განაჩენი

სისხლის სამართლის 23.07.2019
საქმის ნომერი
180100118002592461
ინსტანცია
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002592461

საქმე №1ბ/510-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორების - თ----------------–---–ის და დ--------------–---–ის,ადვოკატების - შ-----------–--ის, ვ-----–-------------ის და ზ----------ს,მსჯავრდებულ - გ------------–------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ------------–------ის ადვოკატების შ-----------–--ის და ვ-----–-------------ის, ასევე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ თ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ--------------–----------–-------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ი----------------------------------; დანაშაულები გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

გ------------–------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას;

 

მანვე ჩაიდინა მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ანუ ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 02:30 საათიდან, 05:00 საათამდე პერიოდში გ------------–------ი ბინის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა მ–------------------------–------------–- მდებარე მისი მეუღლის, ლ--–------–-----------------------------------–---–------------------------–---–ის კუთვნილ, ასევე, ლ--–------–------ას მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელი სახლის ეზოში და შემდგომ სახლში, მათ შორის ლ--–------–------ას საძინებელ ოთახში.

 

2017 წლის 23 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი გ------------–------ი 2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 02:30 საათიდან, 05:00 საათამდე პერიოდში, მ–------------------------–------------–- მდებარე დ---------------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღ დანას, რომლის დემონსტრირებაც მოახდინა ლ--–------–------ას წინაშე. ასევე, 2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე გ------------–------ი ქალაქ თბილისში, მერაბ ა-–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა იმავე ცივ იარაღ დანას, რაც მისი დაკავების დროს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

2016 წლის 24 ნოემბრიდან ლ--–------–------ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ------------–------თან. 2017 წლის 13 აპრილიდან მოყოლებული, გ------------–------ი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ლ--–------–------აზე. გ------------–------ი უკრძალავდა ლ--–------–------ას, რომ მას და მათ საერთო შვილს - რ---- ა---–-----ნს ურთიერთობა ჰქონოდათ ლ--–------–------ას დედასთან ს-----------------–---–--ან და სხვა ნათესავებთან. 2018 წლის 15 მაისს, ქალაქ თბილისში, ჭ-------------------------------ში გ------------–------სა და ლ--–------–------ას შორის მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რა დროსაც გ------------–------მა მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამსხვრია საოჯახო ნივთები, რის გამოც ლ--–------–------ამ განიცადა შიში. 2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 02:30 საათიდან, 05:00 საათამდე პერიოდში, მ–------------------------–------------–- მდებარე დ---------------–---–ისა და ს-----------------–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში გ------------–------მა შეშინების მიზნით, სახის არეში ხელი გაარტყა მეუღლეს ლ--–------–------ას, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, გ------------–------მა, დანის დემონსტრირებითა და ახლო ნათესავების მოკვლის მუქარით, მეუღლე ლ--–------–------ა აიძულა შვილთან - რ---- ა---–-----ნთან ერთად, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაყოლოდა ქალაქ თბილისში, ჭ-------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, რაც ამ უკანასკნელმა განახორციელა. ამდენად, ლ--–------–------ამ გ------------–------ის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 02:30 საათიდან, 05:00 საათამდე პერიოდში, მ–------------------------–------------–- მდებარე დ---------------–---–ისა და ს-----------------–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში გ------------–------მა, დანის დემონსტრირებითა და ახლო ნათესავების მოკვლის მუქარით, მეუღლე ლ--–------–------ა აიძულა შვილთან - რ---- ა---–-----ნთან ერთად, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაყოლოდა ქალაქ თბილისში, ჭ-------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, რაც ლ--–------–------ამ განახორციელა.

 

2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 02:30 საათიდან, 05:00 საათამდე პერიოდში გ------------–------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გადაადგილებისათვის გამოსაყენებლად მ–------------------------–------------–- მდებარე დ---------------–---–ისა და ს-----------------–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელი სახლის ეზოდან მესაკუთრისა და მფლობელისგან ფარულად დაეუფლა 70 000 (სამოცდაათიათას) ლარად ღირებულ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარ----ს ბალანსზე რიცხულ და დ---------------–---–ის სარგებლობაში არსებულ „TOYOTA LANDCRUISER PRADO“-ს მარკის ავტომობილს (სახელმწიფო სანომრე ნიშნით - Z------), რითაც იმავე პერიოდში გადაადგილდა მ–------------------------–------------–- მდებარე დ---------------–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე რესტორან „ო---------–--------“.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით:

 

გ------------–------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე; გ------------–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და გ------------–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განაჩენით გ------------–------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------------–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

გ------------–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 მაისიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:

 

2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 02:30 საათიდან, 05:00 საათამდე პერიოდში გ------------–------ი ბინის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა მ–------------------------–------------–- მდებარე მისი მეუღლის, ლ--–------–-----------------------------------–---–------------------------–---–ის კუთვნილ, ასევე, ლ--–------–------ას მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელი სახლის ეზოში და შემდგომ სახლში, მათ შორის ლ--–------–------ას საძინებელ ოთახში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი გ------------–------ი, 2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 02:30 საათიდან, 05:00 საათამდე პერიოდში, მ–------------------------–------------–- მდებარე დ---------------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღ დანას, რომლის დემონსტრირებაც მოახდინა ლ--–------–------ას წინაშე. ასევე, 2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე გ------------–------ი ქალაქ თბილისში, მერაბ ა-–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა იმავე ცივ იარაღ დანას, რაც მისი დაკავების დროს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

2016 წლის 24 ნოემბრიდან ლ--–------–------ა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ------------–------თან. 2017 წლის 13 აპრილიდან მოყოლებული, გ------------–------ი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ლ--–------–------აზე. გ------------–------ი ლ--–------–------ას უკრძალავდა, რომ მას და მათ საერთო შვილს რ---- ა---–-----ნს ურთიერთობა ჰქონოდათ ლ--–------–------ას დედასთან ს-----------------–---–--ან და სხვა ნათესავებთან.

 

2018 წლის 15 მაისს, ქალაქ თბილისში, ჭ-------------------------------ში გ------------–------სა და ლ--–------–------ას შორის მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რა დროსაც გ------------–------მა მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, საოჯახო ნივთებს ისროდა გაურკვეველი მიმართულებით, რის გამოც ლ--–------–------ას გაუჩნდა შიში. 2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 02:30 საათიდან, 05:00 საათამდე პერიოდში, მ–------------------------–------------–- მდებარე დ---------------–---–ისა და ს-----------------–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში გ------------–------მა მეუღლეს - ლ--–------–------ას შეშინების მიზნით ხელი გაარტყა სახის არეში, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს გ------------–------მა, დანის დემონსტრირებითა და ახლო ნათესავების მოკვლის მუქარით, მეუღლე ლ--–------–------ა აიძულა შვილთან - რ---- ა---–-----ნთან ერთად, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაყოლოდა ქალაქ თბილისში, ჭ-------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, რაც ამ უკანასკნელმა განახორციელა. ამდენად, ლ--–------–------ამ გ------------–------ის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 02:30 საათიდან, 05:00 საათამდე პერიოდში, მ–------------------------–------------–- მდებარე დ---------------–---–ისა და ს-----------------–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში გ------------–------მა, დანის დემონსტრირებითა და ახლო ნათესავების მოკვლის მუქარით, მეუღლე ლ--–------–------ა აიძულა შვილთან - რ---- ა---–-----ნთან ერთად, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაყოლოდა ქალაქ თბილისში, ჭ-------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, რაც ლ--–------–------ამ განახორციელა.

 

2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 02:30 საათიდან, 05:00 საათამდე პერიოდში გ------------–------მა მისთვის დაგულებული უფლებით, რომ რადგან მ–------------------------–------------–- მდებარე დ---------------–---–ისა და ს-----------------–---–-ს კუთვნილ საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი ერთ-ერთი ავტომანქანა ეკუთვნოდა ამავე სახლში საცხოვრებლად გადასულ მისი მეუღლის, ლ--–------–------ას ოჯახის წევრებს, დ---------------–---–ს ან ს-----------------–--ლს; ამასთან, მანქანის გასაღები აიღო მათივე ოჯახში მდგარი ტუმბოდან, დ---------------–---–ის და ს-----------------–---–-ს ოჯახის წევრების, ს-----------------–---–-ს შვილის, ლ--–------–------ას და შვილიშვილის რ---- ა---–-------ს უსაფრთხო გადაადგილებისათვის გამოსაყენებლად, რადგან ციოდა და აღნიშნული სახლი მდებარეობდა ტყესთან ახლოს, გ------------–------ი თვითნებურად დაეუფლა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარ----ს ბალანსზე რიცხულ და დ---------------–---–ის სარგებლობაში არსებულ “TOYOTA LANDCRUISER PRADO”-ს მარკის ავტომობილს (სახელმწიფო სანომრე ნიშნით - Z------), რითაც იმავე პერიოდში გადაადგილდა მ–------------------------–------------–- მდებარე დ---------------–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე რესტორან „ო---------–--------“, მან გააჩერა ავტომობილი და ლ--–------–------ა და რ---- ა---–------- გადასვა მის მიერ ამავე ტერიტორიაზე გაჩერებულ ტაქსში. სწორედ ამ ტაქსით წავიდნენ ჭ--------------------ე გ------------–------ის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ქმედებით გ------------–------მა უგულებელყო კანონით დადგენილი წესი, რომ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში ჰყავდა ა/მანქანა, უფლება ჰქონდა ნებაყოფლობით გადაეცა ა/მანქანა მისთვის, თუ ამას ჩათვლიდა საჭიროდ, თუნდაც მისი ოჯახის წევრების ინტერესების დაცვის და მათი უსაფრთხო გადაადგილების შემთხვევაში. აღნიშნული ქმედებით გ------------–------მა დ---------------–---–ს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, წაიყვანა რა ა/მანქანა თვითნებურად, დ---------------–---–მა ვერ ისარგებლა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მისთვის მინიჭებული უფლებით, მანქანა ჰყოლოდა თავის მართლზომიერ მფლობელობაში და ესარგებლა მისით საჭიროებისამებრ.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ------------–------ის ადვოკატებმა შ-----------–--ემ და ვ-----–-------------მა, ასევე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა თ----------------–---–მა.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გ------------–------ის უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო. ბრალდების არსი მთლიანად დაყრდნობილია მიკერძოებული, დაზარალებულად წოდებული ლ--–------–------ას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე და ასეთივე ხელოვნურად შექმნილ და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე დაზარალებულების დ---------------–---–ისა და ს-----------------–---–-ს მხიდანაც. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გ------------–------ის ვიზიტი საგურამოში მყოფ საკუთარ ცოლ-შვილთან იყო სრულიად კანონიერი, გ------------–------ს იქ მისვლა არავისგან, მათ შორის არც ბინის მფლობელებისგან არ ქონია აკრძალული, რაც დადასტურდა როგორც დაზარალებულების, ასევე სასამართლოში გამოკითხვის დროს ბრალდების მხარის ყველა მოწმის მიერ. შესაბამისად, ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა, რომ გ------------–------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,150-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებებს, დაცვის მხარე განმარტავს, რომ ამ ნაწილში ბრალდების მხარემ მხოლოდ ერთადერთი მოწმე წარმოადგინა ე.წ. დაზარალებულ ლ--–------–------ს სახით, რომლის რადიკალურად განსხვავებული და ცვალებადი ჩვენებები, ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს. მოსამართლემ განაჩენში მიზანმიმართულად ასახა არარსებული ფაქტები, თითქოსდა 2017 წლის 13 აპრილიდან მოყოლებული, გ------------–------ი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ლ--–------–------აზე, უკრძალავდა დედასთან და სხვა ნათესავებთან ურთიერთობას, რაც თვით ე.წ. დაზარებულ ლ--–------–------ასაც კი არ უთქვამს. ასევე, გ------------–------ის მხრიდან ლ--–------–------ას მიმართ არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია, რასაც ადასტურებს ნეიტრალური მოწმე - ა---------–----–---–ი, რომელმაც სასამართლოზე განაცხდა, რომ მის ავტომობილში ისხდნენ მოსიყვარულე, მზრუნველი ოჯახის წევრები, სადაც არცერთი წამითაც კი არ შეინიშნებოდა იძულების არსებობა.

 

დაცვის მხარე საჩივარში ასევე უთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის სარწმუნოობისთვის, გ------------–------ის მიმართ ხელოვნურად შექმნეს საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, რითაც შეიქმნეს შესაძლებლობა, გაემართლებინათ თითქოსდა იძულების ფაქტის არსებობა. აპელანტების განმარტებით, პირისთვის ცივი იარაღის ტარებაში ბრალდების წარსადგენად აუცილებელია მკაცრად გაწერილი სამართლებრივი კომპონენტების არსებობა, კერძოდ: პირს თან აქვს ცივი იარაღი: უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ან ინახავს ტანსაცმელში. მოცემულ შემთხვევაში არცერთი ფაქტი არ ყოფილა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ, რადგან გ------------–------ს დანა არც ტანზე ქონია მიმაგრებული და არც ტანსაცმლის ჯიბეებში. კანონმდებლის მიერ არსად არ არის მითითებული, რომ აკრძალულია ბარგით აღნიშნული საგნის ტარება.

 

აღნიშნულისა და სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოდგენისას მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ გ------------–------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენში ცვლ--–ების შეტანა და გ------------–------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2381 მუხლის მე-2 ნაწილით, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. მათ შორის, 2018 წლის 15 მაისს, ქალაქ თბილისში, ჭ-------------------------------ში გ------------–------სა და ლ--–------–------ას შორის მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს გ------------–------ის მიერ საოჯახო ნივთების დამსხვრევის ნაწილშიც. ასევე, ბრალდების მხარე ითხოვს გ------------–------ისათვის თითოეულ დანაშაულის სანქციის ფარგლებში სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის განსაზღვრას, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის - 3 წლის სრულად დამატებას ახლად დანიშნულ სასჯელზე.

 

პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარე ვერ დაეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებიდან 2018 წლის 15 მაისს, ქალაქ თბილისში, ჭ-------------------------------ში გ------------–------სა და ლ--–------–------ას შორის ოჯახური კონფლიქტის დროს გ------------–------ის მიერ საოჯახო ნივთების დამსხვრევის ფაქტის ამორიცხვისა და საქრთველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების 360-ე მუხლის პირველი ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ. ლ--–------–------ას მიერ გამოკითხვისას და სასამართლოში დაკითხვისას დადასტურებული იქნა, რომ 2018 წლის 15 მაისს, ქალაქ თბილისში, ჭ-------------------------------ში გ------------–------სა და ლ--–------–------ას შორის მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რა დროსაც გ------------–------მა დაამსხვრია საოჯახო ნივთები, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც ლ--–------–------ამ განიცადა შიში. სასამართლომ გაიზიარა ლ--–------–------ას ჩვენების მხოლოდ ის ნაწილი, რაც უკავშირდებოდა მის მიმართ მეუღლის მიერ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, ხოლო გ------------–------ის მიერ საოჯახო ნივთების დამსხვრევის ფაქტი არასარწმუნოდ მიიჩნია, იმის გამო, რომ აღნიშნული არ დაადასტურეს გ------------–------ის მშობლებმა ნ--------------–-–---–მა და ა-----– ა---–-----ნმა. პროკურორი მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სასამართლოს მსჯელობა არასწორია, ვინაიდან ნ--------------–-–---–მა და ა-----– ა---–-----ნმა, როგორც დაინტერესებულმა პირებმა, სასამართლოს დაუმალეს 2018 წლის 15 მაისს მათ ოჯახში განვითარებული მოვლენები.

 

რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირებული იქნა 360-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 2007 წლის 23 მაისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, თუ დამნაშავე დროებით გამოიყენებდა სხვის ავტომანქანას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო დანაშაულის სპეციალური შემადგენლობა, ვიდრე ავტომობილის ხანგრძლივი დროით დატოვებით და მისი სხვა ფორმით გამოყენების დროს. სისხლის სამართლის კოდექსიდან აღნიშნული მუხლის ამოღებით კი კანონმდებელმა უარი თქვა დამნაშავის სპეციალური მუხლით დასჯაზე მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით გამოყენების შემთხვევაში და ამ ნივთთან მიმართებით იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება ავტომობილს, რა დროსაც მას აქვს მისი, როგორც ფაქტობრივად საკუთარის, გამოყენების შესაძლებლობა, არა აქვს მნიშვნელობა, პირი რა სახით გამოიყენებს ავტომანქანას, - მისი დროებით სარგებლობა სურს თუ ფიქრობს მისი გამოყენების სხვა ფორმებზე, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის გამოყენებული ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაბამისი მუხლით. აღნიშნული მსჯელობაა განვითარებული უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის N4--აპ გადაწყვეტილებაშიც. ამასთან, პროკურორი უთითებს, რომ გ------------–------ი ვერანაირად ვერ დაიგულებდა ვერც ავტომობილს და ვერც მისი განკავრგვის უფლებას თავისად, ვინაიდან მან იცოდა, რომ ამ ავტომობილის მფლობელი იყო დ---------------–---–ი. მას არანაირი უფლება არ ქონია ამ კუთხით დაგულებული და ამის თაობაზე არც სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას განუცხადებია.

 

ასევე, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ გ------------–------ის მიმართ გამოიყენა შეუსაბამო სასჯელი და ამ ნაწილში განაჩენი უნდა შეიცვალოს დამძიმებისკენ, ვინაიდან მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა გ------------–------ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 531 მუხლების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს გ------------–------ის მიმართ როგორც დანაშაულთა, ასევე განაჩენთა ერთობლიობით არ უნდა გამოეყენებინა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი, ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში მუხლის სანქციის ფარგლებში მას სასჯელად უნდა დანიშვნოდა თავისუფლების აღკვეთას მაქსიმალური ვადით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით და თითოეულ შემთხვევაში მისთვის განსაზღვრული სასჯელები უნდა შეეკრიბა სრულად.

 

სასამართლო სხდომაზე როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევაც მოხდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ხოლო შემდეგ, სათანადო ანალიზის საფუძველზე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ--–------–------ამ განაცხადა, რომ მან და გ------------–------მა ჯვარი დაიწერეს 2016 წლის 24 ნოემბერს. ჯვრისწერიდან ერთი კვირის შემდეგ გ------------–------ი დააკავეს, თუმცა იგი მალე გამოვიდა ციხიდან. ამ დროს მათი შვილი რ---- ა---–------- სამი კვირის დაბადებული იყო, ისინი ცხოვრობდნენ გ------------–------ის მშობლებთან, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბინაში. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ გ------------–------თან ქორწინებამდე იგი ცხოვრობდა ხან ბებიასთან, რჩეულიშვილის ქუჩაზე, ხან საგურამოში, სადაც ცხოვრობენ დედამისი - ს-----------------–---–-, დედამისის მეუღლე - დ---------------–---–ი და მისი და - ნატაშა რაქვიაშვილი, ხოლო მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ბინაში. მისი განმარტებით, დ---------------–---–ს და ს-----------------–--ლს აკრძალული ჰქონდა მისი და გ------------–------ის შვილის ნახვა, გ------------–------ის და მისი მშობლების პირადი პრობლემის გამო. როდესაც რ---- ა---–------- იყო 6 თვის, ს-----------------–---–-ს დედასთან სახლში სტუმრად მივიდა დ---------------–---–ი, სადაც შემთხვევით ნახა მან რ----. აღნიშნული ფაქტი მან (ლ--–------–------ამ) არ დაუმალა გ------------–------ს და უთხრა სიმართლე, რომ დ---------------–---–მა შემთხვევით ნახა რ---- ა---–-------. ამის შემდეგ დაიწყო პრობლემები. იგი თვითონაც აღარ ნახულობდა დედას, ვინაიდან გ------------–------ს არ სიამოვნებდა აღნიშნული ფაქტი. ეუბნეოდა, რომ ბავშვი სახლში დაეტოვებინა და თავად სადაც უნდოდა იქ წასულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ბავშვი იყო მცირეწლოვანი, ვერ ტოვებდა, ამიტომაც ვერ ახერხებდა სახლიდან გასვლას; არ სურდა უარესად დაძაბვოდა ურთიერთობა გ------------–------თან და ითმენდა ყოველივეს. მათი ურთიერთობა ხან კარგი იყო, ხან იძაბებოდა. გ------------–------ი ხშირად ეუბნებოდა, რომ ცუდი დედა იყო და ბავშვს ვერ უვლიდა, რასაც ძალიან განიცდიდა, რადგან თავის მთელ დროს და ენერგიას ბავშვს ახმარდა, არ უმუშავია, მეგობრებსაც ხშირად ვერ ნახულობდა და თავად ზრდიდა ბავშვს, ისე, რომ ძიძაც არ ყოლია აყვანილი. ამ საკითხზე გ------------–------ის დამოკიდებულება ძალიან მოქმედებდა და იწვევდა გაღიზიანებას და სტრესს. ლ--–------–------ას განმარტებით, ბოლო პერიოდში გიოეგი ა---–-------ს მხრიდან უფრო მეტად ადგილი ქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო ფიზიკური - იშვიათად. 2018 წლის 15 მაისს დილით ადრე იჩხუბეს, გ------- აგინებდა და ბალიშით გუდავდა, რამდენჯერმე დაარტყმევინა თავი ბუფეტზე, რა დროსაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი, შეურაცხყოფა და შიში, თუმცა ვიზუალურად არაფერი არ ეტყობოდა. გ------- ყელში უჭერდა ხელებს, დაიწყო საოჯახო ნივთების მტვერვა და ისროდა გაურკვეველი მიმართულებით, რის შემდეგაც გააშველეს გ-------ს მშობლებმა. ისინი ეუბნებოდნენ, რომ ისეთი არაფერი მომხდარა, ეს სხვაგანაც ხდებაო. უნდოდა, რომ მაშინვე წასულიყო გ-------ს სახლიდან, მაგრამ გ-------მ უთხრა - არსად წასულიყო და საღამოს ელაპარაკათ. მეორე დღეს, 2018 წლის 16 მაისს, როდესაც გ------------–------ სამსახურიდან დაბრუნდა, საუბარი დაუწყო წინა დღის თემაზე და უთხრა, რომ „ეს ხომ ბოლოჯერ არ ხდებოდა“ ანუ ფიზიკურ შეურაცხყოფას მომავალშიც ექნებოდა თუ არა ადგილი, რაზეც გ-------მ უპასუხა - „ალბათ არაო“. აღნიშნულზე მან (ლ--–------–------ამ) აუხსნა, რომ რ----ს დედაც უნდოდა და მამაც, მაგრამ დედა უფრო სჭირდებოდა, რადგან იყო ერთი წლის და გ-------ს შეეძლო ის ენახახოლმე, ხოლო თავად იმ სახლში აღარ გაჩერდებოდა. გ-------მ მისი ნათქვამი სერიოზულად არ მიიღო და სახლიდან წავიდა. ამის შემდეგ დაურეკა დედას - ს-----------------–--ლს და უთხრა, რომ მიდიოდა მათთან საგურამოში. მეგობრების - მ---------–-----–---–ის და ს--–-------–----–---–ის დახმარებით მივიდა კ----–---ს ქუჩაზე, საიდანაც ს-----------------–--ლმა თავისი მანქანით წაიყვანა. საგურამოში ჩასვლის შემდეგ მოყვა, რომ იჩხუბეს, თუმცა კონკრეტულად არაფერი უთქვამს და არც ოჯახის წევრებს უკითხავთ რამე. გ------- და მისი მშობლები ურეკავდნენ, ეუბნებოდნენ, რომ თითქოს მან ბავშვი მოიპარა და დამალა. მათ სთხოვა, რომ რამოდენიმე დღე დაეცლიათ მ ისთვის და ბავშვს სამშაბათ დღეს ჩაიყვანდა. მიუხედავად თხოვნისა, გ-------ს მშობლები მაინც ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ბავშვის სანახავად ავიდოდნენ. შემდეგ დედას სთხოვა, რომ ბავშვის თაობაზე გ-------ს მშობლებთან კონტაქტი მას ქონოდა, რადგან მათთან საუბარი არ შეეძლო. ლ--–------–------ამ განმარტა, რომ მას არ სურდა იმ პერიოდში გ------- მისულიყო საგურამოში, ვინაიდან იყო ძალიან შეშინებული, ქუჩაში წითელი მანქანა რომ მოდიოდა, ეგონა, რომ გ-------მ მიაკითხა და განიცდიდა სტრესს. მას შემდეგ, რაც დამშვიდდებოდა, ის თანახმა იყო გ------------–------ი მისულიყო და ენახა რ----, ასევე აპირებდა რ---- ჩაეყვანა თბილისში გ-------ს მშობლებთან. 2018 წლის 21 მაისს, ღამის 3-4 საათი ხდებოდა, ახალი ჩაძინებული იყო, რა დროსაც გაიგო საძინებლის კარის ხმა, ბავშვს გაეღვიძა. ამ დროს ოთახში შევიდა გ------------–------ი, რომელიც დაინახა დერეფნიდან შემოსულ სინათლეზე. ლ--–------–------ამ განმარტა, რომ საგურამოს სახლის ეზოს კარები იკეტება, თუმცა სახლში შემოსასვლელი კარები - არა. იმ ღამით დ---------------–---–ი გვიან დაბრუნდა სახლში და სავარაუდოდ ეზოში შემოსასვლელი საფეხმავლო კარი მას დარჩა ღია. გ------- ბავშვთან მივიდა, აიყვანა ხელში და დაუწყო მოფერება. იგი არ იყო ფხიზელი; მას (ლ--–------–------ას) ხან აგინებდა, ხან მშვიდად ელაპარაკებოდა. ყვირილის და ჩხუბის დროს ბავშვმა დაიწყო ტირილი. გ------- ეუბნებოდა, რომ რ---- ა---–------- უნდა დაბრუნებულიყო თავის სახლში და თავადაც უნდა გაყოლოდა. ამ დროს გ-------ს რაღაც ხმა შემოესმა და უცბად ამოიღო დანა, დადგა ოთახში შესასვლელი კარის უკან და უთხრა, რომ ოთახში არავინ შესულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერს დაარტყავდა დანას. ლ--–------–------ას განმარტებით, აღნიშნული დანა გ------------–------ის თხოვნის საფუძველზე, თავად გამოწერა ამაზონიდან. დანას გ------- სახლში ინახავდა და მამისათვის ან სხვა პირისათვის არასოდეს უჩუქებია. იმ მომენტში შეეშინდა, რადგან გ-------მ დანის მუქარით არჩევანის წინაშე დააყენა - ან გაყვებოდა, ან მის მშობლებს დახოცავდა. მიუხედავად ამისა, გ-------ს უარი უთხრა წაყოლაზე, რა დროსაც მან გაშლ--–ი ხელი დარტყა სახის არეში, რაც ეტკინა, აეწვა და მიხვდა, რომ გაკაწრული ჰქონდა, სავარაუდოდ გარტყმისას ფრჩხილი მოხვდა. გ-------მ უთხრა, რომ ბავშვისთვის თბილად ჩაეცმია, რადგან ფეხით უნდა წასულიყვნენ ტრასამდე. გ-------მ როდესაც დაინახა, რომ ლ--–------–------ა ბავშვს არ აცმევდა, დააპირა მეორე სართულზე, მისი მშობლების ოთახში ასვლა და აგრესიულად უთხრა, რომ ეხლა ეყურებინა რას იზამდა, რომ მათ დახოცავდა. აღნიშნულის გამო ძალიან შეეშინდა და დაპირდა გ------------–------ს, რომ ჩაიცვამდა და გაყვებოდა. არ დაიყვირა, რადგან, ფიქრობდა, რომ თუ არ იყვირებდა და წაყვებოდა გ------------–------ს, უფრო უსაფრთხო იქნებოდა მისი ოჯახისთვის. შევიდა ოთახში და დაიწყო ბავშვის ჩაცმა, ხოლო გ------- დარჩა დიდ ოთახში, საიდანაც აიღო მანქანის გასაღები და უთხრა, რომ ფეხით აღარ მიდიოდნენ. ეზოში გავიდნენ საძინებელი ოთახის კარიდან. გ-------მ პულტით გააღო დ---------------–---–ის მანქანა, რომლის გვერდითაც იდგა დედამისის - ს-----------------–---–-ს მანქანა; ფიქრობს, რომ დ-------ს მანქანის გასაღების აღება ალბათ შემთხვევითი იყო. მას არ დაურთავს ნება გ------------–------ისთვის ავტომობილის გასაღები აეღო და მანქანით ესარგებლა, მითუმეტეს, რომ ეს ავტომობილი იყო დ---------------–---–ის სამსახურეობრივი ავტომობილი. როდესაც გ------------–------მა ჭიშკარი გააღო, ეზოში შევიდა ძაღლი, რომელიც გაპარული იყო. ჩასხდნენ მანქანაში და წამოვიდნენ თბილისისკენ. ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოსვლისთანავე, გ-------მ გადასვა მის მიერ ამავე ტერიტორიაზე გაჩერებულ ტაქსში, რომლითაც წავიდნენ ჭ--------------------ე გ------------–------ის საცხოვრებელ სახლში. ტაქსის მძღოლისთვის დახმარება არ უთხოვია და ეს არც გაუფიქრია. დაახლოებით დილის 6-7 საათი იქნებოდა, როდესაც მივიდნენ ჭ--------------------ე გ-------ს სახლში, სადაც დახვდნენ გ-------ს მშობლები. მათ ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ, რ----სთან ერთად შევიდა ოთახში, ხოლო გ------- გავიდა აივანზე. სახლში ყოფნისას გ------------–------მა უთხრა, რომ მოქცეული ნორმალურად და არაფერი არ მოუვიდოდა. მოწმის ჩვენებით, გ------------–------მა გააფრთხილა, რომ მისი ამ საქციელის გამო მისი მშობლებისთვის ბოდიში მოეხადა და ბავშვი ისე გაეზარდა, რომ შენიშვნა არ დაემსახურებინა. როდესაც ოთახიდან გამოვიდა, ა-----– ა---–-----ნმა კითხა, თუ რა სჭირდა თვალზე, რაზეც უპასუხა - „გ-------ს ფრჩხილებია“-ო. ლ--–------–------ას განმარტებით, მის შვილს, რ---- ა---–-----ნს ისეთი ძლიერი ფრჩხილები არა აქვს, რომ ასე დაეკაწრა. ნ--------------–-–---–მა კითხა, თუ რა მოხდა, მას ყველაფერი მოუყვა, რაზეც ნ----მ მომხდარში დაიწყო ს-----------------–---–-ს დადანაშაულება, ამბობდა, რომ რომ ს------- შურს იძიებდა. ლ--–------–------ამ ასევე განმარტა, რომ მიწერა დედას -ს-----------------–--ლს, რომ გ-------მ ის და რ---- წაიყვანა დ---------------–---–ის ავტომობილით და არ ენერვიულა. ასევე მიწერა, თუ სად დატოვა გ-------მ ავტომობილი. მას შემდეგ, რაც ს-----------------–--ლმა შეიტყო მომხდარი ფაქტის შესახებ, დაურეკა ს--–-------–----–---–ს და სთხოვა, რომ მისულიყო მასთან (ლ--–------–------ასთან) და დახმარებოდა ნივთების ჩალაგებაში. გარდა ს--–-------–----–---–ისა, ჭ--------------------ე მდებარე ბინაში მივიდნენ ს-----------------–---–-ს მამიდაშვილი - ა-–------------ია, რ-----–---–--ის მეზობელი გ------- მ----–----–--ე და დედამისი - ს-----------------–---–-. ა-–------------ია და გ------- მ----–----–--ე დაეხმარნენ ნივთების ჩამოტანაში, ხოლო ს-----------------–---–- უცდიდა სადარბაზოსთან. ბარგის ჩალაგების შემდეგ ის, ს--–-------–----–---–ი, რ---- ა---–------- ჩასხდნენ ს-----------------–---–-ს ავტომობილში და წავიდნენ საგურამოში. საგურამოში მისვლისას და შემდგომაც მომხდარი ფაქტების შესახებ მოუყვა დედამისს, ოჯახის სხვა წევრებს და მეგობრებს. ლ--–------–------ამ დაადასტურა მისი მონაწილეობა საგამოძებო და საპროცესო მოქმედებებში და ასევე განმარტა, რომ გამომძიებელთან პირველ ჩვენებაში მან მხოლოდ იმის შესახებ აღნიშნა, თუ როგორ დაარტყა გ------------–------მა ხელი სახეში, კერძოდ, მარცხენა თვალის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი. ხოლო შემდეგი გამოკითხვისას დააზუსტა და თქვა, თუ სად და როგორ დაარტყა გ-------მ. 21 მაისს დაკითხვისას კონცენტრირებული იყო წინა ღამით მომხდარ ამბავზე, ამიტომ არ მოუყოლია 15 მაისს მოხდარ ჩხუბზე, რადგან კიდევ უფრო არ დაემძიმებინა მდგომარეობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ს-----------------–--ლმა განაცხადა, რომ მისმა ქალიშვილმა ლ--–------–------ამ გ------------–------ზე ჯვარი დაიწერა 2016 წლის 24 ნოემბერს. ჯვრისწერიდან ერთი კვირის შემდეგ გ------------–------ი დააკავეს ადამიანის დაჭრის გამო, რის შემდეგაც ლ--–------–------ა საცხოვრებლად გადავიდა ჭ--------------------ე, გ------------–------ის მშობლების სახლში. 2017 წლის 23 მარტს დაიბადა ლ--–ის და გ------- შვილი - რ---- ა---–-------. რ----ს დაბადების შემდეგ ლ--–------–------ა საერთოდ აღარ მიდიოდა მის (ს-----------------–---–-ს) საცხოვრებელ სახლში - საგურამოში. აღნიშნული განპირობებული იყო გ------------–------ის დამოკიდებულებით დ---------------–---–ისადმი. გ------------–------ს პრეტენზია ქონდა დ---------------–---–ის მიმართ, რომ მისი ციხეში ყოფნისას არ გამოიჩინა სათანადო ყურადღება და არ დაეხმარა ციხიდან გამოსვლაში. დ---------------–---–ს სურდა ბავშვის სანახავად ა---–-----ნების სახლში მისვლა, თუმცა გ------------–------ის მშობლებმა უარი უთხრეს მას სტუმრობაზე, ასევე უარი უთხრეს მას, რომ დასწრებოდა რ---- ა---–-------ს ნათლობას. 2017 წლის ზაფხულში დ---------------–---–მა პირველად ნახა რ---- ა---–-------, მაშინ როდესაც ლ--–ის ბავშვი ყავდა მიყვანილი ვერაზე მის დედასთან. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა გ------------–------ისათვის, რაზეც ქონდა ძალიან ცუდი რეაქცია და მასაც (ს-----------------–--ლს) აუკრძალა რ---- ა---–-------ს ნახვა. გ------------–------ი იყო აგრესიული ლ--–------–------ას მიმართაც და ეუბნეოდა, რომ თვითონ სადაც უნდოდა იქ წასულიყო, ხოლო ბავშვს კი ვერსად წაიყვანდა. ხედავდა, რომ ლ--–ის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს. 2018 წლის 16 მაისს დაუკავშირდა ლ--–------–------ა, უთხრა, რომ უნდოდა სახლიდან წამოსვლა, სთხოვა შეხვედროდა და წაეყვანა იგი საგურამოში. წამოსვლის დეტალები იმ მომენტში არ უთქვამს, თუმცა მიხვდა, რომ ლ--–ი საუბრისას იყო დაძაბული. ისინი შეხვდნენ კ----–---ს ქუჩაზე, სადაც ლ--–ი მიიყვანეს მეგობრებმა - მ---------–-----–---–მა და ს--–-------–----–---–მა. ლ--–ი და ბავშვი ჩასხდნენ ავტომობილში და წავიდნენ საგურამოში. საგურამოში ყოფნისას ლ--–------–------ა მოუყვა, რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი და აღარ აპირებდა მასთან გაჩერებას. სხვა არაფერი უთქვამს და სთხოვა, რომ ამ საკითხზე არ ესაუბრათ. მოგვიანებით კი მოუყვა, რომ 2018 წლის 15 მაისს მოუვიდათ კონფლიქტი, რა დროსაც გ------------–------ი მას ხელით შეეხო. ლ--–ი იყო ძალიან აღელვებული და შეშინებული. არ წყდებოდა მისი ტელეფონის ნომერზე ზარები და შეტყობინებები გ------------–------ის და მისი მშობლების მხრიდან, რომ თითქოსდა ბავშვი მან წამოიყვანა და მოპარა ოჯახს. აღნიშნულზე გ------------–------ის მშობლებს უთხრა, რომ არავინ არ აპირებდა რ----ს მამისგან დამალვას და 2018 წლის 22 მაისს, დილის 10:00 საათზე აპირებდნენ რ---- ჩაეყვანათ თბილისში. დაუკავშირდა გ------------–------ის მამას და სთხოვა, რომ გ-------ს რაიმე სისულელე არ ჩაედინა, არ ჩასულიყო საგურამოში და მიეცათ ცოტა დრო ლ--–ისთვის, რომ დამშვიდებულიყო. ლ--–ის არ სურდა არც გ-------ს და არც მისი მშობლების ნახვა და მათი საგურამოში მისვლა დაუშვებელი იყო. ასევე სთხოვა მათ, რომ ლ--–ისთვის აღარ გაეგზავნათ მესიჯები და დროებით აღარ ქონოდათ ლ--–ისთან კონტაქტი, ვინაიდან აღნიშნული მესიჯები მას აყენებდა სტრესს. 2018 წლის 20 მაისს, ღამით, ლ--–------–------ა ნახა დაძინებამდე, რა დროსაც მას რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. ასევე დაზიანება მანამდეც არ შეუნიშნავს ლ--–ის სახეზე, მათ შორის არ შეუნიშნავს რ----საგან მიყენებული ნაკაწრები. 2018 წლის 21 მაისს, დილით, დაახლოებით რვის წუთებზე, ლ--–ისგან მიიღო შეტყობინება, რომ ღამის საათებში სახლში შესულა გ------- და წაუყვანია ისინი ჭავჭავაძეზე, ხოლო დ-------------–---–ის მანქანა გაუჩერებია თბილისის ასახვევთან და არ ენერვიულა. მაშინვე ჩავიდა ლ--–ის ოთახში და ნახა, რომ ოთახი ცარიელი იყო; ასევე, დ---------------–---–ის მანქანა ეზოში არ იყო. აღნიშნულის თაობაზე უთხრა დ---------------–---–ს, ს-----–----–------ას და რ---------------------ს. მოწმემ დაადასტურა, რომ მათი სახლის საფეხმავლო კარი ძირითადად რჩება ღია მდგომარეობაში, ხოლო საავტომობილო კარი ყოველთვის დაკეტილია. ამის შემდეგ ლ--–ის და რ----ს თბილისიდან წამოყვანის მიზნით, დახმარება სთხოვა მეზობელს - გ------- მ----–----–--ეს, მამიდაშვილს - ა-–------------იას და ლ--–ის მეგობარს - ს--–-------–----–---–ს. ეს უკანასკნელი მივიდა ლ--–ისთან ჭ--------------------ე და ეხმარებოდა ნივთების ჩალაგებაში. გ------- მ----–----–--ე და ა-–------------ია დაეხმარნენ ლ--–ის ნივთების ჩატანაში, ხოლო თავად იდგა ა---–-----ნების სახლის სადარბაზოსთან. მოგვიანებით ლ--–ისგან გაიგო, რომ გ------------–------ი ჩუმად შეიპარა მის ოთახში, რამაც ლ--–ი ძალიან შეაშინა; გ------- ჩურჩულებდა, რომ მისი ხმა ოჯახის წევრებს არ გაეგოთ და ლ--–ის ეუბნეოდა, რომ ჩაეცმია ბავშვისათვის და გაყოლოდა. ლ--–ის თავიდან თავი შეუკავებია გაყოლაზე, თუმცა გ------- დანით დამუქრებია, რომ სახლში მყოფებს მოკლავდა. ასევე ხელი დაურტყამს სახის არეში. ლ--–ის გაუჩნდა შიში, რომ მისი ოჯახისათვის გ------------–------ს რამე არ დაეშავებინა და იძულებული გახდა გ-------ს გაყოლოდა. ლ--–ის თქმით, თავდაპირველად გ-------ს გადაწყვეტილი ქონდა, რომ ფეხით წაეყვანა ისისნი, ხოლო შემდეგ მისაღებ ოთახში არსებული ტუმბოდან აუღია გასაღები და ლ--–ი და რ---- წაუყვანია დ---------------–---–ის სამსახურებრივი ავტომობილით. 2018 წლის 21 მაისს ლ--–ის შეამჩნია, რომ თვალთან აღენიშნებოდა დაზიანება ნაკაწრის სახით, რაზეც ლ--–იმ მას განუმარტა, რომ ეს დაზიანება გ-------მ მიაყენა ხელის დარტყმის შედეგად. ს-----------------–--ლმა ასევე განმარტა, რომ გ------------–------ს არ ჰქონია აკრძალული მათ სახლში მისვლის უფლება, თუმცა მას შემდეგ, რაც ლ--–ი რ----სთან ერთად წამოვიდა სახლიდან, მის მშობლებს არაერთხელ უთხრა, რომ გ------- არ მისულიყო მათ სახლში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ---------------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს მ–------------------------–------------–-, მეუღლესთან - ს-----------------–---–--ან და შვილთან - ნ-----–----------–---–---ნ ერთად. მის მეუღლეს, ს-----------------–--ლს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი - ლ--–------–------ა, რომელიც 9 წლის ასაკიდან ცხოვრობდა მათთან. ლ--–------–------ამ და გ------------–------მა იქორწინეს 2016 წელს. ჯვრისწერის შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ჭ--------------------ე, გ------------–------ის საცხოვრებელ სახლში. ლ--–ისთან და მის შვილთან - რ----სთან თითქმის არ ჰქონია ურთიერთობა, რადგან როგორც თვითონ ხვდებოდა, გ------------–------ი უშლიდა ლ--–ის მასთან ურთიერთობას. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ გ------------–------ს სურდა, დახმარებოდა შეწყალებაში, ვინაიდან სასჯელს იხდიდა ადამიანის დაჭრისათვის, თუმცა მან ვერ მოახერხა გ-------ს ციხიდან მაშინვე გამოშვება. რ---- ა---–-------ს დაბადების შემდეგ ბავშვი ნახა ერთხელ, 2018 წლის გაზაფხულზე, მაშინ, როდესაც იგი იმყოფებდა ს-----------------–---–-ს დედის სახლში, სადაც ლ--–ის ყავდა მიყვანილი რ----, თავად კი მიიყვანა თავისი შვილი - ნ-----–----------–---–ი. ეს შეხვედრა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, თუმცა ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა გ------------–------ისთვის, რაც გახდა მისი მხრიდან ახალი აგრესიის ტალღის გამომწვევი. მოწმის ჩვენებით, როგორც მისთვის ს-----------------–---–-საგანაა ცნობილი, ბოლო პერიოდში გ------------–------სა და ლ--–------–------ას შორის ხშირად იყო დაძაბული ურთიერთობა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ გ------------–------ი ლ--–------–------ას უშლიდა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას. ხშირად ეუბნეოდა, რომ ბავშვი დაეტოვებინა და თავად სადაც უნდოდა იქ წასულიყო. ლ--–ის ეუბნეოდა, რომ არ იყო კარგი დედა და სათანადოდ არ უვლიდა შვილს, რაც ლ--–იზე ძალიან მოქმედებდა. 2018 წლის 16 მაისს, ლ--–ი შვილთან ერთად მათთან ჩავიდა საგურამოში, რა დროსაც ლ--–ისგან შეიტყო, რომ მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი გ------------–------თან დაშორება, ვინაიდან აღარ აპირებდა გ------------–------ის ძალადობრივი ქმედებების ატანას. საგურამოში ყოფნისას ლ--–ის გ------------–------ისგან მისდიოდა აგრესიული მესიჯები, რომ მოპარა და წაიყვანა ბავშვი, რომ არ შეეგუებოდა ამ ყველაფერს, რის გამოც ლ--–------–------ა იმყოფებოდა სტრესში, ეშინოდა წითელი ფერის ავტომობილის გავლის, ვინაიდან ფიქობდა, რომ გ------- ამოაკითხავდა საგურამოში. აღნიშნულის გამო ს-----------------–--ლს სთხოვა, რომ დაერეკა ა-----– ა---–-------სთვის და ეთხოვა, რომ ცოტა ხნით გ------- და მისი მშობლები არ მისულიყვნენ მათთან და უფრო არ გაემწვავებინათ სიტუაცია, ხოლო მომდევნო კვირას, სამშაბათს ჩაუყვანდნენ ბავშვს თბილისში. აეხსნა ასევე, რომ ლ--–------–------ას მიზანი არ იყო ბავშვის მამისგან დაშორება. შესაბამისად, მისი პოზიცია იყო, რომ არ სურდა იმ პერიოდში ა---–-----ნები მათ სახლში მისულიყვნენ, რაც ს-----------------–--ლმა უთხრა კიდეც ა-----– ა---–-----ნს. 2018 წლის 20 მაისს, ღამით ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა სახლში და დაწვნენ დასაძინებლად. სახლის ეზოში იყო გაჩერებული მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი „ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით Z------, რომელიც გაფორმებულია და ეკუთვნის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს. აღნიშნული ავტომობილით სარგებლობდა თავად (დ---------------–---–ი) და მისი მძღოლი - გ---------–---–ი. ოჯახის წევრებისათვის, მათ შორის ლ--–------–------სთვის არასოდეს დაურთავს ნება, რომ ემართა ავტომობილი. 2018 წლის 21 მაისს, დილის დაახლოებით 07:30 სთ-ზე გააღვიძა მეუღლემ - ს-----------------–--ლმა და უთხრა, რომ ლ--–ის მოკლე ტექსტური შეტყობინება მიუწერია მისთვის. ლ--–ი სწერდა ს-------ს, რომ გ------- ჩუმად შესულა სახლში და სახლიდან წაუყვანია ლ--–ი და მისი შვილი რ----, ხოლო მასზე განპიროვნებული „ტოიოტა პრადოს“ მარკის მანქანა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ამოსახვევთან გაუჩერებია. აღნიშნულის შემდეგ, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თანამშრომელს და მეგობარს გ------- ა--–-–---–ს, რომელსაც სთხოვა, რომ მისულიყო მასთან და წაეყვანა სამსახურში, ვინაიდან ქონდათ სასწრაფო და აუცილებელი საქმე. ხოლო ს-----------------–---–-, ლ--–ის მეგობრები, ა-–------------ია და მათი მეზობელი გ------- მ----–----–--ე, რომელსაც გააჩნია საბარგულიანი მანქანა, მივიდნენ ლ--–ისთან ჭ--------------------ე და წაიყვანეს იგი საგურამოში. მოწმის განმრტებით, როდესაც ის და გ------- ა--–-–---–ი წამოვიდნენ სახლიდან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, საგურამოს გადასახვევთან ნახეს გაჩერებული მისი სამსახურებრივი ავტომანქანა, მაგრამ მას არ შეხებიან. სამსახურის საქმის მოგვარების შემდეგ, ისევ გ------- ა--–-–---–ის ავტომობილით გაემართა მცხეთის პოლიციის დეპარტამენტში, რათა გაეკეთებინა განცხადება, რომ მოიპარეს მისი სამსახურებრივი ავტომობილი. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება და გამოკითხეს მოწმის სახით. იმავე საღამოს ნახა, რომ ლ--–ის მარცხენა თვალზე, ქვედა და ზედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა დაზიანება, რაზეც ლ--–იმ განმარტა, რომ დაზიანება ხელის დარტყმის შედეგად მიაყენა გ------------–------მა. ასევე პერიოდულად მოუყვა, რომ გ------------–------ი შუაღამით შეიპარა მის ოთახში, დაემუქრა დანით, რომ მოკლავდა ყველას, ვინც ოთახში შემოვიდოდა, თუ ლ--–ი არ გაყვებოდა ბავშვთან ერთად. ამასთან, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ლ--–------–------ა მოუყვა მის მიმართ გ------------–------ის მიერ წარსულში განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზეც, უთხრა, რომ გ------- მუდმივად ეუბნეოდა - არ ხარ კარგი დედაო. ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დ---------------–---–ს და ს-----------------–--ლს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე რ---------------------მ განაცხადა, რომ მუშაობს მ–------------------------–------------–- მდებარე რ-----–---–--ის სახლში დარაჯად. ოჯახში ცხოვრობენ დ---------------–---–ი, მისი მეუღლე ს-----------------–---–- და მათი არასრულწლოვანი ქალიშვილი ნ-----–----------–---–ი. 2018 წლის 16 მაისის შემდეგ მათთან ცხოვრობს ს-----------------–---–-ს ქალიშვილი ლ--–------–------ა, მის მცირეწლოვან ვაჟთან რ---- ა---–-----ნთან ერთად. მას გ------------–------ი არასოდეს ყავდა ნანახი, ვინაიდან ის არასოდეს ყოფილა რ-----–---–--ის სახლში. მანვე განმარტა, რომ გ------------–------ზე დაოჯახების შემდეგ, ლ--–------–------ა არასოდეს ჩასულა საგურამოში 2018 წლის 16 მაისამდე. მოწმის მითითებით, რ-----–---–--ის სახლი მდებარეობს ტყის პირას, სახლს გარედან არტყია ხის ღობე. ეზოს აქვს ორი შესასვლელი, ერთი სამანქანე დიდი კარი, რომელიც იკეტება შიგნიდან რკინის ჩასარჭობით, ხოლო მეორე - საფეხმავლო კარი იკეტება გასაღებით, თუმცა ხშირად რჩებათ ხოლმე ღია მდგომარეობაში, ვინაიდან ავიწყდებათ დაკეტვა. რაც შეეხება სახლში შესასვლელ კარებებს, მათი საკეტები დაზიანებულია და არცერთი მათგანი არ იკეტება, რის გამოც ეზოდან სახლში შესვლა თავისუფლადაა შესაძლებელი. ს-----------------–--ლს ჰყავს საკუთარი ვერცხლისფერი ავტომობილი, ხოლო დ---------------–---–ს ემსახურება ეროვნული უშიშროების საბჭოს ბალანსზე მყოფი შავი ფერის „ლენდკრუიზერ პრადოს“ მარკის ავტომობილი, რომლითაც სარგებლობენ მხოლოდ დ-------------–---–ი და მისი მძღოლი გ---------–---–ი. ლ--–------–------ა და რ---- ა---–------- ბოლოს ნახა 2018 წლის 20 მაისს ღამით. იმ ღამეს დ-------------–---–ი გვიან დაბრუნდა სახლში და სავარაუდოდ სახლის შემოსასვლელი კარი დარჩა ღია. 2018 წლის 21 მაისს, დაახლოებით 06:00 საათზე გაიღვიძა, ნახა, რომ სამანქანე კარი იყო ღია, ასევე ნახა, რომ დ-------------–---–ის სამსახურეობრივი ავტომობილი ეზოში არ იმყოფებოდა, რის გამოც იფიქრა, რომ დ---------------–---–ი იყო ავტომობილით გასული და სიჩქარეში ეზოს კარი დარჩა ღია მდგომარეობაში. დაახლოებით 07:00 საათზე დაინახა, რომ დ-------------–---–ი იმყოფებოდა სახლში. ასევე დაინახა რ-----–---–--ის სახლის დამლაგებელი ს-----–----–------ა, რომელიც ესაუბრებოდა ს-----------------–--ლს. ამ დროს გაიგო, რომ ღამით მათ სახლში ჩუმად შეპარულა ლ--–------–------ას მეუღლე გ------------–------ი, რომელმაც მისი ნების საწინააღმდეგოდ, დ---------------–---–ის სარგებლობაში არსებული ავტომობილით ძალადობით და მუქარით წაიყვანა ლ--–------–------ა და რ---- ა---–-------. მოგვიანებით ლ--–------–------ას სახლში დაბრუნების შემდეგ, ნახა, რომ ლ--–ის სახის არეში თვალთან აღენიშნებოდა დაზიანება. ლ--–------–------ასა და სხვა ოჯახის წევრებისაგან კი ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 21 მაისს, ღამით გ------------–------ი შეიპარა ლ--–------–------ას ოთახში, ხელი დაარტყა სახეში და დანის მუქარით აიძულა, რომ დ---------------–---–ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანით გაყოლოდა ქ. თბილისში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა---------–----–---–მა განაცხადა, რომ ის არის ტაქსის მძღოლი და საქმიანობას ეწევა საკუთარი შინდისფერი ავტომობილით. 2018 წლის 21 მაისს ქ. თბილისიდან მგზავრები წაიყვანა მ–------------------------–------------–-, სადაც ტარდებოდა ფესტივალი. როდესაც თბილისში ბრუნდებოდა, საგურამოდან თბილისის მიმართულებით, ხიდის ქვეშ ყოფნისას ხელი დაუქნია მისთვის უცნობმა მამაკაცმა. მას თან ახლდა ახალგაზრდა გოგონა და მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ხელში ეჭირა გოგონას. ისინი იდგნენ შავი ფერის „ლენდკრუიზერ პრადოს“ მარკის ავტომობილთან“. უცნობი მამაკაცი დაჯდა მის გვერდით, ხოლო გოგონა ბავშვთან ერთად მის უკანა სავარძელზე. მთელი გზის მანძილზე გოგონა და უცნობი მამაკაცი ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ. მამაკაცი ხელით ეფერებოდა ბავშვს. მგზავრები მან მიიყვანა ვაკეში. მოწმემ დაადასტურა, რომ მამაკაცი, რომელიც ვაკეში მიიყვანა, არის დარბაზში მყოფი გ------------–------ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ---------–-----–---–მა განაცხადა, რომ 2000 წლიდან მეგობრობს ლ--–------–------ასთან და 2004 წლიდან გ------------–------თან. 2016 წელს გ-------მ და ლ--–იმ იქორწინეს და დაიწყეს ოჯახური ცხოვრება რუსთაველის გამზირზე არსებულ ბინაში, ხოლო ლ--–------–------ა გ------------–------ის დაკავების და ორსულობის პერიოდში ცხოვრობდა ჭავჭავაძეზე, გ------------–------ის მშობლების საცხოვრებელ სახლში. ლ--–ისა და გ-------ს ურთიერთობის ბოლო პერიოდში, 2018 წლის გაზაფხულზე, ლ--–იმ უთხრა, რომ მეუღლესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. ლ--–ის მისთვის სხვა დეტალები არ უთქვამს და არც თავად ჩაძიებია, ვინაიდან ლ--–ის თავის პრობლემებზე არავისთან არ უყვარდა საუბარი. მანვე განმარტა, რომ ლ--–------–------ას ბოლო პერიოდში იშვიათად ხვდებოდა იმიტომ, რომ ლ--–ი დაკავებული იყო ბავშვის მოვლით, თუმცა მათ ქონდათ სატელეფონო კავშირი. 2018 წლის 16 მაისს მას და ს--–-------–----–---–ს დაურეკა ლ--–------–------ამ და სთხოვა, რომ ავტომანქანით მისულიყვნენ მასთან, რათა დახმარებოდნენ ბარგის ჩალაგებაში. ჭ--------------------ე მისვლისას ლ--–ის ჩაალაგებინეს ბარგი ავტომობილში და მიიყვანეს ს-----------------–---–--ან, რომელიც ლ--–ის მანქანით ელოდებოდა ქ. თბილისში, კ----–---ს ქუჩაზე. ლ--–იმ მათ განუმარტა, რომ ის ესაუბრა გ-------ს და ამ უკანასკნელისათვის ცნობილი იყო, რომ რ----სთან ერთად მიდიოდა საგურამოში. 2018 წლის 21 მაისს, დილის საათებში დაურეკა ს--–-------–----–---–მა და უთხრა, რომ დაურეკა ლ--–------–------ას დედამ ს-----------------–--ლმა და სთხოვა, ასულიყო ჭ--------------------ე, ლ--–------–------ას დახმარებოდა მისი და რ----ს ტანსაცმლის ჩალაგებაში და წამოეყვანა ისინი საგურამოში. ამის შემდეგ თავადაც ავიდა საგურამოში, სადაც ლ--–------–------ასგან გაიგო, რომ გ------------–------ი ღამით შევიდა სახლში და ლ--–ის ნების საწინააღმდეგოდ ლ--–ი და რ---- წაიყვანა თბილისში. ლ--–------–------ას შეატყო, რომ თვალთან აღენიშნებოდა სიწითლე, იგი იმყოფებოდა ცუდ მდგომარეობაში, იყო ჩუმად, გაშტერებული და დაღლ--–ი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ს--–-------–----–---–მა განაცხადა, რომ 18 წელია არის ლ--–------–------ას მეგობარი და გ------------–------ის სკოლელი. მას შემდეგ, რაც გ-------მ და ლ--–იმ ჯვარი დაიწერეს, ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ ჭავჭავაძეზე, გ------------–------ის სახლში. 2017 წელს ლ--–------–------ას და გ------------–------ს შეეძინათ ვაჟი - რ---- ა---–-------, რომელიც ასევე ცხოვრობდა ჭ--------------------ე. დაოჯახების შემდეგ ლ--–ის ნახულობდა თვეში ან თვენახევარში ერთხელ. ლ--–------–------ა მუდმივად იყო შვილთან და ზრუნავდა მასზე. ბოლო პერიოდში ლ--–იმ რამდენჯერმე უთხრა, რომ უთანხმოება ქონდა გ------------–------თან, თუმცა კონფლიქტის მიზეზი არასდროს განუმარტავს. ს--–-------–----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 16 მაისს იმყოფებოდა მეგობარ მ---------–-----–---–--ან ერთად, რა დროსაც ლ--–------–------ამ მარიამს დაურეკა და სთხოვა, რომ მისულიყვნენ გ------------–------ის სახლში, ჭ--------------------ე, ვინაიდან სურდა სახლიდან წასვლა. სახლში მისვლისას იქ იმყოფებოდნენ მხოლოდ ლ--–ი და რ----. მათ ლ--–ის ჩაალაგებინეს ნივთები და დაეხმარნენ სახლიდან ჩამოტანაში. ლ--–ის ამ დროს ეტყობოდა, რომ იყო აღელვებული. ისინი კ----–---ს ქუჩაზე შეხვდნენ ს-----------------–--ლს, ნივთები გადაალაგეს ს-------ს ავტომობილში და ლ--–ი და ს------- წავიდნენ საგურამოში. 2018 წლის 21 მაისს, დილის 08.00 საათზე დაურეკა ს-----------------–--ლმა და უთხრა, რომ ლ--–------–------ა იმყოფებოდა რ---- ა---–-----ნთან ერთად ქ------–--–----------------- ში მდებარე გ------------–------ის საცხოვრებელ სახლში და სთხოვა, რომ სანამ ის და მისი ოჯახის წევრები ჩამოვიდოდნენ თბილისში, მისულიყო ლ--–ისთან და მიეხედა მისთვის. ასევე უთხრა, რომ გ------------–------მა ლ--–------–------ა და რ---- ა---–------- იძულებით წაიყვანა საგურამოდან. ის მალევე მივიდა ჭ--------------------ე, სადაც იმყოფებოდნენ ნ--------------–-–---–ი, ა-----– ა---–-------, ლ--–------–------ა და რ---- ა---–-------. შევიდა ლ--–------–------ას ოთახში, სადაც ნახა, რომ ლ--–ი იჯდა ჩუმად და ხმას არ იღებდა, მას მარცხენა თვალზე ქონდა მოწითალო-მოლურჯო დაზიანება და კალთაში ეჯდა რ---- ა---–-------. ლ--–------–------ას მითითებით დაიწყო ტანსაცმლის ჩალაგება. მოგვიანებით სახლში ავიდნენ ა-–------------ია და რ-----–---–--ის მეზობელი - გ------- მ----–----–--ე, რომლებმაც ნივთები ჩაიტანეს ქვემოთ და ჩაალაგეს ს-----------------–---–-ს და გ------- მ----–----–--ის ავტომობილში. სახლთან ქუჩაში იცდიდა ს-----------------–---–-. აღნიშნულის შემდეგ ლ--–------–------ასთან და რ---- ა---–-----ნთან ერთად ჩაჯდა ს-----------------–---–-ს ავტომობილში და წავიდნენ საგურამოში. საგურამოში ყოფნის დროს ლ--–------–------ამ უთხრა, რომ 2018 წლის 21 მაისის, ღამით მის საძინებელში შეიპარა გ------------–------ი და დანის მუქარით აიძულა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ გაყოლოდა თბილისში, დ---------------–---–ის სამსახურებრივი ავტომანქანით, რ---- ა---–-----ნთან ერთად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა---------მ განაცხადა, რომ 2013 წლიდან იცნობს გ------------–------ს და მათ აქვთ მეგობრული ურთიერთობა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ რამდენჯერმე. გ------------–------მა დაკავების წინა დღეს დაურეკა და სთხოვა შეხვედრა, რადგან მეუღლესთან ქონდა პრობლემა და სურდა დალაპარაკებოდა ბავშვის საკითხზე. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ მეორე დღეს, ა-–-------------ს ერთ-ერთ ბინაში, სადაც მათ გარდა სხვა არავინ იყო და არც ის იცის, ვისი იყო აღნიშნული ბინა. გ------------–------ს მასთან საუბრისას ლ--–------–------ა უარყოფით კონტექსტში არ უხსენებია. საუბრის დროს მაგიდაზე შეამჩნია შავი ფერის დანა შავი ფერის ქარქაშით, რომელიც იყო მოხრილი, უცხო ტიპის დანა იყო და ამიტომ მიაქცია ყურადღება. გ-------მ აიღო დანა და უთხრა, რომ თუ მოეწონა, აჩუქებდა. მან მართლაც აჩუქა აღნიშნული დანა. ბინიდან გამოსვლისას გ-------მ პარკში ჩაალაგა თავისი ტანსაცმელი. ვინაიდან თავად ეცვა სარაფანი, რომელსაც არ ქონდა ჯიბეები, ასევე თან ქონდა პატარა გადასაკიდი ჩანთა, დანა ჩადო გ-------ს ტანსაცმელებიან პარკში. ბინიდან გამოსვლისას პარკი მას (ა---------ს) ეჭირა, თუმცა სადარბაზოდან გამოსვლის შემდეგ გ-------მ გამოართვა პარკი, უთხრა - მძიმეაო. ამ დროს გ------------–------ი დააკავეს. დაკავებისას იქვე იყო და მისთვის გ------------–------ს არაფერი არ უთქვამს. ის ხედავდა, რომ გ------------–------ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ცელოფანიდან ამოიღეს ნივთები. გ------------–------მა მას უკარნახა ნომერი და დაარეკინა მშობლებთან. გ-------ს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ--------------–-–---–მა განაცხადა, რომ მისი შვილის - გ------------–------ის და ლ--–------–------ას ქორწინებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს გ------------–------ი და მიუსაჯეს ექვსი თვით პატიმრობა და სამი წლით პირობითი მსჯავრი. ლ--–ი დ--–-------ა საცხოვრებლად გადავიდა მათ ბინაში. ნ--------------–-–---–ის განმარტებით, მთელი ოჯახის სურვილი იყო, რომ გ------------–------ი ლ--–------–------ას მშობიარობამდე გამოსულიყო ციხიდან. დ---------------–---–ი მათ პირდებოდა, რომ გ------- პრეზიდენტის შეწყალებით აუცილებლად გათავისუფლდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ის და მისი მეუღლე დ---------------–---–ს ურეკავდნენ, რათა გაერკვიათ თუ რა ხდებოდა, მაგრამ დ-------მ ტელეფონზე არც კი უპასუხა და იმ დღეს წავიდა საზღვარგარეთ. დ---------------–---–ის მხრიდან ასეთი უყურადღებობა იყო ძალიან საწყენი, რის გამოც ა-----– ა---–-----ნმა აუკრძალა მათთან ურთიერთობა და მათ სახლში მისვლა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ გ-------საც ქონდა დისტანცია დ---------------–---–თან და მას აუკრძალა რ---- ა---–-------ს ნახვა, რაც იყო გ-------ს და ლ--–ის გადაწყვეტილება. მოწმე ნ--------------–-–---–ის ჩვენებით, ს-----------------–---–- მათთან ყოველდღე მიდიოდა შაბათ-კვირის გარდა. როდესაც დ---------------–---–მა მოინდომა მათთან სახლში მისვლა, ა-----– ა---–-------სგან მიიღო კატეგორიული უარი. 2018 წლის 24 მარტს, რ----ს დაბადების მეორე დღეს, ს-----------------–---–- იმყოფებოდა მათთან სტუმრად, მას ქონდა პრეტენზია, რომ რ---- ა---–------- ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას წაეყვანა, სადაც ის მოისურვებდა, რასაც არ დაეთანხმა გ-------. გ-------ს არ უნდოდა დ---------------–---–ს ენახა მისი შვილი. ს-------მ მაინც ანახა დ-------ს რ----, აღნიშნულზე გაბრაზდა გ------- და ს-------ს უთხრა, რომ ის რ----ს ვერ გამოიყენებდა თავისი სურვილების შესასრულებლად. თავიდან ს------- ეუბნებოდა, რომ დ-------მ რ---- შემთხვევით ნახა, ხოლო შემდეგ კი უთხრა, რომ შეგნებულად აჩვენა. ასევე ს-----------------–---–- დაემუქრა გ-------ს, რომ ნახავდა, თუ როგორ აქცევდა მას ფორმალურ მამად და წავიდა მათი სახლიდან. ს-------ს წასვლის შემდეგ გ-------ს და ლ--–ის ურთიერთობაში არაფერი არ შეცვლ--–ა. 2018 წლის 15 მაისს, გ-------მ დილით ადრე, შვიდის ნახევარზე გამოუყვანა რ---- და უთხრა, რომ ლ--–ი იყო ცუდად და რ----სთვის გამოეცვლა პამპერსი. ცოტა ხანში გამოვიდა ლ--–ი, რომელსაც კითხა - გამოკეთდა თუ არა, ლ--–ის გაუკვირდა და მიხვდა, რომ გ-------მ იცრუა. ცოტა ხანში გ------- წავიდა სამსახურში ისე, რომ ლ---ს არ აკოცა, რაც არ ესიამოვნა, მაგრამ გაჩუმდა. ერთი საათის შემდეგ ლ--–ისთან ერთად იყო აივანზე, რა დროსაც ლ--–იმ კითხა, რომ „ნ---- ეს ნორმალურია, ს------- ჩვენთან ვერ მოდისო?“, რაზეც უპასუხა, რომ ამ საკითხზე დაელაპარაკებოდა გ-------ს. 2018 წლის 16 მაისს იმყოფებოდა თელავში, რა დროსაც ლ--–ისგან მიუვიდა შეტყობინება, რომ მან და გ-------მ ილაპარაკეს და რ----სთან ერთად წავიდა სახლიდან. ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ლ--–ი ასევე, სწერდა, რომ ეხლა მასზე და ა-----–ზე იყო დამოკიდებული, გ------- როგორ ჭკვიანად მოიქცეოდა. გ------- იყო აღშფოთებული, ის (ნ--------------–-–---–ი) და ა-----–ი ა---–------- ეხვეწებოდნენ გ-------ს, რომ არ აყოლოდა ს-----------------–---–-ს პროვოკაციას. ხუთი დღის მანძილზე გ------- არ ჭამდა, არ ეძინა და ნერვიულობდა. ის და ა-----–ი წავიდნენ რ----ს სანახავად, მაგრამ წინასწარ მიწერეს ლ--–ის, რომ ბავშვი გამოსაყვანად მოემზადებინა. ამ დროს ა-----–ს მიუვიდა ს-------ს მესიჯი, რომ ის და ა-----–ი არ ჩასულიყვნენ საგურამოში და სამშაბათს ჩამოიყვანდნენ რ----ს თბილისში. 21 მაისს, დილის შვიდის წუთებზე კარზე გაისმა კაკუნის ხმა და ა-----–მა გააღო კარები. გ-------ს ხელში ეჭირა რ----, მას მომღიმარი სახით უკან მოყვებოდა ლ--–------–------ა. გ-------მ მას (ნ--------------–-–---–ს) გადასცა რ---- და ა-----–ს სთხოვა, რომ წაეყვანა სამსახურში. როდესაც ლ--- თავისი ოთახიდან გამოვიდა, ა-----–მა ჰკითხა, თუ რა სჭირდა თვალზე, რაზეც ლ--–იმ უპასუხა, რომ რ----ს ქონდა ფრჩხილები დასაჭრელი. მას (ნ--------------–-–---–ს) არ დაუწყია ლ--–ისთან საქმის გარჩევა, მხოლოდ ის უთხრა, რომ ეს ყველაფერი მას დედამისმა, ს-------მ გაუკეთა, მას თავისი ცხოვრება ქონდა და ნუ გადააყოლებდა ს-------ს ამბიციებს თავის ცხოვრებას. იმავე დღეს ლ--–ი მაინც წავიდა სახლიდან, მივიდნენ ვიღაცები და წაიღეს ლ--–ის ნივთები. მან იცოდა, რომ ს------- და დ------- მიმართავდნენ პოლიციას, ამიტომ ლ--–ის წასვლისას სთხოვა, რომ თუ პოლიციას მიმართავდნენ, მისთვის მესიჯით ეცნობებინა, რაზეც ლ--–ი დათანხმდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა-----– ა---–-----ნმა დაადასტურა ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ გ------------–------მა მას აჩუქა ლ--–ი დ--–-------ას მიერ მისთვის ამაზონიდან გამოწერილი დანა, რომელიც სულ თან ჰქონდა. აღნიშნული დანა მას დარჩა ა-–------ს ქუჩაზე მდებარე ბინაში, რომლის დაქირავებაც სურდა გ-------ს. დანა ამოიღო იმისთვის, რომ გაეხსნა გ------------–------ის მოტანილი პატარა კოკა-კოლას ბოთლები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ს------- ს----------ე, ნ---- ბ---------–ი, დ--–- ა---–-------, თ---------------------–------------–-–---–---------–---------------------------------------------------------------–-----------–---–ი, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაციას გ------------–------ისა და ლ--–------–------ას ურთიერთობის შესახებ, ასევე ურთიერთდამოკიდებულება ნ--------------–-–---–თან, ა-----– ა---–-----ნთან, ს-----------------–---–--ან და დ---------------–---–თან. მოწმეები წარმოაჩენენ გ------------–------ს დადებით პიროვნებად, ხაზს უსვამენ, როგორც მის სამაგალითო ქცევას, განათლებას და პროფესიონალიზმს, ასევე განმარტავენ, რომ გ------- არის საუკეთესო მამა და მეუღლე. ისინი საუბრობენ ნ--------------–-–---–ისა და ა-----– ა---–-----ნზეც და ახასიეთებენ მათ როგორც ძალიან მზრუნველ და ყურადღებიან დედამთილ-მამათილსა და ბებია-ბაბუას. ასევე, მოწმეთა ნაწილი ცდილობს უარყოფით პიროვნებად წარმოაჩინოს ლ--–------–------ა და ს-----------------–---–-, უთითებენ, რომ ს------- არ იყო ლ--–ისათვის კარგი დედა და ლ--–ი იმყოფებოდა დედის ზეგავლენის ქვეშ. მოწმეთაგან არცერთი მათგანი არ ფლობს არანაირ ინფორმაციას გ------------–------ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების შესახებ, ისინი არ არიან არცერთი ეპიზოდის თვითმხილველი მოწმეები და შესაბამისად, მათი ჩვენებები შესაძლებელია გაზიარებული იქნას მხოლოდ გ------- ახვლედინის მიმართ სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, რაც შეეხება მისი ბრალეულობის შეფასებას, ამ ნაწილში ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები არ არის რელევანტური.

 

გ------------–------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილი ბრალდების არცერთ ეპიზოდში და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს ლ--–------–------ასთან დაიწერა ჯვარი. ცხოვრება განაგრძეს რუსთაველის გამზირზე მდებარე ლ--–ის ბინაში. 2016 წლის 1 დეკემბერს დააკავეს, რის შემდეგაც ლ--–ი საცხოვრებლად გადავიდა მის (გ------------–------ის) მშობლებთან, ჭ--------------------ე მდებარე ბინაში. პატიმრობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 13 აპრილს, თუმცა მანამდე ლ--–------–------ას მოუწია ნაადრევად მშობიარობა და 2017 წლის 23 მარტს დაიბადა მათი შვილი რ---- ა---–-------. გ------------–------ის განმარტებით, გაცნობის დღიდან მას ლ--–------–------ასთან შეკამათება და კონფლიქტი არ ჰქონია. მათ არაფერზე უსაყვედურიათ ერთმანეთისთვის, ერთადერთი, რაც იწვევდა ხოლმე მის უკმაყოფილებას, იყო რ----ს მზრუნველობითი და საყოფაცხოვრებო საკითხები. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, გ------------–------ის განმარტებით, ლ--–ი არის ისეთი პიროვნება, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება უჭირს და შესაძლებელი იყო მისთვის ერჩია რაიმე და ისიც დათანხმებოდა. მართალია, ხშირად აძლევდა რჩევებს ლ--–ის, მაგრამ ამით მხოლოდ ეხმარებოდა და ძალადობა არ განუხორციელებია. გ------------–------ის ჩვენებით, 2017 წლის აპრილიდან ს-----------------–---–- ხშირად მიდიოდა მათთან, კვირაში 3-4 ჯერ, ნ-----–----------–---–იც მიდიოდა, მაგრამ არა ამ სიხშირით, დ---------------–---–ი კი არასოდეს არ ყოფილა. ამ უკანასკნელის უყურადღებობის, სიტყვის არშესრულების გამო, მისი მშობლები იყვნენ ნაწყენები, რის შესახებაც შეიტყო ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მაგრამ თავისი დამოკიდებულება დ------- რაქვიაშვილზე მანამდე ისედაც ჰქონდა ჩემოყალიბებული. ცდილობდა, რომ მაქსიმალურად დისტანციური ურთიერთობა ჰქონოდა დ---------------–---–თან, მასთან არანაირ ურთიერთობაზე საუბრის და სიახლოვის სურვილი არ ჰქონდა და არ სურდა, რომ დ---------------–---–ს ენახა შვილი რ---- ა---–-------. ერთ-ერთი საუბრისას ლ--–იმ უთხრა, რომ დ---------------–---–ს და რ---- ა---–-----ნს ქონდათ ურთიერთობა, მოუყვა, რომ დ------- რამდენჯერმე შეხვდა რ---- ა---–-----ნს ს-------ს დედასთან. ლ--–ის ნათქვამი გაუკვირდა, რადგან ლ--–ისთან შეთანხმებული იყო, რომ დ-------ს არ უნდა ენახა რ----, ამიტომ გაბრაზდა, თვლიდა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა დ-------ს მიერ რ----ს ნახვა. ამის შემდეგ ესაუბრა ს-----------------–--ლს და შეეცადა აეხსნა, რომ რ---- იყო მისი და ლ--–ის შვილი, ისინი იყვნენ მშობლები და რომ მათი სურვილი იყო რ----ს არ ჰქონოდა ურთიერთობა დ---------------–---–თან. ს------- დაემუქრა, რომ „თუ შენ ხარ მამა, აგერ ნახავ, თუ მე შენ ფორმალურ მამად არ გაქცევო“. ამ სიტყვების შემდეგ ს-------ს უთხრა, რომ მასაც უკრძალავდა მისი შვილის, რ----ს ნახვას, მასთან სალაპარაკო არაფერი ქონდა და შეეძლო მიბრძანებულიყო მისი სახლიდან. გ------------–------ის განმრტებით, ლ--–------–------ა რადიკალურად განსხვავებული ადამიანია, ის არის განსხვავებული მორალის და ღირებულებების, ვიდრე ს------- და დ-------. ამის შემდეგ მათ გააგრძელეს ჩვეულებრივად ცხოვრება, თუმცა აპრილის ბოლო რიცხვებიდან ლ--–ი მის მიმართ გახდა ცივი. ბოლო პერიოდში ხშირად იყო მომენტები, რაზეც შეიძლება ლ--–ისთვის მიეცა შენიშვნა რ----ს მოვლასთან დაკავშირებით. 2018 წლის 15 მაისს გაიღვიძა დილით ადრე, სამსახურში უნდა წასულიყო, 7 საათი იქნებოდა, რ---- გაღვიძებული იყო, ხელებს და ფეხებს იქნევდა. მან ლ--–ი შეაფხიზლა, რომ ბავშვისთვის მიეხედა, არ გაციებულიყო და თვითონ აბაზანაში შევიდა. როცა აბაზანიდან დაბრუნდა, ლ--–ის ისევ ეძინა, რ----ს საბანი ქონდა გადახდილი. ლ--–ი ისევ გააღვიძა და უთხრა, რომ რ----ს ეღვიძა. შემდეგ რ---- გამოიყვანა, მისცა დედას - ნ--------------–-–---–ს და უთხრა, რომ ლ--–ი ცუდად იყო. შებრუნდა ოთახში, ლ--–იც ადგა, რომელსაც უთხრა, რომ რ---- იყო ერთი საათის გაღვიძებული, ციოდა და უნდა ჩაეცმია. ლ--–იმ მას არანაირი პასუხი არ გასცა, რ----ს აკოცა და სამსახურში წავიდა. სახლში დაბრუნდა სააღამოს რვა საათისთვის, ლ--–ი დახვდა ჩვეულებრივად. მეორე დილით ისევ ჩვეულებრივად გაიღვიძა და წავიდა სამსახურში, შუადღისას მივიდა სახლში და ლ--–ის ესაუბრა, შემდეგ წავიდა წყნეთში მამასთან - ა-----– ა---–-----ნთან. წყნეთში ახალი მისული იყო, მიუვიდა ლ--–ის მესიჯი - „მე და რ---- წავედით“-ო. ვერ გაიგო რა ხდებოდა, გადაურეკა ლ--–ის ტელეფონზე, მაგრამ ლ--–ი ტელეფონს არ იღებდა. იმდენად არანაირი წინაპირობა არ იყო, რომ ვერ გაიგო რა მოხდა, აღმოჩნდა გაურკვევლობაში. ღამის თორმეტ-პირველი საათზე ლ--–იმ მიწერა, რომ - „მე ასე არ შემიძლია“-ო, რაზეც კითხა, თუ როდის მერე არ შეეძლო და რა არ შეეძლო, მაგრამ ლ--–ის მხრიდან იყო სრული იგნორი. ლ--–ის პასუხები იყო გამაღიზიანებელი, ცინიკური და აგდებული, რაც ლ--–ის არ სჩვევია. ერთადერთი, რაც გაიგო იყო ის, რომ ლ--–ი და ბავშვი წავიდნენ საგურამოში. 18 მაისს, შუადღისას ლ--–ის მიწერა, რომ დალაპარაკებოდა. ლ--–იმ დაურეკა და ძალიან თბილად ელაპარაკა, ერთადერთი, რასაც არ ეუბნებოდა, იყო ის, თუ რატომ წავიდა. 5-10 წუთი ილაპარაკეს, ლ--–იმ უთხრა, რომ რ---- გაიღვიძებდა 5 საათისთვის და 7 ან 8 საათისთვის ჩავიდოდნენ თბილისში, სახლში. აღნიშნულზე უპასუხა, რომ სახლში დაელოდებოდა. ლ--–იმ დათქმულ დროს რ---- არ ჩაიყვანა, დაურეკა, მაგრამ ლ--–ი ჯერ არ პასუხობდა, შემდეგ კი მისწერა, რომ ვერ ახერხებნენ ჩასვლას. ამის შემდეგ დედამ -ნ--------------–-–---–მა ლ--–ის მისწერა, რომ რ----ს ნახვა უნდოდა და როდის და სად შეიძლებოდა ენახა. ლ--–იმ უპასუხა, რომ არანაირი პრობლემა არ იყო რ----ს ნახვის, არავის არ უმალავდა, მაგრამ ის ცუდად იყო და რამდენიმე დღე ვერ მოახერხებდა რ----ს ჩაყვანას. შემდეგ, ლ--–ის ტელეფონიდან ნ--------------–-–---–ს მიუვიდა პასუხი, რომ სამშაბათს, 22 მაისს, მთელი დღით ჩაიყვანდნენ რ----ს და საღამოს წაიყვანდნენ უკან. მათი დაპირება ჩათვალა სიცრუედ და მიიჩნია, რომ ამით პროვოკაციას უწყობდნენ. რადგან გაურკვევლობაში იყო, გადაწყვიტა ასულიყო ლ--–ისთან საგურამოში და გაერკვია ყველაფერი. 21 მაისს, დაახლოებით 3 საათი იქნებოდა, როდესაც გააჩერა ტაქსი და წავიდა საგურამოში. ჭიშკრის მარცხენა მხრიდან ლ--–ის დაუძახა სიტყვა „იხვი“, ლ--–ი გამოვიდა თავისი ოთახის კარებიდან და ხელით ანიშნა, რომ მისულიყო. ჩამოწია კარების სახელური, რომელიც იყო ღია და შევიდა ეზოში. ისინი 10 წამი იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და ერთმანეთს არაფერს ეუბნებოდნენ, შემდეგ ლ--–იმ აკოცა, მივიდა თავის ოთახის კართან და მასაც ანიშნა, რომ შესულიყო. ლ--–ის თვალთან შეამჩნია მრგვალი წერტილოვანი ფუფხი, კითხვაზე, თუ რა სჭირდა თვალზე, „რ----ს ფრჩხილებს არ აჭრიდა?“, ლ--–იმ არაფერი უპასუხა. შემდეგ მიეფერა ბავშვს და კოცნიდა, ლ--–იმ რ---- ხელში დააძინა და ჩააწვინა საწოლში. თავად საწოლზე იყო ჩამომჯდარი, ლ--–იც გვერდით მიუჯდა. კითხვებზე, თუ რა მოხდა, რა ეწყინა, ლ--–ის არ უპასუხია. შემდეგ ლ--–ის კოცნითვე უპასუხა და ამის შემდეგ ქონდათ ინტიმური კავშირი. ამ აქტის შემდეგ ლ--–ის უთხრა, რომ საყვარლებივით ხომ არ უნდა გაგრძელებულიყო მათი ურთიერთობა და ასე ჩუმად უნდა ევლო მასთნ?, რაზეც ლ--–იმ უპასუხა, რომ წასულიყვნენ. ლ--–ის უთხრა, რომ თბილად ჩაეცვათ, რადგან ფეხით იყო. ლ--–ი გავიდა მისაღებ ოთახში რაღაც ჩანთის ასაღებად, სადაც თვითონაც გაყვა და ერთხელ კიდევ უთხრა, რომ გარეთ ყინავდა და თბილად ჩაეცვათ, რადგან ტრასამდე ფეხით უნდა ევლოთ. ლ--–იმ ამ სიტყვებზე უპასუხა, რომ ფეხით რატომ უნდა წასულიყვნენ, როდესაც ეზოში ორი მანქანა იდგა, ს-------ს და დ-------ს გაღვიძება არ უნდოდა, რომ არ შეწუხებულიყვნენ. ლ--–იმ აიღო გასაღები, რომელიც ტუმბოზე იდო სხვადასხვა ნივთებთან ერთად და მიაწოდა. ამის შემდეგ ლ--–ის ოთახის კარებიდან გამოვიდნენ ეზოში, სადაც ორი მანქანა იდგა - ერთი პრადო და მეორე ს-------ს მანქანა. ლ--–ის კითხა თუ როგორ იღებოდა ჭიშკარი, რაც ლ--–იმ აუხსნა. პულტს დააჭირა ხელი და აინთო პრადო. თავად დაჯდა საჭესთან, ხოლო რ---- და ლ--–ი უკანა სავარძელზე დასხდნენ. ჭიშკრის გახსნის შემდეგ ეზოში შემოვიდა ძაღლი და უყურებდა მას (გ------------–------ს), ლ--–იმ მას დაუძახა სახელი, რის შემდეგაც ძაღლი წავიდა. 5-10 წუთში ჩავიდნენ ტრასაზე, მანქანა გააჩერა ცხვირით ტრასისკენ და გადასხდნენ ტაქსში. პრადოს გასაღები დატოვა მანქანის დასაქოქში. ლ--–იმ უთხრა, რომ მანქანის შესახებ მესიჯს მიწერდა თავისებს. ტაქსით წამოვიდნენ თბილისისკენ, აღმაშენებლის ძეგლთან ლ--–იმ უთხრა, რომ სწყუროდა წყალი, მან გააჩერებინა ტაქსი და მაღაზიაში გადავიდა წყლის საყიდლად. სახლში მისულებს კარი გაუღოთ ა-----– ა---–-----ნმა, რ----საც გაეღვიძა და დედამ - ნ--------------–-–---–მა აიყვანა ხელში. ლ--–ი შევიდა სახლში, რაღაცებს ალაგებდა, თავად გავიდა აივანზე და ჩაეძინა, მოგვიანებით გააღვიძა ა-----–მა და უთხრა, რომ წაიყვანდა სამსახურში. გ------------–------ის განმაერტებით, აპირებდა ბინის ქირაობას, რადგან მას და ლ--–ის მარტო ეცხოვრათ. ერთ-ერთ ბინაზე შეაჩერა არჩევანი და ა-----–ს ტელეფონზე უთხრა, რომ ისიც მისულიყო და ენახა ბინა. ა-----–ი მივიდა ამ ბინაში და უთხრა, რომ ლ--–ი და რ---- ს-------მ წაიყვანა და აზრი არ ჰქონდა ბინის ქირაობას. მიხვდა, რომ საკუთარი ძალებით ვერაფერს გახდებოდა, დაურეკა მეგობარ ა---------ს და სთხოვა მისვლა ამ ბინაში, რადგან ელოდებოდა სახლის მეპატრონეს, რათა დაებრუნებინა მისთვის გასაღები და უკან აეღო ბე. როცა სიგარეტი გაუთავდათ, ჩავიდა მაღაზიაში, ამოიტანა სიგარეტი და კოკა-კოლას 6 ცალი ბოთლი. ა-----– ა---–-----ნმა ამოიღო დანა და გახსნა კოკა-კოლის ბოთლები, რა დროსაც ა-----–ს დაურეკა ნ--------------–-–---–მა, რის შემდეგაც ა-----–ი წავიდა. მისი ნაჩუქარი დანა ა-----–ს დარჩა ჟურნალების მაგიდაზე. ა---------ს დანა მოეწონა, აღნიშნულზე ანას უთხრა, რომ დანა მამამის აჩუქა, მაგრამ თუ მოწონდა, მას აჩუქებდა. ვინაიდან წყალი არ მოდიოდა, აპირებდა ახლობელთან ასვლას და დაბანას, ამიტომ ა-----–მა მას პარკით მიუტანა ტრუსი, წინდები და სხვა ნივთები. როცა ბინის კარს კეტავდა, პარკი ანას ეჭირა ხელში, სადაც ჩადო მისთვის ნაჩუქარი დანაც. მოერიდა, რომ ანას ეჭირა მისი ნივთები და ამიტომ მას პარკი გამოართვა. ა-–------ს ქუჩაზე დააკავეს. მისი განმარტებით, დანა მას არ ქონია და არც ატარებდა. როდესაც გასაცნობად გადაეცა პირადი ჩხრეკის ოქმი, ოქმში აღნიშნული იყო, რომ მან ჩხრეკის დაწყებამდე უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე და ნებაყოფლობით ნივთების წარდგენაზე, რაზეც გამომძიებელთან გამოთქვა პროტესტი, რის შემდეგაც, მისი პრეტენზიის შესაბამისად, ოქმში მოხდა ცვლ--–ება და მოაწერა ხელი.

 

2018 წლის 21 მაისის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა-–------ს ქუჩა N1 ის მიმდებარე ტერიტორიაზე დ---------------–---–ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა „ტოიოტა პრადოს“, სახ. ნომერი Z------, ქურდობის ფაქტზე დაკავებული იქნა გ------------–------ი, იმ საფუძვლით, რომ იგი შესაძლოა მიმალულიყო. დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან პირად ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა შავი ფერის დანა, შავი ფერის ტარით, პირით და ჩასადებით. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ზ--------------–---–---------------–-----–--ამ დაადასტურეს მათ მიერ განხორციელებული გ------------–------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე.

 

2018 წლის 23 მაისის ლ--–------–------ას გარეგნული დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ლ--–------–------ას მარცხენა თვალის მარჯვენა კუთხეში ზედა და ქვედა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის დაზიანება. ამავეს ადასტურებს ოქმზე თანდართული ფოტოსურათები.

 

2018 წლის 23 მაისის ობიექტის ამოცნობის ოქმის თანახმად, ლ--–------–------ას ამოსაცნობად წარედგინა გ------------–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის დანა, თავისივე შავი ქარქაშით, რაზეც განმარტა, რომ აღნიშნული დანა მან გამოწერა ინტერნეტ საიტ „ამაზონიდან“ და აჩუქა გ------------–------ს. მანვე განმარტა, რომ ეს სწორედ ის დანაა, რომლითაც გ------------–------ი მას ემუქრებოდა 2018 წლის 21 მაისს, ღამის საათებში.

 

2018 წლის 06 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის და მასზე თანდართული ფოტოსურათების თანახმად, გ------------–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა ლ--–------–------ამ ინტერნეტ საიტ „ამაზონზე“ შეუკვეთა 2018 წლის 30 აპრილს. ასევე წარმოდგენილია დანის ფოტოსურათებიც, რაც ზუსტად შეესაბამება სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ გ------------–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ დანას.

 

2018 წლის 06 ივნისს რესტორან ოქროს საწმისიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერით და 2018 წლის 13 აგვისტოს ლ--–------–------ას მონაწილეობით ჩატარებული, ამავე ჩანაწერის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 21 მაისს, 05:20:24 სთ-ზე ვიდეო კადრში ჩნდება საგურამოდან რესტორან „ოქროს საწმისის" წინა მხარეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალისკენ მიმავალი შავი ფერის მაღალი გამავლობის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება, ავტომაგისტრალის გვერდით გზის ცარიელ მონაკვეთზე, რა დროსაც, ავტომანქანის მარცხენა მხრიდან გადმოდის მამაკაცი, რომელიც მოძრაობს ავტომანქანის მახლობლად, შემდეგ ბრუნდება ავტომანქანასთან, აღებს უკანა მარცხენა კარს, რომელსაც მალევე კეტავს და ისევ აგრძელებს მოძრაობას ავტომანქანის ირგვლივ, კერძოდ, გადაადგილდება რესტორან „ოქროს საწმისის" მიმართულებით, რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ ისევ ბრუნდება მაგისტრალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ 05:22:45 სთ-ზე ბრუნდება ისევ ავტომანქანასთან, საიდანაც გადმოყავს ბავშვი და მიდის ავტომაგისტრალისკენ თბილისის მიმართულებით, რა დროსაც მას უკან მიყვება ავტომანქანის უკანა სავარძლის მარცხენა მხრიდან გადმოსული გოგონა, რომელიც მიყვება მამაკაცს უკან და 05:23:45 სთ-ზე ზემოაღნიშნული პირები ქრებიან ვიდეო კადრიდან.

 

2018 წლის 16 ივნისს ლ--–------–------ას მობილური ტელეფონიდან და მასში არსებული პროგრამებიდან გამოთხოვილი მასა და ნ--------------–-–---–ს შორის განხორციელებული მოკლეტექსტური შეტყობინებების თანახმად, 2018 წლის 16 მაისს, ლ--–------–------ა ნ--------------–-–---–ს წერს, რომ მან და გ-------მ ილაპარაკეს და იგი რ---- ა---–-----ნთან ერთად სახლიდან წამოვიდა. ლ--–ი ნ--------------–-–---–ს სთხოვს, რომ ეცადოს ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს, რომ გ-------მ იცის მისი აზრი, რომ მიდის სახლიდან და რ----ს გამოტანებაზე ჭედავს. ლ--–------–------ა იმედოვნებს, რომ გ------------–------ი რაიმე სისულელეს არ ჩაიდენს. ნ--------------–-–---–ი ლ--–------–------ას წერს, რომ გაიგო მისი წასვლა გ-------მ და გამორბის წყნეთიდან, რაზეც ლ--–------–------ა წერს, რომ ნუ გამოიქცევა. 2018 წლის 17 მაისს ნ--------------–-–---–ი ლ--–------–------ას სთხოვს, რომ რ---- გაატანოს მათ. ლ--–------–------ა პასუხობს, რომ არ აქვს ლაპარაკის თავი, რომ ძალიან ცუდადაა და სურს, რომ ცოტა ხანი დააცადონ დამშვიდება, მერე კი როცა მოუნდებათ, მაშინ წაიყვანონ ბავშვი. ნ--------------–-–---–ი ლ--–------–------ას სთხოვს, რომ აჩვენოს ბავშვი მათ, რომ გ-------ს არ უნდა დაპირებოდა ბავშვის ნახვას, რაზეც ლ--–------–------ა პასუხობს, რომ ბევრ მათგანს ბევრი რამე არ უნდა ექნა; რომ რ---- გ-------ს გასამწარებლად არ წაუყვანია და მსგავსი პრობლემა მის გამო რომ ყოფილიყო გამოწვეული და გ------- რომ ყოფილიყო მის სიტუაციაში, ნამდვილად მისცემდა დროს მარტო ყოფნისთვის; ამას იმიტომ კი არ გაკეთებდა, რომ შვილი არ უყვარს, უბრალოდ ანგარიშს გაუწევდა როგორც ყოველთვის. ნ--------------–-–---–ი პასუხობს, რომ მას საქმეებს არ ურჩევს და არ დაიწყებს იმის განხილვას, ვის რა არ უნდა ექნა, რადგან მნიშვნელობა აღარ აქვს და ის ლ--–ის გადასცემს გ-------ს დანაბარებს. 2018 წლის 18 მაისს ნ--------------–-–---–ი სწერს ლ--–------–------ას - ესმის, რომ არ სურს მათთან ლაპარაკი, მაგრამ აინტერესებს ბავშვის ამბავი. აღნიშნულზე ლ--–ი პასუხობს, რომ აუცილებლად დაეკონტაქტება მათ ბავშვის გამო, უბრალოდ ითხოვს, რომ აცადონ რამდენიმე დღე. ლ--–------–------ა 2018 წლის 19 მაისს ნ--------------–-–---–ს წერს, რომ სამშაბათს ჩაუყვანს რ----ს მთელი დღით. ნ--------------–-–---–ი სთხოვს პასუხს ლ--–------–------ას, თუ რატომ შეცვალა შეთანხმება და რა უფლებით არ აძლევს მათ ბავშვის ნახვის საშუალებას. 2018 წლის 21 და 22 მაისს ნ--------------–-–---–ი ლ--–------–------ას წევრს, რომ დააჭერინა მისი შვილი, რომ არ იყო სანდო და სამართლიანად არ ანდობდა გ------- მას ბავშვის გაზრდას; აწი კი აღარავინ შეაწუხებდა, რომ ადრე ამდგარიყო, რ----სთვის ჩაეცმია და ეჭმია; რამდენი დრო დაუხარჯავს მას ჩვენების მიცემაზე, რომ უმჯობესი იყო ამდენი დრო რ----სთვისაც დაეთმო; ბავშვი ვის დაუტოვა როცა ჩვენებას აძლევდა; რომ რ----ს მოვლაზე უფრო მნიშვნელოვანი, გ-------ს წინაღმდეგ ჩვენების მიცემა იყო მისთვის.

 

2018 წლის 16 ივნისს ს-----------------–---–-ს მობილური ტელეფონიდან და მასში არსებული პროგრამებიდან გამოთხოვილი მასა და ლ--–------–------ას შორის განხორციელებული მოკლეტექსტური შეტყობინებების თანახმად, 2018 წლის 15 მაისს, 15:32 საათზე ლ--–------–------ა ს-----------------–--ლს წერს: სოფ, მაპატიე, მინდოდა დღეს ძაან რ----ს მოყვანა, მაგრამ არ გამოვა დღეს არაფრით. საღამოს გადაწყდება ყველაფერი. მიყვარხარ ძალიან. შეტყობინებას თან ახლავს ლ--–------–------ას და რ---- ა---–-------ს ფოტოსურათი. ასევე, 2018 წლის 21 მაისს, 07:14 საათზე ლ--–------–------ას მიერ ს-----------------–--ლზე გაგზავნილია შეტყობინება, რომლის შინაარსიც შემდეგია: არ ინერვიულო, დამშვიდდი რაც მთავარია. გ------- შემოვიდა ღამე სახლში და ნუ მოკლედ ისე ქნა, რომ წამოგვიყვანა. მანქანა თბილისის ტრასაზეა რო ამოუხვევთ ქვემოდან, იქ არის. მე ვერ გთხოვ რომ პოლიციაში არ დარეკოთ, მაგრამ არ ვიცი იქნებ ცოტა ხანი რაღაც მოვიფიქროთ. არ ვიცი. აღარც ვიცი.... არ ინერვიულო, სახლში ვართ, კარგად ვართ. დანარჩენი არ ვიცი.

 

სასაქონლო ექსპერტიზის N1---/ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა “TOYOTA LAND CRUISER PRADO”, სახელმწიფო ნომერი Z------ საბაზრო ღირებულება 2018 წლის მაისის მდგომარეობით, წარმოადგენდა 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ-----------–--–---–მა.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0--------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ლ--–------–------ას ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ--–------–------ამ გ------------–------ის ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ---------------, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ლ--–------–------ა მასთან საუბრისას იყო ძალიან დაღლ--–ი, ხშირად ტიროდა და იყო ცუდ მდგომარეობაში, რის გამოც რამდენჯერმე შეწყვიტეს გამოკვლევა. ლ--–------–------ა მუდმივად ცდილობდა შეეკავებინა ემოციები და სიზუსტით გადმოეცა მისთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები. იგი განიცდიდა სტრესს იმის გამო, რომ მეუღლე უკრძალავდა დედასთან ურთიერთობას, მისთვის შვილის ჩვენებას. ექსპერტმა განმარტა, რომ ძალიან დიდი სტრესია, როდესაც გოგონას არ აქვს ურთიერთობა დედასთან, რადგან ქალიშვილსა და დედას შორის არის განსაკუთრებული დამოკიდებულება. ლ--–------–------ა იხსენებდა გარემოებებს, რა დროსაც მისთვის რაიმე ზეწოლა სხვა პირისგან მომდინარე, რომ ამგვარად მიეწოდებინა ინფორმაცია ექსპერტისთვის არ შეუნიშნავს, პირიქით, აშკარად ეტყობოდა, რომ განიცდიდა ყველა იმ ფაქტს, რასაც ჰყვებოდა. ლ--–ი მეუღლის მიმართ ყვებოდა ფრაგმენტულად და მოკლედ, აშკარად ეტყობოდა, რომ ამ სიტუაციას განიცდიდა და არ უცდია მეუღლის მიმართ ფაქტები წარმოეჩინა მწვავედ. მისთვის უსიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ მისი მეუღლე იმყოფებოდა პატიმრობაში. ასევე, ექსპერტმა ლ--–------–------ას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ იგი დაავადებულია დიაბეტით, რაც ამძიმებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. თუმცა ცალკე აღებული სტრესი, იმ ძალადობრივი ქმედებების გარეშე, რასაც ლ--–------–------ა მთელი თანაცხოვრების პერიოდში განიცდიდა, ვერ გახდებოდა განმაპირობებელი იმ ტანჯვის, რაც ლ--–------–------ას დაუდგინდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შედეგად. ექსპერტმა განმარტა, რომ ლ--–------–------ას ფსიქიკიდან გამომდინარე, იგი ადვილად დაყვებოდა სხვის ნებას, თუმცა კიდევ ერთხელ კატეგორიულად დაადასტურა, რომ ყველა ის გარემოება, რაზეც ლ--–------–------ა მას უყვებოდა, იყო ობიექტური და გულწრფელი და იგი დარწმუნებულია, რომ ლ--–------–------ას მართლაც გადახადა მის მიერ მონათხრობი მოვლენები.

 

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ------------–------ის ჟაკეტზე არსებული მოშავო ფერის ვისკოზის ბოჭკოებს და ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით „...ლ-----–-------ს ტანსაცმელი“ მოთავსებული მაისურის ნართის შემადგენელ შესაბამის ვისკოზას ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობრივი კუთვნილება; ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით „....ლ-----–-------ს ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე არსებულ არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს და ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ------------–------ის შარვლის ნართის შემადგენელ შესაბამის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ლ--–--------–-–---–მა.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ლ--–------–------ას სხეულზე არსებული დაზიანებები ნაკაწრების სახით, კერძოდ: კანის დონიდან მაღლა, მუქი მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული ნაკაწრები მარცხენა ზემო ქუთუთოს არეში, თვალბუდის შიგნითა კუთხესთან, ზომით 0.5X0.1 სმ. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი უნდა იყვნენ რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს, 2018 წლის 21 მაისის ღამის საათებს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე-------–--–---–მა და დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებების მიყენება შესაძლებელია ადამიანის ფრჩხილით.

 

კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N1---/ცი დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2018 წლის 21 მაისს გ------------–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ--------------ემ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განაჩენით, გ------------–------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 120-ე მუხლით და 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 03 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. 2017 წლის 01 მარტს შეწყალებული იქნა გ------------–------ი და მას გაუნახევრდა საპატიმრო სასჯელი, ხოლო 2017 წლის 13 აპრილს დატოვა პენიტენციური დაწესებულება.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ------------–------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

რაც შეეხება მტკიცებულებების შეფასებას, აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია შემდეგი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი კი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ №3------- საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადექვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება (ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა). მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეული მტკიცებულება, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ თუ ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რაც ასევე მნიშვნელოვანია დასაბუთებული განაჩენის დადგენისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ გ------------–------ის მიერ იმ ქმედებების ჩადენას, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ. წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას გ------------–------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულებს და რაც აუცილებელია მითითებული მუხლებით პირის მსჯავრდებისათვის. რაც შეეხება გ------------–------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, წარდგენილ ბრალდებას, ასევე, მის მიერ 2018 წლის 15 მაისს ოჯახური კონფლიქტის დროს საოჯახო ნივთების დამსხვრევას, პალატა მიიჩნევს, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით, მის მიმართ ხსენებულ ბრალდებებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.

 

პალატა პირველ რიგში განმარტავს, თუ რა გარემოებების გამო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს გ------------–------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტების გაზიარებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

 

დაცვის მხარე საკმაოდ ვრცელ მოსაზრებას წარმოადგენს დაზარალებულ ლ--–------–------ას ჩვენების შეფასების თვალსაზრისით, ცდილობს, რომ წარმოაჩინოს მისი მიკერძოება, სიყალბე და მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციაში არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოების არსებობა, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე ცდილობს წარმოაჩინოს დაზარალებულ ლ--–------–------ას მიერ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს შორის წინააღმდეგობები, როგორც საქმის შედეგზე გავლენის მქონე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, თუმცა რაში ვლინდება იგი და რატომ არის საეჭვო, სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული.

 

პალატას არ გააჩნია საფუძველი, არადამაჯერებლად მიიჩნიოს ლ--–------–------ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, იმ მიზეზით, რომ მან გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისგან განსხვავებულად აღწერა ზოგიერთი ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნული საკითხის შეფასებისას პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე №6-------), სადაც მითითებულია შემდეგი: „შეუძლებელია მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში ვიგულისხმოთ აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით“. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ზედმიწევნით და სრულყოფილად გაეცნო დაზარალებულ ლ--–------–------ას მიერ როგორც გამოძიების ეტაპზე - 2018 წლის 21 მაისს, 23 მაისს, 19 ივნისს და 10 აგვისტოს მიცემულ ჩვენებებს, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემულ ჩვენებას და მიიჩნევს, რომ მან თითოეულ ჯერზე საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა გ------------–------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების დეტალები.

 

საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრისას, დაზარალებულის ჩვენებაში არ ვლინდებოდა არაერთგვაროვანი პასუხები და არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებთან, არ გამოიკვეთა. ლ--–------–------ას გულწრფელობაში სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან ერთობლიობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული არის თანმიმდევრული, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავს სრულყოფილად და ზედმიწევნით. საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლ--–------–------ას რაიმე სახის ინტერესი გააჩნდა მსჯავრდებულის მიმართ, რის გამოც მან იცრუა სასამართლოს წინაშე და ამოძრავებდა გ------------–------ის უმიზეზოდ დასჯის სურვილი. პირიქით, გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე აშკარაა, რომ ლ--–------–------ას არ სურს გ------------–------ის მკაცრად დასჯა და მისი შვილის დაშორება მამისაგან, მისი ჩვენებები კი ემსახურებოდა მხოლოდ ჩადენილ დანაშაულებზე ადეკვატური რეაგირების მიზანს. მოწმის ჩვენების შეფასებისას პალატა ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ და ასევე ეროვნული კანონმდებლობით მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც განმარტავს, რომ ლ--–------–------ას სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ლ--–------–------ამ გამომძიებელს პირველივე დაკითხვისას არ განუცხადა გ------------–------ის მხრიდან მის მიმართ 2018 წლის 15 მაისს ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტი, დაზარალებულის განმარტებით, პირველ ჩვენებაში მან მხოლოდ იმის შესახებ აღნიშნა, რომ გ------------–------მა დაარტყა ხელი სახეში, 21 მაისს დაკითხვისას ის კონცენტრირებული იყო წინა ღამით მომხდარ ამბავზე, ამიტომ მას არ მოუყოლია 15 მაისის ჩხუბის დეტალებზე. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მთლიანობაში პალატა ლ--–------–------ას ჩვენებას აფასებს, როგორც სანდოს და სარწმუნოს და ასევე, მისი ჩვენება არაერთ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით გამყარებულია საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, პალატას არც ამ ნაწილში გააჩნია ლ--–------–------ას ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის მიზეზი. თავად დაცვის მხარე კი აღნიშნულის გასაბათილებლად ვერ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებებით გამყარებულ, არგუმენტირებულ მსჯელობას - თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ლ--–------–------ას მხრიდან გ------------–------ის ბრალდების ხელოვნურად დამძიმება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა განმარტებულია როგორც ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლაში ითვლება სხვა პირის ბინაში ან მფლობელობაში კანონის დარღვევით შესვლა, მაშინ, როდესაც პირს არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, იმყოფებოდეს სხვის საკუთრებასა თუ მფლობელობაში. აღნიშნული კვალიფიკაციით პირის დამნაშავედ ცნობისათვის მნიშვნელოვანია ნათლად იყოს გამოხატული ბინის მფლობელის ნება, რომ მასში სხვა პირის ყოფნა იყო მისთვის არასასურველი. მოცემულ საქმეზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მსჯელობა, რომ მსჯავრდებულ გ------------–------ს არცერთი მესაკუთრისაგან და არც ბინის მფლობელისაგან წინასწარ არ ქონდა აკრძალული სოფელ საგურამოში მდებარე სახლში ჩასვლა, რის გამოც მისი ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულებრივად. პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული შერაცხადი პირი, მას შესაძლოა არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებდეს ბინის მფლობელთან თუ მესაკუთრესთან და იყოს მათთვის სრულიად უცხო ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ მიზნითა და მოტივით შევიდეს მათ საკუთრებაში. შესაბამისად, წინასწარი აკრძალვის არსებობას ან არარსებობას ვერ მიენიჭება საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან წარმოუდგენელია განსახილველი დანაშაულის პოტენციურად ჩამდენი პირისათვის მოხდეს წინასწარი აკრძალვა - არ შევიდეს ამა თუ იმ პირის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ბინაში, ან სხვა მფლობელობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 21 მაისს, ღამის საათებში გ------------–------ი შევიდა მ–------------------------–------------–- მდებარე ს-----------------–---–-ს და დ---------------–---–ის კუთვნილ და ლ--–------–------ას მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში და შემდგომ, უშუალოდ საცხოვრებელ სახლში. ლ--–------–------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ დაახლოებით ღამის 3-4 საათისთვის, როდესაც იყო ახალი ჩაძინებული, გაიგო საძინებლის კარის ხმა და ოთახში შევიდა გ------------–------ი. მას სწორედ ამ დროს გამოეღვიძა და გ------- დაინახა დერეფნიდან შემოსულ სინათლეზე. ლ--–------–------ამ დაადასტურა, რომ საგურამოს სახლის ეზოს კარები იკეტება, რომელიც იმ ღამეს, როგორც ჩანს, დ---------------–---–ს დარჩა ღია, ხოლო სახლში შემოსასვლელი კარები არ იკეტება. მან ასევე ნათლად განმარტა, რომ მიუხედავად გ-------ს და მისი მშობლების არაერთი ზარის, შეტყობინების და თხოვნისა, მას არ სურდა იმ პერიოდში გ------------–------ის ნახვა, მითუმეტეს მისი საგურამოში ჩასვლა, ვინაიდან იყო ძალიან შეშინებული, ქუჩაში წითელი მანქანა რომ მოდიოდა, ეგონა, რომ გ-------მ მიაკითხა და განიცდიდა სტრესს. მას უნდოდა გარკვეული პერიოდი დამშვიდებულიყო და შემდეგ თავად ჩავიდოდა თბილისში - გ-------ს და მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში. მოწმის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მასა და ნ--------------–-–---–ს შორის განხორციელებულ მოკლეტექსტურ შეტყობინებებთან, სადაც ლ--–------–------ა ნ---- ქ--------––---–ს სთხოვს, რომ ცოტა დრო მისცეს და თავად ჩაიყვანს ბავშვს მათთან თბილისში. გ-------მ კი რაიმე სისულელე არ ჩაიდინოს და არ ჩააკითხოს.

 

ის გარემოება, რომ გ------------–------ის ყოფნა სოფელ საგურამოში მდებარე სახლში არასასურველი იყო სახლის მესაკუთრეებისა და მფლობელისათვის, დასტურდება მოწმეების ს-----------------–---–-ს და დ---------------–---–ის ჩვენებებითაც. ს-----------------–--ლმა დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე, რომ 2018 წლის 16 მაისს, მათთან საგურამოში ჩასვლის შემდეგ, ლ--–------–------ა იყო ძალიან აღელვებული და შეშინებული. არ წყდებოდა მისი ტელეფონის ნომერზე ზარები და შეტყობინებები გ------------–------ის და მისი მშობლების მხრიდან, თუმცა ლ--–ის არ სურდა გ-------ს ნახვა და დაპირდა, რომ 2018 წლის 22 მაისს მათ თვითონ ჩაუყვანდა ბავშვს თბილისში. ს-----------------–---–- თავადაც დაუკავშირდა გ------------–------ის მამას და სთხოვა, რომ გ------- არ ჩასულიყო საგურამოში და მიეცათ ცოტა დრო ლ--–ისთვის, რათა დამშვიდებულიყო. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მათი სახლის საფეხმავლო კარი ძირითადად რჩება ღია მდგომარეობაში, ხოლო საავტომობილო კარი ყოველთვის დაკეტილია. გ------------–------ს წინასწარ არ ქონია აკრძალული მათ სახლში მისვლის უფლება, თუმცა მას შემდეგ, რაც ლ--–ი რ----სთან ერთად წამოვიდა გ-------ს სახლიდან, მსჯავრდებულის მშობლებს არაერთხელ უთხრა, რომ გ------- არ მისულიყო მათ სახლში. რაც შეეხება სახლში ღამით შეპარვას და მისი შვილისა და შვილიშვილის ძალით წაყვანას, აღნიშნულზე მოწმემ განმარტა, რომ რათქმა უნდა, იყო წინააღმდეგი. ანალოგიური გარემოებები დაადასტურა პირველი ისნტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ---------------–---–მაც და განაცხადა, რომ საგურამოში ჩასული დილევსკაია იმყოფებოდა სტრესში, ეშინოდა წითელი ფერის ავტომობილის გავლის, ვინაიდან ფიქობდა, რომ გ------- ამოაკითხავდა საგურამოში. შესაბამისად, ლ--–ის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი პოზიციაც იყო, რომ იმ პერიოდში არ სურდა ა---–-----ნები მათ სახლში მისულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების ზემოაღნიშნულ სურვილს ადასტურებენ დაცვის მხარის მოწმეებიც: ნ---- ქ--------––---–ი, ა-----– ა---–------- და თავად გ------------–------იც, რომლებიც განმარტავენ, რომ სახლიდან წასვლის შემდეგ ლ--–------–------ას არ სურდა მათი ნახვა; ლ--–იმ განუცხადათ, რომ არ ჩასულიყვნენ საგურამოში და მოგვიანებით თვითონ ჩაუყვანდა ბავშვს თბილისში.

 

ამდენად, როგორც მცხეთის რაიონ სოფელ საგურამოში მდებარე სახლის მესაკუთრეების ს-----------------–---–-ს და დ---------------–---–ის, ასევე ლ--–------–------ას მხრიდან აშკარად და ნათლად იქნა გამოხატული მათი ნება, რომ არ სურდათ 2018 წლის 16 მაისის შემდეგ გ------------–------ი მისულიყო მათთან საგურამოში მდებარე სახლში. რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლ--–------–------ა და გ------------–------ი არ იმყოფებოდნენ ქორწინებაში, ამ უკანასკნელს ლ--–ის სურვილის შესაბამისად, გადაცემული ქონდა რუსთაველის გამზირზე მდებარე ლ--–ის საცხოვრებელი ბინის გასაღები, სადაც პრაქტიკულად ლ--–ისთან ერთად ცხოვრობდა გ------------–------ი, პალატა მიუთითებს, რომ როგორც საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების ჩვენებებიდან დასტურდება, ლ--–------–------ა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბინაში გ------------–------თან ერთად ცხოვრობდა ჯვრისწერამდე და ჯვრისწერიდან რამდენიმე დღე - 2016 წლის 1 დეკემბრამდე, ვიდრე არ დააკავებდნენ გ------------–------ს. ხოლო მისი დაკავების შემდეგ ლ--–ი საცხოვრებლად გადავიდა ჭ--------------------ე გ------------–------ის მშობლების საცხოვრებელ ბინაში. მას შემდეგ კი, არათუ გ------------–------ს, არამედ თავად ლ--–------–------ასაც აღარ უცხოვრია მისი ოჯახის კუთვნილ, რუსთაველის გამზირზე მდებარე ბინაში. ამასთან, იმ პერიოდში ლ--–------–------ას და გ------------–------ს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და მისი სურვილი იყო, ერთად ეცხოვრათ, ხოლო 2018 წლის მაისის თვეში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, როდესაც 16 მაისს ლ--–------–------ა ჩავიდა სოფელ საგურამოში, მას გ------------–------ის ნახვის სურვილი აღარ ქონდა, მიუხედავად მისი სამართლებრივი თუ რელიგიური სტატუსისა და წინააღმდეგი იყო გ------------–------ი მისულიყო მასთან. მისი სურვილიდან გამომდინარე კი, სახლის მესაკუთერეები - ს-----------------–---–- და დ---------------–---–იც წინააღმდეგები იყვნენ, რომ გ------------–------ი ჩასულიყო საგურამოში მდებარე სახლში.

 

აპელანტი ასევე სადავოს ხდის იმ გარემოებას, რომ დამაჯერებლობას მოკლებულია ტყის პირას მდებარე სახლში ჭიშკარი ყოფილიყო ღია, ხოლო ეზოში მყოფ ძაღლს დაეშვა უცხო პირის შიგნით შესვლა. პალატა მიუთითებს, რომ გარდა ლ--–------–------ას, ს-----------------–---–-ს, დ---------------–---–ისა და რ-------------------ისა, სახლის საფეხმავლო კარის ღია მდგომარეობაში ყოფნა დაადასტურა თავად გ------------–------მაც, რომელმაც განმარტა, რომ სახელური დასწია და უპრობლემოდ შევიდა ეზოში. ასევე, სასამართლოს ერთმანეთის იდენტურად მოახსენეს გ------------–------მა და ლ--–------–------ამ, რომ ძაღლი ეზოში შევიდა მას შემდეგ, რაც გ------------–------მა წამოსვლისას გააღო საავტომობილო ჭიშკარი. ძაღლი მანამდე ეზოში არ იმყოფებოდა. რაც შეეხება გ------------–------ის აპელირებას, რომ მან მხოლოდ გარედან დაუძახა ლ--–------–------ას, რომელსაც ხელი დაუქნია და ანიშნა შესულიყო, აღნიშნული ვერსია არის დამაჯერებლობას მოკლებული, ვინაიდან ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობას, რომლებიც ადასტურებენ, რომ 2018 წლის 21 მაისის ღამეს, სოფელ საგურამოში მდებარე სახლში გიორიგი ახვლენიანის ყოფნა იყო მათი ნება-სურვილის საწინააღმდეგო.

 

დაზარალებულმა ლ--–------–------ამ სასამართლოს სრულიად დამაჯერებლად და სარწმუნოდ მოახსენა ასევე 2018 წლის 21 მაისის ღამით გ------------–------ის საგურამოში მდებარე სახლში მისვლისას ცივი იარაღის ტარების ფაქტის დეტალებიც. მისი განმარტებით, ოთახში შესულმა გ------------–------მა უცბად ამოიღო დანა, დადგა ოთახში შესასვლელი კარის უკან და უთხრა, რომ ისე მოქცეულიყო, რომ არავინ შესულიყო, თორემ ოთახში ვინც შევიდოდა, ნებისმიერს დაარტყამდა დანას. იგი დანის მუქარით მოუწოდებდა - ჩაეცმია ბავშვისთვის და გაყოლოდა. როდესაც გ-------მ დაინახა, რომ ლ--–------–------ა ბავშვს არ აცმევდა, დააპირა მეორე სართულზე, მისი მშობლების ოთახში ასვლა და აგრესიულად უთხრა, რომ ეხლა ეყურებინა რას იზამდა, რომ მათ დახოცავდა. ლ--–------–------ამ განაცხადა, რომ აღნიშნული დანა გ------------–------ის თხოვნის საფუძველზე, თავად გამოწერა ამაზონიდან, რომელსაც გ------- ინახავდა სახლში და დანა მას მამისათვის, ან სხვა პირისათვის, არასოდეს უჩუქებია. მოწმის ჩვენება ამ ნაწილში გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ობიექტის - დანის ამოცნობის ოქმით, როდესაც ლ--–------–------ამ ამოიცნო მის მიერ გ------------–------ისათვის „ამაზონიდან“ გამოწერილი დანა. ასევე განმარტა, რომ აღნიშნული დანის მუქარით 2018 წლის 21 მაისს აიძულა - გაყოლოდა საგურამოდან თბილისში; მოწმე ლ--–------–------ას ჩვენება ასევე დასტურდება ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და მასზე თანდართული ფოტოსურათებით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ხსენებული დანა ლ--–------–------ას მიერ გამოწერილია ინტერნეტ საიტ „ამაზონიდან“.

 

გ------------–------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია 2018 წლის 21 მაისის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმითაც, რომლის თანახმად, ა-–------ს ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------------–------ისგან, პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა შავი ფერის დანა, შავი ფერის ჩასადებით, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამოიცნო ლ--–------–------ამ.

 

მოცემული კვალიფიკაციის ნაწილში ადვოკატი სადავოდ ხდის ორ გარემოებას, კერძოდ, მიუთითებს, რომ ხსენებულ დანას გ------------–------ი არ ატარებდა ხელში, მიმაგრებული არ ჰქონდა სხეულზე და არც ტანსაცმელში ინახავდა; ამასთან, იგი იყო ა-----– ა---–-------ს კუთვნილი დანა, რომელიც გ------------–------მა ა-–------ს ქუჩაზე მდებარე სახლიდან გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე აჩუქა ა---------ს. პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან ვერცერთს და მიუთითებს, რომ, საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში. მოცემულ შემთხვევაში გ------------–------ს ცივი იარაღი მოთავსებული ქონდა პარკში პირად ნივთებთან ერთად, რომელიც ეჭირა ხელში და ისეთივე ადვილად იყო ხელმისაწვდომი, როგორც დანის ტანსაცმელში შენახვისას, ან სხეულზე მიმაგრებისას. აღნიშნული შენიშვნის შეტანით კანონმდებლის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ განესაზღვრა - თუ როდისაა ცივი იარაღის ტარება საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი. რათქმაუნდა, ცივი იარაღით ნებისმიერი სახით გადაადგილება, არ არის მომეტებული საშიშროების მქონე, მაგალითად, დასჯად ქმედებას არ წამოადგენს ცივი იარაღის ტარება ავტომანქანით, თუმცა კანონმდებელმა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააწესა ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც პირს თან - სხეულზე ან მასთან ახლოს აქვს ცივი იარაღი, რასაც ნადვილად ჰქონდა ადგილი განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან გ------------–------ს ნივთი მოთავსებული ჰქონდა მის ხელში არსებულ პარკში. სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ადვოკატის ვერსია, რომ გამომძიებელმა ი-------–-----–--ამ გაანადგურა ის პარკი, რაშიც თავდაპირველად ა---------ს მოთავსებული ჰქონდა გ------------–------ის მიერ ნაჩუქარი დანა. გაურკვეველია, რა დაინტერესება ქონდა ი-------–-----–--ას, გაენადგურებინა ხსენებული პარკი და რა მტკიცებულებებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით აცხადებს ადვოკატი, რომ გამომძიებელი მოქმედებდა მიზანმიმართულად, რათა ცივი იარაღის ტარება ბრალად შერაცხვოდა სწორედ გ------------–------ს.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ ვინ იყო გ------------–------ისაგან ამოღებული ცივი იარაღის მესაკუთრე, აპლატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეების ა-----– ა---–-------ს, ა---------ს და თავად გ------------–------ის მიერ მიცემული ჩვენებები ემსახურება მხოლოდ გ------------–------ისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას და ვერ იქნება გაზიარებული, ვიანიდან მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოკლებულია ლოგიკურ და დასაბუთებულ მსჯელობას. გ------------–------ის დაკავებისას ა---------ს პოლიციელების წინაშე არ დაუფიქსირებია, რომ დანა ეკუთვნოდა მას და შემთხვევით იდო გ------------–------ის კუთვნილ პარკში. ასევე, იმ პირობებში, როდესაც გ------------–------მა შენიშვნა გამოთქვა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე და შეასწორებინა სამართალდამცავებს, მან ხელი მოაწერა პირადი ჩხრეკის ოქმს და არ დაუფიქსირებია, რომ ამოღებული ცივი იარაღი არ ეკუთვნოდა. დაცვის მხარე რატომღაც გვერდს უვლის ამ გარემოებას და აქცენტს აკეთებს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ა-----– ა---–-------ს, ა---------ს და გ------------–------ის ჩვენებებზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად ლოგიკურად მიიჩნია არადამაჯერებლად მათ მიერ განვითარებული ვერსია, რომ თითქოს დანა, რომელიც გ------------–------მა მეუღლეს გამოაწერინა მამისათვის და აჩუქა კიდეც მას, რომელსაც შემთხვევით, სიჩქარეში დანა დარჩა ა-–------ს ქუჩაზე მდებარე ბინაში, რის შემდეგაც თითქოს გ------------–------მა იგი დაუყოვნებლივ გააჩუქა ა---------ზე. ამასთან, თითქოს დანა ა-----– ა---–-----ნმა კოკა-კოლის ბოთლების გახნის მიზნით ამოიღო და შემდეგ დადო მაგიდაზე, რაც სრულად გამოირიცხა ცივ იარაღზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებაზეც და მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განაჩენით გ------------–------ი ნასამართლევია განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო 2018 წლის მაისის მდგომარეობით, მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.

 

იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ 2018 წლის 21 მაისს ღამის საათებში საგურამოში მყოფი გ------------–------ი არ ატარებდა ცივ იარაღს და იმ მომენტში ეს ნივთი იმყოფებოდა ა-----– ა---–-------ს მფლობელობაში, დაცვის მხარე ასევე ცდილობს მსჯავრდებულის ქმედებაში გამორიცხოს მისი მხრიდან ლ--–------–------ას მიმართ იძულების განხორციელების ფაქტიც. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ლ--–------–------ამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გ------------–------მა სწორედ დანის გამოყენების მუქარით აიძულა იგი, რ---- ა---–-----ნთან ერთად გაყოლოდა თბილისში. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ დანის მუქარით არჩევანის წინაშე დააყენა გ-------მ; უთხრა, რომ ან გაყვებოდა, ან მის მშობლებს დახოცავდა. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც გ-------მ დაინახა, რომ ლ--–------–------ა ბავშვს არ აცმევდა, დააპირა მეორე სართულზე, მისი მშობლების ოთახში ასვლა და ლ--–ის აგრესიულად უთხრა, რომ ეხლა ეყურებინა, რას იზამდა; უთხრა, რომ მათ დახოცავდა. ლ--–------–------ას განმარტებით, მას აღნიშნულის გამო ძალიან შეეშინდა და სწორედ ამიტომ დაპირდა გ------------–------ს, რომ ჩაიცვამდა და გაყვებოდა. ამასთან, დაზარალებულმა განმარტა, რომ მან არ დაიყვირა და დასახმარებლად არ მოუხმო არავის, რადგან ფიქრობდა, რომ თუ არ იყვირებდა და გ------------–------ს წაყვებოდა, უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა მისი ოჯახი.

 

გ------------–------ის მიერ ლ--–------–------ას იძულების გზით საგურამოდან წაყვანის შესახებ დაზარალებულ ლ--–------–------ას ჩვენების იდენტურ განმარტებას იძლევიან მოწმეები: ს------- მამარდაშილი, დ---------------–---–ი, რ-------------------ე, ს--–-------–----–---–ი და მ---------–-----–---–ი. ყველა მათგანმა განაცხადა, რომ როგორც ლ--–ისაგან იციან, გ------- ღამე შეიპარა ლ--–------–------ას საძინებელ ოთახში და იგი იძულებით, დანის მუქარით წაიყვანა საგურამოდან თბილისში. მართალია მოწმეთა ჩვენებები გ------------–------ის მიერ იძულების განხორციელების ნაწილში წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ისინი სრულ შესაბამისობაშია ლ--–------–------ას მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან, ამ უკანასკნელის ჩვენებას კიდევ უფრო განამტკიცებენ და მეტ დამაჯერებლობას სძენენ.

 

ასევე, აღსანიშნავია ლ--–------–------ას მიერ ს-----------------–---–-სათვის მიწერილი შეტყობინება - „გ------- შემოვიდა ღამე სახლში და ნუ მოკლედ ისე ქნა, რომ წამოგვიყვანა“. აღნიშნული შეტყობინების შინაასიდან აშკარაა, რომ ლ--–------–------ას თავისი სურვილით არ შეუყვანია გ------------–------ი სახლში და ასევე, საკუთარი ნებით არ გაყოლია ქ.თბილისში. გარდა ამისა, ლ--–------–------ას ჩვენებას ამყარებს გ------------–------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიც, რომლის თანახმადაც, მას შემდეგ, რაც მან დანის გამოყენების მუქარით ლ--–------–------ა აიძულა თან გაჰყოლოდა, იმავე დღეს, რადენიმე საათის გავლის შემდეგ, გ------------–------ი გადაადგილდებოდა ხსენებული დანით.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს მოწმე ა---------–----–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც თითქოს გამორიცხა გ------------–------ის მხრიდან ლ--–------–------აზე იძულების განხორციელების ფაქტი. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც ტაქსის მძღოლმა ა---------–----–---–მა განაცხადა, მთელი გზის მანძილზე გოგონა და მამაკაცი ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ. მამაკაცი მხოლოდ ბავშვს ეფერებოდა ხელით. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ლ--–------–------ამ დახმარების სათხოვნელად არ მიმართა ტაქსის მძღოლს, ავტომატურად არ გამორიცხავს მისი იძულების ქვეშ ყოფნას. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გ------------–------თან მომხდარი კონფლიქტის გამო ლ--–------–------ა წამოვიდა მეუღლის სახლიდან, მას არ სურდა გ-------ს და მისი ოჯახის წევრების ნახვა, ითხოვდა დროს დასამშვიდებლად და ასევე, იგი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, იმავე დღეს უკან გაყვა ს-----------------–---–-ს მიერ მასთან გაგზავნილ ს--–-------–----–---–ს, ა-–------------იას და გ------- მ----–----–--ეს, უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ------------–------მა სწორედ დანის გამოყენების მუქარით აიძულა ლ--–------–------ა, 2018 წლის 21 მაისს, ღამის საათებში ბავშვთან ერთად გაყოლოდა საგურამოდან თბილისში.

 

რაც შეეხება ადვოკატის კითხვას, რომ იმ შეთხვევაში, თუკი გ------------–------ს ხელში ეჭირა დანა და მშობლების მოკვლით ემუქრებოდა ლ--–ი დ--–-------ას, რატომ არ მოხდა მისი ქმედების დაკვალიფიცირება მუქარის მუხლით, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - იძულების ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ფსიქიკური იძულება გამოიხატება მუქარაში, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის, მათ შორის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის. ამდენად, გ------- ა---–-------ს მიერ განხორციელებული მუქარა ექცევა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ფარგლებში, იგი არის ამ დანაშაულის ჩადენის ხერხი და მიზნად ისახავდა ლ--–------–------აზე ზემოქმედებას, შეესრულებინა ის მოქმედება, რომლისგან თავის შეკავებაც მისი უფლებამოსილება იყო.

 

კიდევ ერთი ბრალდება, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრი დასდო გ------------–------ს, არის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული გამოიხატა როგორც 2017 წლის 13 აპრილიდან გ------------–------ის მხრიდან ლ--–------–------აზე ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ტანჯვაში, რაც ასევე განხორციელდა 2018 წლის 15 და 21 მაისსაც, ასევე 2018 წლის 21 მაისს ჩადენილ ფიზიკურ ძალადობაში, როდესაც გ------------–------მა გაშლ--– ხელი დაარტყა სახის არეში.

 

დაზარალებულ ლ--–------–------ას ჩვენებით, ვინაიდან გ------------–------ის ოჯახსა და დ---------------–---–ს შორის არსებობდა პირადი დაპირისპირება, დ---------------–---–ს (მოგვიანებით ს-----------------–--ლსაც) აეკრძალათ ლ--–ისა და გ-------ს ბავშვის - რ---- ა---–-------ს ნახვა. მას შემდეგ, რაც გ-------მ შეიტყო, რომ დ------- შეხვდა რ----ს, აღნიშნული შეხვედრის შემთხვევითობის ფაქტი არ დაიჯერა და კონფლიქტი მათ შორის კიდევ უფრო გამძაფრდა. არც დაზარალებულს და არც ს-----------------–--ლს არ უთქვამთ, რომ ლ--–ის გ------------–------ისაგან აკრძალული ქონდა დედის ნახვა, თუმცა როგორც თავად ლ--–------–------ა აცხადებს, თვითონაც აღარ ნახულობდა დედას, ვინაიდან გ------------–------ს არ სიამოვნებდა აღნიშნული ფაქტი. მას ეუბნებოდა, რომ ბავშვი სახლში დაეტოვებინა და თავად სადაც უნდოდა, იქ წასულიყო, თუმცა იმის გამო, რომ ბავშვი იყო მცირეწლოვანი, ვერ ტოვებდა, ამიტომაც ვერ ახერხებდა სახლიდან გასვლას. მას არ სურდა უარესად დაძაბვოდა ურთიერთობა გ------------–------თან და ითმენდა ყოველივეს. თუმცა ყველაზე განსაკუთრებულ ტანჯვას მას აყენებდა ის გარემოება, რომ გ------------–------ი ხშირად ეუბნებოდა ცუდი - დედა ხარ და ბავშვს ვერ უვლიო. გ------------–------ის დამოკიდებულება ამ საკითხზე მასზე ძალიან მოქმედებდა და იწვევდა მასში გაღიზიანებას და სტრესს.

 

ის გარემოება, რომ ლ--–------–------ა ხშირად არ ნახულობდა დედას - ს-----------------–--ლს, დადასტურებულია თავად ს-----------------–---–-ს, დ---------------–---–ის, რ-------------------ის, ასევე ნ--------------–-–---–ის და თავად გ------------–------ის ჩვენებებით. ს-----------------–--ლმა და დ---------------–---–მა დაადასტურეს, რომ ვინაიდან დ---------------–---–მა ვერ შეძლო გ------------–------ის დახმარება ციხიდან დროულად გამოსვლაში, მას აუკრძალეს ოჯახში მისვლა და რ---- ა---–-------ს ნახვა, მოგვიანებით გ------------–------მა ს-----------------–--ლზეც გაავრცელა აღნიშნული აკრძალვა. ისინი ადასტურებენ, რომ გ------------–------ს არ სურდა მეუღლის ნათესავებთან ურთიერთობა და მისი სურვილიდან გამომდინარე, ლ--–------–------ასაც აღარ ქონდა ხშირი კონტაქტი მათთან; გათხოვების შემდეგ საგურამოშიც აღარ ჩადიოდა, რასაც ასევე ადასტურებს მათი ოჯახის დარაჯი რ-------------------ე. გარდა აღნიშნულისა, ის ფაქტი, რომ გათხოვების შემდეგ ლ--–------–------ა სახლიდან იშვიათად გადიოდა და ბავშვის მოვლით აქტიურად იყო დაკავებული, დასტურდება მისი მეგობრების ჩვენებებითაც. ამასთან, თავად მსჯავრდებულმა გ------------–------მაც არ უარყო სასამართლოს წინაშე, რომ იგი ხშირად აძლევდა შენიშვნებს ლ--–------–------ას რ----ს ინტერესებიდან გამომდინარე და ცდილობდა, რომ ლ--–ი მხოლოდ ბავშვის მოვლით ყოფილიყო დაკავებული. მანვე დაადასტურა, რომ სახლიდან გააგდო ლ--–------–------ას დედა ს-----------------–---–-. ასევე, მოწმე ნ---- ქათველიშვილმა მოახსენა სასამართლოს, რომ მის შვილსა და ს-----------------–--ლს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ლ--–იც აღარ ნახულობდა დედამისს, ტელეფონითაც არ უკავშირდებოდა, არ წავიდა მის დაბადების დღეზე. 2018 წლის 15 მაისს, გ------------–------ის სამსახურში წავლის შემდეგ კი ლ--–იმ უთხრა, რომ ნორმალური არ იყო ს------- რომ მათთან სახლში ვეღარ მიდიოდა, რაზეც ნ---- დაპირდა, რომ დაელაპარაკებოდა გ------------–------ს.

 

დ---------------–---–მა და ს-----------------–--ლმა ასევე დაადასტურეს, თუ როგორ მძიმე ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა ლ--–------–------ა 2018 წლის 16 მაისს - საგურამოში ჩასვლის შემდეგ; იგი იყო დაღლ--–ი, განერვიულებული, არ ქონდა ა---–-----ნებთან კომუნიკაციის სურვილი; ქუჩაში წითელი მანქანის დანახვაც კი აშინებდა, ვინაიდან წითელ მანქანას ფლობდა ა---–-----ნების ოჯახი. როგორც ლ--–------–------ამ განაცხადა, საგურამოში წასვლის მიზეზი იყო მასა და გ------------–------ს შორის 2018 წლის 15 მაისს მომხდარი კონფლიქტი. კერძოდ, ამ დღეს, დილით ადრე მან და გ------------–------მა იჩხუბეს, გ------- ახრჩობდა და თავი დაარტყმევინა, რა დროსაც იგრძნო ფიზიკური ტკივილი, შეურაცხყოფა და შიში. მეორე დღეს, 2018 წლის 16 მაისს, გ------------–------ს კითხა - ფიზიკურ შეურაცხყოფას მომავალშიც ექნებოდა თუ არა ადგილი, რაზეც გ-------მ უპასუხა - „ალბათ არაო“. აღნიშნულმა პასუხმა კი გადააწყვეტინა, რომ წასულიყო გ------------–------ისგან და თან წაეყვანა შვილიც.

 

ლ--–------–------ას მიერ გ------------–------ის მხრიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებით განცდილ ფსიქოლოგიურ ტანჯვას, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ადასტურებს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც. ექსპერტმა მ--------------- განაცხადა, რომ ძალიან დიდი სტრესია, როდესაც გოგონას არ აქვს ურთიერთობა დედასთან, რადგან ქალიშვილსა და დედას შორის არის განსაკუთრებული დამოკიდებულება. ბრალდების მხარე არ დაობს, რომ ლ--–------–------ას აკრძალული ჰქონდა დედასთან ურთიერთობა, თუმცა როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, იგი ა---–-------ს დამოკიდებულების გამო თითქმის არ ნახულობდა დედას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვენლობა ენიჭება არა იმ ფაქტს, ლ--–ის ქონდა თუ არა აკრძალული დედასთან ურთიერთობა, არამედ იმ გარემოებას, რომ იგი ფაქტიურად არ ნახულობდა და მჭიდრო კავშირს არ ამყარებდა დედასთან. ასევე, გაურკვეველია რა გარემოებებზე დაყრდნობით აცხადებს ადვოკატი, რომ ადამიანი ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდის მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი იზოლირებულია გარე სამყაროსგან და მას არ აქვს ზურგის განცდა. მიუხედავად იმისა, რომ ლ--–------–------ას არავისთან არ ქონია შეზღუდული კომუნიკაციის უფლება, ნათესავებთან ურთიერთობაზე გ------------–------ის შეხედულებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ავტომატურად ექცეოდა შეზღუდვების ფარგლებში.

 

ის გარემოება, თუ სანდოობის კუთხით, რამდენად შეიძლება გულწრფელად იქნეს მიჩნეული გამოსაკვლევი პირის მიერ ექსპერტისათვის მიწოდებული ინფორმაცია, წარმოადგენს თავად შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ექსპერტის შეფასების საგანს, რომელმაც მოცემულ შემთხვევაში ნათლად მიუთითა მის მიერ გაცემული დასკვნის კატეგორიულ ხასიათზე და დაადასტურა, რომ ლ--–------–------ა იყო ობიექტური და გულწრფელი, მან შეაფასა ლ--–------–------ას სანდოობის ხარისხიც და დარწმუნებულია, რომ მას მართლაც გადახდა მის მიერ მონათხრობი მოვლენები.

 

რაც შეეხება 2018 წლის 21 მაისს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტს, დაზარალებულის ჩვენებით, მას შემდეგ, რაც უარი უთხრა თბილისში გაყოლაზე, გ------------–------მა გაშლ--–ი ხელი დარტყა სახის არეში, რაც ეტკინა, აეწვა და მიხვდა, რომ გაკაწრული ქონდა, სავარაუდოდ გარტყმისას ფრჩხილი მოხვდა. როდესაც მივიდნენ ჭ--------------------ე მდებარე გ-------ს სახლში, მას ა-----– ა---–-----ნმაც შენიშნა ნაკაწრი და კითხა, თუ რა სჭირდა თვალზე, რაზეც უპასუხა - „გ-------ს ფრჩხილებიაო“. ლ--–------–------ას განმარტებით, მის შვილს, რ---- ა---–-----ნს ისეთი ძლიერი ფრჩხილები არ აქვს, რომ ასე დაეკაწრა.

 

ლ--–------–------ას სახეზე ნაკაწრის არსებობის ფაქტი დაადასტურეს მოწმეებმა: ს-----------------–--ლმა, დ---------------–---–მა, რ-------------------ემ, მ---------–-----–---–მა და ს--–-------–----–---–მა. ასევე, 2018 წლის 23 მაისს შედგენილი ლ--–------–------ას გარეგნული დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ლ--–------–------ას მარცხენა თვალის მარჯვენა კუთხეში, ზედა და ქვედა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის დაზიანება. დაცვის მხარე ცდილობს არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტ ლ--–ი ჩ---–--–---–-ს ჩვენებას, თითქოს ხსენებული მტკიცებულებებით გამოირიცხა გ------------–------ისაგან ლ--–------–------ასათვის თვალის არეში არსებული დაზიანების მიყენების შესაძლებლობა. ექსპერტმა სასამართლოს მოახსენა, რომ ამ დაზიანების განვითარება შესაძლებელია ადამიანის ფრჩხილითაც, რაც რათქმა უნდა, უპირობოდ არ მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ მხოლოდ რ---- ა---–-----ნს შეეძლო ფრჩხილის საშუალებით ლ--–------–------ას დაზიანება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თავად ლ--–------–------ას მითითებით, გარტყმის შემდეგ იგრძნო ისეთი წვა, რომ იფიქრა სახე ფრჩხილით გაეკაწრებოდა. რათქმა უნდა, შეუძლებელია ექსპერტმა წუთების და წამების მითითებით განსაზღვროს, თუ კონკრეტულად რა დროს მიიღო სახეზე დაზიანება ლ--–------–------ამ, თუმცა იგი კატეგორიულად აცხადებს, რომ ხანდაზმულობით არსებული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 21 მაისის ღამის საათებს. ამდენად, აპელანტი უსაფუძვლოდ ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ლ--–------–------ას ჩვენება და მის მიმართ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს სახეზე მიყენებული დაზიანების გამომწვევ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ეპიზოდში წარმოდგენილ დაცვის მხარის მტკიცებულებებს, პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ისინი არ არიან რელევანტურნი გ------------–------ის ბრალეულობის შეფასების კონტექსტში. გ------------–------ის პიროვნული მახასიათებლების დადებითად წარმოჩენისა და ლ--–------–------ას დისკრედიტაციის გზით, მოწმეები ცდილობენ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან დაიხსნან მსჯავრდებული, თუმცა ვინაიდან ისინი მხოლოდ ზოგად კონტექსტში საუბრობენ ა---–-----ნების ოჯახურ მდგომარეობაზე და ბრალად წარდგენილ კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებაში არ ფლობენ რაიმე სახის ინფორმაციას, პალატა არ მისცემს მათ შეფასებას.

 

მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით გამოკვლეული მეწმეთა ჩვენებები და კანონის სრული დაცვით მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებები უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გ------------–------მა ლ--–------–------ას მიმართ ჩაიდინა ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ასევე ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია გ------------–------ის მიერ დ---------------–---–ზე სამსახურებრივად განპიროვნებული ავტომანქანის თვითნებობით დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით. ადვოკატი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს წინაშე აპელირებს, რომ მცხეთის რაიონ სოფელ საგურამოში დ---------------–---–ის და ს-----------------–---–-ს კუთვნილი სახლის ეზოში გაჩერებული „TOYOTA LANDCRUISER PRADO”-ს მარკის ავტომობილის, გასაღები ლ--–------–------ამ თავისი ნებით გადასცა გ------------–------ს, უთხრა, რომ ეზოში ორი ავტომანქანა იდგა და ფეხით რატომ უნდა წასულიყვნენ. ის გარემოება, რომ ლ--–------–------ა გზის იმ მონაკვეთზე ფეხით არასოდეს გადაადგილებულა, უპირობოდ არ მიანიშნებს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მან მიაწოდა გ------------–------ს ავტომანქანით წასვლის იდეა. ლ--–------–------ამ გულწრფელად აღნიშნა, რომ გ------------–------ი თავდაპირველად მართლაც ფეხით აპირებდა მისი და რ----ს წაყვანას და მოუწოდა კიდეც, რომ თბილად ჩაეცვათ, თუმცა მას შემდეგ, რაც გ------------–------მა იპოვა ავტომანქანის გასაღები, უთხრა, რომ ფეხით აღარ მიდიოდნენ. ასევე, ლ--–------–------ამ არ უარყო, რომ გ------------–------მა შემთხვევით აიღო დ-------------–---–ის სარგებლობაში არსებული და არა ს-----------------–---–-ს კუთვნილი ავტომანქანის გასაღები. თუმცა, მან ნათლად დაადასტურა, რომ მას არ დაურთავს ნება გ------------–------ისთვის აეღო ავტომობილის გასაღები და მანქანით ესარგებლა, მითუმეტეს, რომ ეს ავტომობილი იყო დ---------------–---–ის სამსახურეობრივი ავტომობილი, რომლის საჭესთან იგი არასოდეს მჯდარა და არც მისი ვინმესათვის თხოვების უფლება არ ქონდა; აღნიშნული მანქანით სარგებლობის უფლება დ---------------–---–ს მისთვის არასოდეს მიუცია.

 

გარდა ლ--–------–------ას ჩვენებისა, ის გარემოება, რომ საქართველოს უშიშიროების საბჭოს აპარ----ს ბალანსზე რიცხულ დ---------------–---–ის სარგებლობაში არსებული ავტომანქანით, დ---------------–---–ის და მისი მძღოლის - გ---------–---–ის გარდა, სხვას არავის უსარგებლია, დასტურდება თავად დ---------------–---–ის, ასევე ს-----------------–---–-ს და რ-------------------ის ჩვენებებით. მოწმეებმა განმარტეს, რომ დ------- ამის ნებას არავის რთავდა. ამ პირობებში სრულიად ლოგიკურია, რომ თუკი ლ--–------–------ა გადაწყვეტდა გ------------–------ისათვის შეეთავაზებინა ავტომობილით წასვლა, იგი არჩევანს შეაჩერებდა დედის - ს-----------------–---–-ს საკუთრებაში არსებულ ავტომობილზე დ არა მამობილის - დ---------------–---–ზე სამსახურებრივად განპიროვნებულ ავტომობილზე, რომლითაც მფლობელის და მისი მძღოლის გარდა, არასოდეს არავის უსარგებლია.

 

ასევე, ლ--–------–------ამ დაადსტურა, რომ მან აუხსნა გ------------–------ს, თუ როგორ იღებოდა ჭიშკარი, თუმცა აღნიშნულ გარემოებას პალატამ უკვე მისცა შეფასება და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლ--–------–------ას საგურამოდან ქ.თბილისში წაყვანა გ------- ახვლედინმა განახორციელა იძულების საფუძველზე. რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას იმ გარემოებებზე, რომ რაქვიაშვილის კუთვნილი სახლი მდებარეობს ტყის პირას, ღამით გზაზე არსებობს ცხოველების თავდასხმის საშიშროება და ცენტრალურ გზამდე მისასვლელი ალტერნატიული გზა არ არსებობს; ამასთან, გ------------–------მა პირველივე შესაძლებლობისთანავე, როდესაც მიაღწია ცენტრალურ გზას, გააჩერა დ---------------–---–ის ავტომობილი და ცოლ-შვილთან ერთად გადაჯდა ტაქსში, პალატა მიუთითებს, რომ დასახელებული არგუმენტები არ გამორიცხავს გ------------–------ის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს; სწორედ აღნიშნული გარემოებების არსებობა გახდა გ------------–------ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების საფუძველი.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ სახეზეა ქმედების თვითნებობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულო ნიშანიც, რაც პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანში გამოიხატება. კერძოდ, დადგენილია, რომ გ------------–------ის მიერ დაუფლებული „TOYOTA LANDCRUISER PRADO”-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით - Z------, იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარ----ს ბალანსზე რიცხული და დ---------------–---–ს სამსახურებრივად ჰქონდა სარგებლობაში გადაცემული. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 21 მაისს დ---------------–---–მა გაღვიძებისთანავე შეიტყო, თუ სად იმყოფებოდა მისი ავტომობილი, მან ვერ შეძლო მისით სარგებლობა. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შეფასებას, რომ მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა არ არის რელევანტური. მას შემდეგ, რაც დ---------------–---–ს ავტომანქანა არ დახვდა სახლის ეზოში, იგი დაუკავშირდა გ------- ა--–-–---–ს, რომელსაც სთხოვა, რომ მისულიყო მასთან და წაეყვანა სამსახურში, ვინაიდან ქონდათ სასწრაფო და აუცილებელი საქმე. აღნიშნულით კი არსებითად შეიზღუდა მისი, როგორც ავტომანქანის მფლობელის ინტერესები - საკუთარი სურვილისამებრ ესარგებლა მასზე განპიროვნებული ავტომანქანით და გამოეყენებინა იგი სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შესასრულებლად.

 

დაცვის მხარე ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ სამართალდამცავების მიერ გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად, ტენდენციურად, არ განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქედებები, არ დაიკითხა ყველა ის მოწმე, ვინც ფლობდა ინფორმციას გ------------–------ისათვის ბარლად წარდგენილ ქმედებებთან დაკავშირებით, სრულყოფილად არ ჩატარებულა ექსპერტიზები, რომელთან განხორციელების შემთხვევაში უტყუარად დადგინდებოდა მსჯავრდებულის უდანაშაულობა. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, როგორც ბრალდების მხარე, რომ როგორც პირადად, ასევე სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის საფუძველზე მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების წარმოუდგენლობა სულაც არ აკნინებს იმ მტკიცებულებების სანდოობას და რელევანტურობას, რაც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლოში და რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულ გ------------–------ის მიერ იმ ქმედებების ჩადენის ფაქტი, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო მცხეთის რაიონულმა სასამართლომ.

 

ამდენად, პალატამ მიმოიხილა და გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეაფასა სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი არგუმენტების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ------------–------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი თითოეული კავლიფიკაციის ნაწილში სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა და მან პასუხი უნდა აგოს სწორედ სასამართლოს მიერ მითითებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

 

რაც შეეხება გ------- ა----–-----ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათავლისწინებულ ქმედებაში, პალატა ამ ნაწილშიც სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები უტყუარობის კრიტერიუმს აკმაყოფილებენ მხოლოდ ქმედების თვითნებობით კვალიფიკაციისათვის.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ თვითნებობა ობიექტური შემადგენლობის ნიშნებით გარეგნულად ზოგჯერ ძალიან ჰგავს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობას, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და თავად მსჯავრდებულის ქცევის, მოტივის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის შემდეგ, უნდა მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამიჯვნა, რასთან გვაქვს საქმე - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან, თუ - თვითნებობასთან (იხ. 2015 წლის 12 ივნისის საქმე №7-----). ამასთან, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითნებობას საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისაგან განასხვავებს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით კრიმინალიზებულია თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. თვითნებობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლებების განხორციელების წესი. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. სასამართლო განმარტავს, რომ თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს ან/და ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. სწორედ იმის გამო, რომ გ------- ა----–-----მა იცოდა მის მიერ დაუფლებული „ტოიოტა ლენდს კრუიზერ პრადოს“ მარკის ავტომანქანის დ---------------–---–ის მფლობელობაში არსებობის ფაქტი, მან განახორციელა არა ნამდვილად თავისი, არამედ თავისად დაგულებული უფლება, კერძოდ მიიჩნია, რომ ვინაიდან ბნელ ღამეში, ტყის პირას მდებარე სახლიდან უნდა წაეყვანა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, სადაც არსებობდა შინაური და გარეული ცხოველების შეხვედრის საშიშროება, ჩათვალა, რომ ჰქონდა უფლება ესარგებლა ოჯახში გაჩერებული ავტომობილებიდან ერთ-ერთით. როგორც თავად დაზარალებულ ლ--–------–------ას ჩვენებით გამოვლინდა, გ------------–------მა მხოლოდ შემთხვევით შეარჩია დ---------------–---–ის და არა ს-----------------–---–-ს ავტომანქანა, კერძოდ ისინი ჩასხდნენ იმ მანაქანაში, რომელიც გაიხსნა პულტზე ხელის დაჭერის შემდეგ.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის N1----- გადაწყვეტილებაზეც, სადაც საკასაციო ინსტანციამ მიუთითა, რომ კანონმდებელმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღებით, ავტომანქანის გატაცების შემთხვევაში, განზრახვიდან გამომდინარე, უარი თქვა პირის სპეციალური მუხლით დასჯაზე და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაბამის მუხლებში მოაქცია აღნიშნული ქმედება; ხოლო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი სასამართლომ განმარტა, როგორც დამნაშავისათვის შესაძლებლობის მიცემა, ფლობდეს და განკარგოს სხვისი ქონება, როგორც საკუთარი. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საკასაციო ინსტანციის აღნიშნულ განმარტებას, ვინაიდან რომ არა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის ამგვარი განმარტება, ფაქტიურად აზრს კარგავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე მუხლებით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების - იგივე ქმედება ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არსებობა. თუმცა, ყველა შემთხვევაში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სუბიექტური მხარის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია პირის ანგარებითი მოტივი, რაშიც იგულისხმება ქმედების ჩადენა იმ მიზნითა და მოტივით, როდესაც პირს სურს მიიღოს ნებისმიერი სახის მატერიალური გამორჩენა, ფული, ქონება, ქონებაზე უფლება ან/და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს სხვისი საკუთრება. მოცემულ შემთხვევაში კი დადასტურებული ფაქტია, რომ გ------------–------ი არ აპირებდა დ---------------–---–ის მფლობელობაში არსებული ავტმანქანით არც მატერიალური გამორჩენის მიღებას და არც ამ ნივთის თავის სასარგებლოდ განკარგვას, მისი ერთადერთი მოტივი იყო, ქ. თბილისისაკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მშვიდობიანად მიეყვანა ლ--–ი დ--–-------ა და რ---- ახვედიანი, რის შემდეგაც, მიეცა თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ესარგებლა ტაქსის მომსახურებით, მან თვითნებურად დაუფლებული დ---------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანა დატოვა ადგილზე, ცოლ-შვილი კი წაიყვანა ტაქსით. ამასთანავე, ლ--–------–------ას შეტყობინება გააგზავნინა ს-----------------–---–--ან ავტომანქანის ადგილსამყოფელის შესახებ. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს მის ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის და თავის მხრივ ქურდობის შემადგენლობის არსებობას.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გ------- ახველნიამა ისარგებლა რა დ---------------–---–ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანით, ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება სასამართლოს მიერ გ------------–------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებიდან 2018 წლის 15 მაისს მომხდარი კონფლიქტის დროს საოჯახო ნივთების მსხვრევის ამორიცხვის ფაქტს, პალატა განმარტავს, რომ სრულად იზიარებს დაზარალებულ ლ--–------–------ას ჩვენებას, როგორც სარწმუნოს და დამაჯერებელს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის უალტერნატივო მოთხოვნაა, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის არსებობდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში გ------------–------ის მიერ ლ--–------–------ას მიმართ ფიზიკური ძალადობის და ფსიქოლოგიური ტანჯვის ფაქტთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელის ჩვენება საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან კავშირში, ქმნის შეთანხმებულ და დამაჯერებელ ერთობლიობას პირის დამნაშავედ ცნობისათვის. თუმცა, საოჯახო ნივთების დამსხვრევის შეფასების კუთხით საქმეზე წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. სხვა არცერთი მტკიცებულებიდან არ დგინდება, რომ გ------------–------მა 2018 წლის 15 მაისს კონფლიქტისას რაიმე დაამსხვრია. იმ დროს ბინაში მყოფი მისი მშობლები საერთოდ არ აწვდიან სასამართლოს ინფორმაციას ლ--–------–------ასა და გ------------–------ს შორის მომხდარი უთანხმოების შესახებ; კონფლიქტის დროს, ან მისი დასრულებისთანავე არავის უნახავს, თუ რა ხდებოდა ა---–-----ნების ბინაში, ასევე არ არის მოპოვებული არანაირი ნივთიერი თუ წერილობითი მტკიცებულება, რაც აშკარად მიუთითებდა ნივთების დამსხვრევის ფაქტზე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საოჯახო ნივთების მსხვრევასთან დაკავშირებით სახეზეა მხოლოდ ერთი მტკიცებულებიდან შექმნილი ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება გ------------–------ის ბრალეულობა მასში, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას; მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლ--–ების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას - სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები. პალატა მიიჩნევს, რომ გ------------–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ერთ ნაწილში კვალიფიკაციის შეცვლით არ დარღვეულა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, გ------------–------ის მიმართ სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის №54აპ-16 განაჩენზეც, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „... საკასაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.“

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------------–------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ოჯახური მდგომარეობა და პიროვნული მახასიათებლები) და დამამძიმებელი (პირობით გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენა) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება და აღნიშნულის საფუძველზე მას როგორც, ბრალად წარდგენილი თითოეული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, ასევე დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

 

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიერ პირობითი გამოსაცდელი ვადის პერიოდში ახალი დანაშაულის ჩადენა, უალტერნატივოდ არ შეიძლება გახდეს მისი მკაცრად დასჯის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს, რომ გ------------–------ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომლის მიმართაც დაკავებამდე იჩენდა განსაკუთრებულ მზრუნველობას; იგი არაერთი ადამიანის მიერ ხასიათდება დადებით პიროვნებად, ასევე მის მიერ ჩადენილი თითოეული დანაშაულებრივი ქმედება განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს და გ------------–------ი არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის განსაკუთრებული საფრთხის მომტან პიროვნებას, რომელიც საჭიროებს დიდი ხნის ვადით იზოლირებას პენიტენციურ დაწესებულებაში. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, გ------------–------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მის მიმართ შემსუბუქებული იქნეს განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი.

 

კერძოდ, პალატის შეფასებით, გ------------–------ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე, წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელიდან ნაწილის - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დამატება და მის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა იქნება მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენში ცვლ--–ება უნდა შევიდეს გ------------–------ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოდ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 293-ე მუხლს პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ თ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ გ------------–------ის ადვოკატების შ-----------–--ის და ვ-----–-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ცვლ--–ება შევიდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენში.

 

გ------------–------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

გ------------–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111.160-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2381 მუხლის მე-2 ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 111.150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.160-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.150-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ და გ------------–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განაჩენით გ------------–------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------------–------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

გ------------–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

გ------------–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 მაისიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები: გ------------–------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: 2 ცალი ,,IPONE“-ს მარკის მობილური ტელეფონი, თეთრი ფერის ტრუსი, ტელეფონის დამტენი, ნაცრისფერი წინდები, შავი ფერის მაისური, დეზადორი, 5 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, 9 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, 3 ცალი 5 ლარიანი კუპიურა და ასევე მისი ტანსაცმელი დაუბრუნდეს გ------------–------ს ან მისი ოჯახის წევრს; ლ--–------–------ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს ლ--–------–------ას; ,,K-----“-ის ბრენდის შავი ფერის დანა ჩასადები ბუდით გადაეცეს სახელმწიფოს - სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით, თითის კვლები, მიკრონაწილაკები, დნმ-ს ნიმუშები, ფრჩხილის ნიმუშები, ანაწმენდის ნიმუშები, სისხლის ნიმუშები, ანაბეჭდის ნიმუშები განადგურდეს; „TOYOTA LANDCRUISER PRADO“-ს მარკის ავტომანქანა სახ. N Z------- და მისი ორი ცალი გასაღები გადაეცეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო 4 ცალი სდ დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. კაპანაძე