განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030100119002976320
საქმე №1/ბ-590-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ო-----ს ძე ც-------–---–-ს მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. ფოთი, 9-------–---------- N15/30;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- ც-------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორის პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 აპრილს დაახლოებით 23:00 საათზე, ნასვამ მდგო----ეობაში მყოფმა დ----- ც-------–---–მა ქ. ფოთში, 9-------–---------- N15/30-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას, ოჯახის წევრის, არასრულწლოვან ლ---- ც-------–---–-ს თანდასწრებით, რამდენჯერმე დაარტყა ხელია მამას, ო---- ც-------–---–ს სხეულის სხვადასხვა ადგილას, ხოლოს დედას - ა---–-- შ-------ს ხელი დაარტყა გულმკერდის არეში და ზურგით მიანარცხა კედელს, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა მათ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენით დ----- ც-------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ე---–---ე ბ------ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გამამართლებელი განაჩენი დ----- ც-------–---–-ს მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი დ----- ც-------–---–-ს მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც სასამართლოს დ----- ც-------–---–-ს მიმართ უნდა დაედგინა გამამტყუნებელი განაჩენი.
გამართლებული დ----- ც-------–---–- ითხოვს არ დაკამყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ----- ც-------–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულებმა ო---- ც-------–---–მა და ა---–-- შ-------მ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ, ასევე არასრულწლოვანმა მოწმემ ლ---- ც-------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ.
მოწმე ე-–--- გ-------ს განმარტებით ირკვევა, რომ არის დ----- ც-------–---–-ს მეზობელი. დაახლოებით ღამის 11:00 საათზე შემოესმა ხმაური ც-------–---–ების ბინიდან, მივიდა და ნახა, რომ დ----- ც-------–---–- იყო ნასვამ მდგო----ეობაში, რომელმაც დედას ა---–-- შ-------ს ხელი დაარტყა და კედელს მიანარცხა. მან ა---–-- შ------- თავის ბინაში წამოიყვანა, რადგან შეშინებული იყო და ტკივილსაც აღნიშნავდა. ა---–-- შ-------მ უთხრა, რომ დ----- ც-------–---–ს კონფლიქტი მოუვიდა თავის არასრულწლოვან შვილთან ლ---- ც-------–---–თან კომპიუტერთან დაკავშირებით, რასაც მოყვა ეს კონფლიქტი. ის პირადად არ შესწრებია დ-----, ლ---- და ო---- ც-------–---–ებს შორის კონფლიქტს, ლ---- მას არც კი უნახავს. ა---–-- შ-------სთან შეთანხმებით დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია.
მოწმე ფ-------- ნ---–--ის განმარტებით ირკვევა, რომ მუშაობს ფოთის საქალაქო სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 15 აპრილს შემოვიდა შეტყობინება დ----- ც-------–---–-ს მიერ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მის მიერ გამოკითხულ იქნა ბრალდებულის მშობლები ო---- ც-------–---–- და ა---–-- შ-------, რომლებმაც განმარტეს, რომ შვილის დ----- ც-------–---–-ს მხრიდან მათ მიმართ, ადგილი ქონდა ძალადობის ფაქტს. მის მიერ დაკავებულ იქნა დ----- ც-------–---–-, რომელმაც აღიარა დანაშაული. დაუნიშნა ექსპერტიზა დაზარალებულებს ო---- ც-------–---–ს და ა---–-- შ-------ს.
მოწმე ი-----–- მ-------ს განმარტებით ირკვევა, რომ მუშაობს ფოთის საქალაქო სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოჩენილა. მისი განმარტებით სამზარეულოში ხის მაგიდა იყო დაზიანებული, საძინებელში კომოდზე მოთავსებულ ლეპტოპს ჰქონდა მონიტორი დაზიანებული და ტანსაცმელი იყო მიმოფანტული. სხვა საგამოძიებო მოქმედებები მას არ ჩაუტარებია.
სამედიცინო ექსპერტიზების N----------, N---------- დასკვნების მიხედვით ო----- ც-------–---–ს და ა---–-- შ-------ს სხეულებზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ზემოაღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურა მოწმის წესით დაკითხულმა (ექსპერტი) შ----- თ------ემ.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, დ----- ც-------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ დ----- ც-------–---–-ს მიმართ ა---–-- შ-------ს ეპიზოდთან დაკავშირებით წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, მოწმე ე-–--- გ-------ს ჩვენების სახით, ხოლო ო---- ც-------–---–-ს ეპიზოდთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულებმა ო---- ც-------–---–მა და ა---–-- შ-------მ და არასრულწლოვანმა მოწმემ ლ---- ც-------–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომლის მიხედვითაც ო---- ც-------–---–სა და ა---–-- შ-------ს სხეულებზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდათ. ამდენად, პალატას სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს დ----- ც-------–---–-ს გამართლების თაობაზე და აღნიშნავს, რომ დ----- ც-------–---–-ს მიმართ ბრალდების ერთ ნაწილში მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (ყველა სხვა მტკიცებულება ირიბია) არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა დ----- ც-------–---–- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან დ----- ც-------–---–-ს მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---ე ბ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენი დ----- ც-------–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი:
დ----- ც-------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
დ----- ც-------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; მოეხსნას ყადაღა დ----- ც-------–---–-ს (პირადი N4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, 9-------–---------- N15-ში (საკადასტრო კოდი: 0------------------), 7000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
გამართლებულ დ----- ც-------–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე