განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002567811
საქმე №1ბ/819-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ვ----–------ის, გ---------------------ის
ადვოკატ: ნ----------------ს
მონაწილეობით,გამართლებულ: ა------------------ს (მონაწილეობის გარეშე)
ღია სასამართლო სხდომაზე, ახალქალაქი - ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გამართლებულ ა------------------ს დაბადებულის 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–---–---------------–----------------------–-------------------------------- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-----------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით, 118-ე მუხლით ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ა------------------, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ითვლებოდა ნასამართლევ პირად. 2----–-–--------–-----ან ქორწინებაში იმყოფება გ---------------–----------. ა------------------ ქორწინების პერიოდში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს გ---------------–------ს. მათ შორის 2----–-–------------–ს, ა-----------------მა ქ------–---–--–----------–--------------------–------------------------------–- მდებარე მათ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელისა და ფეხის მრავალჯერადი დარტყმით სცემა გ---------------–------ს. კერძოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სახეში ესროლა ტელეფონი. ასევე, დაახლოებით 2----–-–------------–ს, მათ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ა-----------------მა ხელით მკერდის არეში დარტყმით კვლავ სცემა მისი მეუღლე, გ---------------–------ი. ა------------------ს ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად გ---------------–------მა მიიღო სხეულის დაზიანებები და განიცადა ტანჯვა.
ა------------------, რომელიც 2----–-–--------–-----ან ქორწინებაში იმყოფება გ----------------–------თან, თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს გ---------------–------ს, არასრულწოვანი შვილების თანდასწრებით. ასევე, 2018 წლის აპრილის თვის ბოლოს, ქ------–---–--–----------–--------------------–------------------------------–- მდებარე, მათ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ა-----------------მა სახეში შეაფურთხა გ---------------–------ს. ა------------------ს ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად გ---------------–------მა განიცადა ტანჯვა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენით:
ა------------------ უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ა------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო გაუქმდა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ა------------------ს მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ა------------------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ა------------------ს მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით;
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი ა------------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა------------------ს მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა გ---------------–------მა გამართლებულ ა------------------ს მეუღლემ, ასევე, გამართლებულის შვილებმა არასრულწლოვანმა - ა-–-----------------მა და ა-------------------მა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაიკითხა ყ---------------ი (უბნის ინსპექტორი), რომლის განმარტებით, 2018 წლის 7 ივნისს, მისი მორიგეობის დროს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება. ექიმ ა----------–---ის განმარტებით პაციენტ გ---------------–------ის მარცხენა თვალის არეში ფიქსირდება დაზიანება. ექიმის განმარტებით, აღნიშნული დაზიანება პაციენტს მიაყენა მისმა მეუღლემ ა-----------------მა. შეტყობინების საფუძველზე შეადგინა შესაბამისი შეტყობინების ოქმი.
მოწმის სახით დაიკითხული გამომძიებლის, - ჯ-----------------ის განმარტებით, 2018 წლის 7 ივნისს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურიდან შევიდა განცხადება, რომ ა------------------ მის მეუღლეს გ---------------–------ს სცემდა. განცხადების საფუძველზე მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება და თარჯიმნის მეშვეობით გამოკითხული იქნა გ---------------–------ი, რომელმაც დაადასტურა ა------------------ს მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.
მოწმე დ---------–----ემ დაადასტურა, რომ 2018 წელს, თვე არ ახსოვს პროკურორის დავალებით უნდა გამოეკითხა ბრალდებულ ა------------------ს მშობლები ა-------- და ვ---------------------ები, მაგრამ ბრალდებულის მშობლებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და მათი შვილის მიმართ, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
მოწმე ა----------–---მა დაადასტურა პაციენტის სამედიცინო ბარათის ნამდვილობა და განმარტა, რომ მუშაობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში (ჰოსპიტალში). 2018 წლის 7 ივნისს მისი მორიგეობის დროს, საავადმყოფოში მივიდა პაციენტი გ---------------–------ი, რომელიც უჩიოდა ტკივილს თვალის არეში. პაციენტის განმარტებით, მისმა მეუღლემ მუშტი დაარტყა მას. ა----------–---ის განმარტებით, პაციენტი გადაყვანილი იქნა რენტგენოლოგიური გადასინჯვის მიზნით. ერთი საათის შემდეგ მან შეატყობინა შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს.
მოწმის სახით დაკითხულმა ვ---------------------–------მა განმარტა რომ 2018 წლის 10 მაისს, მისი შვილის გ---------------–------ის თხოვნით მივიდა სტუმრად მასთან, რა დროსაც გ----- მოუყვა, რომ მეუღლემ ა-----------------მა მას მიაყენა შეურაცხყოფა ვიღაცა ქალის გულისთვის. მის კითხვაზე თუ რა მოხდა და თვალის არეში რა სილურჯე ემჩნეოდა, მისმა შვილმა უპასუხა, რომ წაიქცა. მოწმის განმარტებით ის არასოდეს შესწრებია მისი შვილის ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტს მეუღლის მხრიდან.
მოწმის სახით დაკითხულმა ს---------------–------მა განმარტა, რომ მის შვილს გ---------------–------ს და მის სიძეს ა-----------------ს შორის შეურაცხყოფის ფაქტს არასოდეს არ შესწრებია, მათ აქვთ კარგი ურთიერთობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს---------------მა დაადასტურა, რომ ბრალდებულ ა------------------ს მეზობელია. მისი შვილები და ა------------------ს შვილები თანაკლასელები არინ. 2018 წლის აპრილის ბოლოს დამრიგებლის თხოვნით (ვინაიდან ბავშვები გაკვეთილებს აცდენდნენ) მივიდა ა------------------ს სახლში, სადაც მას დახვდა გ---------------–------ი. გ-----ს განმარტებით, ა-----------------ს ჰყავდა საყვარელი და სახლში მოხდა ჩხუბი, რა დროსაც ა-----------------მა გ-----ს მიაყენა სხეულის დაზიანებები. ასევე განმარტა, რომ ის პირადად არ შესწრებია ოჯახში კონფლიქტს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---–-----–-----–-----მა განმარტა, რომ არის ა------------------ს მეზობელი. 2018 წლის აპრილის ბოლოს, გ---------------–------ის თხოვნით მივიდა მასთან. გ-----სთან სახლში იმყოფებოდა გ-----ს დედა ვ---------------------–------ი. გ-----ს სახეზე ემჩნეოდა სილურჯე. მის შეკითხვაზე, თუ რა მოხდა გ-----მ არ უპასუხა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ მის მეუღლეს ჰყავდა საყვარელი. ასევე განმარტა, რომ ამ ინციდენტამდე მას არ გაუგია, რომ ა-------ს ეცემა გ-----. თუმცა, გ-----მ შემდეგ მოუყვა, რომ ა-----------------მა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სამედიცინო ექსპერტიზის #---------- დასკვნით, 2----–-–---------–--- მოქ. გ----- ტ--------–------ს ტრამვული დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტმა მ-------------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ დასკვნის კვლევით ნაწილში ასახული ინფორმაცია დაზიანების წარმოშობის მექანიზმთან და ფიზიკურ ტკივილთან მიმართებაში მიაწოდა უშუალოდ შესამოწმებელმა პირმა - გ---------------–------მა. მიღებული ინფორმაცია ზედმიწევნით ასახა დასკვნაში.
ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნით გ---------------–------მა ა------------------ს ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ა-----------------მა გამოიყენა მისთვის კანონით განსაზღვრული დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა გ---------------–------მა გამართლებულ
ა------------------ს მეუღლემ, ასევე, გამართლებულის შვილებმა არასრულწლოვანმა - ა-–-----------------მა და ა-------------------მა, რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მათი ჩვენებები სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე და შვილი. გ---------------–------ი, ა-–-----------------ი და ა-------------------ი არიან ის პირები (გამართლებულის ოჯახის წევრები), რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ა------------------ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.
რაც შეეხება მოწმეების ა----------–---ის, ა---–-----–-----–-----ის, ს---------------ის და ჯ----------------ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას, მათ მიუთითეს სხვა პირის, - დაზარალაბებულის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოწმეების - ჯ----------------ის, ა----------–---ის, ა---–-----–-----–-----ის, ს---------------ის ჩვენებები არის ირიბი. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ხსენებული მოწმეების ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
საპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელდა თუ არა სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ასევე სისტემატური შეურაცხყოფა და განხორციელებულმა ქმედებებმა მასში გამოიწვია თუ არა ფიზიკური ტკივილი ან ფსიქიკური ტანკვა.
კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია ან/და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა აღნიშნული გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფსიქოლოგიური ტანჯვა დაზარალებულმა ნამდვილად ა------------------ს ქმედების შედეგად განიცადა თუ არა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ა-----------------მა პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედებები ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა------------------ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში
გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი ა------------------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა------------------ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, - გირაო გაუქმებულია. ყადაღა მოეხსნას ა------------------ს (პირადი №------------, კუთვნილ უძრავ ქონებას (საცხოვრებელ ბინა) (მისამართი: ქ------–---–----------------------------------–-------------, საკადასტრო კოდი 6-------------------
გამართლებულ ა-----------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი