განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002638913
საქმე №1/ბ-649-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ლევან თევზაძე
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ი-----–----------ას,ადვოკატ - ნ---------------ას,მსჯავრდებულ - ა--------–---ის,თარჯიმან - ა---------–--------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა--------–---ის ადვოკატ ნ---------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ა--------------------–----ს მიმართ - (პ/ნ 1----------); დაბადებული 1----–-–-------------ს, ქ. თბილისში; რეგისტრირებული მისამართზე: ბო-–---------------------ი; ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ბ---–--------------------ა, ამჟამად პატიმარი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენით:
ა--------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა:
საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით, - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა--------–---ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
ა--------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 ივლისიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა--------–---მა ჩაიდინა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით;
მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, ა--------–---მა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, მ---------------------------------ში მდებარე მ----–------–----ს საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ა--------–---მა სამზარეულოს დანა ყელზე მიადო მ----–------–---ს და მოსთხოვა ფულის და ოქროს გადაცემა.
2018 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ა--------–---მა უკანონოდ შეაღწია ქ------–--–---------------------–---–----------------------ში მდებარე ქ-------------–-ს საცხოვრებელ სახლში და ფარულად დაეუფლა საცხოვრებელ ბინაში განთავსებულ, ქ-------------–-ს კუთვნილ ,,სონი იქსპერია“-ს და ,,ჰუავეი Y5”-ს ფირმის მობილურ ტელეფონებს, ზარდახშას მასში მოთავსებული სამკაულებით, პარფიუმერიის ჩანთას, სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებას და ხელჩანთას, მასში მოთავსებული პლასტიკური ბარათებით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ქ-------------–ს მიადგა ჯამში 850 (რვაასორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა--------–---ის ადვოკატმა ნ---------------ამ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან იგი ემყარება ვარაუდს და ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა--------–---ის ბრალეულობას.
ადვოკატის განმარტებით, ა--------–---ს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ჩხრეკის ოქმში სრულად არ იქნა ასახული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა; კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებმა განაცხადეს, რომ ჩხრეკას არავინ ესწრებოდა, თუმცა საპირისპირო დასტურდება მოწმის სახით დაკითხული ვ---------------ის ჩვენებით, რომლის თანახმადაც იგი მთელი იმ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა ა--------–---ის გვერდით და ცდილობდა გაერკვია თუ რა ხდებოდა. დამცველი ასევე განმარტავს, რომ ე-–---------–ის კუთვნილი ,,SCOOL CARD“-ის პლასტიკური ბარათი და მობილური ტელეფონი ა--------–---ს ჯიბეში არ ჰქონია, ჩხრეკის ოქმში კი არასწორი ინფორმაციაა ასახული. აღნიშნული დასტურდება მოწმე ვ---------------ის ჩვენებით, რომლის თანახმადაც 2018 წლის 12 ივლისს მ----–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი ჩხრეკისას ა--------–---ის ჯიბიდან პლასტიკური ბარათი არ ამოღებულა. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, პლასტიკურ ბარათზე და ქ-------------–-ს ბინის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ სხვა ნივთზე ვერ იქნა აღმოჩენილი ა--------–---ის გენეტიკური პროფილი. ამასთანავე, როგორც მსჯავრდებული განმარტავს, ნივთმტკიცების დალუქვა მოხდა არა პირადი ჩხრეკის დამთავრებისთანავე, როგორც ეს პირადი ჩხრეკის ოქმშია ასახული, არამედ პოლიციის განყოფილებაში.
ყაჩაღობის ეპიზოდდთან დაკავშირებით დაცვის მხარის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ----–------–---მა გააჟღერა სრულიად განსხვავებული დეტალები. კერძოდ, მისი განმარტებით, 2018 წლის 12 ივლისს კარი შემთხვევით დარჩა ღია, თუმცა გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, ერთი კვირის განმავლობაში კარი იყო დაზიანებული, რის გამოც ღიას ტოვებდნენ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას დანა დამნაშავის ხელში არ დაუნახავს, რის საფუძველზეც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს ამოღებული დანის ავთენტურობას. დაზარალებულს გამოძიების ეტაპზე ასევე არ განუცხადებია მსჯავრდებულის მიერ შარვლის შეხსნისა და ჩაწევის ფაქტი, რაც დაცვის მხარის განმარტებით, ცალსახად მიუთითებს აღნიშნული მოწმის არასანდოობაზე.
დაცვის მხარე ასევე საეჭვოდ მიიჩნევს დაზარალებულის განმარტებას, რომლის თანახმადაც დამნაშავეს რამდენჯერმე ჩამოუვარდა სახიდან პირსახოცი, რომლითაც სახე ქონდა შეფუთული. მისი განმარტებით, სადარბაზოსთან იყო კარგი განათება და შეძლო მსჯავრდებულის სახის დანახვა, თუმცა საპირისპირო მტკიცდება მისი დის ჩვენებით, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს. კერძოდ, მოწმე ა-–------–----ს განმარტებით, დაზარალებულმა მასთან საუბრისას განაცხადადა, რომ ვერ შეძლო დამნაშავის სახის დანახვა. მოწმე ა-–-------–---ი ასევე ადასტურებს, რომ სახლში ძალიან ცუდი განათება იყო, ვინაიდან სადარბაზოდან დერეფანში დაბალი შუქი გამოდიოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს დამნაშავის ამოცნობის სისწორეს და მიიჩნევს, რომ მ----–------–---- ცუდი განათების პირობებში ვერ შეძლებდა დამნაშავის სახის დანახვას.
აპელანტის მითითებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით პირსახოცსა და დანაზე ა--------–---ის გენეტიკური პროფილის არსებობა არ დადასტურდა, რაც ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ა--------–---ს პირსახოცთან და დანასთან შემხებლობა არ ქონია. სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება მხოლოდ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რაც არ შეიძლება უტყუარად ჩაითვალოს და საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ა--------–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდენულ ა--------–---ის გამართლება.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური და ურთიერთშეჯერებული ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ა--------–---ს ამხელენ იმ ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში, რაშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი; აღნიშნული მტკიცებულებები მთლიანად აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნებს და ერთობლიობაში საკმარის საფუძველს ქმნიან გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, კერძოდ:
დაზარალებულმა მ----–------–---მა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, მ---------------------------------ში, დასთან - ა-–------–-----ან და 5 წლის დისშვილთან ერთად. 2018 წლის 7 ივლისს, იმყოფებოდა სახლში დისშვილთან ერთად და ეძინა, ხოლო მისი და - ა-–------–---- სახლში არ იმყოფებოდა, სამსახურში იყო წასული. დაახლოებით დილის 03:30 საათზე გააღვიძა უცნობმა პიროვნებამ, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ა--------–---ი. მან მარჯვენა ხელი ააფარა პირზე, ხოლო მარცხენა ხელით ყელზე მიადო მისივე სამზარეულოს შავტარიანი დანა და მოსთხოვა ფული და ოქრო, თან ეუბნებოდა - არ ეყვირა, რომ ბავშვს არ გაღვიძებოდა. თავდამსხმელმა დაუჭირა ხელი და საძინებლიდან გამოიყვანა მისაღებ ოთახში, თან კიდევ რამდენჯერმე ჰკითხა - თუ სად ჰქონდა ფული და ოქრო, რაზედაც უპასუხა, რომ არც ფული და არც ოქრო არ ჰქონდა. ამის შემდეგ თავდამსხმელი გადავიდა აგრესიაზე, ხელი გადაუგრიხა და დანა კვლავ ყელზე ქონდა მიდებული. შემდეგ კითხა - თუ ფული და ოქრო არ ქონდა, მაშინ ასეთ სახლში რატომ ცხოვრობდა, რაზეც უპასუხა, რომ იპოთეკით ჰქონდა ბინა შეძენილი და ამის გამო ბანკში ჰქონდა ვალები. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელს (ა--------–---ს) ამ დროს თავზე და პირზე შემოხვეული ჰქონდა პირსახოცი, რომელიც ეკუთვნოდა მის (დაზარალებულის) დისშვილს. მოძრაობის დროს სახიდან რამდენჯერმე ჩამოეწია პირსახოცი, რა დროსაც გამოუჩნდა სახე. მოგვიანებით გამომძიებელს აღუწერა მისი გარეგნული ნიშნები. ვ--–---ს ტანზე ეცვა მოკლემკლავიანი, მომდგარი, ღია მომწვანო ფერის მაისური, ხოლო ქვევით - ნაჭრის შარვალი და მუქი ფერის ფეხსაცმელი. იგი ასევე ეკითხებოდა, თუ რას შესთავაზებდა ფულისა და ოქროს ნაცვლად, რის გამოც შეეშინდა და დაიწყო ტირილი. თავდამსხმელმა იგი (მ----–------–----) მიაგდო დივანზე და დაიწყო შარვლის ჩახდა, თუმცა მათ შორის სექსუალურ კავშირს ადგილი არ ჰქონია. იმ ღამეს იყო ქარი, რის გამოც აივანზე გადმოვარდა ყვავილის ქოთანი, რომლის ხმაზეც თავდამსხმელი შეშინდა და გაიქცა, დანა და პირსახოცი კი თან წაიღო. მოგვიანებით გაარკვია, რომ თავდამსხმელს ასევე წაღებული ქონდა მისი დის მობილური ტელეფონი და თანხა. დაზარალებულის განმარტებით, აივნის კარი იმ დროს დაკეტილი იყო, ხოლო სახლის შესასვლელი კარი იყო ღია, რადგან საკეტი ჰქონდა გაფუჭებული. თავდამსხმელის წასვლის შემდეგ ჯერ პოლიციაში დარეკა, ხოლო შემდეგ თავის დასთან. ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცავები, რომლებმაც ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. სამძებრო ძაღლის მეშვეობით, კორპუსის უკან აღმოჩენილი იქნა პირსახოცი და დანა. მანვე განმარტა, რომ თავდამსხმელს ჰქონდა არაქართული აქცენტი; გამოძიების ეტაპზე ამოიცნო ა--------–---ი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 7 ივლისს, 04:50-08:50 საათების პერიოდი, ქ-------–--–--------------------------------------–- დათვალიერდა მ----–------–----ს საცხოვრებელი ბინა. ბინის აივანზე გდია ყვავილის ქოთნები. დათვალიერების შედეგად ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები, ანაწმენდები და ხელის კვლები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ქ-------–--–----------------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 10 მეტრში, ღობესთან ნანახი იქნა ერთი ცალი შავ ტარიანი დანა და ერთი ცალი პირსახოცი, რომელიც მ----–------–----ს განმარტებით არის მისი სახლიდან გამოტანილი სამზარეულოს დანა და პირსახოცი. ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული დანით ცდილობდა პიროვნება ფულის და ოქროს გატაცებას და ასევე აღნიშნული პირსახოცით ჰქონდა სახე დაფარული. ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა შავ ტარიანი დანა, რომელსაც პირზე აქვს გასახსნელი და ხერხისებური პირი. აღნიშნული დანა გდია მოსკოვის გამზირი, კორპუსი #---- მიმდებარე ტერიტორიაზე, ღობის გალავანთან ნიადაგის ზედაპირზე. ამოღებული დანა მოთავსდა მუყაოს ყუთში და დაილუქა ერთ ცალ სპეც. პაკეტში, რაზედაც დაესვა სისხლის სამართლის საქმის ნომერი, თარიღი და შესაბამისი ხელმოწერები. ასევე იქვე რამდენიმე მეტრში დაახლოებით 7-8 მეტრში ნიადაგის ზედაპირზე გდია ფერადი პირსახოცი, სადაც დატანილია ნახატები. ექსპერტების მიერ ასევე ამოღებულ იქნა აღნიშნული პირსახოცი.
2018 წლის 12 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ მ----–------–---მა ამოიცნო ა--------–---ი, რომელიც მან ნახა 2018 წლის 7 ივლისს თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამ უკანასკნელმა დანის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხისა და ძვირფასეულობის გადაცემა, თუმცა ხსენებულმა პიროვნებამ ხმაურზე დატოვა საცხოვრებელი ბინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხულმა ექსპერტებმა - რ------------–-–---–--------–-–----------მა, ასევე გამომძიებელმა გ---------------მ დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მათი მონაწილეობა, ოქმის ავთენტურობა და კანონიერება.
2018 წლის 16 აგვისტოს ოდოროლოგიური ექსპერტიზის #4-------- დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, მ---------------------------------ში მ----–------–----ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ბინის მისაღებ ოთახში უჯრებიანი კომოდის წინ ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან, საძინებელ ოთახში საწოლის გვერდით ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან და სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, ა---------–------ს კუთვნილი ავტომანქანა ,,ოპელ ასტრა“-ს სახ. ნომრით U---------ს წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ა--------------------–----საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ-----------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
დაზარალებულმა ქ-------------–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, გ-----------------–---–----------------------ში, რომელიც არის ერთსართულიანი სახლი. 2018 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში თავის ოჯახის წევრებთან, კერძოდ მეუღლესთან - მ--------------------ან, შვილთან - ე-–---------–თან, უმცროს შვილთან და დედამთილთან - თ----------------------------------–-----------------------სთან ერთად იმყოფებოდა სახლში. ღამის პერიოდში ყველას ეძინათ. როდესაც გაიღვიძა, სახლში შეცვლილი არაფერი ჩანდა, თუმცა შემდეგ შეამჩნია, რომ ტუმბოზე არ იდო მისი კოსმეტიკის ჩანთა. თავდაპირველად იფიქრა, რომ კოსმეტიკის ჩანთას დედამთილმა შეუცვალა ადგილი, თუმცა დედამთილმა უარყო აღნიშნული. ცოტა ხანში ვერც თავისი ,,სონი იქსპერია“-ს ფირმის ტელეფონი იპოვა. შვილს სთხოვა ზარი გაეშვა ტელეფონზე, რათა მოეძებნა სად იყო. ამ დროს ვერც მისმა შვილმა იპოვა თავისი ,,ჰუავეი Y5”-ს ფირმის ტელეფონი. აღმოჩნდა, რომ მისი ტელეფონიც დაკარგული იყო. მიხვდნენ, რომ ღამის საათებში მათ ბინაში ვიღაც იყო შესული, რომელმაც ხსენებული ნივთები მოიპარა. ასევე აღმოაჩინა, რომ მეორე უჯრიდან ვერცხლის ბეჭედი და საყურეები იყო წაღებული. მოგვიანებით დედამთილმა უთხრა, რომ ღამის საათებში, დაახლოებით 04:00-05:00 საათების პერიოდში ოთახში რაღაც ჩრდილი დაინახა, რომელიც სამზარეულოში გავიდა და მერე აღარ დაბრუნდა. ზაფხულობით ფანჯარა სულ ღია აქვთ, ხოლო გისოსები არ აქვთ დაყენებული. ხსენებულ დღეს ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, რომლებმაც ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება და დაკითხეს. მიყენებული ზიანი დაახლოებით 700 ლარამდე შეადგენს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თ---–-----------------–---–----------------------ში მდებარე თ-------–-----------ის საცხოვრებელი სახლი. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ხოლო ნ--------–---–--------------ის კორპუსის უკანა ეზოდან, ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ნაქურდალი ნივთები, კერძოდ: 11 ცალი სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება, ექვსი ცალი მზის სათვალე, ერთი ცალი პლასტმასის ზარდახშა, ორი ცალი პლასტმასის ნაწილები, ერთი ცალი პლასტმასის საგანი, ერთი ცალი ფანქრის სათლელი, ორი ცალი პლასტიკური ბარათი, ერთი ცალი ქლიბი და ერთი ცალი მკვნეტარა. ამავე ადგილიდან ამოღებული იქნა ორი ცალი შავი და წითელი ნაჭრის თმის შესაკრავი, ერთი ცალი შეფუთული წვერის საპარსის პირი, მაკრატლის მსგავსი საგანი, ბამბუკის თავებიანი ჩხირი და ერთი ცალი მცირე ზომის პლასტმასის საგანი.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 7 ივლისს, 18:20-19:15 საათების პერიოდში მოწმე ა---------–------ს ჩვენების დაზუსტების მიზნით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ა---------–------მ გამოძიებას მიუთითა ს-------------------------------–---–-ს ქუჩის კვეთაზე, სადაც მან 2018 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში თავის ჩვენებაში ნახსენები პიროვნება ჩაისვა მანქანაში. ამის შემდეგ გაემართნენ მ----–-------------თან, სადაც ა---------–------ს განმარტებით, ხსენებული პიროვნება ჩამოვიდა მისი ავტომანქანიდან და წავიდა.
მოწმე ა---------–------ სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის თანახმად, მისი ჩვენება მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 7 ივლისს, 19:30-20-35 საათების პერიოდში დათვალიერდა მოწმე ა---------–------ს კუთვნილი ,,ოპელის“ ფირმის ავტომანქანა ,,ასტრა G“, სახ. ნომრით U--------. აღნიშნული ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის ზედაპირიდან კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში. ასევე მიკრონაწილაკები სამ ცალ წებოვან ფირზე ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის საზურგიდან და თავის მისაყრდნობის ზედაპირიდან. ხელის კვლები ერთ ცალ დ/ფირზე ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის გამღები ბერკეტის შიდა ზედაპირიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები ს----------------------------–--------–--ე და გამომძიებელი ნ---------------ე, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მათი მონაწილეობა, ოქმის ავთენტურობა და კანონიერება.
პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2018 წლის 12 ივლისს, 15:40-16:00 საათების პერიოდში, ქ-------–--–--------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ა--------–---ს, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათი, რომლებიც დაილუქა ცალ-ცალკე სათანადო წესით.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 ივლისს, 23:17 საათზე, ისანი-სამგორის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში დაკავებული იქნა ა--------–---ი. ა--------–---ის დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც იგი ამოიცნო თვითმხილველმა. დაკავება მოხდა კანონის სრული დაცვით, რაიმე იძულებას და წინააღმდეგობას ადგილი არ ქონია.
2018 წლის 7 ივლისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ქ-------------–-ს მონაწილეობით დათვალიერდა მის მიერ წარდგენილი მობილური ტელეფონის ყუთი. ყუთი არის კვადრატის ფორმის, მარცხენა კუთხეში საფირმო დასახელებით ,,SONY”, ასევე ყუთზე გამოსახულია მობილური ტელეფონი. ქვედა მარცხენა კუთხეში აქვს წარწერა ,,Xperia c”. მობილური ტელეფონის ყუთი არის თეთრი, მუყაოს ქაღალდის. ყუთს გარედან მიმაგრებული აქვს სტიკერი, რომელზედაც იკითხება მობილური ტელეფონის იმეი კოდი: 3--------------.
2018 წლის 12 ივლისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ქ-------------–-ს მონაწილეობით დათვალიერდა მის მიერ წარდგენილი მისი შვილის ე-–---------–ის მობილური ტელეფონის ყუთი. ყუთი არის წითელი ფერის. წინა მხარეს წარწერით ,,huawei Y5”. ყუთის გვერდიდან მიკრული აქვს სტიკერი, რომელზედაც იკითხება იმეი კოდები: I-----------------------------------------------.
2018 წლის 16 აგვისტოს ოდოროლოგიური ექსპერტიზის #4-------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, ქ-------–--–------------–---–--------------–------ში მდებარე მოქალაქე თ------------------ის საცხოვრებელი ბინა #5-ის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ბინის სამზარეულოში ფანჯრის რაფის ზედაპირიდან და საძინებელ ოთახში კომოდის წინ ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე წარმოდგენილი ა--------------------–----სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ-----------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
მოწმეებმა ნ----------------------------------–---–------–-----------------------------–---–---------------------------------–--------------------------------------------------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების ს------------–----------–--------------------–-----------------–---------–------------------–---–-------------------–----–---–---------------------------------------------------------------------------------------ის ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობისა და საერთო ანალიზის ფონზე, შესაძლებელია გამოტანილი იქნეს დასკვნა - ჩაიდინა თუ არა ა--------–---მა ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედებები, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და შეფასებები შეესაბამება თუ არა წარმოდგენილ მტკიცებულებებს. გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადყოფენ, რომ ა--------–---ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაულები და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
ა--------–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დანაშაულებრივი ქმედების ორივე ეპიზოდში წარმოადგენს შემთხვევას, როცა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტი თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. ასეთ შემთხვევაში ცხადია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. მოცემულ შემთხვევაში არც მ----–------–----ს და არც ქ-------------–-ს გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ სასამართლოს მისცეს საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენებები.
დაზარალებულმა მ----–------–---მა საკმაოდ ნათლად და სარწმუნოდ გადმოსცა 2018 წლის 7 ივლისს, დილის 03:30 საათზე მის საცხოვრებელ სახლში განვითარებული მოვლენები, კერძოდ განმარტა, რომ გააღვიძა უცნობმა პიროვნებამ, რომელმაც დანა მიადო ყელზე და მოთხოვა ფული და ოქრო, თან გააფრთხილა, რომ არ ეყვირა. უარის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა მიაგდო დივანზე დაიწყო შარვლის გახდა, თუმცა აივანზე გადმოვარდნილი ქოთნის ხმაზე იგი შეშინდა და გაიქცა. მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მას წაღებული ჰქონდა მისი დის მობილური ტელეფონი და თანხა, ასევე თან წაიღო მისი კუთვნილი პირსახოცი და სამზარეულოს დანა. მ----–------–---მა ასევე განმარტა, რომ თავდამსხმელს რამდენჯერმე ჩამოეწია სახეზე შემოხვეული პირსახოცი და სახე გამოუჩნდა; მან აღწერა თავდამსხმელის გარეგნული ნიშნები და ჩაცმულობა, ასევე გამოძიების პროცესში ამოიცნო იგი, რომელიც აღმოჩნდა ა--------–---ი.
დაცვის მხარე ეჭვის ქვეშ აყენებს დაზარალებულ მ----–------–----ს ჩვენების სანდოობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თითქოს მან სასამართლო სხდომაზე განსხვავებულად აღწერა გარკვეული გარემოებები. პალატამ დაზარალებულის ჩვენებაში ვერ დაინახა არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მისი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა. საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ დაზარალებული ცრუობს სასამართლოს წინაშე და მას მსჯავრდებულის მიმართ ამოძრავებს რაიმე პირადი ინტერესი. პალატა განმარტავს, რომ მოწმის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება შესაძლოა არ იყოს გამოძიების დროს მიცემული ჩვენების ზუსტად იდენტური, თუმცა არსებითი ხასიათის წინააღმდეგობების შემთხვევაში, მართლაც შესაძლოა აღიძრას გარკვეული ეჭვები მის სანდოობასთან დაკავშირებით, დასკვნები კი უნდა გაკეთდეს საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შედეგად. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მ----–------–----ს ჩვენებაში ეჭვის შეტანასთან დაკავშირებით, ვინაიდან მან გამოძიების ეტაპზეც და სასამართლოშიც დაადასტურა ა--------–---ის მიერ ბინაში უკანონოდ შეღწევით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მის მიმართ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი; აღწერა კონკრეტული გარემოებები, რაც შესაბამისობაში მოვიდა საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. რაც შეეხება ჩვენებებს შორის არსებულ სხვაობებს, რაზეც დაცვის მხარე ამახვილებს ყურადღებას, აღნიშნული არ არის ისეთი მნიშვნელობის, რომ გავლენა იქონიოს შემაჯამებელ შედეგზე.
დაზარალებულ მ----–------–----ს ჩვენება გამყარებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმადაც დათვალიერდა მ----–------–----ს საცხოვრებელი ბინა, საიდანაც ირკვევა, რომ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები, ანაწმენდები და ხელის კვლები. ასევე, კორპუსიდან დაახლოებით 10 მეტრში, ღობესთან ნანახი იქნა ერთი ცალი შავტარიანი დანა და ერთი ცალი პირსახოცი. მ----–------–----ს განმარტებით, აღნიშნული დანა და პირსახოცი არის მისი სახლიდან გამოტანილი.
მ----–------–----ს ჩვენების სანდოობის შეფასებისას საყურადღებოა ასევე 2018 წლის 12 ივლისის პირის ამოცნობის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ მ----–------–---მა ამოიცნო ა--------–---ი, რომელიც მან ნახა 2018 წლის 7 ივლისს თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამ უკანასკნელმა დანის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხისა და ძვირფასეულობის გადაცემა. 2018 წლის 16 აგვისტოს ოდოროლოგიური ექსპერტიზის #4-------- დასკვნის მიხედვით კი, ქ. თბილისში, მ---------------------------------ში მ----–------–----ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ბინის მისაღებ ოთახში უჯრებიანი კომოდის წინ ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან, საძინებელ ოთახში საწოლის გვერდით ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ა--------------------–----საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
ამდენად, პალატა თვლის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც ა--------–---ი მსჯავრდებული იქნა სასამართლოს მიერ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა--------–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
რაც შეეხება ა--------–---ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს, აღნიშნული ასევე დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობით. დაზარალებულმა ქ-------------–მა დაადასტურა 2018 წლის 7 ივლისის ღამეს მისი საცხოვრებელი ბინიდან მობილური ტელეფონების, სამკაულებისა და კოსმეტიკური ხელჩანთის დაკარგვის ფაქტი. დაზარალებულ ქ-------------–-ს ჩვენებასთან შესაბამისობაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმადაც დათვალიერდა დაზარალებულის დედამთილის თ-------–-----------ის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თ---–-----------------–---–----------------------ში მდებარე. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ხოლო ნ--------–---–--------------ის კორპუსის უკანა ეზოდან, ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ნაქურდალი ნივთები, კერძოდ: 11 ცალი სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება, ექვსი ცალი მზის სათვალე, ერთი ცალი პლასტმასის ზარდახშა, ორი ცალი პლასტმასის ნაწილები, ერთი ცალი პლასტმასის საგანი, ერთი ცალი ფანქრის სათლელი, ორი ცალი პლასტიკური ბარათი, ერთი ცალი ქლიბი და ერთი ცალი მკვნეტარა. ამავე ადგილიდან ამოღებული იქნა ორი ცალი შავი და წითელი ნაჭრის თმის შესაკრავი, ერთი ცალი შეფუთული წვერის საპარსის პირი, მაკრატლის მსგავსი საგანი, ბამბუკის თავებიანი ჩხირი და ერთი ცალი მცირე ზომის პლასტმასის საგანი.
მოწმე ა---------–------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 7 ივლისს, ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე კუთვნილი ავტომობილით (ტაქსი) მოძრაობდა ნადარეიშვილის ქუჩის მიმართულებით და ემსახურებოდა მოქალაქეებს. დაახლოებით 04:00-04:45 დროის შუალედში სამგორის ქუჩაზე გააჩერა ახალგაზრდა მამაკაცმა და სთხოვა ნავთლუღის ბაზართან მიყვანა. აღნიშნული მამაკაცი დაჯდა მის გვერდით სავარძელში. მოწმემ აღწერა მგზავრის აღნაგობა და ჩაცმულობა.
2018 წლის 16 აგვისტოს ოდოროლოგიური ექსპერტიზის #4-------- დასკვნის მიხედვით, ა---------–------ს კუთვნილი ავტომანქანა ,,ოპელ ასტრა“-ს სახ. ნომრით U---------ს წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ა--------------------–----საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
ამდენად, უდავოდ დადასტურებული გარემოებაა, რომ 2018 წლის 7 ივლისის ღამეს, სწორედ იმ დროს, როდესაც თბილისში, ნ--------–---–----------------------ში ჩადენილი იქნა ქურდიობა, ა--------–---ი ნამდვილად იმყოფებოდა ნადარეიშვილის ქუჩის მიმდებარედ და გადაადგილდა ა---------–----–-ს კუთვნილი ავტომობილით. გარდა ამისა, ა--------–---ის ყოფნა ქ-------------–-ს დედამთილის თ------------------ის კუთვნილ ბინაში დადასტურებულია 2018 წლის 16 აგვისტოს ოდოროლოგიური ექსპერტიზის #4-------- დასკვნით, რომლის თანახმადაც ქ-------–--–------------–---–--------------–------ში მდებარე მოქალაქე თ------------------ის საცხოვრებელი ბინა #5-ის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ბინის სამზარეულოში ფანჯრის რაფის ზედაპირიდან და საძინებელ ოთახში კომოდის წინ ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე წარმოდგენილი ა--------------------–----სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
საყურადღებოა ასევე ა--------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმი, საიდანაც დგინდება, რომ 2018 წლის 12 ივლისს, 15:40-16:00 საათების პერიოდში, ქ-------–--–--------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ა--------–---ს, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და ქ-------------–-ს შვილის - ე-–---------–ის კუთვნილი პლასტიკური ბარათი.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას ქურდობის ჩადენის ნაწილში ა--------–---ის უდანაშაულობასთან დკავშირებით. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ა--------–---ის დაკავება და პირადი ჩხრეკა ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მას პლასტიკური ბარათი ჯიბეში არ ქონია და სამართალდამცავებმა ოქმში ობიექტურად არ აღწერეს ჩხრეკის მიმდინარეობა. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად კი დაცვის მხარე უთითებს მოწმე ვ---------------ის ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის დროს მსჯავრდებულთან ერთად ყოფნისა და პლასტიკური ბარათის არქონის ფაქტი. წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატას არ გააჩნია დაცვის მხარის არგუმენტაციის გაზიარებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე სასამართლოს შესთავაზებს საკუთარ ვერსიას, მისი მტკიცების ტვირთი და დასაბუთების ვალდებულება სწორედ მას ევალება. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე აცხადებს, რომ პირადი ჩხრეკის დროს ა--------–---ს პლასტიკური ბარათი არ ქონია და აღნიშნულის დასამტკიცებლად უთითებს მოწმე ვ---------------ის ჩვენებაზე, რომელიც არის ა--------–---ის ახლობელი და მხოლოდ მისი განმარტება ამ ნაწილში, საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ ქმნის დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. გარდა ამისა, ჩხრეკის ოქმში არც იმის თაობაზეა მითითება, რომ აღნიშნული პირი ესწრებოდა ჩხრეკას და არც თავად ა--------–---ს გაუკეთებია რაიმე სახის შენიშვნა პლასტიკური ბარათის არქონის ან ვ---------------ის ჩხრეკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ამდენად, არ არსებობს საფუძველი, რათა გაზიარებული იქნეს დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოს საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ა--------–---ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულებით დადგენლ ფაქტობრივ გარემოებებზე და შეაფასა ისინი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, რის საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ა--------–---ის მიერ მ----–------–---ზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებას და ბინაში უკანონო შეღწევით ქ-------------–-ს მიმართ ჩადენილი ქურდობის ფაქტს. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც დანაშაულებრივი ქმედების ორივე ეპიზოდში ა--------–---ის მიმართ დადგენილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ა--------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის და საზოგადოებრივი საშიშროების მხედველობაში მიღებით, დადგენილი სანქციის ფარგლებში განსაზღვრა ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა--------–---ის ადვოკატ ნ---------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენი;
ა--------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით, - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა--------–---ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
ა--------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 ივლისიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ორი ცალი სუნის ნიმუში, ანაწმენდები ათ ცალ სტერილურ ჩხირზე, სამი ცალი ხელის კვალი, ხუთი ცალი ხელის კვალი, ერთი ცალი დანა, ერთი ცალი პირსახოცი, მ----–------–----სგან აღებული ხელის კვლების ნიმუში, ა-–------–----სგან აღებული ხელის კვლების ნიმუში, ა---------–------ს კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში და მიკრონაწილაკები სამ ცალ წებოვან ფირზე, ხელის კვლები ერთ ცალ დაქტილო ფირზე, ექსპერტის მიერ დანიდან აღებული ანაწმენდები, ა--------–---ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუში, ა--------–---ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ა--------–---ისგან აღებული ხელის კვლების ნიმუში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ა--------–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,სამსუნგ“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და ,,საქართველოს ბანკის“ მასტერ ქარდ პლასტიკური ბარათი, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ა--------–---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი 2 ცალ ლაზერულ დისკზე, ა---------–------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ა---------–------ს კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, 8 ცალი ლაზერული დისკი დალუქული 7 პაკეტად, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები:
კ. მაჭავარიანი
ლ. თევზაძე