განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.06.2019
საქმის ნომერი
330310018002460916
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330310018002460916 (3ბ/3437-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ---–-----------–---–ი

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ---–-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ---–-----------–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მეუღლის გ------------ის 2012 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების დღეების თანხის 1030 ლარის ანაზღაურება.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ გ-------–----–-------------ე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, შეიარაღებულ ძალებში და მისი ნამსახურობის წლები აღემატებოდა 10 წელს. სამხედრო ნაწილი 16200-ის მეთაურის 2012 წლის 1 აპრილის №-- ბრძანებით, სამხედრო ნაწილი 16200-ის ტექმომსახურებისა და რემონტის ასეულის ტ--------------------------------------------------ს პუნქტის უფროსი, მაიორი გ-------–----–-------------ე მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2012 წლის 2 აპრილიდან და წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. 2012 წლის 5 აპრილს სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაურმა მიმართა სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურს ზემდგომ ხელმძღვანელობასთან შუამდგომლობის მოთხოვნით, ამავე ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ტექმომსახურებისა და რემონტის ასეულის ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურების და რემონტის პუნქტის უფროსის, მაიორის გ-------–----–-------------ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის გამო დათხოვნასთან დაკავშირებით, 2012 წლის 2 აპრილიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის 10 მაისის №---- ბრძანებით, სახმელეთო ჯარების სარდლის მ/შ-ის 2012 წლის 21 აპრილის №---- შუამდგომლობა/პატაკის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----------------------------------------------------–--------------–-----ს ტექმომსახურებისა და რემონტის ასეულის ტ--------------------------------------------------ს პუნქტის უფროსი (შტატი №--------), მაიორი გ-------–----–-------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2012 წლის 2 აპრილიდან, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. სამხედრო ნაწილი 16200-ის მეთაურის 2012 წლის 17 მაისის №-- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის 10 მაისის №---- ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფის ბატალიონის ტექმომსახურებისა და რემონტის ასეულის ტ--------------------------------------------------ს პუნქტის უფროსი (შტატი №--------), მაიორი გ-------–----–-------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2012 წლის 2 აპრილიდან (ზღვრული ასაკის მიღწევის გამო) და ამოირიცხა უზრუნველყოფის ბატალიონის პირადი შემადგენლობის სიებიდან.

 

2.2. სამხედრო ნაწილი 16200-ის მეთაურის 2012 წლის 18 თებერვლის №-- ბრძანებით მაიორი გ-------–----–-------------ე ჩაითვალა დაბრუნებულად ჰოსპიტალიდან, 2012 წლის 15 თებერვლიდან და გაშვებული იქნა მოკლევადიან შვებულებაში 2012 წლის 18 თებერვლიდან 2012 წლის 23 თებერვლამდე და მოიხსნა საქვაბე კმაყოფიდან 19 თებერვლიდან. სამხედრო ნაწილის 16200-ის მეთაურის 2012 წლის 25 თებერვლის №-- ბრძანებით მაიორი გ-------–----–-------------ე ჩაითვალა დაბრუნებულად მოკლევადიანი შვებულებიდან 2012 წლის 25 თებერვლიდან და აყვანილ იქნა საქვაბე კმაყოფაზე, 2012 წლის 26 თებერვლიდან.

 

2.3. სანოტარო აქტის - სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის №---------, თარიღი: 27.01.2016წ.) თანახმად, ლ---–-----------–---–ი არის 2014 წლის 18 მაისს გარდაცვლილი გ------------ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - მეუღლე, რომელმაც სრულად მიიღო სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებაზე მოთხოვნის უფლება, მათ შორის სამკვიდრო ქონებაში შემავალ აქტივებზე და იმ მოთხოვნებზე, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ.

 

2.4. ლ---–-----------–---–მა 2016 წლის 23 სექტემბერს და 28 ოქტომბერს განცხადებებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოითხოვა მისი ოჯახისათვის უკანონოდ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 04 ნოემბრის M---------------- წერილით ლ---–-----------–---–ს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა წარმოადგენდა სასამართლო დავის საგანს და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო მისი მოთხოვნის განხილვის შესაძლებლობას.

 

2.5. საქმის მასალების თანახმად, მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ყოფილ ს/მოსამსახურეს მაიორ გ-------–----–-------------ეს ზღვრული ასაკი შეუსრულდა 2012 წლის 2 აპრილს, რის გამოც ს/ნ 10146 მეთაურის 2012 წლის 1 აპრილის №-- ბრძანებით მოხსნილი იქნა ყველა სახის კმაყოფიდან და გაშვებული იქნა სამსახურიდან. ამის შემდეგ, იგი შეიარაღებული ძალების რიგებიდან ამორიცხვამდე (2012 წლის 10 მაისი) სამხედრო ნაწილში არ იმყოფებოდა და არც რაიმე სახის დავალებებს არ ასრულებდა. მაიორ გ-------–----–-------------ეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიღებული აქვს 2012 წელს ს.თ.მ. 2007 წლის 26 სექტემბრის №--- ბრძანების 26-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ფულადი სარგოს (თანამდებობრივი 220 ლარი - წოდებრივი - 50 ლარი) ათმაგი ოდენობით (უწყისი №---), რაც ჯამში შეადგენს 2700,00 (ორიათსშვიდასი) ლარს. 2012 წლის საანგარიშო პერიოდში მაიორ გ-------–----–-------------ეს ნასარგებლები აქვს კუთვნილი შვებულებით 5 დღით (ცნობა №---), ხოლო დარჩენილი 25 (ოცდახუთი) დღის გამოუყენებელი შვებულების თანხა საერთო ჯამით 734,00 (შვიდასოცდათოთხმეტი) ლარი მიღებული აქვს 2012 წლის №- საშვებულებო უწყისით.

 

2.6. საქართველოს შეირაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2017 წლის 6 ივნისის M---------------- ცნობით დგინდება, რომ გ------------ე ნამდვილად მსახურობდა მე-2 ქვეით ბრიგადაში და მისი ხელფასი შეადგენდა 1176,00 ლარს (დარიცხული), კერძოდ, თანამდებობრივი სარგო - 220,00 ლარი, წოდებრივი სარგო - 50,00 ლარი, პროცენტული დანამატი ნამსახურობისათვის - 81,00 ლარი, დანამატი - 750,00 ლარი, კვების კომპენსაცია სარგო - 75,00 ლარი. ამასთან, კვების კომპენსაციის სარგო - 75 ლარი. კვების კომპენსაციის სარგო გაიცემა იმ შემთხვევაში, როცა არ დგას კმაყოფაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს დაეკისროს მოპასუხეს მისი გარდაცვლილი მეუღლის (რომლის მემკვიდრესაც იგი წარმოადგენს) 2012 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების დღეების თანხის - 1030 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან გ------------ეს სამსახურიდან გათავისუფლების დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკუთვნოდა 45 დღიანი შვებულება, რითაც არ უსარგებლია და ამასთან, საშვებულებო თანხა მას აუნაზღაურდა მხოლოდ 734,00 ლარის ოდენობით. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ იმსჯელა იმის თაობაზე, კანონშესაბამისია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა მისი გარდაცვლილი მეუღლის გ------------ის 2012 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების დღეების თანხის 1030 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით ან გადადგომით. აღნიშნულ განმტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით“, რომელიც არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონქვემდებარე აქტი და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციასა და განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის წესებს. დებულების პირველი თავის თანახმად, დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, საქართველოს შეიარაღებული ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამხედრო მოსამსახურეებზე. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავი არეგულირებს ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესს, კერძოდ, ხსენებული თავის პირველი პუნქტის თანახმად, ოფიცერთა შემადგენლობა, მათი სამხედრო წოდებები, თანამდებობებზე დანიშვნა, უფლება-მოვალეობანი და სოციალური გარანტიები განსაზღვრულია კანონებით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ და საერთო-საჯარისო წესდებებით. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავის მე-12 პუნქტითა და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით. მოკლევადიანი შვებულება მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. ამდენად, კანონმდებელი ერთმანეთისგან განასხვავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების კუთვნილ შვებულებას და მოკლევადიან შვებულებას. იგი განსაზღვრავს რა თითოეულის ხანგრძლივობას, იმპერატიულად ადგენს, რომ მოკლევადიანი შვებულება არ ჩაითვლება კუთვნილი მორიგი შვებულების ანგარიშში. საქმეში წარმოდგენილი მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამხედრო ნაწილი 16200-ის მეთაურის 2012 წლის 18 თებერვლის №-- ბრძანებით მაიორი გ-------–----–-------------ე ჩაითვალა დაბრუნებულად ჰოსპიტალიდან, 2012 წლის 15 თებერვლიდან და გაშვებული იქნა მოკლევადიან შვებულებაში 2012 წლის 18 თებერვლიდან 2012 წლის 23 თებერვლამდე და მოიხსნა საქვაბე კმაყოფიდან 19 თებერვლიდან. სამხედრო ნაწილის 16200-ის მეთაურის 2012 წლის 25 თებერვლის №-- ბრძანებით მაიორი გ-------–----–-------------ე ჩაითვალა დაბრუნებულად მოკლევადიანი შვებულებიდან 2012 წლის 25 თებერვლიდან და აყვანილ იქნა საქვაბე კმაყოფაზე, 2012 წლის 26 თებერვლიდან. აქედან გამომდინარეობს, რომ იგი 2012 წლის თებერვალში იმყოფებოდა მოკლევადიან შვებულებაში და არა კუთვნილ, მორიგ შვებულებაში. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შვებულების შესახებ ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული შვებულების სახე, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება 2012 წელს მის მიერ კუთვნილი შვებულებიდან 5 დღით სარგებლობასთან დაკავშირებით.

 

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ოფიცერი სამხედრო სამსახურიდან შეიძლება დაითხოვონ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონებით დადგენილ შემთხვევებში, მხოლოდ ხელქვეითობის წესით, ზღვრული ასაკის მიღწევისას. იმავე თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს ზღვრული ასაკის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასთან და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის წინ ეძლევა კუთვნილი შვებულება, რის შემდეგაც იგი იგზავნება სამხედრო-საექიმო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად. ხოლო მე-8 პუნქტის მიხედვით, ოფიცერს და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში ეძლევათ მორიგი კუთვნილი შვებულებები შემდეგი ხანგრძლივობით: ა) რომელმაც იმსახურა სამხედრო ძალებში 10 კალენდარულ წელზე ნაკლები - 30 დღე; ბ) რომელმაც იმსახურა სამხედრო ძალებში 10 კალენდარულ წელს და მეტ ხანს - 45 დღე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ტექმომსახურებისა და რემონტის ასეულის ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურების და რემონტის პუნქტის უფროსის, მაიორის გ-------–----–-------------ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2012 წლის 2 აპრილიდან ზღვრული ასაკის გამო დათხოვნასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირების მიერ გადაწყვეტილებების მიღება და ზემდგომ პირებთან შუამდგომლობებით მიმართვა დაიწყო 2012 წლის 5 აპრილს და საბოლოოდ, სამხედრო ნაწილი 16200-ის მეთაურის 2012 წლის 17 მაისის №-- ბრძანებით, უზრუნველყოფის ბატალიონის ტექმომსახურებისა და რემონტის ასეულის ტ--------------------------------------------------ს პუნქტის უფროსი (შტატი №--------), მაიორი გ-------–----–-------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2012 წლის 2 აპრილიდან (ზღვრული ასაკის მიღწევის გამო) და ამოირიცხა უზრუნველყოფის ბატალიონის პირადი შემადგენლობის სიებიდან. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად კანონის იმპერატიული დანაწესისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ზღვრულ ასაკთან დაკავშირებით სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს დათხოვნის წინ მისცეს კუთვნილი შვებულება, გ------------ისთვის შვებულების მიცემას ადგილი არ ჰქონია. საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის განმავლობაში გ------------ემ ისარგებლა მხოლოდ მოკლევადიანი შვებულებით - 5 დღით და მას არ უსარგებლია კუთვნილი, მორიგი შვებულებით, მათ შორის, არც სამსახურიდან დათხოვნის წინ.

 

2.10. საქალაქო სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, ნორმის შეფარდების პროცესში საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები შიდაეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად უშუალოდ გამოიყენება. „ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) მე-5 მუხლი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. 1948 წლის 10 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 24-ე მუხლის მიხედვით ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებაში (სამოქალაქო საქმეზე №ას-836-1122 თ. ც.ძის სარჩელისა გამო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ), ჩამოყალიბებულ სამართლებრივ განმარტებებსა და სასამართლო დასკვნებს გამოუყენებელი საშვებულებო დახმარების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით, ძალაშია 1997 წლის 22 ივნისიდან) მე-6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული პირობების არსებობისას დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა.“ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეებზე ჩამოყალიბებული აღნიშნული განმარტება და სასამართლო დასკვნა სავსებით ესადაგება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სივრცეში საჯარო შრომითი ურთიერთობების სწორ და კანონშესაბამის მოწესრიგებას, შრომითი უფლებების რეალიზაციის ხასიათის იდენტურობის გამო“. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გ------------ეს 2012 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულება აუნაზღაურდა 734,00 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით შეადგენდა 25 დღის თანხას. კერძოდ, მოპასუხის მოსაზრებით, გ------------ეს შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში ეკუთვნოდა 30 დღის ოდენობით, საიდანაც 2012 წელს გამოიყენა 5 დღე, ხოლო დანარჩენი გამოუყენებელი შვებულება აუნაზღაურდა. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება მითითებულ გარემოებაზე და მიუთითა, რომ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ვინაიდან გ------------ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ნამსახურობის წლები აღემატებოდა 10 წელს, 2012 წლის მორიგი შვებულება ეკუთვნოდა 45 დღე. საქალაქო სასამართლომ აქვე მიუთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის ყოველწლიური კუთვნილი შვებულების ოდენობას, კერძოდ, სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით“ დიფერენცირებულია სამხედრო მოსამსახურეები სტატუსისა და ნამსახურობის წლების მიხედვით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ ამ უკანასკნელის რეგულაცია უნდა გავრცელდეს განსახილველ შემთხვევაზე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, გ------------ემ სამხედრო სამსახურში იმსახურა 10 წელზე მეტ ხანს და სამსახურიდან გათავისუფლებამდე მას უნდა ესარგებლა 45 დღიანი კუთვნილი შვებულებით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით, მოპასუხე მხარემ აუნაზღაურა გამოუყენებელი შვებულება მხოლოდ 734,00 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარეობს, რომ მან გ------------ეს სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის გამოუყენებელი კუთვნილი შვებულება არ აუნაზღაურა სრულად. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა კანონის დანაწესი მოსარჩელის მეუღლისათვის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე მიეცა კუთვნილი 45 დღიანი შვებულება ან აენაზღაურებინა შესაბამისი ოდენობით. ამასთან, რაც შეეხება ასანაზღაურებელი საშვებულებო თანხის ოდენობას, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეირაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის მიერ 2017 წლის 6 ივნისის M---------------- ცნობით დგინდება, რომ გ------------ე ნამდვილად მსახურობდა მე-2 ქვეით ბრიგადაში და მისი ხელფასი შეადგენდა 1176,00 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ გ------------ემ 2012 წლის შვებულებით არ უსარგებლია, ამასთან, მას ეკუთვნოდა შვებულება 45 დღე, შესაბამისად, ხელფასის თანხა უნდა გაიყოს 1 თვეზე ანუ 30 დღეზე და გამრავლდეს გამოუყენებელი შვებულების დღეებზე ანუ 45 დღეზე (1176/30*40), რაც შეადგენს 1030 ლარს.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს ლ---–-----------–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მეუღლის - გ------------ის 2012 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების დღეების თანხის 1030 ლარის ანაზღაურება.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წამოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არ არის სამართლებრივი ნორმები, რომლებზე დაყრდნობითაც მიღებულია ამგვარი გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ---–-----------–---–ის სარჩელი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ---–-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მისი მეუღლის - გ------------ის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 1030 ლარის ოდენობით. ს-----–----------------------------------------------------–--------------–-----ს ყოფილ ს/მოსამსახურეს მაიორ გ-------–----–-------------ეს ზღვრული ასაკი შეუსრულდა 2012 წლის 2 აპრილს, რის გამოც, 2012 წლის 1 აპრილის N-- ბრძანებით მოხსნილ იქნა ყველა სახის კმაყოფიდან. შეიარაღებული ძალების რიგებიდან ამორიცხვამდე, გ-------ე სამხედრო ნაწილში არ იმყოფებოდა და არც რაიმე სახის დავალებებს ასრულებდა. სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის 17.05.2012წ. N--- ცნობის თანახმად, 2012 წლის საანგარიშო პერიოდში მაიორ გ-------–----–-------------ეს ნასარგებლევი აქვს კუთვნილი შვებულებით - 5 დღით, ხოლო დარჩენილი 25 დღის გამოუყენებელი შვებულების თანხა 734.00 ლარის ოდენობით, მიღებული აქვს, რასაც ადასტურებს 2012 წლის N- საშვებულებო უწყისი.

 

3.2. აპელანტი მიუთითებს, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ოჯახური მდგომარეობის გამო, ან სხვა მიზეზით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით. მოკლევადიანი შვებულება მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. N609 "სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" დებულების XV თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურეს არ უსარგებლია ყოველწლიური კუთვნილი შვებულებით, მას მიეცემა მიმდინარე წლის კუთვნილი შვებულების (გამოუყენებელი ნაწილის) ანაზღაურება. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებისას იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის N609 ბრძანებულებით დამტკიცებული "სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებით და გამოუყენებელი შვებულების დაანგარიშებისას იგი დაიანგარიშა 45 დღეზე, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონი უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზეა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის N609 ბრძანებულება, შესაბამისად სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონით. ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონის ზემოთ მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოკლევადიან შვებულებას, არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მოსაზრება, რომ გ-------ის მიერ შვებულებიდან ნასარგებლევი 5 დღე წარმოადგენს მოკლევადიან შვებულებას და იგი არ შედის მორიგი შვებულების ანგარიშში, ვინაიდან მოკლევადიანი შვებულების გაცემის საფუძველს წარმოადგენს ოჯახური მდგომარეობა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ-------–----–-------------ე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, შეიარაღებულ ძალებში და მისი ნამსახურობის წლები აღემატებოდა 10 წელს. სამხედრო ნაწილი 16200-ის მეთაურის 2012 წლის 1 აპრილის №-- ბრძანებით, სამხედრო ნაწილი 16200-ის ტექმომსახურებისა და რემონტის ასეულის ტ--------------------------------------------------ს პუნქტის უფროსი, მაიორი გ-------–----–-------------ე მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2012 წლის 2 აპრილიდან და წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. 2012 წლის 5 აპრილს სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაურმა მიმართა სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურს ზემდგომ ხელმძღვანელობასთან შუამდგომლობის მოთხოვნით, ამავე ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ტექმომსახურებისა და რემონტის ასეულის ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურების და რემონტის პუნქტის უფროსის, მაიორის გ-------–----–-------------ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის გამო დათხოვნასთან დაკავშირებით, 2012 წლის 2 აპრილიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის 10 მაისის №---- ბრძანებით, სახმელეთო ჯარების სარდლის მ/შ-ის 2012 წლის 21 აპრილის №---- შუამდგომლობა/პატაკის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–----------------------------------------------------–--------------–-----ს ტექმომსახურებისა და რემონტის ასეულის ტ--------------------------------------------------ს პუნქტის უფროსი (შტატი №--------), მაიორი გ-------–----–-------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2012 წლის 2 აპრილიდან, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. სამხედრო ნაწილი 16200-ის მეთაურის 2012 წლის 17 მაისის №-- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის 10 მაისის №---- ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფის ბატალიონის ტექმომსახურებისა და რემონტის ასეულის ტ--------------------------------------------------ს პუნქტის უფროსი (შტატი №--------), მაიორი გ-------–----–-------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2012 წლის 2 აპრილიდან (ზღვრული ასაკის მიღწევის გამო) და ამოირიცხა უზრუნველყოფის ბატალიონის პირადი შემადგენლობის სიებიდან.

 

4.3. სამხედრო ნაწილი 16200-ის მეთაურის 2012 წლის 18 თებერვლის №-- ბრძანებით მაიორი გ-------–----–-------------ე ჩაითვალა დაბრუნებულად ჰოსპიტალიდან, 2012 წლის 15 თებერვლიდან და გაშვებული იქნა მოკლევადიან შვებულებაში 2012 წლის 18 თებერვლიდან 2012 წლის 23 თებერვლამდე და მოიხსნა საქვაბე კმაყოფიდან 19 თებერვლიდან. სამხედრო ნაწილის 16200-ის მეთაურის 2012 წლის 25 თებერვლის №-- ბრძანებით მაიორი გ-------–----–-------------ე ჩაითვალა დაბრუნებულად მოკლევადიანი შვებულებიდან 2012 წლის 25 თებერვლიდან და აყვანილ იქნა საქვაბე კმაყოფაზე, 2012 წლის 26 თებერვლიდან.

 

4.4. სანოტარო აქტის - სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის №---------, თარიღი: 27.01.2016წ.) თანახმად, ლ---–-----------–---–ი არის 2014 წლის 18 მაისს გარდაცვლილი გ------------ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - მეუღლე, რომელმაც სრულად მიიღო სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებაზე მოთხოვნის უფლება, მათ შორის სამკვიდრო ქონებაში შემავალ აქტივებზე და იმ მოთხოვნებზე, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ.

 

4.5. ლ---–-----------–---–მა 2016 წლის 23 სექტემბერს და 28 ოქტომბერს განცხადებებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოითხოვა მისი ოჯახისათვის უკანონოდ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 04 ნოემბრის M---------------- წერილით ლ---–-----------–---–ს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა წარმოადგენდა სასამართლო დავის საგანს და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო მისი მოთხოვნის განხილვის შესაძლებლობას.

 

4.6. საქმის მასალების თანახმად, მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ყოფილ ს/მოსამსახურეს მაიორ გ-------–----–-------------ეს ზღვრული ასაკი შეუსრულდა 2012 წლის 2 აპრილს, რის გამოც ს/ნ 10146 მეთაურის 2012 წლის 1 აპრილის №-- ბრძანებით მოხსნილი იქნა ყველა სახის კმაყოფიდან და გაშვებული იქნა სამსახურიდან. ამის შემდეგ, იგი შეიარაღებული ძალების რიგებიდან ამორიცხვამდე (2012 წლის 10 მაისი) სამხედრო ნაწილში არ იმყოფებოდა და არც რაიმე სახის დავალებებს არ ასრულებდა. მაიორ გ-------–----–-------------ეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიღებული აქვს 2012 წელს ს.თ.მ. 2007 წლის 26 სექტემბრის №--- ბრძანების 26-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ფულადი სარგოს (თანამდებობრივი 220 ლარი - წოდებრივი - 50 ლარი) ათმაგი ოდენობით (უწყისი №---), რაც ჯამში შეადგენს 2700,00 (ორიათსშვიდასი) ლარს. 2012 წლის საანგარიშო პერიოდში მაიორ გ-------–----–-------------ეს ნასარგებლები აქვს კუთვნილი შვებულებით 5 დღით (ცნობა №---), ხოლო დარჩენილი 25 (ოცდახუთი) დღის გამოუყენებელი შვებულების თანხა საერთო ჯამით 734,00 (შვიდასოცდათოთხმეტი) ლარი მიღებული აქვს 2012 წლის №- საშვებულებო უწყისით.

 

4.7. საქართველოს შეირაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2017 წლის 6 ივნისის M---------------- ცნობით დგინდება, რომ გ------------ე ნამდვილად მსახურობდა მე-2 ქვეით ბრიგადაში და მისი ხელფასი შეადგენდა 1176,00 ლარს (დარიცხული), კერძოდ, თანამდებობრივი სარგო - 220,00 ლარი, წოდებრივი სარგო - 50,00 ლარი, პროცენტული დანამატი ნამსახურობისათვის - 81,00 ლარი, დანამატი - 750,00 ლარი, კვების კომპენსაცია სარგო - 75,00 ლარი. ამასთან, კვების კომპენსაციის სარგო - 75 ლარი. კვების კომპენსაციის სარგო გაიცემა იმ შემთხვევაში, როცა არ დგას კმაყოფაზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.8. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.9. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით ან გადადგომით. აღნიშნულ განმტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით“, რომელიც არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონქვემდებარე აქტი და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციასა და განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის წესებს. დებულების პირველი თავის თანახმად, დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, საქართველოს შეიარაღებული ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამხედრო მოსამსახურეებზე. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავი არეგულირებს ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესს, კერძოდ, ხსენებული თავის პირველი პუნქტის თანახმად, ოფიცერთა შემადგენლობა, მათი სამხედრო წოდებები, თანამდებობებზე დანიშვნა, უფლება-მოვალეობანი და სოციალური გარანტიები განსაზღვრულია კანონებით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ და საერთო-საჯარისო წესდებებით. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავის მე-12 პუნქტითა და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით. მოკლევადიანი შვებულება მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, კანონმდებელი ერთმანეთისგან განასხვავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების კუთვნილ შვებულებას და მოკლევადიან შვებულებას. იგი განსაზღვრავს რა თითოეულის ხანგრძლივობას, იმპერატიულად ადგენს, რომ მოკლევადიანი შვებულება არ ჩაითვლება კუთვნილი მორიგი შვებულების ანგარიშში. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ სამხედრო ნაწილი 16200-ის მეთაურის 2012 წლის 18 თებერვლის №-- ბრძანებით მაიორი გ-------–----–-------------ე ჩაითვალა დაბრუნებულად ჰოსპიტალიდან, 2012 წლის 15 თებერვლიდან და გაშვებული იქნა მოკლევადიან შვებულებაში 2012 წლის 18 თებერვლიდან 2012 წლის 23 თებერვლამდე და მოიხსნა საქვაბე კმაყოფიდან 19 თებერვლიდან. სამხედრო ნაწილის 16200-ის მეთაურის 2012 წლის 25 თებერვლის №-- ბრძანებით მაიორი გ-------–----–-------------ე ჩაითვალა დაბრუნებულად მოკლევადიანი შვებულებიდან 2012 წლის 25 თებერვლიდან და აყვანილ იქნა საქვაბე კმაყოფაზე, 2012 წლის 26 თებერვლიდან. აქედან გამომდინარეობს, რომ იგი 2012 წლის თებერვალში იმყოფებოდა მოკლევადიან შვებულებაში და არა კუთვნილ, მორიგ შვებულებაში. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შვებულების შესახებ ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული შვებულების სახე, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება 2012 წელს მის მიერ კუთვნილი შვებულებიდან 5 დღით სარგებლობასთან დაკავშირებით.

 

4.10. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ოფიცერი სამხედრო სამსახურიდან შეიძლება დაითხოვონ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონებით დადგენილ შემთხვევებში, მხოლოდ ხელქვეითობის წესით, ზღვრული ასაკის მიღწევისას. იმავე თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს ზღვრული ასაკის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასთან და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის წინ ეძლევა კუთვნილი შვებულება, რის შემდეგაც იგი იგზავნება სამხედრო-საექიმო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად. ხოლო მე-8 პუნქტის მიხედვით, ოფიცერს და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში ეძლევათ მორიგი კუთვნილი შვებულებები შემდეგი ხანგრძლივობით: ა) რომელმაც იმსახურა სამხედრო ძალებში 10 კალენდარულ წელზე ნაკლები - 30 დღე; ბ) რომელმაც იმსახურა სამხედრო ძალებში 10 კალენდარულ წელს და მეტ ხანს - 45 დღე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ტექმომსახურებისა და რემონტის ასეულის ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურების და რემონტის პუნქტის უფროსის, მაიორის გ-------–----–-------------ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2012 წლის 2 აპრილიდან ზღვრული ასაკის გამო დათხოვნასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირების მიერ გადაწყვეტილებების მიღება და ზემდგომ პირებთან შუამდგომლობებით მიმართვა დაიწყო 2012 წლის 5 აპრილს და საბოლოოდ, სამხედრო ნაწილი 16200-ის მეთაურის 2012 წლის 17 მაისის №-- ბრძანებით, უზრუნველყოფის ბატალიონის ტექმომსახურებისა და რემონტის ასეულის ტ--------------------------------------------------ს პუნქტის უფროსი (შტატი №--------), მაიორი გ-------–----–-------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2012 წლის 2 აპრილიდან (ზღვრული ასაკის მიღწევის გამო) და ამოირიცხა უზრუნველყოფის ბატალიონის პირადი შემადგენლობის სიებიდან. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, მიუხედავად კანონის იმპერატიული დანაწესისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ზღვრულ ასაკთან დაკავშირებით სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს დათხოვნის წინ მისცეს კუთვნილი შვებულება, გ------------ისთვის შვებულების მიცემას ადგილი არ ჰქონია. საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 2012 წლის განმავლობაში გ------------ემ ისარგებლა მხოლოდ მოკლევადიანი შვებულებით - 5 დღით და მას არ უსარგებლია კუთვნილი, მორიგი შვებულებით, მათ შორის, არც სამსახურიდან დათხოვნის წინ.

 

4.11. საქალაქო სასამართლომ დამატებით სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, ნორმის შეფარდების პროცესში საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები შიდაეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად უშუალოდ გამოიყენება. „ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) მე-5 მუხლი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. 1948 წლის 10 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 24-ე მუხლის მიხედვით ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებაში (სამოქალაქო საქმეზე №ას-836-1122 თ. ც.ძის სარჩელისა გამო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ), ჩამოყალიბებულ სამართლებრივ განმარტებებსა და სასამართლო დასკვნებს გამოუყენებელი საშვებულებო დახმარების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით, ძალაშია 1997 წლის 22 ივნისიდან) მე-6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული პირობების არსებობისას დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა.“ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეებზე ჩამოყალიბებული აღნიშნული განმარტება და სასამართლო დასკვნა სავსებით ესადაგება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სივრცეში საჯარო შრომითი ურთიერთობების სწორ და კანონშესაბამის მოწესრიგებას, შრომითი უფლებების რეალიზაციის ხასიათის იდენტურობის გამო“. განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გ------------ეს 2012 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულება აუნაზღაურდა 734,00 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით შეადგენდა 25 დღის თანხას. კერძოდ, მოპასუხის მოსაზრებით, გ------------ეს შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში ეკუთვნოდა 30 დღის ოდენობით, საიდანაც 2012 წელს გამოიყენა 5 დღე, ხოლო დანარჩენი გამოუყენებელი შვებულება აუნაზღაურდა. საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირება მითითებულ გარემოებაზე და მიუთითა, რომ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ვინაიდან გ------------ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ნამსახურობის წლები აღემატებოდა 10 წელს, 2012 წლის მორიგი შვებულება ეკუთვნოდა 45 დღე. საქალაქო სასამართლომ აქვე მართებულად მიუთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის ყოველწლიური კუთვნილი შვებულების ოდენობას, კერძოდ, სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით“ დიფერენცირებულია სამხედრო მოსამსახურეები სტატუსისა და ნამსახურობის წლების მიხედვით, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სწორედ ამ უკანასკნელის რეგულაცია უნდა გავრცელდეს განსახილველ შემთხვევაზე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ მართებულად მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, გ------------ემ სამხედრო სამსახურში იმსახურა 10 წელზე მეტ ხანს და სამსახურიდან გათავისუფლებამდე მას უნდა ესარგებლა 45 დღიანი კუთვნილი შვებულებით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით, მოპასუხე მხარემ აუნაზღაურა გამოუყენებელი შვებულება მხოლოდ 734,00 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარეობს, რომ მან გ------------ეს სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის გამოუყენებელი კუთვნილი შვებულება არ აუნაზღაურა სრულად. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა კანონის დანაწესი მოსარჩელის მეუღლისათვის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე მიეცა კუთვნილი 45 დღიანი შვებულება ან აენაზღაურებინა შესაბამისი ოდენობით. ამასთან, რაც შეეხება ასანაზღაურებელი საშვებულებო თანხის ოდენობას, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეირაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის მიერ 2017 წლის 6 ივნისის M---------------- ცნობით დგინდება, რომ გ------------ე ნამდვილად მსახურობდა მე-2 ქვეით ბრიგადაში და მისი ხელფასი შეადგენდა 1176,00 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ გ------------ემ 2012 წლის შვებულებით არ უსარგებლია, ამასთან, მას ეკუთვნოდა შვებულება 45 დღე, შესაბამისად, ხელფასის თანხა უნდა გაიყოს 1 თვეზე ანუ 30 დღეზე და გამრავლდეს გამოუყენებელი შვებულების დღეებზე ანუ 45 დღეზე (1176/30*40), რაც შეადგენს 1030 ლარს.

 

4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს ლ---–-----------–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მეუღლის გ------------ის 2012 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების დღეების თანხის 1030 ლარის ანაზღაურება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე