განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
080100113002979481
ინსტანცია
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100113002979481

საქმე №1/ბ-354-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ ბექა გიორგაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის – ვ-–-------- გ-------ის

მსჯავრდებულის – გ------- ჭ----–-–---–ის

ადვოკატის – ა-–---------- თ-----–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- ჭ----–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ---------–---------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

 

ძებნაში მყოფი გ------- ჭ----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და საბოლოოდ, გ------- ჭ----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რისი ათვლაც უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

გ------- ჭ----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ჭ----–-–---–მა ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 13 მაისს, დაახლოებით 12:25 საათზე, ქ.ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გააჩერეს „ვაზ 2109“-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით D------. აღნიშნულ ავტომობილს მართავდა გ------- ჭ----–-–---–ი, რომელსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 08 მაისის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სამი წლით ჰქონდა ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მსჯავრდებული გ------- ჭ----–-–---–ი დაკავებული იქნა 2019 წლის 13 აპრილს, რის შემდეგაც მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–---------- თ-----–-–---–მა კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი. აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გ------- ჭ----–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

2019 წლის 11 ივლისს, მსჯავრდებულ გ------- ჭ----–-–---–ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ა-–---------- თ-----–-–---–ს და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ ვ-–-------- გ-------ეს შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე_211-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, დაიდო საპროცესო შეთანხმება, რომელიც შეთანხმებული იქნა ზემდგომ პროკურორთან _ ი-----–- კ-------ესთან და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილესთან _ გ------- გ------–---–თან. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი, რომელშიც ასახულია პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის მოლაპარაკების პროცესი. აღნიშნული ოქმის თანახმად, პროკურორმა მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა გ------- ჭ----–-–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რითაც ითანამშრომლა გამოძიებასთან. იგი სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. აღნიშნული გარემოებისა და საჯარო ინტერესის, კერძოდ, სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის, დანაშაულის ხასიათის, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის ნასამართლობისა და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

 

სააპელაციო პალატის 2019 წლის 12 ივლისის სხდომაზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ვ-–-------- გ-------ემ წარმოადგინა შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ------- ჭ----–-–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, რომლითაც ითხოვა მასსა და მსჯავრდებულ გ------- ჭ----–-–---–ს შორის 2019 წლის 11 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობებით:

 

გ------- ჭ----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ჭ----–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა გ------- ჭ----–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–---------- თ-----–-–---–მა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვ-–-------- გ-------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს პროკურორ ვ-–-------- გ-------ესა და მსჯავრდებულ გ------- ჭ----–-–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატამ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით შეამოწმა რა ბრალდების დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად ბრალდებულ გ------- ჭ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების _ ბ---- ც------ის, ლ-–- მ-------ისა, ლ-–- თ----ისა და კ------------- ჭ----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 08 მაისის განაჩენით და საქმის სხვა მასალებით დასტურდება გ------- ჭ----–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მსჯავრდებული გ------- ჭ----–-–---–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ; ასევე იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს. მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი” ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები, იგი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული. მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. სააპელაციო პალატა ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვ-–-------- გ-------ის შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ------- ჭ----–-–---–თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში შეტანილი უნდა იქნას შესაბამისი ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე_215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვ-–-------- გ-------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2.დამტკიცდეს 2019 წლის 11 ივლისს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ ვ-–-------- გ-------ეს, მსჯავრდებულ გ------- ჭ----–-–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ა-–---------- თ-----–-–---–ს შორის, ზემდგომის პროკურორის _ ი-----–- კ-------ის და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის _ გ------- გ------–---–ის თანხმობით დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

3.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

4.გ------- ჭ----–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

5.გ------- ჭ----–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გ------- ჭ----–-–---–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ჭ----–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8.მსჯავრდებულ გ------- ჭ----–-–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 13 აპრილიდან 2019 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

 

9.მსჯავრდებული გ------- ჭ----–-–---–ი განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

10.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ გ------- ჭ----–-–---–ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ გ------- ჭ----–-–---–ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

11.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- ჭ----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

12.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე და საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები, ხოლო თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/