განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სსაქმე №1/ბ-2-2018წ.
(060100117002159470)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–-------- დ------ას ძე ფ---–--ის მიმართ დაბადებული: 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, რეგისტრირებული ვანის რაიონი, სოფელი ზ--------ი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,,ბ” და ,,ე” ქვეპუნქტებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ვ-–-------- ფ---–--ეს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
რაც გამოიხატა შემდეგში:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ვ-–-------- ფ---–--ე გასამართლებული იქნა ოჯახური ძალადობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის 2 ეპიზოდისათვის და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ვ-–-------- ფ---–--ემ 2017 წლის 02 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ვანის რაიონის სოფელ ზ--------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში მეუღლესთან მ---------–-------- ერთად ყოფნისას, ურთიერთშორის წარმოშობილი კამათით განაწყენების ნიადაგზე, ამ უკანასკნელს ხელის სახის არეში არაერთხელ დარტყმით ცემა. აღნიშნულის გამო მისგან თავის დაღწევის მიზნით მ--- ფ---–--ე სახლიდან ეზოში გაიქცა, რომელსაც დაედევნა და ეზოში მყოფი არასრულწლოვანი 3 შვილის თანდასწრებით, ძალადობის განხორციელების მიზნით, მეუღლეს იქვე ნანახი ხის სარით დასდევდა, მ--- ფ---–--ე შვილებთან ერთად მათ გვერდით მცხოვრებ ბიცოლის -მ----- ფ---–--ის ეზოში ჩავიდა და მომხდარზე ამ უკანასკნელს ესაუბრებოდა. მათთან ვ-–-------- ფ---–--ე მივიდა და მეუღლეს სახლში დაბრუნება მოთხოვა. აღნიშნულზე უარის თქმის გამო, მან მ---------–---- ხელები თმებში ჩაავლო და ძალით შეეცადა სახლში წაეყვანა. ვ-–-------- ფ---–--ის ძალადობა მ----- ფ---–--ესთან ერთად მ---------–---ს კივილის ხმაზე იქ მისული მეზობლად მცხოვრები ნ----- ფ---–--ის და ს-------- შ-------ის მიერ იქნა აღკვეთილი. ვ-–-------- ფ---–--ის მიერ განხორციელებული ძალადობით მ--- ფ---–--ემ სხეულზე დაზიანებები მიიღო, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენით ვ-–-------- ფ---–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”ე” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ-–-------- უ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბერს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ვ-–-------- ფ---–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”ე” ქვეპუნქტებით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა ვ-–-------- ფ---–--ის დამნაშავედ ცნობისთვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეს ის მტკიცებულებებია, რომლებიც სასამართლოში მოსმენილი და სრულად არის გამოკვლეული, მათი შემდგენი თუ მომპოვებელი პირები დაკითხულია და უდავოდ დადგენილია, რომ ეს მტკიცებულებები საპროცესო კოდექსის დადგენილი წესის დაცვით არის მოპოვებული და არ არსებობს გონივრული ეჭვი მათი შესაძლო გამოცვლის თუ ნიშან-თვისების შეცვლის შესახებ. შესაბამისად, სასამართლოსთვის ამ მტკიცებულებათა ირგვლივ სრული ინფორმაცია არის მიწოდებული. ბრალდების მხარე ასევე ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ,,ორი პირდაპირი მტკიცებულების” არსებობაზე, რაც მოცემულ ვითარებაში პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ვინაიდან ძალადობა მოხდა სახლში, მხოლოდ ორი პირის (მოძალადე და მსხვერპლი) მონაწილეობითა და თანდასწრებით, გამოძიებამ დაზარალებულის და ბრალდებულის დაკითხვის გარდა მოიპოვა გონივრულად შესაძლებელი ყველა სხვა მტკიცებულება მომხდარი შემთხვევის დამარწმუნებლად და ფაქტის დასადასტურებლად. მაშინ როცა კანონმდებელს დანაშაულად აქვს გამოცხადებული ოჯახში ჩადენილი ძალადობა, მოცემული სახის დანაშაულებზე - განსახილველი საქმის მოცემულობით, როდესაც ძალადობა ხდება ოჯახში, სადაც კონფლიკქტში მონაწილე პირებად მხოლოდ დაზარალებული და მოძალადე გვევლინება, სადაც ამ ფაქტის თვითმხლველი სხვა პირიც არ გვყავს, ხოლო შემდგომში მათ შორის განვითარებული მოვლენების შემსწრე არაერთი პირის ჩვენმება არსებობს,ამ ,,სტანდარტით” სასამართლოს მსჯელობა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები უძლური ხდება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მოძალადის ქმედებით დაშინებული მსხვერპლის ინტერესი კი დაუცველი და მოძალადეც წახალისებული რჩება.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული მ---------–---ს ჩვენების თანახმად, მის მიმართ მის მეუღლეს, ვ-–-------- ფ---–--ეს, ძალადობა არ განუხორციელებია. გამოძიების დროს მეუღლის დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემა კი გამოწვეული იყო ამ უკანასკნელზე გაბრაზებით. იგი ცხოვრობს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ--------ში მეუღლესთან ვ-–-------- ფ---–--ესთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, იგი დაოჯახებულია 7 წელია და მეუღლესთან აქვს ნორმალური ურთიერთობა, წარსულში მართალია მოუვიდათ კონფლიქტი ყოფით საკითხებზე, მაგრამ ამისათვის მის მეუღლეს შეეფარდა კიდეც შესაბამისი სასჯელი და მის შემდგომ ნორმალური ურთიერთობებით აგრძელებენ თანაცხოვრებას. 2017 წლის 02 აგვისტოს იგი იმყოფებოდა ვანის რაიონის სოფელ ზ--------ში მდებარე მათ ახლადშეძენილ საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით 10 საათისათვის იგი შეუდგა საოჯახო საქმიანობას, რა დროსაც მაგიდაზე დადგა სკამი რათა ჩამოეკიდებინა ფარდა, რა დროსაც გადმოვარდა და ცხვირი დაიზიანა, რადგანაც ამ დაცემის შედეგად განიცადა ძლიერი ტკივილი, შეუძლოდ გახდა და წამოწვა. იმ დროს მისი მეუღლე ვ-–-------- ფ---–--ე სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო როდესაც მოვიდა და იგი დაწოლილი დახვდა, უსაყვედურა, რატომ წევხარ ბავშვები გარეთ უყურადღებოდ თამაშობენო, ეს საუბარი გადაიზარდა ხმამაღლა შელაპარაკებაში რა დროსაც მისმა მეუღლემ ვ-–-------- ფ---–--ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა გინებასა და უშვერი სიტყვებით მიმართვაში, რაზედაც ძალიან განაწყენდა და განიზრახა მეუღლის დასჯა, კერძოდ დაიწყო ხმამაღლა ყვირილი, რომ თითქოს მისი მეუღლე ურტყამდა და ითხოვდა პატრულის გამოძახებას. იმ დროისათვის მათი შვილები სახლში არ იმყოფებოდნენ ისინი იყვნენ მეზობლის ბავშვის დაბადების დღეზე მიწვეულები, ამის შემდეგ იგი გადავიდა მეზობლის სახლში, სადაც მივიდა ვ-–-------- ფ---–--ეც და სთხოვდა მას დაწყნარებულიყო და სახლში გაჰყოლოდა, მაგრამ იგი არ მიჰყვებოდა, რადგან წარსულში მომხდარი ინციდენტის გამო ჰქონდა შიში რომ კვლავ არ განმეორებულიყო ცემის ფაქტი. ამის შემდეგ მასთან მივიდა მისი მეუღლე და თავთან მოჰკიდა ხელი და უთხრა რომ წაჰყოლოდა სახლში, ვინაიდან იგი გაბრაზებული იყო მეუღლეზე დაიწყო ხმამაღლა ყვირილი, კერძოდ, ითხოვდა შველას რომ თითქოსდა მეუღლე თმებში ქაჩავდა და ითხოვდა დაერეკათ დედამისისათვის, სინამდვილეში კი მას არანაირი ტკივილი არ განუცდია, შურისძიების ნიადაგზე, მან ნებაყოფლობით მისცა სამართალდამცავ ორგანოებს ცრუ ჩვენება მისი მეუღლის წინააღმდეგ, რაც შეეხება სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ამ დაზიანებათა ნაწილი მიიღო ფარდის დაკიდების დროს წაქცევისას, ხოლო ნაწილი სასოფლო- სამეურნეო საქმიანობის დროს. აქვე მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტება არის სწორი.
მოწმის სახით დაკითხული მ----- ფ---–--ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ--------ში, ვ-–-------- ფ---–--ე არის მისი მეუღლის ბიძაშვილი. 2017 წლის 02 აგვისტოს მასთან მივიდა ანერვიულებული მ--- ფ---–--ე და უამბო მას, რომ მეუღლესთან მოუვიდა ჩხუბი, ხოლო ჩხუბის გამომწვევი მიზეზების თაობაზე იგი არ დაინტერესებულა. ამ დროს ისინი იმყოფებოდნენ მისი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივანზე, როდესაც მასთან გადმოვიდა ვ-–-------- ფ---–--ე, რომელმაც ხელი მოჰკიდა მკლავში მის მეუღლეს და სთხოვა სახლში დაბრუნება, მ--- ფ---–--ე თავს იკავებდა მეუღლის გაყოლაზე ამის შემდეგ ვ-–-------- ფ---–--ემ ხელი მოჰკიდა კისრის არეში, მ--- კვლავ ჯიუტობდა და თავს იკავებდა მისი მეუღლის გაყოლაზე. ამის შემდეგ გადმოვიდნენ სხვა მეზობლებიც. რაც შეეხება დაზიანებებს მისი განმარტებით მ--- სახეზე იყო გაწითლებული და უმნიშვნელო ხაზი ეტყობოდა ცხვირის მიდამოში, სხვა რაიმე დაზიანება მისთვის არ შეუნიშნავს.
მოწმის სახით დაკითხული ნ------ ფ---–--ის ჩვენების თანახმად იგი ცხოვრობს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ--------ში, არის ვ-–-------- ფ---–--ის გვერდით მეზობელი და 18 წლის ასაკის შემდეგ ისინი ერთად იზრდებოდნენ და ვ-–-------- ფ---–--ეს იცნობს როგორც უაღრესად შრომისმოყვარე და გაწონასწორებულ პიროვნებას. ოჯახის შექმნის შემდეგ უმუშევრობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვ-–-------- ფ---–--ეს მეუღლესთან ზოგჯერ მოსდის ხოლმე კონფლიქტი. 2017 წლის 02 აგვისტოს იგი მუშაობდა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში კერძოდ, დაკავებული იყო თხილის კრეფით, რა დროსაც შემოესმა კივილის ხმა, გამოიქცა და დაინახა რომ მეზობლის ეზოში რამდენიმე ადამიანს მოეყარა თავი. იქვე იყვნენ მ--- ფ---–--ე და ვ-–-------- ფ---–--ე, ვ-–-------- ფ---–--ეს მის მეუღლისათვის თავის არეში ჰქონდა ხელი მოკიდებული და სახლში წაყოლას სთხოვდა, ხოლო მ--- არ მიჰყვებოდა. ჩემს შეკითხვაზე თუ რატომ არ სურდა მას მეუღლესთან ერთად სახლში წასვლა მ--- ფ---–--ემ უპასუხა, რომ ისინი ნაჩხუბრები იყვნენ. მან ვ-–-------- ფ---–--ეს მოუწოდა, რომ დაენებებინა თავი და მ--- როცა დაწყნარდებოდა თავად წავიდოდა სახლში. მისი განმარტებით მ--- ფ---–--ე ზოგადად არის ემოციური და აქვს ფეთქებადი ხასიათი, რომელიც მალევე გაუვლის ხოლმე. მართლაც დაწყნარდა და გაჰყვა მის მეუღლეს და თან დაიბარა, რომ აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებინათ დედამისისათვის. მისთვის უცნობია ვინ დაურეკა მ---------–---ს დედას ან პოლიციას, რაც შეეხება დაზიანებას აღნიშნა, რომ მართალია მ--- ფ---–--ე სახეზე გაწითლებული იყო, თუმცა იმ მომენტში მიიჩნია რომ ეს იყო ზოგადად მაღალი ტემპერატურის გამო. სხვა რაიმე დაზიანება ან სისხლმდენი ნაკაწრი არ ეტყობოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ექთანია და თავად აღმოუჩენდა დახმარებას.
მოწმის სახით დაკითხული ნ-----–- ფ---–--ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ--------ში, არის ვ-–-------- ფ---–--ის დედა, მანამდე ვ-–-------- ფ---–--ე მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთა ერთად ცხოვრობდნენ მათთან. მაგრამ ბოლო პერიოდში ისინი ცალკე საცხოვრებლად გადავიდნენ მისი სახლიდან დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით. 2017 წლის 02 აგვისტოს იგი ვენახში მუშაობდა, რა დროსაც ხმაური შემოესმა, მისი შვილი მეუღლეს მ---------–---- თხოვდა სახლში გაყოლას, რაზედაც ეს უკანასკნელი უარს ეუბნებოდა, ვიდრე ხმაურის ადგილზე მივიდოდა, ვ-–-------- და მ--- ფ---–--ეები წავიდნენ სახლში. მოწმის განმარტებით ვინაიდან მაღალი წნევა ჰქონდა და შეუძლოდ იყო იგი მისი შვილის საცხოვრებელ სახლში აღარ მისულა, ამიტომ მისთვის უცნობია რა მოხდა მისი შვილის სახლში.
მოწმის სახით დაკითხული ნ---- გ-----–--ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ქ. ქალაქ ქუთაისში ს---–-----------------------------------ში არის ვ-–-------- ფ---–--ის სიდედრი, დაახლოებით 7 წელია ვ-–-------- ფ---–--ე მისი სიძეა და რაიმე სერიოზულ კონფლიქტს მისი შვილის ოჯახში ადგილი არ ჰქონია. 2017 წლის 02 აგვისტოს იგი იმყოფებოდა სამსახურში, უვლიდა მოხუცს, რა დროსაც დაურეკა მ---------–---ს მაზლის ცოლმა ს------- შ-------ემ და უთხრა რომ მისი შვილი მ--- ფ---–--ე და ვ-–-------- ფ---–--ე ჩხუბობდნენ და სთხოვა ჩასულიყო და ეშველა მათთვის, რადგან იგი მუშაობდა ვერ მოახერხებდა მათთან მისვლას, ამასთან მან არ იცოდა რეალური ვითარების შესახებ, როგორც დედას, შეეშინდა და დარეკა პოლიციაში, რომელსაც მისცა მისამართი და განუმარტა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს.
მოწმის სახით დაკითხული ბ----- ზ------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 2017 წლის 02 აგვისტოს მას დაეწერა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ დაწყებულ იქნა გამოძიება, დაკითხულ იქნენ მოწმეები, დაზარალებული, რა დროსაც მოწმე მ--- ფ---–--ემ განმარტა, რომ მის მიმართ მისმა მეუღლემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, თავიანთ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს კერძოდ, მუშტის დარტყმით სცემა იგი, რის შემდეგაც იგი გადავიდა მეზობლად მცხოვრებ ბიცოლასთან, სადაც ასევე მივიდა ვ-–-------- ფ---–--ე და კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა თმებში ხელის მოჭიდებით. მ---------–---- ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, მის მიერვე მოხდა ვ-–-------- ფ---–--ის დაკავება და დაკავების ოქმის შედგენა, გამოკითხული იქნა ასევე ვ-–-------- ფ---–--ეც და მასვე ჩაუტარდა, სამედიცინო, სიმთვრალე-სიფხიზლისა და ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზები, ხოლო შემდგომ იგი გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, სადაც მ--- ფ---–--ემ მიანიშნა ადგილები, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ, მოხდა ამ ყველაფრის დასურათება. მის მიერ ასევე დაკითხულნი იქნენ მოწმეები, რომლებიც შეესწრნენ აღნიშნული ცემის ფაქტს.
სასამართლო სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის შესაბამისად, გამოქვეყნებულ იქნა მოწმე ს------- შ-------ის (რომელიც საქართველოში არ იმყოფეობოდა) ჩვენება იგი გამოძიების დროს განმარტავდა, რომ რეგისტრირებულია ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----–ი, ხოლო ფაქტობრივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად. 2017 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც დაინახა, რომ მისი ბიცოლის, მ----- ფ---–--ის ეზოში ჩავიდა მისი რძალი მ--- ფ---–--ე, რომელსაც თან მიჰყვებოდა მისი შვილებიც, მ--- ფ---–--ე მივიდა მ----- ფ---–--ის აივანთან და ჩამოჯდა სავარძელზე, იგი აპირებდა მათთან მისვლას, მაგრამ სახლში წავიდა პირადი საქმისთვის და ამის შემდეგ აპირებდა გადასვლას ამ დროს შემოესმა ძლიერი კივილის ხმა. იგი იმ წუთასვე გამოვიდა სახლიდან და დაინახა, რომ მის მაზლს ვ-–-------- ფ---–--ეს ხელი ჰქონდა მოკიდებული მ---------–---სათვის ხელში და ექაჩებოდა რათა სახლში წაეყვანა, მათ შორის იდგნენ მისი ბიცოლა მ----- ფ---–--ე და ნ----- ფ---–--ე, იგი მივიდა მის მაზლთან და სთხოვა გაყოლოდა მის სახლში და დაწყნარებულიყო, მაგრამ ვ-–-------- ფ---–--ე დაჟინებით მოითხოვდა მისი მეუღლისაგან სახლში გაყოლას, როგორც მოგვიანებით ნ----- და მ----- ფ---–--ეებისაგან შეიტყო მ--- ფ---–--ე არ მიჰყვებოდა სახლში ვ-–-------- ფ---–--ეს, რაზედაც განაწყენებულმა მ---------–---- თმებში სწვდა და ჭიშკრისკენ მიათრევდაო და რომელიც შემდეგ გააშველეს აღნიშნულმა პირებმა, ამის შემდეგ მ--- და ვ-–-------- ფ---–--ეები წავიდნენ თავიანთ საცხოვრებელ სახლში, წასვლისას მ--- ფ---–--ემ თხოვა დაერეკა დედასთან ნ---- გ-----–--ესთან, რომელსაც დაურეკა და აცნობა, რომ მისი შვილი მ--- ფ---–--ე და სიძე ვ-–-------- ფ---–--ე ჩხუბობდნენ და მიეღო რაიმე ზომები. რამდენიმე წუთში ნ---- გ-----–--ემ დაურეკა უთხრა, რომ შეატყობინა პოლიციას ზემოაღნიშნულის თაობაზე. მას თავად არ დაუნახავს ვ-–-------- ფ---–--ის მიერ მ---------–---სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. ვინაიდან იგი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდის საქართველოში, რძლისა და მაზლის წარსული კონფლიქტის თაობაზე მხოლოდ დედამთილის ნ-----–- ფ---–--ის მონათხრობით არის ცნობილი, თავად არ არცერთ კონფლიქტს არ შესწრებია.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე მ---------–---- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევის, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, კერძოდ, ცხვირის ზურგზე ცენტრალურად და მარცხნივ შუა და ზედა მესამედების დონეზე აღენიშნებოდა უსწორო-ოვალური ფორმის, მოწითალო მოიისფრო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი ზომით: 3,8x2,5 სმ; მარცხენა ყურის ბიბილოს წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 0,5x0,3 სმ; მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 5,2X2,3სმ; მარჯვენა წინა მხრის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 2,0X1,3სმ მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე მეხუთე თითის ნების ძვლის საპროექციო მიდამოში აღენიშნება ისეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 0,5X0,3სმ; კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება განივ ირიბად მდებარე, ზოლისებრი ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 6,3X0,9სმ; გულმკერდის უკანა ზედაპირზე ცენტრალურად და მარჯვნივ შუა მესამედში აღენიშნებოდა განივ-ირიბად მდებარე ზოლისებრი ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 4,5x0,5სმ; მარცხენა მხრის უკანა და გარეთა ზედაპირებზე შუა და ზედა მესამედების დონეზე აღენიშნებოდა მრავლობითი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთები მაქსიმალური ზომით 4,5X3,8 სმ და მინიმალური ზომით 0,8x0,6; ქვედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მუქი მოწითალო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლჩაქცევა ზომით: 0,4x0,2სმ; ცხვირის ზურგზე ცენტრალურად ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან, დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,3x0,2სმ; მარჯვენა წინამხრის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი ზომით: 0,8x0,3 სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად . ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითხული ვ-–-------- ფ---–--ის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ--------ში მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ოჯახი შექმნილი აქვს დაახლოებით 6 წელია, მას მუდმივი სამუშაო ადგილი არ აქვს და პერიოდულად მუშაობს კერძო სამუშაოებზე, ვინაიდან არ აქვს სტაბილური სამუშაო მისი ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რის ნიადაგზეც წარსულში მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ალკოჰოლს არ ეტანება. 2017 წლის 02 აგვისტოს მუშაობდა საკუთარ საკარმიდამო ნკვეთში, იმ დღეს იყო მეზობლის ბავშვის დაბადების დღე, სადაც სტუმრად მიწვეულნი იყვნენ მისი შვილებიც, იგი შემოვიდა სახლში და მეუღლეს უთხრა, რომ ბავშვები მოემზადებინა დაბადების დღეზე წასაყვანად, მეუღლემ კი უარით უპაუხა, რადგან ბავშვებს ხელცარიელი ვერ გაუშვებდა, მან კი უთხრა, რომ როცა ექნებოდათ შესაძლებლობა მაშინ მიუტანდნენ საჩუქარს და ამისათვის არ გაკილავდნენ. ამის შემდგომ მისმა მეუღლემ ბავშვები წაიყვანა დაბადების დღეზე, როცა დააგვიანდათ გადააკითხა მათ. მისი მეუღლე მ--- ფ---–--ე იმყოფებოდა მის ბიცოლასთან და მუღლეს წყნარად უთხრა რომ გაჰყოლოდა სახლში, თან ამშვიდებდა და აიმედებდა, რომ რაიმე გზა გამოჩნდებოდა და გამოვიდოდნენ ამ გაჭირვებიდან, ამის შემდეგ მასთან მივიდა პოლიცია და იგი დაკავებული იქნა, მისთვის უცნობია რა უთხრა მისმა მეუღლემ პოლიციის თანამშრომლებს, რადგან მასსა და მის მეუღლეს შორის არც თავიანთ საცხოვრებელ სახლში, არც ეზოში და არც მისი ბიცოლის საცხოვრებელ სახლში არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა, ამასთან განმარტა, რომ იგი იყო ძალზედ აღელვებული, რადგან სამი მცირეწლოვანი შვილი ფაქტიურად მშიერი დატოვა ოჯახში და არ ახსოვს რაზე ისაუბრა პოლიციაში, რაც შეეხება მისი მეუღლის მ---------–---ს სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ისინი მას მიღებული ჰქონდა თხილის კრეფის დროს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დადგენილია, რომ ვ-–-------- ფ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდისათვის (2016 წლის 21 და 22 აგვისტოს ეპიზოდები) და სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 (ერთი) წელი.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ვ-–-------- ფ---–--ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება სამართალწარმოების ყველა სტადიაზე და ახასიათებს საქმეზე მთელ წარმოებას, თუმცა მტკიცებულებათა შეფასებას სრული მასშტაბით მხოლოდ სასამართლო ახორციელებს. ამასთან, მტკიცებულება შეიძლება აკმაყოფილებდეს სამი პირობიდან (იგულისხმება რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა), რომელიმე ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მტკიცებულებათა უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი გარემოებების) ჭეშმარიტებას და ამ საკითხის შეფასებისას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მტკიცებულების წყაროს სანდოობაზე, გარემოებებზე, რომლებშიც განხორციელდა მტკიცებულების ფორმირება, ინფორმაციის მიღების ხერხებსა და საშუალებებზე და იმაზე, შესაფასებელ მტკიცებულებაში მოყვანილი ინფორმაცია დადასტურება თუ არა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ვ-–-------- ფ---–--ის დამნაშავედ ცნობისათვის.
ამდენად, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, რომ ვ-–-------- ფ---–--ემ 2017 წლის 02 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ვანის რაიონის სოფელ ზ--------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში მეუღლესთან მ---------–-------- ერთად ყოფნისას, ურთიერთშორის წარმოშობილი კამათით განაწყენების ნიადაგზე, ამ უკანასკნელს ხელის სახის არეში არაერთხელ დარტყმით ცემა და ის რომ მ----- ფ---–--ის ეზოში მ---------–---- ხელები თმებში ჩაავლო და ძალით შეეცადა სახლში წაეყვანა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოხსენებულ საპროცესო ნორმათა საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა თავის თავში არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთშეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ვ-–-------- ფ---–--ის მსჯავრდება, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ-–-------- უ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ვ-–-------- ფ---–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და ”ე” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ვ-–-------- ფ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ვ-–-------- ფ---–--ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული, ვანის რაიონის სოფელ ზ--------ში მდებარე უ-----------------------------------------------------–----------------------------------------------------------------–--------------–-----------–--–----------------------–--------------------------–------------------------------------–---------------–---------–-–-------------------------------------------–----------;
გამართლებულ ვ-–-------- ფ---–--ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მ. გორგოძე