განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
330100118002626514
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002626514

საქმე №1ბ/516-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ--------------–ის, ნ------–-------ის

გამართლებულის: გ-------------ის

ადვოკატის: ნ------–-------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (-------------------------- გამართლებულ გ-------------ის დაბადებულის 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ-------–-------–------------------------------------------------–--

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ-------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 6 აგვისტოს, დილის საათებში, ქ-------–-------–-----------------------------------------------------------–-----------–----------–---------------–---- საცხოვრებელ ბინაში, გ-------------ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ე-------------ის მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შეკრული ხელის მტევნები რამდენჯერმე დაარტყა სახის, თავისა და ტანის არეში, ხოლო ფეხები რამდენჯერმე დაარტყა ფეხებზე, რა დროსაც ე-------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით:

 

გ-------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით

წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გაუქმდა გ-------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გ-------------ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და გ-------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი გამართლებულ გ-------------ეს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ-------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ე-------------მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ფ------------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება მეუღლის მიერ ე-------------ის ცემის შესახებ. აღნიშნული შეტყობინება საფუძვლად დაედო ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას. დაზარალებული ე--------------ანყოფილებაში ნახა, რა დროსაც იგი აღელვებული ჩანდა და სახის მარჯვენა მხარეს შესიება ეტყობოდა. გამოკითხვისას დაზარალებული ე------------ შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა დ-------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს, შესული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ე-------------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. დაზარალებული, რომელსაც სახესა და ხელ-ფეხზე დაზიანებები აღენიშნებოდა, გამოკითხვისას აცხადებდა, რომ მეუღლემ სცემა. შემთხვევის დღეს დაზარალებულის გამოკითხვა მისი შეუძლოდ ყოფნის გამო შეწყდა. ექიმებმა განყოფილებაში ე------------სთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკაში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა რ-------–----მ განმარტა, რომ ე--------------- მის მიერ სრულად, შემთხვევიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ იქნა გამოკითხული, ვინაიდან დაზარალებული თავს ცუდად გრძნობდა. დაკითხვის დროისათვის ე-----------ს სახეზე, მარჯვენა ყვრიმალზე, იდაყვზე და მუხლებზე დაზიანებები ეტყობოდა. დაკითხვის დროს ე-----------მა აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული დაზიანებები მეუღლემ - გ-------------ემ მიაყენა.

 

მოწმეებმა - რ--------------–-–---–---------------–------–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მონაწილეობდნენ თარჯიმნის სახით, ვინაიდან ე-------------ი სრულყოფილად ვერ ფლობდა სამართალწარმოების ენას. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს ე------------- აცხადებდა, რომ სცემა მეუღლემ. ქალბატონს სახესა და ფეხებზე დაზიანებები ჰქონდა.

 

მოწმეებმა - თ---------------------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს მათ გამომძიებელმა შეატყობინა, რომ მათი დედა - ე-------------ი იმყოფებოდა საავადმყოფოში. დედა რომ მოინახულეს, მას სილურჯეები ეტყობოდა და თავსა და ფეხს იტკიებდა. მისგან შეიტყვეს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა გ-------------ემ მიაყენა. სხვა მსგავსი ინციდენტის შესახებ არასდროს სმენიათ რაიმე, გ----------- ე------------ს ეხმარებოდა და ერთმანეთთან მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ე-------------ი ეტანება ალკოჰოლურ სასმელს და სიმთვრალის მდგომარეობაში საკმაოდ ემოციურია.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 0-------- დასკვნის თანახმად, სს „ს------–----------------–----------“ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის სტაციონარული პაციენტის N---- სამედიცინო ბარათის თანახმად, ე-------------ი აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 06.08.2018 წ. 21:45 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა; დაჟეჟილობა მარჯვენა ყვრიმალის და ქვედა ყბის არეში მარჯვნივ.

 

ე-------------ს 0----------–- ჩატარებული პირადი შემოწმებისას მარჯვენა მუხლის, წვივების, ბარძაყების, ორივე წინამხრის, მარცხენა იდაყვის, მხრების და გულმკერდის მარცხენა ნახევარზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით.

 

დაზიანებები /სისხლნაჟღენთები, თავის ტვინის შერყევა/ განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 06.08.2018 წ

 

გ-------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევამდე დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე-------------თან. ვინაიდან ე--- ალკოჰოლზეა დამოკიდებული, თანაცხოვრების პერიოდში მათ მოსდიოდათ კონფლიქტები, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არასდროს მიუყენებია. იგი უშლიდა ე---ს ალკოჰოლის დალევას და ფულსაც იმ ოდენობით აძლევდა, რომ მას ალკოჰოლური სასმელის ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონოდა. 2018 წლის 06 აგვისტოს ე---ს უარი უთხრა ფულის მიცემაზე, რის გამოც მან წყევლა და ლანძღვა დაუწყო. აღნიშნულის გამო, შეკამათდნენ და სახლიდან წავიდა. მეორე დღეს სახლში რომ დაბრუნდა, ე--- შინ არ დახვდა. ვინაიდან ღამის ცვლაში მუშაობდა, დაიძინა. რამდენიმე ხანში პოლიციის თანამშრომლებმა გააღვიძეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ე-------------მა (გ-------------ის მეუღლე) რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე. ე-------------ი არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია გ-------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ. რაც შეეხება მოწმეების - ფ------------------–---–ის, დ-------------–---–ის, რ-------–----ს, რ--------------–-–---–------------–------–-ს ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ნამდვილად გ-------------ემ მიაყენა თუ არა მას და მან ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა ტკივილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ-------------ემ პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ-------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე. საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა გ-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი გ-------------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი გ-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ-------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ-------------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ლაზერული დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

ტელევიზორი, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი