განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
010100115001030004
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100115001030004

#1/ბ-353-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 ივლისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

პროკურორ - პ----- ც-–--–--ის

ადვოკატ - ლ-–- შ-------ის მონაწილეობით

მსჯავრდებულ - რ----- ნ---–--ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- ნ-------ის ძე ნ---–--ის მიმართ დაბადებული 1----–-–----- ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, აე----------------------–--–ი, მე-4 ჩიხი №55-ში;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- ნ---–--ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და მოწმის იძულება ჩვენების შეცვლისათვის, რასაც თან ერთვის მისი მოკვლის მუქარა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 21 მაისს, დილის საათებში, სასტუმრო ,,ელეგანტში მყოფი რ----- ნ---–--ე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მ--–---ი ი-–-----ას, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2015 წლის 21 მაისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ქ. ბათუმში აე----------------------–--–ი N134-ში მდებარე სასტუმრო „ელეგანტში“ მყოფმა რ----- ნ---–--ემ გაანადგურა სასტუმროს 402-ე ნომრის კარები, რითაც სასტუმრო ,,ელეგანტის’’ მფლობელს მიაყენა 230 ლარის ზიანი.

2015 წლის 22 მაისს, ღამის საათებში სასტუმრო ,,ელეგანტში’’ მივიდა რ----- ნ---–--ე. იგი შეხვდა სასტუმროს ადმინისტრატორ მ--–---ი ი-–-----ას და ანგარიშსწორების მუქარით მოსთხოვა მისთვის სასურველი ჩვენების მიცემა სასამართლოში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენით რ----- ნ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

რ----- ნ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

რ----- ნ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- ნ---–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, რ----- ნ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 03 აგვისტოს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 08 (რვა) წლის ვადით შთანთქა აღნიშნული - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით და რ----- ნ---–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

რ----- ნ---–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 24 მაისიდან 2015 წლის 13 ივლისის ჩათვლით და 2016 წლის 17 მაისიდან 2017 წლის 06 იანვრის ჩათვლით.

სააპელაციო საჩივრის არსი.

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ----- ნ---–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- ბ-----ემ, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენის გაუქმებას და რ----- ნ---–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტს - მსჯავრდებულ რ----- ნ---–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - ლ-–- შ-------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

მოწინააღმდეგე მხარეს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ--–---ი ი-–-----ას ჩვენების დადგენილია, რომ მუშაობდა სასტუმრო ,,ელეგანტის’’ ადმინისტრატორად. 2015 წლის 21 მაისს, დილის საათებში, სასტუმროში მოვიდა ნასვამი რ----- ნ---–--ე, რომელსაც ახლდა გოგონა. უფროსის დავალებით ნასვამ პირებს არ უშვებდნენ სასტუმროში და კარის გაღებაზე უარი უთხრა. რ----- ნ---–--ე კარების გატეხვით დაემუქრა. შეეშინდა და კარები გააღო. სასტუმროში შემოსულს ერთსაწოლიანი ნომ---- შესთავაზა, გასაღები მიაწოდა და პასპორტი და თანხა სთხოვა. ,,არც პასპორტი მაქვს და არც თანხა, მე ამ უბნის კაი ბიჭი რ-----ი ვარ ნ---–--ეო.’’ უფროსთან დარეკვა სთხოვა, პასუხად მუქარა მიიღო. იცოდა, რომ რ-----ი სიმთვრალეში არაადეკვატურად იქცეოდა და შეეშინდა არ დაერტყა ან არ მოეკლა. რ-----ი და გოგონა მე-4 სართულზე ავიდნენ. დაურეკა ნ--- კ-–------ს, რომელიც იმავე სართულზე იმყოფებოდა. ზევიდან მოესმა გინებისა და ბრახუნის ხმა. დაინახა, რომ რ-----ი მორბოდა გინებით ,,ეს რა ნომ---- მომეცი, კარები ვერ გავხსენიო” და გასაღები ესროლა. შეეშინდა და გარეთ გავარდა. რ-----ი გამოეკიდა. დარეკა 112-ზე ,,მიშველეთ მომდევენო.’’ სირბილ-სირბილში მოხვდა ,,გრანდ რიქსოს’’ კაზინოსთან. რ-----ი ჩაჯდა მანქანაში და თანმხლებ პირებთან ერთად წავიდა. მისი წასვლის შემდეგ დაბრუნდა სასტუმროში, სადაც ნ--- კ-–------მა უთხრა რ-----ის მიერ კარების გატეხვის თაობაზე. 15 წუთში მოვიდა პოლიცია. 2015 წლის 22 მაისს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ასევე იმყოფებოდა სასტუმრო ,,ელეგანტის“ ადმინისტრაციაში, რა დროსაც მასთან მივიდა რ----- ნ---–--ე, რომელმაც აგინა, უყვირა და უთხრა, რომ ჩვენება უნდა შეეცვალა, რადგან რასაც სასამართლოში იტყოდა ის იყო მთავარი. დაემუქრა ,,20 ათასიც, რომ დამიჯდეს ციხიდან მაინც გამოვალ და არ ვიცი რას გიზამო.’’ ,,მითხრა მოგკლავო“.

სასამართლოში გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერის და ვიდეო ფაილის დათვალიერების ოქმში 2015 წლის 21 მაისს, 0555 წუთზე კადრში დაფიქსირებულია რ----- ნ---–--ე და მისი თანმხლები მანდილოსანი. რ----- ნ---–--ე ჯერ ელეპარაკება ქუჩაში გაჩერებულ ,,ბეემვეს“ ავტომანქანის მძღოლს, რის შემდეგ, ის და მისი თანმხლები მანდილოსანი მიემართებიან ,,გრანდ რიქსოს პალასის’’ გვერდით მდებარე სასტუმრო ,,ელეგანტში.“

სასამართლოში გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერის და ვიდეო ფაილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2015 წლის 21 მაისს, 05:58:32 საათზე სასტუმრო ,,ელეგანტიდან“ გამორბის მ--–---ი ი-–-----ა. მას უკან მოყვება რ----- ნ---–--ე, რომელსაც აცვია თეთრი ფერის მაისური, ის ჩერდება სასტუმროს წინ და რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარ მ--–---ი ი-–-----ას ელაპარაკება. ამ დროს სასტუმროდან გამოდის ორი მანდილოსანი და ერთი მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის მაისური, იგი ცდილობს მიუახლოვდეს მ--–---ი ი-–-----ას, ხოლო ეს უკანასკნელი მიემართება დისკო კლუბ ,,არენის“ მიმართულებით, პარალელურად იყურება უკან და საუბრობს მობილურ ტელეფონზე. მას უკან მიყვება ხსენებული ორი მამაკაცი და ორი მანდილოსანი, რომელთაგან რ----- ნ---–--ე აგრესიულად რაღაცას ელაპარაკება მას. ამის შემდეგ ხსენებული ორი მამაკაცი და ორი მანდილოსანი სასტუმრო ,,გრანდ რიქსოს პალასის’’ წინ ტროტუარზე გაჩერებულ წითელ ფერის, ოპელის მარკის ავტომანქანაში (ტაქსის სახელმწიფო ნომ---- და სერია Y------) სხდებიან და მიდიან ქალაქის მიმართულებით. მ--–---ი ი-–-----ა ბრუნდება სასტუმროში.

სასამართლოში გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერის და ვიდეო ფაილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2015 წლის 22 მაისს, 00:37:38 საათზე, სასტუმრო ,,ელეგანტის’’ წინ მდგარი ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანიდან („მინივენი“) გადმოდის რ----- ნ---–--ე, რომელსაც აცვია თეთრი ფერის მაისური. ავტომანქანიდან ასევე გადმოდის მეორე შედარებით დაბალი პიროვნება და ესაუბრებიან ერთმანეთს. საუბრის შემდეგ, აღნიშნული მამაკაცი კვლავ ჯდება ავტომანქანაში, ხოლო რ----- ნ---–--ე მარტო მიდის სასტუმრო ,,ელეგანტში.’’

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ნ--- კ-–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ სასტუმრო ,,ელეგანტი“ მის სახელზე იყო გაფორმებული. 2015 წლის 21 მაისს, დილის 0600 საათზე ეძინა სასტუმროს 405-ე ნომერში, მე-4 სართულზე, რა დროსაც დაურეკა ადმინისტრატორმა მ--–---ი ი-–-----ამ და უთხრა, რომ ქართველებმა აიღეს გასაღები და წამოვიდნენ ზევითო. დაინახა რ-----ი, რომელსაც ხელში ეჭირა გასაღები და ცდილობდა სასტუმროს კარების გაღებას, მაგრამ ვერ გააღო, რის შემდეგაც დაიწყო ყვირილი. თანმხლები გოგონა ამშვიდებდა, მაგრამ გაბრაზებულმა ფეხი დაარტყა კარებს და გატეხა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, აე----------------------–--–ი N134-ში, სადაც განთავსებულია სასტუმრო „ელეგანტი“. სასტუმროს ბოლო მეოთხე სართულზე განთავსებული N402 ნომრის კარები, რომელიც არის ღია მდგომარეობაში, არის დაზიანებული, კერძოდ, დარტყმის შედეგად შემტვრეული. დაზიანებულია ასევე კარის ჩარჩო.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაიკითხულმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა - ა--–-----------------------------------------------------------------------------–--ემ.

სასაქონლო ექსპერტიზის N 1---- დასკვნის თანახმად, სასტუმრო ,,ელეგანტში“ N402 ოთახის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინე-ბით, შეადგენს 270 ლარს.

ექსპერტმა რ----- ზ----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

დაცვის სამსახურის, შპს ,,მგლების’’ თანამშრომელმა ზ---- დ---–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის 22 მაისს, ღამით, იმყოფებოდა სასტუმრო ,,ელეგანტში“, სადაც მოვიდა რ----- ნ---–--ე და შეხვდა ადმინისტრატორს - მ--–---ი ი-–-----ას. რ. ნ---–--ის და მ--–---ის საუბარს უშუალოდ შეესწრო, სადაც რ-----ი ეუბნებოდა - ,,რა ჩვენება მიეცი გამომძიებელს, რატომ მიეცი ეს ჩვენებაო, შეცვალე, თორემ, რომ გამოვალ, რადაც არ უნდა დამიჯდეს პასუხს გაგებინებო.’’ მ--–---ის აღნიშნულის შეეშინდა.

პალატას ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ----- ნ---–--ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რის საფუძველზეც როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და მოწმის იძულება ჩვენების შეცვლისათვის, რასაც თან ერთვის მისი მოკვლის მუქარა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მტკიცების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც მეტი ინფორმაციულობით გამოირჩევა, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული მ--–---ი ი-–-----ას ჩვენებით სასტუმროში, ზევიდან მოესმა გინებისა და ბრახუნის ხმა. დაინახა, რომ რ.ნ---–--ე მორბოდა გინებით ,,ეს რა ნომ---- მომეცი, კარები ვერ გავხსენიო” და ესროლა გასაღები და გაეკიდა. მოწმე ნ--- კ-–------ის ჩვენებით მან დაინახა რ. ნ---–--ე, რომელსაც ხელში ეჭირა გასაღები და ცდილობდა სასტუმროს კარების გაღებას, მაგრამ ვერ გააღო, გაბრაზებულმა ფეხი დაარტყა კარებს და გატეხა. დაცვის თანამშრომლის - ზ---- დ---–--ის ჩვენებით რ-----ი ეუბნებოდა მ--–--- ი-–-----ას - ,,რა ჩვენება მიეცი გამომძიებელს, რატომ მიეცი ეს ჩვენება, შეცვალე, თორემ, რომ გამოვალ, რადაც არ უნდა დამიჯდეს პასუხს გაგებინებო.’’

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ რ----- ნ---–--ეს აღნიშნული დანაშაულები არ ჩაუდენია და გასაჩივრებული განაჩენი მის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი. პალატის აზრით ყოველივე აღნიშნული მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, არ დასტურდება და არსებითად ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ, ურთიერთ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც გააბათილებდა მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს.

პალატის მოსაზრებით საქმეში არსებული, მოწმის სახით დაკითხული მ--–---ი ი-–-----ას, ნ--- კ-–------ის, ზ---- დ---–--ის ჩვენებები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის დათვალიერების ოქმი და ვიდეო ჩანაწერის და ვიდეო ფაილის დათვალიერების ოქმები წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც აშკარად უთითებს რ----- ნ---–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რომლებიც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ნ---–--ის მიმართ განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ----- ნ---–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ----- ბ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

რ----- ნ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

რ----- ნ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

რ----- ნ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- ნ---–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, რ----- ნ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 03 აგვისტოს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 08 (რვა) წლის ვადით შთანთქოს აღნიშნული - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით და რ----- ნ---–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

რ----- ნ---–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 24 მაისიდან 2015 წლის 13 ივლისის ჩათვლით და 2016 წლის 17 მაისიდან 2017 წლის 06 იანვრის ჩათვლით.

რ----- ნ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე რ----- ნ---–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის 15 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული მ---- ნ---–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ადლიის ქ. №110ბ (საკადასტრო კოდი N 0-----------) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიექცეს აღსასრულებლად გირაოს სახით შეფარდებული თანხის 15 000 ლარის ამოღებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიქცევის მიზნით.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქოთანი, რ----- ნ---–--ის მიერ დაზიანებული სასტუმრო ,,ელეგანტის 402“ ნომრის კარი - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

გიორგი ყენიას მიერ წარმოდგენილი DVD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით. მსჯავრდებულ რ----- ნ---–--ეს უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს 01 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე