განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
330210017002202702
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ქირავნობა
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 33021001700220270

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/281-19 24 აპრილი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნათია გუჯაბიძე

 

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი – ფ-------ა მ--------ა, მ----- ვ--–---ი

წარმომადგენელი – ნ---- გ------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – შ------ა შ-–----–---–ი

წარმომადგენელი – ლ-- ლ------ე

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. ფ-------ა მ--------ასა და მ----- ვ--–---ისათვის შ------ა შ-–----–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 500 ლარის გადახდის დაკისრება, 2----–-–------------------ან 2----–-–------------- ჩათვლით, რაც ჯამში 5500 ლარს შეადგენს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ------ა შ-–----–---–ის სარჩელი ფ-------ა მ--------ასა და მ----- ვ--–---ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; ფ-------ა მ--------ასა და მ----- ვ--–---ს შ------ა შ-–----–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5500 ლარის გადახდა.

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 979-ე და 982-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

5.1. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის სანაცვლოდ ყოველთვიური ქირის მიღების თაობაზე, მოპასუხესთან რაიმე კომუნიკაცია არ ჰქონია. ასეთი კომუნიკაციის არსებობის შემთხვევაში, მოპასუხე გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავდა.

 

5.2. აპელანტის მოსაზრებით, ასევე სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული აუდიტორის დასკვნა, ვინაიდან მითითებული დასკვნით დადგენილი უძრავი ქონების ქირავნობის ფასი არ შეესაბამება რეალურ საბაზრო ღირებულებას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

9. სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. უძრავი ქონება, მდებარე - ქ------–---- ქ-------------------- ს--------–---- ბ------ (საკადასტრო კოდი №-----------------------), რეგისტრირებულ-- შ------ა შ-–----–---–ის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტია თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–---------------- A---------0------ განკარგულება.

 

9.2. მოპასუხეები - ფ-------ა მ--------ა და მ----- ვ--–---ი მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.

 

9.3. 2----–-–---------------ს შ------ა შ-–----–---–მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

 

10. სააპელაციო პალატა არსებითად იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

10.1. 2----–-–----------------ს გაფორმებული მორიგების აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფ-------ა მ--------ა და მ----- ვ--–---ი შ------ა შ-–----–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში (მდებარე, ქ-------–---, ა------------------ში) იცხოვრებენ 2-----–-–--------------------- - 2----–-–-------------------- და ახალი მესაკუთრის მიერ მათი გამოსახლება არ მოხდება.

 

10.2. 2----–-–---------------ს შ------ა შ-----–---–მა ვინდიკაციური სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

10.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ------ა შ-–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების ფ-------ა მ--------ასა და მ----- ვ--–---ის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. (სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე და 208-ე მუხლები). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით.

 

10.4. წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოპასუხეებმა დაარღვიეს რა 2----–-–--------------ს შეთანხმება და გააგრძელეს სადავო ბინაში ცხოვრება, მესაკუთრემ დაკარგა ბინის გაქირავებით მატერიალური სიკეთის მიღების შესაძლებლობა. მოპასუხეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ, რაც გამოიხატა მოსარჩელის კუთვნილი ქონების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობასა და სარგებლობაში, ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, ვინაიდან მან ვერ შეძლო ბინის გაქირავება და შესაბამისი სარგებლის მიღება.

 

10.5. სარჩელზე თანდართული აუდიტორული ფირმა „---–------ 2----–-–------------------- დასკვნის თანახმად, თ---–--–-, ა----------- ქ--------–ი მდებარე №- ბინის ქირის ღირებულება თვეში 500 ლარს შეადგენს. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

11. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელზე არ წარმოადგინა კვალიფიციური შესაგებელი. (კერძოდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი არ შეიცავს მითითებებს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო გარემოებებზე და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. ასეთი შესაგებელი განიხლება, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა (შტეფან შმიტი, ჰარალდ ჰარალდ რიჰტერი „მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში“), მოპასუხეს სარჩელის საპირისპირო არგუმენტებზე მოსამზადებელ სხდომაზე არ მიუთითებია. მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მთავარ სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტები და მტკიცებულებები კი, სასამართლომ არ მიიღო იმ საფუძვლით, რომ მხარემ ვერ დაადასტურა მათი მთავარ სხდომამდე (მოსამზადებელ სხდომაზე) წარმოუდგენლობის საპატიო გარემოების არსებობა (იხ: გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტი).

 

12. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთ გარემოებებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ საფუძვლებს გააქარწყლებდა.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულ-- მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულ--, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლ-- პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულ--, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელ-- წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულ--, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება.

 

14. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას და აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეცილება სასამართლოს მთავარ სხდომაზე ახალ გარემოებაზე მითითებით არ ქმნის მისი შეფასებისა და გაზიარების საფუძველს, რადგან ასეთი საფუძველი მხარეებს გააჩნიათ მხოლოდ საქმის მომზადების სტადიაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

 

15. ზემოაღნიშნული საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოპასუხეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, უპირველეს ყოვლისა, იმ გარემოების დადასტურება, რომ არსებობდა მოპასუხეთა არგუმენტებისა და მტკიცებულებების სასამართლოს მთავარ სხდომამდე წარმოუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო გარემოება, თუმცა მოპასუხე მხარემ სააპელაციო პალატას ასეთი მტკიცება ვერ წარუდგინა, რაც სააპელაციო შედავების საფუძვლ--ნობას გამორიცხავს.

 

16. პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნაზე ვრცელდება ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულ-- სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზ----- წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულ-- უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით (იხ. სუსგ, 05.12.2013წ., საქმე #ას-472-448-2013).

 

კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედებების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად, ან განხორციელდა თუ არა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას), შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელ--, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. შედეგობრივი თვალსაზრისით, არ არის მნიშვნელოვანი რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები უსაფუძვლოდ გამდიდრებულნი არიან შესაბამისი ქირის ხარჯის დაზოგვის საფუძველზე, რამდენადაც მათი მხრიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხორციელდებოდა სხვის საკუთრებაში არსებული ნივთით სარგებლობა, რის გამოც მესაკუთრეს აქვს უფლება მოითხოვოს ფულადი ანაზღაურება.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

18. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ფ-------ა მ--------ასა და მ----- ვ--–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ--, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე