმდეგი აღმოჩნდა. ქორწინების შემდეგ მეუღლის ოჯახში არ დადიოდა, რადგან მეუღ-ლის დედას იგი არ მოსწონდა. სოფელში ცხოვრება გაუჭირდათ, რის გამოც, საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ, სადაც ცოლიძმის - ზ---- ნ------------ის სახლში ცხოვრობდა, ზ----ს ოჯახთან ერთად. ძალიან კარგად დახვდნენ და თბილად ექცეოდნენ. ზ---- ნაფეტვარძეს თბილისში ჰქონდა ინტერნეტ კაფე სხვა პირთან ერთად. არ იცის როგორ, მაგრამ ზ----ს ვა-ლები დაედო. ერთხელ ისეთ ფაქტსაც შეესწრო, ზ---- სახლში როცა დაბრუნდა, მოვალემ მი-აკითხა, ზ----ს მეუღლემ კარი გაუღო და მოვალე ყვირილით შევარდა სახლში, ზ----ს ეკამა-თებოდა და თანხის დაბრუნებას ითხოვდა. ასეთი რამდენიმე პირი იყო. ზ----ს ბინის ვალიც ჰქონდა, მანქანის და ერთი პირის სამარშრუტო ტაქსის ხაზის ვალიც ჰქონდა.

ვალების გამო, მის მეგობართან მ-–---- ქ--------–-–---–თან თავად გაყვა დასალაპარაკებ-ლად, რომ ვალის დაბრუნებისათვის ზ----სთვის დრო მიეცა. ახსოვს, რომ მ-–---- ქ---------––---–მა ზ----ს უთხრა „შენ ვალის გამო კი არა, უფრო ტყუილის გამო გცემეო“. ზ----ს მო-ვალეები ურეკავდნენ, სახლიდანაც კი იყო წასული. ერთხელ ერთი თვე დაიკარგა, არავინ იცოდა სად იყო და ყველა ეძებდა, მათ შორის დ------–---იც ეძებდა მის შვილს. მასაც (მ------- ს---–-------ეს) ჰკითხა (დ------–--- ნ------------ემ) „ხომ არ იცი, რამდენი კაცის ვალი აქვს ზ----სო“. ორ მოვალესთან დ------–---მა თავად მოაგვარა ვალის დაბრუნების საკითხი. ამ პერიოდში ინტერნეტ კაფეც არ მუშაობდა. მისმა მეწილემ ზ---- ნ------------ე ქურდობაში შენიშნა და ინტერნეტ კაფე დაიხურა. დ------–--- ნ------------ე ზ----სთან ერთად ჩავიდა თბილისში, რათა ინტერნეტ-კაფედან დარჩენილი ნივთები (მაგიდები და სკამები) გაეტანა, კომპიუტერები კი, ზ----ს მანამდე ჰქონდა გაყიდული. სიმამრი შეეცოდა და შესთავაზა, რომ ნივთები მასთან დაეწყო, სადაც იგი მეგობრის მიერ დროებით დატოვებულ სახლში ცხოვ-რობდა. რამდენემე ხნის შემდეგ, იგი სოფელში დაბრუნებას აპირებდა და სიმამრს უთხრა, რომ წაეღო დაწყობილი ნივთები, მაგრამ არ წაიღო, მერე მეუღლესაც უთხრა, მაგრამ არ მოხ-და მათი წაღება. თავად კი ოჯახთან ერთად სოფელში დაბრუნდა საცხოვრებლად.

შემთხვევის დღეს, დილით, ოჯახთან ერთად ეკლესიაში იყო. როცა იქედან ბრუნდებოდა, მეუღლემ უთხრა, რომ მშობლების სახლში შეივლიდა, რადგან მისი კუთვნილი ნივთი უნდა წამოეღო. უარი უთხრა, მაგრამ მეუღლე მაინც წავიდა მამის სახლში, ხოლო თავად კი სი-მამრის სახლის წინ მცხოვრები ა-–----- ნ------------ის ოჯახში შევიდა, სადაც საუბრობდა. როცა ხმაური შემოესმა, გარეთ გასულმა დაინახა ჭიშკართან იდგნენ მისი მეუღლე - თ-- მშობლებთან, ძმასთან და რძალთან ერთად. და-ძმა (თ-- და ზ----) კამათობდნენ, რა დროსაც ზ----მ რამდენჯერმე დაარტყა თ--ს და იგინებოდა. რა თქმა უნდა გაბრაზდა და ზ----სკენ იწეოდა, მაგრამ ოჯახში მყოფმა ა-–----- ნ------------ემ დაამშვიდა. ამის შემდეგ მანქანა მი-იყვანა ცოლ-შვილის სახლში წასაყვანად, რა დროსაც სიმამრს დ------–--- ნ------------ეს და-უძახა, რომ ბავშვები ა-–----- ნ------------ის სახლში მაინც გადაიყვანე, მამამისთან კარგს რას ისწავლიანო. სახლში როცა დაბრუნდა, წამოწვა, რა დროსაც სიმამრი ესტუმრა, მან დაუწყო ახსნა, რომ ზ---- ნასვამი იყო იმიტომ მოიქცა ცუდად და ა. შ.

საღამოს, მეზობლის სამძიმარზე მივიდა, რის შემდეგაც წავიდა კომპიუტერების ოთახში, სადაც მისი ბიძაშვილი ლ-–- ს---–-------ე დარაჯად მუშაობდა. უნდოდა რომ ინტერნეტის საშუალებით ვინმესთვის ფული ეთხოვა, რადგან მშობლები ცუდად ყავდა და წამლის ფუ-ლი ესაჭიროებოდა. სწორედ ამ დროს შემოესმა სროლის ხმა. გარეთ გასულს, ხმა საიდანაც შემოესმა, იქით წავიდა, მაგრამ მალევე კივილის ხმაც გაიგონა. შეეშინდა. თავიდან იფიქრა, რომ მისმა სიმამრმა და ცოლისძმამ გააგრძელეს ჩხუბი, მაგრამ მალევე გზაზე პოლიციის ციმციმა დაინახა, რომელიც მისი სახლის მიმართულებით მიდიოდა. თავადაც სახლისკენ წავიდა და მის ჭიშკართან მდგომი პოლიციის მანქანა შენიშნა. იმ პერიოდში ისეთი ვითა-რება იყო, შეეშინდა, მის სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა. ამიტომ მეზობელ ქალთან შევიდა, რომელიც თავის მხრივ მისი სახლიდან დაბრუნდა შინ და მის დანახვაზე უთხრა, „ეს რა ჩაი-დინე შვილოო“, ამ სიტყვის გაგონებისთანავე გაიქცა. გაიფიქრა, რომ თავისთვის ეშველა და რომ ყველაფერი მის გარეშე გაირკვეოდა. არ იცის მაშინ რამდენად სწორად მოიქცა, მაგრამ იცის, რომ ამით თავი გადაირჩინა. ზ---- ნ------------ის მეუღლის - ნ---- ნ------------ის განმარტება, თითქოსდა მას გარკვეული ურთიერთობა შესთავაზა, არის სიცრუე. რაც შეეხე-ბა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ვაზნებს, ოქმის თანახმად ვაზნები ამოღებული იქნა სავარძლიდან, სადაც საეკლესიო კუთხე არის მოწყობილი და სადაც ლო-ცულობდა. როგორ შეიძლება ადამიანი ყოველ დღე ლოცულობდეს და იმავე ადგილზე ვაზ-ნები ჰქონდეს შენახული?!

(სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2006 წლის 12 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თა-ნახმად დ------–--- ნ------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში . . . ნაპოვნი იქნა ავტომა-ტური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ექვსი მასრა, . . . სამი ცალი დაზიანებული და დეფორმირებული ტყვიის გულა, ამოღებული იქნა . . . გარდაცვლილ ზ---- ნ-------------ის მომწვანო-მოსერო ფერის ნაქსოვი სვიტერი და შავი ფერის ქურთუკი.

(ს.ფ. 3-4)

საქმეში არსებული, 2006 წლის 13 მარტის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ სოფელ შ--------ში მ------ ს---–-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა ხუთი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის აკმ-ის ტიპის გაუსროლელი მასრა.

(ს.ფ. 10-12)

საქმეში არსებული, 2007 წლის 18 აპრილის ექსპერტიზის №----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ექვსი ცალი 7,62 მმ ყალიბრის 1943 წლის მასრა გას-როლილია 7,62 მმ ყალიბის კალაშნიკოვის სისტემის ერთი და იგივე ავტომატიდან და იარაღის იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

ექსპერტიზაზე წარდგენილი 7,62 მმ ყალიბრის 1943 წლის ნიმუშის ვაზნის მგეზავი ორი ცალი ტყვია და ერთი ცალი ტყვიის გარსის ნაწილი გასროლილია 7,62 მმ ყალიბის კა-ლაშ- ნიკოვის სისტემის ავტომატიდან და იარაღის იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

(ს.ფ. 86-87)

საქმეში არსებული, 2007 წლის 18 აპრილის ექსპერტიზის №----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხუთი ცალი 7,62 მმ ყალიბრის 1943 წლის ნიმუშის ვაზ-ნები დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისია. მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალა-თა კატეგორიას და წარმოადგენენ საშტატო ვაზნებს დასკვნის საგამოკვლევო ნაწილში მი-თითებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის.

(ს.ფ. 89)

საქმეში არსებული, 2007 წლის 14 მარტის ექსპერტიზის №- დასკვნით დადგენილია, რომ აწ

გარდაცვლილი ზ---- ნ------------ის გვამზე აღინიშნება შემდეგი დაზიანებები:

1. ა)ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედებით, გულმკერდის ღრუს გამჭოლი დაზიანება – მარცხენა ფილტვის, გულის პერანგის, მარჯვენა წინაგულის, მარ-ჯვენა ფილტვის დაზიანებებით, შინაგანი სისხლდენით გულმკერდის ღრუში – აღნიშნული მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედებით, ხანდაზ-მულობით შეეფარდება დადგენილებაში მოცემულ თარიღს და მიეკუთვნება სიცოცხლი-სათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებას.

ბ) ნაჭდევები ცხვისრის არეში მარჯვენა მხარეს და გულმკერდის არეში მარჯვენა მხარეს, მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი ზედაპირის მქონე საგნის ზემოქმედებით, ხანდაზ-მულობით შეეფარდება დადგენილებაში მოცემულ თარიღს და ცალკე აღებული ეს ორი და-ზიანება ატარებს მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს.

2. ზ---- ნ------------ის გვამის ექსპერტიზის დროს ნანახი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და-ზიანებები ერთად აღებული და თითოეული ცალ-ცალკე არის სიცოცხლის დროინდელი.

3. ზ---- ნ------------ის სიკვდილის უშუალო მიზეზი არის მწვავე სისხლის ნაკლებობა, რაც გამოწვეულია შინაგანი სისხლდენით გულდმკერდის ღრუში, ხოლო აღნიშნული კი უშუ-ალოდ გამოწვეულია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გულმკერდის ღრუს გამჭოლი დაზიანებისაგან, შესაბამისად შინაგანი ორგანოების დაზიანებებით.

(ს.ფ. 70-79)

 

საქმეში არსებული, 2007 წლის 28 აპრილის ექსპერტიზის №----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მუქი ლურჯი ფერის ქურთუკის წინა მხარეს და მოყავისფრო მორუხო ფერის პულოვერის წინა მხარეს გულმკერდის არეში არსებულ და-ზიანებათა ჯგუფი მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთი ტყვიის ზემოქმედების შედეგად მარცხნიდან მარჯვნივ მიმართულებით და მათი ლოკალიზაცია შეესაბამება სასამართლო სამედიცინო დასკვნაში აღწერილ შემავალ დაზიანებას.

წარმოდგენილი ქურთუკის უკანა მხარეს არსებული დაზიანება ბეჭის არეში და წარმო-დგენილი პულოვერის უკანა მხარეს, ბეჭის არეში არსებული №2 დაზიანება მიყენებულია მათ წინა მხარეს არსებული დაზიანებების მიმყენებელი ტყვიის ზემოქმედების შედეგად, შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო დასკვნაში აღწერილ გამომავალ დაზიანებას.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქურთუკის მარცხანა მკლავზე არსებული და პულოვერის მარცხენა მკლავზე არსებული დაზიანებები შესაძლოა მიყენებული იყოს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბრჯენით გასროლილი ტყვიის ზემოქმედების შედეგად და მათი შესაბამისი დაზიანება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი არ არის.

(ს.ფ. 92-94)

 

საქმეში არსებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 21 იანვრის განაჩენის თანახმად მ------ ს---–-------ე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და შეფარდებული ჰქონდა 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 1998 წლის 4 ივნისიდან.

 

გააანალიზა რა ზემოთმოყვანილი, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასა-მართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მ------ ს---–-------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდებში შემდეგ გარე-მოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად - სა-სამართლო ვალდებულია მხარეებს შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები თავიანთი უფლე-ბებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.

 

შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თა-ნაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში. სააპელაციო სასამართლოში დაიკითხნენ როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მოწმეები.

 

– საქმეზე დაკითხული არც დაზარალებულის უფლებამონაცვლე და არც მოწმეები არ არიან დანაშაულის თვითმხილველნი. მათი ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ 2006 წლის 12 მარტს, დღის პირველ ნახევარში, და-ძმას, თ-- და ზ---- ნ------------ეებს შორის მომხდარი კამათის გამო გაბრაზებულმა თ-- ნ------------ის ქმარმა, მ------ ს---–-------ემ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (აგინა) ზ---- ნ------------ეს, წამოავლო ა-–----- ნ-------------ის სახლში არსებულ სამზარეულოს დანას ხელი (ა-–----- ნ------------ის ჩვენების მიხედ-ვით) და მუქარითა და გინებით, რომ ამას არ შეარჩენდა ცდილობდა ზ----სკენ გაქცევას. თუმცა შემდეგ დაემორჩილა ა-–----- ნ------------ეს, დაუბრუნა დანა და თავისი ცოლ-შვილი წაიყვანა მისი სახლიდან. წასვლისას კი კვლავ დაემუქრა ზ---- ნ------------ეს სიტყვებით – ზ---- უნდა მოვკლაო.

 

მოწმე ჯ------ ი------ე-ნ------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იმავე დღეს, შუადღის საათებში, მათი ეზოს მოსაზღვრედ ჩამავალი მდინარის ხიდზე მდგარი მ------ ს---–-------ე უხმობდა ზ---- ნ------------ეს გასულიყო და დალაპარაკებოდა, თორემ სადაც შეხვდებოდა, გაუსწორდებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო ზემოაღნიშნულ ჩვენებებზე დაყრდნობით აკეთებს დას-კვნას, რომ ზ---- ნ------------ის მკვლელობა სწორედ მ------ ს---–-------ემ განახორციელა.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის მხოლოდ ვარაუდის შესაძლებლობას და არ არის საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობი-სათვის. ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, მტკიცებულებების შეფასე-ბის დროს წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებ-ლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის რედაქცია) მე-10 მუხ-ლის მე-3 ნაწილის შესაბამისად - დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუ-ხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად - ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარ-გებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაა, რომ განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარე-ბა სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად...

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის იპე-რატიული მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამ-ტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარი მტკიცებულებების ერთობ-ლიობა რომლებიც დაადასტურებდა მ------ ს---–-------ის მიერ ზ---- ნ------------ის გან-ზრახ მკვლელობას.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულისა და მოწმეთა სავარაუდო ჩვენე-ბები, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, რის გამოც მ------ ს---–-------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში.

 

გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა მ------ ს---–-------ეს მსჯავრად შეერაცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა და ტარება.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული არ ყოფილა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დ------–--- ნ-------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ნაპოვნი იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი-დან გასროლილი ექვსი მასრა, სამი ცალი დაზიანებული და დეფორმირებული ტყვიის გუ-ლა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ------ ს---–-------ის მიერ ზ---- ნ------------ის განზრახ მკვლელობის ჩადენა, ამასთან მ------ ს---–-------ის საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკისას ამოღებული იქნა მხოლოდ საბრძოლო მასალა – 5 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის აკმ-ის ტიპის გაუსროლელი მასრა, მ------ ს---–-------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გა-მართლდეს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ნაწილში და მსჯავრად უნდა შეერაცხოს მხოლოდ საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვა.

 

მ------ ს---–-------ის მიერ საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვა დასტურდება საქმეში არ-სებული შემდეგი მტკიცებულებებით:

მ-----– ს---–-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, რომლის თანახმად ჩხრე-კისას ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის აკმ-ის ტიპის 5 ცალი გაუს-როლელი მასრა.

2007 წლის 18 აპრილის ექსპერტიზის №----- დასკვნით, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი ხუთი ცალი 7,62 მმ ყალიბრის 1943 წლის ნიმუშის ვაზნა დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისია. მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას და წარმო-ადგენენ საშტატო ვაზნებს დასკვნის საგამოკვლევო ნაწილში მითითებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხროვნას იმის თაობაზე, რომ დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნეს ცნობილი 2006 წლის 13 მარტის დად-გენილება გადაუდებელ შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ, 2006 წლის 13 მარტის ჩხრეკის ოქმი, 2006 წლის 13 მარტის შუამდგომლობა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება –ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ და 2006 წლის 14 მარტის ვანის რაიონული სასა-მართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის დადგენილება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ.

 

საქმეში არსებული ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2006 წლის 13 მარტს ჩატარებული იქ-ნა საგამოძიებო მოქმედება – ჩხარეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლ-სასროლი იარაღის 5 ცალი გაუსროლელი მასრა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების კანო-ნიერების შემოწმების თაობაზე გამომძიებელმა შუამდგომლობით მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს.

 

ვანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 მარტის დადგენილებით საგამოძიებო მოქმე-დება – ვ----------------------–-–-------ში მცხოვრები მ-----– ს---–-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომლის დროსაც ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 5 ცალი გაუსროლელი ვაზნა და რომელიც ჩატარდა 2006 წლის 13 მარტს 00:40 საათზე, გადაუ-დებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ გამომძიებლის დადგე-ნილების საფუძველზე, ცნობილი იქნა კანონიერად.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქედებები ჩატარდა საპრო-ცესო ნორმებით დადგენილი წესით და ადგილი არ ჰქონია ისეთ დარღვევას, რასაც შეიძ-ლება მათი დაუშვებლად ცნობა გამოეწვია.

 

შესაბამისად, მ------ ს---–-------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი რედაქ-ცია), საბრძოლო მასალის შეძენისა და შენახვისათვის და სასჯელიც უნდა დაენიშნოს მატე-რიალური ნორმის სანქციის ფარგლებში.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით გათვალისწინებულ დანაშაულს – მუქარას, პალატას დადასტურებულად მიაჩნია შემ-დეგი მტკიცებულებებით:

– მოწმე ა-–----- ნ------------ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ და-ძმის – თ-- და ზ---- ნ------------ეების კამათის გამო გაბრაზებული მ------ ს---–-------ე, რომელიც მის სახლში იმყოფებოდა, დანით ხელში იწევდა ზ---- ნ------------ისაკენ მუქარითა და გინებით, თან იძახდა ამას ასე არ დავტოვებო. სიტუაცია განმუხტა თავად (ა-–----- ნ------------ემ), რომელ-მაც დანა გამოართვა ხელიდან მ------ ს---–-------ეს.

– დანა მ------ ს---–-------ის ხელში არ დაუნახავს დ------–--- ნ-------------ეს, თუმცა თავის ჩვენებაში მანაც დაადასტურა, რომ მ------ გინებითა და მუქარით იწევდა ზ---- ნ-------------ისაკენ. წასვლისას კი იძახდა ბავშვები გაიყვანეთ სახლიდან, ზ---- უნდა მოკვდესო.

 

მ------ ს---–-------ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად შეფარ-დებული აქვს თავისულების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

თუმცა, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მ------ ს----–-------ეს ჩადენილი აქვს 2006 წლის 12 მარტს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქ-ცია სასჯელის სახედ არ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას. 2006 წლის 28 აპრი-ლის საქართველოს კანონით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლში შევიდა ცვლილება, კერძოდ მუხლის სანქციას, სხვა სასჯელებთან ერთად დაემატა სასჯელის ახალი სახე – თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევიდა 2006 წლის 31 მაისიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კორდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად ქმედების დანა-შაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.

იმავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს.

 

შესაბმისად, მ------ ს---–-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხ-ლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

 

მ------ ს---–-------ისათვის სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო სასამართლო ითვალისწი-ნებს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ მ. ს---–-------ე არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ თანამშრომლობს გამოძიე-ბასთან, დანაშაული ჩაიდინა ნასამართლობის მქონემ (მსჯავრდებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 21 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და შეფარდებული ჰქონდა 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 1998 წლის 4 ივნისიდან. გათავისუფლდა შეწყალებით 2000 წლის 3 დეკემბერს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მას ნასამართ-ლობის გაქარწყლების ვადა გასული არ ჰქონია). სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯე-ლის მიზანს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნა-შავის რესოციალიზაციას და მიაჩნია, რომ მ------ ს---–-------ეს საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა – სსკ-ის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკე-ვეთა 03 (სამი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების (ძველი რედაქცია) შესაბამისად, მ------ ს---–-------ეს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით.

 

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

d a a d g i n a :

 

მ------ ს---–-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება, ხოლო ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 მაისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

 

მ------ ს---–-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში.

 

მ------ ს---–-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების ნა-წილში.

 

მ------ ს---–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბმისად შეუმცირდეს 1/4-ით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.

 

მ------ ს---–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 151-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და საბოლოოდ, მ------ ს---–-------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვაროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ------ ს---–-------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების დღიდან – 2017 წლის 24 მაისიდან.

 

ნივთმტკიცება – გარდაცვლილ ზ---- ნ------------ის ტანსაცმელი: მწვანე ფერის ნაქსოვი სვიტერი და შავი ფერის ქურთუკი დაუბრუნდეს დაზარალებულს, ხოლო სამი ცალი და-ზიანებული და დეფორმირებული ტყვიის გულა და სამი ცალი 7,62 მმ ყალიბის ვაზნა გადაეგზავნოს შს სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და შეიარაღების გან-ყოფილებას შემდგომი რეაგირებისათვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

თავმჯდომარე: marine imerliSvili

 

მოსამართლეები: vera doliZe

 

maka gorgoZe