განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2019
საქმის ნომერი
080100118002475394
ინსტანცია
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002475394

საქმე №1/ბ-725-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0------------ ნ---- მ------- ძე მ----ს მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქუთაისი, მ–--------ს ქ. N--, ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, ჩ------ის ქ. N----;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ---- მ---ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

 

1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორსულის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე ქუთაისში, ჩ------ის ქუჩა N-----ში მდებარე სახლში ნ---- მ----ა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს ა-–--- კ-----–--–---–ს კერძოდ ხელი დაარტყა მარცხენა ყურში, მოქაჩა თმებში, ასევე ხელი დაარტყა ზურგში და ხელის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 8 მარტს, ქუთაისი, ფ--–--–---–------ში მდებარე ,,ა----------“-ში ნ---- მ----ა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს ა-–--- კ-----–--–---–ს კერძოდ სიგარეტი, რომელსაც ეწეოდა დაადო მარცხენა ბეჭზე, მხარის ზედა ნაწილზე. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის დეკემბრის თვეში, ქუთაისში, ჩ------ის ქუჩა N13/-ში მდებარე სახლში ნ---- მ----ა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ა-–--- კ-----–--–---–ს კერძოდ ჯერ თმებში დაქაჩა ძლიერად, ხოლო შემდეგ სცემა ზურგის და ხელების არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ---- მ----ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 აპრილის ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 მარტისა და 2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სეტემბრის განაჩენით ნ---- მ---- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 აპრილის ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 მარტისა და 2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებეში.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი :

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ------- ვ-----------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი ნ---- მ----ს მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 აპრილის ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 მარტისა და 2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი ნ---- მ----ს მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საქმეში არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტი და აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტურ პირს დაარწმუნებს იმაში, რომ ნ---- მ----ა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები და აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები.

 

გამართლებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ---- მ----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა-–--- კ-----–--–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლოს ნათესავის, მეუღლის - ნ---- მ----ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

მოწმის სახით დაკითხულმა მ------- ხ-----–---–მა განმარტა, რომ დაზარალებული ა-–--- კ-----–--–---–ი არის მისი მეგობარი, რის გამოც, ხშირად სტუმრობს მას ოჯახში. შემთხვევის დღეს, 2018 წლის აპრილის თვეში, დილის საათებში, იგი მივიდა ა-–--- კ-----–--–---–ისა და ნ---- მ----ს ოჯახში, სათვალის წამოსაღებად, რომელიც იქ დარჩა წინა დღეს მატთან სტუმრობის დროს, როდესაც სახლში შევიდა ნახა, რომ ა-–--- კ-----–--–---–ი იჯდა საწოლზე და ეკამათებოდა მის მეუღლეს ნ---- მ---ს. ამ დროს მათი ბავშვი იმყოფებოდა ამავე ოთახში და ტიროდა. ა-–---მ უთხრა მას, რომ იყო აღელვებული და სთხოვა ბავშვი წაეყვანა საბავშვო ბაღში. ა-–--- კ-----–--–---–მა განუმარტა მას, რომ მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზი იყო ის, რომ სურდა რუსეთში წასვლა, რისი წინააღმდეგიც იყო მისი მეუღლე. მოწმის განმარტებით, გამოძიებაში მის მიერ მიცემული განმარტების დროს არასწორად გაიგო დაზარალებულ ა-–--- კ-----–--–---–ის პირველი მონათხრობიდან, თუ რატომ ეტყობოდა სახეზე ძალადობის კვალი. კერძოდ, ა-–---მ უთხრა მას, რომ ,,დაზიანება კამათის დროს მივიღეო“ თვითონ კი ჩათვალა, რომ ა-–---ს მისმა მეუღლემ ნ---- მ----ა დაარტყა ხელი სახის არეში, არადა შემდგომ ა-–---მ აუხსნა მას, რომ დაზიანება მიიღო შემთხვევით, როდესაც აღებდა აბაზანის კარებს და კარები შემთხვევით მოხვდა სახის არეში. მოწმის განმარტებით, ა-–--- კ-----–--–---–ისა და ნ---- მ----ს შვილი დილის საათებში ყოველთვის ტირის, რადგანაც ბავშვს არ უნდა ბაღში წასვლა და მიიჩნევს, რომ იმ დღესაც ალბათ ამის გამო ტიროდა ბავშვი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელმა ი-–-- კ--------ემ განმარტა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, დილის საათებში, დაახლოებით 10.00 საათისთვის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, აღნიშნულის საფუძველზე განყოფილებაში შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, დაზარალებულ ა-–--- კ-----–--–---–თან და ექსპერტ-კრიმინალისტთან ერთად. როგორც ა-–--- კ-----–--–---–მა აუხსნა მათ, მისმა მეუღლემ ნ---- მ----ა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მათ მისვლამდე რამდენიმე წუთის წინ. დაზარალებული ძალიან აღელვებული იყო და ვიზუალურადაც ეტყობოდა სიწითლე სახის არეში. უშუალოდ არ შესწრებია ა-–--- კ-----–--–---–სა და ნ---- მ---ს შორის მომხდარ კონფლიქტს.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა პ----- გ-------–---–მა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელმა ი----- დ------–---–მა დაადასტურა, რომ საქმეზე მის მიერ გამოკითხული და დაზარალებულად იქნა ცნობილი ა-–--- კ-----–--–---–ი, ასევე, მის მიერ იქნა ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოკითხვის დროს დაზარალებულმა ა-–--- კ-----–--–---–მა განუმარტა მას, რომ სურდა რუსეთში წასვლა, რათა გაერკვია მისი ,,სტატუსი,“ რისი უფლებაც მის მეუღლე ნ---- მ---ს არ მიუცია, ამის გამო მოხდარა შეკამათება მათ შორის შემთხვევის დღეს, რა დროსაც, როგორც ამას დაზარალებული აცხადებდა, ნ---- მ---ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია მისთვის, ძირს წაუქცევია და წაქცეულისთვის დაარტყამს ხელი ტუჩის არეში, ამ დროს მათთან სახლში მისულა მათი მეგობარი, რის გამოც, სიტუაცია შედარებით დაწყნარებულა. მოწმის განმარტებით, გარდა ამისა დაზარალებულმა განუმარტა მას, რომ 2018 წლის 8 მარტს, როდესაც მეუღლესთან და სხვა ახლობლებთან ერთად აღნიშნავდა 8 მარტის დღესასწაულს, რესტორნიდან გამოსვლის დროს მეუღლემ სიგარეტი დაადო ბეჭზე და ისე ჩაუქრია იგი. ა-–--- კ-----–--–---–მა დაადასტურა, რომ დაქორწინების დღიდან მისი მეუღლე უმიზეზოდ ეჭვიანობდა მასზე, რის გამოც, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას.

 

საქმეში არსებული N--------- სასამართლოო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თნახმად, “შემოწმებისას მოქ. ა-–--- კ-----–--–---–ს, სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ძველი ნაწიბური და დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობის,ნაჭდევისა და სისხლნაჟგენთის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის(საგნები) ზემოქმედების შედეგად,ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა შ----- თ------ემ დაადასტურა, მის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ ქუთაისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლის დადგენილებით დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იქნა მოქალაქე ა-–--- კ-----–--–---–ი. აღნიშნულ მოქალაქე უჩიოდა უსიამოვნო შეგრძნებას ქვედა ტუჩის მიდამოში ქვედა ტუჩზე ქონდა ჭრილობა და სისხლჩაქცევები, ასევე მარჯვენა წინა მხარეს ჰქონდა მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლჩაქცევები. განმარტავს, რომ მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნაში გადმოცემული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. განმარტავს, რომ შესამოწმებელმა პირმა ა-–--- კ-----–--–---–მა უთხრა მას, რომ ეს დაზიანებები მიაყენა მისმა მეუღლემ ნ---- მ----ა. განმარტავს, როგორც ა-–--- კ-----–--–---–მა განაცხადა მასთან, რომ იყო ორი თვის ფეხმძიმედ.

 

საქმეში არსებული, N--------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, “სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ა-–--- კ-----–--–---–ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ნ---- მ----ს მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს დამცირების და შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ა-–--- კ-----–--–---–ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედება ვერ მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს“.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------- ფ---–---–---მ, დაადასტურა მის მიერ გაცემული ამბულატორიული სასამართლო-ფსქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე მოხდა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება ა-–--- კ-----–--–---–ის მიმართ, დადგენილებაში დასმული კითხვებით უნდა დაედგინა განიცდიდა თუ არა ა-–--- კ-----–--–---–ი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დაშინებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას. დადგინდა, რომ ნ---- მ----ს ქმედება მართლა იწვევდა ამ პიროვნების დამცირებას, თუმცა ეს არ ყოფილა ისეთი ხარისხით, რომ მისი ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოეწვია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა თარჯიმანმა შ------ ქ-–----ემ განმარტა, რომ მასთან სკოლაში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს განყოფილებაში, სადაც ა-–--- კ-----–--–---–ი აძლევდა ჩვენება. შემდეგ ეს ჩვენება მის მიერ გადათარგმნილი იქნა ა-–--- კ-----–--–---–ზე რუსულ ენაზე. ამის შემდეგ, პოლიციის განყოფილებიდან წავიდნენ საცხოვრებელ ბინაში და იქ ა-–--- კ-----–--–---–მა მიუთითა საძინებელ ოთახზე, სადაც მოხდა აღნიშნული ფაქტი.

 

გამართლებულმა ნ---- მ----ა თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ნ---- მ----ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანი-–-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ა-–--- კ-----–--–---–მა ისარგებლა მისთთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ნ---- მ----ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2018 წლის 16 აპრილის ეპიზოდის ბრალდებასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა რომლითაც მართალია დგინდება, ა-–--- კ-----–--–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული დასკვნით ვერ დადგინდება, თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანება დაზარალებულმა მიიღო ნ---- მ----ს ძალადობრივი ქმედების შედეგად, მით უფრო, რომ, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მოწმის სახით დაკითხულ მ------- ხ-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი კონფლიქტის შემსწრე არ ყოფილა, როდესაც სახლში შევიდა ნახა, რომ ა-–--- კ-----–--–---–ი იჯდა საწოლზე და ეკამათებოდა მის მეუღლეს ნ---- მ---ს. ამ დროს მათი ბავშვი იმყოფებოდა ამავე ოთახში და ტიროდა. ა-–---მ უთხრა მას, რომ იყო აღელვებული და სთხოვა ბავშვი წაეყვანა საბავშვო ბაღში. მან არასწორად გაიგო დაზარალებულ ა-–--- კ-----–--–---–ის პირველი მონათხრობიდან ,,სახეზე დაზიანება კამათის დროს მივიღეო“, რადგან შემდგომ ა-–---მ აუხსნა მას, რომ დაზიანება მიიღო იმ დროს, როდესაც აღებდა აბაზანის კარებს და კარები შემთხვევით მოხვდა სახის არეში. რაც შეეხება მოწმე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, ასევე ისინიც არ არიან კონფლიქტის თვითმხილველები, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

რაც შეეხება 2017 წლის დეკემბრის თვის და 2018 წლის 8 მარტის ეპიზოდებს, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ნ---- მ----ა ჩაიდინა ა-–--- კ-----–--–---–ის მიმართ ძალადობა.

 

ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ---- მ----ს ბრალდების დადასტურება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---- მ----ს მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ნ---- მ----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი ნ---- მ----ს მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ნ---- მ---- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 აპრილის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

 

ნ---- მ----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

გამართლებულ ნ---- მ---ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე