განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
140100107002511842
ინსტანცია
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100107002511842

საქმე №1ბ/883-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

6 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

მეია მელქაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო---------------–---–ის

მსჯავრდებულის: ბ------------–---–ის

ადვოკატის: ნ---------–---–------------------------–-–---–-ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ბ------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ---------–---–---------------------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (---------------------- ბ------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: გ------------------------–------------აში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის განაჩენით, ბ------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ვინაიდან განსასჯელმა ბ------------–---–მა თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სსსკ–ის 443–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, საქმე ბ------------–---–ის მიმართ განიხილა მის დაუსწრებლად.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის განაჩენით, ბ------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2006 წლის 4 დეკემბერს, გ------------------------–------------აში მცხოვრები ა-----–-----------ე მივიდა იმავე სოფელში მცხოვრებ გ-------------–---სთან საცხოვრებელ ბინაში და ეზოს გარედან დაუწყო მას სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, მათ შორის არსებული არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო, გ-------------–--- მოერიდა ა-----–-----------ესთან უსიამოვნებას, იგი სახლის უკანა მხარეს გადავიდა და განერიდა მას, ხოლო ამავე დროს გ-------------–--ის ბებია ზ----------–--ე წავიდა სახლიდან და მივიდა ამავე სოფელში მცხოვრებ გ-------------–--ის მეგობარ ბ------------–---–თან, რომელსაც სთხოვა, რომ წაყოლოდა სახლში და მიხმარებოდა რათა ა-----–-----------ეს მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის არაფერი დაეშავებინა, რის შემდეგაც ბ------------–---–მა აიღო თავისი კუთვნილი ერთლულიანი სანადირო თოფი და წავიდა გ-------------–--ის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. ვიდრე სოფლის ეკლესიასთან მივიდოდა გზად შეხვდა ა-----–-----------ეს, რომელიც დანით ხელში მომარჯვებული მისდევდა მის მეგობარ - გ---------------–-ილს, რა დროსაც ბ------------–---–მა განიზრახა ა-----–-----------ისათვის ესროლა თოფი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით, რის შემდეგაც დაუმიზნა სანადირო თოფი ფეხის მიმართულებით და ახლო მისულ ა-----–-----------ეს ესროლა, რის შემდეგაც ა-----–-----------ემ ორივე ფეხის არეში მიიღო დაზიანება.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნ---------–---–----- და დ---------------–-–--ლმა . წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა მოითხოვეს ბ------------–---–ის მიმართ აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ კონკრეტულ ვითარებაში ბ------------–---–ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, სრული მოცულობით ჩაატარა სასამართლო გამოძიება, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ---------–---–---------------------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ბ------------–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით“. მე–3 ნაწილის თანახმად, „განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132–ე მუხლის თანახმად, „თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე მტკიცებულებას აფასებენ თავისუფლად, შინაგანი რწმენით. ეჭვი დამნაშავეს პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული ა-----–-----------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2006 წლის 4 დეკემბერს, - შემთხვევით დღეს სოფელში თავის კუთვნილ ნაკვეთში იყო, მუშაობდა - ბარავდა. დილით წასული სახლში შუა დღით მივიდა, სადაც მეუღლე დახვდა გაბრაზებული, როდესაც მეუღლეს ჰკითხა თუ რა მოხდა, მეუღლემ უთხრა, რომ მაღაზიაში იყო და კ-----–--------მ აგინა ისეთი უწმაწური სიტყვებით, რომ იმ სიტყვებს ვერ გაიმეორებს. მოწმის განმარტებით, კ-----–-------- არის მისი ნათესავი, - დედამისის ალ--–- ბიძაშვილი. დაღლილი იყო და მეუღლისთვის არ უკითხავს რა იყო გინების მიზეზი გ---სთვის შინაურულად უნდა ეკითხა რატომ აგინა მის ცოლს. როდესაც კ-----–--ის სანახავად მიდიოდა დანა ან სხვა რაიმე ნივთი არ წაუღია, ბარი ეჭირა და ისიც ეზოში დატოვა. როდესაც მივიდა, ეზოში არ შესულა, გ---ს დაუძახა, მის დაძახებაზე ბებია გავიდა. ა-----–-----------ის განმარტებით მან ბებიას უთხრა, რომ გ---სთვის დაეძახა, რაზეც ბებიამ უთხრა რომ გ--- სახლში არ იყო. დაზარალებულის განმარტებით, დაინახა რომ გ--- გადახტა და გაიქცა მეორე ქუჩაზე. მანვე აღნიშნა, რომ გ---სთან მარტო მივიდა, შემდეგ მისი მეუღლეც მივიდა. ამის შემდეგ მოუარა მეორე ქუჩას, საითაც გ--- გაიქცა და წავიდა სახლში, იფიქრა, რომ საღამოს ნახავდა. შემდეგ მისი ბიჭებიც მივიდნენ და მათაც უთხრა, რომ სახლში წასულიყვნენ. როდესაც თავისი სახლისკენ ჩაუხვიეს და სახლს მიუახლოვდნენ დაინახა, რომ გ---------------–-ილი მირბოდა. გ---------------–-ილი გ--- კ-----–--ის ძმაკაცი და მეზობელი იყო და გადაწყვიტა მისთვისაც ეკითხა თუ რატომ აგინა გ---მ მის ცოლს. ამ დროს ცოლმა დაუყვირა, - ,,ა----- დანები აქვსო“. გ-------მ ამოაძრო დანა და მოუქნია მას. გ-------ს სამი დანა ეჭირა, თუმცა რა ზომის და როგორი ტარით არ ახსოვს. ერთი დანა დაუვარდა, ერთი ხელში ეჭირა, ერთი გარჭობილი ჰქონდა. გ-------ს დანა რომ დაუვარდა შევარდა კა--------------ის ეზოში, როგორც ჩანს შეეშინდა, რადგან მისი (დაზარალებულის) ბიჭებიც იქ იყვნენ. ის (დაზარალებული) შეყვა გ---------------–-ილს, რომელიც ბაღში შევიდა და ,,სეტკაზე“ გადახტა. გ---------------–-ილს იმიტომ შეჰყვა ეზოში, რომ უნდოდა ეკითხა დანებით რატომ გადაუხტა. როდესაც გ---------------–-ილს მისდევდა მასსა და გ-------ს შორის დაშორება დაახლოებით ოც მეტრზე მეტი იქნებოდა. უცებ თოფის ხმა გავარდა და ის (დაზარალებული) ძირს დაეცა, სიზმარივით მოეჩვენა, ისევ წამოხტა, რომ წამოხტა ჩაიჩოქა, ამ დროს რომ გაიხედა ბ------------–---–ი თოფს უმიზნებდა, მეორედ ჩადო პატრონა. მერე ბიძაშვილმა თუ ვიღაცამ დაუძახა რას შვები ბიჭოო, ის (დაზარალებული) უკვე წაიქცა და არაფერი ახსოვს. როდესაც გასროლის შემდეგ მოიხედა, სადაც ის წაიქცა იმ ადგილიდან ბ------------–---–ი 30 მეტრის დაშორებით იყო. გასროლამდე ბ------ არ დაუნახავს. მანამდე ბ------სთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და არ იცის რატომ უნდა ესროლა ბ------ს მისთვის. დაზარალებულის განმარტებით ორივე ფეხში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი, როგორც ექიმმა უთხრა ცხრა ტყვია ერთ ფეხში ჰქონა მოხვედრილი და შვიდი მეორეში. მის მიერ გამოძიებაში სხვადასხვა ჩვენების მიცემა გამოიწვა იმ გარემოებამ, რომ ბ------------–---–ი შვილის ტოლია, ციხეში არ უნდოდა წასულიყო და თავისი თავი გაიგზავნა ციხეში. მისივე განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ერთხელ საავადმყოფოში და მეორედ სასამართლოში დაიკითხა. სულ ორჯერ ან სამჯერ დაიკითხა. გამომძიებელს საავადმყოფოში, რა ჩვენებაც მისცა ის იყო სწორი. სასამართლოში რა ჩვენებაც მისცა პირველად არ იყო სწორი. სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენება არის სიმართლე. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მისი შვილებს კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღით. მანვე განმარტა, რომ ბავშობიდან ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე იმყოფებოდა. დანა რომლითაც მ------–---–ს მისდევდა გადააგდო. როდესაც მ------–---–ი გაიქცა დანა ძირს დავარდა, აიღო და სანამ კარებში შევიდა გადაგდო. როდესაც გასროლა მოხდა და ტყვია მოხვდა ამ დროს დანა ხელში არ ჭერია. გასროლის დროს გ---------------–-ილი გადამხტარი იყო, სალოცავი არის და იქ. გ--- კ-----–--ე გასროლამდე ან გასროლის შემდეგ არ უნახავს. გ--- კ-----–--ე ფანჯარაში რომ გადახტა იმის მერე აღარ დაუნახავს. პროკურორის შეკითხვაზე, - როდესაც გ---------------–-ილს მისდევდა, ხომ არ უცდია მისთის დანის დარტყმა ან თუ იყო ისე მიახლოებული რომ დანის დარტყმა შეძლებოდა? დაზარალებულმა აღნიშნა, რომ შვილის ტოლს, მის ხელში გაზრდილს, დანას როგორ დაარტყამდა. თუ დარტყმა იყო ის დაარტყამდა, იმას ჰქონდა დანა. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ როგორც მოგვიანებით გაიგო გ--- კ-----–--ის ბებიამ შეაცდინა ბ------------–---–ი, მოატყუა რომ თითქოს ის სახლს უნგრევდა. გ--- კ-----–--ესთან მარტო წავიდა, მისი მეუღლე ხუთ წუთში მივიდა, ამ ხუთი წუთის განმავლობაში ის (დაზარალებული) გ---ს ეძახდა. გ---ს სახლის ჭიშკარი ღია იყო, მაგრამ შიგნით არ შესულა. როდესაც გ--- კ-----–--ის სახლთან მისი მეუღლე, შვილები და დისშვილი მივიდნენ მათ გ---სთვის არ დაუძახიათ, გ---ს სახლიდან ყველა ერთად წამოვიდნენ. მისი (დაზარალებულის) ბიძაშვილის სახლთან რომ მივიდნენ მაშინ შეხვდათ გ---------------–-ილი. გ---------------–-ილს რომ დანები ეჭირა მისმა (დაზარალებულის) ცოლმა დაინახა, გ------- იდგა და დანას იქნევდა. დაზარალებულის განმარტებით, მან თავადაც დაინახა, გ------ი მ------–---–ს რომ გარჭობილი ჰქონდა დანები. დანას სწორი დანის ფორმა ჰქონდა, ხანჯალივით იყო. გ---------------–-ილმა რომ დანა მოუქნია მისგან ალბათ ერთი მეტრის დაშორებით იყო. გ---------------–-ილმა დანა ორივე ხელით მოიქნია. დანას რომ იქნევდა მისმა შვილმა მაშინ შემოარტყა გ---------------–-ილს, ამ დროს დანა უკვე დავარდნილი ჰქონდა. მისმა შვილმა რომ შემოარტყა გ---------------–-ილს გ------- გაიქცა. დაზარალებულის განმარტებით, დაახლოებით ოც მეტრში მისდევდა გ---------------–-ილს. მანვე აღნიშნა, რომ გ--- კ-----–--ის ბებია, - ზ--- ვიდრე ბ------------–---–თან მივიდოდა მასსა და გ------- მ------–---–ის დაპირისპირებას ვერ დაინახავდა.

 

მოწმე გ-------------–--ის განმარტებით, ბ------------–---–ის ძმა სცემეს ლ----------------------------- რომლის გვარი დაავაწიყდა და გადააგდეს არხში, რომელიც მეზობელმა იპოვა და წაიყვანა სახლში. როდესაც მან და გ---------------–-ილმა მიშიკო ნახეს ძალიან იყო ნაცემი. შემდეგ წამოვიდნენ უბანში და შეხვდათ ლ----------------- მათ დაუსვეს შეკითხვა თუ რატომ სცემეს ასე, ლ---------------ემ უპასუხა, რომ ის არაფერ შუაში იყო. მათ არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ ლ------თვის. მალევე ლ------ დედა მიუვარდათ და გალანძღა ისინი. მათ არაფერი არ უთხრეს და დაიშალნენ. როდესაც ლ---------------ის დედა სახლში ჩავიდა, მერე ა-----–-----------ე მიუვარდა სახლში, ის (გ-------------–---) გაიქცა და წავიდა, ბ------ შეხვდა გზაში. ბ------სთან ბებიამისი გაქცეულა უკვე. ბ------ დააწყნარა და უთხრა სახლისკენ წასულისყვნენ. მათ ის უბანი უნდა გაევლოთ, სადაც დაჭრა მოხდა. დაინახა, რომ ა----- მ---------ე გ---------------–-ილს მისდევდა ძალიან ახლოს. ღობე იყო იქ და გ------- იმას ვერ გადმოახტებოდა, ბ------------–---–ს რომ არ ესროლა ა-----–ი გ-------ს მოკლავდა. მოწმის განმარტებით, გარკვევით დაინახა, რომ ა-----–-----------ეს ხელში დანა ეჭირა და მისდევდა გ---------------–-ილს. ბ------ს თოფი მის (მოწმის) საშველად ჰქონდა. ა-----–-----------ეს ერთი დანა ეჭირა თუ მეტი არ ახსოვს, როდესაც ა-----–-----------ე მათთან სახლში მივიდა არ დაუნახავს მაშინ ეჭირა თუ არა დანა, მაშინ ქვებს ესროდა. სროლის დროს ბ------ს და ა-----–ს შორის ძალიან ახლო მანძილი იყო. როგორც ახსოვს, ბ------მ ტყვია მაშინ ჩადო, როდესაც ბ------ უყვიროდა: - არ ჩაარტყა, არ ჩაარტყაო. მოწმის განმარტებით, როგორც იცის გ---------------–-ილი მის საშველად მიდიოდა, მის უკან ცხოვრობს, როგორც ჩანს ა-----–მა ის (გ-------------–---) რომ ვერ დაინახა გ-------ს გამოეკიდა. იმ დღეს გ---------------–-ილის ხელში დანა არ დაუნახავს. გ---------------–-ილი მისი მეგობარი და მეჯვარეა, მისთვის ცნობილია რომ გ-------ს დანის ტარება არ უყვარდა. ბ------ს ონიაშვილთან შედარებით გ---------------–-ილი უფრო ახლოს ცხოვრობს. გ---------------–-ილი ა-----–-----------ის ყვირილს გაიგებდა. ბ------სთან შეხვედრიდან ორ-სამ წუთში დაინახა, რომ ა-----–-----------ე გ---------------–-ილს მისდევდა. გ---------------–-ილი ღობეს ვერ გადმოახტა და რომ არა ბ------ს მიერ მისი შეჩერება ა-----–-----------ე შეძლებდა რომ გ-------სთვის დანა დაერტყა, რადგან ა-----–ი მისდევდა გ-------ს.

 

მოწმე ზ----------–--ის განმარტებით, იცნობს, როგორც ბ------------–---–ს, ისე ა-----–-----------ეს. შემთხევის დღეს ახალი მისული იყო სამსახურიდან, როდესაც ა-----– მ---------ე მივიდა და ჰკითხა სად არის თქვენი შვილიშვილიო, მან უპასუხა, რომ არ იცოდა, შემდეგ ადგა და ბ------სთან გაიქცა და უთხრა რომ მათ გამო მის შვილიშვილს ემუქრებოდა ა-----–-----------ე. როდესაც ა-----–-----------ე მათთან მივიდა ქვა ეჭირა ხელში. მოწმის განმარტებით, ბ------------–---–ი არ უნახავს დედამისი ნახა და მას უთხრა, რომ მათი გულისთვის ა-----–-----------ე მის შვილიშვილს ემუქრებოდა. ა-----–-----------ე როგორ დაიჭრა მისთვის არ არის ცნობილი, არაფერი დაუნახავს. ბ------------–---–თან იმიტომ წავიდა, რომ ,,სპორი“ იყო და მისი შვილიშვილი გაშველებაში მონაწილეობდა. გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების შემდგომ მოწმემ განმარტა, რომ მას ბ------------–---–ი არ უნახავს და არც თოფის ხმა არ გაუგია. მოწმემ დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენების სისწორე და განმარტა, რომ მას იმ დღით გ---------------–-ილი არ უნახავს.

 

მოწმე ნ---- კ-----–--ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში, მისი ძმის შვილის (გ-------------–--ის) მეუღლეც სახლში იყო, გ------ი არ იყო სახლში. უცებ ალაყაფის ხმაური გაისმა, გააღო კარები და ა-----ს მეუღლემ ჰკითხა სად არის გ---ო. შელაპარაკება მოსვლიათ ბიჭებს, იმას დედამისისთვის უთქვამს და გამოსულა დედამისი. მან (ნ---- კ-----–--ემ) უთხრა, რომ ბიჭები თვითონ მორიგდებოდნენ. შემდეგ ა-----–ი მივარდა გაგიჟებული, სად არის, სად არის უნდა მოვკლაო. ა-----–ს აწყნარებდა, თუმცა ა-----– ეუბნებოდა გაჩუმდი თორე არ ვიცი რას გიზამო და იწევდა. შემდეგ გ---ს ცოლიც გავიდა და ისიც აწყნარებდა. ამ დროს გ--- უკვე სახლში იყო მისული და ჰკითხა თუ რა მოხდა გ---მ უპასუხა, რომ ისეთი არაფერი ხდებოდა. გ---მ შეატყო, რომ ა-----ს ვერ აკავებდნენ და გადახტა ფანჯრიდან, ა----- მისდევდა და ამბობდა: ,,აი ნახეთ თუ ამაღამ მკვდარი არ გედებათო“. მოწმის განმარტებით, დედამისი (ზ----------–--ე) გაქცეულა დასახმარებლად. მოწმის განმარტებით, თავად ტიროდა და მეზობელთან შევიდა. შემდეგ ა-----–-----------ის მეუღლე ლ--–-ც გავიდა და ამბობდა: ,,ვაიმე ქმარი დამიჭრესო“. მოწმემ აღნიშნა, რომ თოფის ხმა არ გაუგია. ხალხისგან გაიგო, რომ ა-----–ს გ-------სთვის უნდა ჩაერტყა და ბ------მ ესროლა. ა-----–-----------ე მათთან მხოლოდ ცოლთან ერთად იყო მისული. ა-----–ს ხელში არაფერი არ ეჭირა ქვა ისროლა. არც გამოძიებაში და არც სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს არავის არაფერი დაუძალებია. ბ------------–---–ი იარაღით არ დაუნახავს. ა-----–-----------ე გ---------------–-ილს თუ გაეკიდა არ დუნახვს.

სააპელაციო პალატის სხდომაზე დაიკითხა მსჯავრდებული ბ------------–---–იც, რომლის განმარტებით, 2006 წლის 4 დეკემბერს, როდესაც სახლში მივიდა მისი ძმა სახეზე კარგად ვერ იყო, ჰკითხა თუ რა მოხდა, ძმამ უპასუხა არაფერი ისეთიო. არ გასულა რამდენიმე წუთი მათთან სახლში წივილ-კივილით მივარდა ზ----------–--ე, ამბობდა გვიშველეთ გვკლავენ, წამომყევიო, სახლში მოგვივარდნენ, გ--- ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა სახლიდანო. ზ----------–--ე იძახდა რომ ა----- მ---------ე მიუვარდათ სახლში და მოკვლით ემუქრებოდნენ. მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ იგი სახლში შევიდა, თავის თოფი და რამოდენიმე პატრონა აიღო. იფიქრა, რომ მათ შეაშინებდა. სოფელში არის ეკლესია, როდესაც ეკლესიას მიუახლოვდა, სანამ სახლები დაიწყება შეხვდა გ--- კ-----–--ე, რომელმაც უთხრა - გაჩერდი, ყველაფერი ნორმალურად არის დაწყნარდიო. ის და გ--- ლაპარაკობდნენ, დიდი ხანი არ გასულა, დაინახა, რომ მეზობლის ეზოში გ---------------–-ილი მირბოდა ყვირილით, - ნუ მომკლავო, გ-------ს ა-----–-----------ე მისდევდა დანამოღერებული. მან (ბ------------–---–მა) რამდენჯერმე დაუძახა ა-----–-----------ეს რომ არ ჩაერტყა გ-------სთვის, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ა-----–-----------ე ძალიან ახლოს იყო მისული გ---------------–-ილთან, ჩადო პატრონა და ფეხების მიმართულებით გააკეთა გასროლა. გ---------------–-ილი ისე იყო შეშინებული რომ ღობეზე ვერ გადმოხტა, ძირს ჩავარდა. გ-------ს ეგონა რომ ისევ მისდევდა ძალიან ახლოს იყო. პირველი ცდით ვერ გადავიდა მერე გადავიდა. გააგრძელეს გზა, მოშორდნენ და გავიდნენ იმ ადგილიდან. ცოტა ხანში დატოვა იქაურობა, გავიდა ქვეყნიდან, რადგან უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებდა, რამოდენიმე წლით იყო წასული და თავისი ნებით ჩამოვიდა. ბ------------–---–ის განმარტებით, მას რომ არ ესროლა ალბათ ა-----–-----------ე გ---------------–-ილს მოკლავდა, იმიტომ რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. ბ------------–---–ის განმარტებით, ის გარემოება რომ მის ძმას ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა დაზარალებულის ნათესავებთან ძალიან გვიან, სამი-ოთხი საათის შემდეგ გაიგო. მის ძმას მისთვის არაფერი მოუყოლია. როდესაც ა-----–-----------ე გ---------------–-ილს მისდევდა მათ შორის დაშორება იყო მეტრანახევარი-ორი მეტრი. გ---------------–-ილი თავიდან ვერ გადახტა სროლის შემდეგ გადახტა. ,,სეტკასთან“ იყო უკვე ძალიან ახლოს დაახლოებით მეტრანახევარში. მას (ბ------------–---–ს) ხელში რომ იარაღი ეჭირა დაინახა თუ არა გ---------------–-ილმა მისთვის უცნობია. როგორც მან იცის გ---------------–-ილს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ა-----–-----------ესთან, მაგრამ რადგან ა-----–ი დანამოღერებული მისდევდა გ-------ს და გ------- ყვიროდა არ მომკლაო ამიტომ ჩათვალა რომ ა-----–ი გ-------ს მოსაკლავად მისდევდა. ა-----–ი გ-------ს რატომ გაეკიდა არ იცის. ა-----–ს დანა მარჯვენა ხელში ეჭირა, დანა დაახლოებით 15 სმ-ის იყო. თვითონ ცარიელი თოფით მიდიოდა, ჯერ რამდენჯერმე, - ორჯერ სამჯერ დაუძახა ა-----–-----------ეს, რომ არ ჩაერტყა, ა-----–ი არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. შემდეგ ესროლა და ა-----–მა ვეღარ შეძლო დანის დარტყმა, ძალა გამოეცალა და დაეცა. თოფის სროლამდე არ უფიქრია, რომ ჰაერში ესროლა თოფი და საფრთხე აერიდებინა, რადგან ა-----–ი გ-------ს ძალიან ახლოს მისდევდა და შეიძლება მოეკლა კიდეც. დანახვიდან გასროლამდე რამოდენიმე წამი გავიდა. გ------- ამ დროს მირბოდა და ყვიროდა არ მომკლაო. დაზარალებულთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ადგილი სადაც მან (ბ------------–---–მა) ა-----–ი და გ------- დაინახა და სადაც ა-----–ი დაეცა, ეს ადგილები დაახლოებით 20 მეტრით არის დაშორებული. კ-----–--ის სახლამდე დაახლოებით 600 მეტრი უნდა გაევლო. სახლებს შორის შეხვდა გ--- კ-----–--ე. ა-----–-----------ე გ---------------–-ილს რატომ მისდევდა არ იცის.

 

აღნიშნულ მტკიცებულებებთან ერთად სააპელაციო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას, ა-----–-----------ის მიმართ ჩატარებულ სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ტრასოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბ------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით.

 

სააპელაციო პალატა გ---------------–-ილის წინასწარი და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებებზე ვერ იმსჯელებს, რადგან სააპელაციო სასამართლოში მხარეებს არ მოუთხოვიათ აღნიშნული ჩვენებების გამოქვეყნება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში ბ------------–---–ის ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობაც იწვევს აუცილებელი მოგერიების ფაქტს. კერძოდ, ობიექტურად უნდა არსებობდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა და პირმა თავისი ქმედებით უნდა გადააცილოს მის ფარგლებს. აუცილებელი მოგერიების მდომარეობა მოიცავს სამ ნიშანს: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: 1. სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა; 2. ხელყოფის იმწუთიერობა; 3. ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მომხდარი გარემოებების გათვალისწინებით, მივიდა დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმები სახეზე იყო. შესაბამისად, მსჯავრდებული შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რასაც მივყავართ აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშნამდე – უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებამდე, რომელიც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება და წარმოადგენდეს ადეკვატურ თავდაცვით საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივი სიკეთეთა შესაბამისობის არსებობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. ერთის მხრივ, დაცვის საშუალება უნდა იყოს მოწოდებული, რომ ხელყოფა მყისიერად და საბოლოოდ აღკვეთოს ან მინიმუმ შეასუსტოს, მეორეს მხრივ, თავდამცველი უფლებამოსიალია, აირჩიოს დაცვის ეფექტური საშუალება, ე.ი. მას შეუძლია მისთვის საიმედო, ყველაზე ნაკლებად საშიში საშუალება გამოიყენოს აუცილებელი მოგერიების დროს. და ბოლოს, აუცილებელი მოგერიების დროს პირი უნდა მოქმედებდეს თავდაცვის სურვილით, იქნება ეს საკუთარი, ინდივიდუალური, თუ სხვისი,ზეინდივიდუალური სიკეთის დაცვის სურვილი, მთავარია რომ ქმედების განმახორციელებელს, უშუალოდ თავდაცვითი ქმედების განხორციელების დროს ჰქონდეს თანაბარი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი. სასამართლო მივიდა დასკვნამე, რომ მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებულის ქმედება წარმოადგენდა უკიდურესობით გამოწვეულ ქმედებას და ის განხორციელებული იყო გ---------------–-ილის დაცვის სურვილით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით და თავად დაზარალებულის განმარტებით დადგინდა, რომ, შემთხვევამდე დაზარალებული ა-----–-----------ე, მეუღლესთან, შვილებთან და დისშვილთან ერთად მივიდა გ--- კ-----–--ის საცხოვრებელ სახლთან. როგორც გ--- კ-----–--ის ოჯახის წევრების ჩვენებებით დგინდება მათ სახლთან მისული ა-----–-----------ე იყო აგრესული, ითხოვდა გ--- კ-----–--ის ნახვას, ისროლა ქვა და უფრო მეტიც ოჯახის წევრებს დაემუქრა, რომ იმ ღამით მკვდარი ეყოლებოდათ სახლში. რაც შეეხება გ------ (გ---) კ-----–--ის სახლიდან წამოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, სააპელაციო პალატის სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ა-----–-----------ემ არ უარყო, რომ გ---------------–-ილს დანით ხელში გაედევნა, თუმცა მანვე განმარტა, რომ შვილს ტოლს და მის ხელში გაზრდილს დანას არ დაარტყამდა, დაზარალებულმა ასევე აღნიშნა რომ გასროლის დროს დანა ხელში აღარ ეჭირა, გადაგდებული ჰქონდა. საწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითებენ მოწმის სახით დაკითხული გ-------------–--- და ბ------------–---–ი. ორივე მათგანი განმარტავს, რომ ა-----–-----------ე დანით ხელში მისდევდა გ---------------–-ილს, გ------- იყო შეშინებული და ითხოვდა დახმარებას. ბ------------–---–მა არაერთხელ მოუწოდა ა-----–-----------ეს შეჩერებულიყო, მაგრამ ა-----–ს რეაქცია არ ჰქონდა და კვლავ მისდევდა გ-------ს. ვინაიდან ა-----–-----------ესა და გ---------------–-ილს შორის მანძილი იყო მცირე ბ------------–---–მა გ---------------–-ილის დაცვის მინზით ფეხებში ესროლა ა-----–-----------ეს, რის შემდეგაც ა-----–ი დაეცა. საქმეში არსებული მტკიცებულებათა შეფასებით, უშუალოდ შემთხვევამდე და შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენათა ერთობლივი ანალიზის შემდგომ, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული დაზარალებულის განმარტება, რომ თითქოს იგი გ---------------–-ილს დანას არ დაარტყამდა. აქვე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში აღნიშნა, რომ მას ბ------------–---–მა ესროლა თოფი. პირველი ინსტანციის სასამართლოში პირველად დაკითხვისას კი განმარტა, რომ ბ------------–---–ის ხელში თოფი არ დაუნახავს და არ იცის ვინ ესროლა, ამავე დროს განმარტა, რომ საავადმყოფოში დაკითხვისას იყო ცუდად და რაღაცეები დაამატა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მეორედ დაკითხვისას განმარტა, რომ თოფი ბ------------–---–მა ესროლა. მანვე აღნიშნა, რომ მის მიერ ჩვენების შეცვლა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მას ბავშობიდან მეხსიერება აქვს დაკარგული. სააპელაციო პალატა დაზარალებულის ჩვენებას, აფასებს რა სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ხსენებული მტკიცებულება ზემოთმითითებული ალოგიკურობისა და ნაკლებად დამაჯერებლობის გამო, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის მაღალ სტანდარტს. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ, შემთხვევის დროს, ბ------------–---–მა მის ხელთ არსებული სანადირო თოფიდან დაზარალებულ ა-----–-----------ის მიმართ გასროლა განახორციელა მხოლოდ მას შემდეგ რაც დაინახა, რომ ა-----–-----------ე დანით შეირაღებული მისდევდა გ---------------–-ილს, გ---------------–-ილი კი ყვირილით ითხოვდა შველას, ასევე, თავად ბ------------–---–მა არაერთხელ მოუწოდა ა-----–-----------ეს შეჩერებულიყო და რაც მნიშვნელოვანია, ა-----–-----------ესა და გ---------------–-ილს შორის მანძილი მცირე იყო და, რომ არა ბ------------–---–ის მიერ თოფის სროლა ა-----–-----------ე შეძლებდა გ---------------–-ილისათვის დანის დარტყმას. ამავე დროს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ------------–---–მა თავისი ქმედებით გადააცილა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას და ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა შემდეგი გარემოებებზე დაყრდნობით: მტკიცებულებათა გამოკვლევამ აჩვენა, რომ, მართალია, საფრთხე იყო რეალური მაგრამ შესაძლოა არ იყო იმ ხასიათის, რომ ამგვარი დაზიანების საპირწონედ მივიჩნიოთ - დაზარალებულ ა-----–-----------ეს ბ------------–---–მა მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რითაც ბ------------–---–ის ქმედება გასცდა საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის ფარგლებს. სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ბ------------–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ ბ------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა მიიჩნევს რომ ბ------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც პალატის დასკვნით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ------------–---–ს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა. კერძოდ, საქმეში არსებული თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 9 სექტემბრის განაჩენით ბ------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით ჩადენილი დანაშაულისათვის სასაჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტის თანახმად, პირობით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, 2006 წლის 4 დეკემბერს, - დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ბ------------–---–ს ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბ------------–---–ის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მესამე მუხლის მოთხოვნები (გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულებისა ... აღნიშნულ ჩამონათვალში არ შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლი) და ბ------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ---------–---–---------------------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის განაჩენში ბ------------–---–ის მიმართ ცვლილება უნდა იქნას შეტანილი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მესამე მუხლით –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ბ------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ---------–---–---------------------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის განაჩენში ბ------------–---–ის მიმართ ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ბ------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს 122-ე მუხლზე.

 

ბ------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასაჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მესამე მუხლის საფუძველზე, ბ------------–---–ი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

ბ------------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება:

- თ-----------–----------------------------------------–--–---------------–---------------- რომელიც ინახება გორის შს სამმართველოს #1 განყოფილებაში გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

- ერთი ცალი სპორტული შარვალი, რომელიც ინახება გორის შს სამმართველოს #1 განყოფილებაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი