განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/5076-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე
პირველი აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - მ---- ბ-----–-–---–ი;
მხარდამჭერი - მ-----ე მ-----–-–---–ი
მეორე აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – დ----- კ----–-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - მ---- ბ-----–-–---–ის მხარდამჭერის მ-----ე მ-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დ----- კ----–-ას მ---- ბ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 8333 ლარის გადახდა.
2. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-----ე მ-----–-–---–ის განცხადება და მ---- ბ-----–-–---–ი აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ. ამავე გადაწყვეტილებით მ---- ბ-----–-–---–ის მეურვედ დაინიშნა მ-----ე მ-----–-–---–ი.
2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ-----ე მ-----–-–---–ის განცხადება და მ---- ბ-----–-–---–ი ცნობილ იქნა მხარდამჭერის მიმღებ პირად. მ-----ე მ-----–-–---–ი ცნობილ იქნა მულის - მ---- ბ-----–-–---–ის მხარდამჭერ პირად და განესაზღვრა უფლება/მოვალეობათა განხორციელების ფარგლები, მ---- ბ-----–-–---–ის მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვრა 5 წლით.
2.3. 2007 წლის 22 დეკემბერს ნოტარიუს დ----- კ----–-ას მიერ დადასტურებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება No1/7851 ერთი მხრივ ”გამსესხებლებს” ვ------- დ--–---–---–ს, მ------ა თ-------–---–სა და მ--- კ-------–--ეს შორის და მეორე მხრივ მ-----ე მ-----–-–---–ს, ასევე როგორც მ---- ბ-----–-–---–ს მეურვეს და ა---------– ბ-----–-–---–ს შორის. ამავე ხელშეკრულებით სესხის უზრუნველყოფა განხორციელდა იპოთეკის საგნით. იპოთეკის საგანი წარმოადგენდა "მსესხებლის” ა---------– და მ---- ბ-----–-–---–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინის 38,00/1580.00 კვ.მ, ხოლო მ-----ე მ-----–-–---–ის საკუთრებაში არსებულ 11,00/1580 კვ.მ ლოჯს, მდებარე; ქ.თბილისი, გამზირი ქ.წ-------–-ს N7-, ბ 6. იპოთეკის საგანი შეფასებულია 50 000 ლარად.
2.4. სპს ”ბახტაძე და პარტნიორების" "საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის” სახელით 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პრეტენდენტის ვ------- დ--–---–---–ის საარბიტრაჟო პრეტენზია და მოპასუხეებს მ-----ე მ-----–-–---–ს, მ---- ბ-----–-–---–ს და ა---------– ბ-----–-–---–ს ვ------- დ--–---–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა საერთო ჯამში 4 224 აშშ დოლარის გადახდა და მიუღებელი შემოსავლის სახით 330 აშშ დოლარის ყოველთვიურად 2008 წლის 11 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა.
2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 3 თებერვლის განკარგულების თანახმად, ა---------– ბ-----–-–---–ის, მ---- ბ-----–-–---–ის და მ-----ე მ-----–-–---–ის სახელზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი ქ.წ-------–-ს გამზირი No7-, ბინა 6 2009 წლის 12 თებერვალს მეორე იძულებით საჯარო აუქციონზე მესაკუთრე გახდა თ---------- კ------–--ე, უძრავი ქონება შეიძინა 38 018,49 ლარად.
2.6. საჯარო რეესტრის 2015 წლის 13 ივლისის ამონაწერით უძრავ ნივთზე მდებარე: ქ.თბილისი, ქ.წ-------–-ს No7-, ბინა 6-ზე ფართით 111,89 კვ.მ. 2009 წლის 11 სექტემბრიდან რეგისტრირებულია გურანდა ნიჟარაძის საკუთრების უფლება.
2.7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 22 აპრილის წერილის თანახმად, ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს მიერ არ გაცემულა თანხმობა ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მ---- ბ-----–-–---–ის, კუთვნილი ქონების გასხვისებაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-----ე მ-----–-–---–ის განცხადება და მ---- ბ-----–-–---–ი აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ. ამავე გადაწყვეტილებით მ---- ბ-----–-–---–ის მეურვედ დაინიშნა მ-----ე მ-----–-–---–ი.
წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.3. პუნქტით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 22 დეკემბერს ნოტარიუს დ----- კ----–-ას მიერ დადასტურებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 1,7851 ერთი მხრივ "გამსესხებლებს” ვ------- დ--–---–---–სა, მ------ა თ-------–---–სა და მ--- კ-------–--ეს შორის და მეორე მხრივ მ-----ე მ-----–-–---–ს, ასევე როგორც მ---- ბ-----–-–---–ს მეურვეს და ა---------– ბ-----–-–---–ს შორის. ამავე ხელშეკრულებით სესხის უზრუნველყოფა განხორციელდა იპოთეკის საგნით. იპოთეკის საგანი წარმოადგენდა "მსესხებლის” ა---------– და მ---- ბ-----–-–---–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინის 38,00/1580.00 კვ.მ, ხოლო მ-----ე მ-----–-–---–ის საკუთრებაში არსებულ 11,00/1580 კვ.მ ლოჯს, მდებარე; ქ.თბილისი, გამზირი ქ.წ-------–-ს No7-, ბ 6. იპოთეკის საგანი შეფასდა 50 000 ლარად.
ამავე გადაწყვეტილების 3.1.7 პუნქტით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 22 აპრილის წერილის თანახმად, ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს მიერ არ გაცემულა თანხმობა ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მ---- ბ-----–-–---–ის, კუთვნილი ქონების გასხვისებაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ის ზიანი, რაც მოსარჩელეს მიადგა ნოტარიუსის ქმედების შედეგად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებით მ---- ბ-----–-–---–ის ნაწილში.
შესაბამისად, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1294-ე მუხლის დეფინიციის გაანალიზების შედეგად უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა ნოტარიუსმა "ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის და სადავო გარიგების გაფორმების პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის No2359 ბრძანებით დამტკიცებული დებულების "სანოტარო მომედებათა შესრულების წესის შესახებ" მოთხოვნები, მიადგა თუ არა აღნიშნული დარღვევით მოსარჩელეს ზიანი, რა ოდენობით და სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული ფორმის საფუძველზე რა მოცულობით უნდა განისაზღვროს ნოტარიუსის პასუხისმგებლობა.
იპოთეკის ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით უკავშირდება ქონების განკარგვას. შესაბამისად სადავო გარიგების დადებისას ნოტარიუსს "სანოტარო მომედებათა შესრულების წესის შესახებ" დებულება იმპერატიულად ავალდებულებდა გარიგების შინაარსი შეემოწმებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1294-ე მუხლის მოთხოვნებთან მიმართებაში, სადავო გარიგების გაფორმების პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის N2359 ბრძანებით დამტკიცებული დებულების „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” მე-13.1. თანახმად, წოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედება სრულდება სანოტარო დადასტურების ან სანოტარო დამოწმების ფორმით. სანოტარო დადასტურების დროს ნოტარიუსი ადასტურებს დასადასტურებელი გარიგების (დოკუმენტის) მთელ შინაარსს, მის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და გარიგების მონაწილეთა წების შესატყვისობას მოქმედ სამართალთან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სანოტარო დადასტურებისას ნოტარიუსი ადგენს სანოტარო აქტს ამ დებულებით დადგენილი წესების დაცვით, რა დროსაც იგი ვალდებულია: ა) დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ქმედუნარიანობა; ბ) დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილის უფლებამოსილება; გ) დაადგინოს ყველა ის ფაქტი და გარემოება, რაც აუცილებელია სამართლებრივად გამართული გარიგების დასადასტურებლად და ამ მიზნით გამოითხოვოს ყველა ის დოკუმენტი, რომლის გამოთხოვაც აუცილებელია ამ ინსტრუქციით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე; დ) დაადგინოს მიზანი, რომლის მიღწევაც სურს (მხარეს) მხარეებს; ე) განუმარტოს სანოტარო მოქმედების მონაწილეს სანოტარო აქტის სამართლებრივი შედეგები; ვ) დარწმუნდეს მხარეთა განზრახვის სერიოზულობასა და სანოტარო აქტის შინაარსის მხარის ნებასთან შესაბამისობაში შეასრულოს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო პროცედურები. განსახილველ შემთხვევაში სანოტარო აქტში, რომელშიც აისანა მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, წოტარიუსმა დაადასტურა, რომ ხელშეკრულების მხარეებმა, მათ შორის მ-----ე მ-----–-–---–მა, როგორც მ---- ბ-----–-–---–ის მეურვემ, რაც დადასტურებული იყო ხონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გამონატა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების წება. აქედან გამომდინარე, ნოტარიუსისათვის ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მნარე იყო ქმედუუნარო და მას ჰყავდა კანონიერ წარმომადგენელი.
გარიგების დადებისას ნოტარიუსმა დაადასტურა რა, მხარეთა შორის დადებული გარიგების შინაარსი და კანონიერება, მეურვეს არ მოსთხოვა მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს თანხმობა ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მ---- ბ-----–-–---–ის, კუთვნილი ქონების გასხვისებაზე. ამდენად, ნოტარიუსმა სადავო გარიგების დადებისას არ დაადგინა გარიგებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა და გარემოებების არსებობა, რომელსაც კანონმდებლობა განიხილავდა ხელშეკრულების დადების ძირითად საფუძვლად. სასამართლოს მიაჩნია, რომ წოტარიუსის მიერ დაშვებული ზემოაღნიშნული შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, რაც მის უპირობო ვალდებულებას წარმოადგენდა, ზიანი არ დადგებოდა, რადგან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაძლოა არ გამოეხატა თანხმობა ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქონების გასხვისებაზე, რითაც აცილებული იქნებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მ---- ბ-----–-–---–ის ნაწილში დადების საფუძველი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამდგარი ზიანი სახეზეა, გასხვისებული იქნა მოსარჩელის, იპოთეკით დატვირთული, წილი უძრავ ქონებაში, რასაც საფუძვლად დაედო სესხისა და იპოთეკის ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც ასეთი ტიპის გარიგების დადებისას კანონმდებლობა სავალდებულოდ მოითხოვს მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს თანხმობას. აღნიშნული თანხმობის არარსებობის პირობებში კი ნოტარიუსს სწორედაც, რომ "სანოტარო მომედებათა შესრულების წესის შესახებ" დებულებით ევალებოდა შეემოწმებინა გარიგების შინაარსი, დაედგინა ყველა ის ფაქტი და გარემოება, რაც აუცილებელი იყო სამართლებრივად გამართული გარიგების დასადასტურებლად და ამ მიზნით გამოეთხოვა ყველა ის დოკუმენტი, რომლის გამოთხოვაც აუცილებელი იყო ამ ინსტრუქციით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ნოტარიუსს არ განუხორციელებია. რამაც საბოლოოდ გამოიწვია ის ზიანი, რასაც მოსარჩელე ედავება მოპასუხეს.
მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანის დადგენის, გამორიცხვის, ან ნაწილობრივ გამორიცხვის მიზნით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს ნოტარიუსის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით დადებული გარიგების საფუძვლიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება შემდგომ მისი წილი ქონების აუქციონზე რეალიზაციას. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2007 წლის 22 დეკემბერს ნოტარიუს დ----- კ----–-ას მიერ დადასტურებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება No1/7851 სადაც მსესხებელს და იპოთეკარს წარმოადგენდა მ-----ე მ-----–-–---–ი -თვითონ და ასევე როგორც მ---- ბ-----–-–---–ს მეურვე. სესხის უზრუნველყოფა განხორციელდა იპოთეკის საგნით, იპოთეკის საგანი წარმოადგენდა ”მსესხებლის” ა---------– და მ---- ბ-----–-–---–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინის 38,00/1580.00 კვ.მ, ხოლო მ-----ე მ-----–-–---–ის საკუთრებაში არსებულ 11,00/1580 კვ.მ ლოჯს, მდებარე; ქ.თბილისი, გამზირი ქ. წ-------–-ს N7-, ბ 6. იპოთეკის საგანი შეფასდა 50 000 ლარად.
შესაბამისად, გარიგების მხარის სამეურვეო პირის მ---- ბ-----–-–---–ის მეურვეს წარმოადგენდა მ-----ე მ-----–-–---–ი, რომელმაც გამოხატა რა, ნება ხელშეკრულების დასადებად, მას უნდა სცოდნოდა, თუ რეალურად რა სახის გარიგების დადების უფლებით აღჭურვა იგი კანონმდებლობამ და რა მოთხოვნებს უყენებდა მას მოქმედი კანონმდებლობა სამეურვეო პირის სახელით გარიგების დადებისას.
კანონიერი წარმომადგენლობა წარმომადგენლის ნებაზე დამოკიდებული სამართლებრივი მოქმედება არ არის. იგი ეხება იმ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ შეზღუდულ ქმედუნარიანებს, მხარდაჭერის მიმღებ პირებსა და ქმედუუნაროებს. თითოეუულ მათგანს წარმომადგენელი ესაჭიროება ამ მიზნით, რათა არ შევიდნენ ისეთ სამართლებრივ ურთიერთობაში, რაც მათ ზიანს მოუტანს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზიანის წარმოშობას ასევე ნელი შეუწყო მეურვის ქმედებამაც. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო 1298-ე მუხლის თანახმად, მეურვისა და მზრუნველის მოქმედება შეიძლება გაასაჩივროს დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის სამეურვეო (სამზრუნველო) პირმაც, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში სამეურვეო (სამზრუნველო) პირის საცხოვრებელი ადგილის მინედვით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო იხილავს მოსარჩელის მ---- ბ-----–-–---–ის მხარდამჭერის მ-----ე მამალაშვილის სარჩელს ნოტარიუს დ----- კ----–-ას მიმართ, შესაბამისად, სასამართლომ მოთხოვნის აღნიშნულ ფარგლებში მიიჩნია, რომ ნოტარიუსის პასუხისმგებლობის ხარისხი უნდა შემცირდეს იმ დოზით, რა დოზითაც სამეურვეო პირის კანონიერ წარმომადგენელსაც ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე შესაძლოა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.
შესაბამისად, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიმართ დადგა რა, ზიანი იპოთეკით დატვირთული ქონების რელიზაციის შედეგად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ორი სამართლებრივი საფუძველი იკვეთება: ერთი ნოტარიუსის მიმართ ”ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის და "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" დებულებიდან გამომდინარე და მეორე მეურვის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1294-ე მუხლის საფუძველზე. რადგან მოსარჩელემ ზიანის ოდენობა განსაზღვრა იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულების 1/3 ნაწილით, შესაბამისად, რადგან სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის საფუძვლებიდან გამომდინარე შერეულ ბრალზე, დაზარალებულის სტატუსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, განისაზღვროს ნოტარიუსის ბრალეულობის ხარისხი ზიანის დადგომაში. რაც სასამართლოს მოსაზრებით უნდა განისაზღვროს მიყენებული ზიანის 1/2 ნაწილით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულება შეადგენდა 50000 აშშ დოლარს, შესაბამისად მისი 1/3 ნაწილი შეადგენს 16666 აშშ დოლარს.
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.3. პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 22 დეკემბერს ნოტარიუს დ----- კ----–-ას მიერ დადასტურებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება No1/7851 ერთის მხრივ ”გამსესხებლებს” ვ------- დ--–---–---–სა, მ------ა თ-------–---–სა და მ--- კ-------–--ეს შორის და მეორეს მხრივ მ-----ე მ-----–-–---–ს, ასევე როგორც მ---- ბ-----–-–---–ს მეურვეს და ა---------– ბ-----–-–---–ს შორის. ამავე ხელშეკრულებით სესხის უზრუნველყოფა განხორციელდა იპოთეკის საგნით. იპოთეკის საგანი წარმოადგენდა ”მსესხებლის” ა---------– და მ---- ბ-----–-–---–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინის 38,00/1580.00 კვ.მ, ხოლო მ-----ე მ-----–-–---–ის საკუთრებაში არსებულ 11,00/1580 კვ.მ ლოჯს, მდებარე; ქ.თბილისი, გამზირი ქ.წ-------–-ს No7-, ბ 6. იპოთეკის საგანი. შეფასებულია 50 000 ლარად. შესაბამისად, მისი 1/3 ნაწილი შეადგენს არა 16 666 აშშ დოლარს, არამედ 16 666 ლარს.
სადავო გარიგების გაფორმების პერიოდისათვის მოქმედი "ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 3.3. მუხლის თანახმად, სანოტარო მოქმედება სრულდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში. ამავე კანონის ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი პასუხს აგებს თავის სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის პასუხისმგებლობის ხარისხი მიყენებული ზიანის განსაზღვრისას 5 ნაწილით უნდა შემოიფარგლოს, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუს დ----- კ----–-ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის 16 666 ლარის 4 ნაწილი, რაც შეადგენს 8333 ლარს.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ იპოთეკის საგანი შეფასებული იყო 50 000 ლარად. შეფასებას ადგილი არ ჰქონია. მითითებული თანხა აღნიშნულია ნოტარიუსის შეხედულებისამებრ და არ ასახავს რეალურ ფასს. ამდენად, ნოტარიუსს, რომელიც ვალდებული იყო კანონით დადგენილი წესით დაედო გარიგება უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 16 666 აშშ დოლარის ოდენობით.
3.2. მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 3 თებერვლის განკარგულებით #01/01-31/-0-59 ა---------– ბ-----–-–---–ის, მ---- ბ-----–-–---–ის და მ-----ე მ-----–-–---–ის სახელზე იპოთეკით დატვირტული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ქ.წ-------–-ს გამზირი # 7-, ბინა 6 2009 წლის 2 თებერვალს მეორე იძულებით საჯარო აუქციონზე გასხვისდა და მესაკუთრე გახდა თ---------- კ------–--ე (ზაინის დადგომა).
სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გმოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის უფლების ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობაზე, როგორც ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება სააპელაციო სასამართლოში განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოპასუხის მიერ სარჩელზე შესაგებელი არ იქნა წარდგენილი დადგენილ ვადაში. 2017 წლის 22 მაისს დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა. სხდომაზე მოსამართლე თინათინ ეცადაშვილმა განმარტა თუ რატომ არ მოხდა სარჩელზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და რატომ დანიშნა მოსამზადებელი სხდომა. მოსამართლის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ისე იყო წარმოდგენილი, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებულად ჩათვლის შემთხვევაშიც კი, იგი იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამდენად, არ არსებობდა მითითების ინტერესი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე განჩინებით მსჯელობის საგანს წარმოადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხე - ნოტარიუს დ----- კ----–-ას მხრიდან ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რამაც მოსარჩელისათვის ზიანის დადგომა გამოიწვია. ამასთან, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს უპირველესად შეაფასოს აპელანტ დ----- კ----–-ას მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი წარმოადგენს ე.წ „შეზღუდული აპელაციის“ პრინციპის განმსაზღვრელ ნორმას და მხოლოდ საგამონაკლისო წესით მიიჩნევს დასაშვებად მტკიცებულებათა ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებას, თავის მხრივ, მტკიცებულების წარდგენის საპატიოობაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამავე კოდექსით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 215.3 მუხლი), რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს პროცესის ფუნდამენტური პრინციპები. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონის იმპერატიული ნება სწორედ ამ პრინციპის დაცვით მართლმსაჯულების განხორციელებისკენაა მიმართული. საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომისათვის საქმის განსახილველად მომზადება მხარეთა წერილობითი პოზიციების სრულყოფასა და დავის ძირითადი სურათის განსაზღვრას ემსახურება, სწორედ ამითაა გამართლებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილისა (მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა) და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) დებულებების არსებობა პროცესში, რომელთა განუხრელი დაცვა პროცესის სწორად წარმართვაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, მტკიცებულებათა მოგვიანებით წარდგენა მაინც დასაშვებია, რათა არ დაზარალდეს ერთ-ერთი მხარის ინტერესი, ამასთანავე, უნდა დადგინდეს, რომ მტკიცებულებათა დროული წარუდგენლობა მხარისაგან დამოუკიდებელი, საპატიო მიზეზითაა განპირობებული. ამის ნათელი მაგალითია ზემოხსენებული 380-ე მუხლი, რომლის მოქმედებაც მხოლოდ სააპელაციო სამართალწარმოებაზე ვრცელდება, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით), სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს რა ფაქტების დამდგენ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, მას სრული საპროცესო შესაძლებლობა გააჩნია, შედავების ფარგლებში გამოიკვლიოს მტკიცებულებები, მათ შორის კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებული და დასაშვებად ცნობილი ახალი მტკიცებულებები (იხ. სუსგ საქმე №ას-123-123-2018, 9.11.2018წ.).
აპელანტმა ვერ მიუთითა და შესაბამისად ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები მასზე თუ რატომ ვერ შეძლო საქმისწარმოების სათანადო ეტაპზე (პირველი ინსტანციაში მთავარ სხდომამდე) ხანდაზმულობაზე მითითება და მითითების შეუძლებლობის რა საპატიო მიზეზი არსებობდა. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობასთან მიმართებით წარმოდგენილი შედავება არარელევანტურია. რაც შეეხება ზიანის მიყენებას, საყურადღებოა შემდეგი:
ხელშეკრულება, ორი ან მეტი პირის კონსესუსის შედეგია და ამ გზით მხარეები იმ მიზნის რეალიზაციას ახდენენ, რამაც ხელშეკრულების დადება განაპირობა. მხარეთა ნება სასურველი ხელშეკრულება გააფორმოს რთული წერილობითი ფორმით, რაც მის ნოტარიულ დადასტურებას გულისხმობს, განპირობებულია ნოტარიუსის, როგორც საჯარო ნდობის პროფესიის ინსტიტუტისა და მისი პროფესიული მოვალეობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე. აღნიშნულ ნდობას უფრო აძლიერებს ასეთი პირის მიერ გარიგების შინაარსის დადასტურება, რა დროსაც ამ უკანასკნელის ვალდებულებები დეკლარირებულია შემდეგნაირად: განუმარტოს მხარეებს გარიგების შინაარსი, შეამოწმოს ქმედუნარიანობა და შეასრულოს სხვა კანონითა და ინსტრუქციით მისთვის განსაზღვრული ფუნქციები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნოტარიუსის მიერ კანონით დადგენილ განსახორციელებელ მოქმედებებთან მიმართებით მხარეს, გააჩნია მართლზომიერი მოლოდინი იმისა, რომ, გარიგებაში, რომლითაც გარკვეული უფლება-მოვალეობები წარმოეშვება კონტრაჰენტებს ასახული იქნება მათი ნება და ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი და ნეიტრალური სუბიექტი, რომლის უპირველეს ვალდებულებას ხელშეკრულებაში მხარეთა ნების ფორმირება წარმოადგენს, მოახდენს მათთვის იმ იურიდიული შედეგების განმარტებას, რაც თანმდევია კონკრეტული გარიგებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, ნოტარიუსის ქმედების - შესაბამისი თანხმობის გარეშე იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას, ირკვევა რომ მის მიერ საჯაროსამართლებრივი ფუნქციის შესრულებისას ადგილი ჰქონდა მატერიალურსამართლებრივი წესრიგის საწინააღმდეგო ქმედებას, რამაც გამოიწვია სადავო გარიგების უკანონობა და მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის მიყენება, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 1294-ე მუხლის თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე მეურვეს უფლება არა აქვს სამეურვეო პირის სახელით დადოს გარიგება, ხოლო მზრუნველს სამზრუნველო პირის სახელით დათანხმდეს გარიგების დადებაზე, რომელიც შეეხება ქონების გასხვისებას, დაგირავებას, ათ წელზე მეტი ვადით გაქირავებას, თხოვებას ან სხვა სავალო ვალდებულებათა გაცემას, თამასუქის, სამეურვეო ან სამზრუნველო პირის კუთვნილ უფლებებზე უარის თქმას, სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორად შესვლას, სესხის აღებას, ქონების გაყოფას, ან რომლებსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ქონების შემცირება. დასახელებული კოდექსის 1296-ე მუხლის მიხედვით კი, სამეურვეო (სამზრუნველო) პირის სახელით ჩუქების ხელშეკრულების დადება არ შეიძლება.
სამოქალაქოსამართლებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელების სფეროში მეურვეებსა და მზრუნველებს, როგორც სამეურვეო და სამზრუნველო პირების წარმომადგენლებს ფართო უფლებამოსილებანი გააჩნიათ, რომელთა შეზღუდვაც ასეთი პირების ინეტერესების შესაბამისად უნდა განხორციელდეს. სამოქალაქო კოდექსის 1294-ე მუხლით ნაგულისხმევი შეზღუდვის ფარგლებში მეურვე/მზრუნველი ვალდებულია ისეთი გარიგებების დადების დროს, რომელიც სცილდება საყოფაცხოვრებო გარიგებათა სახეებს შეატყობინოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მოცემულ სფეროში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მაკონტროლებელი ორგანოა და მისი ვალდებულება მითითებული პირების ინტერესების დაცვაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მეურვის ან მზრუნველის ერთიროვნული გადაწყვეტილების არსებობის დროს, რაც განპირობებული შეიძლება იყოს, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ფაქტორით დაიცვას წარმოდგენილი პირი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
„ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს ასეთი ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო სამართალში ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
კონკრეტულ შემთხვევაში, ნოტარიუსის მხრიდან სახეზეა მართლსაწინააღმდეგო და გაუფრთხილებელი ქმედება, რომელმაც გამოიწვია ზიანის დადგომა. მან სანოტარო მოქმედების შესრულებისას არ გაითვალისწინა კანონის ზემოდასახელებული დანაწესი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის არსებობა/არარსებობის ფაქტი და აღნიშნულის თაობაზე სათანადო განმარტება მხარეებისათვის არ განუხორციელებია. ამდენად, ნოტარიუსი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რომელმაც თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები დაარღვია უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ნოტარიუსის ქმედებასა და ზიანის დადგომას შორის არის მიზეზობრივი კავშირი. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისა თუ დელიქტის შედეგად დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი შესაძლოა იყოს როგორც მოვალის, ისე თავად კრედიტორის ბრალეული მოქმედების შედეგი.
პალატას მიაჩნია რომ, ადგილი აქვს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევას, რომლის მიხედვითაც, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. დაზარალებულის უმოქმედობა ამცირებს მოვალის პასუხისმგებლობას, რაც გამორიცხავს ნოტარიუს – დ----- კ----–-ას სრული მოცულობით პასუხისმგებლობას. დაზარალებულის მეურვემ თავისი მოქმედებით ხელი შეუწყო ზიანის დადგომას. დამდგარი ზიანი წარმოადგენს, დ----- კ----–-ას როგორც მოვალის, ისე მ---- ბ-----–-–---–ის მეურვის ერთობლივი მოქმედების განუყოფელ შედეგს. შერეული ბრალის არსებობისას სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი არატრადიციულია და გულისხმობს არა ზიანის ანაზღაურებას დაზარალებულის მიერ, არამედ ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის შემცირებას და ზიანის შესაბამისი ნაწილის დაზარალებულზე დაკისრებას. რაც შეეხება ქონების შეფასებას მოსარჩელეს არც ხელშეკრულების დადებისა და არც შემდგომ ეტაპზე არ წარმოუდგენია შეფასების დოკუმენტი. ამასთან, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით იგი დაეთანხმა მასში მოცემულ პირობებს, მათ შორის, ქონების ღირებულებას. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ქონება უფრო მაღალი ღირებულებისაა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ნოტარიუსის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანთან მიზეობრივი კავშირი შერეული ბრალით ვლინდება, რის გამოც, აპელანტს მართებულად დაეკისრა მიყენებული ზიანის ნაწილი 8333 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---- ბ-----–-–---–ისა და დ----- კ----–-ას სააპელაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ---- ბ-----–-–---–ისა (მხარდამჭერი მ-----ე მ-----–-–---–ი) და დ----- კ----–-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ანა გოგიშვილი
მოსამართლეები ხათუნა არევაძე
ეკატერინე ცისკარიძე