განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
020100118002264774
ინსტანცია
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002264774

საქმე №1/ბ-415-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ მ------ ქ------ის

ადვოკატის _ გ---- ძ-------ის

მსჯავრდებულის _ ე---- გ---------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ე---- გ---------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---- ძ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ე---- გ---------ას მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------------–----------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის გ--–--------------------–------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ-----------–--------–--------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 25;180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და 25; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენით:

 

ე---- გ---------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;362-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ე---- გ---------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ე---- გ---------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2017 წლის 03 დეკემბრიდან.

 

ე---- გ---------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა .

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: გ--- ხ-------------სგან ამოღებული ხელწერის და ხელმოწერის ნიმუშები, განვადების განაცხადი, საკრედიტო ხელშეკრულება (ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები), საკრედიტო ხელშეკრულება (სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია საკრედიტო ხელშეკრულების დანართი №2, კრედიტის საპროცენტო განაკვეთი), საკრედიტო ხელშეკრულება (საკრედიტო ხელშეკრულება №-------), გადახდის გრაფიკი, ფიზიკური პირების იდენტიფიკაციის ფორმა და თანხმობა მონაცემების გადამოწმებაზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დაუბრუნდეს ს--------------–--------ს“ (-------–--------------------------), ხოლო გ--- ხ-------------ს გამოსახულების ნიმუში 1 ცალ CD დისკზე, ს----------–---------დან შემოსულ განცხადებაზე დართული ერთი ცალი CD დისკი და მაღაზია „--–-------–------------იდან” გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი СD დისკის სახით, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად შენახვის ვადით.

 

იმავე განაჩენით მსჯავრდებული იქნა გ--- ხ-------------.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე---- გ---------ამ ჩაიდინა თაღლითობაში დახმარება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში დახმარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, ყაჩაღობისათვის ნასამართლევმა ე---- გ---------ამ წინასწარი დაგეგმვით მისი ნაცნობისგან მოიპოვა გარდაცვლილი პიროვნების _ ჯ----– მ-------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რომელზეც დააკრა გ--- ხ-------------ს ფოტოსურათი და გადასცა მას იმ მიზნით, რომ გ--- ხ-------------ს დახმარებოდა თაღლითურად, საბანკო დაწესებულების შეცდომაში შეყვანის გზით, დაუფლებოდა ფულად თანხას, რის საფუძველზეც გ--- ხ-------------მ 2017 წლის 13 აგვისტოს, ჯ----– მ-------ს სახელით, „-----------–---------ს“ თანამშრომლის შეცდომაში შეყვანის გზით, ს---------------–------------- საკრედიტო ხელშეკრულებაზე ჯ----– მ-------ს სახელით მოაწერა ხელი და არასწორი მონაცემებით გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რითაც ს--------------–--------ს” მიადგა 1500 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ე---- გ---------ამ წინასწარი დაგეგმვით მისი ნაცნობისგან მოიპოვა გარდაცვლილი პიროვნების _ ჯ----– მ-------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რომელზეც დააკრა გ--- ხ-------------ს ფოტოსურათი და გადასცა მას იმ მიზნით, რომ გ--- ხ-------------ს დახმარებოდა დაემზადებინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რის საფუძველზე გ--- ხ------------- 2017 წლის 13 აგვისტოს მივიდა ქ-----------–--------–-–---–------------–- მდებარე მაღაზია „--–------–------------ში”, სადაც ს--------------–----------ს” თანამშრომელთან ჯ----– მ-------ს სახელით შეავსო განაცხადი განვადების თაობაზე, საბანკო დაწესებულების თანამშრომელს წარუდგინა ე---- გ---------ას მიერ მისთვის გადაცემული გარდაცვლილი პიროვნების _ ჯ----– მ-------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რომელზეც დაკრული იყო მისი ფოტოსურათი და ჯ----– მ-------ს პირადობის მონაცემებით ს--------------–--------თან” გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ე---- გ---------ა დაეხმარა გ--- ხ-------------ს დაემზადებინა არასწორი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი, რის საფუძველზეც ს--------------–--------ს” მიადგა 1500 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე---- გ---------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---- ძ-------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება ე---- გ---------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის ნაწილში, ბრალდების ამ ნაწილში მისი გამართლება და ე---- გ---------ასთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე---- გ---------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ ნაწილში მისი ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ბრალდებულ გ--- ხ-------------ს ჩვენება, რომელსაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება არასაპატიმრო სასჯელზე და აშკარაა, რომ მან პატიმრობის თავიდან აცილების მიზნით მისცა ბრალდების მხარისათვის სასურველი ჩვენება. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. ე---- გ---------ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენისათვის დადგენილ უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ იგი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უკანონოდ ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. რაც შეეხება ე---- გ---------ასთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს, აღნიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---- ძ-------ემ ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ე---- გ---------ას უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ე---- გ---------ა. საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას კი ამ უკანასკნელმა ითხოვა მისთვის დანიშნული სასჯელის _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთის შემსუბუქება.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ ქ------ემ ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე---- გ---------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ ყოვლისა, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იგი მსჯელობს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და არ აფასებს გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებას ე---- გ---------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში, ვინაიდან, ასეთი მოთხოვნით მხარეებს სააპელაციო სასამართლოსთვის არ მოუმართავთ.

 

რაც შეეხება ე---- გ---------ას მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ამ ნაწილში მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული ე---- გ---------ას მიერ თაღლითობაში დახმარების ჩადენის ფაქტი, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--- ხ-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 აგვისტოს მასთან სახლში მივიდა მეზობლის ბიძაშვილი ლ---- მ-------–--, რომელმაც თხოვა სხვისი სახელით სესხის აღებასა და ნივთის განვადებით გამოტანაში დახმარება. ის დათანხმდა აღნიშნულზე, რის შემდეგაც წავიდნენ ქ.ზუგდიდში, სადაც ლ---- მ-------–--მ გააცნო ე---- გ---------ა. იმავე დღეს ერთ-ერთ ჯიხურში გადაუღეს ფოტოსურათი, რომელიც გადასცა ე---- გ---------ას. რამდენიმე წუთში მან მოუტანა ჯ----– მ-------ს სახელზე დამზადებული პირადობის მოწმობა, რომელზეც მისი ფოტოსურათი იყო დაკრული. ე---- გ---------ამ იგი წაიყვანა მაღაზია „------------ში“, სადაც დაელაპარაკა კონსულტანტს და შემდეგ სესხის გასაფორმებლად წავიდნენ მაღაზია „--–------–------------ში“ ბანკის წარმომადგენელთან, მაგრამ ე---- გ---------ამ თქვა, რომ იქ ნაცნობები ჰყავდა, რის გამოც შიგნით შესვლა არ უნდოდა და გარეთ დაელოდებოდა. გ--- ხ-------------ს განმარტებით, მან ბანკის წარმომადგენელს მიაწოდა ჯ----– მ-------ს სახელზე დამზადებული პირადობის მოწმობა. ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მასზე გაეცა სესხი 1500 ლარის ოდენობით, მაგრამ ნივთების შესაძენად კიდევ იყო საჭირო თანხის დამატება. ამის გამო გავიდა მაღაზიიდან და ე---- გ---------ას ჰკითხა დათანხმებოდა თუ არა აღნიშნულ პირობებზე, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ დაბრუნდა მაღაზიაში, სადაც ბანკის წარმომადგენელმა გადაუღო ფოტოსურათი და გაუფორმა 1500 ლარის ოდენობით სესხის გაცემის შესახებ დოკუმენტები, რომლებზეც მან მოაწერა ხელი გარდაცვლილი ჯ----– მ-------ს სახელით.

 

დაზარალებულის წარმომადგენელის _ თ------ გ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ს--------------–--------ის“ რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე. ს--------------–--------ს“ სხვადასხვა მაღაზიებში ჰყავს წარმომადგენლები გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციებზე, რომლებიც იღებენ მოქალაქეთა განცხადებებს საქონლის განვადებით შეძენის თაობაზე და ბანკის თანხმობის შემთხვევაში, მათთან აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებებს. ქ-----------–--------–-–---–------------–- მდებარე „--–------–------------ის“ მაღაზიაში 2017 წლის აგვისტოს თვეში ამ პოზიციაზე მუშაობდა ს--–---- ქ-----–--. 2017 წლის 13 აგვისტოს მან მიიღო ჯ----– მ-------ს განაცხადი განვადებით 2560 ლარის ღირებულების საქონლის შეძენის შესახებ, რომლის საფუძველზეც ს--------------–--------მა“ მიიღო გადაწყვეტილება ჯ----– მ-------ზე გაეცა 1500 ლარის ოდენობის სესხი, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა სესხის მიმღებს. ამის შემდეგ მომხმარებელმა ჯ----– მ-------ს სახელით ბანკთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება და მასზე გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით, რომლის ყოველთვიური გადასახდელი შეადგენდა 127 ლარს. სესხის გაცემამდე ბანკმა მსესხებელს გადაუღო ფოტოსურათი და მოახდინა მის მიერ წარმოდგენილი პირადობის მოწმობის სკანირება. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მაღაზიიდან გატანილი იქნა 2560 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთები. 2017 წლის სექტემბრის თვეში მომხმარებელმა არ შეიტანა სესხზე მიმდინარე გადასახადი, რის გამოც ბანკის წარმომადგენელი დაუკავშირდა ჯ----– მ-------ს ქალიშვილს და სიძეს, რომლებმაც განუმარტეს, რომ ჯ----– მ------- გარდაცვლილი იყო 2016 წლის ივლისის თვეში და მისი პირადობის მოწმობა ჰქონდა ე---- გ---------ას. „-----------–---------ა“ ამოიღო ჯ----– მ-------ს ფოტო და შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ იგი განსხვავდებოდა ხელშეკრულების გაფორმების დროს სკანირებულ პირადობის მოწმობაზე არსებული და მსესხებლისათვის გადაღებული ფოტოებისაგან. აქედან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ საქმე ეხებოდა თაღლითობას, რის გამოც მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს. თ------ გ--------ს განმარტებით, ვინაიდან, ჯ----– მ-------ს მონაცემებით გატანილი სესხის დაფარვა ვერ ხდებოდა, „-----------–---------ა“ საკუთარი სახსრებით აანაზღაურა მისი სასესხო დავალიანება 1500 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც „-----------–--------ს“ მიადგა ამავე ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც დღემდე არ არის ანაზღაურებული.

 

მოწმე ს--–---- ქ-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წელს იგი მუშაობდა ქ.ზუგდიდში მდებარე ს--------------–--------ის“ გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე და ემსახურებოდა საქონლის გამყიდველ პირად დაფიქსირებულ ი------–-----------------------ს, რომელსაც ქ.ზუგდიდში, თ------–---–--------–- გააჩნდა საყოფაცხოვრებო მაღაზია „------------“. 2017 წლის 13 აგვისტოს, ვინაიდან, ქ-----------–--------–-–---–--------ში მდებარე „--–------–------------ის“ მაღაზიაში არ იყო „-----------–---------ს“ წარმომადგენელი, მას დაევალა დროებით გადასულიყო იქ სამუშაოდ. 2017 წლის 13 აგვისტოს, როდესაც იმყოფებოდა მაღაზია „--–--------–------------ში“, მასთან მაღაზია „-----------ის“ კონსულტანტმა ბ--- ჯ---------მ მიიყვანა მოქალაქე, რომელსაც უნდოდა სესხის აღება 2560 ლარის ღირებულების ნივთების შესაძენად. აღნიშნულმა პიროვნებამ წარუდგინა ჯ----– მ-------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რომელსაც გაუკეთა სკანირება და პიროვნებას გადაუღო ფოტოსურათი. მის მიერ შევსებული იქნა განვადების განაცხადი, რომლის საფუძველზეც „-----------–---------ა“ მიიღო გადაწყვეტილება ჯ----– მ-------ზე 1500 ლარის ოდენობით სესხის გაცემის თაობაზე, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა სესხის მიმღებს. ვიდრე ხელშეკრულებას გააფორმებდა, თანხის დამატებასთან დაკავშირებით მომხმარებელმა მოსაფიქრებლად მოითხოვა დრო და როდესაც დაბრუნდა მაღაზიაში, თანხმობა განაცხადა. ამის შემდეგ გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით. მოწმე ს--–---- ქ-----–--ს განმარტებით, საღამოს დარეკა მაღაზია „------------ში“, სადაც დაუდასტურეს აღნიშნული პიროვნების მიერ ნივთების გატანა და მანაც გადარიცხა თანხა. სექტემბრის თვეში უფროსმა უთხრა, რომ ჯ----– მ-------, ვის სახელზეც სესხი გაიცა, გარდაცვლილი ყოფილა და ამ ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება.

 

მოწმე ბ--- ჯ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს კონსულტანტად ინდ.მეწარმე მ-----------------ს მაღაზია ,-------------ში“, რომელიც მდებარეობს ქ-----------–-----------–---–-----------. 2017 წლის 13 აგვისტოს მაღაზია „--–------–------------ს“ არ ჰყავდა „-----------–---------ს“ წარმომადგენელი, რის გამოც იქ მათი მაღაზიიდან იქნა მივლენილი ს--–---- ქ-----–--. იმ დღეს მასთან სამსახურში მივიდა ნაცნობი ე---- გ---------ა, რომელსაც თან ახლდა მისთვის უცნობი ასაკოვანი მამაკაცი. ე----მა უთხრა, რომ მათ უნდოდათ სხვადასხვა დასახელების ნივთების განვადებით გატანა, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 2560 ლარს. ასაკოვანმა მამაკაცმა წარუდგინა ჯ----– მ-------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რის შემდეგაც მან შეადგინა ინვოისი და განვადების გასაკეთებლად წავიდნენ მაღაზია „--–------–------------ში“, სადაც იჯდა „-----------–---------ს“ წარმომადგენელი. ე---- გ---------ა მაღაზიაში არ შესულა და გარეთ ელოდებოდათ. მან ზემოთ ხსენებული უცნობი მამაკაცი მიიყვანა „-----------–---------ს“ წარმომადგენელთან – ს--–---- ქ-----–--სთან, რომელსაც გადასცა პირადობის მოწმობა. ბანკმა მას დაუფინანსა 1500 ლარი, რის გამოც ნივთების შესაძენად თანხის დამატება გახდა საჭირო. უცნობმა მამაკაცმა თქვა, რომ ამ საკითხს ე---- გ---------ას შეუთანხმებდა, რომელიც მაღაზიიდან 50 მეტრის მოშორებით იცდიდა. მისგან თანხმობის მიღების შემდეგ გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და შეძენილი ნივთები გაიტანეს მაღაზია „-----------იდან“. 2017 წლის ოქტომბრის თვეში ს--–---- ქ-----–--მ მიიღო წერილი, რომ ჯ----– მ------- გარდაცვლილი იყო და მისი პირადობის მოწმობით სხვამ ისარგებლა. მოწმე ბ--- ჯ---------ს განმარტებით, გამოძიების პროცესში ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც მან ამოიცნო გ--- ხ-------------.

 

მოწმე ზ-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს სს „--–------–------------ის“ ზუგდიდის ფილიალში მენეჯერად, სადაც რამდენიმე ბანკს ჰყავს წარმომადგენლები, რომლებიც ახორციელებენ კლიენტების მომსახურეობას საქონლის განვადებით შეძენასთან დაკავშირებით და ახდენენ მაღაზიის მომხმარებლებზე სესხის გაცემას. 2017 წლის ნოემბრის თვეში „-----------–---------ს“ წარმომადგენელმა უთხრა, რომ 2017 წლის 13 აგვისტოს, ჩანაცვლებით მუშაობდა მაღაზია „--–------–------------ში“, რა დროსაც მასთან მაღაზია „-----------ის“ ინვოისით მისულა მომხმარებელი სხვისი პირადობის მოწმობით, რომელზეც ფოტოსურათი ყოფილა შეცვლილი და მასზე გაცემულა სესხი 1500 ლარის ოდენობით. იგი დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით და დაათვალიერა განვადების გაფორმებისას გადაღებული ფოტოსურათი, ასევე მომხმარებლის მიერ წარდგენილი პირადობის მოწმობის ასლი, რის შემდეგაც გადაამოწმა ვიდეოსათვალთვალო კამერის 2017 წლის 13 აგვისტოს ჩანაწერები. აღნიშნულ ჩანაწერებში ნახა ასაკოვანი მამაკაცი, რომელმაც „-----------–---------ს“ წარმომადგენელთან სხვისი პირადობის მოწმობით გააფორმა ხელშეკრულება. შემდეგ მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამომძიებელს გადასცა ინფორმაცია, რომელიც ინახებოდა მყარ დისკში, რის შესახებაც შედგა სათანადო ოქმი.

 

მოწმე თ-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ჯ----– მ------- იყო მისი მამა, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა. მას გარდაცვალებამდე ბანკში დაგროვილი ჰქონდა რამდენიმე თვის დევნილთა შემწეობის თანხა, რომლის გამოტანას ვერ ახერხებდნენ. მის დას _ თ------ მ-------ს თავისი მეგობრის ბიძაშვილი ე---- გ---------ა შეჰპირებია აღნიშნული თანხის აღებაში დახმარებას და გამოურთმევია მამის პირადობის მოწმობა და პლასტიკური ბარათი. ამის შემდეგ გავიდა გარკვეული დრო, მაგრამ არც თანხა აუღიათ და ე---- გ---------ას არც პირადობის მოწმობა და პლასტიკური ბარათი დაუბრუნებია. როგორც შემდგომ გაიგო, მამამისის _ ჯ----– მ-------ს პირადობის მოწმობით „-----------–---------დან“ გატანილი იყო სესხი 1500 ლარის ოდენობით.

 

მოწმეთა ჩვენებებში მითითებული გარემოებები ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული შემდეგი წერილობითი მტკიცებულებებით:

 

_ს--------------–--------ის” სახელზე ჯ----– მ-------ს სახელით შეტანილი განვადების განაცხადით და ს--------------–--------ის” 2017 წლის 27 ოქტომბრის №1------- წერილით, რომელთა თანახმად, 2017 წლის 13 აგვისტოს, ქ-----------–--------–-–---–--------ში განთავსებულ „--–------–------------ის“ მაღაზიაში, ს--------------–--------ის“ უმცროსი გაყიდვების მენეჯერმა ს--–---- ქ-----–--მ მიიღო ჯ----– მ-------ს (დაბადებულის 1----–-–--------------) განაცხადი განვადებით 2560 ლარის ღირებულების საქონლის შეძენასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ჯ----– მ-------ზე გაეცა სესხი 1500 ლარის ოდენობით. ჯ----– მ-------მ არ გადაიხადა სესხზე მიმდინარე გადასახადი, რის შემდეგაც გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნება გარდაცვლილი იყო 2016 წლის ივლისში. როგორც შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, სამოქალაქო რეესტრის ბაზიდან ამოღებული ჯ----– მ-------ს ფოტოსურათი მკვეთრად განსხვავდებოდა პირადობის მოწმობაზე არსებული და მსესხებელთან განვადების გაფორმებისას გადაღებული ფოტოებისაგან.

 

_2017 წლის 13 აგვისტოს ს--------------–--------თან” ჯ----– მ-------ს სახელით გაფორმებული №6------ საკრედიტო ხელშეკრულებითა მისი დანართებით, რომელთა თანახმად, ჯ----– მ-------ზე ს--------------–--------ის” მიერ 12 თვის ვადით გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით, ყოველთვიური 127 ლარის გადახდის პირობით.

 

_სალაროს შემოსავლის ორდერით, რომლის მიხედვით, 2017 წლის 13 აგვისტოს ინდ.მეწარმე „-----------------ს” სალაროში ჯ----– მ-------ს სახელით გადახდილი იქნა 1148.5 ლარი.

 

_გარდაცვალების აქტის ჩანაწერით, რომლის თანახმად, ჯ----– მ-------, დაბადებული 1----–-–--------------, გარდაიცვალა 2016 წლის 11 ივლისს.

 

_პირის ამოცნობის ოქმით, რომლითაც დადგენილია, რომ მოწმე ბ--- ჯ---------მ ამოიცნო გ--- ხ------------- და განმარტა, რომ ის იყო პიროვნება, რომელიც 2017 წლის 13 აგვისტოს მიჰყვა ე---- გ---------ას მაღაზია „------------ში“ ჯ----– მ-------ს პირადობის მოწმობით, რის შემდეგაც მასთან ერთად წავიდა მაღაზია „--–------–------------ში“ განვადების განაცხადის შესავსებად.

 

_ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №----- დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ს/ს ს----------–---------დან ამოღებულ დისკზე ჩაწერილ საქაღალდე „მსესხებლის ფოტოსურათი და პირადობის მოწმობა“-ში არსებულ ფოტოსურათებზე სახელწოდებებით „პირადობა 1“ და „ფოტო განვადებისას“ დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე და გამოკვლევაზე წარდგენილი გ--- ხ-------------ს პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნება.

 

ბრალდებულმა ე---- გ---------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და აჩვენა, რომ ლ---- მ-------–--ს იცნობს, რადგან არის აფხაზეთიდან დევნილი, ხოლო გ--- ხ------------- გაიცნო ლ---- მ-------–--სგან ქალაქ ზუგდიდში. ისინი გამოესაუბრნენ ერთმანეთს, რა დროსაც ლ----ს სთხოვა სესხის აღებაში დახმარება, რაზედაც მან უარი უთხრა, ბოდიში მოუხადა და თავის საქმეზე წავიდა. ამის შემდეგ გ--- ხ-------------ს სთხოვა სესხის აღება, მაგრამ მან უპასუხა, რომ პენსიონერი იყო, აღებული ჰქონდა საპენსიო სესხი და უარი უთხრა დახმარებაზე. სხვა გ---სთვის მას არაფერი შეუთავაზებია. როცა საუბარი დაასრულეს, გ--- ხ------------- წავიდა მაღაზია „-----------ის“ მხარეს, მას განვადების გაკეთება უნდოდა ან სესხის აღება, ზუსტად არ იცის. გ---მ მას აჩვენა ჯ----– მ-------ს სახელზე გაცემული პასპორტი და უთხრა, რომ ამ პასპორტით აიღებდა სესხს. მან იცოდა როგორ კეთდებოდა პასპორტი, საიდანაც უნდა ამოღებულიყო სურათი და ჩაკრულიყო სხვა სურათი. ამის შემდეგ მივიდნენ ერთ-ერთ ადგილზე, სადაც გ--- ხ-------------მ გადაიღო სურათი, რომელიც მან (ე---- გ---------ამ) ჩააკრა ჯ----– მ-------ს პასპორტში, გაუკეთა ლამინირება და გადასცა გ--- ხ-------------ს, რომელიც წავიდა და გააკეთა სესხი, ეს იყო და ეს. ე---- გ---------ას განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ გ--- ხ-------------ს ჯ----– მ-------ს პირადობის მოწმობის გამოყენებით სურდა სესხის აღება, მაგრამ ეს თუ თაღლითობა იყო, არ იცოდა, ფიქრობდა, რომ ამ ფულს გადაიხდიდა ყოველთვიურად. ისინი ერთად მივიდნენ მაღაზია „------------სთან“, სადაც შეხვდნენ ბ--- ჯ---------ს, გადაკოცნა იგი და გააცნო გ--- ხ-------------. მათ შორის რა საუბარი შედგა არ იცის. პასპორტის გაკეთებისთვის მას ფული ან ტელეფონი უნდა მიეღო, მაგრამ არცერთი არ მიუღია. თავს დამნაშავედ ცნობს მასში, რომ გ--- ხ-------------ს დაეხმარა პირადობის მოწმობის გაყალბებაში, თაღლითობაში დახმარება კი არ ჩაუდენია და ბრალდების ამ ნაწილში უდანაშაულოა.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, მსჯავრდებულის პოზიცია იმის თაობაზე, თითქოს, მას თაღლითობაში დახმარება არ ჩაუდენია და მიუხედავად იმისა, რომ გ--- ხ-------------ს დაეხმარა ყალბი პირადობის მოწმობის დამზადებაში, მის მიერ სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში მონაწილეობა არ მიუღია, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მოგონილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, რის გამოც პალატა მას ვერ გაიზიარებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. თაღლითობისას ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რომლის დახმარებითაც ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. თაღლითობის სპეციფიკა იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით თვით დაზარალებულის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.

 

მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუების ორი სახე არსებობს: აქტიური მოტყუება გულისხმობს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანას ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე, ხოლო პასიური მოტყუება გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვას, რომლის შეტყობინება დაზარალებულისათვის სავალდებულო იყო. თაღლითობის დროს დამნაშავის მიერ მიწოდებული ტყუილი ცნობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს _ ზოგჯერ იგი ეხება დამნაშავის პიროვნებას, მის უფლებებსა და უფლებამოსილებას, ზოგჯერ კი იურიდიულ ფაქტებს და ა.შ. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. თაღლითობა ხშირად დაკავშირებულია ყალბი დოკუმენტის წარდგენასთან, რაც, თითქოსდა, კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. ამ შემთხვევაში ყალბი დოკუმენტის გამოყენება, როგორც მოტყუების ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს თაღლითობის კონსტრუქციულ ელემენტს, ხოლო თაღლითის მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადება, ძირითად დანაშაულთან ერთად, დამატებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლითაც უნდა დაკვალიფიცირდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში. თანამონაწილის ერთ-ერთი სახეა დამხმარე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის ჩადენაში დახმარება მიზეზობრივ კავშირშია ერთიან დანაშაულებრივ შედეგთან, ცხადია, ამსრულებლის მოქმედების მეშვეობით, რადგან დამხმარე სწორედ ამსრულებელს უწევს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ დახმარებას. ფიზიკური დახმარება შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად, დანაშაულის ჩადენის იარაღის თუ სხვა საშუალების ამსრულებელზე გადაცემით, დანაშაულის ჩადენის ადგილის წინასწარი შემზადებით და ა.შ..

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ე---- გ---------ა გ--- ხ-------------ს დაეხმარა ყალბი პირადობის მოწმობის დამზადებაში და აღნიშნული პირადობის მოწმობის გამოყენებით, ს--------------–--------ის“ თანამშრომლის შეცდომაში შეყვანის გზით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაეუფლებაში, რითაც სს ”-----------–--------ს” მიადგა 1500 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე---- გ---------ა ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, ხოლო ამჟამად მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისი გათვალისწინებითაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადებისა და 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატა დადგენილად თვლის, რომ ე---- გ---------ამ ეს დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ე---- გ---------ას ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 25;180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, რის გამოც არ არსებობს დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ბრალდების ამ ნაწილში ე---- გ---------ას უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების საფუძველი.

 

რაც შეეხება სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების შინაარსი, შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ე---- გ---------ას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმს და, შესაბამისად, მისი კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი პალატას არ გააჩნია.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაზე, რომ, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არაერთგზისობა წარმოადგენს თაღლითობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, სახეზე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი, რასაც პალატა არ ეთანხმება და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხსენებული მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-? მუხლით გათვალისწინებული წესით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე---- გ---------ა წინათ ნასამართლევია სრულწლოვანების ასაკში ჩადენილი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულისათვის და მან ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაულები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა, რის გამოც ე---- გ---------ასთვის დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის არა მე-2 ნაწილი, არამედ ამავე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის წესს და ე---- გ---------ას ხსენებული ნორმის საფუძველზე უნდა განესაზღვროს საბოლოო სასჯელი შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ამასთანავე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ნასამართლობა წარმოადგენს თაღლითობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს, ე---- გ---------ასთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი, რომლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ამრიგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე---- გ---------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენი ე---- გ---------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ე---- გ---------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განაჩენი ე---- გ---------ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ე---- გ---------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 25;180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და 25;362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 25;180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25;362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე---- გ---------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

5.მსჯავრდებულ ე---- გ---------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2017 წლის 03 დეკემბრიდან.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ე---- გ---------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: გ--- ხ-------------სგან ამოღებული ხელწერის და ხელმოწერის ნიმუშები, განვადების განაცხადი, საკრედიტო ხელშეკრულება (ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები), საკრედიტო ხელშეკრულება (სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია საკრედიტო ხელშეკრულების დანართი №2, კრედიტის საპროცენტო განაკვეთი), საკრედიტო ხელშეკრულება (საკრედიტო ხელშეკრულება №-------), გადახდის გრაფიკი, ფიზიკური პირების იდენტიფიკაციის ფორმა და თანხმობა მონაცემების გადამოწმებაზე, დაუბრუნდეს ს--------------–--------ს“ (-------–--------------------------), ხოლო გ--- ხ-------------ს გამოსახულების ნიმუში 1 ცალ CD დისკზე, ს----------–---------დან შემოსულ განცხადებაზე დართული ერთი ცალი CD დისკი და მაღაზია „--–-------–------------იდან” გამოთხოვილი ინფორმაცია ერთი ცალი СD დისკის სახით, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/