განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002972871
საქმე №1/ბ-552-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–---- პ---–--ს ძე ჭ------ს მიმართ, დაბადებული: 197- წლის 15 თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი:6----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ქ. ქუთაისი, ხ--------ს ქუჩა N85, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, მ–--------- ქუჩა N4/4.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-----–---- ჭ------მ ჩაიდინა: ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 მარტს, საღამოს საათებში, ქუთაისში, ი-------–---ს გამზირი N18-ში მდებარე საცხოვრებელი ოთახის კართან ნ-----–---- ჭ------ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს მ--- ხ------ეს. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. მ--- ხ------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის განაჩენით ნ-----–---- ჭ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნ-----–---- ჭ------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 28 მარტიდან 2019 წლის 02 ივლისის ჩათვლით), შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ნ-----–---- ჭ------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 9 (ცხრა) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–---- ჭ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და ჯარიმა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ნ-----–---- ჭ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 02 ივლისიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გურჯან ტაბეშაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ნ-----–---- ჭ------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლოს მიერ არ მოხდა დანაშაულის სათანადო შეფასება და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინება ოჯახში ძალადობისთვის და მიღებული იქნა გადაწყვეტილება მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესახებ, რაც შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან, სამართლიანობის აღდგენასთან, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციასთან. ამასთან,დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მინიმალურ ვადას.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-----–---- ჭ------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ-----–---- ჭ------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - მ--- ხ------ის ჩვენებით; მოწმეების - ი-----–---------------------------------------------------------------------–-------------------- გამოკითხვის ოქმებით, მ--- ხ------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემ---ვებელი ორდერით თანდართული მასალებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ნ-----–---- ჭ------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ნ-----–---- ჭ------ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურჯან ტაბეშაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ნ-----–---- ჭ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნ-----–---- ჭ------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 28 მარტიდან 2019 წლის 02 ივლისის ჩათვლით), შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს ჯარიმა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ნ-----–---- ჭ------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 9 (ცხრა) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–---- ჭ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით და ჯარიმა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ნ-----–---- ჭ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნ-----–---- ჭ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 02 ივლისიდან.
მსჯავრდებულ ნ-----–---- ჭ------ს მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 150 (ასორმოცდაათი) ლარის აღსრულება დაევალოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები ერთ ცალ CD დისკზე, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე