განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002735029
საქმე №1ბ/793-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზ---- ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ--------------–ის
მსჯავრდებულ: ზ-----------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ზ-----------ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი N------------, ნასამრთლევის, რეგისტრირებულის: გ--–----------–--------–---- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–------------------------------------------–----------------------------–-; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126 1-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ-----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ-----------ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, ქ-------–---------------------------------------–------------------------------ში, ზ-----------მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - ნ-------------–--ას მიმართ, კერძოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე, წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, მოქაჩა თმა, დააგდო საწოლზე, ყურიდან ჩამოგლიჯა საყურე და რამდენჯერმე დაარტყა შეკრული ხელის მტევანი თავსა და მხრებში. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ნ-------------–--ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ნ-------------–--ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ესწრებოდა მისი არასრულწლოვანი შვილი, - ე-----–--------ი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ-----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, ქ-------–---------------------------------------–------------------------------ში, ზ-----------მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის-ნ-------------–--ას მიმართ, კერძოდ, წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, მოქაჩა თმა, დააგდო საწოლზე, ყურიდან ჩამოგლიჯა საყურე და რამდენჯერმე დაარტყა შეკრული ხელის მტევანი თავსა და მხრებში. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ნ-------------–--ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით:
ზ-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზ-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ზემოაღნიშნულ განაჩენში ცვლილებების შეტანას და ზ-----------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, ქმედების პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩადენის გათვალისწინებით. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა ზ-----------ის ჩვენების რომელ ნაწილში აწვდიდა სასამართლოს სწორ ინფორმაციას, იმ პირობებში, როდესაც ერთ მხარეს შვილი უსვამდა შეკითხვებს, ვისი ბედითაც დაინტერესებული იყო დედა და მეორეს მხრივ ბრალდების მხარე, რომელსაც ნეიტრალური დამოკიდებულება გააჩნდა მოწმის მიმართ. ამასთან დაზარალებულმა ნათლად დაადასტურა რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა მისი არასრულწლოვანი შვილი, - ე-----–--------ი;
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ-----------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას.
სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, მსჯავრდებულის არასრულწლოვანმა შვილებმა, მოწმეებმა: ბ---------------მა და ე-----–--------მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით არ მიეცათ მამის მამხილებელი ჩვენება.
დაზარალებულ ნ-------------–--ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ზ-----------ი არის მისი მეუღლე და მასთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში ზ-----------ი ეჭვიანობის ნიადაგზე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის ხშირი იყო კამათი, განსაკუთრებით ალკოჰოლური სიმთვრალის დროს. 2018 წლის 16 ოქტომბერს, ზ-----------ს მასთან მოუვიდა კამათი, რა დროსაც უთხრა, რომ მეორე დღეს სკოლაში წასვლის შემდეგ სახლში აღარ დაბრუნებულიყო. მეორე დღეს სახლში დაბრუნებისას ზ-----------ი იმყოფებოდა საძინებელ ოთახში. საძინებელში შესვლისას შეატყო, რომ მისი მეუღლე იყო ნასვამი. კვლავ მოუვიდათ კამათი, გავიდა მეზობელთან და დარეკა პოლიციაში. აღნიშნულზე ზ-----------ი გაღიზიანდა, წვდა თმებში, ლოგინზე დააგდო, მუშტი რამდენჯერმე დაარტყა და საყურე ჩამოგლიჯა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ე-----–--------ი და დედამთილი ზ-----------ი. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად განიცადა ტკივილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-----------მა დაკითხვისას განმარტა, რომ ზ-----------ი არის მისი შვილი, რომელიც ქორწინებაში იმყოფებოდა ნ-------------–--ასთან. ბინაში ცხოვრობდნენ თავად, მისი შვილი ზ-----------ი, რძალი ნ-------------–--ა და მათი არასრულწლოვანი შვილები: ბ-------ე და ე-----–--------ები. 2018 წლის 17 ოქტომბერს, საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე ზ-----------ი ნასვამი დაბრუნდა სახლში. მეუღლეებს შორის მოხდა შეკამათება, რა დროსაც ზ----მ ნ-----ს დაარტყა მუშტი. მოწმე ზ-----------მა დაკითხვისას ასევე განმარტა, რომ არასრულწლოვანი ე-----–--------ი ძალადობის ფაქტს არ შესწრებია. ე-----–- ოთახიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ზ---- გავიდა სახლიდან.
საქმეში არსებული მტკიცებულებათა ნაწილი - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-----------------------–------------------------------ დასკვნა და შემაკავებელი ოქმი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ზ-----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ნ-------------–--ას მიმართ განხორციელებულ ძალადობას არ ესწრებოდა ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი, - შვილი ე-----–--------ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ზ-----------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას, - მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობას ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი,-ე-----–--------ი. აპელანტის აღნიშნულ პოზიციას სააპელაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეებმა ბ---------------მა და ე-----–--------მა (ზ-----------ის არასრულწლოვანი შვილები) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია შვილი. ე-----–--------ი და ბ---------------ი არიან ის პირები, რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ზ-----------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ. მოწმის სახით დაკითხულმა ზ-----------მა კი უარყო ზ-----------ის მიერ ძალადობის ჩადენის დროს ე-----–--------ის ყოფნა. რეალურად მხოლოდ დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ზ-----------ის მიერ მის მიმართ ჩადენილ ძალადობას ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი ე-----–--------ი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ბრალდების ყველა ეპიზოდში აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ. კონკრეტულ შემთხევაში, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის დასადასტურებლად რომ ზ-----------ის მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობას ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი, - ე-----–--------ი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ-----------ის ქმედება სავსებით სამართლიანად დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ზ-----------ის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორია და არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ-----------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ე-----–--------ი შეესწრო, მამის, - ზ-----------ის მიერ მეუღლის - ნ-------------–--ას მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ამავე დროს მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ზ-----------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.
პალატა ასევე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ ზ-----------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ზ-----------ისთვის როგორც ჩადენილი დანაშაულისათვის რეციდივის წესით და შემდგომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი ზ-----------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი ზ-----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ზ-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ზ-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
ზ---- კ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი