განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002594194
საქმე №1ბ/570-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2019 წელი, ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
პროკურორ - გი--------------------ის
ადვოკატ - და------–-----ის
მსჯავრდებულ - სპ------------------ის
თარჯიმან - თი-----------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ სპ------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის და------–-----ისა და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი--------------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
სპ------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 02 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის (პ/ნ 6-----------), საშუალო განათლებით, დროებით უმუშევრის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის რუსეთის ფედერაცია, ქ------------------------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების ა---–---–----------------------–----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილებით სპ------------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
რაც გამოიხატა შემდეგში:
სპ------------------ი სისტემატურად ცემდა მის არასრულწლოვან შვილს, 24.06.2--- წელს დაბადებულ არ--------------ს. მათ შორის 2018 წლის ივნისის თვის შუა რიცხვებში, საღამოს, ა---–---–----------------------–----------ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ სახლში, სპ------------------მა ფეხის არეში ტელეფონის დამტენის სადენი დაარტყა არ--------------ს. ასევე, 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, სპ------------------მა ზურგის არეში ხელი დაარტყა არ--------------ს, რის შედეგადაც არ--------------ი დაეცა ძირს, დაცემის შემდეგ სპ------------------მა არ--------------ს ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში. ასევე, 2018 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, სპ------------------მა ზურგის არეში ხელი დაარტყა არ--------------ს, რის შემდეგაც კვლავ ცდილობდა მისი არასრულწლოვანი შვილისათვის სკამის დარტყმას, თუმცა არ--------------მა თავს გაქცევით უშველა. სპ------------------ის ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია არასრულწლოვან არ--------------ის ტანჯვა.
აღნიშნული ქმედებისათვის სპ------------------ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენით სპ------------------ის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
სპ------------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
სპ------------------მა 2018 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ზურგის არეში ხელი დაარტყა არ--------------ს, რის შემდეგაც კვლავ ცდილობდა მისი არასრუწლოვანი შვილისათვის სკამის დარტყმას, თუმცა არ--------------მა თავს გაქცევით უშველა. სპ------------------ის ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია არასრულწლოვან არ--------------ის ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ სპ------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და------–-----ემ და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი--------------------ემ.
წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულ სპ------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და------–-----ემ ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციის დებულებები და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორ, კანონთან შეუსაბამო განმარტებაზე დაყრდნობით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულმა არ--------------მა და მისმა დედამ - ფლ----------------მა, გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლომ მათი ასეთი ქცევა შეაფასა, როგორც გარიგება სპ------------------თან, რის დასტურადაც მიუთითა სამოქალაქო საქმის მასალებზე, თუმცა მათ არ დაუსახელებიათ მიზეზი, რატომ არ აძლევდნენ ჩვენებას. იმის გამო, რომ საქმეში აღარ დარჩა სპ------------------ის მამხილებელი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები, სასამართლომ განაჩენი დააფუძნა მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებზე და მცდარად განმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №548 გადაწყვეტილება. პოლიციელების - ზვ--------------ისა და სპ----------------ის ჩვენებებს მიანიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვინაიდან ისინი გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და მყისიერი შეხება ჰქონდათ დაზარალებულთან, მოწმეებთან და ამის გამო მათი ჩვენებები ჩათვალა სანდოდ და სარწმუნოდ. სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია გამომძიებელ სე--–--------------ის და დაზარალებულის დეიდის - ჰო-------------------ის ასევე ირიბი ჩვენებები.
აპელანტმა მიუთითა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება გამონაკლის შემთხვევებში არ გამორიცხავს ირიბი ჩვენებების გამოყენების მართლზომიერებას და დასაშვებად მიიჩნევს ასეთი ჩვენებების გამოყენებას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, თუ უზრუნველყოფილი ან შესაძლებელია მისი შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში კი, მას შემდეგ რაც პირდაპირმა მოწმეებმა - არ-----------–----------------ებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ირიბი ჩვენებების გადამოწმების არც ერთი პრაქტიკული გზა აღარ არსებობდა. სასამართლომ პირდაპირ მტკიცებულებად მიიჩნია გარდაცვლილ მნ-–---------------ის ჩვენება, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა ბრალდების მხარის მიერ, თუმცა აღნიშნული ჩვენებით დადგენილია, რომ მნ-–---------------მა გამომძიებლის შეკითხვაზე განმარტა, რომ მას 2018 წლის 28 ივნისს სპ------------------ის მიერ არ--------------ის ცემის ფაქტი არ დაუნახავს.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უსაფუძვლოდაა მოყვანილი განაჩენში ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან დასკვნის გამცემმა ექსპერტმა და------------–---–მა აღნიშნა, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები ბავშვს შეიძლება მიეღო 2018 წლის 28 ივნისს. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ არ--------------ს დაზიანებები აღენიშნება მარჯვენა და მარცხენა ბარძაყებზე, სასამართლომ კი დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 28 ივნისს სპ------------------მა არ--------------ს ზურგის არეში დაარტყა ხელი. აპელანტის აზრით, ცალსახაა, რომ არ--------------მა დაზიანებები მიიღო, არა სპ------------------ის ქმედების შედეგად, არამედ სხვა დაუდგენელ გარემოებებში. სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით კი აპელანტმა მიუთითა, რომ კვლევის ობიექტი იყო ის ინფორმაცია, რომელიც მას მიაწოდა დაზარალებულმა არ--------------მა, ხოლო რადგან ამ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება აღარ არსებობდა სასამართლო სხდომაზე, დასახელებული დასკვნაც წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, ვინაიდან ის ეყრდნობა სხვა ადამიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამდენად, აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის გამოყენებული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან მათი გადამოწმება არც შესაძლებელი და არც უზრუნველყოფილი ყოფილა საქმის არსებითი განხილვის დროს.
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი--------------------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სპ------------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტმა მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის დანაწესი სასამართლოს აძლევს საშუალებას მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიკვლიოს მოწმის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია სხვადასხვა სამართლებრივი ვითარების არსებობისას და მისცეს მას შესაბამისი შეფასება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას. სახელმწიფო ბრალმდებლის აზრით, იგივე სამართლებრივ რეჟიმს ადგენს დასახელებული მუხლის მეორე ნაწილი იმ პირთა მიმართ, ვინც გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, ანუ ასეთ დროს, ნებისმიერი პროცესის მონაწილე მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მის მიერ გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაციის ნაწილობრივ ან მთლიანი საჯარო წაკითხვა და სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს მხარის ეს მოთხოვნა. აპელანტი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოცხადების შემდეგ პირმა მისცა თუ არა ჩვენება სასამართლოს, ან რამდენად სწორი ჩვენება მისცა, სამართლებრივად ირელევანტურია. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი არ იცნობს რაიმე დათქმას იმის შესახებ, რომ ამ მუხლით დადგენილი მტკიცებულების გამოკვლევის რეჟიმი არ ვრცელდებოდეს მოწმის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლების გამოყენებისას.
დასახელებული საპროცესო ნორმების ანალიზის შედეგად, აპელანტმა მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოიკვლია მოწმე ფლ----------------ის და დაზარალებულ არ--------------ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, აუცილებლად უნდა მოეხდინა მათი შეფასება და ანალიზი სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში განაჩენის დადგენისას. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალმდებლისთვის გაუგებარია, თუ რატომ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ იგივე სამართლებრივი რეჟიმით გამოკვლეულ მნ-–---------------ის ჩვენებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესის სრული დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მოწმე ფლ----------------ის და დაზარალებულ არ--------------ის ჩვენებები, რომლებითაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება მსჯავრდებულ სპ------------------ის მიერ მისი არასრულწლოვანი შვილის, არ--------------ის სისტემატური ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო დაცვის მხარემ სპ------------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ სპ------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს სპ------------------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა სპ------------------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული ბრალდება, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცვლი ადვოკატის მსჯელობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ირიბი ჩვენებების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს №548 გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ და განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერების ნაწილში და მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვის პარალელურად მიმდინარე სამოქალაქო საქმე ფლ----------------ის სარჩელის გამო, მოპასუხე სპ------------------ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის მოთხოვნით, რომელიც შეწყდა არასრულწლოვანი არ--------------ის საუკეთესი ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლოა წარმოადგენდეს იმ ობიექტურ მიზეზს, რის გამოც შეუძლებელი აღმოჩნდა ფლორა და არ--------------ების დაკითხვა და ირიბი ჩვენებების გადამოწმება.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ირიბი მოწმეების - ზვ--------------ისა და სპ----------------ის ჩვენებების შინაარსს, არამედ ამ ჩვენებების ირიბ ხასიათზე აკეთებს აქცენტს, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძვლად მიაჩნია. სასამართლომ უკვე განმარტა, თუ რატომ არის დასაშვები აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების გაზიარება მათი ირიბი ხასიათის მიუხედავად, თუმცა დამატებით მიუთითებს, რომ მართალია, აღნიშნული გამომძიებლები არ ყოფილან სპ------------------ის მხრიდან უშუალოდ ძალადობის განხორციელების მოწმეები, მაგრამ ისინი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ მყისიერად და ძალადობის განხორციელების შემდგომი სურათი დეტალურად აღწერეს, რაც თანხვედრაში მოდის სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ:
მოწმე ზვ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს შს რაიონული სამმართველოს გამომძიებლად, ღამის 12 საათზე შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სოფელ მოდეგამში, ტი---------ის ოჯახში და ოთახში ნახეს ქალბატონი ფლ----------------ი, რომელიც ლოგინში იწვა სველი და ატირებულ ბავშვს გულში იხუტებდა. გაირკვა, რომ სპ------------------მა მეუღლეს ფლ----------------ს კამათის დროს წყალი შეასხა, ბავშვმა არ--------------მა დედას დაუჭირა მხარი და სპ------------------მა ბავშვისათვის სკამის სროლა დააპირა, მაგრამ სპ------------------ის მამამ - მნ-–---------------მა ამის უფლება არ მისცა. ბავშვი ნაცემი იყო და დაზიანებები ეტყობოდა, თავად სპ------------------ი კომპიუტერის წინ იჯდა და არაყს სვამდა. იგი აგრესიულად იყო განწყობილი, ოჯახის წევრების და პოლიციელების მიმართაც და ამ უკანასკნელებს ეუბნეოდა, აქ რატომ მოხვედით, ჩემი ოჯახის საქმეებში რატომ ერევითო. აგრესიისაგან თავის არიდების მიზნით დედა-შვილი და სპ------------------ი სხვადასხვა მანქანებით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე სპ----------------მა, ამასთან განმარტა, სპ------------------ის მამამ მნ-–---------------მა მათ უთხრათ, რომ ს---------ა ბავშვს სცემა. ბავშვს ეტყობოდა დაზიანებები. სპ------------------ი აგრესიულად იყო განწყობილი, თქვენ ვინ ხართ, აქ რატომ მოხვედითო, პოლიციელებს ეუბნებოდა. მანქანის მისვლამდე დარჩნენ ადგილზე, შემდეგ მანქანა მივიდა და დედა-შვილი განყოფილებაში გადაიყვანეს.
აღნიშნულ მოწმეთა ჩვენება შესაბამისობაშია გარდაცვლილი მოწმის მნ-–---------------ის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებასთან, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით იქნა გამოქვეყნებული პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე. ჩვენების თანახმად, მნ-–---------------ი იყო ბრალდებულ სპ------------------ის მამა. 2018 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, როდესაც ეძინათ მან გაიგონა ფლ----------------ის ყვირილის ხმა, რომელიც სპ------------------ს ეუბნეოდა, წყალი რატომ დამასხიო და ბავშვს თავი დაანებეო. მნ-–---------------ი შევიდა ოთახში და დაინახა, რომ ფლ----------------ი სველი იწვა საწოლში, ხოლო არ--------------ი ოთახიდან გამორბოდა, რომელსაც სპ------------------ი მისდევდა და ცდილობდა მისთვის სკამის დარტყმას, ამ დროს მნ-–---------------ი ბავშვს წინ ჩაუდგა. ამის შემდეგ ფლ----------------მა დარეკა პოლიციაში. ცოტა ხანში მათთან პოლიცია მივიდა და სპ------------------ი წაიყვანეს, შემდეგ კი მას დაურეკეს და შეატყობინეს, რომ სპ------------------ი დაკავებული იყო ოჯახური ძალადობის ბრალდებით.
მოწმე სე--–--------------მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე და მიუთითა, რომ უშუალოდ მის მიერ იქნენ გამოკითხულნი არასრულწლოვანი არ--------------ი, ფლ----------------ი და ბავშვის პაპა მნ-–---------------ი. ბავშვი ძალიან შეშინებული და დაბნეული იყო, თქვა რომ მამამ იძალადა მასზე სახლში, ასევე იძალადა დედაზეც. გამოკითხვას ესწრებოდა არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი - დედა ფლ----------------ი. ძალადობის ფაქტი დედამ და პაპამაც დაადასტურეს. მათი განმარტებით სპ------------------მა ბავშვს ხელი დაარტყა და სკამის დარტყმაც უნდოდა, მაგრამ პაპამ - მნ-–---------------მა არ დაანება. მოწმე ჰო-------------------მა კი განმარტა, რომ მათთან სტუმრად მყოფი ფლ----------------ისაგან შეიტყო, რომ სპ------------------ი არ--------------ს სისტემატურად ცემდა და ავიწროვებდა, რაც მათთან ერთად მყოფმა მნ-–---------------მაც დაადასტურა. აღნიშნული მიზეზით, ფლ----------------ს ბავშვის წაყვანა უნდოდა მასთან ერთად საბერძნეთში და თავად ბავშვიც ამბობდა, რომ არ სურდა მამასთან დარჩენა, რადგანაც ეშინოდა მისი. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ერთიანობაში მიუთითებენ სპ------------------ის მოძალადეობრივ ხასიათზე.
აპელანტი ასევე მიუთითებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც თანხვედრაში არ მოდის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სპ------------------მა არ--------------ს ხელი დაარტყა ზურგის არეში, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, ბავშვს დაზიანებები აღენიშნებოდა მარჯვენა და მარცხენა ბარძაყებზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №4--------- დასკვნის თანახმად, არ--------------ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა და------------–---–მა.
პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია არ--------------ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი, ხოლო ექსპერტმა და------------–---–მა კი ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები ბავშვს შეიძლება მიეღო 2018 წლის 28 ივნისს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო რაიმე არგუმენტი დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია, ის გამოთქვამს მხოლოდ ვარაუდს, რომ არ--------------ი საკმაოდ აქტიური ბავშვი იყო, ხშირად ერთობოდა მოტოციკლით და შესაძლებელია, დაზიანებები მიეღო ამ ვითარებაში. ასეთი ვარაუდის გასაზიარებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და არც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას წარმოუდგენია დაცვის მხარეს, რის გამოც მისი გაზიარების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ განვითარებულ მოსაზრებას, თითქოს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლებოდა უტყუარ მტკიცებულებად მიჩნეულიყო, რადგან მისი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა დაზარალებულ არ--------------ისაგან მიწოდებული ინფორმაცია, ხოლო მისი სისწორის გადამოწმება ვერ მოხერხდა, რადგან დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მსჯელობა საფუძველშივე მცდარია, ვინაიდან, ექსპერტიზისათვის საკვლევად მიწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს მხოლოდ მოწმის გამოკითხვის შედეგად მიღებულ ცნობებს, რომელიც დადასტურებული ან უარყოფილი უნდა იყოს ამავე მოწმის მიერ სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევისას. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დროს მოხდა თავად დაზარალებულთან კომუნიკაცია, მისი ცალკეულ ფსიქიკურ ფუნქციათა კვლევა შესაბამისი მეთოდების, ასევე იმ ტესტებისა და კითხვარების გამოყენებით, რომლებიც პიროვნებას შეისწავლის მისი მთლიანობის ასპექტში. დასკვნის სტრუქტურიდან ნათელია, რომ არ--------------თან გასაუბრების შედეგად მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმებულია საქმის მასალებთან, ხოლო ამავე დასკვნის კვლევითი ნაწილის მიწურულს აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მოწმეთა ჩვენებები არ არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში და ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს. არ--------------ის მიერ კლინიკური საუბრისას გადმოცემული ინფორმაცია ძირითადად ეყრდნობა მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შემცველი ფაქტების და ამით გამოწვეული დისკომფორტის არათანმიმდევრულ, ემოციურ, მაგრამ სრულყოფილ და დამაჯერებელ ანალიზს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და აგრეთვე, არ--------------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ არ--------------ის მიმართ მამამისის, სპ------------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებები მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მანანა ბრეგაძემ.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება სპ------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, ვინაიდან, თვლის, რომ მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და მათში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მოწმეთა ჩვენებების უტყუარობა გამყარებულია საქმეში არსებული სხვა არაერთი მტკიცებულებით. რომელთა შორის არ შეინიშნება რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სპ------------------ის მიერ დაზარალებულის მიმართ სისტემატური ცემის განხორციელების თაობაზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ სპ------------------ის ქმედების თავდაპირველი კვალიფიკაციის დამადასტურებელ ერთადერთ არგუმენტად აპელანტს მოჰყავს ის ფაქტი, რომ დაზარალებულ არ--------------ისა და მოწმე ფლ----------------ის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს, რომლებიც გამოქვეყნებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, უნდა მისცემოდა სათანადო შეფასება.
უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არასწორია სახელმწიფო ბრალმდებლის ანალიზი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების დანაწესთან დაკავშირებით, რომელთა თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
აპელანტს მიაჩნია, რომ მოწმის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ფაქტი უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მხარემ მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა და რომ არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლების გამოყენების ფაქტს. რასაც პალატა არ იზიარებს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა არ--------------მა და მოწმე ფლ----------------მა, რომლებიც არიან მსჯავრდებულ სპ------------------ის შვილი და მეუღლე, უარი განაცხადეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, რომ შეფასება მისცეს მათ მიერ წინასწარი გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას. პალატა განმარტავს, რომ მხარეთა უფლება, მოითხოვონ მოწმის წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, არ შეიძლება დაყვანილ იქნეს ამ მოწმის სასამართლოში გამოცხადების ფორმალურ აქტამდე, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, აზრს კარგავს კანონმდებლის დანაწესი მოწმის უფლების თაობაზე, მისცეს ან არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
რაც შეეხება, სახელმწიფო ბრალმდებლის მითითებას, რომ გაუგებრობას იწვევს სასამართლოს მხრიდან იგივე წესით გამოკვლეული გარდაცვლილ მნ-–---------------ის ჩვენების გაზიარება და მისთვის შეფასების მიცემა, პალატა განმარტავს, რომ მოწმე მნ-–---------------ის შემთხვევა სრულად ექცევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ფარგლებში, ვინაიდან მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვა დასაშვებია ამ მოწმის გარდაცვალების შემთხვევაში.
ამდენად, პალატის აზრით, სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტაცია, რომ სასამართლო უნდა დაეყრდნოს გამოკითხვის ოქმებს და აღნიშნულის საფუძველზე მოხდეს მსჯავრდებულ სპ------------------ისათვის კვალიფიკაციის შეცვლა, სამართლებრივ საფუძველსა მოკლებული.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სპ------------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სპ------------------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი და ის უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ სპ------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დავით ლაღიძისა და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი--------------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
სპ------------------ის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 111;126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
სპ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 ივნისის 05:50 საათიდან.
სპ------------------ის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია.
არასრულწლოვან დაზარალებულ არ--------------ს და მის კანონიერ წარმომადგენელს ფლ----------------ს განემარტოთ საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 25-ე მუხლით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხდებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე