განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.07.2019
საქმის ნომერი
330310018002730931
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1052-19

N330310018002730931

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

წარმომადგენელი - ი-------------–-----

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ---- ხ--------ი, ლ---- ხ--–-–---–ი

წარმომადგენელი - მ------ ყა--–-–---–ი

 

თავდაპირველი მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ნ---- ხ--------ის და ლ---- ხ--–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- გადაწყვეტილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურების შესახებ წარდგენილი №1---------------- განცხადების (განცხადება ფოსტის მეშვეობით გაგზავნილია 2018 წლის 10 ივლისს) არსებითად განხილვა კანონით დადგენილი წესით; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი (ვირტუალური უარი) ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის 2018 წლის 20 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

1.2.1. ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1992 წლის 01 ივნისის №2------- განკარგულებით ირკვევა, რომ დაკმაყოფილდა ფირმა ,,ქ--–----ს’’ თავმჯდომარის თხოვნა მ----–---–-ს ქუჩაზე საფირმო მაღაზიისათვის სარდაფში ჩასასვლელის მოსაწყობად, ხოლო აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, 1992 წლის 02 ივნისის №1-- შეთანხმებით, შეთანხმებულად ჩაითვალა ფირმა ,,ქ--–----ს’’ მაღაზიის ჩასასვლელის მოწყობა მ----–---–-ს ქუჩა №9-ში და გაიცა №1-- ორდერი (ს.ფ. 21-23).

 

1.2.2. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 12 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ----–---–-ს ქუჩა №9, სარდაფი: 18 კვ. მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0----------------------, 2013 წლის 26 აპრილიდან თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ---- ხ--------ის და ლ---- ხ--–-–---–ის სახელზე (ს.ფ. 136-137).

 

1.2.3. 2018 წლის 10 ივლისს, ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის წარმომადგენელმა მ------ ყა--–-–---–მა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1032 მუხლის შესაბამისად მოითხოვა დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურება და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.

 

მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი განცხადება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა 2018 წლის 12 ივლისს და მიენიჭა ნომერი: 1---------------- (ს.ფ. 12-14).

 

1.2.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- წერილით (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1032 მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესის მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 11 ივლისს, რის გამოც სამსახური მოკლებული იყო აღნიშნული წესის შესაბამისად სამუშაოების დადასტურების შესაძლებლობას (ს.ფ. 15-16).

 

1.2.5. 2018 წლის 20 აგვისტოს, ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის წარმომადგენელმა მ------ ყა--–-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- წერილის ბათილად ცნობა, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურება.

 

ქ. თბილისის მუნიციპალტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში, ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია (ს.ფ. 17-20).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

1.2.6. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 0თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული ასევე, რომ ნ---- ხ--------ის და ლ---- ხ--–-–---–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში არ უმსჯელია მოპასუხეს- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. ასეთ შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი (ვირტუალური უარი), ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მიჩნეული უნდა იქნეს ასევე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

1.3.2. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- გადაწყვეტილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და დაევალოს მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისში, მ----–---–-ს ქუჩა №9-ში (საკ. კოდი: №0----------------------) სარდაფის ჩასასვლელისა და ფანჯრის ღიობის მოსაწყობად განხორციელებული მშენებლობის დადასტურება და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან მოსარჩელეთა განთავისუფლება, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი(შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული კანონის 1032-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელმაც 2007 წლის 1 იანვრიდან ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის სანებართვო პირობების დარღვევით ან უნებართვოდ განახორციელა მშენებლობადამთავრებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები(შენობა-ნაგებობის, მზიდი კონსტრუქციების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია) ან 2015 წლის 20 აპრილის მდგომარეობით მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს წერილობითი დასტურის დარღვევით განახორციელა შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები(შენობა-ნაგებობის სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლის მოწყობა და ქანობზე ღიობის/ღიობების გამოჭრა), რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს ან/და რომლებიც არ ცვლის შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდისაგან და ამ კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის გამოსწორებულია ან თუ ეს სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორდება ან მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ დადასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, შენობა-ნაგებობის(ობიექტის) ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მოთხოვნით და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დასადასტურებლად მიმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 10 ივლისს ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის წარმომადგენელმა მ------ ყა--–-–---–მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1032-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურება და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- წერილით (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1032-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესის მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 11 ივლისს, რის გამოც სამსახური მოკლებული იყო აღნიშნული წესის შესაბამისად სამუშაოების დადასტურების შესაძლებლობას.

 

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეების მიერ განცხადება წარდგენილი იქნა დაგვიანებით, კერძოდ, 2018 წლის 12 ივლისს, ხოლო ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1032-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესის მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 11 ივლისს და მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი.

 

სასამართლოს განმარტებით, თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2018 წლის 10 ივლისს ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის წარმომადგენელმა მ------ ყა--–-–---–მა, საქართველოს ფოსტის მეშვეობით წარადგინა განცხადება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1032-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურება და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, ხოლო აღნიშნული განცხადება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა 2018 წლის 12 ივლისს და მიენიჭა ნომერი: 1----------------.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, მოსარჩელეების - ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის (წარმომადგენელი მ------ ყა--–-–---–ი) მიერ არ მომხდარა ელექტრონული განცხადების წარდგენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში, თუმცა, მოსარჩელეებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, კანონმდებლობისა და ვადის სრული დაცვით წარადგინეს განცხადება, რამეთუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ვალდებული იყო ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის მიერ 2018 წლის 10 ივლისს წარდგენილი №1---------------- განცხადება განეხილა არსებითად და მიეღო გადაწყვეტილება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.

 

ამდენად, დასახელებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით მიიჩნია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1032-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესის მოქმედების ვადა ამოწურული იყო, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საფოსტო გზავნილი) ცალსახად დასტურდება მოსარჩელეთა მიერ განცხადების ვადაში წარდგენის ფაქტი.

 

1.3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მათ, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაევალოს ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურების შესახებ წარდგენილი №1---------------- განცხადების (განცხადება ფოსტის მეშვეობით გაგზავნილია 2018 წლის 10 ივლისს) არსებითად განხილვა კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას, დაევალოს მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისში, მ----–---–-ს ქუჩა №9-ში (საკ.კოდი: №0----------------------) სარდაფის ჩასასვლელისა და ფანჯრის ღიობის მოსაწყობად განხორციელებული მშენებლობის დადასტურება და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან მოსარჩელეთა განთავისუფლება,- აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის ამ მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლო დამოუკიდებლად მსჯელობას არ იქონიებს, ვინაიდან ქ. თბილისში, მ----–---–-ს ქუჩა №9-ში (საკ.კოდი: №0----------------------) სარდაფის ჩასასვლელისა და ფანჯრის ღიობის მოსაწყობად განხორციელებული მშენებლობის დადასტურებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან მოსარჩელეთა განთავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურების შესახებ წარდგენილი №1---------------- განცხადების (განცხადება ფოსტის მეშვეობით გაგზავნილია 2018 წლის 10 ივლისს) კანონით დადგენილი წესით არსებითად განხილვის შედეგად. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- გადაწყვეტილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურების შესახებ წარდგენილი №1---------------- განცხადების (განცხადება ფოსტის მეშვეობით გაგზავნილია 2018 წლის 10 ივლისს) არსებითად განხილვა კანონით დადგენილი წესით, სასამართლოს მიერ ვერ იქნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის დავალება ქ. თბილისში, მ----–---–-ს ქუჩა №9-ში(საკ.კოდი: №0----------------------) სარდაფის ჩასასვლელისა და ფანჯრის ღიობის მოსაწყობად განხორციელებული მშენებლობის დადასტურების და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან მოსარჩელეთა განთავისუფლების თაობაზე.

 

1.3.4. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეთა ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარის(ვირტუალური უარი) ბათილად ცნობა ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის 2018 წლის 20 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს, ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის წარმომადგენელმა მ------ ყა--–-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- წერილის ბათილად ცნობა, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურება, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში, ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურების შესახებ წარდგენილი №1---------------- განცხადების (განცხადება ფოსტის მეშვეობით გაგზავნილია 2018 წლის 10 ივლისს) არსებითად განხილვა, აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით წარდგენილი ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარის (ვირტუალური უარი) კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" და "ე1" პუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია და გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

აპელანტის განმარტებით, დადგენილია, რომ ნ---- ხ--------ის და ლ---- ხ--–-–---–ის წარმომადგენელმა მ------ ყა--–-–---–მა 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს ფოსტის მეშვეობით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისში, მ----–---–-ს ქ. N9-ში (ს/კ N0----------------------) სარდაფის ჩასასვლელისა და ფანჯრის ღიობის მოსაწყობად განხორცილებული მშენებლობის დადასტურება და პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება. აღნიშნული განცხადება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის მეშვეობით დაეწერა 2018 წლის 12 ივლისს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის N6------------- წერილით განმცხადებელს განემარტა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1032 მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესის თაობაზე, ასევე აღნიშნული წესის მოქმედების ვადის შესახებ. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ თუ წინამდებარე განცხადებაში მითითებული სამუშაოები (სარდაფის ჩასასვლელისა და ფანჯრის ღიობის მოწყობა) განხორციელებულია 2007 წლის 01 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით და აკმაყოფილებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულებით დამტკიცებული "პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის" მოთხოვნებს, ლეგალიზების მოთხოვნით შეეძლო მიემართა სამსხურისთვის ელექტრონულად, ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით (www.tas.ge), ასევე მიეთითა შესაბამისი ნომენკლატურა.

 

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის N96------------- წერილი საქრთველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აპელანტი მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის N6------------- წერილით განმცხადებელს განემარტა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1032 მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესის თაობაზე, ასევე აღნიშნული წესის მოქმედების ვადის შესახებ. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ თუ წინამდებარე განცხადებაში მითითებული სამუშაოები (სარდაფის ჩასასვლელისა და ფანჯრის ღიობის მოწყობა) განხორციელებულია 2007 წლის 01 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით და აკმაყოფილებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ბრძანებულებით დამტკიცებული "პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის" მოთხოვნებს, ლეგალიზების მოთხოვნით შეეძლო მიემართა სამსახურისთვის ელექტრონულად, ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით (www.tas.ge), ასევე მიეთითა შესაბამისი ნომენკლატურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის N9-------------- წერილი ვერ აკმაყოფილებს სზაკ-ის მე-2 მუხლის მოთხოვნებს და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განხორციელებული ღონისძიება ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად, იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალო მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი წარმოშვას. მოცემულ შემთხვევაში, სამსახურის პასუხი არ წარმოშობს ასეთ შედეგს, ვინაიდან იგი ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს.

 

აპელანტი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.2 მუხლზე და მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის N6------------- წერილის ბათილად ცნობის ნაწილში უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება, ვინაიდან გასაჩივრებული ინფორმაციული ხასიათის წერილი არ შეიცავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებს.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბერის N17-51 დადგენილების 1.1 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესი არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმის წარმოების და მომსახურების განხორციელების პირობებს. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა - ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა/მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით; ბ) რეგისტრაცია - ელექტრონული საშუალების გამოყენებით შექმნილი მონაცემთა ერთობლიობა, რის შედეგადაც განმცხადებელი იღებს „მომხმარებლის სახელს“ და „პაროლს“, რომლითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით; ე) განცხადება - დაინტერესებული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებული ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი ფორმით შექმნილი წერილობითი მოთხოვნა; თ) პირადი გვერდი - განმცხადებლის ინდივიდუალური გვერდი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა სამსახურთან. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზით დგინდება, რომ არქიტექტურის სამსახურში საქმის წარმოება მიმდინარეობს ელექტრონული ფორმით, შესაბამისად, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებული ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი ფორმით შექმნილი წერილობითი მოთხოვნა. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის მიერ ელექტრონული საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებული დაინტერესებული პირის განცხადებით ან/და სამსახურის ინიციატივით, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი ყველა დოკუმენტს და ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია განცხადებაში აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, სამსახურს წარუდგენს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით, ვებ. გვერდზე www.tas.ge . მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, განცხადების განხილვა, დოკუმენტის ვიზირება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით. დოკუმენტის ვიზირება შესაძლებელია განხორცილდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მიმოწერის საშუალებით.

 

აპელანტის განმარტებით, მითითებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სამსახურის მიერ ელექტრონული საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებული დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის გზით, რომელიც სამსახურს წარედგინება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით, ვებ. გვერდზე www.tas.ge. ასევე განცხადების განხილვა, დოკუმენტის ვიზირება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაც ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით. მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ განცხადება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით, სამსახურის ვებ. გვერდზე www.tas.ge, რაც უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, შესაბამისად, სამსახურს რაიმე სახის ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

 

აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იურიდიულად არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად გამოიყენა კანონი და მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რა ნაწილშიც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომელიც არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებთან დაკავშირებულ პროცესებს. აღნიშნული კანონის მე-15 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი არის ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ამავე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით, ხოლო „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებაში იგულისხმება სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას.

 

მითითებული კოდექსის 1032 მუხლი ადგენს სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებით წესს. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელმაც 2007 წლის 1 იანვრიდან ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის სანებართვო პირობების დარღვევით ან უნებართვოდ განახორციელა მშენებლობადამთავრებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები (შენობა-ნაგებობის, მზიდი კონსტრუქციების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია) ან 2015 წლის 20 აპრილის მდგომარეობით მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს წერილობითი დასტურის დარღვევით განახორციელა შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები(შენობა-ნაგებობის სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლის მოწყობა და ქანობზე ღიობის/ღიობების გამოჭრა), რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს ან/და რომლებიც არ ცვლის შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდისაგან და ამ კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის გამოსწორებულია ან თუ ეს სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორდება ან მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ დადასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობის (ობიექტის) ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მოთხოვნით და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დასადასტურებლად მიმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ივლისს ნ---- ხ--------ის, ლ---- ხ--–-–---–ის წარმომადგენელმა მ------ ყა--–-–---–მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. განმცხადებელმა მოითხოვა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის 1032 მუხლის შესაბამისად, დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურება და კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- წერილით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1032-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესის მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 11 ივლისს, რის გამოც, სამსახური მოკლებული იყო ამ წესის შესაბამისად სამუშაოების დადასტურების შესაძლებლობას.

 

პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხთან მიმართებაში სწორად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ივლისს ნ---- ხ--------ისა და ლ---- ხ--–-–---–ის წარმომადგენელმა „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით წარადგინა განცხადება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და მოითხოვა დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურება, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის 1032 მუხლზე მითითებით. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა მითითებული კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. აღნიშნული განცხადება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა 2018 წლის 12 ივლისს და მიენიჭა ნომერი: 1----------------.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მართალია, მოსარჩელეთა წარმომადგენელს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში არ წარუდგენიათ ელექტრონული განცხადება, თუმცა მოსარჩელეებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ვადის სრული დაცვით წარადგინეს განცხადება. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ვალდებული იყო ნ---- ხ--------ისა და ლ---- ხ--–-–---–ის მიერ 2018 წლის 10 ივლისს წარდგენილი №1---------------- განცხადება განეხილა არსებითად და მიეღო გადაწყვეტილება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით. მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ დაუსაბუთებელია, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით მიიჩნია სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის 1032 მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესის მოქმედების ვადა ამოწურული იყო, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საფოსტო გზავნილი) ცალსახად დასტურდება მოსარჩელეთა მიერ განცხადების ვადაში წარდგენის ფაქტი. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესებს, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მათ, შესაბამისად, აღნიშნული აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაევალოს 2018 წლის 10 ივლისს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ნ---- ხ--------ისა და ლ---- ხ--–-–---–ის განცხადების არსებითად განხილვა, კანონით დადგენილი წესით.

 

საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, მ----–---–-ს ქუჩა №9-ში (ს/კ 0----------------------) სარდაფის ჩასასვლელისა და ფანჯრის ღიობის მოსაწყობად განხორციელებული მშენებლობის დადასტურებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან მოსარჩელეთა განთავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური მოსარჩელეთა მიერ ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ 2018 წლის 10 ივლისის განცხადებაზე. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა მითითებული განცხადების არსებითად განხილვა, სასამართლო ვერ იმსჯელებს სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ქ. თბილისში, მ----–---–-ს ქუჩა №9-ში (ს/კ 0----------------------) სარდაფის ჩასასვლელისა და ფანჯრის ღიობის მოსაწყობად განხორციელებული მშენებლობის დადასტურების და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან მოსარჩელეთა განთავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

 

3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო 177.2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 178.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

მოსარჩელეთა მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ნ---- ხ--------ისა და ლ---- ხ--–-–---–ის 2018 წლის 20 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვირტუალური უარის ბათილად ცნობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს ნ---- ხ--------ისა და ლ---- ხ--–-–---–ის წარმომადგენელმა მ------ ყა--–-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- წერილის ბათილად ცნობა, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში, წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №6------------- გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ნ---- ხ--------ისა და ლ---- ხ--–-–---–ის მიერ 10.07.2018წ. ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი განცხადების არსებითად განხილვა, აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვირტუალური უარის კანონშეუსაბამობა სახეზეა, შესაბამისად, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მითუფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშობა მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: მირანდა ერემაძე