განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2019
საქმის ნომერი
330100119002813730
ინსტანცია
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002813730

საქმე №1ბ/893-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-----–----–---–--ის

გამართლებულის: გ--–---–----ის

ადვოკატის: ნ----------–------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------) გამართლებულ გ--–---–----ის დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: თ---–---- მ----------------–------------–-------------------------------------–-; ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---- გ-–------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 ივლისის, 8 ივლისის და 2018 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--–---–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი);

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ-------–--–-----–----–--------------------------–- გ--–---–----ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი-–----------------ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიარტყმევინა კედელზე თავი, ასევე ძლიერად მოქაჩა თმები და ცდილობდა მისთვის ზიანის მიყენებას. აღნიშნული ქმედებებით ი-–----------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გ--–----–----ის ქმედებით ი-–-----------------ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

2018 წლის 8 ივლისს, ქ--------–--–------–----–-----------------------------ში გ--–---–----ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი-–----------------ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიარტყმევინა კედელზე თავი, ასევე ძლიერად მოქაჩა თმა, მარჯვენა ლოყაზე დაადო ანთებული სიგარეტი და ცდილობდა მისთვის ზიანის მიყენებას. აღნიშნული ქმედებებით ი-–----------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გ--–---–----ის ქმედებით ი-–----------------ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

2018 წლის 2 ივლისს, ქ. თბილისში, გლდანში, ციხეების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლში გ--–---–----ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი-–----------------ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე ფეხის არეში ესროლა ბლოკი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გ--–---–----ის ქმედებით ი-–----------------ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

2018 წლის წლის 23 ნოემბერს, ქ-------–--–-----–----–--------------------------–- გ--–---–----ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი-–----------------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გ--–---–----ის ქმედებით ი-–----------------ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით:

 

გ--–---–----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 ივლისის, 8 ივლისის და 19 დეკემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში.

 

გაუქმდა გ--–---–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----–----–---–--ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გ--–---–----ის მიმართ გამოტანილი ხსნებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და გ--–---–----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 ივლისის, 8 ივლისის და 19 დეკემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი გამართლებულ გ--–---–----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--–---–----ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.

 

სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ი-–----------------მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმის სახით დაკითხულმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–------------- განმარტა, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც განყოფილებაში მივიდა ი-–----------------, რომელმაც განაცხადა მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის თაობაზე.

 

მოწმე ი-----–-----------ის განმარტებით, დაზარალებულ ი-–----------------ს და გ--–---–----ის მეზობელმა და მეგობარმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ერთხელ ი-–----სგან შეიტყო, რომ გ--–ას მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია. თავად არაერთხელ შესწრებია გ--–---–----ისა და ი-–----------------ს სიტყვიერ კონფლიქტს, რომელიც, ძირითადად, ამ უკანასკნელის ეჭვიანობით იყო პროვოცირებული, მაგრამ მათ შორის ფიზიკური დაპირისპირების შემსწრე არასდროს ყოფილა.

 

დაზარალებული ი-–----------------ს შვილმა, არასრულწლოვანმა მოწმემ დ-----–--------მ სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას აღნიშნა, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში გ--–---–----ის მხრივ ი-–----------------ს ცემის ფაქტს არასდროს შესწრებია.

 

მოწმე ნ------------–---–მა, დაზარალებულ ი-–----------------ს და გ--–---–----ის მეზობელმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცოლ-ქმარს შორის ჩხუბს ან ფიზიკურ შეურაცხყოფას არასდროს შესწრებია. მანვე აღნიშნა, რომ ი-–---------------- ეჭვიანობდა მეუღლეზე და მისი გამწარებითაც იმუქრებოდა.

 

მოწმე ნ--------–--–------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ი-–----------------ს და გ--–---–----ეს შორის ჩხუბს ან ფიზიკურ შეურაცხყოფას პირადად არასდროს შესწრებია. 2018 წლის ზაფხულში, ზუსტი თვე არ ახსოვს ავიდა გლდანის ციხეებთან არსებულ კუთვნილ ბინაში. მისვლისას დახვდა გაშლილი სუფრა. ი-–---- და გ--–ა იქ არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით შეიტყო, რომ ი-–----------------ს და გ--–---–----ეს მოუვიდათ კონფლიქტი.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ 21.12.2018 წ. ჩატარებული პირადი შემოწმებისას, ი-–----------------ს, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

გ--–---–----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მეუღლესთან, ი-–----------------სთან, რომელიც მასზე მუდმივად ეჭვიანობდა, კამათი არაერთხელ მოსვლია, თუმცა, ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არასდროს მიუყენებია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ი-–----------------მ (გ--–---–----ის მეუღლე) რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე. ი-–---------------- ის პირია ვისაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია გ--–---–----ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.

 

რაც შეეხება მოწმეების - ა-–------------ს და ი-----–-----------ის ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი გ--–---–----ემ მის მიმართ განახორციელა თუ არა ძალადობა, რამდენჯერ, რა სახით და ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა ტკივილი. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დ-----–--------ს განმარტებით, ერთად ცხოვრების პერიოდში გ--–---–----ის მიერ ი-–----------------ს ცემის ფაქტს არასდროს შესწრებია. გარდა ამისა, ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ პირადი შემოწმებისას, ი-–----------------ს, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ--–---–----ემ პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედებები ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ--–---–----ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე. საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა გ--–---–----ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი გ--–---–----ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი გ--–---–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ--–---–----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 ივლისის, 8 ივლისის და 2018 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ--–---–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

გამართლებულ გ--–----–----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი