განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100117002226033
№1/ბ-339-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორ - კ---- ს-----ის
გამართლებულ - ზ---- თ-----–---–ის
ადვოკატ - ნ----- ც---–---ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---- ა---------–ის ძე თ-----–---–ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი №5----------, მცხოვრები: ქ. ზესტაფონი, მ----------ის ქ.№38-ში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ზ---- თ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ---- თ-----–---–ი და ი--- გ--–----ე, 2005 წელს დაქორწინდნენ. თანაცხოვრების პერიოდში, მათ, შეეძინათ ხუთი შვილი. დაქორწინების შემდეგ, ზ---- თ-----–---–სა და ი--- გ--–----ეს შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება, რომლის მოტივიც გახდა ქალის მიმართ გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულება, რაც გამოიხატებოდა ზ---- თ-----–---–ის მიერ მეუღლის ი--- გ--–----ის გავლენისა და შიშის ქვეშ მოქცევაში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის აკრძალვაში, ქცევის და პირადი ცხოვრების კონტროლში. 2016 წლის აგვისტოს თვეში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩრდილში, ზ---- თ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ამ უკანასკნელმა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს - ი--- გ--–----ეს, სახეში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი, რის გამოც ი--- გ--–----ემ ტუჩზე მიიღო დაზიანება. განაგრძობდა რა ძალადობას, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა კისრის არეში. თითოეული ასეთი ქმედების შედეგად, ი--- გ--–----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მიიღო სხეულის დაზიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზ---- თ-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზ---- თ-----–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ - კ---- ს-----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ზ---- თ-----–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ნ----- ც---–---ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- გ--–----ემ განაცხადა, რომ ზ---- თ-----–---–ი არის მისი სიძე, ქალიშვილის - ი--- გ--–----ის ქმარი. 2016 წლის აგვისტოში გაიგო, რომ ზ---- ხმამაღლა ელაპარაკებოდა ი---ს, ასევე, ნახა, რომ სილურჯეები ჰქონდა ი---ს. ზ----მ დაარტყა, თუ ი--- თვითონ წაიქცა, არ იცის. პირადად, ზ----სა და ი---ს შორის კონფლიქტს, ან ზ----ს მხრიდან ი---ს ცემის ფაქტს არ შესწრებია. მხოლოდ ი---სგან იცის, რომ ზ----მ ცემა. ჩხუბის მიზეზი კი მისთვის უცნობია. წარსულში, უფრო სისტემატიურად იყო კონფლიქტი ზ----სა და ი--- შორის. მოწმის განმარტებით, ახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც ი---ს სილურჯე ჰქონდა ფეხზე, თუმცა ზ----მ ცემა თუ ტყეში მიიღო დაზიანება ი---მ, ეს არ იცის.
მოწმე გ------ გ--–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ---- თ-----–---–ი არის მისი სიძე, ქალიშვილის ქმარი. ზ----ს და ი---ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში. იყო შემთხვევები, როდესაც მეუღლეები კამათობდნენ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, თუმცა არასოდეს შესწრებია ფაქტს, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინოს ზ----ს ი---სთვის. კამათი ძირითადად მოსდიოდათ ეკონომიური მდგომარეობის გამო. 2016 წლის აგვისტოში, ის ხარაგაულში არ ყოფილა და რა მოხდა ზ----სა და ი---ს შორის, არ იცის. ი---ს მისთვის არაფერი უთქვამს. მხოლოდ უთხრა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქმარმა. არ ახსოვს, რომ ი---ს ფიზიკური დაზიანებები ჰქონოდა როდესმე. ი--- არასოდეს ეუბნებოდა, რომ აგინებდა ზ----. თავად, პირადად, არასოდეს შესწრებია, რომ ზ----ს მის თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს ი---სთვის. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „2016 წლის აგვისტოს თვეში, ზუსტად რიცხვი არ მახსოვს, ჩვენთან სახლში მოვიდა ი--- და გვითხრა, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩრდილში ყოფნისას ზ----მ მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ი---ს სხეულზე აღენიშნებოდა სილურჯეები......“. გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორის შეკითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ არ ახსოვს გამოძიებაში რა ჩვენება მისცა, არ გონია, რომ ეს სიტყვები ეთქვა.
მოწმის სახით დაკითხული ნ---- გ--–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ---- თ-----–---–ი არის მისი სიძე, დის ქმარი. პირადად ი---სა და ზ----ს შორის კონფლიქტის შემსწრე არ ყოფილა. 2016 წლის აგვისტოში არ ყოფილა სოფელ ჩრდილში და შესაბამისად, არ იცის რა მოხდა იქ. ზ----სთან თანაცხოვრების პერიოდში, ი---სთვის არ შეუნიშნავს დაზიანებები. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2017 წლის 15 ნოემბერს მიცემული ჩვენება. პროკურორის შეკითხვაზე მოწმემ განაცხადა, რომ ჩვენებაში მითითებული გარემოებები წლების წინანდელი ამბავია და ზუსტად წლები არ ახსოვს. ხოლო რაც შეეხება დაზიანებებს, განმარტა, რომ მხოლოდ ერთხელ აქვს ნანახი ი---ს ხელზე სილურჯე, სხვა ადგილზე არა.
მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა მ------ თ-----–---–მა განაცხადა, რომ სახლში ცხოვრობს დედასთან, მამასთან და და-ძმებთან ერთად. როდესაც ხარაგაულში იყვნენ ი--- გ--–----ესა და ზ---- თ-----–---–ს არ უჩხუბიათ. ზ---- სვამს ხოლმე, წვება და ჩხუბობს. მას და ე-–---ს ეჩხუბება და სთხოვს ჩაის გაკეთებას. მოწმის განმარტებით, ზ----, ი---ს არ ეჩხუბება.
მოწმის სახით დაკითხულმა ფ-------- ჯ----–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს იყო ზ----სთან, ეხმარებოდა ონკანის გამოცვლაში. სამუშაოს დასრულების შემდეგ, დასხდნენ სუფრასთან და რამდენიმე ხანში მივიდა ა-–---- გ------–--ე. როდესაც დაიშალნენ და სახლში წავიდა, სახლში მისვლიდან რამდენიმე ხანში, მასთან მივიდა ზ---- თ-----–---–ი და სთხოვა სიმამრთან წაყოლა, ვინაიდან მეუღლესთან უთანხმოება მოუვიდა. მივიდნენ ზ----ს სიმამრთან და წამოვიდნენ უკან. მეორე დღეს გაიგო, რომ ზ---- დაკავებული იყო.
მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---- გ------–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს, გადავიდა მეზობელთან, ზ---- თ-----–---–თან, სადაც ასევე იყო მისი მეგობარი ფ-------- ჯ----–---–ი. ისინი ისხდნენ სუფრაზე, მიირთმევდნენ ღვინოს. გარკვეული დროის შემდეგ წავიდა სახლში. მეორე დღეს ფ--------მა უთხრა, რომ ზ---- თ-----–---–ი იყო დაკავებული, 12 ნოემბერს მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტის გამო. მოწმის განმარტებით იგი არასდროს შესწრებია ზ----სა და ი---ს შორის კონფლიქტს.
მოწმეების სახით დაკითხულმა ე-–----- კა--------ემ და პ---–- ლ---------–---–მა განაცხადეს, რომ მუშაობენ ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, ინსპექტორ-გამომძიებლების თანამდებობაზე. 2017 წლის 12 ნოემბერს, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ზ---- თ-----–---–ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ, ერთად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე - და მოახდინეს ზ.თ-----–---–ის დაკავება.
მოწმე კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. იყო სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული ი--- გ--–----ე; დანიშნა ექსპერტიზები; გამოითხოვა საქმის მასალები და სხვადასხვა დოკუმენტაცია; დაათვალიერა შემთხვევის ადგილი.
დაზარალებულმა ი--- გ--–----ემ, მოწმეებმა ე-–--- თ-----–---–მა და ნ-----–ი თ-----–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა ზ---- თ-----–---–მა, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, მ----------ის ქუჩა N38-ში და წარმოადგენს ი--- გ--–----ის საცხოვრებელ სახლს.
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა ვერ დაადასტურეს ზ---- თ-----–---–ის მიერ დაზარალებულ ი--- გ--–----ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი. არსებობს ეჭვი, რომლის გაქარწყლებაც ვერ შეძლეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებმა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთ შეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა გამართლებულ ზ---- თ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლო აკეთებს დასკვნებს, რომლებიც გამყარებულია არსებული მტკიცებულებების თავისუფალი შეფასებით და გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების არსებობისას წარმოუდგენელია ესა თუ ის მტკიცებულება სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნეს შემაჯამებელი დასკვნის გამოტანისას. ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომელთა მოპოვების შესახებაც გაუქარწყლებელი ეჭვი არსებობს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ზ---- თ-----–---–ის მიერ, მეუღლის - ი--- გ--–----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან ისინი ადასტურებენ მხოლოდ დაზიანების არსებობას, ხოლო დაუდგენელია აღნიშნული დაზიანებები მიაყენა თუ არა კონკრეტულმა პირმა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირიბი ჩვენების სხვა მტკიცებულებით დადასტურებით არ იცვლება ამ მტკიცებულების ბუნება, იცვლება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებით დარწმუნების შესაძლებლობის ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით ზ---- თ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ზ---- თ-----–---–ის ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ზ---- თ-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ---- თ-----–---–ი მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გამართლებულ ზ---- თ-----–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მაკრატელი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შს სამინისტროს 112-ის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ჩანაწერი CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე