განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2019
საქმის ნომერი
180100118002626526
ინსტანცია
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002626526

საქმე №1ბ/539-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ--–----------------ის

გამართლებულის: ხ-----------–----ის

ადვოკატის: ი-–------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--–---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების № 0------------ გამართლებულ ხ-----–-----------------–----ის დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ხ-----------------------–-----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---–--------------–---–------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ-----------–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 23:35 საათზე, ქ---–-----–----------–---–---------ში, ხ-----------–----ემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მ----------–---–ის მიმართ. რესტორნიდან სახლში დაბრუნებულ მეუღლეს ხ-----------–----ემ უსაყვედურა, თუ რატომ არ დაურეკა, რომ მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად იყო წასული რესტორანში და მოულოდნელად ზურგის არეში ჩაარტყა ფეხი, შემდეგ კი სახისა და ტანის არეში დაუწყო ხელებისა და ფეხების დარტყმა და ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ძალადობის დროს მ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 23:35 საათზე, ქ---–-----–----------–---–------------–-, ხ-----------–----ემ რესტორნიდან სახლში დაბრუნებულ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ----------–---–ს უსაყვედურა, თუ რატომ არ დაურეკა, რომ მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად იყო წასული რესტორანში, რაზეც მოუხდათ სიტყვიერი კონფლიქტი. იმისათვის, რომ მეზობლებს არ გაეგოთ ჩხუბის ხმა, ხ-----------–----ემ მკლავზე მოკიდა ხელი და შეიყვანა სახლში.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით:

 

ხ-----------–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გაუქმდა ხ-----------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო;

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--–---------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ხ-----------–----ის მიმართ გამოტანილი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ხ-----------–----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი გამართლებულ ხ-----------–----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ხ-----------–----ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა მ----------–---–მა, ასევე მოწმე ბ-------------–----ემ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე რ------------ის განმარტებით, იგი მუშაობს მცხეთის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად, 2018 წლის 25 ივლისს მ----------–---–ის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იგი ექსპერტებთან გ-------–----------------–------------------- ერთად გავიდა შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად, - ქ---–--------------–---–---------ში, მ----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, დათვალიერებას ესწრებოდა ასევე მ-----------–---–ი, რომელსაც ფიზიკური დაზიანების კვალი არ ეტყობოდა. მ----------–---–ის გადმოცემით იცის, რომ ქმარმა ხ-----------–----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე მის მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, - ხ-–----–------------------------–------–------------------–----------- საგამოძიებო ექსპერიმენტს ესწრებოდნენ ექსპერტი ლ--------------ე, უბნის უმცროსი ინსპექტორი ლ-–-----–----–-–--ი და თავად მ----------–---–ი, რაზეც შედგენილი აქვს ოქმები. მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული მ----------–---–ი, ბრალდებულის სახით ხ-----------–----ე და მოწმე ბ-------------–----ე, მის მიერ არის ასევე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა.

 

მოწმე გ--------–------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტად. 2018 წლის 25 ივლისს მის მეწყვილესთან ლ---------------თან და გამომძიებელთან რ------------ესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, ქ---–--------------–---–---------ში მ----------–---–ის საცხოვრებელ სახლში. დათვალიერების დროს მ----------–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ. მოწმემ განმარტა, რომ მ----------–---–ს ფიზიკური ზემოქმედების კვალი არ ეტყობოდა.

 

მოწმე ლ-–-----–----–-–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში უბნის უმცროს ინსპექტორად, 2018 წლის 25 ივლისს ექსპერტ ლ---------------თან, გამომძიებელ რ------------ესთან და მ----------–---–თან ერთად მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში. საგამოძიენო ექსპერიმენტის მსვლელობის ფოტოგრაფირება მოახდინა ექსპერტ-კრიმინალისტმა.

 

112-ში შეტყობინების N------- რეგისტრაციის თანახმად, ინციდენტის თარიღი: 7----------------- ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი ოჯახური ძალადობა ზარის ტიპი: რეგიონი მცხეთა-მთიანეთი, დასახლება: მცხეთა, რაიონი: მ–---------------------------–---–--------- დამატებითი:N1 პარკის წინ, სასაფლაოების ასასვლელთან, შადრევნის წრიულთან ინიციატორი: ბ-----–---–----------–---------------–------------------------------–---–-------------------------------–-------------------–----------------- ინიციატორის გადმოცემით მისმა მეგობარმა მამაკაცმა, რომელთანაც წლებია ცხოვრობს, წუხელ საღამოს წაიყვანა ტყეში და ფულს ძალავდა მთელი ღამის განმავლობაში.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1-ით დასტურდება, რომ ქ. მცხეთაში, მ-----------–---–ის მიმართ განხორციელებულ ოჯახური ძალადობის ფაქტზე შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, მ----------–---–ს პირადი შემოწმებისას მარჯვენა მხარის გარეთა ზედაპირზე-შუა მესამედში აღენიშნებოდა დაზიანება-სისხლნაჟღენთის სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა.

 

2018 წლის 25 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ქ---–-----–---------–---–----------ე მდებარე მ----------–---–ის საცხოვრებელი სახლი. მ----------–---–ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს საავტომობილო გზის გვერდით, მ----------–---–ის საცხოვრებელი სახლი არის კაპიტალური ნაგებობა, რომელშიც შედიხარ ერთკარიანი მეტალოპლასმასის თეთრი ფერის კარით. საცხოვრებელი სახლი არის ერთი ოთახი. შესასვლელი კარიდან მოპირდაპირედ არის ერთფრთიანი ხის კარი, რომლითაც გადიხარ საცხოვრებელი სახლის ეზოში. აღნიშნული კარის წინ არის ბეტონის კონსტრუქციის კიბე. მ----------–---–მა აღნიშნულ კიბეზე მიუთითა, რომ სწორედ ამ კიბეზე მიაყენა ხ------------–----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილი.

 

2018 წლის 25 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ მ----------–---–ის ჩვენების საფუძველზე ხაშურში, ცენტრში, წრიული მოძრაობიდან დაახლოვებით 70-80 მეტრში ფოთის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო გზის პირას არსებულ მცირე ზომის მარკეტთან, მ----------–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც ხ------------–----ემ გააჩერა ნ-----------------------ა და სადაც მ----------–---–მა შეიძინა წყალი და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი. აღნიშნულის შემდეგ მ----------–---–ის მითითებით მივიდნენ რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე, სადაც მ----------–---–მა მიუთითა, ის ადგილი, სადაც გაჩერდნენ მ----------–---–ი და ხ-----------–----ე ტყის მიმდებარედ. ექსპერიმენტი დასრულდა რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე, რომლის ფოტოგრაფირებაც მოახდინა ექსპერტ-კრიმინალისტმა.

 

ხ-----------–----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2018 წლის 24 ივლისს, იგი იმყოფებოდა სახლში ქ---–--------------–---–---------ში, დაახლოვებით 23:30 საათზე სახლში დაბრუნდა მისი მეუღლე მ----------–---–ი, რომელთანაც სამი წელია ცხოვრობს. მ----------–---–მა გახსნა ახალი მაღაზია, რის შემდეგაც მ----------–---–ი წავიდა რესტორანში აღსანიშნავად, ვინაიდან ხ-----------–----ემ არ იცოდა აღნიშნულის შესახებ, მან მისცა შენიშვნა იმის გამო, თუ რატომ არ დაურეკა. მ----------–---–მა ხმამაღლა დაუწყო ყვირილი, ხოლო მეზობლებს ჩხუბის ხმა რომ არ გაეგოთ, მან მ----------–---–ს მოკიდა მკლავში ხელი, სახლში შეიყვანა და სკამზე დასვა დასამშვიდებლად. მისივე განმარტებით, მ----------–---–მა შეიძლება სწორედ იმ დროს მიიღო დაზიანება მკლავზე, როდესაც მკლავზე ხელის მოკიდების დროს დაზარალებულმა გაიწია და აგრძელებდა ჩხუბს. ხ-----------–----ის განმარტებით, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ უყვიროდა მ----------–---–ს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა მ-----------–---–მა (ხ-----------–----ის მეუღლე) და მოწმე ბ-------------–----ემ (ხ-----------–----ის შვილი) რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მათი ჩვენებები სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე და შვილი. მ----------–---–ი და ბ-------------–----ე არიან ის პირები, რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ბ-------------–----ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.

 

რაც შეეხება მოწმეების - რ------------ის, გ-------–------ის, ლ-–-----–----–-–--ის, ქ---------------–---–ის ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ნამდვილად ხ------------–----ემ მიაყენა თუ არა მას, დაზიანების მიყენება მოხდა შემთხვევით (როგორც ამას ხ-----------–----ე განმარტავს) თუ განზრახ და მან ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა ტკივილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ხ-----------–----ემ პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ხ-----------–----ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე. საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ხ-----------–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი ხ-----------–----ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--–---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი ხ-----------–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ხ-----------–----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ხ-----------–----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ხ-----------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში; ასევე გაუქმდა ხ-----------–----ის მიერ დაზარალებულთან მიახლოების, სატელეფონო და სხვა ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალვა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი