განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100108025983, №1/ბ-15-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნ--- გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------– ნ-–------ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ი---- ბ--------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული: ქ------–--ი, შ--------–---–-ს ქ--------;
ადვოკატი: პ----- ბ----ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ‘‘ და ,,დ“ ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილი (მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა).
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით 24 (ოცდაოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და ი---- ბ--------–---–ის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ‘‘ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2002 წლის 25 მაისის ეპიზოდი), 236-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო გ------- ბ-------ის ოჯახზე განხორციელებული ყაჩაღობის ეპიზოდისთვის სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
▪ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ‘‘ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2002 წლის 25 მაისის ეპიზოდი) ი---- ბ--------–---–ის მსჯავრდებისთვის. გამოძიება მიმდინარეობდა მიკერძოებულად, არაპროფესიონალურად და დარღვევებით. დაზარალებულ მ-----–---–--ის ბინის დაყაჩაღების ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ წარმოადგინა ამოცნობის ოქმები, რომლითაც თითქოსდა დასტურდება ი---- ბ--------–---–ის ბრალეულობა. თუმცა ამოცნობის ოქმების სისწორე იწვევს ეჭვს, რადგან დაზარალებულმა ნ--- დ---–-–-----ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ამოცნობისას მას ჯერ წარუდგინეს ჩვეულებრივი ფოტოსურათი, თუმცა ვერ იცნო ი---- ბ--------–---–ი, ამის შემდეგ ანახეს სხვა სურათი და მან „გამოხედვით“ ამოიცნო იგი. ამოცნობის შემდეგ ნ--- დ---–-–-----ემ გამომძიებელს განუმარტა, რომ ი---- ბ--------–---–ი იყო ის პირი, რომელსაც ყვავილი ეჭირა ხელში და სწორედ ეს პირი შევიდა მათ სახლში პირველი, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ ბინის კარი გააღო მისმა შვილმა - ქ-------მა. თ----- მ-----–---–მა კი გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მას თავდამსხმელისთვის სახეზე არ შეუხედავს, თუმცა შემდეგ ი---- ბ--------–---–ი ფოტოსურათიდან ამოიცნო იერით.
▪ ნ--- დ---–-–-----ის მიერ გამოძიებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში არის წინააღმდეგობები, მისი ჩვენებები ასევე წინააღმდეგობაშია მისი ოჯახის წევრების ჩვენებებთან, რომლებიც სხვადასხვაგვარად უთითებენ კარის გაღების და თავდამსხმელების ბინაში შესვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.
▪ მ-----–---–--მა აღნიშნეს, რომ ექვსივე თავდამსხმელი სავარაუდოდ იყვნენ თბილისელები, რადგან მათ არ ჰქონდათ კუთხური დიალექტი. ი---- ბ--------–---–ი კი არის ჭ----------–ი და მას თბილისური აქცენტი არ აქვს.
▪ მ-----–---–--ის ბინის დაყაჩაღების დროს ი---- ბ--------–---–ი საქართველოში არ იმყოფებოდა. იგი ერთ-ერთი ინციდენტის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა კომაში, კომიდან გამოსვლის შემდეგ კი დაემართა ამნეზია და არ ახსოვდა ვინაობა. ინციდენტის დროს საბუთების დაკარგვის გამო საავადმყოფოში გაფორმებული იყო როგორც „ბომჟი“. აღნიშნულის გამო დაცვის მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის სამედიცინო დოკუმენტაციის და ი---- ბ--------–---–ის პასპორტის წარდგენა, რაც დაადასტურებდა ი---- ბ--------–---–ის მიერ ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
▪ მართალია გ------- ბ-------ის ბინაზე ყაჩაღური თავდასხმის დროს ი---- ბ--------–---–ი იმყოფებოდა დაზარალებულის ბინაში, თუმცა დანიშნული სასჯელი არის მისი ქმედების არაპროპორციული. ი---- ბ--------–---–მა განმარტა, რომ მას მხოლოდ ზარი უნდა დაერეკა დაზარალებულის კარზე. დაზარალებულის მიერ კარის გაღების შემდეგ კი მისთვის მოულოდნელად გამოჩნდა ორი პირი და ხელის კვრით შეაგდეს ბინაში. დაზარალებულის ბინიდან ი---- ბ--------–---–ს არ აუღია არცერთი ნივთი და არ უძალადია ბინის მეპატრონეებზე. მას გ------- ბ-------ის ბინაში მისცეს იარაღი. ბრალდების მხარეს კი, მტკიცებულება, რაც გააბათილებდა ი---- ბ--------–---–ის ჩვენებას, არ წარმოუდგენია.
▪ დაზარალებულმა მ---- კ--------ემ გამოძიების ეტაპზე ფოტოსურათით ამოიცნო ი---- ბ--------–---–ი და განმარტა, რომ აღნიშნულ პირს მისთვის ფიზიკური ან მორალური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ნიღბიან პირებს მოუწოდებდა სიმშვიდისაკენ, რაც ადასტურებს, რომ ი---- ბ--------–---–ი არ მოქმედებდა ვინმესთან წინასწარი შეთანხმებით.
▪ არავინ იცოდა, რომ გ------- ბ-------ის ოჯახში ინახებოდა იარაღი, რადგან თავდამსხმელებმა ბინის ჩხრეკისას შემთხვევით აღმოაჩინეს, რომელიც აიღო და წაიღო დაბალმა, მსუქანმა და ნიღბიანმა პირმა. დაზარალებულის საფულეში კი, იპოვეს პარლამენტარის მოწმობა, რომელსაც ი---- ბ--------–---–ი არ შეხებია. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ თუ თავდამსხმელებმა არ იცოდნენ ბინაში იარაღის და პარლამენტარის მოწმობის არსებობის შესახებ, წინასწარ მათ მიტაცებაზე ვერ შეთანხმდებოდნენ.
▪ ი---- ბ--------–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მხოლოდ „კ--–-–------ის“ და „ს--------ს“ ტყვიები. მისი სახლიდან არ ამოუღიათ დაზარალებულის სახლიდან წაღებული იარაღი და პარლამენტარის მოწმობა.
▪ მ--- ო----–--ის ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და არასანდო, რადგან პოლიციამ რამდენჯერმე გაჩხრიკა ი---- ბ--------–---–ის ბინა და ეზო, თუმცა ონკანთან მათ ცელოფანი არ უნახავთ. მ--- ო----–--ის ჩვენების მიცემიდან მეორე დღეს გ------- მ-------ე გადაიყვანეს N- იზოლატორში, სადაც შესახლებისას წელზე და წვივებზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომელიც თითქოსდა მიყენებული ჰქონდა დაკავებამდე, თუმცა დაკავების ოქმში დაზიანებების არსებობის შესახებ მითითებული არ არის, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გ------- მ-------ე ცემეს და ამის შემდეგ გაურიგდნენ მის მეუღლეს ი---- ბ--------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ბრალდების მხარემ კი დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მ--- ო----–--ე, რომელიც იყო ერთ-ერთი ძირითადი მოწმე.
▪ მ---- კ--------ემ გამოძიებისას ფოტოსურათით ამოიცნო ი---- ბ--------–---–ი, თუმცა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას არ ახსოვს ი---- ბ--------–---–ი და ამოიცნო მხოლოდ გ------- მ-------ე.
▪ ი---- ბ--------–---–ს აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. იზოლატორში მოთავსებიდან ცოტა ხანში ჰქონდა გულის შეტევა, რის გამოც იგი გადაიყვანეს ჩაფიძის კლინიკაში, სადაც ჩაუდგეს სამი სტენდი. მას დაუდგინდა პროგრესირებადი არასტაბილური სტენოკარდია, კორონარული არტერიების დიფუზური დაზიანებები, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ორჯერ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ქრონიკული C ჰეპატიტი და სხვა დაავადებები (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ი---- ბ--------–---–ს ბრალი დაედო:
- ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით;
- მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცებაში;
- საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი---- ბ--------–---–ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ------- მ-------ეს და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს. ისინი შეთანხმდნენ, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩაედინათ ყაჩაღური თავდასხმა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2001 წლის 11 ივლისს, 10:30 საათზე, ი---- ბ--------–---–მა გ------- მ-------ესთან და ზემოაღნიშნულ დაუდგენელ ორ პირთან ერთად მოტყუებით უკანონოდ შეაღწია გ------- ბ-------ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ------–--ი, ბ----------ის ქ--------, ბ--------ში, რა დროსაც სახლში იმყოფებოდნენ გ------- ბ-------ე და მისი მეუღლე - მ---- კ--------ე, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოთხოვეს ფულადი თანხის გადაცემა და დაეუფლნენ გ------- ბ-------ისა და მ---- კ--------ის კუთვნილ, დიდი ოდენობით ქონებას, კერძოდ: ფულად თანხას 2200 აშშ დოლარის და 100 ლარის ოდენობით; ოქროს ორ ცალ ბეჭედს თითოეულს ღირებულს 400 ლარად; ბაჯაღლოს ორ ცალ საქორწინო ბეჭედს, თითოეულს ღირებულს 200 ლარად; ქალის ოქროს სამაჯურს, ღირებულს 2000 ლარად; ,,გუბელინის“ ფირმის ოქროს საათს, ღირებულს 3000 ლარად; ქალის ვერცხლის საყურეს, ღირებულს 100 ლარად; ,,ორის“ ფირმის მამ---ცის საათს, ღირებულს 1000 ლარად; ,,მოტოროლას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 400 ლარად და ტყავის შავ საფულეს, ღირებულს 100 ლარად. ყაჩაღური თავდასხმის დროს, ი---- ბ--------–---–ი, მის თანმხლებ ბოროტმოქმედებთან ერთად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა გ------- ბ-------ის კუთვნილ, ,,ბ-------ს“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს №--------ე, ღირებულს 3000 ლარად და გაიტაცა გ------- ბ-------ის პირადი დოკუმენტები, კერძოდ: პ----–-------ს მოწმობა, მძღოლის მოწმობა და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა №-------- ავტომანქანა ,,ჰონდა“ სახ. №-------, რის შემდეგაც, გ------- ბ-------ეს და მ---- კ--------ეს ე.წ. ,,სკოჩით“ შეუკრეს ხელ-ფეხი და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული ქმედებით, ი---- ბ--------–---–მა, დაზარალებულ გ------- ბ-------ეს მიაყენა 15354 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2001 წლის 18 ივლისს, ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ი---- ბ--------–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ------–--ი, შ--------–---–-ს ქ--------, ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი საბრძოლო მასალა, კერძოდ: ,,-----ს“ სისტემის ავტომატისათვის განკუთვნილი 21 ცალი ვაზნა, ,,მ----------“ და ,,ს--------ს“ სისტემის პისტოლეტებისთვის განკუთვნილი 5 ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა და კ--–-–------ის სისტემის ავტომატებისათვის განკუთვნილი 2 ცალი მჭიდი, 12 ცალი ვაზნით, რასაც ი---- ბ--------–---–ი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
განაგრძობდა რა დანაშაულებრივ საქმიანობას, ი---- ბ--------–---–მა ბ---- კ-------ესთან და გამოძიებით დაუდგენელ ოთხ პირთან ერთად კვლავ განიზრახა ყაჩაღობის არაერთგზის ჩადენა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2002 წლის 25 მაისს, დაახლოებით 21:20 საათზე, ი---- ბ--------–---–მა, ბ---- კ-------ესთან და დაუდგენელ ოთხ თანამზრახველთან ერთად მოტყუებით კარების გაღების გზით, უკანონოდ შეაღწია ა------- მ-----–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ------–--ი, ა--–--ის ქ--------, ბ-------ში და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ყაჩაღურად თავს დაესხა ა------- მ-----–---–ს, მის მეუღლეს ნ--- დ---–-–-----ეს და შვილებს - თ----- და ქ------- მ-----–---–--ს, რა დროსაც ბოროტმოქმედებმა დაზარალებულებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ა------- მ-----–---–მა ცემის შედეგად მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ყაჩაღური თავდასხმის დროს, ი---- ბ--------–---–მა, ბ---- კ-------ემ და მასთან ერთად მყოფმა ოთხმა დაუდგენელმა პირმა, ა------- მ-----–---–ის ბინიდან გაიტაცეს ბრილიანტის საყურე ღირებული 22 150 ლარად; ასევე ბრილიანტის საყურე ღირებული 6 645 ლარად; საფირის საყურეები და ბეჭედი ღირებული 8 860 ლარად; ოქროს საყურე, ღირებული 6 645 ლარად; ზურმუხტის თვალი ღირებული 5 537 ლარად; ოქროს ბეჭედი ღირებული 11 075 ლარად, ყვითელი ბრილიანტი ღირებული 8 860 ლარად; ოქროს ბეჭედი ღირებული 4 430 ლარად; ოქროს საყურე ღირებული 11 075 ლარად; ოქროს ,,კოლიე“, ღირებული 5 537, 5 ლარად; ოქროს სამაჯური ღირებული 2 215 ლარად; ორი ცალი ბრილიანტის ბეჭედი და ორი საყურე სულ ღირებული 9 967,5 ლარად; ორი ცალი ბრილიანტის ბეჭედი, სულ ღირებული 4 430 ლარად; ბრილიანტი ღირებული 2 658 ლარად; ემალში ჩასმული კვერცხი ღირებული 1107,5 ლარად; ამეთვისტოს საყურეები ღირებული 3 322,5 ლარად; ოქროს ჯაჭვი ღირებული 3 322,5 ლარად; ოქროს მონეტა ღირებული 4 873 ლარად; ოქროს მძივი ღირებული 1 550,5 ლარად; ოქროს სამაჯური ღირებული 1 550,5 ლარად; ოქროს საყურე ღირებული 1 329 ლარად; ოქროს საყურე და სამაჯური სულ ღირებული 1 550,5 ლარად; ოქროს „კულონი“ ღირებული 1107,5 ლარად; ჯაჭვი, გასახსნელი კულონით, ღირებული 2215 ლარად; ოქროს ჯვარი, ღირებული 664,5 ლარად; ოქროს თმის სამაგრი ღირებული 1 550,5 ლარად, ოქროს ბეჭედი ღირებული 2 658 ლარად, ასევე ოქროს ბეჭედი ღირებული 2215 ლარად, ოქროს ბეჭედი ღირებული 443 ლარად, ოქროს ბეჭედი ღირებული 664,5 ლარად; ბეჭედი ორი ფირუზის თვლით, ღირებული 664,5 ლარად, საფირის ბეჭედი ღირებული 1107,5 ლარად; ოქროს ყელსაბამი, ღირებული 1 772 ლარად, ოქროს სამაჯური ღირებული 1 107,5 ლარად, ოქროს საყურეები ღირებული 4430 ლარად; ორი საყურე ღირებული 1107,5 ლარად; გაბერილი 5 წყვილი საყურე, სულ ღირებული 4430 ლარად, იტალიური საყურე ღირებული 2215 ლარად; სამი წყვილი „ვერსაჩეს“ ფირმის საყურე, სულ ღირებული 1772 ლარად; ე.წ. „ბაღჩას“ ბრილიანტი თვლებით ღირებული 11075 ლარად; საფირის ბეჭედი ღირებული 2215 ლარად; სამი ცალი ოქროს ბეჭედი სულ ღირებული 2215 ლარად; 10 ცალი „კულონი“ სულ ღირებული 15505 ლარად, რომბის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი ღირებული 4 430 ლარად; ამეთვისტოს ბეჭედი ღირებული 4430 ლარად; ამეთვისტოს ბეჭედი ღირებული 2215 ლარად; საყურეები მარგალიტებით ღირებული 2215 ლარად; ყელზე ჩამოსაკიდი ოქროს საათი ღირებული 1772 ლარად; ოქროს ჯაჭვი და ბეჭედი, სულ ღირებული 107,5 ლარად; „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონი ღირებული 332,25 ლარად; ბრილიანტის ბეჭედი და საყურეები, სულ ღირებული 5000 ლარად; ოქროს ჯაჭვი ღირებული 700 ლარად; ორი ცალი ოქროს ჯაჭვი, სულ ღირებული 1000 ლარად; ყელსაბამი ღირებული 400 ლარად; ოქროს ჯაჭვი ღირებული 400 ლარად, ოთხი ცალი გულსაკიდი, სულ ღირებული 1000 ლარად; ხუთი ცალი ოქროს ბეჭედი, სულ ღირებული 600 ლარად; ოქროს ჯვარი, ღირებული 200 ლარად, ოქროს თმის სამაგრი, ღირებული 400 ლარად, ოქროს სამაჯური, ღირებული 500 ლარად; ოქროს ყელსაბამი, ღირებული 300 ლარად; ოქროს ჯვარი, ღირებული 300 ლარად; ორი ცალი სამაჯური, ღირებული 1 500 ლარად; საქორწინო რგოლის ბეჭედი, ღირებული 250 ლარად; ბეჭედი ხუთრუბლიანი მონეტით, ღირებული 250 ლარად; ორი ცალი ოქროს ბეჭედი, სულ ღირებული 200 ლარად; ოქროს ჯაჭვი და ჯვარი, სულ ღირებული 100 ლარად; სამაჯური და წყვილი საყურე, სულ ღირებული 500 ლარად, ძეწკვი, გულსაკიდთან ერთად, სულ ღირებული 300 ლარად, ოთხი ცალი ოქროს ძეწკვი, სულ ღირებული 100 ლარად; სამაჯური ღირებული 40 ლარად; 7 ცალი ბეჭედი, სულ ღირებული 700 ლარად; ორი წყვილი საყურე, სულ ღირებული 200 ლარად; 10 ცალი ჯვარი, სულ ღირებული 200 ლარად; ორი ცალი გულსაკიდი, სულ ღირებული 100 ლარად; ოქროს ჯაჭვი, ღირებული 2 400 ლარად; 6 ცალი ოქროს სამაჯური, სულ ღირებული 4 800 ლარად, ბეჭედი ბრილიანტის თვლებით ღირებული 500 ლარად; ბეჭედი ასევე ბრილიანტებით, ღირებული 600 ლარად; ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ღირებული 1000 ლარად; ასევე გაიტაცეს 3 000 აშშ დოლარი, იმდროინდელი კურსით 6 645 ლარი და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
ი---- ბ--------–---–მა ბ---- კ-------ესთან და ოთხ დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად სულ გაიტაცა დაზარალებულების: ა------- მ-----–---–ის, მისი მეუღლის ნ--- დ---–-–-----ის და შვილების: თ----- და ქ------- მ-----–---–--ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონება, კერძოდ: 248 144,25 ლარის ღირებულების ნივთები და 3000 აშშ დოლარი, იმდროინდელი კურსით 6 645 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი---- ბ--------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06 მარტის განაჩენით, ი---- ბ--------–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ი---- ბ--------–---–ი (მონაწილეობის გარეშე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2007 წლის 29 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი---- ბ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 24 (ოცდაოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ი---- ბ--------–---–ი დაკავებულ იქნა 2017 წლის 21 ნოემბერს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 533-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოტანილი იყო ი---- ბ--------–---–ის დაუსწრებლად, სააპელაციო სასამართლოში სრული მოცულობით იქნა გამოკვლეული მტკიცებულებები.
დადგენილია, რომ 2001 წლის 17 ივლისს, გ------- ბ-------ის განცხადების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, გ------- ბ-------ის საცხოვრებელ ბინაზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2001 წლის 17 ივლისს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ------–--ი, ბ----------ის ქ--------, ბ--------ში, რომლის ფოტოგადაღება მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტთან ერთად. თუმცა შემთხვევის ადგილიდან რაიმე მტკიცებულება არ ამოღებულა.
მოწმე მ---- კ--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2001 წელს დილით მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სახლში. კარზე დარეკეს ზარი და კითხვაზე თუ ვინ იყო, მას უპასუხეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. გააღო კარი, რა დროსაც ორი მამ---ცი შევიდა სახლში, შემდეგ კი, ამ პირებმა ბინაში შეიყვანეს რამდენიმე ნიღბიანი პირი. აღნიშნულმა პირებმა ის და მისი მეუღლე გაკოჭეს, ითხოვდნენ თანხას და დაიწყეს ბინის ჩხრეკა. თავდამსხმელებმა მათი ბინიდან წაიღეს მისი სამკაულები, მეუღლის იარაღი, პარლამენტარის პირადობის მოწმობა და თანხა 2000 აშშ დოლარი, თუმცა ითხოვდნენ მეტ თანხას. თავდამსხმელებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, მეუღლეს კი, როგორც ახსოვს, ჩაარტყეს იარაღის კონდახი. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედების ოქმებზე არსებული ხელმოწერების ნამდვილობა და განმარტა, რომ ხანგრძლივი დროის გასვლის გამო მას დეტალები არ ახსოვს, თუმცა ადასტურებს დაკითხვის ოქმებისა და საგამოძიებო მოქმედების ოქმების შინაარსს და მისი ხელმოწერების სინამდვილეს. მოწმის ჩვენებით, მან მონაწილეობა მიიღო ამოცნობებში. ამოსაცნობ პირებზე ან ნივთებზე მისთვის არავის მიუნიშნებია. მანვე აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ვერ ახდენს ი---- ბ--------–---–ის ამოცნობას, თუმცა ამოცნობის ოქმში დაფიქსირებული ამოცნობის ფაქტი იქნება სწორი.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2001 წლის 18 ივლისს წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის მ---- კ--------ემ ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ფოტოსურათზე გამოსახული პირი - ი---- ბ--------–---–ი. ამომცნობმა მიუთითა, რომ ხსენებულმა პირმა სამ სხვა პირთან ერთად 2001 წლის 11 ივლისს, დილის საათებში დააყაჩაღა. კარის გაღებამდე აღნიშნულმა პირმა უთხრა, რომ იგი იყო ქალაქის პოლიციის სამმართველოდან. კარის გაღების შემდეგ ხსენებულმა პირმა მისი მეუღლე გაიყვანა საძინებელ ოთახში და მაყუჩიანი იარაღი დაადო თავზე. ეს პირი იყო უნიღბოდ და ამიტომ ამოიცნო სახის ფორმით და ნაკვთებით.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის შესაბამისად, გამოქვეყნდა დაზარალებულ გ------- ბ-------ის ჩვენებები, რომლის თანახმად, იგი მეუღლესთან - მ---- კ--------ესთან და ვაჟთან ერთად ცხოვრობდა ქ------–--ი, ბ----------ის ქ--------, ბ--------ში. 2001 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 10:30 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც კარზე იყო ზარი. მას შემდეგ, რაც მ---- კ--------ემ გააღო კარი, მათთან სახლში შევიდა დაახლოებით 30-40 წლის ორი მამ---ცი, რომელთაგან ერთი იყო მაღალი, მეორე კი, დაბალი და ჩაფსკვნილი. იგი მაღალმა პირმა გაიყვანა საძინებელ ოთახში, ამოიღო შავი მაყუჩიანი იარაღი და მუქარით დასვა საწოლზე. მეორე პირმა იმავე ოთახში შეიყვანა მისი მეუღლე. შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა გააღო კარი და სახლში შეიყვანა კიდევ ორი პირი ნიღბებით, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით. მაღალმა, უნიღბო მამ---ცმა მას მოთხოვა 50000 აშშ დოლარი. უარის მიღების შემედეგ კი მოუქნია იარაღი და მოარტყა ნიკაპში. მან ხსენებულ პირებს უთხრა დამშვიდებულიყვნენ და მიუთითა ადგილზე, სადაც ინახავდა 2000 აშშ დოლარს. აღნიშნულმა პირებმა წაიღეს მისი საფულეც, რომელშიც იდო 200 აშშ დოლარი, 100 ლარი, ავტომანქანის პასპორტი და მართვის მოწმობა. ასევე წაიღეს მეუღლის სამკაულები, კერძოდ: ოქროს ბეჭედი დიდი ბრილიანტის თვლებით, ოქროს ბეჭედი კონუსისმაგვარი ზურმუხტის თვლით და გვერდზე წვრილი ბრილიანტის თვლებით, ორი ერთნაირი ბაჯაღლოს საქორწინო ბეჭედი, ლურჯი და თეთრი ფერის საფირებით გაწყობილი დიდი ზომის ტოტის მოყვანილობის ოქროს ქალის სამაჯური, ქალის ,,გუბელინის“ ფირმის შვეიცარული ოქროს საათი ლურჯი საფირონებით, ქალის ვერცხლის საყურე ყვავილისებრი ფორმის ოთხი პატარა მწვანე თვალით და მათზე მომცრო თეთრი თვლებით. ასევე წაიღეს მისი ,,ორის“ ფირმის შვეიცარული მაჯის საათი-ქრონომეტრი და ,,ბ-------ს“ ფირმის პისტოლეტი, რომელიც საქამრეში ჩაიდო დაბალმა ნიღბიანმა პირმა. მან თხოვა დაეტოვათ იარაღი და მეუღლის ოქროს საათი, რაზეც უთხრეს, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაუბრუნებდნენ რამდენიმე დღეში. ამის შემდეგ ის და მისი მეუღლე გაკოჭეს ე.წ. ,,სკოჩით“ და ცალ-ცალკე შეიყვანეს აბაზანაში და საპირფარეშოში. მომხდარის შესახებ მათ 2001 წლის 17 ივლისს განაცხადეს პოლიციაში. დაზარალებულის ჩვენებით, ვინაიდან აქვს მხედველობის პრობლემები და შემთხვევის დროს არ ეკეთა სათვალე, დამყაჩაღებლების გარეგნობის აღწერა არ შეუძლია.
ჩხრეკის ოქმით მიხედვით, 2001 წლის 18 ივლისს ჩატარდა ქ------–--ში, შ-------ას ქ---------ში მდებარე ი---- ბ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელ ოთახში განთავსებული ტახტიდან ამოღებული იქნა 21 ცალი აკს-ის სისტემის ავტომატის ვაზნა, 5 ცალი 9 მმ-იანი ვაზნა, ორი ცალი ავტომატის მჭიდი 12 ცალი ვაზნით, 8 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, ოქროს საათი სამაჯურით, ოქროს საათი ოთხკუთხედი ფორმის ,,ზარია“, მოყვითალო ფერის ორი ცალი ძველებური წარმოების სამაჯური, ოქროს ჯვარი, ოქროს ოთხკუთხედი ფორმის მონეტა ოქროს ცეპთან ერთად, მოთეთრო ფერის ჯვარი თერთმეტი მოთეთრო ფერის თვლით, რგოლის ფორმის ბეჭედი ოთხი პატარა თვლით, ოქროს ცეპი დაახლოებით 60 სმ ზომის, ,,SIEMENS C-25“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, ერთი ცალი ვერცხლისფერი საყურე გაწყობილი ოთხი მწვანე და ოთხი თეთრი ფერის თვლით.
ამავე დღეს, ი---- ბ--------–---–ის საცხოვრებელ ბინაში დაკავებული იქნა გ------- მ-------ე, რომელიც ერთ-ერთ თავდამსხმელ პირად ასევე ამოიცნო მ---- კ--------ემ. მ---- კ--------ემ ასევე ამოიცნო ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვერცხლის საყურე.
2001 წლის 20 ივლისს, მ--- ო----–--ისგან (გ------- მ-------ის მეუღლე) ამოღებული იქნა ვარდისფერ პოლიეთილენის პარკში ჩაწყობილი კაცის მაჯის საათი, ქალის ოქროს საათი, ოქროს სამაჯური, 2 საქორწინო ბეჭედი, ვერცხლის საყურე, ბეჭდები, საფულე გ------- ბ-------ის პ----–-------ს მოწმობით, მძღოლის მოწმობით, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით. აღნიშნული ნივთები ამოცნობილი აქვთ გ------- ბ-------ეს და მ---- კ--------ეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საექსპერტო- კრიმინალისტიკური სამმართველოს N----- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტები წარმოადგენენ 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნებს, განკუთვნილს ,,მ----------“ სისტემის პისტოლეტებისათვის და ,,ს--------ს“ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59. ვაზნები არის ბრძოლისუნარიანი. წარდგენილი ორი მჭიდი არის 30 ვაზნის ტევადობის და განკუთვნილია 1974 წლის ნიმუშის 5.45 მმ კალიბრის კ--–-–------ის კონსტრუქციის შემდეგი ავტომატებისათვის - AK-74, AKC-74, AKC-74 E. ი---- ბ--------–---–ისგან ამოღებული ვაზნები მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას და არიან ბრძოლისუნარიანი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს N----- დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი ვაზნები არიან ბრძოლისუნარიანი და მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალას.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 27 მაისის განაჩენით, გ------- მ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გ------- მ-------ეს, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2002 წლის 25 მაისს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, თბილისში, ი----–--ის ქუჩა N---–- მცხოვრები ა------- მ-----–---–ის საცხოვრებელ ბინაზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2002 წლის 25 მაისს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ------–--ი, ი------–--ის ქუჩა N--, ბინა N--ში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნდა დაზარალებულ ა------- მ-----–---–ის დაკითხვის ოქმი, რომლითაც დადგენილია, რომ 2002 წლის 25 მაისს მეუღლესთან - ნ--- დ---–-–-----ესთან და შვილებთან: თ----- და ქ------- მ-----–---–--თან ერთად იმყოფებოდა ქ------–--ი, ი----–--ის ქუჩა N--, ბინა N--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. საღამოს, დაახლოებით 21:20 საათზე, კარზე გაისმა ზარი. კარი გააღო მისმა შვილმა ქ------- მ-----–---–მა, რის შემდეგაც გაიგო მეუღლის - ნ--- დ---–-–-----ის კივილი ,,ა------- დავიღუპეთო“. გასარკვევად იგი სასწრაფოდ წამოდგა საწოლიდან და შემოსასვლელში დაინახა რამდენიმე პირი, რომელთაგან ორი გაემართა მისკენ და დაუწყეს იარაღით ცემა, რა დროსაც დაკარგა გონება. შემდეგ გაიყვანეს საძინებელ ოთახში, დააგდეს იატაკზე და რამდენიმე კაცი განაგრძობდა მის ცემას, რა დროსაც კვლავ დაკარგა გონება. ცოტა ხნის შემდეგ ხსენებულმა პირებმა მოკიდეს ხელი და გაათრიეს სააბაზანო ოთახში, სადაც იმყოფებოდნენ ნ--- დ---–-–-----ე და მათი შვილები ქ-------ი და თ-----ი. თავდამსხმელების მიერ ბინის დატოვების შემდეგ ისინი გამოვიდნენ სააბაზანოდან და ითხოვეს დახმარება. მათთან მივიდნენ პოლიიცის თანამშრომლები. მიუხედავად იმისა, რომ მან თავდამსხმელები დაინახა, მათი სახეები არ ახსოვს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---- დასკვნით, ა------- მ-----–---–ს 2002 წლის 25 მაისს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი: არტერიული ჰიპერტენზია, ნერვოზული მდგომარეობა, შუბლისა და თხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა, სამი სისხლნაჟღენთი მარცხენა ზემო კიდურის მეოთხე ფალანგზე. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა თ----- მ-----–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, დღის მეორე ნახევარში, დედასთან - ნ--- დ---–-–-----ესთან, მამასთან - ა------- მ-----–---–თან და დასთან - ქ------- მ-----–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ------–--ი, ი------–--ის ქუჩა N--, მესამე სართულზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც კარზე გაისმა ზარი. ქ------- მ-----–---–მა გააღო კარი და მათთან სახლში შევარდა ექვსი ან შვიდი შეიარაღებული პირი, რა დროსაც ქ-------ი წაიქცა და დაკარგა გონება. ამ დროს ა------- მ-----–---–ი იტარებდა ქიმიოთერაპიის კურსს და შეერთებული ჰქონდა გადასხმის აპარატი. თავდამსხმელები იმუქრებოდნენ და ა------- მ-----–---–ს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც გაუტეხეს თავი. ამის შემდეგ აღნიშნულმა პირებმა მათი სახლიდან წაიღეს თანხა და წლების განმავლობაში მისი დედ-მამის მიერ დაგროვებული ძვირფასეულობა. ყველა თავდამსხმელი იყო შეიარაღებული და შესვლისთანავე იარაღის მუქარით ითხოვდნენ ძვირფასეულობას. ქ------- მ-----–---–ი შესასვლელში იყო გონებადაკარგული, ა------- მ-----–---–ი სხვა ოთახში იყო დასისხლიანებული, ხოლო თავად დედასთან ერთად იმყოფებოდა იმ ოთახში, საიდანაც თავდამსხმელებმა წაიღეს ფული და ძვირფასეულობა. მათი წასვლის შემდეგ მათ დახმარების თხოვნით მიმართეს პოლიციის თანამშრომლებს. თავდამსხმელების ქმედებით მას მიადგა მორალური, ფიზიკური და ქონებრივი ზიანი. დაზარალებულის განმარტებით, ვინაიდან შემთხვევის დღიდან გასულია 20 წელი, მას დეტალები არ ახსოვს, თუმცა ეთანხმება დაკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებებს.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ 2002 წლის 26 მაისს, წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის თ----- მ-----–---–მა ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ფოტოსურათზე გამოსახული პირი - ი---- ბ--------–---–ი. ამომცნობმა მიუთითა, რომ ხსენებული პირი მიმდინარე წლის 25 მაისს, დაახლოებით 21:20 საათზე, ყაჩაღურად დაესხა თავს მათ ოჯახს და გაიტაცა ფული და სხვა ძვირფასეულობა. თ----- მ-----–---–მა ი---- ბ--------–---–ი ამოიცნო კანის ფერით, სახის მოყვანილობით, თმის ფერით, ვარცხნილობით, ცხვირის მოყვანილობით და წარბებით.
დაზარალებულმა ქ------- მ-----–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ი---- ბ--------–---–ს არ იცნობს. შემთხვევის დღეს ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც კარზე იყო ზარი. გააღო კარი და შემდეგ რა მოხდა არ ახსოვს, როგორც ჩანს კართან მყოფი პირები დიდი სიძლიერით შევარდნენ სახლში, რა დროსაც მან იქვე მდგომ ფეხსაცმლის კარადას მიარტყა თავი და დაკარგა გონება. გონზე მოსვლისას სახლში დახვდნენ დედა - ნ--- დ---–-–-----ე, მამა - ა------- მ-----–---–ი და და - თ----- მ-----–---–ი. მამა იყო სისხლიანი და გაუბედურებული. ამ ამბის შემდეგ დაკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა, თუმცა არ ახსოვს პოლიციის განყოფილებაში მისვლა. დაზარალებულმა განმარტა, რომ შემთხვევიდან გასულია დიდი დრო, დეტალები არ ახსოვს, თუმცა ეთანხმება დაკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნდა დაზარალებულ ნ--- დ---–-–-----ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, 2002 წლის 25 მაისს, მეუღლესთან ა------- მ-----–---–თან და შვილებთან თ----- და ქ------- მ-----–---–--თან ერთად საღამოს იმყოფებოდა სახლში, ქ------–--ი, ი------–--ის ქუჩა N--, ბინა N--ში, რა დროსაც კარზე გაისმა კაკუნი. მან აანთო სათადარიგო ნათურა და დაინახა, რომ კართან იდგა მამ---ცი ყვავილით ხელში. მან აღნიშნული პირი, რამდენიმე საათით ადრე შენიშნა მათ სახლთან ეზოში. კითხვაზე ვისთან იყო, აღნიშნულმა პირმა უპასუხა, რომ თ-------თვის გამოატანეს ვარდი და დაეძახა მისთვის. ვინაიდან თ-----ი აპირებდა დაწოლას, კარის გაღება თხოვა ქ-------ს. ქ-------ი მივიდა კართან, რომელიც რამდენიმე წუთში ვიღაცამ გაისროლა წინ. ქ-------მა თავი დაარტყა კარს და დაკარგა გონება. დაზარალებულის ჩვენებით, იგი კივილით გამოვიდა ოთახიდან და მივარდა ქ-------ს, რა დროსაც დაინახა, რომ ბინაში შევარდა რამდენიმე მამ---ცი, რომელთაგან ორი გაიქცა ლოჯის მიმართულებით. ხსენებული პირები იყვნენ შეიარაღებულნი. ერთ-ერთი თავდამსხმელი, კერძოდ ის, რომელიც კართან იდგა ვარდით ხელში, იყო დაახლოებით 35-40 წლის, სპორტული აღნაგობის, დაახლოებით 175 სმ სიმაღლის, ოდნავ მაღალი შუბლით, მუქი თვალებით, ოდნავ დიდი ტუჩებით, შემელოტებული მოკლედ შეჭრილი რიჟა თმით, ღია ფერის კანით, არც გრძელი და არც ოვალური სახით, ხელში ეჭირა მონიკელებული პისტოლეტი, რაც განსხვავდებოდა სხვა თავდამსხმელების ხელში არსებული იარაღებისგან. ხსენებულ პირს ეცვა დიდი ზომის უჯრედებიანი ღია ფერის განსხვავებული პიჯაკი და ღია ფერის პერანგი. ამ პირმა იგი შეიყვანა ლოჯის გვერდით მდებარე ოთახში და მოთხოვა თანხა 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაზეც უპასუხა რომ ამდენი თანხა არ ჰქონდათ და წაეღოთ ყველა ძვირფასეულობა, ოღონდ ბავშვებისთვის არ ეხლოთ ხელი. შემდეგ ხსენებულმა პირმა იგი გაიყვანა სხვა ოთახში, რათა აეღო იმ კარადის გასაღები, სადაც ინახავდნენ ძვირფასეულობას. ამ დროს მან დაინახა, რომ თავდამსხმელთაგან ორ პირს, რომლებსაც სახეზე აფარებული ჰქონდათ ცხვირსახოცები და უჩანდათ მხოლოდ თვალები, ა------- მ-----–---–ი ჰყავდათ ძირს დაგდებული და ურტყამდნენ ფეხებს. მეუღლეს მოსდიოდა სისხლი. იქვე იყო მუხლებზე მდგომი თ-----ი, რომელიც თავდამსხმელებს ეხვეწებოდა თავი დაენებებინათ მამისთვის. მან გააღო კარადა და რიჟა მამ---ცს მისცა კონვერტში მოთავსებული 3000 აშშ დოლარი და რამდენიმე ცელოფნის პარკში მოთავსებული ოქროული. ამ დროს ოთახში შევიდა დაბალი თავდამსხმელიც, რომელიც მანამდე სცემდა მის მეუღლეს, ამ პირს სახეზე აღარ ეკეთა ცხვირსახოცი. დაბალმა თავდამსხმელმა კარადიდან გამოიღო შავი ფერის ზარდახშა, სადაც დაზარალებული ინახავდა ბრილიანტის სამკაულს, გადმოყარა ისინი ზარდახშიდან და სხვა სამკაულებთან ერთად ჩაყარა. ამის შემდეგ რიჟა მამ---ცმა შეაგდო საპირფარეშოში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი შვილები, შემდეგ კი მიიყვანეს დასისხლიანებული მისი მეუღლეც. თავდამსხმელების მიერ მათი სახლის დატოვების შემდეგ ითხოვეს დახმარება და ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების და პოლიციის თანამშრომლები. დაზარალებულის ჩვენებით, თავდამსხმელებმა ბინიდან გაიტაცეს ფულადი თანხა 3000 აშშ დოლარი და ძვირფასეულობა, რომლის ღირებულება შეადგენდა 100 950 აშშ დოლარს.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2008 წლის 26 იანვარს წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ნ--- დ---–-–-----ემ ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ფოტოსურათზე გამოსახული პირი - ი---- ბ--------–---–ი. ამომცნობმა მიუთითა, რომ ხსენებული პირი სხვა პირებთან ერთად დაესხა თავს მათ ოჯახს 2002 წლის 25 მაისს.
მოწმე გ------ გ-----–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ თბილისის შს მთავარ სამმართველოში მუშაობდა ყაჩაღობის განყოფილების უფროსის მოადგილედ, განყოფილების უფროსი კი, იყო ზ---- ჩ-------ე. ამ უკანასკნელის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვინმე ბ---- კ-------ეს ჩადენილი ჰქონდა დანაშაული და იმალებოდა სახლში. იგი ზ---- ჩ-------ესთან ერთად გავიდა ადგილზე, რა დროსაც მათ მიერ დაკავებული იქნა ბ---- კ-------ე, რომელსაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს სასჯელი. მოწმემ აღნიშნა, რომ იგი ი---- ბ--------–---–ს არ იცნობს და მასთან რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.
თბილისის სააპელაციო სასმართლოს 2006 წლის 10 მაისის განაჩენით ბ---- კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი---- ბ--------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ, დაზარალებულ მ-----–---–--ის ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, ხოლო დაზარალებულ გ------- ბ-------ის ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ შემთხვევამდე დაახლოებით 1 თვით ადრე გაიცნო გ------- მ-------ე, რომელმაც მოგვიანებით თხოვა დახმარება და საქმეზე გაყოლა. გ------- მ-------ემ მას უთხრა, რომ ერთ ადამიანს ჰქონდა ვალი და უნდა გამოერთმიათ. მისი დანიშნულება იყო მისი სწრაფი მანქანით დახმარება და მხოლოდ ზარის დარეკვა, რასაც დათანხმდა და გაყვა. ზარის დარეკვის შემდეგ კარი გაუღო ქალბატონმა, რა დროსაც მათ დაზარალებულების სახლში შეყვა კიდევ ორი პირი, რომლებმაც დაიწყეს სახლის ჩხრეკა. ერთმა გაიწია ქალბატონისკენ და დააკრეს სკოჩი. მისთვის ეს ყველაფერი იყო მიუღებელი და ამაზრზენი, რის გამოც მოძალადეებს მოუწოდებდა და აშოშმინებდა. დაინახა გამოღებული კარადებიც. მასთან ერთად მყოფ სამივე პირს ჰქონდა იარაღი, ოთახში შესვლისას კი, იარაღი მისცეს მასაც. თავად დაზარალებულებს არ დამუქრებია, პირიქით, მათთან არ უშვებდა ამ პირებს და ეუბნებოდა, თუ რამე უნდოდათ აეღოთ, წასულიყვნენ და ოჯახის წევრებს არ გაკარებოდნენ. მას წაღებული ნივთებიდან არაფერი შეხვდა. 2001 წლის შემდეგ კი წავიდა საქართველოდან და 2017 წლამდე უკან არ დაბრუნებულა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
პალატას მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები ადასტურებენ ი---- ბ--------–---–ის მიერ დანაშაულთა ჩადენის ფაქტებს, შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი, რომლის მიხედვითაც ითხოვს ი---- ბ--------–---–ის გამართლებას ბრალდების გარკვეულ ეპიზოდებში, არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა მიუთითებს, რომ ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირებისთვის სავალდებულოა თავდასხმის, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის და ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის, ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარის დადასტურება.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ 2001 წლის 11 ივლისს, ქ------–--ში, ბ----------ის ქ--------, ბ--------ში, გ------- ბ-------ეზე და მის მეუღლეზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია როგორც მოწმე მ---- კ--------ის ჩვენებით, ისე გ------- ბ-------ის კანონის საფუძველზე გამოქვეყნებული ჩვენებებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, გ------- მ-------ის მიმართ გამოტანილი განაჩენითა და ამოცნობის ოქმებით. აღსანიშნავია, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში ი---- ბ--------–---–მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. მართალია, დაადასტურა 2001 წლის 11 ივლისს, ქ------–--ში, ბ----------ის ქ--------, ბ--------ში ყოფნის ფაქტი, თუმცა იქ განვითარებულ მოვლენებს მისცა სხვა ახსნა, რაც არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებებიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის დეფინიციებს და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს.
აღნიშნული მუხლის თანახმად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად ჩაითვლება დანაშაული, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
მოცემულ შემთხვევაში არც თავად ი---- ბ--------–---–ი უარყოფს იმ ფაქტს, რომ იგი წინასწარ შეუთანხმდა გ------- მ-------ეს, რომ გაყვებოდა ბ-------ეების ოჯახში და დაეხმარებოდა, რათა დაზარალებულებს მათთვის გაეღოთ კარი, თუმცა უარყო დაზარალებულების მიმართ ძალადობის მუქარის განხორციელების და მათი ნივთების დაუფლების ფაქტი. პალატა ვერ გაიზიარებს ი---- ბ--------–---–ის ჩვენებას, რომ თითქოს ადგილი არ ჰქონია წინასწარ შეთანხმებას ჯგუფის სხვა წევრებს შორის, ვინაიდან აღნიშნული წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. დაზარალებულთა ჩვენებებით დადგენილია ი---- ბ--------–---–ის მოქმედებები და ის გარემოება, რომ ის თითქოს შემთხვევით აღმოჩნდა დანაშაულის ადგილზე, არადამაჯერებელია. დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც გ------- ბ-------ე და მ---- კ--------ე შეიყვანეს ოთახში და იარაღის მუქარით დასვეს ერთად, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა კარი გაუღო და სახლში შეიყვანა ორი ნიღბიანი პირი, რომლებმაც დაიწყეს სახლის ჩხრეკა, რის შემდეგაც ოთხივე პირმა მათი სახლიდან წაღებულ ნივთებთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი. ქმედების შემადგენლობის დასადასტურებლად არსებით და გადამწყვეტს არ წარმოადგენს ის გარემოება თუ როგორ მოხდა დაუფლებული ნივთების გაყოფა და რა ნაწილი შეხვდა ი---- ბ--------–---–ს და საერთოდ შეხვდა თუ არა მას რამე. ყაჩაღობა დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან და დაცვის მხარის მიერ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები არ მიუთითებენ მსჯავრდებულის უდანაშაულობაზე. ამასთან, ი---- ბ--------–---–ის ჩვენებიდანაც კი ჩანს, რომ გ------- მ-------ეს მიყვებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩასადენად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველია თუ რატომ ჭირდებოდათ მისი სწრაფი მანქანა და მისი დახმარება კარის გაღებისთვის, ან რატომ გამოართვა იარაღი დაზარალებულების ოჯახში. გამოკვლეული მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ ი---- ბ--------–---–ი თანამზრახველებთან ერთად მოქმედებდა წინასწარი შეთანხმებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას მისაკუთრების მიზნით. განსახილველი დანაშაულისგან დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ასევე საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო დამატებით ობიექტს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ამ მუხლში ჩამოთვლილი საგნების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში ან გამოძალვაში. მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ნიშნავს მფლობელის ნების გარეშე ნივთის უკანონო და უსასყიდლო ამოღებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით და მის გადასვლას დამნაშავის ხელში, რითაც მას მიეცა ამ ნივთის განკარგვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - დანაშაულის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, პალატა აღნიშნავს, რომ ძალადობის მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი. სიცოცხლისათვის საშიშია ძალადობა, რომელიც იმწუთიერ და რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ძალადობის მუქარა შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ასევე იარაღის დემონსტრირებით. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილი ეხება მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცებას. გატაცება გულისხმობს მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის უკანონოდ ამოღებას სხვისი მფლობელობიდან, როგორც მისაკუთრების მიზნით, ასევე მის გარეშე. დანაშაულს აქვს ფორმალური შემადგენლობა და იგი დამთავრებულია აღნიშნული დოკუმენტის გატაცების მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2001 წლის 11 ივლისს ი---- ბ--------–---–ი მონაწილეობას იღებდა გ------- ბ-------ის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმაში. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ ი---- ბ--------–---–თან ერთად დაზარალებულის სახლში მყოფი სამივე პირი იყო შეიარაღებული, მათ შორის იარაღით იყო თავად ი---- ბ--------–---–იც, რომელიც, მისივე განმარტებით, დაზარალებულის ბინაში შესვლის შემდეგ მიაჩეჩეს ხელში.
მოწმე მ---- კ--------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით და დაზარალებულ გ------- ბ-------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით დგინდება, რომ თავდამსხმელები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, გარდა ფულად თანხისა და ძვირფასეულობისა, ასევე დაეუფლნენ გ------- ბ-------ის კუთვნილ, ,,ბ-------ს“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს და ამ უკანსკნელის კუთვნილ პირადი დოკუმენტებს: პ----–-------ს მოწმობას, მძღოლის მოწმობას და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობას.
დაცვის მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ ჯგუფის წევრებისთვის შემთხვევის ადგილზე გახდა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის და პირადი დოკუმენტების შესახებ, შესაბამისად, არ შეიძლებოდა წინასწარი შეთანხმებით დაუფლებოდნენ აღნიშნულ ნივთებს, ვერ იქნება გაზიარებული. ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი არ არის, რომ ჯგუფის შეიარაღებულ წევრებს გაეკეთებინათ კონკრეტული ნივთების ჩამონათვალი, თუ რის წაღებას აპირებდნენ. ი---- ბ--------–---–ის, გ------- მ-------ის და სხვა პირთა მოქმედებები, რაც დადგენილია დაზარალებულთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით, ადასტურებენ, რომ ჯგუფი მოქმედებდა შეთანხმებულად.
საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ნაწილში პალატას ასევე დადასტურებულად მიაჩნია ი---- ბ--------–---–ის ბრალეულობა. ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ი---- ბ--------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა, რაც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს გამოსაყენებლად ვარგისს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ საძინებელ ოთახში მდებარე ტახტთან შეხება ჰქონდა სხვა პირს. ი---- ბ--------–---–ის ჩვენებაში გადმოცემული არგუმენტი, რომ საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნოდა და სავარაუდოდ იყო გ------- მ-------ის, არის დაუსაბუთებელი და გარდა მსჯავრდებულის ჩვენებისა, არ დასტურდება სხვა რაიმე მტკიცებულებით.
პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია 2002 წლის 25 მაისს თბილისში, ი----–--ის ქ--------, ბ-------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მ-----–---–--ის ოჯახზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება 2002 წლის 25 მაისს, დაახლოებით 21:20 საათზე, ი---- ბ--------–---–ის მიერ თანამზრახველებთან ერთად მოტყუებით კარების გაღების გზით, ქ------–--ი, ა--–--ის ქ--------, ბ-------ში მდებარე ა------- მ-----–---–ის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეღწევა. თავდასხმას თან ახლდა ცეცხლსასროლი იარაღების დემონსტრირება და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, როგორც წინააღმდეგობის გადასალახად გამოყენებული ქონების დაუფლების საშუალება. აღნიშნულმა დაზარალებულებში წარმოშვა მუქარის განხორციელების რეალური შიში, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა გაიტაცეს დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით ქონება, კერძოდ: 248144,25 ლარის ღირებულების ნივთები და 3000 აშშ დოლარი, იმდროინდელი კურსით 6645 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში ი---- ბ--------–---–მა თავი დამნაშავედ არ ცნო. დაცვის მხარე აპელირებს, რომ დაზარალებულებზე თავდასხმის დროს ი---- ბ--------–---–ი საქართველოში არ იმყოფებოდა, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი სხდომაზე არ წარმოდგენილა. აპელირება კომაში ყოფნაზე, საავადმყოფოში „ბომჟად“ გაფორმებაზე და სხვა გარემოებებზე წარმოადგენს აბსტრაქტულ გარემოებებს და ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნოდ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ამოცნობის ოქმების თანახმად, როგორც ნ--- დ---–-–-----ეს, ისე თ----- მ-----–---–ს ამოცნობილი ჰყავთ ი---- ბ--------–---–ი, როგორც ერთ-ერთი თავდამსხმელი პირი.
უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულთა ჩვენებებით დადგენილ იქნა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები. შესაძლოა დაზარალებულთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც პალატას მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. დაზარალებულების ნ--- დ---–-–-----ის, ა------- მ-----–---–ის, ქ------- და თ----- მ-----–---–ის ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. შემთხვევიდან გავიდა რამდენიმე წელი, რის გამოც სრულიად შესაძლებელია დაზარალებულებს არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები, მაგრამ მათ შეძლებისდაგვარად დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აქვთ აღწერილი ადგილზე განვითარებული მოვლენები. ბუნებრივია თითოეული მტკიცებულება რაღაც როლს თამაშობს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის კონტექსტში, თუმცა აუცილებელი საკითხია მისი სანდოობის შემოწმება. ერთ-ერთ საქმეში ევროპულმა სასამართლომ საკმარის დამაბალანსებელ ფაქტორად მიიჩნია ის ფაქტი, რომ არავითარი ეჭვი არ არსებობდა აღნიშნული მოწმის მხრიდან სიმულაციის ან შურისძიების თაობაზე და იგი დასტურდებოდა სხვა ირიბი ჩვენებით (იხ. CASE OF GANI v. SPAIN, (Application no. 61800/08 ), 19 February 2013, პარ. 48-50). მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიებულებებით არ დადასტურებულა თუ რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ დაზარალებულად ცნობილ პირებს - ნ--- დ---–-–-----ეს და თ----- მ-----–---–ს ი---- ბ--------–---–ის მიმართ. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს ი---- ბ--------–---–ის უდანაშაულობის თაობაზე.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავდა ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ი---- ბ--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა დაკვალიფიცირდეს ორ ეპიზოდად - არაერთგზისობის მითითების გარეშე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ დაცვის ძირითად არგუმენტებზე იმსჯელა თბილისის სააპელაციო პალატამ და მიიჩნია, რომ ი---- ბ--------–---–მა განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც საკმარისი იქნებოდა მათი გაუზიარებლობისათვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასჯელის დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი---- ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
იმისათვის, რომ განისაზღვროს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნები, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს არამხოლოდ პიროვნული მონაცემები, არამედ დამნაშავის ქმედებები როგორც 2001 წლის 11 ივლისს, ისე 2002 წლის 25 მაისს.
რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან. შესაბამისად, სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე ვადით. ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, დღევანდელი მოქმედი რედაქციის შესაბამისად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტი, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ვინაიდან, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით არსებული სანქციის მინიმუმი არის 6 წელი, პალატას მიაჩნია, რომ ი---- ბ--------–---–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს ზემოაღნიშნული რედაქციის ფარგლებში, იმ დათქმით, რომ სასჯელის მაქსიმალური ვადა არ აღემატება 12 წელს (მოქმედი რედაქციის სანქციის მაქსიმუმის შესაბამისად). რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებს, დღეს მოქმედი რედაქციით, სასჯელი გამკაცრებულია, რის გამოც ასევე უნდა იქნეს გამოყენებული კანონი, რომელიც ყველაზე მსუბუქია, ანუ 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული მუხლის სანქცია იყო 8-დან 15 წლამდე.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ ი---- ბ--------–---–ის შემამსუბუქებელ გარემოებებს წარმოადგენს ბრალდების ნაწილობრივი აღიარება. გასათვალისწინებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც, აქვს არტერიული ჰიპერტენზია, გადატანილი აქვს ინფარქტი, გაკეთებული აქვს კორონარული სტენტირება, დაავადებულია ქრონიკული C ჰეპატიტით. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ი---- ბ--------–---–ს უნდა შეუმცირდეს სასჯელი. ამასთან, წარდგენილ ბრალდებათა ხასიათის, ქმედებებში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის უნდა განესაზღვროს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის შემცირება მოხდება 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, ი---- ბ--------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მოქმედი რედაქციის შესაბამისად და როგორც ნასამართლობის არმქონე პირისთვის, ზემოაღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უნდა იქნეს გამოყენებული შთანთქმის პრინციპი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ ი---- ბ--------–---–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, ი---- ბ--------–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, პალატის მოსაზრებით უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 503-ე მუხლით, 506-509-ე, 535-ე, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი---- ბ--------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 მარტის განაჩენში.
ი---- ბ--------–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ი---- ბ--------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია, ორი ეპიზოდი).
ი---- ბ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2001 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2002 წლის 25 მაისის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2001 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ი---- ბ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი---- ბ--------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 21 ნოემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე