განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002861649
საქმე №1/ბ-449-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის - თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის - თ--------------–---–ის
მსჯავრდებულის - ო---- გ-------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ო---- გ-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ქ--------–-----------------------------------–ი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით; 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით; 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ო---- გ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
-ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით.
-ოჯახის წევრის მიმართ იძულება - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
-ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
-ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ო---- გ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ ო---- გ-------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მას 30 დღის განმავლობაში აეკრძალა მეუღლესთან - თ----- რ-----სთან ყოველგვარი კომუნიკაცია, მათ შორის, მის საცხოვრებელ სახლთან და სამსახურთან მიახლოება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 09:30 საათზე, ო---- გ-------ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და მივიდა მსხვერპლის - თ----- რ-----ს სამუშაო ადგილზე, ქ--------–-----------------------------–- განთავსებულ შპს „--------------------------- ადმინისტრაციულ შენობასთან და დაამყარა თ----- რ-----სთან კომუნიკაცია.
2019 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ--------–-----------------------------–- მდებარე შპს „--------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ო---- გ-------ემ მეუღლე (ოჯახის წევრი) თ----- რ-----, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით.
2019 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 09:40 საათზე, ქ.-------–------------------------–---------------- ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ო---- გ-------ე, თანნაქონი დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს (ოჯახის წევრს) - თ----- რ-----ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 09:45 საათზე, ქ--------–------------------------–--------------- ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ო---- გ-------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თმებში მოქაჩვით, ხელების სახისა და თავის არეში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს (ოჯახის წევრი) - თ----- რ-----ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენით:
ო---- გ-------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ო---- გ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ო---- გ-------ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო---- გ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 4 (თვის) ვადით.
ო---- გ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. მსჯავრდებულ ო---- გ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 16 იანვრიდან.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ო---- გ-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით; 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით; 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ო---- გ-------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, ამასთან, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ჩადენის ხერხისა და მსჯავრდებულის ნასამართლობის გათვალისწინებით, მას უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს წარდგენილი ბრალდებების ნაწილში ო---- გ-------ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ო---- გ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისი არ არის დასკვნისათვის, რომ ო---- გ-------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ იძულება, მუქარა და ძალადობა, კერძოდ:
მოწმე ლ--–- ქ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სს „-------------------------–-“, რომელიც მდებარეობს ქ--------–--------------------------. თ----- რ----- მისი თანამშრომელია 2017 წლიდან. იცნობს თ-----ს დედას და მეუღლეს, ო---- გ-------ეს, რომელსაც სადილი მიჰქონდა თ-----სთვის სამსახურში და მასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. 2019 წლის 08 იანვარს, დილით ადრე მივიდა სამსახურში. რამდენიმე ხნის შემდეგ ფანჯრიდან დაინახა, რომ „--------------------------- შენობის წინ იდგნენ თ----- რ----- და ო---- გ-------ე და ეს უკანასკნელი ანერვიულებული ელაპარაკებოდა მეუღლეს. იცოდა, რომ მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, რის გამოც გავიდა გარეთ. ამ დროს ო----მა ხელი მოჰკიდა თ-----ს და მანქანაში ჩასვა. მოწმის განმარტებით, იგი მივიდა ო---- გ-------ესთან, რომელსაც თხოვა, რომ დაწყნარებულიყო და სხვაგან გაერჩიათ თავიანთი ურთიერთობები. იმავდროულად თ-----ს უთხრა, რომ გადმოსულიყო მანქანიდან, მაგრამ ო----მა სწრაფად დაძრა მანქანა და წაიყვანა იგი.
მოწმე ნ----- ზ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული თ----- რ----- არის მისი შვილი. ბრალდებული ო---- გ-------ე იყო თ-----ს მეუღლე. ისინი ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს, რის გამოც თ-----მ გადაწყვიტა მეუღლესთან დაშორება, მაგრამ ო----ი ამის წინააღმდეგი იყო და სახლში დაბრუნებას თხოვდა. მომხდარ ფაქტამდე დაახლოებით 10 დღით ადრე მიმართეს პოლიციას და ო---- გ-------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. 2019 წლის 08 იანვარს, დილით, თ----- წავიდა სამსახურში. რამდენიმე ხანში მას დაურეკა თ-----ს თანამშრომელმა ლ--–- ქ------–--ემ და უთხრა, რომ თ-----ს სამსახურთან მიაკითხა ო---- გ-------ემ, ჩასვა მანქანაში და წაიყვანა. ვინაიდან, ო---- გ-------ის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მაშინვე დაუკავშირდა პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსს და დახმარება სთხოვა. რამდენიმე წუთში სხვისი ტელეფონით დაურეკა თ-----მ, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა ა-----------------ში, იყო ნაცემი და მოსახლეობა მალავდა, რის გამოც ითხოვდა პატრულის გამოძახებას. მან მაშინვე დარეკა 112-ში და შეატყობინა მომხდარი ფაქტის შესახებ. ამის შემდეგ მიაკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა და წაიყვანეს მე-4 განყოფილებაში, სადაც რამდენიმე წუთში თ-----ც მიიყვანეს. მისი შვილი ნაცემი იყო და სახეზე დაზიანებები ეტყობოდა. როგორც თ-----მ მოუყვა, ო----ს სამსახურში მიუკითხავს მისთვის, ჩაუსვამს მანქანაში და წაუყვანია, როდესაც მანქანიდან გადახტომა დაუპირებია, მას თმებში მოუკიდებია ხელი და არ აძლევდა ამის საშუალებას.
მოწმე რ---–---- ზ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ტაქსის მძღოლად. იცნობს ო---- გ-------ეს და მის მეუღლეს თ-----ს, რომელსაც რამდენჯერმე მომსახურებია ტაქსით. ო----ს ჩაწერილი ჰქონდა მისი პირადი მობილური ტელეფონის ნომერი. 2019 წელს, დილით, დაახლოებით 09 საათიდან 10 საათამდე დროის მონაკვეთში, დაუკავშირდა ო---- გ-------ე და სთხოვა მისულიყო ქ--------–-, „--------------------------- შენობასთან. მითითებულ ადგილზე მისულმა დაინახა, რომ ო---- გ-------ე იმყოფებოდა თავისი მამის ავტომანქანით და ელაპარაკებოდა მეუღლეს, თ-----ს. შემდეგ ორივენი ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ.
მოწმე ნიკა დევაძის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ--------–-------------------------- მდებარე აფთიაქში დაცვის მუშაკად. იცნობს ო---- გ-------ეს და მის მეუღლეს. შემთხვევის დღეს სამსახურში მიდიოდა ფეხით, რა დროსაც დაინახა, რომ ქუჩაში გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ ო---- გ-------ე და მისი მეუღლე, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ ერთმანეთში. ო----ი ეუბნებოდა მეუღლეს, რომ ჩამჯდარიყო მანქანაში და დედამისთან წაიყვანდა, რაზეც იგი უარს ეუბნებოდა. ამ დროს მიუახლოვდა მათ და ო----ი მოიკითხა. ამის შემდეგ ეს უკანასკნელი ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
თავად დაზარალებულმა თ----- რ-----მ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით _ არ მიეცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა ო---- გ-------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2018 წლის 26 დეკემბერს, შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის, ო---- წ---–-----ის მიერ მოძალადე ო---- გ-------ის მიმართ გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ მსხვერპლის _ თ----- რ-----ს განცხადების საფუძველზე, ო---- გ-------ეს 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თ----- რ-----ს დაესვა დიაგნოზი _ ტვინის შერყევა. მას ობიექტურად აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი თავის არეში. დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ო---- გ-------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811 მუხლის პირველი ნაწილით. რაც შეეხება ო---- გ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა ო---- გ-------ის მიერ აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:
ო---- გ-------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულ თ----- რ-----ს ჩვენებებს, რომელიც ამხელდა მას იძულებაში, მუქარასა და ძალადობაში, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას გაიზიაროს მის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
სასამართლოში დაკითხული მოწმე ლ--–- ქ------–--ე მხოლოდ იმ ფაქტს ადასტურებს, რომ 2019 წლის 08 იანვარს, ო---- გ-------ემ სამსახურში მიაკითხა თ----- რ-----ს და ანერვიულებული ესაუბრებოდა. შემდეგ მოჰკიდა მას ხელი, ჩასვა მანქანაში, სწრაფად დაძრა მანქანა და წაიყვანა. ამდენად, მისი ჩვენება არ არის იმის მამტკიცებელი, რომ ო---- გ-------ემ მეუღლის მიმართ განახორციელა იძულება, მუქარა და ძალადობა. ო---- გ-------ის მიერ თ----- რ-----ს მიმართ იძულების, მუქარისა და ძალადობის ფაქტები არც სასამართლოში დაკითხული სხვა მოწმეების ჩვენებებით დასტურდება. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები ვერ გამოდგება ო---- გ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.
რაც შეეხება მოწმე ნ----- ზ--------ეს, ის არ არის შემთხვევის თვითმხილველი და მის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულ თ----- რ-----ს მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. ამდენად, აღნიშნული ჩვენება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კი სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ იმის შესახებ, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი თავის არეში, მაგრამ ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს მისთვის ამ დაზიანების ო---- გ-------ის მიერ მიყენების ფაქტს.
სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ო---- გ-------ის მიერ 2019 წლის 08 იანვარს თ----- რ-----ს მიმართ განხორციელებული იძულების, მუქარისა და ძალადობის ფაქტებს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ო---- გ-------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ო---- გ-------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენი ო---- გ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენი ო---- გ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ო---- გ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.ო---- გ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მსჯავრდებულ ო---- გ-------ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 10 (ათი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან 4 (ოთხი) თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო---- გ-------ეს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
7.მსჯავრდებულ ო---- გ-------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 16 იანვრიდან.
8.ცნობად იქნას მიღებული, რომ ო---- გ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/